ბავშვთა სტომატოლოგია

310 thoughts on “ბავშვთა სტომატოლოგია

  1. გამარჯობა, რა სიპტომები ახასიათებს ეშვების ამოჭრას?
    წინასწარ დიდი მადლობა

    1. როგორც ყველა კბილის ამოჭრას, შეშუპება, შეწითლება და ტკივილი.

  2. gamarjobat chems bavshvebs orives grdzilebi witeli aqvt da alag alag chirqis bushtukebi gamosdit mainteresebs ras mirchevt

    1. შეიძლება იყოს აფთოზური ან ჰერპესული სტომატიტი. უნდა აჩვენოთ სტომატოლოგს და პედიატრთან შეთანხმებით დაუნიშნავს მკურნალობას.

  3. ძალიან გთხოვთ მიწასუხეთ. 9თვის ჩვილი საქანელადან ჩამოვარდა(გაჩერებული) გაუსკდა ზედა მარცხენა ტუჩი და მარცხნიგ ოდნავ აქვს შელურჯებული და შეთეთრებული კბილის ადგილი. კიიჭ ჯერ არ ამოსვლია და მაინტერესებს შეიძლებოდა თუ არა რომ ამოუსვლელი კიიჭი მომტყდარიყო?

    1. არაა აუციელბელი, რომ კბილის ჩანასახი დაზიანებულიყო. ამ ეტაპზე ამის დადგენა შეუძლებელია მაინც. უბრალოდ დააკვირდით ამოჭრის პროცესს. თუ სხვა კბილები ამოიჭრა და ეს ერთი კბილი აგვიანებს, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ასევე თუ სილურჯემ და შეშუპებამ არ გაიარა.

  4. gamarjobat.5 wlis bavshvs kbili amosdis,zeda ybis 6 kbili,es normaluria?da ra simptomebi sheidzleba qondes mag dros?

    1. ცოტა ადრეა, მაგრამ პათოლოგიას არ წარმოადგენს. 6 წლიდან იჭრება საერთოდ. ამოჭრის ადგილი შეიძლება იყოს ცოტა შეშუპებული, შეწითლებული და მტკივნეული, მაგრამ უფრო ხშირად უსიმპტომოდ იჭრება.

      1. gamarjobat chemi shvili 4 clis da 7 tvisaa da erkeva qveda 2 kbili rambenad normaluria. da tu es patologiaa vis mivmartod romeli clidan unda icvlides bavshvi kbilebs? didi madloba

      2. კბილების მოცვლა იწყება საშუალოდ 6 წლიდან, თუმცა ზოგჯერ ადრეც ან პირიქით გვიან. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ტრავმის მიზეზით მორყევა, კარგი იქნება თუ აჩვენებთ ექიმს. გირჩევდით “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

  5. გამარჯობათ,ჩემი გოგო 2 წლისხდება, 1ლის და 5თვისას დაეწყო ზედა 4კბილის გაშავება მერე უკვე გაუფუჭდა და გაუცვდა,თითქმის ღრძილამდე აქ დასული, პედიატრმაც და სტომატოლოგმაც სანამ არმოიცვლის ვერ უშველითო,რას შეიძლება გამოეწვია და პროფილაქტიკისთვის ვაპირებ გაზაფხულზე კალცის მიცემას სხვა კბილებიც როარდაზიანდეს და თქვენ რასმირჩვეთ,მადლობთ

    1. ხომ არ აქვს დაზიანებული საღეჭი კბილების ბორცვებიც? სავარაუდოდ კბილის ქსოვილების არასრული განვითარება მოხდა მუცლადყოფნის პერიოდში, რის გამოც ამოჭრის შემდეგ არასრულფასოვანი მინანქარი ადვილად დაზიანდა. თუმცა არ არის გამორიცხული კარიესული დაზიანებაც. გირჩევთ მიიყვანოთ ბავშვთა სტომატოლოგთან, რომელიც შეაფასებს სიტუაციას და თუ საჭიროა დანიშნულებასაც მოგცემთ. თვითნებურად რამე პრეპარატის მიცემას არ გირჩევთ. მითუმეტეს რომ თუ ჩემი ვარაუდი სწორია ამას აზრი არ აქვს.

