ესთეტიკური და აღდგენითი სტომატოლოგია

121 thoughts on “ესთეტიკური და აღდგენითი სტომატოლოგია

  1. შესაძლებელია თუ არა კბილის დროებით ბჟენის გაკეთება ერთ დღეზე?

    1. დროებითი ბჟენი სხვადასხვა ვადით შეიძლება გაკეთდეს, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. ამისთვის სხვადასხვა მასალა გამოიყენება. 1 დღით ნებისმიერი სახის დროებითი ბჟენი ძლებს.

  2. გამარჯობა კბილები ხშირატ მიტყდაბა კბილების კედლები და მჭერდება დაპლომბვა რისგანაა გამოწვეულიი.
    2. კბილებს შორის ანუ კბილები ერთმანეთს ხოომ ედება წინა კბილები შუაში გამიჩნდა შავი წერტილი რისგანაა გამოწვეული დ ა რა მოვუხერხო.
    შესაძლოოა რო. ყველაფერი კალცის და D ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეეული???

    1. შესაძლოა რათქმაუნდა მინანქარი იყოს სუსტი. ამის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. კალციუმის და ვიტამინის ნაკლებობა ერთერთია მიზეზია. შავი წერტილები კბილებს შორის, კარიესი იქნება თუ კბილის ქვა, უფრო მეტად არასრულფასოვან ჰიგიენაზე მიუთითებს.

      1. გამარჯობა! წინა ერთ კბილზე არის მცირე ატკეცილივით ,მოტეხილსაც ვერ დავარქმევ მაგრამ ძლიერად მოხვედრილმა ნივთმა მაინც შეცვალა სიტუაცია .ისეთი პატარაა მოტეხილი ფრაგმენტიც ვერსად ვერ ვნახეთ.ამ შემთხვევაში, თუ ხდება სტომატოლოგიაში ასეთი, რამ რომ მოტეხილი ფრაგმენტის ანალოგი ყალიბი გაკეთდეს?მიწებდეს იგივე ადგილას რომ ზუსტი ანალოგი იყოს ? რა ქვია ამას და სად კეთდება? ან დენტალური ბონდირება თუ შეიძლება და სად აკეთებენ საუკეთესოდ ? მადლობა თქვენი რჩევა მნიშვნელოვანია

      2. რათქმაუნდა შეიძლება. ატკეჩილი ზედაპირის გადაფარვა შესაძლებელია კომპოზიტური მასალით (ჰელიო ბჟენი). შეგიძლიათ მიმართოთ თეა ჩუბინიძეს “უნისტომში”, ცინცაძის ქ. 3, ტელ: +995 32 238 81 88

    1. ამას ვერ გეტყვით. თავად ექიმზეა/კლინიკაზეა დამოკიდებული. თუ კორექციაზეა საუბარი, ზოგჯერ უფასოა, ზოგჯერ გარკვეული თანხის გადახდაა საჭირო.

  3. გამარჯობა, კბილი მქონდა დანაპლომბი 2-3წლის წინ ეხლა ამტკივდა ხუთი დღე ანტიბიოტიკს ვიღებდი იყო ჩირქოვან ანთებით მდგომარეობაში ასეთი კბილის შენარჩუნება შესაძლებელია თუარა რაიმე გამოსავალი არ არსებობს? მეექვსე კბილია 16 წლის ვარ ძალიან ვწუხდები ამ ფაქტით არმინდა ამოღება

    1. ასეთი მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ კბილი აუცილებლად ამოსაღებია. თავიდან უნდა ჩატარდეს მკურნალობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კბილის შესანარჩუნებლად. ამ ასაკში კბილის დაკარგვა ნამდვილად სამწუხარო იქნება, განსაკუთრებით მეექვსე კბილის. ანტიბიოტიკებს თვითნებურად ნუ მიიღებთ.

      1. გამარჯობა,
        იმ შემთხვევაში თუ კბილი კარიესის ან ტრამვის გამოა დაზიანებული,ვინირები ამ შემთხვევაში გაამყარებს თუ არა კბილებს ? ვიზუალური ეფექტი არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, კბილებს აჯანმრთელებს თუ არა ვინირი? მადლობა წინასწარ

      2. გააჩნია რამდენადაა დაზიანებული კბილი. ამას ვაფასებთ დარჩენილი საღი ქსოვილის რაოდენობით. ვინირს უფრო მეტად ესთეტიკური ფუნქცია აქვს, როდესაც რამდენიმე ბჟენია კბილზე და ფერი აჭრელებულია. მნიშვნელოვანი დაზიანებისას, როდესაც კბილის სტრუქტურის დიდი ნაწილია დაზიანებული, ვინირის ნაცვლად გვირგვინის საჭიროება დგება. ამ შემთხვევაში გვირგვინი მთლიანად ფარავს კბილის დარჩენილ ქსოვილებს და იცავს შემდგომი დაზიანებისაგან. არსებობს ასევე ნახევარგვირგვინი — შუალედური ვინირსა და გვირგვინს შორის. ამ კონსტრუქციებს შორის არჩევანის გაკეთება მთლიანად კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.

  4. გამარჯობა. ბავშვობიდან მაქვს პრობლემა კბილებზე, ძალიან ადვილად მიფუჭდება, კერძოდ რამდენჯერაც დავიპლომბავ გარკვეულ ხანში იმავე კბილზე ახალი კარიესები მიჩნდება. 22 წლის ვარ, კალცი და სხვა მინერალები ნორმაში მაქვს და რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს?

