ბავშვთა სტომატოლოგია

310 thoughts on “ბავშვთა სტომატოლოგია

  1. ჩემი შვილი 6წლის ხდება მალე, შარშან გაზაფხულზე დავუპლომბე რამოდენიმე უკანა კბილი ზედა და ქვედა ყბაზე, ზედა ყბაზე ორი უკანა კბილი ჩამოეშალა ფაქტიურად ფესვებია დარჩენილი შესაძლებელია ხელახლა დაპლომბვა?

    1. სარძევე კბილების შენარჩუნება მათ მოცვლამდე ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან საღეჭი კბილების მიცვლამდე კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ შესანარჩუნებლად. ამის შანსი რამდენად არსებობს დამოკიდებულია სიტუაციაზე, რაც ექიმმა უნდა შეაფასოს.

      1. გამარჯობათ..ექვსი წლის ბავშვს ზედა მეოთხე კბილი მთლიანად გაფუჭებული აქვს,დაჭიანებული..დაპლომბვას ექვემდებარება ასეთი გაფუჭებული კბილი?იქნებ მითხრათ რა ასაკში იცლის ამ კბილს?

      2. რათქმუნდა, ყველა კბილი ექვემდებარება მკურნალობას, მიუხედევდ იმისა სარძევეა თუ მუდმივი. ამ კბილს 8-10 წლის ასაკში მოიცვლის, მაგრამ მკურნალობის გარეშე დიდი ალბათობით მანამდე გახდება ამოსაღები და პარალელურად ინფექცია მუდმივი კბილის ჩანასახს დააზიანებს.

  2. Gamarjobat chemi biji 3 clisaa da yvela kbili shignidan yitqos gacvetili datxelebulia yviteli peris aris da am bolo dros zmbobs ro tkiva ra vushvelo

    1. აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს. შესაძლებელია აქვს მდგომარეობა, როდესაც კბილის დამცავი მინანქარი სრულყოფილად ან საერთოდ არ არის განვითარებული. კბილის გვირგვინი თანდათან იშლება, თუ მისი დაფარვა და დაცვა არ მოხდა.

  3. მოგესალმებით. მყავს 4 წლის და 8 თვის ბიჭი გაუფუჭდა მე-4 მე -5 სარძევე კბილები ორივე მხარეს. ექიმმა მირჩია ნარკოზით გაკეთება. მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი ასე პატარა ასაკის ბავშვებში. წინასწარ გმადლობთ

    1. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ ასაკში ამ კბილების ამოღება ძალიან ადრეა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კბილების შესანარჩუნებბლად. რაც შეეხება ნარკოზს, ეს ალტერნატიული გზაა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა ანესთეზიის ან სედაციის ჩატარება შეუძლებელია. თუ ნარკოზს გულისხმობთ რათქმაუნდა და არა სედაციას მალხენი აირით.

      1. კი ნარკოზს ვგულისხმობ . მითხრეს რომ დააძინებენ და ისე გაუკეთებენ, რადგან ბავშვი არ ჩერდება და სხვა გამოსავალი არ არის, მაგამ რატომღაც მეშინია ამ მეთოდის.

      2. გამარჯობათ…მყავს 5 წლის ბავშვი და უკანა კბილები გაუფუჭდა, გაუშავდა და ტკივილი აწუხებს. ექიმთან ვერ ვაჩერებ და რას მირჩევთ? ასეთ შემთხვევაში ნარკოზით ანუ დაძინებით შესაძლებელია დაბჟენვა? და რომელ სტომატოლოგიურ კლინიკაში მირჩევთ? მადლობა.წუნასწარ

      3. ნარკოზით ან სედაციით მკურნალობენ კლინიკა “დენტოკლუბში”.

    2. გამარჯობა, მყავს წლის და 2თვის გოგონა, აქვს 12 კბილი, რომელთა უმეტესობაც გაშავებულია. ვასმევ ფტოროვიტს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა გავაკეთო?

      1. გააჩნია რას სიშავე რას წარმოადგენს. თუ ნადებია, შესაძლებელია და საჭიროცაა რომ მოშორდეს. ამ პროცედურას სტომატოლოგი ატარებს. ასეთი სახის ნადების საწინააღმდეგოთ საჭირო რეგულარული ჰიგიენა. თუ როგორი უნდა იყოს ჰიგიენის ზომები ამ ასაკში, ეს სტატიები დაგეხმარებათ. — https://wp.me/ptcAd-dz
        https://wp.me/ptcAd-a2
        https://wp.me/ptcAd-2i

    3. გამარჯობა ინგა,ანალოგიურ სიტუაციაშია ჩემი შვილი, არის 2 წლისდა 4 თვის,მაინტერესებს ნარკოზით თუ გაუკეთეთ, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, 7კბილი აქვს გაფუჭებული.

  4. გამარჯობათ 5წლის ბავშვს კბილებზე აღენიშნება ჰიპოქრომული ნადები, ერთხელ მოხდა მისი გაწმენდა პასტით და ჯაგრისით კლინიკაში, მაგრამ დაახლოებით ერთ თვეში ისევ დაუწყო გაჩენა, დიილით და საღამოს კბილებს ვიხეხავთ და პირის ღრუს ჰიგიენას ვიცავთ და რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს ნადები? ან სხვა რა გზით ხდება მკურნალობა

    1. თუ რკინის შემცველ პრეპარატს იღებს, შეიძლება ეს იყოს მიზეზი, ასევე სასმელი წყალი. გადაამოწმეთ, რომ ასაკისთვის შესაფერის ჯაგრისს იყენებდეს. გაწმენდის ჩატარება შესაძლებელია 2-3 თვეში ერთხელ. ეს არანაირ ზიანს არ გამოიწვევს.

