კბილების მკურნალობა, ბჟენები

გთხოვთ კითხვა დასვათ კომენტარებში.

720 thoughts on “კბილების მკურნალობა, ბჟენები

  1. გამარჯობა. ვარ მწეველი, გავდავწყვიტე თავის დამებება და ორი დღე საერთოდ არ მომიწევია, ორ დღეში დამეწყო კბილების ტკივილი.პირველი,მეორე,მესამე კბილი ზედა ქვედა ყბა. და ღრძილებოს ქავილი. დავიწყე ისევ მოწევა. რამდენიმე დღეში ყველაფერმა გამიარა მაგრამ პირველი კბილი შეხებაზე მტკივა და რყევა დაიწყო. დაპლომბილი კბილია. ანუ მაინტერესებს სიგარეტის ბრალია თუ დაემთხვა უბრალოდ?ან რა უნდა გავაკეთპ ეხლა?

    1. ასეთი რამ თითქმის ყოველთვის ხდება როდესაც სიგარეტს თავს ანებებენ, განსაკუთრებით თუ სტაჟიანი მწეველია. საქმე იმაშია, რომ მწეველების შემთხვევაში ასე ვთქვათ “შენიღბულია” პაროდონტის დაავადება. ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროვებს როგორც ვიცით, ამის გამო პაროდონტის დაავადების ძირითადი სიმპტომები — სისხლდენა, ღრძილების სიწითლე გამოხატული არ არის. მოწევის დანებებისას კი ეს ყველაფერი თავს იჩენს. იწყება სისხლდება, ჩნდება უსიამოვნო სუნი, მორყევა კი უკვე პროგრესირებად პაროდონტის დაავადებაზე მეტყველებს. რათქმაუნდა, სიგარეტზე თავის დანებება არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა და არ უნდა გადაიფიქროთ. უბრალოდ თავიდან რამდენიმე კბირის განმალობაში საჭიროა ღრძილების ინტენსიური მოვლა და ანთების მაპროვოციერებლი ფაქტორის — ნადების წინააღმდეგ ბრძოლა. პირველ რიგში აუცილებელია გაწმენდის ჩატარება სტომატოლოგთან, რომელის გამეორებაც რეკომენდებულია ყოველ 2 კვირაში, სანამ სიმპტომები არ შეწყდება. პარალელურად აუცილებელია სპეციალური საშინაო მოვლა, რაც პირველ რიგში გულისხმობს ღრძილქვეშა ნადების ყოველდღიურ მოშორებას, სტანდარტული გახეხვის გარდა. ღრძილქვეშა ნადების მოსაშორებლად იდეალურია ირიგატორი, ან ჩვეულებრივი დენტალური ფლოსი მაინც. გახსოვდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირი სპეციალური სავლებები, მალამოები და ნემსები არაა ეფექტური ღრძლქვეშა ნადების მოსაშორებლად. მათთვის, ვისაც პაროდონტის დაავადების ნიშნები აქვს აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება. გისურვებთ წარმატებას!

      1. Gamarjobat aseti shekitxva maqvs tkventan mkavs 5 wlis shvili da dauchirkda ukana sagechi kbilii ekimma gauxsna arxi ukve ori kviraa da perekisit umishavebs kbils da shemdeg kidev udeba samkurnali wamals da cota kide aris darchenili chirqi da sheidLeba amdeni xani gagrdzeldes gawovia procesi da aris tu ara sashishi

      2. რის გაწოვას გულისხმობთ? ფესვების გაწოვა თვეების განმავლობაში გრძელდება. თანაც ამ ასაკში ადრეა თუ მეოთხე-მეხუთე კბილია. თუ ჩირქზეა საუბარი, მკურნაქლობა მანამდე უნდა მოხდეს, სანამ მისი წარმოქმნა არ შეწყდება. შესაძლოა მკურნალობის მეთოდის შეცვლა ჯობდეს, ან სხვა საშუალების გამოყენება.