    1. მრავლობით კარიესების მიზეზი თითქმის ყოველთვის ნადებია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენს შემთხვევაშიც არ ხდება სათანადოდ ნადების მოშორება. რეკომენდებულია პაროდონტოლოგთან ერთად შეიმუშაოთ ინდივიდუალური ჰიგიენის რეჟიმი და დაიცვათ მისი რეკომენდაციები.

  5. გამარჯობათ მაინტერესებს ემალის აღდგენა რამენაირად თუ შეიძლება და უთ შეიძლება რით

    1. ემალის ანუ მინანქრის, როგორც ბუნებრივი ქსოვილის აღდგენა შეუძლებელია. მას რეგენერაციის უნარი არ გააჩნია. კორექციისთვის გამოიყენება რესტავრაცია ან ვინირი.

      1. გამარჯობათ,მაქვს კალცის ნაკლებობა შესაბამისად მაქვს ძალიან თხელი და ცუდი ფერის კბილები და რა პროცესურას მირჩევდით?

      2. მინანქრის გასამდიდრებლად ძალიან ეფექტურია ეს პროდუქტი http://www.mi-paste.com/
        კიდევ ერთ მსგავს პროდუქტს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სტატიიდან https://wp.me/ptcAd-9A
        ვიზუალის მხრივ კი შესაძლებელია კბილების ვინირებით დაფარვა, რომელიც სასურველი ფერის იქნება. უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული კერამიკის ვინირები ძალიან თხელია, არ მოითხოვს კბილის მნიშვნელოვნად დამუშავებას და “მოკვლას”.

  6. გამარჯობა. კბილების მხატვრული რესტავრაცია, კარგად და პროფესიონალის გაკეთებული, სათანადოდ მოვლის შემთხვევაში რამდენ ხანს გაძლებს წესით?

    1. დამოკიდებულია მასალაზე. მინიმუმ 5-6- წლიდან 10 წლამდეც კი.

  7. გამარჯობათ.წინა ერთინკბილი მაქვს დაპლომბილი ნერვმოკლული და ფერშეცვლილი .მიმდაა ვინირი გადავიკრა მაგრამ ვიზუალობის თვალსაზრისით მინდა რო მეორეზეც გადავიკრა მაგარმ მეორე საღინკბილიაა თუმცა ცოტა ვიზუალური კორექცია ჭირდება.ამ დემთხვევაში ნერვის მიკვლა დასჭირდება კბილე?

    1. ვინირის გაკეთება საღ კბილზე მხოლოდ იმიტომ რომ სიმეტრიულად ჩანდეს, არასწორია. კარგად შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში ვინირი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს გვერდით კბილს.
      თუ მაინც გადაწყვეტთ გვერდით კბილზე ვინირს და იგი ჯანმრთელია, მაშინ ვინირის გამო “ნერვის მოკვლა” აუცილებელი არ არის, რადგან მხოლოდ კბილის ზედაპირის დამუშავება ხდება ამ დროს.

      1. გასაგებია.ექიმი მირჩევს ვინირსის გაკეთებას მეტალო-კერამიკის გვირგვინი გადავიკრას ,სიმყარის გამო.ამაზე რააზრია ხართ თუ მირჩევთ და ამ სშემთხვევაში წინა კვილზე ცალცალკე უნდა ჩამოეცვას გვირგვინი თუ ორივე ერთდად?

      2. ვინირი ჯობია თუ გვირგვინი, ეს დამოკიდებულია კბილის მდგომარეობაზე. რაც უფრო ცოტაა კბილის ქსოვილი დარჩენილი, მით უფრო რეკომენდებულია გვირგვინი. მაგრამ ვინირი უფრო ნაკლებ ინვაზიურია და მეტად ზოგავს კბილს.
        ორი გვირგვინის გადაბმის არანაირი მიზეზი არ არსებობს ამ შემთხვევაში. გადაბმის შემთხვევაში ვერ ხდება ჰიგიენის დაცვა სათანადოდ გვირგვინების ირგვლივ (მაგ. ფლოსის გამოყენება). შედეგად ჩნდება პაროდონტის დაავადება.

  8. სალამი !
    ზედა ყბის წინა 2-ი კბილი მაქ ჩამოტეხილი
    მაინტერესებს შესაძლებელია აღდგენა თუ არა
    ასევე მაინტერესებს ფასიც.

    პატივისცემით ლევანი

    1. აღდგენა რათქმაუნდა შესაძლებელია. ფასების გასარკვევად უნდა მიმართოთ კონკრეტულ კლინიკას.

  9. გამარჯობა, ზედა მეოთხე კბილი მაქვს პატარა, არ გაიზარდა და მაქვს ისეთი ზომის როგორიც მოცვლამდე იყო, ამისი შველა რითი შეიძლება და ჯერ ამის მოგვარება ჯობს და შემდეგ ბრეკეტების გაკეთება თუ პირიქით? წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის.

    1. პირველ რიგში უნდა გაირკვეს ეს კბილის სარძევე ხომ არ არის. ამის გაკეთება დათვალიერებით და რენტგენით ხდება. თუ სარძევეა, არის თუ არა მუდმივი კბილის ჩანასახი ძვალში. ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს მკურნალობა.
      კბილის გვირგვინის ზომის კორექცია ხელოვნური გვირგვინის საშუალებით ხდება.

