იმპლანტაცია

67 thoughts on “იმპლანტაცია

  1. გამარჯობა. 17 წლის ასაკში ამოვიღე კბილი და მინდა იმპლანტის გაკეთება. მაინტერესებს დამჭირდება თუ არა ძვლის დამატება გამომდინარე იქიდან რომ კბილის ამოღებიდან წელიწადზე მეტია გასული? ასევე რამდენად არის შესაძლებელი რომ სახის სიმეტრიის დარღვევა სწორედ ამავე მიზეზით იყოს გამოწვეული?

    1. ძალიან ბევრ გარემოებას გააჩნია. რომელი კბილია, როგორია ძვლის ხარისხი, ღრძილის მდგომარეობა, თქვენი ზოგადი მდგომარეობა, ჩვევები, თანკბილვა… კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ იმპლანტოლოგს. კბილის ამოღების გამო სახის სიმეტრიის დარღვევა ნაკლებად სავარაუდოა.

  2. გამარჯობა! ვარ 18 წლის, ამოვიღე ორი უკანა კბილი და იმპლანტი მიწევს დაახლოებით 5თვეში. მაინტერესებს იმპლანტის გაკეთებამდე ეს ყველაფერი აისახება თუ არა სხვა კბილების განლაგებაზე და ზოგადად სახის სიმეტრიაზე უარყოფითად? და თუ აისახება მაშინ თუარის ამის გამოსწორება შესაძლებელი იმპლანტის ჩასმის შემდგომ?

    1. არა, ასე მოკლე პერიოდში რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

  3. გამარჯობა. მაინტერესებს კბილის დაკარგვიდან ერთი წლის შემდეგ იმპლანტის ჩასმა თუარის შესაძლებელი და იმპლანტთან ერთად ბრეკეტებით მკურნალობა თუარის შესაძლებელი?

    1. იმპლანტაციის გაკეთება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელია. კბილის ამოღების მომენტშიც კი. რაც ადრე, მით უკეთესი, რადგან კბილბუდის ძვალი დროთა განმავლობაში განილევა, რაც იმპლანტაციისთვის არასასურველია. აჯობებს ორთოდონტიული მკურნალობა იმპლანატიამდე ჩატარდეს, რადგან იმპლანტის გადანაცვლება არ ხდება.

      1. იმ შემთხვევაშიც თუ იმპლანტი უკანა ორ კბილზე მჭირდება ორთოდონტიული მკურნალობა იმპლანტაციის შემდეგ არ იქნება შედეგიანი? მადლობა წინასწარ

      2. დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე. ზოგჯერ იმპლანტები ხელს უშლის სხვა კბილების გადანაცვლებას, რადგან თავად არ გადაადგილდება. ზოგჯერ კი სწორედ ამის გამო თავად იმპლანტი გამოიყენება საყრდენად სხვა კბილების გადასაადგილებლად. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ აცლებლად გაიარეთ კონსულტაცია ორთოდონტთან.

  4. გამარჯობა, მაინტერესებს რა დრო ჭირდება 2 კბილის იმოლანტაციას დაახლოებით? არ ვიმყოფები საქართველოში და ამიტომ ვკითხულობ.
    მადლობა წინასწარ პასუხისთვის.

    1. თუ თავად პროცედურას გულისხმობთ, გააჩნია რა სახის იმპლანტაცია ტარდება. მაგ. კბილის ექსტრაქცია+იმპლანტაცია, სინუსლიფტინგი+იმპლანტაცია. თუ ვიზიტების რაოდენობას გულისხმობთ, გააჩნია შემთხვევას. ზოგჯერ იმპლანტაცია და ხელოვნური კბილის დამაგრება იმავე დღეს ხდება. ზოგჯერ იმპლანტაციის შემდეგ 4-6 თვე ხდება საჭირო მოცდა.