  5. ჩემი შვილი 5 წლის და 9 თვისაა გაუფუჭდა ქვედა მარცხენა მხარეს 5 კბილი.რა ჯობია დაპლომბვა თუ ამოღება

    1. ალბათ მე-5 კბილს გულისხმობთ. რათქმაუნდა მკურნალობა ჯობია. ჯერ არ მოიცვლის ამ კბილს.

      1. gamarjobat 5wlis biji myavs kbili akvs gasiebuli pira ar ugeba aravis da sheizleba gavaketot

      2. კბილი აუცილებლად უნდა უმკურნალოთ. უნდა მოძებნოთ ისეთი ექიმი, ვისაც ბავშვებთან კომუნიკაცია ეხერხება. ან სედაცია გამოიყენოთ მალხენი გაზით. ასეთი მომსახურება აქვთ “დენტოკლუბში”.

  6. გამარჯობათ ; მყავს 9წლის ბიჭი,გაუფუჭდა და აქვს გამოხრული მოსაცვლელი კბილი ,მის შიგნიდან არის წამოსული ახალი კბილი,რა ზომებს უნდა მივმართოთ?და შეიძლება თუ არა ერი და იგივე ადგილას ძველი ამოღება ისე რომ ახალი არ დაზიანდეს.მადლობთ.

    1. თუ შემცვლელი მუდმივი კბილი უკვე ამოჭრილია, ეს სარძევე კბილი აუცილებლად უნდა მოაშოროთ სულაც რომ საღი იყოს.

      1. გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ , ბავშვი ორი თვეა 8 წლის გახდა , რამდენად მიზანშეწონილია დაბლა (მე-4 ) კბილის ამოღება. .

      2. დამოკიდებულია ფესვის მდგომარეობაზე. თუ ადრეულად დაიწყო კბილების მოცვლა და ფესვი გაწოვილია, მაშინ შესაძლებელია. ყოველთვის ჯობია კბილის შენარჩუნება ბუნებრივ მოცვლამდე, თუ ეს შესაძლებელია.

    2. გამარჯობათ. რამდენად ბუნებრივია 6წლის ბავშვს ( 6წლის და 1 თვის ) დაეწყოს სარძევე კბილების სწრაფი მორყევა და დაცვლა. ესეიგი როგორცკი გახდა 6 წლის ერთ თვეში უცბად , ორი ზედა და ორი ქვედა , ასევე ქვედა საღეჭი მეოთხე მარჯვენა და მეოთხე მარცხენა კბილები ყველა ერთდროულად დაძვრა. გადავქექე ინტერნეტსივრცე და ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაგენი. ბუნებრივია ასე სწრაფი დაცვლა თუ რაიმე საშიშია. უჭირს ჭამა ასევე ექანება ზედა მეორეები ორივე. რა გავაკეთო მირჩიეთ რამე.

      1. ასეთი შემთხვევა იშვიათია, მაგრამ საგანგაშო არაფერია, თუ მუდმივი კბილები ამოჭრას დაიწყებს. თუ დააგვიანებს ან რაიმე სხვა ცვლილებას შენიშნავთ, მაშინ საჭირო იქნება ორთოპანტომოგრამის გადაღება, სადაც ორივე ყბა ჩანს არსებულ სარძევე კბილებთან და მუდმივი კბილის ჩანასახებთან ერთად, რომ გაირკვეს ძვლოვანი ქსოვილის და ჩანსახების მდგომარეობა.

  7. მოგესალმებით.ბავშვმა ჩამოიტეხა წინა ახალი მოცვლილი კბილი საკმაოდ დიდზე,ფესვი მორყეული არაა მაგრამ ბოოლომდე ჩამოყალიბებულიც არაა.ექიმმა აუცილებელია ნერვის მოკვლაო მოუკლა ნერვი და ფესვიც დაუბჯინა უკვე ერთი კვირაა,მაინტერესებს თუ შეიძლება ამ შემთხვევაში კბილის დაშენება მინაბოჭკოვან პწკირზე?ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ დიდი მადლობა წინასწარ.ბავშვი არის 8 წლის

    1. ამ ეტაპზე მინაბოჭკოვან წკირზე აღდგენა არ ღირს, რადგან ჯერ ფესვის მწვერვალი უნდა ჩამოყალიბდეს. მოგვიანებით შეიძლება.

      1. ცირკონიუმის გვრიგვინი, რომელიც მსუბუქია და კბილის ნაკლებ დამუშავებას ითხოვს, კეთდება და რეკომენდებულიცაა ამ შემთხვევაში. მაგრამ არა მეტალოკერამიკა.

  8. რამდენი კბილი უნდა ჰქონდეს 7წლისა და ,10 თვის . ბავშვს წესით ზედა ყბაზე?

    1. კბილების მოცვლის დაწყებამდე ზედა ყბაზე 10 სარძევე კბილია. 6-7 წლის ასაკში ამოიჭრება მეექვსე კბილები, ანუ სულ 12 კბილია. ამის შემდეგ იწყება სარძევე კბილების მოცვლა მონაცვლეობით. ანუ თუ რომელიმე მოიცვალა და ჯერ არ ამოსვლია, კბილების რაოდენობა უფრო ნაკლები იქნება.

      1. გამარჯობა. ბავშვი რვა წლისაა. უკვე წელიწადზე მეტია დანლაეექვეები ამოუვიდა მაგრამ ორივე თავიდანვე ურთულესი კარიესით. ერი დაუბჟინეთ თუმცა ბოლომდე ჯერ არ ოყო ამოსული. ერი წელი გავიდა და იგივე ადგილას დაეწყო გაფუჭება. მეორე კბილზე სურათზე გამოჩნდა რომ არხებიც ცუდ დღეშია და ნერვი უნდა მოვკლაო სტომატოლოგმა. როგორ მოვიქცე მირჩიეთ

      2. კალცი და მაგნი ნორმაში აქვს ბავშვს და რისი ბრალია ასე ტომ ფუჭდება კბილები? არადა სარძევე კბილები ისეთი საღები მოიცვალა ბრდღვიალა.