  10. gamarjoba var 15 wlis minda vinirebis gaketeba radgan ar momwons chemi kbilebis forma da kamiketeben tu ara vinirebas chemi asakis gamo

    1. დიახ, ამ ასაკში შესაძლებელია ვინირების გაკეთება, თუ ამის ჩვენება ნამდვილად არსებობს.

  11. გამარჯობა. ჩემს ძაღლს ვეთამაშებოდი დღეს და ჟაკეტის ღილი (დიდი სქელი ღილები აქვს) მომხვდა წინა კბილში და ისე მაგრად მომხვდა, რომ გაიბზარა. ბზარი არის ზუსტად შუაში, ზემოდან ქვემოთ, გამოკვეთილი არ არის, თუ ძალიან კარგად არ დააკვირდი, ვერ შეამჩნევ. რამდენად საყურადღებოა? შეიძლება ნებისმიერ დროს ამ ბზარის ადგილში კბილი გატყდეს? მადლობა. ველოდები თქვენ პასუხს.

    1. არა, ასე ადვილად კბილი არ გატყდება, მაგრამ ბზარი ზოგადად ამცირებს მინანქრის სიმტკიცეს და გამძლეობას. ამიტომ მომავალში მოერიდეთ თუნდაც უმნიშვნელო ტრავმას განმეორებით. დაიცავით პირის ღრუს კარგი ჰიგიენა და მოერიდეთ ტემპერატურულ კონტრასტებს (ცივი-ცხელი ან პირიქით).

    2. გამარჯობა, ქვედა ყბაზე წინა მხარეს მაქვს კბილი ჩამოტეხილი ნახევრად და მაინტერესებს მისი რესტავრაცია ცერეკს გულისხმობს თუ არაა მასთან კავშირში? და რამდენად რთული პროცედურაა?წინასწარ გმადლობთ.

      1. ცერეკის ტექნოლოგიით ძირითადად გვირგვინები და დიდი ზომის ჩანართები მზადდება. რესტავრაცია გულისხმობს კბილის გვირგვინის აღდგენას ბჟენით ან ჩანართით. ისეთ შემთხვევებში, როგორიც თქვენია, რესტაცრაცია ძირითადად ბჟენით კეთდება. თუ კბილი “ცოცხალია”, კეთდება ანესთეზია, კბილის დამუშავება და ბჟენით აღდგენა.

    3. გამარჯობა.მაინტერესებს რაიმე მარტივი მეთოდი თუ არსებობს იმისთვის რომ წინა ორი კბილი ვიზუალურად ოდნავ გრძელი იყოს გვერდით კბილებზე?

      1. შესაძლებელია დაგრძელება ჰელიობჟენის საშუალებით. მაგრამ საუკეთესო ვარიანტია კბილის პრეპარირების გარეშე მიკრო-ვინირით დაგრძელება.

  12. მოგესალმებით! მოკლედ, ასეთი მდგომარეობა მაქვს: წინა პირველი კბილი ტრავმის გამო გამიშავდა, თან ამავე კბილზე მაქვს კისტა. ვაპირებდი ბრეკეტების გაკეთებას, თუმცა მითხრეს, რომ ჯერ რეზექცია უნდა გავიკეთო, კისტა ამოვიკვეთო და 6 თვის შემდეგ შემეძლება უკვე ბრეკეტების ტარებაც. ძალიან მაკომპლექსებს გაშავებული კბილი და ვინირსაც ვერ ვიკეთებ ჯერ, მითხრეს, ბრეკეტები ჩაამსხვრევსო და დროებით მაინც რითი შემიძლია ეგ ნაკლი დავფარო, იქნებ მირჩიოთ? თქვენს ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე ენდო-გათეთრების შესახებ და ამ შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია მაგის გაკეთება?

    1. დიახ, ენდო-გათეთრება ამ შემთხვევაში შესაძლებელია გაკეთდეს, არხის დაბჟენის შემდეგ. შესაძლოა მხოლოდ ენდოგათეთრებით სასურველი ფერი ვერ მიიღოთ (ეს დამოკიდებული რამდენად ინტენსიურია დისკოლორიტი), მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა მიიღოთ. შეარჩიეთ ის სპეციალისტი, ვინც მუშაობს ამ მეთოდით და კარგი შედეგები აქვს. არასწორად ჩატარებულ ენდოგათეთრებას უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს და კბილის დაზიანება გამოიწვიოს.

      1. გასაგებია და თქვენ რომელ სპეციალისტს მირჩევდით ან კლინიკას?

      2. ენდო-გათეთრებასთან დაკავშირებით: ია ჩიღვინაძე, “Style Smile Clinic” ტელ: 596 20 22 88

  13. გამარჯობათ ვარ 15 წლის ! ზედა ყბის ფრონტალური მეორე კბილები არამომსვლია ჩანასახი არარის. მითხრეს რომ საკმაოდ ხშირია. ზედა ყბის მესამე კბილებმა სანახევროდ მათი ადგილი დაიკავეს რაც ესთეტიურად არაა ლამაზი. როგორ შეიძლება მესამე კბილების თავის ადგილას დაბრუნება და მეორე კბილების ჩასმა ! მადლობა წინასწარ

    1. დიახ, ეს მდგომარეობა ხშირია და ადენტია ეწოდება. პირველ რიგში უნდა აღდგეს სივრცე, რომ მოხდეს ადექვატური ზომის გვირგვინების გაკეთება მომავალში. იმპლანატცია საუკეთესო გზაა, მაგრამ ჯერ თქვენ ასაკი არ გიწყობთ ხელს. სივრცეების შექმნა ორთოდონტიულად უნდა მოხდეს. შემდეგ მათი შენარჩუნება შესაძებელია ადჰეზიური ხიდის გზით (ისე რომ გვერდითი კბილები არ დამუშავდეს) ან ორთოდონტიული ფირფიტის საშუალებით, რომელზეც ხელოვნური კბილები იქნება დამაგრებული. 18-19 წლის ასაკისთვის შესაძლებელია იმპლანტაციის ჩატარება.