    1. ორთოდონტთან უნდა მიიყვანოთ კონსულტაციაზე.

  6. gamarjobat myavs sami wlis gogo romelsac vatyob rom qveda yba aqvs win wamoweuli, ineb mirchiot ra sahualeba an mkurnalobaa sajiro rom moxdes gasworeba

    1. აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ორთოდონტთან. შესაძლოა ამ ეტაპზევე საჭირო იყოს ჩარევბა უფრო მძიმე დარღვევის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

    1. სარძევე კბილები მორყეული იყო როცა ამოუღეთ?
      რენტგენზე გამოჩნდება არის თუ არა მუდმი კბილების ჩანასახები. შეიძლება არასწორ პოზიციაში იყოს.

  7. უკაცრავად თუ შეიძლება კიტხვაზე მიპასუხოთ თითქმის შვიდი თვეა ზედა საკბეჩი 2 კბილი არამოზდის და რაუნდა იყოს ამის იზეზი?

    1. რა ასაკისაა ბავშვი? სარძევე კბილებზეა საუბარი თუ მუდმივზე?

  8. Gamarjoba! Chems shvils wlinaxevris asakshi gaushavda kbilebi. Eqimma ftoris naklebobaao da 3 tvis ganmavlobashi vawvetebdi “bimbovits”. Mainteresebs, aris raime sashualeba am asakshi rom moxdes gawmenda tu unda davelodo kbilebis mocvlas? Gmadlobt

    1. ფტორის ნაკლებობა არ იწვევს კბილების გაშავებას. გარდა ამისა ბიმბოვიტის და მსგავი პრეპარატების გამოყენებით ფტორი მიეწოდება ჩანასახში არსებულ კბილებს და არა უკვე ამოჭრილს. ბავშვი უნდა მიიყვანოთ სტომატოლოგთან, რომელიც გაარკვევს დათვალიერებით რითია სიშავე გამოწვეული.

  9. ჩემი შვილი 1 წლის და 5 თვისაა. აქვს 15 კბილი და ახლა ამოუვიდა 17ე, ეშვი. 4 დღეა პირიდან ამოსდის ცუდი სუნი. ღრძილები გაწითლებული აქვს და ერთ კბილზე ცოტა სისხლიც დავინახე.4 დღეა ველქიდის,ვიტამინის დალევა დავაწყებინე და ვიფიქრე ეს სუნი ამან გამოიწვია, მაგრამ ღძილები რომ შეუსივდა დავეჭვდი. შეიძლება ეს გინგივიტი იყოს? ბუნებრივ კვებაზეა და დანებების პროცესიც დაემთხვა, სტრესი… რას მირჩევთ? თუ ვირუსულია, ალბათ ანტიბიოტიკები არ დასჭირდება. ოქტენისეპტით გავუწმინდე ღრძილები. იოდინოლი ეფექტურია ამ დროს?

    1. ვიტამინების მიღებამ შეიძლება თავისებური სუნი გამოიწვიოს. გინგივიტი შესაძლოა გაციებას ან ვირუსულ ინფექციას დაერთოს, პედიატრს უნდა მიმართოთ და პირის ღრუც აჩვენოთ. შეიძლება სოკოვანი ინფექცია იყოს, კანდიდოზი. ძუძუთი კვების დროს იშვიათი არაა. იოდინოლი კარგია ამ დროს, ასევე სოდიანი სავლები. სავლების მაგივრად შეგიძლიათ ხსნარში დასველებული ტამპონით გაუწმინდოთ პირის ღრუ. ღრძილების გარდა ენაც და ლოყის/ტუჩის ლორწოვანი. ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მიმართეთ პედიატრს. ამ ასაკიდან კბილების გახეხვა უკვე შეიძლება. უფრო ადრეც, კბილების ამოჭრისთანავე საჭიროა კბილების გაწმენდა, სანამ გახეხვას დაიწყებს.

      1. პასუხისთვის გმადლობთ. სოლკოსერინის მალამო, იოდინოლი, მარგანცოვკა და წყალბადის ზეჟანგი… გამოვიყენეთ და სამ დღეში გაუარა.