      3. შესაძლოა კბილის ჩანასახის ქსოვილების განვითარების დარღვევას ჰქონდა ადგილი, რის გამოც კბილი არასრულფასოვანი ამოიჭრა. როგროც წესი ასეთი პროცესი სიმეტრიულად აზიანებს კბილებს, ამიტომ ორივე მეექვსეზე ერთნაირი პრობლემაა. ცუდი ისაა, რომ მეექვსე კბილი ყველაზე ადრე იჭრება და მთელი ცხოვრება უნდა მოემსახუროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როცა ასეთ ასაკში უკვე საჭიროა მკურნალობა, იგი ჩატარდეს სწორად და მნიმალური დანაგარგით. გირჩევთ მოძებნოთ პროფესიონალი ბავშვთა სტომატოლოგი.

  9. Gamarjobat myavs 1 wlis da eqvsi tvis gogona jer ori kbili aqvs dabla amosuli sashishia ra sheizleba gavaketo kalci mivce?

    1. არა, კალციუმის მიცემა ამ შემთხვევაში არაფრისმომცემია. უნდა გაირკვეს პირველ რიგში არსებობს თუ არა კბილების ჩანასახები ყბის ძვალში. მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს.

      1. გამარჯობათ,1წლის და 5თვის ბიჭი მყავს და აქვს 7კბილი .მაინტერესებს საშიშია თუ არა?გთხოვთ მიპასუხოთ.

      2. თუ ბავშვი ზოგადად ჯანმრთელია და ნორმალურად ვითარდება, საგანგაშო არაფერია. თუმცა აჯობებს გაირკვეს არსებობს თუ არა კბილების ჩანასახები ძვალში. მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს.

  10. გამარჯობათ ბავშვი არის 6 წლის და არც ერთი სარძევე კბილი არ აქვს ჯერ მოსაცვლელი, მაგრამ დღეს შევნიშნე ქვედა საჭრელ კბილების შიგნით აქვს თეთრად და ხელით ვგრძნობ რომ კბილია შეიძლება თუ არა ასე და თუ ასეა რამე გართულება ხომ არ ექნება?

    1. კბილების მოცვლის დაგვიანების ერთერთი მიზეზი მუდმივი კბილების ჩანასახების არასწორი განლაგებაა, შესაბამისად ისინი არასწორად იჭრებიან. თუმცა 6 წლის ასაკი არაა დაგვიანებული მოსაცვლელად. უბრალოდ დიდი ალბათობაა რომ მომავალში ბავშვს ორთოდონტიული მკურნალობა დასჭირდება.

      1. გამარჯობა , ბავშვი არის ექვსი წლის და კბილმა ახლა დაიწყო მოძრაობა. დღეს შევნიშნე რომ უკან საკმაოდ დაშორებულ ადგილას აქვს ამოჭრილი კბილი როგორ მოვიქცე ? თქვენი მისამართი რომ მომწეროთ

      2. ჩვენ არ ვეწევით კლინიკურ საქმიანობას, მაგრამ საგანგაშო არაფერია. სარძევე კბილის მოცვლის შემდეგ, ასევე ყბის ზრდასთან ერთად, არასწორად ამოჭრილი მუდმივი კბილის მდებარეობა ჯერ კიდევ შეიცვლება. როცა კბილების მოცვლას დაასულებს ბრეკეტებით გასწორებას შესაძლებელი იქნება უკვე. შეგიძლიათ ორთოდონტს ამ ეტაპზევე მიმართოთ კონსულტაციისთვის.

  11. gamarjobat chemi 6 tvis gogonas marjvena mxaris zeda gverdita xrdzilze tetri burtula aqvs tuchis mxares, xelis dadebit simagre mxvdeba, pediatrma ver gaugo veraferi da ybasaxis qirurgs achveneo mirchia, shesadzloa egret wodebuli xoji amosdiodes?, kbilebi jer ar amosvlia

    1. შესაძლოა, მაგრამ აუცილებლად აჩვენეთ ქირურგს.

  12. გამარჯობათ ჩემს შვილს გაუტყდა 4 კბილი და ტკივა ღრძილი გოგოა და მარტში ხდბა 3 წლის

    1. ოთხი კბილი თუ მეოთხე კბილი? აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ კბილის ნერვი დაზიანებულია, კბილზე დაიწყება ინფექცია, რომელიც ბავშვებში სწრაფად პროგრესირებს. გარდა ამისა, საჭიროა გაირკვეს ტრავმის გამო სხვა დაზიანებაც ხომ არაა.

    1. 9 წლის ასაკში სულ ბოლო კბილები მუდმივია და აღარასოდეს ამოუვა.

      1. 9clis aris chemi shvili da 5 da 6 kbili aqvs gafuchebuli da mainteresebs ecvleba es kbilebi tu gauketo

      2. მე-6 კბილი, რომელიც დაახლოებით 6 წლის ასაკში ამოიჭრება უკვე მუდმივია და აღარ იცვლება. მე-5-ს კი მოიცვლის მალე.

    2. gamarjoba
      t.chemi gogo 9 clisaris da ukan 9 kbili akvs sul gapuchebuli dachianebuli grgmulebi akvs kvela kbilze.ravyshvelo?

      1. პირველ რიგში უნდა ასწავლოთ პირის ღრუს ჰიგიენა და შეუზღუდოთ ტკბილებული და პურ-ფუნთუშეული, თუ დიდი რაოდენობით მიირთმევს. აუცილებლად უნდა უმკურნალოთ ის კბილები მაინ,ც რომელსაც ჯერ არ იცვლის. ამისათვის უნდა მიიყვანოთ ბავშვთა სტომატოლოგთან და ექიმი თავად გეტყვით რომელი კბილების მკურნალობაა აუცილებელი.