      1. და კიდე ორთოდონტიულად მოხდება სივრცეების შექმნა მაგრამ ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა რომელია?

      2. მეც იგივე პრობლემა მაწუხებს. გასაგებია ყველაფერი მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს. ბრეკეტებით სივრცეების შექმნისთვის დაახლოებით რადროა საჭირო ? მადლობა წინასწარ

      3. დამოკიდებულია რამდენზეა გადასანაცვლებელი კბილები, ასევე ასაკზე (ახალგაზრდა ასაკში უფრო სწრაფად მიდის ეს პროცესი). მაგრამ რათქმაუნდა იმდენი დრო არ სჭირდება, რამდენიც ზოგადად ბრეკეტებით კბილების გასწორებას.

    2. გამარჯობათ.. ერთი კვირის უკან ძალიან მძიმე დავარტყი წინა კნილები იატაკს,სისხლი წამოვიდა და 3 დღე ძლიერი ტკივილები მქონდა. ახლა უკვე აღარ მტკივა მაგრამ კბილები ოდნავ ქანაობს.. ექიმთანაც ვიყავი მითხრა გატეხილი არარისო ცოტახანში თავისით გამაგრდებაო.. რას მირჩევთ?

      1. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რენტგენზე არ გამოჩნდეს ფესვზე მოტეხილობის ხაზი, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ხომ არ არის დაზიანებული პულპა ანუ კბილის ნერვი. თუ დაზიანებულია, მაშინ უნდა მოხდეს არხების მკურნალობა, რადგან დაზიანებული პულპა დანეკროზდება და განვითარება ინფექცია, თუ არ მოხდა მისი დროულად ამოღება. კბილების მორყევის შემთხვებაში რეკომენდებულია შინირება, ანუ მათი დაფიქსირება.

  14. gamarjoba,eqima mirchia zeda 11kbilze gadakvra gaviketo mtavazobs or variants italiur metalo keramikas romlis pasi aris erti kbili80 da germanul metalo keramikas romlis pasi aris 120.ras mirchevt romeli gaviketo an ra sxvaobaaa am ors shorris?

    1. ამას მხოლოდ თავად ექიმი თუ გეტყვით. კერამიკის მასალების ასეთი კლასიფიკაცია — გერმანული და იტალიური— არ არსებობს. არის სხვადასხვა მწარმოებელი და ფასები ამის მიხედვით განსხვავდება. ექიმმა თავად უნდა აგიხსნათ, რა უპირატესობა აქვს უფრო ძვირადღირებულ მასალას და რაში უნდა გადაიხადოთ მეტი.

  15. გამარჯობა,წინა კბილზე მაქვს ნერვი მოკლული,კბილი მყარია ჩვეულებრივ,მაგრამ რა თქმა უნდა ფერი შეიცვალა და მაინეტრესებს ამ შემთხვევაში რადგან ცოცხალ კბილად აღარ ითვლება ვინირი არ შეიძლება გაკეთდეს ხომ?? მადლობა

    1. რათქმაუნდა შეიძლება. ასეთ შემთხვევებში ხშირად კეთდება ვინირი ფერის კორექციის მიზნით.

  16. გამარჯობა, მაინტერესებს წინა კბილების ჰელიობჟენით შელამაზების (ღარების ამოვსება, ფორმის შეცვლა) შემთხვევაში, აუცილებელია კბილის დამუშავებისათვის ნერვის მოკვლა? ყველა კბილი არის აბსოლიტურად ჯანმრთელი. მადლობა

    1. გააჩნია რამდენად რადიკალურად ხდება ფორმის შეცვლა. თუ კბილი ინტენსიურ დამუშავებას მოითხოვს და ამ პროცესში პულპა ანუ “ნერვი” ერთვება, მაშინ აუცილებელია.

  17. გამარჯობა კერომერის ვინირი რა არის და რით განსხვავდება კარამიკულ ვინირთან და რა ჯდება თუ დებილობას გეკითხებით… 🙂

    1. კერომერი (ceromer) მასალის ტიპია, რომელიც შუალედურია კერამიკასა პოლიმერს შორის (პოლიმერი კომპოზიტია, ანუ ბჟენები, რომლითაც კბილის აღდგენა ხდება). კერომერი კერამიკით გამდიდრებული კომპოზიტია, რაც მას ამ უკანასკნელთან შედარებით მეტ სიმტკიცეს მატებს.

  18. გამარჯობა..მოტეხილი წინა კბილის აღდგენა თუ შეიძლება?

    1. რათქმაუნდა შეიძლება. აღდგენის მეთოდი დამოკიდებულია მოტეხილობის ტიპზე.