  5. გამარჯობა. რა ცუდია ფოტოს რომ ვერ ვაბამ აქ. მოკლედ ზედა ყბაზე სამწუხაროდ მაკლია მეექვსე კბილი. სივრცე მეშვიდესა და მეხუთეს შორის არის პატარა, დაახლოებით კბილის ნახევარზე ცოტა ნაკლები(ანუ რამხელა სივრცეც უნდა იყოს იმის ნახევარი არადა ოდნავ ნაკლები) ასე რომ აქ იმპლანტიც გამორიცხულია ადგილის არქონის გამო და სავარაუდოდ ხიდი დამჭირდება. ჩემი კითხვა ესაა: ეს კბილი მაკლია 10 წელია, მერე მეკეთა ბრეკეტები და ბრეკეტებმა მიიყვანა ეს სივრცე ახლოს, ამ ეტაპზე არ მაქვს საშუალება გავიკეთო ხიდი და როგორ ფიქრობთ ამ ამოღებული კბილის მეზობელი კბილები 5 წლის განმავლობაში ან ხოარ მოირყევა ან არვიცი რამე პრობლემა ხომ არ შეექმნება? რამოდენიმე წელში ვაპირებ სხვა ძველი ორი გვირგვინის გამოცვლას და ვფიქრობ მაშინ გავიკეთო ბარემ ეს დანაკლისი კბილის სივრცის შევსება. მთავარია ვიცოდე რომ არ მომერყევა სხვა კბილები ამ ერთი დანაკლისის გამო. მადლობა

    1. თუ კბილები და ღრძილები ჯანმრთელია, არ მოირყევა. მაგრამ გადანაცვლება ცარიელი სივრცისკენ შეიძლება გაგრძელდეს.
      იმპლანტაციისთვის შესაძლებელია სივრცის გაზრდა ისევ ბრეკეტების დახმარებით. თუ ამ მეთოდს გადაწყვეტთ ხიდის მაგივრად, გაითვალისწინეთ, რომ დრო სჭირდება.

      1. ჯანმრთელია ღრძილები და კბილზე ორვე მხარეს ნერვი მაქვს მოკლული და დაბჟენილი, არც გამოფუღრული მაქვს და არც მაწუხებს რომელიმე, იმედია ეს არ ნიშნავ არაჯანმრთელ მდგომარეობას. დიდი მადლობა

      2. არა, რა თქმაუნდა. თუ კბილები სრულფასოვნად არის ნამკურნალები ჯანმრთელად ითვლება. თუმცა გადანაცვლება მაინც მოსალოდნელია.

  6. პარადონტოზის დროს და იმპლანტების შემთხვევაში ვექტორით მკურნალობა რა შედეგებს მოგვცემს?მითეა თუ რეალობა ვექტორით ანთების განკურნება?.მადლობა

    1. პაროდონტიტის (“პაროდონტოზი” დიდი ხანია აღარ გამოიყენება, რადგან არასწორ ტერმინადაა მიჩნეული) დროს, ისევე როგორც პერიიმპლანტიტის დროს ვექტორი შეიძლება მხოლოდ დამატებითი საშუალება იყოს, ძირითად ინსტრუმენტულ და ქირურგიულ მკურნალობასთან ერთადმ ისევე როგორც ლაზერი. მხოლოდ ვექტორით მკურნალობის ეფექტურობის შეფასება ხშირად გადაჭარბებულია.

  7. გამარჯობათ. იმპლანტი ჩავისვი ერთი წლის წინ საქართველოში,ამჟამად არ ვიმყოფები საქართველოში და ვერ ვახერხებ პროცედურის გაგრძელებას.მხოლოდ ხრახნი მაქვს ჩასმული,2 ზედა ყბაზე 2 ქვედა. არანაირი ტკივილი ან ცუდი შეგრძნება არ მაქვს. მაგრავ ვნერვიულობ იმაზე რომ არ დამიგვიანდეს პროცედურის გაგრძელება. მაქსიმუმ რამდენხანში შეიძლება გვირგვინის დასმა? მესმის ინდივიდუალურია შეხორცება მაგრამ მაინც სავარაუდო მაქსიმუმი.

    1. დიახ, ინდივიდუალურია. გააჩნია როგორი მეთოდით ჩატარდა იმპლანტაცია. ექიმი აუცილებლად გეტყოდათ როდის უნდა მისულიყავით მკრურნალობის გასაგრძელებლად. ეს ვადა 6 თვეზე მეტი არ არის ხოლმე. თუ იმპლანტი ღრძილის ქვეშ არის მოქცეული ანუ მთლიანად ძვალში იყო მოთავსებული, გართულების ალბათობა ნაკლებია. თუ ღრძილის მაფორმირებელია დამაგრებული, მაშინ საჭიროა რომ დროულად მოხდეს მისი შეცვლა გვირგვინით. დასრულებულ შემთხვევაშიც კი, როდესაც იმპლანტზე უკვე კბილია დამაგრებული, აუცილებელია არაუმეტეს 6 თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტი, იმპლანტის დათვალიერება და გაწმედის ჩატარება (სპეციალარი მეთოდით), იმპლანტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. 1 წელი ამ შემთხვევაშიც კი დიდი დროა.