  13. Gamarjobat,chemi bichi 4 wlisaa da waiqca wina 2 kbili motyda,dz datxelebuli iyos isedac.aris tunara sashishi,mivmarto eqims tu daicvlis tabisit.madloba winaswar

    1. ამ კბილებს კი მოიცვლის, მაგრამ ექეიმს აუცილებლად უნდა აჩვენოთ. იმიტომ რომ ტრავმის გამო შესაძლოა დაზიანებული იყოს ასევე ძვალი ან გვერდითი კბილები, რაც ვიზუალურად შიძლება არ ჩანდეს.

  14. mogesalmebit. chemi bichi 1 tvea rac 7 wlis gaxda magla 6-6 kbili aqvs amosuli , dabla 5-5. dabla mexute kbilebi gaufuchda miviyvane stomatologtan da mitxra raodenobit kbili mexutea magram formit meeqvses gavso anu mudmivso da rendgeni gadauget savaraudod gamorchenilia mexute kbilio. jer ar gadagvigia rentgeni da mainteresebs tu sheidzleba aseti rame moxdes da tu ki mashin ra eshveleba?

    1. ამის გარკვევა ძალიან მარტივია. 1. თუ ქვედა მეხუთე კბილები დიდი ხანია ამოეჭრა დანარჩენ კბილებთან ერთად, ესეიგი სარძევეა. 2. რენტგენზე გამოჩნდება მეექვსე (მუდმივი) კბილის ჩანასახი ძვალში, თუ არის და ჯერ არ ამოჭრილა. თუ მეხუთე სარძევე კბილი არ ამოსვლია საერთოდ, მნიშვნელოვანია არის თუ არა მეხუთე მუდმივის ჩანასახი. ამიტომ რენტგენი გადაწყვეტს მკურნალობა საჭიროა თუ არა.

  15. მოგესალმებით. 7 წლის გოგონას ორი მუდმივი უკაბა კბილი ამოუვიდა კარიესით, ანუ როგორც კი ყველა ბორცვი გამოჩნდა სიშავე შეიმჩნეოდა უკვე. საჭირო გახდა გაბურღვა და ბჟენის გაკეთება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? როგორ მოვიქცეთ რომ სხვა კბილებზეც იგივე პრობლემა არ იყოს?

    1. სავარაუდოდ კბილის ჩანასახის განვითარების პერიოდში მინანქრის ჩამოყალიბება არასრულყოფილად მოხდა, რამაც გამოიწვია კბილის დეფექტის არსებობა ამოჭრისთანავე. შესაძლოა დაზიანება არაკარიესული იყო. ჩანასახის განვითარებაზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე. პირველი მუდმივი კბილების ჩანასახის ჩამოყალიბება 5 თვის ასაკში იწყება. შესაძლებელია მიზეზი ადრეულ ასაკში გადატანილი რომელიმე დაავადება იყოს. არაა აუცილებელი სხვა კბილებიც დაზიანებული ამოიჭრას.

      1. მადლობა პასუხისთვის. როგორც ვიცი შესაძლებელია გელის გაკეთება დაცვის მიზნით ახალ ამოსულ კბილზე. თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

      2. ალბათ ფისურების ჰერმეტიზაციას გულისხმობთ. ამის თაობაზე მომავალ კვირაში გვექნება პოსტი და თქვენს შეკითხვასაც გავცემთ პასუხს 🙂

  16. გამარჯობათ, მყავს სამთვენახევრი შვილი და ამოეჭრა პირველი კბილი, ქვედა მხარეს გვერდითა კბილი, მაინტერესებს ეს დასაშვებია თუ უნდა მივიყვანო ექიმთან?
    მადლობა წინასწარ.

    1. ადრე ამოჭრას თუ გულისხმობთ, არცთუ ისე იშვიათია. სანერვიულო არაფერია.

  17. გამარჯობა, 7 წლსაა ჩემი შვილი და დაახლოებით 3-4 თვის წინ მოცვლილი (ზედა) სარძევე კბილები ჯერაც არ ამოსვლია, ეს ნორმალურია?

    1. ჩანასახების არსებობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ რენტგენზე. ასევე მათი მიმართულება, ხომ არ აქვთ რაიმე დაბრკოლება, რაც ხელს უშლის ამოჭრას. ამოჭრის დაგვიანებ ხშირია, განსაკუთრებით თუ თავისით არ მოიცვალა და ისე იქნა ამოღებული სარძევე კბილები.

  18. გამარჯობათ,თუ შეიძლება მიპასუხეთ,ჩემს 5 წლის შვილს სარძევე კბილი მოერყა,ნორმალურია ამ ასაკში კბილის მოცვლა?სათამაშოს ხსნიდა კბილით და შეიძლება ტრამვის გამო მორყეულიყო?

    1. ტრავმა შესაძლებელია, მაგრამ ამ ასაკისთვის სარძევე კბილების მოცვლის დაწყება ნორმალურია.

  19. 8 წლის ბავშვის კბილის დაბჯენის დროს რამდენად აუცილებელია დარიშხანის ჩადება?

    1. თუ აუცილებელია არხების მკურნალობა, ბავშვი ალერგიულია და ვერცერთი ანესთეტიკის შერჩევა ვერ მოხერხდა ანესთეზიის გასაკეთებლად, ამ შემთხვევაში იყენებენ დანიშხანოვან პასტას ან მის ანალოგს. თუ არხების მკურნალობა საჭირო არაა, მაშინ მხოლოდ ბჟენი კეთდება.

      1. გამარჯობა, ჩემი შვილი 8 წლის ხდება და მხოლოდ 2 ქვედა კბილი აქვს მოცვლილი. როცა კბილს ვუღებდი გადავუღე რენდგენი ამოსაღებ კბილზე და ექიმმა მითხრა რომ მალე გვერდითა კბილიც ექნება ამოსაღები ფესვს დაწყებული აქვს გაწოვაო, მაგრამ ამის შემდეგ გავიდა 4-5 თვე და არც ერთი კბილი აღარ ერყევა, ზოგადად აქვს ძალიან ჯანმრთელი კბილები, მაგრამ მაინც ვღელავ რომ არ იცვლის და რას მირჩევთ ეს საშიშია თუ ნორმალურია?