      1. გამარჯობათ !ვარ 15 წლის.
        ზედა ყბის მეორე კბილები არამომსვლია რაც მოვიცვალე. მითხრეს რომ არმაქს და ეს ძალაინ ხშირია. ზედა ყბის მესამე კბილებმა სანახევროდ დაიკავეს მათი ადგილი და კბილებს შორის დიდი ადგილებია დარჩენილი. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გასწორება და მეირე კბილების ჩასმა ან ადგეზიური ხიდის გაკეთება?

      2. დიახ, ეს მდგომარეობა ხშირია და ადენტია ეწოდება. პირველ რიგშო უნდა აღდგეს სივრცე, რომ მოხდეს ადექვატური ზომის გვირგვინების გაკეთება მომავალში. იმპლანატცია საუკეთესო გზაა, მაგრამ ჯერ თქვენ ასაკი არ გიწყობთ ხელს. სივრცეების შექმნა ორთოდონტიულად უნდა მოხდეს. შემდეგ მათი შენარჩუნება შესაძებელია ადჰეზიური ხიდის გზით (ისე რომ გვერდითი კბილები არ დამუშავდეს) ან ორთოდონტიული ფირფიტის საშუალებით, რომელზეც ხელოვნური კბილები იქნება დამაგრებული. 18-19 წლის ასაკისთვის შესაძლებელია იმპლანტაციის ჩატარება.

      3. ანუ რა შეიძლება გაკეთდეს ესთეტიური მხრივ ძალიან ცუდად ჩანს

  19. გამარჯობა!ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს:როდესაც ვიცინი საკმაოდ მიჩნდება ზედა ღრძილი,კბილებიც ვთვლი რომ მოკლე მაქვს და მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა კბილებს ზემოდან ღრძილის რაღაც ნაწილის მოცილება?მადლობა წინასწარ!

    1. ამ მდგომარეობას კბილების პასიური ამოჭრის დარღვევა ეწოდება. დიახ, გვირგვინების დაგრძელება ხდება ქირურგიული გზით ღრძილის კიდეების მოკვეთით.

      1. გასაგებია და თუ შესაძლებელია მითხრათ რომელ კლინიკებში კეთდება თბილისში ეს პროცედურები და რამდენი შეიძლება ღირდეს ეს ყველაფერი.მადლობა!

      2. ეს პროცედურა ყველგან არ კეთდება ჯერჯერობით. დაზუსტებით ვერ გეტყვით სად აკეთებენ, მაგრამ იკითხეთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში”. ექ. პავლე ხუჯაძე.

      3. რათქმაუნდა. ყველა კბილის დაბჟენაა შესაძლებელი. რაც უფრო ადრე იმკურნალება კარიესი, მით უფრო ნაკლები კბილის ქსოვილი დაიკარგება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელობანი წინა კბილების შემთხვევაში ესთეტიკური თვალსაზრისით.

  20. gamarjobat.mainteresebs eqimma chamido darishxani me5e kbilshi oridge gavida ukve da kbili mainc mtkiva da mainteresebs ramden xanshi kvdeba nervi.es tkivili normaluria?

    1. ეს ექიმმა უნდა გითხრათ, რადგან სხვადსხვა პრეპარატს სხვადასხვა მოქმედების ხანგრძლივობა აქვს.

  21. ბიუგელის პროთეზის შესახებ სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია?

  22. ვარ 12 წლის და ჯერ არ ამომსვლია მარჯვენა მხარეს წინა საჭრელი კბილი. დანარჩენი კბილები წინაც და გვერძეც მაქვს. მაინტერესებს რომელ წლამდე შეიძლება რომ ამოვიდეს? ან თუ არის შემთხვევა რომ საერთოდ არ ამოვიდეს? თან 1-2 თვეა რაც შევამჩნიე რომ ამ ცარიელა ადგილისკენ იწევს მის გვერდით ამოსული კბილი წინასწარ დიდი მადლობა

    1. პირველ რიგში უნდა გადაიღოთ რენტგენი. გამოჩნდება საერთოდ არის თუ არა ჩანასახი. შეიძლება არის მაგრამ არასწორი მდებარეობა აქვს. თუ არ არის, შესაბამისად არც ამოიჭრება. რაც თქვენ შენიშნეთ ნამდვილად პრობლემაა ხოლმე ასეთ შემთხვევებში. გვერდითა კბილები გადმონაცვლდება და სივრცე მცირდება, რაც მომავალში ახალი კბილის ჩასმას პრობლემას უქმნის. თუ ჩანასახი არაა, საუკეთესო ვარიანტია იმპლანტი, მაგრამ მხოლოდ 18 წლიდან. ამანმდე აუცილებლად უნდა მოხდეს სივრცის შენარჩუნება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსახსნელი მიკროპროტეზი, რადგან ღრძილზე ზეწოლის გამო ძლის დეფორმაციას გამოიწვევს. არც ხიდი თქვენს ასაკში არ შეიძლება. საუკეთესო ვარიანტია “მერილენდის ხიდი” ანუ გვერდით კბილებზე ბჟენით მაგრდება შეუალედური კბილი.

  23. გამარჯობა. 3 წლის ბავშვს აქვს წინა 2 კბილი ჩამომტვრეული. თუ შეიძლება მათი აღდგენა?