  8. გამარჯობათ, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მოკლედ 3 წლის უკან გავიკეთე ინპლანტი ერთ კბილზე თუმცა გვირგვინი არ გამიკეთებია, რამოდენიმე თვის უკან გავიკეთე კიდე 2 კბილის ინპლანტი და ერთად გადავწყვიტეთ გვირგვინი ს დადგმა სამივე კბილზე, 2 ახალ ინპლანტზე ჩვეულებრივ ძაან მარტივად გამიკეთა მაფორმირებელი. აი ძველ ინპლანტზე ცოტა იწვალა გაძვალებული იყოოო, ნუ ჩამისვა 2 კვირის მერე ეს ძველი ინმპლატოს მაფორმირებელი ა მომძვრა უცებ, 5 დღის მერე მივედი და მითხრა უკვე შეხორცება აქვს დაწყებულიო და ანესთეზიით ისევ ჩამისვა, უკვე 3 დღეა და მტკივა ყრუდ თითქოს ფეთქავს კიდეც აი ხანდახან რის ბრალი შეიძლება იყოს, მადლობა დიდი

    1. სამწუხაროდ, აღწერით შეუძლებელია გარკვევა რა მდგომარეობაში იყო ძველი იმპლანტი. შესაძლოა ძვლოვანი ქსოვილით ნაწილობრივ გადაფარული იყო იმპლანტში დამაგრებული ხრახნი. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ძვლის მოშორება არ წარმოადგენს პრობლემას, რათქმაუნდა ანესთეზიის ქვეშ. ამის შემდეგ რატომ იყო პრობლემატური მაფორმირებლის დამაგრება და რატომ მოგძვრათ ეს გაუგებარია. შესაძლოა არ იყო იგივე ბრენდის, რაც იმპლანტი. სხვადასხვა ბრენდის კომპონენტები ყოველთვის არ მიდის ერთმანეთზე. ტკივილი სავარუდოდ ძვლის და ღრძილის მოშორების ბრალია და გაივლის. მთავარია დაინფიცირება არ მოხდეს. მეტის თქმა სამწუხაროდ შეუძლებელია.

    1. დაახლოებით 18 წლიდან, როდესაც ჩონჩხის ზრდა დასრულდება. ამის დადგენა შესაძლებელია რენტგენით.

      1. გამარჯობა. უკვე 9 თვეა გავიკეთე იმპლანტი დამათზე ხიდი . გართულებები არ მქონია მაგრამ დამრჩა ლოყის არეში ყრუ ტკივილი.არ ქრება . ხომ ვერ მეტყვით მიზეზს?
        ძალიან არაკომფორტულია მუდმივი ყრუ ტკივილი. აქთ მხარეს ვერ ვღეჭავ . დაჭერისას მტკივდება

      2. ლოყის არეში ტკივილი შეიძლება არ იყოს დაკავშირებული იმპლანტებთან. საჭიროა მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს და ჩაიტაროთ გამოკვლევა.

    2. Gamarjobat ertı shekıtcva makvs yvelazexarısxıanı breketebıs pası maınteresebs da ımlantıs pasıc da ra pırmıs masalebıa tu shegıdzöıat rom momwerot

      1. ამ შეკითხვით უმჯობესი იქნება სტომატოლოგიურ კლინიკებს მიმართოთ. კონსულტაციაზე ფასების შესახებ სრულ ინფორმაციას მოგცემენ.

  9. ზოგადი ანესთეზიით სად შეილება კბილის ამოება? ისე მეშინია.

    1. “დენტოკლუბში” აქვთ ასეთი სერვისი.
      დენტოკლუბი —- ალ. ყაზბეგის #14, ტელ: 2 14 18 14 info@dentoclub.ge

  10. გამარჯობათ, ბავშვობაში წინა კბილი მომტყდა და რაღაც ასაკის გაცვლის შემდეგ საჭირო არის გამოცვლაო და მაინტერესებს იმპლატაცია უნდა გავიკეთო თუ რა?? მადლობთ წინასწარ

    1. თუ კბილის გვირგვინი მოგტყდათ და ბჟენით აღადგინეს, მისი გამოცვლა მართლაც საჭიროა გარკვული ხნის შემდეგ. გააჩნია რამდენი წლის ხართ და რამდენი წელია გასული. იმპლანტაცია იმ შემთხვევაში კეთდება, თუ კბილი ამოღებულია რაიმე მიზეზით.