      2. საშიში არაფერია. თუ ჩანასახი არსებობს და გაწოვაც დაწყებულია, ადრე თუ გვიან მოიცვლის. მოცვლის დაგვიანება საკმაოდ ხშირია და არაფერია სანერვიულო. თუ შეამჩნევთ, რომ მუდმივი კბილი არასწორ ადგილას იჭრება და სარძევე არაა მოცვლილი, ამ შემთხვევაში საჭიროა სარძევე კბილის ამოღება.

  20. გამარჯობა

    გთხოვთ მიპასუხოთ,4 წლის და 8 თვის ბავშვს დაუჭიანდა უკანა ქვედა მე-5 კბილი მარცხენა მხარეს,როგორ მოვიქცეთ? წავიყვანოთ სტომატოლოგთან დასაპლომბად თუ გამოიცვლის და ჩარევა არაა საჭირო?

    1. აუცილებლად საჭიროა მკურნალობა. ამ კბილს ჯერ კიდევ დიდხანს არ მოიცვლის და ვადაზე ადრე დაკარგვა ცუდად აისახება თანკბილვაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ტკივილი დაეწყება.

      1. ახლად მოცვლილი კბილი, რომელიც უკვე მუდმივია , შეიძლება მისი მორყევა?რისი ბრალი იქნება ან რა გავაკეთო რომ გაუმაგრდეს კბილები ბუდეში

      2. ხომ არ იყო ტრავმა? აუცილებლად აჩვენეთ ექიმს. რენტგენზე გამოჩნდება მიზეზი.

  21. Gamarjobat,wlis da 4 tvis patara myavs da zeda or kbilze( shua ori kbilis gverdebze ro kbilebia ) wina mxridan yviteli laqa aqvs ertnairad.danarcheni kbilebi chveulebrivad tetria..vuxexav xolme specialuri jagrisit da pastit..risi brali iqneba da ra gavaketo ?meshinia ar gaushavdes

    1. ეს როგორც ჩანს მინანქარის ლაქაა და ალბათ ამოჭრისთანავე ჰქონდა (რადგან მარტოა მ კბილებზე აქვს სიმეტრიულად). ასეთ შემთხვევაში ჰიგიენის დაცვა საკმარისია. მოცვლის შემდეგს მუდმივ კბილებზე არ გადავა. კარიესული ლაქების გამოსარიცხად აჩვენეთ სტომატოლოგს.

      1. Gamarjobat, 3wlis bavshvs (bichs) zeda kbilebi grzilebidan ert milimetrit dablamde aqvs chamofxvnili ( nu txeli fenaaqvs shemofcqvnili aseromvtqvat) da am shemofxvnilis qvemot isev normaluri kbilebi aqvs. Risi brali sheidzleba iyos da rogor moviqcet gvirchiet rame. Winaswar madloba

      2. გამარჯობა. ასეთი სურათი არასრულფასოვანი მინანქრის შემთხვევაშია, რაც შეიძლება იყოს ორსულობისას გადატანილი ინფექციის ბრალი. კბილების აღდგენა შესაძლებელია და აუცილებელია. მიიყვანეთ ბავშვთა სპეციალისტთან.

    2. რომელი წლიდან აღარ ამოდის მოცვლილი კბილები? მადლობა წინასწარ!

      1. კბილები ერთხელ იცვლება. სარძევე კბილები 10-10-ია თითო ყბაზე (5-5 თითო მხარეს) და იცვლება 6-დან 13 წლამდე. მეექვსე, მეშვიდე და მერვე კბილები ერთხელ ამოდის უკვე მუდმივია და აღარ იცვლება.

    1. გააჩნია რა მიზნით კეთდება ანესთეზია. ზედა ყბაზე თითქმის ყოველთვის ღრძილსი კეთდება. ქვედა ყბაზე ან ღრძილში, ან უკან ყბებს შორის.

      1. gamarjobat gvyavs patara kbilebi amouvida magram zeda kbilebma amochra pirvelad rame sashisi xom ar 8tvisa payara gtxovt gamarkviot madlobas gixdit cinasta

      2. არაფერია სანერვიულო. ძალიან ხშირად დაგვიანებით იჭრება სარძევე კბილები.

  22. გამარჯობათ, მყავს2 წლის და 5თვის ბავშვი. წინა საჭრელი კბილები დაეშალა კარიესისგან და საღეჭ კბილებზეც გადასდის. ექიმმა მირჩია ბჟენი- რესტავრაცია.მკურნალობის გარეშე შესაძლოა ამოსაღები გადესო, მაგრამ უნდა მოხდეს დაძინება ბავშვის. მინდა მირჩიოთ რამდენად უსაფრთხოა ,,ნარკოზი და ეხლა ჩატარებული მკურნალობა ნიშნავს თუ არა რომ სანამ მოიცვლის ე ს კბილები შეუნარჩუნდება,

    1. წესით მკურნალობის მიზანი სწორედ ესაა, რომ სანამ მოიცვლის კბილები შეუნარჩუნდეს. კლინიკა “დენტოკლუბში” უსაფრთხოდ მკურნალობენ ნარკოზით, სხვა კლინიკებზე ვერაფერს გეტყვით.

  23. Gamarjobat myavs 1 wlis da 10 tvis gogo 5 dgea rac stomatiti gauchda enaze da grzilebi aq dasiebuli tavistavad ar chams arafers saertod da gamut aq a sicxeebi tqveni rcheva mainteresebs rogor vumkurnalo ?

    1. შესაძლოა ჰერპესული ინფექცია იყოს. პედიატრმა უნდა მოგცეთ რჩევა.

      1. უკვე შეგიძლიათ დააწყებინოთ, ამ ასაკისთვის განკუთვნილი ჯაგრისითა და კბილის პასტით. ზოგადად გაწმენდა უნდა დაიწყოს პირველი კბილების ამოჭრიდანვე.