    1. ცერეკი არის ტექნოლოგია ანუ მეთოდი, რომლითაც მზადდება სხვადასხვა კონსტრუქციები — გვირგვინები, ვინირები, ხიდები…
      “ცირკონი” ანუ ცირკონიუმის ოქსიდი არის მასალა რომლისგანაც მზადდება სხვადასხვა კონსტრუქციები.

  24. gatetreba kı vıfıqre,magram kbilebı tıtqmıs yvela daplombılıa amıtom gatereba me mgonı rom ar gamova.plombı fers ar ıcvlıs.ugrmesı madloba.ıse romel klınıkS Mirchevdıt tu arıs shesazlebelı amıs tqma.

    1. ასეა ნამდვილად. ბჟენები ფერს არ იცვლის. გირჩევდით სიამოვნებით, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია სამწუხაროდ.

  25. saqartveloshı chamosvlas vgulısxmobdı chemo kargo.sxvas arafers tqventa xlebaze arc mıfıqrıa.keramıkıs fırfıtashı vgulısxmob ımas raz fotoze vnaxe.anu kbılıs ferı maqvs cudı.gadakvra ar mında ımıtom rom kbılebıs datxelebaaa sachıro.da arıs axal teqnologıashı keramıkıs fırfıtas ezaxıan.anu kbılız zemodan ekvreba txelı masa romelıc kbılıs fers cvlıs.
    amıs tqmas vcdılobdı

    1. გასაგებია, ვინირებს გულისხმობთ ესეიგი. კერამიკული ვინირების ფასი დაახლოებით 300-400 ლარია, არის კიდევ კომპოზიტის ვინირები, როცა ეს თხელი ფირფიტა კომპოზიტით ანუ ჰელიო-ბჟენით კეთდება პირდაპირ პირის ღრუში. ფასი 150-200 ლარია საშუალოდ. მაგრამ ამ ორივე შემთხვევაში კბილის ზედაპირის დამუშვებაა საჭირო, თუმცა გაცილებით ნაკლებად ვიდრე გადაკვრისას. ფერს რას შეეხება, შეგიძლიათ გათეთრება სცადოთ ასევე. განვადებაზე თვითონ კლინიკაში უნდა მოელაპარაკოთ. საბანკო განვადება ამ მომსახურებაზე არ კეთდება როგორც ვიცი.

      1. გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ გამარკვიოთ კერამიკულ ვინირების ფასში, 300-400 ლარი ერთი კბილის ღირებულება? გმადლობთ.

      2. დიახ, ეს ფასი შესაძლებელია 1 ცალი ვინირისთვის.

  26. keramıkulı firfitis gırebuleba maıntereebs zalıan.dekembershı geaxlebit da amıtom cınASCAR TU MECODINEBA DAAXLOEBITI FASI ZALIAN GAMIXADEBA.DA GANVADEBİT GAKETEBA TU ARIS SHESAZLEBELI?

    1. კერამიკულ ფირფიტაში რას გულისხმობთ? და ასევე ნება მომეცით გკითხოთ სად გვესტუმრებით?
      მინდა დავაზუსტო გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, რომ ეს საიტი არ ეკუთვნის რომელიმე კლინიკას, არ აქვს ფეიჯი ან სხვა რამე ანალოგი სოციალური მედიაში. კითხვებზე პასუხის გაცემა ხდება მხოლოდ აქ კომენტარების სახით და საიტზე მითითებულ მეილზე. საიტის ფუნქციაა მომხმარებლის ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება სტომატოლოგიური მომსახურების სხვადასხვა სფეროში. დახმარება ხდება მხოლოდ რჩევების სახით. ესაა ჩემი პირადი ბლოგი და არსად არ ვიბარებ პაციენტებს. შესაბამისად არც ფასებზე და არც განვადებაზე რაიმეს თქმა არ შემიძლია.

  27. ზედა ყბაზე , ორივე მხარეს 4-5-6 კბილებზე თერაპიულ მხარეს უკვე მოვრჩი( მომიკლეს ნერვები და დაპლომბეს), და მომდევნო კვირაში ვიკეთებ ცირკონის გვირგვინებს. ჩემი ძალიან დიდი სურვილია გვირგვინები იყოს ცალ-ცალკე, ანუ არ გაკეთდეს ხიდი. რამდენად გავიტან ამას ჩემს სტომატოლოგთან არ ვიცი, რადგან მან თქვა რომ ხიდი გაცლებით უფრო მყარია. იქნებ მომწეროთ ამ კონკრეტული კბილებისთვის, როცა არცერთი არ მაკლია, დადებითი და უარყოფითი მხარეები ხიდის და ინდივიდუალური გვირგვინის. ასევე მაინტერესებს, თუ გამიკეთდა მაინც ხიდი, ვიზუალურად რამდენად გარჩევადია რომ კბილები ერთიანია და არა განცალკევებული. მადლობა წინასწარ

    1. მე ვემხრობი იმ აზრს, რომ გვირგვინები უნდა იყოს ცალ-ცალკე. გაუგებარია ხიდის “სიმყარე” რაში მდგომარეობს. თუ ხიდში მოქცეული რომელიმე კბილის პროგნოზი საეჭვოა, აჯობებს მოხდეს მისი რადიკალური მკურნალობა. ცაკლეული გვირგვინები მაქსიმალურად ახლოსაა ანატომიასთან, ისე როგორც ბუნებამ შექმნა. ადვილია კბილებს შორის ჰიგიენის დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრობლემატურია ხელოვნური გვირგვინების დროს პაროდონტის დაავადების პროვოცირების თვალსაზრისით. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, ღრძილის კონტური მაქსიმალურად ბუნებრივია ცალკეული გვირგვინების დროს, თუ რათქმაუნდა სწორადაა დამზადებული.