  11. გამარჯობა. მაინტერესებს სად შემიძლია ვერცხლის ან მსგავსი მეტალის იმპლანტის ჩასმა. ზედა ყბბის მეორე კბილი. და სავარაუდოდ რა ჯდება. მადლობა

    1. პირველ რიგში, რომ არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, ვერცხლის იმპლანტი არ არსებობს. მეტალის იმპლანტები ტიტანისგან მზადდება. არის კიდევ მცირე ნაწილია, სხვადასხვა ბიოშეთავსებადი მასალისგან (ცირკონიუმის ოქსიდი, PEEK).
      ფასებზე ვერაფერს გეტყვით. მიმართეთ კონსულტაციაზე კახა გურგენიძეს “დენტოკლუბში”.

  12. გამარჯობა,მეტალო კერამიკის გაკეთება მინდა ,საღი კბილების გაქლიბვა მოგვიწევს და მაინტერესებს ნერვის მოკვლა აუცილებელია ზედ მეტალო კერამიკა რომ დამაგრდეს?

    1. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ექიმი რა მეთოდით მუშაობს. დიახ, შესაძლებელია რომ არ გახდეს საჭირო ნერვის მოკვლა, თუ ექიმი ფლობს შესაბამის ტექნიკას.

  13. გამარჯობათ, მაინტერესებს ბათუმში თუ კეთდება ცერეკი . ასეთი სიტუასია ქვედა ყბაზე საკუთარი წინაკბილი 4 მაქვს და ზედა ყბაზე უკანა საღეჭი კბილიჩატეხილი და წინა 9 კბილი დახვეწილი და ხიდი გაკეთებული მაინტერესებს მიახლოებითი ფასი რა დამიჯდება ან თუ შეიზლება ეხვადასხვა დროს გაკეთდეს თითო ყბა.

    1. Smile Studio — ვახტანგ გორგასლის ქ. 103. ტელ: 599 30 27 03;
      ფასებს კონსულტაციის დროს გეტყვით ექიმი, რადგან დამოკიდებული თქვენი პირის ღრუს მდგომარეობაზე.

      1. მოგესალმებით ორიკვირა პირის ღრუ მაქვ შეშუპებული ენის გვერდები და ლპყის შიდა მხარე სტომატოლოგთან ვიყავი გადამიღო რენდგენი და კბილებიდა არააო ალერგიის წამლებსაც ვსვავ და არმშველის , ზედა კბილებზე მაქვს გადაკვრა ფაიგური ხიდი მაქვს მაგრამ არმაწუხებს საერთოდ შეიძლება რომ იქედან იყოს რამე ინფექცია სინუსიც მაქვს მადლობა

      2. ასეთ მდგომარეობას რამოდენიმე სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და არ იყოს დაკავშირებული პირის ღრუსთან. უმჯობესია ზოგად თერაპევტთან გაიაროთ კონსულტაცია.

  14. მოგესალმებით, ზედა ყბაზე მინდა გავიკეთო იმპლანტი მაგრამ როგორც მეუბნებიან ძვალი იმენაფ არის გალეული ხელოვნური ძვლის შეყვანაც კი შეუძლებელია, ამ შემთხვევავაშინარსებობს რაიმე ალტერნატივა რომ გაძვალდეს და შემდეგ იმპლანტი გაკეთდეს?

    1. რათქმაუნდა არსებობს. იმპლანტაციამდე ხდება ჯერ ძვლის რეგენერაცია (Guided Bone Regeneration). ამ პროცესს მინიმუმ 6 თვე სჭირდება. შემდეგ კი აღდგენილ ძვალში ხდება იმპლანტის მოთავსება. ეს ყველაფერი ერთდროულადაც შესაძლებელია, თუმცა უფრო მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ზოგადად ეს პროცედურა — მართული ძვლოვანი რეგენერაცია, მაღალი რისკის შემცველია და აუცილებელია ოპერატორს ჰქონდეს ასეთი დონის გამოცდილება.

  15. გამარჯობათ,ქუთაისში თუა ისეთი კლინიკა რომელიც იმკლანტს აკეთებდეს?