  10. Gamarjoba.mkavs 9 tvis patara.akvs ukve 6kbili.da mainteresebs rodidan unda davickot kbilebis gaxexva da riti?kbilis jagrisit vixexavt ukve da oastac xom ar unda rame sabashvo.

    1. ძალიან კარგი რომ უკვე უხეხავთ. ოღონდ აუცილებლად ასაკის შესაბამისი ჯაგრისი გამოიყენეთ. პასტა 2 წლამდე საჭირო არაა.

  11. გამარჯობატ ხომ ვერ მირჩევდით კარგ ორთოპედს ბავშვთა

    1. თუ ნამდვილად ორთოპედს გულისხმობთ და არა ორთოდონტს, მაინც ორთოდონტთან კონსულტაციას გირჩევთ. მაგალითად “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში”.

    1. შესაძლოა დააგვიანოს ამოჭრა სხვადასხვა მიზეზების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არაა შესაძლებელია, უნდა დაელოდოთ.

  12. kidev erti kitxva isev lagodexidan rustavshi tu aris kargi specialisti vistanac shevdzlebt shemi shvilis kbilebis problemis mogvarebas?

    1. რუსთავში კარგი კლინიკაა “დენსი”. ორი ფილიალი აქვთ — 1. მის: ქ.რუსთავი, კოსტავას 11
      ტელ: 8 341 25 57 55 / 8 341 29 25 52
      2. მის: ქ.რუსთავი, შარტავას 17
      ტელ: 8 341 28 52 55 / 8 241 28 54 55
      დარეკეთ და წინასწარ დააზუსტეთ რაც გაინტერესებთ.

  13. gamarjobat lagodexidan gwert.raions ar yavs bavshvta eqimi da es qmnis did problemas. 5 wlis shvili mkavs da gaufuwda ukana ori kbili qonda tkivilebi exla ar tkiva magram yba-saxe gausivda da tvalis ares itkiebs,mirchiet rogor movikce an problema xom araa am asakshi kbilis amogeba da amogebis shemtxvevashi chasanacvlebelkbils xom ar sheeqmneba problema?? madloba winaswar!!

    1. აუცილებლად უნდა მიიყვანოთ სტომატოლოგთან. თუ კბილი ამოსაღებია სხვა რა გზაა, ამოუღებენ. გაითვალისწინეთ რომ ბავშვებში ძალიან სწრაფად რთულდება ანთებითი პროცესები. ნუ გადადებთ წაყვანას და სახლში მკურნალობას ნუ შეეცდებით.

    1. შეიძლება ორთოდონტიულად ან გვრიგვინების/ვინირების საშუალებით.

  14. gamarjobat,me var 13 wlis. 2014 wlis maisshi amovige eshvebi da dzalian daagvianda amosvla.3 4 tvea ver amovida.wamosulia magram dzalian neli tempit modis orive.xom ver mirchevt rom rogorme davachqaro kbilebis amosvla?? madloba winaswar.

    1. ჩემი აზრით ჯობია კონსულტაციაზე მიხვიდეთ ორთოდონტთან. შეიძლება თქვენ თვლით რომ იგვიანებს, მაგრამ საგანგაშო არაფერი იყოს. ექიმი შეაფასებს სიტუაციას და თუ საჭიროა გახდება შესაძლებელია ზრდის სტიმულაცია ორთოდონტიული გზით.

  15. Gamarjobat, me var 13 wlis. Zemota eshvebis amogeba cota gvian momivida,amovige 2014 wlis maisshi. Da dzalian didi xania ar amomivida.kbili wamosulia magrad dAlian nela amodis. Xom ar ahegidLiat mirchiot rogor davachqaro amosvla??da kidev meore kitxva maqvs.kbili amovige qvemotac magram didi kbili amodis shedarebit da sxva kbileb awveba,da amitom mteli grdzili mtkiva da tu shegidzliat rame mitchoot?? Winaswar madloba did:)))))

    1. 💚❤💜💙 minda gitxrat rom arove eshvi wamosulia magram erti ufro vidre meore. Magram meore kbili ahkarad unda amovides magram wamosuli ar aris. Mxolod odnav chans da danarcheni yvela kbili 1 tveshi amomivida xolo es kbilebi ar vici rodis amova:((((((((

  16. gamarjobat 4wlis bavshvs kbilebi aqvs dzalian gapuchebuli 1kbili amouges da dasashvebi iyo es tu araaa?damnarchenic ro etkinos rogor moviqce?