  2. gamarjobat,orsulobis da bavshvis zuzuti kvebis shemdeg wina kbilebi gami uferulda titqos da gamchirvale gaxda raa mizezi da rit unda vimkurnalo

    1. ზუსტად ამ პერიოდში ორგანიზმი დიდი რაოდენობით კარგავს კალციუმს. ეს კბილებზეც აისახება. შეუთანხმეთ თქვენს ექიმს და მიიღეთ სპეციალური კომპლექსი მეძუძური დედებისთვის. ასევე ადგილობრივად ანუ კბილებზე გამოიყენეთ სპეციალური საშუალება, რომელიც მინერალების აღდგენას უწყობს ხელს ქსოვილში — Tooth Mousse. მოიკითხეთ თქვენს სტომატოლოგთან.

      1. gtxovt mirchiot raime, grzilebis anteba memarteba xshirad, vimkurnaleb da sam tveshi ise egre var, ra gavaketo ar vici arc savlebi mshvelis da arc nemsebi.

      2. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მკურნალობას არასწორად იტარებთ. სავლები და მითუმეტეს ნემსები არ წარმოადგენს მკურნალობის მეთოდს ღრძილების დაავადების დროს. მიდით თეა ნაცვლიშვილთან სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსში”.

  3. გამარჯობა, ასეთი შემთხვევა მაქვს, დამიბჟინეს კბილი, ნერვიც მომიკლა ექიმმა, მაგრამ პლომბის შემდგომ ძალიან მომემატა მგრძნობელობა, ოდნავი შეხების დროსაც კი თითქის დენმა გამიარა ისეთ შეგრძნებას მიტოვებს, აქამდე მსგავსი არ მიგვრძნია, ნერვი კი პირველად მომიკლეს, ისეც მომატებული მგრძნობელობა მაქვს და სენსოდინს და მის სავლებს ვიყენებ, გთხოვთ მიპასუხოთ ეს ნორმალურია???

    1. თუ ნერვი მკვდარია კბილს ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონდეს, თუნდაც ზოგადად მომატებული მგრძნობელო გქონდეთ. გადაამოწმეთ ნადვილად მაგ კბილზე ჩაიტარეთ თუ არა მკურნალობა, ან ნამდვილად “მკვდარია” თუ არა კბილი.

      1. yba maqvs gasiebuli da kbilic mtkiva gafuchebuli kbilia da grdzilic gamoberilia savaraudot dachirqebulia da dachirqebis dros arxis gaxsna sheidzleba?

      2. რათქმაუნდა, შეიძლება და აუცილებელიცაა.

    2. Gamarjoba, kbili a mtkiva dzalian, samfesviani, marcxniv, qveda ybaze da stromatologma pordapir nervshi gamiketa anestezia ise rom ramis gavgijdi tkivilisgan da mitxra, rom nervshi gagiketeo da es metodi normaluria? Sxva drosac damiplombia kbilebi magram grdzilshi gauketebiat sanest ezo da ase dzalian ar mtkenia 😦

      1. დიახ, ქვედა ყბის სარეჭი კბილების გასაყუჩებლად ანესთეზია უკან კეთდება, ყბებს შორის, ნერვთან ახლოს.

  4. mogesalmebit.kbils vmkurnalob daaxloebit 3kviraa.daplombil kbilze damecyo tkiili.eqimma rentgenis surati momtxova, shemdeg gaxsna arxebi,mitxra ro procesi fesvebshia.daminishna antibiotiki.erti kvira vsvavdi augmentins.magram tkivili isev grdzeldeboda.mitxra ro dro unda da nel-nela gamiqreboda tkivili.savlebsac vivlebdi,cxeli sodiani,xan gvirilas.tkivilma isev mimata da mivedi sxva eqimtan.(gamgzavreba momicia)iman adgilobrivad gamiketa antibiotiki grdzilshi orjer.isev araferi meshvela da bolos daminishna antibiotiki kuntshi gasaketeblad.3 dge.im nemsebis shemdeg yba gamisivda da axla ukve ybis qvesh maq tkivili da shesieba.tu shegidzliat mitxrat ra unda iyos es?an ra meshveleba?vfiqrob ybazea anteba da ara kbilshi…mirchiet rame ra….

    1. ვწუხვარ, ასე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. თუმცა რენტგენზე ყველაფერი უნდა ჩანდეს წესით. პირადად მე არ ვარ მომხრე ანტიბიოტიკებით მკურნალობის ასეთ შემთხვევებში. არხების მკურნალობა უნდა მოხდეს ადგილობრივად. ამის გარეშე ზოგადად დანიშნული ანტიბიოტიკებიც არაეფექტურია. გირჩევდით მიხვიდეთ ისეთ ექიმთან, ვინც ენდოდონტიაში (არხების მკურნალობა) თანამედროვე სტანდარტებით მუშაობს.