      2. გამარჯობათ…მყავს 4წლის შვილი.სარძევე კბილი ჩაუტყდა და აქვს დაჩირქებული.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამ ასაკში მისთვის კბილის ამოღება?ძალიან გთხოვ მირჩიოთ რამე.ბევრმა მითხრა რომ არ შეიძლება შემდეგ რკალი დაერღვევაო.და ვეგარ გავიგე როგორ მოვიქცე.რამე ცვლილებას ხომ არ გამოიწვევს ამ ასაკში კბილის ამოღება?მადლობა წინასწარ

      3. ამოღება სასურველი არაა, მაგრამ თუ კბილის მკურნალობა ვერ ხერხდება უნდა ამოიღოთ. პრობლემა, რომელიც ასეთ შემთხვევებში იჩენს თავს, არის ისე, რომ მუდმივი კბილის ამოჭრა ფერხდება და დანარჩენი კბილები თვაისუფალი სივრცისკენ გადანაცვლდება. ასეთ შემთხვევაში იყენებენ ხოლმე სივრცის შემანარჩუნებელ საშუალებებს. ჰკითხეთ ამის შესახებ თქვენს სტომატოლოგს.

      1. თუ ბუნებრივად არ მოიცვალა და ისე ამოუღეთ, შეიძლება დაგვიანების მიზეზი ეს იყოს. ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ გადაუღოთ რენტგენი, რომ დარწმუნდეთ მუდმივი კბილების ჩანასახები არსებობს და სწორი მდებარეობა აქვს.

      1. არა, ამ კბილების ამოღება ჯერ ძალიან ადრეა. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ რომ შეინარჩუნოთ. ეს კბილები იცვლება 9-10 წლის ასაკში. ახლა რომ ამოუღოთ სხვა კბილები შეავსებს სივრცეს და მუდმივის ამოსასვლელად საკმარისი ადგილი აღარ იქნება.

      2. gamarjobat chemi shvili 4clis da xuti tvisaa dachianebuli aqvs mexute kbili da daecyo tkivilebi da ras mirchevt sachiroa dabjenva da mkurnalobis dacyebaa,da tqventan rogor movxvdet chacertvit xdeba tventan viziti

      3. რათქმაუნდა აუცილებელია მკურნალობა, რადგან ამ კბილს რამდენიმე წლის შემდეგ მოიცვლის და ვადაზე ადრე დაკარგვა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. ჩემთან მკურნალობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ამ მხრივ ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან საქართველოში არ ვცხოვრობ.

  24. Gamarjobat 1 da 6 tvis biji myavs da jer 8 kbili aqvs amosuli 4 zevit da 4 qvemot normaluriaaa??? Da ras mirchevt????

    1. ზოგჯერ ხდება დაგვიანებით ამოჭრა. ყოველ შემთხვევაში ახლა ვერაფერს იზამთ. თუ ბავშვი ზოგადად ჯანმრთელია, დაელოდეთ 2 წლამდე და შემდეგ შეიძლება რენტგენის საშუალებით გარკვევა არის თუ არა ჩანასახები.

    2. გამარჯობათ რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის კბილის ამოგება ?

      1. რომელს კბილებს გულისხმობთ? სარძევე კბილების ამოღება ხდება როცა უკვე მოცვლის ვადაა. მუდმივი კბილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ამოსაღები, ყველანაირად უნდა ეცადოთ რომ დროულად უმკურნალოთ.

  25. 2.5 წლის ბავშვი დაეცა და დაარტყა კბილი. ეხლა შევამჩნიეთ რომ ამ დარტყმულმა კბილმა ფერი შეიცვალა. უფრო მოყვითალო გახდა სხვებთან შედარებით. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. როგორც ჩანს ტრავმის შედეგად კბილი დაზიანდა. უნდა აჩვენოთ ექიმს აუცილებლად. იმის მიხედვით კონკრეტულად რა დაზიანებაა, უნდა ჩატარდეს მკურნალობა.

  26. გამარჯობა, 2,5 წლის ბავშვს ამოუვიდა ზედა მოლარი,კბილი არის 5 ქიმიანი, შიდა მხარეს აქვს კბილს წანაზარდი. მაინტერესებს რა დარღვევაა,რამ გამოიწვია, საშიშია თუ არა და როგორ მოვიქცეთ?

    1. ასეც უნდა იყოს, ხუთ ბორცვიანი. წანაზარდი პრობლემას არ წარმოადგენს, ხდება ხოლმე კბილის ჩანასახის განვითარებისას ასეთი დარღვევები და არ არის საჭირო რაიმე ზომების ბიღება, თუ ღეჭვისას არ ხდება ენის ტრავმირება.

  27. გამარჯობა, წლინახევრის ბავშვს გაუშავდა მხოლოდ ერთი კბილი წერტილოვანი ლაქებივით, ღრძილთან ყველაზე ხშირი და მერე იშლება შედარებით. კბილები ბლომად ამოსული აქვს და გაუშავდა ზედა მეორე კბილი წინიდანაც და უკნიდანაც, დანარჩენი ქათქათა თეთრია და რისი ბრალი შეიძლება იყოს ხომ ვერ მეტყვით? ნადები თუა შეიძლება მარტო ერთ კბილზე განვითარდეს? მადლობა წინასწარ

    1. შესაძლოა იყოს კბილის მფარავი ქსოვილის (მინანქრის) არასრულფასოვნების ბრალი. ასეთი წერტილები ჩნდება იმ ადგილებში სადაც მინანქარი არ არის. დროთა განმავლობაში შესაძლოა კარიესებად გარდაიქმნას. მიიყვანეთ ბავშვთა სტომატოლოგთან და მოაშორებენ შავ ლაქებს.

  28. 7clis xdeba chemi gogona, tveze metia rac amougo stomatologma zeda aqueous piece, jer just ar amosula mizezi ra iqneba ?