    1. თუ კბილის შენარჩუნება აღარ შეიძლებოდა, ვერაფერს იზამდნენ. მაგრამ ამ ასაკში დაუშვებელია ასეტ მდგომარეობაში ჰქონდეს ბავშვს კბილები. კბილები სანამ ეტკინება მანამდე უნდა ატაროთ ექიმთან რეგულარულად, რომ დაათვალიეროს და საწყის ეტაპზევე დაბჟინოს კარიესები. ასევე უნდა აკონტროლოთ რომ იხეხოს რეგულარულად, დღეში ორჯერ.

    1. ეს ალბათ კლინიკებში უნდა იკითხოთ. ფასები იცვლება დაახლოებით 1000-დან 4000 ლარამდე.

  17. 8 წლის ბიჭს აქვს ღია თანკბილვა.ჩაუდგეს აპარატი ენის დამჭერით. ჭამის დროს იხსნის და ექნება სასურველი შედეგი? ლოგოპედთან დადიოდა და რომ გააგრძელოს შეიძლება? აპარატი მეტყველებაში ხელს უშლის ადრე ენა გამოდიოდა წინ. მადლობა.

    1. ორთოდონტი არ გახლავართ, თანაც ასე სიტუაციის შეფასება შეუძლებელია. თუ ეჭვი გეპარებათ მკურნალობის სისწორეში, უმჯობესი იქნება სხვა ორთოდონტებთან მიიყვანოთ კონსულტაციაზე.

  18. 4წლის ბავშვს აქვს წინა კბილი გაწითლებული,როგორ მოვიქცე?

    1. gamarjobat meate teshia bavshvi da jer erti kbilic ar aq amosuli da risi brali arisxom ver metybit winaswar didi madlobat

      1. ამოჭრის დაგვიანება ხშირად არანაირ პათოლოგიასთან არ არის დაკავშირებული. უბრალოდ უნდა დაელოდოთ. ასევე კარგი იქნება პედიატრის კონსულტაცია, რომ დარწმუნდეთ სხვა მხრივ ბავშვი ჯანმრთელია.

  19. gamarjobat,5wlis bavshvs amosdis kbili zeda ybis ukan,orive mxares erti kbili.da es normaluriaa??? zeda ybaze 10kbili ukve ak.da kide amodis.xom ar aris sachiroo ekimtan mikvana???

    1. თუ კბილთა რკალის ბოლოს, სულ უკან ეჭრება, როგორც ჩანს მეექვსე ანუ მუდმივი საღეჭი კბილია, რომელიც ცოტა უფრო გვიან იჭრება ხოლმე, 6 წლის ასაკისთვის. მაგრამ ადრე ამოჭრაც ხშირია და ნორმად ითვლება.

  20. gamarjobat 10 wlis bavshvs aqvs meeqvse kbili samkurnalo stomatologma gamagzavna sisxlis analizze romel medikamentzea alergiuli agmochda rom razec gasinjes yvela medikamentze alaergiulia ra sheidzleba gaketdes amis shemdeg? an mirchchiet romel klinikashi ketdeba vrclad yvela medikamentze es sinji mxolod xuti wamalzea gaketebuli1 didi madloba winaswar

    1. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ალერგოლოგს და იმოქმედოთ მისი მითითების შესაბამისად.

  21. გამარჯობათ. 16 წლის ვარ და სარძევე კბილი ( ეშვი) ჯერ არ მომცვლია. იმედი აღარ უნდა მქონდეს რომ მის ადგილას ახალი კბილი ამომივა? მადლობა წინასწარ

    1. საჭიროა რენტგენის გადაღება და გამოჩნდება არის თუ არა ჩანასახი და თუ არის, რა პოზიციაშია.