      1. მადლობა პასუხისთვის. თუმცა ბოლომდე ჩემი ვერ გავიტანე. მეოთხე კბილები იქნება ცალკე გვირგვინი და 5-6 ერთად. მიზეზი ასეთია: ჩემი პირის აპარატით ზედა ყბა ქვედა ყბას ედება მხოლოდ 4-5-6 კბილებით, მეტით არა, შესაბამისად დიდი დატვირთვა მოდის ამ კბილებზე რომელსაც ვიკეთებ. ამ მიზეზით მირჩია რომ ერთიანი ხიდი გამეკეთებინა, სხვა შემთხვევაშ გარანტიას ვერ მოგცემ რომ 1-2 წელიწადში არ მოგერყევა ცალკე გვირგვინიო. ძალიან გული მწყდება რომ ყველა ცალ-ცალი არ არის, თუმცა იმედი მაქვს ორკბილიანი ხიდი რადგან დიდი ხიდი არაა, ვიზუალურად კარგი იქნება

  28. გამარჯობა, წინა ზედა ორ კბილზე ღრძილთან რკალისებურად მაქვს თითქმის ამძვრალი ემალი და ძალიან მგრძნობიარე ტემპერატურაზე და ასევე კბილების გამოხეხვის დროს, როდესაც ჯაგრისი ეხება, მიზეზი არვიცი და მაინტერესებს რა მეთოდით მკურნალობთ მსგავს პრობლემას? და რა ჯდება დაახლოებით ? მადლობა

    1. ფასებზე ვერაფერს გეტყვით. მკურნალობა კი დამოკიდებულია იმაზე, დეფექტი გამოწვეულია მხოლოდ მინანქვის ცვეთით თუ ღრძილიც აწეულია. პირველ შემთხვევაში ბჟენით აღდგენა სამკმარისია. მეორე შემთხვევში საჭიროა ღრძილის პლასტიკაც. გარდა ამისა დასარკვევია მიზეზი და აუცილებელია მისი აღმოფხვრა. ეს შეიძლება იყოს კბილების არასწორი ხეხვის ტექნიკა ან რაიმე სახის მავნე ჩვევა, რაც იწვევს მინანქრის და ღრძილის ტრავმირებას.

  29. ramdenime tvis win chamometvra kbili da stomatologma mitxra patologiuri cvetaao, da mainteresebs tu aris shesadzlebeli agdgena ?

    1. პათოლოგიური ცვეთა კბილი მოტეხვას არ იწვევს, არამედ ცვეთას. მოტეხვა შეიძლება გამოწვეული იყოს ბრუქსიზმით (კბილების კრაჭუნი), ძველი ან უხარისხო რესტავრაციის მიზეზით, არასწორი თანკბილვით. მკურნალობა დამოკიდებულია სწორედ მიზეზზე.

  30. მაინტერესებს ვინირი თუ იცვლის ფერს? და ფასებს რაც შეეხება ზოგან 60 ლარი ღირს და ზოგან 300 და 600 ლარი ერთი კბილი და რაშია განსხვავება მასალაში? საშუალოდ კარგი ხარისხის დაახლოვებით რა უნდა ღირდეს?

    1. არ უნდა შეიცვალოს წესით. კომპოზიტის ვინირები ანუ რომელიც ჰელიობჟენით მზადდება უფრო იაფია, ვიდრე კერამიკის ვინირები. ფასი რათქმაუნდა მასალის სახეობაზეცაა დამოკიდებული და ექიმის კვალიფიკაციაზეც. საქართველოს ფასებზე ვერაფრს გეტყვით.

  31. Mainteresebs ramdenad kargia gadakvra kbilistvis estetikis miznit da ramdenad gamdzlea.. Puchdeba tu ara kbili da romeli masala da teknologiaa uketesi .

    1. თუ გადაკვრაში გვირგვინებს გულისხმობთ, თავისი ჩვენება აქვს. ასევე ვინირებს, რომელიც ძირითადად ესთეტიკის გაუმჯობესების მიზნით კეთდება. შედეგი დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე.

  32. ბავშვობაში მოვიტეხე კბილი და სტომატოლოგმა ამომიღო ფესვი და ჩამიდგა რაღაც სამკურნალო “შტირი” და ასევე მითხრა 4 წელში მოდიო. გავიდა 6 წელი და არ მივსულვარ და ახლა აქვს აზრი მისვლას? თან ასევე მჭირდება ბრეკეტები და რომელი გავიკეთო ჯერ კბილი თუ ბრეკეტი?

    1. ალბათ ნერვი ამოგიღოთ და არა ფესვი. ჯერ ჯობია ორთოდონტთან მისვლა კონსულტაციაზე და მკურნალობის დაგეგმვა.