    1. თუ შეიძლება დააკონკრეტეთ რომელ კბილზეა საუბარი.

      1. დიახ, ნორმალურია. თუ არის საკმარისი ადგილი ამოსაჭრელად გართულება არ იქნება, მაგრამ თუ ამოჭრის პროცესი მტკივნეული იქნება, აჩვენეთ ექიმს.

  29. Gamarjobat mkavs 5 clis shvili da zeda ori sardzeve kboli amoigo ert tveze metia da axali jer ar amosvlia da ramdeni xani sheidzleba ar amouvides an ekimtan xo at jobia mikvana shesiebuli ki akvs

    1. ჩვეულებრივად მოიცვალა, ანუ ფესვი გაწოვილი იყო?

  30. Gamarjobat me myavs 4wlis bavshi kbili qkonda dasaplombi magram ar daiplomba da da davtovet ise nervi mokluli aqvs.magram is kbili dauchirkda da ra vqna ra davalevino.?ra savlebi gauketo.?

    1. სავარაუდოდ კბილი თავიდან იქნება სამკურნალო. უნდა მიიყვანოთ და ამჯერად დაასრულოთ კბილის მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვადაზე ადრე გახდება საჭირო კბილის ამოღება.

    2. Zustad ase konda chem bavshvsac garedan grdzolze chirkivit gaiketa amougo ekimaa kbili titkos dacxra yvelaperi exla kidev gacitlebuli aq isev is adgil safac lbili amougo ra unda gavaketo vavleb sodian da marilian cyals .ra sheidzleba iyos mizezi titkos kvlav chirki udgeba .chemic 4clis aris

  31. gamarjobat,myavs 10 tvis bichi,grdzili aqvs shesiebuli da sishave uchans,savaraudod sisxlia chaqceuli,es kbilis amosvlis bralia?tu infeqciaa shechrili ??icis kbilis amosvlam sishave grdzilze?mipasuxet gtxovt

    1. თუ ტრავმას გამორიცხავთ, შესაძლოა იყო კისტა, რომელიც ზოგჯერ ვითარდება კბილის ამოჭრისას. არაფერია საგანგაშო, უბრალოდ ექიმთან მიყვანა და პატარა განაკვეთია საჭირო, რომ კბილი თავისუფლად ამოიჭრას და არ გართულდეს.

  32. Gamarjobat.myavs 8 wlis gogona mocvlili aqvs 4 qveda da 4 Zelda kbili.bolo periodia 2 kbilis grdzilebze aqvs chirqovani bushtukebi tan paralelurad Es kbilebi iryeva.risi bralia?

    1. თუ მოცვლილ კბილებზეა საუბარი, არ უნდა ირყეოდეს. როგორც აღწერიდან ჩანს ტრავმას აქვს ადგილი, რაზეც ღრძილის დაზიანებაც მეტყველებს.

  33. gamarjobat.myavs 7 wlis bavshvi da bavshobidan kbilebi sul chamoeshala da ara aqvs wina kbilebi da exla ar icvlis kbilebs dabla amouvida wina kbili kbilebis shignidan da rogor unda moviqce?

    1. თუ მუდმივი კბილები არ იჭრება, ექიმი დაგაუღებს რენტგენს და გაარკვევს არის თუ არა ჩანასახები. შეიძლება უბრალოდ აგვიანებს მოცვლას, რაც ხშირია. ქვედა ყბაზე თუ მუდმივი კბილები ისე ამოეჭრა რომ სარძევე კბილები ადგილზეა, უნდა ამოუღოთ სარძევე კბილები. მომავალში ალბათ საჭირო იქნება ორთოდონტიული მკურნალობა.

    1. მოიცვლის, მაგრამ სტომატოლოგს უნდა მიმართოთ მაინც. თუ ნადებია, გაუწმინდავს. თუ სამკურნალოა, მკურნალობის გარეშე გაურთულდება და მუდმივი კბილის ჩანასახიც შეიძლება დაზიანდეს ძვალში.

    1. ამოსაღები კბილი ყოველთვის საშიშია, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან გართულება ძალაინ სწრაფად შეიძლება მოხდეს. ამოღებას თუ გულისხმობთ, არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს პროფესიონალის ხელში.

  34. Tu sheizleba mipasuxet chemi svili 1 maiss x deba 5 clis. Qveda ybaze cina kbili moerya da ase mgoonia adre unda iyos. Aris tuarara namdvilad naadrevii???

    1. თუ ტრავმა ან რაიმე სახის დაზიანება არ ყოფილა არაფერია საშიში. ცოტა ნაადრევია, მაგრამ მაინც ნორმის ფარგლებშია ამ ასაკში კბილების მოცვლის დაწყება.

    1. უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან და იმკურნალოთ რათქმაუნდა.

    1. კბილების ამოჭრის პერიოდისთვის არსებობს სპეიალური გელები, რომელიც გამაყუჩებელ ნივთიერებებს შეიცავს და ამოჭრის პროცესში შვებას აძლევს პატარას. თუმცა ასეთი საშუალებები უნდა დაგინიშნოთ პედიატრმა, რათა არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას.

  35. gamarjoba,1,10tvis bavshvs aqvs zeda tuchis mokle lagami da mainteresebs rodis aris shesadzlebeli am lagmis chachra?winaswar gmadlobt

    1. ზედა ტუჩის ლაგამი წესით არაფერში უნდა უშლიდეს ხელს, განსხვავებით ქვედა ტუჩის და ენის ლაგამისგან, რომელიც მეტყველებაში უშლით ხოლმე ხელს. ამიტომ ზედა ტუჩის ლაგამის კორექცია საჭირო არ არის მუდმივი კბილების ამოჭრამდე. შემდეგ კი უნდა შეფასდეს ლაგამის მდგომარეობა ამ ასაკში და ამის მიხედვით გაკეთდეს კორექცია. თუ რაიმე განსაკუთებული შემთხვევაა, ექიმს უნდა აჩვენოთ და მან გადაწყვიტოს.