  22. მოგესალმებით ჩემი პატარა წლის და 2 თვისაა აქვს 8 კბილი შევამჩნიე რომ წინა კბილების პარალელურად ამოსდის ისევ ზედმეტი კბილები უკან რას მირჩევთ ვის მივმართო ან რამ გამოიწვია საშიშია, ამოღება თუ შეიძლება ჯერ

    1. მიიყვანეთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში”. ორთოდონტის გარდა არის ბავშვთა თერაპევტიც და ქირურგიც. შეიძლება იყოს ზეკომპლექსური ანუ დამატებითი კბილები, შეიძლება ეშვები იჭრება უკან. გაარკვევენ რაშია საქმე.

  23. mogesalmebitt! mainteresebs sheidzleba tu ara cxra tvis bavshvs qveda centraluri kbilebis amosvlis shemdeg, pirvelad amouvides zeda gverditi kbili da ara zeda centraluri ori kbili?

    1. კი, შეიძლება რათქმაუნდა. რაიმე პათოლოგიას არ წარმოადგენს. შეიძლება უბრალოდ დაიგვიანოს ამოჭრა, ცენტრალურმა საჭირელებმა. უარეს შემთხვევაში, თუ ჩანასახი არაა, ამ ასაკში მაინც არაფერის გაკეთება არაა შესაძლებელი.

  24. mogesalmebit shekitxva romelic me unda dagisvat ukve iyo dasmuli da pasuxic gacemuli, davazusteb 1.7 tvis bavshvs kbilebze aqvs shavi nadebi, mainteresebs moshordeba tu ara da sad sheidzleba miviyvano ramodenime stomatologiurshi viyavi da mitxres rom kbilebis gaxexvit problema gadaichreboda, tumca ushedegod, didi madloba winaswar

    1. გახეხვით ეს ნადები არ მოშორდება. უნდა მოაშოროს სტომატოლოგმა, შემდგომში კი აკონტროლეთ ხეხვა.

  25. gamarjobat wlis da 5tvis bavshvs romeli kbiis pasta sheidzleba movaxmaro? ragac nadebivit aqvs 😦

    1. პირველ რიგში ნადები უნდა მოაშოროს სტომატოლოგმა. გამოიყენეთ შესაბამისი ასაკისთვის განკუთვნილი კბილის პასტა. სამწუხაროდ არ ვიცი რა დასახელების კბილის პასტებია დღეს გაყიდვაში საქართველოში. R.O.C.S.-ის ფირმას აქვს დიდი არჩევანი საბავშვო კბილის პასტების.

  26. გამარჯობათ,იცით რა მაინტერესებს? ცოტა ხნის წინ მოვიხსენი ბრეკეტები და გამიკეთეს რეტეინერი,და 1 კბილი არ მომწონს და ცოტა წინ მინდა გამომიწიოს ექიმმა და ამის შესაძლებლობა არის რეტეინერით?

    1. არა, რეტეინერით მხოლოდ კბილების დაფიქსირება ხდება უკვე გადანაცვლებულ პოზიციაში.

    1. ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასაკში იწყება პაროდონტის დაავადება გინგივიტის სახით. გინგივიტი კი თავის მხრივ ჰირმონული ცვლილებებით არის გამოწვეული, გარდატეხის ასაკის გამო. აუცილებლად უნდა მიიყვანოთ პაროდონტოლოგთან და დაიცვათ მისი მითითებები.

  27. ukacravad adre me dagisvit ramodenime shekitxva da mainteresebs bavshvs aqvs gingiviti ukve daaxloebit welze metia da verafrit chaucxra da iqneb gvirchiot rame da kbilis pasta?

    1. ამას გასინჯვა და გამოკვლევა სჭირდება, მარტო კბილის პასტა არ არის საკმარისი. უნდა დადგინდეს მიზეზი პირველ რიგში. რამდენი წლისაა ბავშვი?