  16. ramodenim ekitxva implantaciis shesaxeb.winaswar madlobt pasuxistvis.roca ert mxares janmrteli kbilebia da mopirdapire mxares arcerti am shemtxvevashi mxolod im mxares unda gaketdes implanti sadac arcerti kbilia tu paralerulad moeore mxares,janmrteli kbilebis adgilze?rogorc gamigia imlantis shemdegom ukve implantze mtlian protezs dgaven da titoeuli kbilis mainc daaxlovebiti fasi rogoria?implantaciis procesisi dawkebidan kbilebis chasmamde ramdeni droi sjirdeba daaxlovebit kvira,tve,weli tu?

    1. 1. ჯანმრთელი კბილების ხარჯზე იმპლანტაციის ჩატარება გაუმართლებელია. იმპლანტაციის მიზანი სწორედ არსებული კბილების დაზოგვა და შენარჩუნებაა. იმპლანტები ფიქსირდება ძვალში, არასებული კბილების ადგილას. თუ რამდენი იმპლანტია საჭირო, ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე.
      2. იმპლანტზე შეიძლება დამაგრდეს ცალკეული ხელოვნური გგვირგვინი, ან ხიდი/პროთეზი დამაგრდეს რამოდენიმე იმპლანტზე. თავად იმპლანტის და იმპლანტაციის ფასი დაახლოებით 1000 ლარია და ვარირებს სხვადასხვა კლინიკაში. ამას ემატება იმ კონსტრუქციის ფასი, რომელიც იმპლანტზე დამაგრდება.
      3. იმპლამტაციის შემდეგ უმეტეს შემთხვევაში იცდიან 2-4 თვე, სანამ კბილები დამაგრდება.

      1. madlobt kuradgebistvis. ukacravad im konstruqciis daaxlovebiti fasi mainteresebs romelic implantze unda damagrdes.

      2. ფასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით სამწუხაროდ. უნდა იკითხოთ კლინიკებში.

  17. მაინტერესებს ზედა ყბა როდესაც ცარიელია სულ რამდენი იმპლანტი კეთდება? და რა ჯდება თითოეული მათგან?

    1. მინიმუმ 4, მაქსიმუმ 8. თითო იმპლანტი 800-1000 ლარი ჯდება დაახლოებით, მაგრამ ამას ემატება მოსახსნელი ან მოუხსნელი პროთეზი, რომელიც ამ იმპლანტებზე მაგრდება.

      1. გამარჯობა, 8 იმპლანტზე მეტი თუ შეიძლება?

      2. იმპლანტების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ქეიმმა უნდა გადაწვიტოს ოპტიმალური რაოდენობა. ბევრი იმპლანტი მეტი ტრავმაა და გართულების მეტი ალბათობა. საჭიროზე ცოტა კი არასაიმედო იქნება, როდესაც იმპლანტებზე დაყრდნობილი ხიდი კეთდება.

  18. გამარჯობა უღრმესი მადლობა რომ ასე გულისყურით კითხულობთ და სცემთ პასუხებს ადამიანებს. ძალიან ვნერვიულობ ერტ საკითხზე. ერთი თვის წინ ზედა მეხუთე კბილი ჩამომტყდა და მეტალო კერამიკა გავიკეთე , ვერცხლის ჩანართით. ორთოპედმა რაღაც რეზინასავით დამამაგრა რომელიც მერე გამაგრდა და ისევ მომხსნა მაგრამ სანამ მაგას გააკეთებდა იქამდე წინა კბილის უკან ღრძილზეც რაღაცას აწვებოდა თითქოს , ნემსივით რაღაციტ და შეიძლება რომ ნერვი მოეკლა ამ წინა კბილზე? :((( წინა კბილზე არ მქონდა რანაირი პრობლენამა და რა შუ აში უნდა ყოფილიყო წინა კბილის ღრზილი არმესმის. კიდევ,მეტალოკერამიკა რომ ამომვარდება ან ვადა გაუვა,ამის შემდეგ მოუხსნელი.იმპლანტის გაკეთება შეიძლება ამ მეტალოკერმიკოს ადგილზე? მადლობა წინასწარ

    1. არა, “ნერვის მოკვლა” ასე არ ხდება.თანაც თქვენთან შეუთანხმებლად ამას არ გააკეთებდა, მითუმეტეს თუ საჭირო არ იყო. როგორც ჩანს ანაბეჭდის აღების დროს საანაბჭდო კოვზი გაწვებოდათ ღრძილზე. ან შეიძლება თუ კოფერდამი (სპეციალური საიზოლაციო სისტემა ლატექსით) გამოიყენა, შესაძლოა მის დასამაგრებლად ანესტეზიის გაკეთება გახდა საჭირო სხვა კბილებზეც. თუ ახლა გაწუხებთ რამე, მიმართეთ თქვენს ექიმთ და აგიხნით თავად.
      გვირგვინით დაფარულ კბილს რაც შეეხება, მიდი დაკარგვის შემთხვევაში რათქმაუნდა შეიძლება და სასურველიცაა იმპლანტაცია. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად კბილის ამოღებისთანავე ხდება იმპლანტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-6 თვეა საჭირო მოცდა.