  33. მეც მაქ ერთი პრობლემა მაქ წინა ორ კბილს შორის დაშორება ვარ 12 წლის და მაინტერესებს როგორ შემიძლია ვუმკურნალო ამას ეს ძალიან შემაწუხებელია და თან დისკომფორტს მიქმინს ხალხთან ურთიერთობა მიჭირს გთხოვთ დამეხმაროტ :))

    1. ცენტრალურ საჭრელ კბილებს შორის დაშორებას დიასთემა ეწოდება. დიასთემის დახურვა შეიძლება ორთოდონტიულად ან ვინირით. მაგრამ 12 წლის ასაკში რაიმე ზომების მიღება ნაადრევია, თუ სწორად გიწერიათ ასაკი 🙂

  34. Ori kbili mak gafuchebuli mklava erri sity it michirqdeba da mtkiva sashinlad amogeba aar minda daplombva tu aheileba eaet dros da ra jdeba eg siamovneba

    1. ამოღება თქვენს სურვილზე არაა. საჭირო გამოკვლევა და თუ არის შენარჩუნების შანსი, მკურნალობა. თუ ამოსაღებია, რაც დროულად ამოიღებთ მით უკეთესი. ფასებზე ვერაფერს გეტყვით, გააჩნია კონკრეტულ კლინიკას და რა პროცედურა დაგჭირდებათ.

  35. გამარჯობატ მაინტერესებს რა ჯდება ცერეკი ერთ კბილზე წინა კბილი მაქვს ჩამოტეხილი

    1. ვერ გეტყვით, უნდა მიმართოთ იმ კლინიკას, სადაც ეს სერვისი აქვთ.

  36. გამარჯობა, მაქვს კბილებს შორის დაშორება და მსურს ესთეთიკური ჩარევა. ვფიქრობ ვინირებას ან “cosmetic bonding”-ს. სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია “cosmetic bonding” თუ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. გთხოვთ დამეხმაროთ და მომაწოდოთ ინფორმაცია ამ პროცედურის და ფასების შესახებ.

    1. სამწუხაროდ არც მე მაქვს ინფორმაცია ეს პროცედურა თუ ტარდება საქართველოში.

  37. გამარჯობა. მოგახსენებთ ჩემი პრობლემის შესახებ. რამდენიმე დღეა დავამთავრე ღრძილების მკურნალობა, მკურნალობის შემდეგ შევამჩნიე, რომ წინა კბილზე ემალი არის ცოტათი ამძვრალი. ძალიან ოდნავ, თითქმის შეუძლებელია შემჩნევა..(ვფიქრობ, გაწმენდის დროს ხომ არ გაიკაწრათქო კბილი). პატარა წერტილს კბილზე თან ახლდა ოდნავ სიშავე. ნემსის წვერით “დავიმუშავე” და სიშავე მოშორდა. დარჩა ძალიან მცირე ზომის თეთრი წერტილი. შესაძლებელია ამ წერტილის ამოვსება? თუ უნდა გაფართოვდეს და ისე ამოივსოს?

    1. გამარჯობა. ბჟენით შევსება საჭიროა, მაგრამ დაუმუშავებლად არ გამოვა. თუმცა სულ ოდნავაა საჭირო დამუშავება. თუნდაც არ იყოს კარიესი ამ ეტაპზე და იყოს მინანქრის დეფექტი, დიდი შანსია კარიესად გადაიქცეს ნადების დაგროვების გამო ამ ღრუში.

  38. როგორც ზემოთ ავღნიშნე მაქვს ორი კბილი ავარიის შედეგად პატარაზე მომტვრეული ამათგან ერთერთი გასასწორებელი მქონდა… მაინტერესებს კბილი ჯერ ამოშენდეს და შემდეგ მოხდეს მისი გასწორება ბერკეტის საშუალებით თუ პირიქით ჯერ ჯობია გავისწორო…… კიდევ მაინტერესებს კბილების გასასწორებლად რა უფრო უკეთესია, გავიკეთო ბერკეტები თუ ფირფიტები?

    1. ჯერ უნდა აღდგეს კბილი, რა თქმა უნდა. და სასურველია რაც შეიძლება მალე. შემდეგ კი შეგიძლიათ ორთოდონტიული მკურნალობა დაიწყოთ. ბრეკეტი ყოველმხრივ უკეთესია, ვიდრე ფირფიტები.

  39. მაინტერესებს წინა კბილის აღდგენის შემთხვევაში როდესაც მხოლოდ მეოთხედი მაქვს ჩამომტვრეული კბილი ერთ ფერზე თუ დაჯდება?

    1. მიიღებთ თუ არა თქვენთვის სასურველ შედეგს, დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე.

  40. ავარიის შემდეგ ერთი წინა და ერთი გვერდიტი კბილი ჩამომემტვრა შეიძლება თუ არა 13 წლის ასაკში აღდგენა ….რა სახით? კბილის მხოლოდ მეოთხედი მაქვს ჩამომტვრეული

    1. რა თქმა უნდა შეიძლება და აუცილებელიცაა. მაგრამ მანამდე უნდა შემოწმდეს ხომ არაა ფესვის მოტეხილობა (რენტგენით და გასინჯვით), ბზარი, შემოწმდეს კბილის ვიტალობა, ანუ ცოცხალია თუ არა. თუ კბილი მკვდარია, ჯერ არხი უნდა დაიბჟინოთ და შემდეგ აღდგენა.

      1. Gamarjoba, 2 kbils shoris maqvs ghari, anu erti kbili pataraa da ramdensd shesadzlebelia am adgilis amovseba ise, rom feric bunebrivi iyos da tavad kbilebs shoris ar iyos shesa,chnevi gansxvaveba?

      2. შესაძლებელია ვინირის საშაულებითაც და ბჟენითაც. შედეგი დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე.

Leave a reply to ნინო აფციაური Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.