  28. gamarjobat,chemi shvili aris 5 wlis da dzalian cud dgeshi aqvs kbilebi,zemota wina otxi kbili gansakutrebit.3wlis asakshi davuplombet da maleve chamouvarda plombebi da cariel grushi shemaval sachmelma anteba gamoiwvia,kbilebis zevidan chirqis parkuchebi gauchnda..gavige rom aset mdgomareobashi xshirad axali kbilebic dazianebuli amodis an male ziandeba radgan kbilis chanasaxs apuchebs aseti kbilio da ramdenad martalia?kbils mosakidi saertod ar aqvs isea dasuli grdzilamde da amogeba grdzilis gachris gareshe shesadzlebelia?winaswar didi madloba..gtxovt mirchiot romelime klinika sadac gulisxmierad mixedaven chemi shvilis kbilebs:)

    1. როდესაც ფესვზე ჩირქოვანი პროცესია და მკურნალობას არ ექვემდებარება, საჭიროა კბილის ამოღება, თუნდაც მოცვლისთვის ადრე იყოს. პროცესი თუ გავრცელდა მუდმივი კბილის ჩანასახზე, რათქმაუნდა აზიანებს. გარდა ამისა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია ხდება ჩირქით. გირჩევთ მიმართოთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”. პედიატრიული სტომატოლოგიის ყველა სპეციალისტი ჰყავთ — თერაპევტიც, ქირურგიც და ორთოდონტიც.

  29. gamarjobat , ukacravad shewuxebistvis mainteresebs ra jdeba tkventan breketebis gaketeba mkavs 8 wlis gogona romelsac esachiroeba breketebi , gvinda konsulatacia da aseve tkveni klinikis misamarti sad sheidzleba rom movidet , da konsultaci aris ut ara pasiani

    1. მე არ ვიმყოფები საქართველოში და ამიტომ ვერ დაგეხმარებით, მაგრამ გირჩევთ ორთოდონტ თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში”, აღმაშენებელზე. კონსულტაცია ფასიანია თუ არ ვცდები.
      ბრეკეტებით მკურნალობა კბილების მოცვლის დასრულების შემდეგ ხდება, მაგრამ კონსულტაცია ორთოდონტთან სასურველია ადრევე, რომ დრო არ დაიკარგოს, თუ რაიმე მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო.

    1. დამოუკიდებლად გახხეხვა 2 წლიდან უნდა დაიწყოს. მანამდე მშობელმა უნდა გაუწმინდოს, პირველი კბილბის ამოჭრიდანვე.

  30. aucilebelia tu ara rom stomatologiurshi imushaos adamianma mainc da mainc 12 klsi rom aqvs damtavrebuli tu sheidzleba rom 9 klasi daamtavros da mere koleji ?

    1. ექიმი-სტომატოლოგი რომ გახდეთ აუცილებლად უნდა გქონდეთ უმაღლესი სამედიცინო განათლება. უნივერსიტეტში ან ინსტიტუტში შეიძლება ჩააბაროთ ან 12 კლასის დამთავრების შემდეგ, ან 9 კლასის და შემდეგ კოლეჯის დამთავრების შემდეგ.

    1. დაზუსტებით ვერ გეტყვით. მგონი ქართული, უცხო ენა, ქიმია ან ბიოლოგია.

  31. chemi bawshvi aris 1 clis da 5 tvis da dgemde bunebriv kvebazea.1 kviris cin zemot cina kbilze shavi laka shevnishne,vifikre kbilebis gaxexvit gakrebatko,magram ramdenime dgeshi sxva kbilebzec gadauvuda,manteresebs ra icvevs amas? bawshvta ekimma mitxra rkinis naklebobam iciso? rogor unda movikce? cinascar didi madloba

    1. ნადების შავი ფერი გამოწვეულია მასში რკინის შემცველობით, თუმცა რკინის არაა მიზეზი. რკინის წყარო შეიძლება იყოს სასმელი წყალი, ნერწყვი, საკვები, რკინის შემცველი პრეპარატები. შეიძლება თავისით გაქრეს, მაგრამ უჯობესია ექიმმა მოაშოროს. ადვილად შორდება კბილების გასაპრიალებელი აბრაზიული პასტით. რაიმე საშიშროებას არ წარმოადგენს, როცა შენიშნავთ რომ ისევ გაუჩნდა, მიიყვანეთ გასაწმენდად.