  19. saertod agar maqvs kbilebi tan var 40 clis ra sheidzleba mechvelos mosaxsneli protezis garda gtxovt damexmaret tu chegidzliat mitxrat ra damijdeba da ra mechveleba?

    1. ფასებს ვერ გეტყვით, მაგრამ მოსახსნელი პროთეზის ალტერნატივა შეიძლება იყოს იმპლანტებზე დამაგრებული პროთეზი.

      1. მე გუშინ გავიარე კონსულტაცია. ექიმმა მითხრა, რომ , რადგან ფესვები დაზიანებული მაქვს, , რომ მოსახსნელი პროტეზის შემთხვევაში 4 იმპლანტი, ხოლო მოუხსნელის-6 და მეტი. 3D -ის შედეგის მიხედვით.კბილების ამორების შემდეგ კი თუ სურვილი მექნება, მეორე დღესვე შეიძლება ჩვეულებრივი პროტეზის გაკეთება. ხოლო იმლანტაციის შემდეგ ერთ თვეშია შესაძლებელი კბილების ჩასმა. აქ კიდევ დროის სხვა შუალედებს ვკითხულობ.მიპასუხეთ, თუ არ შეწუხდებით.

      2. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და გადაწყვეტილებას ექიმი კონკრეტული სიტუაციის მიხედვით იღებს. ამიტომ აჯობებს დეტალები ექიმმა აგიხსნათ. კბილების ამოღების შემდეგ დროებითი პროთეზი ზოგჯერ (მაგრამ არა ყოველთვის) იმავე დღესაც კი მზადდება და პაციენტი კლინიკიდან კბილების გარეშე არ გადის. იმპლანტაციის შემდეგაც, სავარაუდოდ დროებით პროთეზზე იყო საუბარი. თუმცა არსებობს იმპლანტებზე ნაადრევად (იმავე დღესაც კი) კბილების აღდგენის ტექნიკა, რომელსაც სპეციფიკური ჩვენებები აქვს და ლიმიტირებულად გამოიყენება.

    1. იმპლანტაციის ფასებთან დაკავშირებით კლინიკებში უნდა იკითხოთ. უმჯობესია თუ მიხვალთ კონსულტაციაზე, რადგან საბოლოო ფასი ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული და საჭიროა დათვალიერება/გამოკვლევა. ხანგრძლივობას რაც შეეხება, ასევე დამოკიდებულია მდგომარეობაზე. შეიძლება 20 წუთი გაგრძელდეს, შეიძლება საათზე მეტი.

    2. მე ვაპირებ იმპლნტების გაკეთებას ადრე მკონდა იმპლანტი რომელიც დაჩირკდა და ამომიღეს,ვიყავი ერთ ერთ კარგ კლინიკაში თბილისში,უკვე აღარ ვიცი რომელ კლინიკას ვენდო, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი ომპლნტოლოგი.

      1. კახა გურგენიძე, კლინიკა “დენტოკლუბი”

  20. gamarjobar gavige imis shesaxeb rom kbilis plobvis dros burgismagivrad lazerit ketdeba es da martalia

    1. კი, ლაზერი გამოიყენება ზოგ შემთხვევაში კბილის დასამუშავებლად ბურღის მაგივრად.

    1. კონკრეტულად ბაზალურ იმპლანტაციაზე არ მაქვს ინფორმაცია, სად კეთდება და კეთდება თუ არა საერთოდ. http://www.implantacia.wordpress.com აქ შეიძლება უფრო ზუსტად გიპასუხონ.

      1. გააჩნია სიტუაციას. მნიშვნელობა აქვს მეზობელი კბილები რა მდგომარობაშია და ზოგადად პირის ღრუ როგორ მდგომარეობაში გაქვთ.

Leave a reply to dentist Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.