  36. Gamarjoba,
    1,5 bavshvs aqvs grdzils da kbils shoris shavi nadebi, miuxedavad imisa rom sistematiurad vixexavt kbilebs, ukve 14 kichi gvaqvs) rogor moviqcet? Am asakshi kbilis stomatologiuri gawmenda rwkomendirebulia?
    Winaswar didi madloba

    1. სტომატოლოგთან გაწმენდა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, თუ ბავშვი მისცემს საშუალებას. შესაძლოა მიხმარება სჭირდება ხეხვისას, ან სწორად ვერ იხეხავს. https://www.youtube.com/watch?v=mBvzRCKV_Lc —- ეს ვიდეო შეიძლება დაგეხმაროთ. ნაჩვენებია ტექნიკა. თქვენ თვითონ გაუხეხეთ და ნელ-ნელა მიაჩვიეთ დამოუკიდებლადაც სწორად გაიხეხოს. აუცილებელია ყოველდღიურად დილას და საღამოს (ძილის წინ) გახეხვა.

  37. Chemi gogo 6clis xdeba da amouvida qveda me-6 kbili.es normaluria?zalian adre xom ar aris?sashishia?internetshi movizie da endokrinologiurma problemam Icis kbilebis naadrevi Amosvlao.zalian vnerviulob.gtxovt mipasuxet.

    1. ქვედა მეექვსე ანუ მუდმივი კბილი ზუსტად ამ ასაკში, 6 წლიდან იწყებს ამოჭრას. ასე რომ ტყუილად ნერვიულობთ.

  38. მოგესალმებით,
    მყავს 13 წლის შვილი რომელმაც არ მოიცვალა სარძევე კბილიბი,
    მყავდა სტომატოლოგთან გავუკეთე პირის ღრუს პანორამა. ბავშვს არ აღმოაჩნდა ჩანასახი რომ ამოსვლოდა მუდმივი კბილები. რა შეიძლება იყოს ამის გამოწვევის მიზეზი, ან სად შეიძლება გამოვიკვლიო?

    1. ანუ ყველა კბილი სარძევე აქვს და არცერთი მუდმივის ჩანასახი? ასეთ შემთხვევაში გამოსავალი იმპლანტაციაა, მაგრამ მხოლოდ სრულწლოვანების შემდეგ. მანამდე კი მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოთ სარძევე კბილები. თუ არ შეწუხდებით და შეძლებთ გამომიგზავნოთ პანორამა მითითებულ მეილზე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. contact.kbilebi@gmail.com

  39. გამარჯობა, მყავს 4 წლის შვილი, ზაფხულზე დაეწყო კბილების გაშავება, პედიატრმა მითხრა, რომ კალციუმის ნაკლებობა აქვსო და მაინტერესებს კალციუმის რომელი პრეპარატი მივცე და ასეთ ასაკში თუ შეიძლება სტომატოლგმა გაუწმინდოს ემალი. მადლობა

    1. კბილების გაშავებაში რა იგულისხმება? კბილის მინანქარი გაუმუქდა მთლიანად თუ შავი ლაქები/ხაზები გაუჩნდა? თუ ეს სიშავე კარიესებს უკავშირდება, შეიძლება მართლაც იყოს კალციუმის დეფიციტის ბრალი. მაგრამ ამ შემთხვევაში პედიატრმა უნდა დაუნიშნოს პრეპარატი. თუ სიშავე ნადების ბრალია, თავისუფლად შეგიძლიათ მიიყვანოთ გასაწმენდად სტომატოლოგთან

  40. Gamarjobat.chems 2 wlis bichs wina centraluri 2 kbili akvs shechmulivit any shignita mxare shechmuli akvs kbilis da gverdebze ezrdeba chveulebrivad. Stomatologma mirchia amogeba kbilis,magram gadavwyvite davlodebodi kbilis gamocvlas, aris tu ara amogeba martebuli da an shansi Imisa Rom axali kbilic isetive yavisferi da shechmuli amouva.gmadlobt

    1. გაუგებარია ამოღება რატომ გირჩიათ. რატომ არ შეიძლება ბჟენით აღდგენა? ამოღება ამ კბილების და ამ ასაკში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირიქით, ყველანაირად უნდა ეცადოთ შენარჩუნებას, რომ მუდმივი კბილების ამოჭრას ხელი არ შეეშალოს და თანკბილვა არ დაირღვეს. თუ კბილები დაზიანებული ამოიჭრა, ეს არ ნიშნავს რომ მუდმივი კბილებიც ასეთი იქნება.

  41. gamarjoba . bavshvi 12 tvis gaxdeba ramodenime dgeshi , aqvs grdzilebi gawitlebuli , ashkarad tkiva ganicdis diskomforts bunebrivi kvebis garda arafers chams da ra sheidzleba mivce ro dauamdes ?

    1. თუ სწორად მივხვდი ბავშვი 1 წლის ხდება და მხოლოდ ძუძუთი იკვებება? რამდენი კბილი აქვს და როდის დაეწყო ამოჭრა? კბილები რა მდგომარეობაშია და თუ უწმინდავთ რეგულარულად?

    1. არესბობს სპეციალური ჯაგრისები 6 თვიდან. ასევე შეიძლება თითზე დახვეული მარლით გაწმენდა. მაგრამ აუცლებლად კბილის პასტის გარეშე.

      1. Gamarjobat var25wlis da maqvs gingiviti erti kviraa ukve yelis da piris tkivili magijebs.mkurnalobis miuxedavad gamonayari mravldeba aris tu ara es sashishi da sa araudod ramden dgiania gingiviti

      2. რასაც თქვენ აღწერთ გინგივიტს არ ჰგავს. უფრო ვირუსულ სტომატიტს. მაგრამ საჭიროა ზუსტი დიაგნოსტიკა. აუცილებლად მიაკითხეთ პაროდონტოლოგს.

Leave a reply to anano Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.