  32. ჩემს სამი წლის გოგონას თავიდანვე ამოუვიდა მუქი კბილები. სტომატოლოგმა გვითხრა რომ არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს. ერთი თვის უკან გაუსივდა ლოყა და თანდათან თვალისკენ წავიდა შესიება. ყბა-სახის ქირურგმა დაუნიშნა ანტიბიოტიკი და საფენები .ამის შემდეგ გაუარა, ახლა ისევ განმეორდა იგივე სიმპტომები და იგივე მკურნალობა დაუნიშნა .თქვენი აზრი მაინტერესებს ამ სიმპტომის შესახებ რისგანაა გამოწვეული და სხვა რითი შეილება ვუმკურნალოთ. გმადლობთ

    1. მინანქრის მუქი შეფერილობის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს და არამგონია ამ კონკრეტულ პრობლემასთან კავშირი ჰქონდეს.
      რაც შეეხება შესიებას, თუ ინფექციის წყარო კბილია (და დიდი ალბათობით ასეცაა) მხოლოდ ანტიბიოტიკი და საფენები გამოსავალი არაა. საჭიროა კბილის მკურნალობა. ბავშვებში ინფექცია სწრაფად ვრცელდება ირგვლივმდებარე ქსოვილებში და გირჩევთ დროულად იპოვოთ მიზეზი, შემდეგ გამწვავებას ნუ დაელოდებით. დამნაშავე კბილის პოვნა ადვილია დათვალიერებითაც და რენტგენითაც.

    1. ულტრაბგერით გაწმენდა აუცილებელია გინგივიტის დროს, რადგან ამ დროს წარმოიქმნება ცრუ ჯიბეები ღრძილების შეშუპების გამო, სადაც ლაგდება ნადები, რომელიც თავის მხრივ პროვოცირებას უწვეს ანთებას. ასე რომ, თუ გაწმენდა არ ჩატარდა ნებისმიერი მკურნალობა არაეფექტური იქნება, ან ხანმოკლე ცრუ ეფექტი ექნება. გინგივიტის არასწორად მკურნალობის შემთხვევაში კი ბავშვს პაროდონტიტი განუვითარდება მოგვიანებით. ნადებები და ქვები უნდა მოშორდეს არა ერთჯერადად, არამედ რეგულარულად. გარდა ამისა ექიმმა თვალყური უნდა ადევნოს ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენურ მდგომარეობას.

    1. შეიძლება. 1-2 თვის განმავლობაში გამოიყენოს დღეში ერთხელ, ვთქვათ საღამოს გახეხვისთვის. დილით ის პასტა გამოიყენოს, რასაც საერთოდ ხმარობს. მხოლოდ ფტორირებული, მწვანე შეფუთვით. განმეორებით გაწმენდაზე დაგიბარათ ალბათ ექიმმა რამდენიმე თვეში.

  33. ukacravad bavshvs hqonda gingivit da vumkurnalet qvebi agmoachnda da amis shemdeg chirdeba tu ara raime samkurnalo gansxvavebuli kbilis pasta

    1. კარგი იქნება ფტორიან “პაროდონტაქსს” თუ გამოიყენებს.

    1. ეს მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, ჯობია მკურნალობა ექიმთან ჩაიტაროს.

      1. ჩვეულებრივ კბილების მოცვლის დასრულებას ელოდებიან. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ნაადრევადაა საჭირო მკურნალობის დაწყება.

    1. მკურნალობას და ჰიგიენის მოწესრიგებას ემორჩილება, უბრალოდ დროულად უნდა მიხედვა.

    1. პაროდონტიტი ნაკლებად, მაგრამ ამ ასაკში ხშირია გინგივიტი (ღრძილების შეშუპება, სიწითლე, სისხლდენა), რომელიც ჰორმონული ცვლილებებითაა გამოწვეულია. გინგივიტის უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში ყალიბდება პაროდონტის დაავადება უკვე მოგვიანებით.

  34. ukacravad gavikete breketi meketa 2 weli gamisworda shemdeg isev wina kbilebi win wamomewia isev da ra unda vqna gavisworo tavidan?

    1. როგორც ჩანს რეტეინერის მოხსნა ნაადრევად მოხდა და რეციდივი განვითარდა. თუ ახლანდელი მდგომარეობა არ გაკმაყოფილებთ თავიდან უნდა გაისწოროთ. მკურნალობას იმდენი ხანი აღარ დასჭირდება, მაგრამ შესაძლოა რეტეინერი დიდ ხანს ან მუდმივად დაგჭირდეთ.

Leave a reply to lali Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.