      1. გამარჯობა,გუშინ გაკეთებული ანესთეზიის შემდეგ ძალიან მტკივა ნანემსარი ადგილი, პირის გაღებას ვერ ვახერხებ. თუ შეიძლება მითხრათ რამდენ ხანში უნდა გაიაროს ამ ტკივილმა და ყბის ჩაკეტვის საშიშროება ხომ არ მაქვს? მადლობა წინასწარ..

      2. იმედია პრობლემა უკვე აღარ გაწუხებთ. პირის გაღების შეზღუდვა ხდება ხოლმე ქვედა ყბაზე ანესთეზიის დროს. ამ დროს ეფექტურია კევის ღეჭვა, გაცილებით ადრე იხსნება შეზღუდვა.

    2. Mogesalmebit, dzalian momecona tqveni statiebi da saintereso informacia mivigeb.chemi shekitxva asetia.kbilze gichnda kariesi da eqimtan vizitis shemdeg gamochnda grmad casuli kariesi.rengtgenit fesvmde ar iko mosuli magram nervi momikla,tkibilic ar mqonda,echvi mepareba mis gadackvetilebashi da tqven ras metkvit??? Gmadlobt

      1. ასეთ შემთხვევაში ექიმი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას მდგომარეობის შეფასების შემდეგ. ამიტომ მე ვერ გეტყვით სწორი იყო თუ არა მისის ტაქტიკა. მაგრამ შევეცდები აგიხსნათ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება.
        ძალიან ხშირად ღრუ ვიზუალურად პატარაა, დამუშავების შემდეგ კი, რომლის მიზანია კარიესული ქსოვილის სრულად მოშორება, გაცილებით დიდ ზომას აღწევს და ხშირად “ნერვსაც” უახლოვდება. დამუშავების შემდეგ ექიმი წყვეტს, არის თუ არა საკმარისად დარჩენილი ღრუს ფსკერზე ქსოვილი, რომელიც დაიცავს “ნერვს”. თუ ჩათვლის რომ საკმარისი არაა, ასეთ შემთხვევაში არხები იხსნება და იბჟინება, რასაც “ნერვის მოკვლას” ეძახიან. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობაა ტკივილი დაიწყოს ან სულაც ტკივილის გარეშე მოკვდეს “ნერვი”, რასაც გართულება მოჰყვება.

  5. Anu mimixvdit? Fesvi maqvs mxolod da danarcheni sicarielea sul da plombit amomivses , misca kbilis forma da mitxra gadaikario da gadakvra ise ar moxerxdeba tu gverdit kbilebsac ar gadaikravo. Ar daucherso . Ertgan viyavu mxolod. Ikneb mitxrat anu zustad rogor jobs . Fesvi ki janmrtelia ase mitxraa

    1. ზუსტად როგორ აჯობებს ამის თქმა ვირტუალურად არ შემიძლია. შეგიძლიათ სხვა ექიმებსაც აჩვენოთ და განსხვავებულ აზრსაც მოუსმინოთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “არ დაიჭერს” ნიშნავს რომ ფესვი საყრდენად არ გამოდგება. გამოდის რომ გვერდით კბილები დაიჭერს ხიდს, ხოლოდ თავად ფესვი გვრიგვინის ქვეშ თანდათან შეუმჩნევლად დაიშლება. 3-4 წლის შემდეგ კი ხიდიც გამოსაცვლელი იქნება და ფესვის ირგვლივ ღრძილი ანთებადი, ხოლო ძვალი დაშლილი. სწორად გაკეთებული კონსტრუქცია კი გაცილებით დიდხანს უნდა გემსახუროთ.

      1. Aha gasagebia .. tu janmtelia fesvi mashin gadakvra mxolod am ertze sheidzleba? Tqven ufro zustad metyvit ase mgonia vidre isini.

      2. დიახ, თუ ფესვი კარგ მდგომარეობაშია. მაგრამ მდგომარეობა კარგად უნდა შეფასდეს, რასაც მე ვერ გავაკეთებ და ამიტომ ვერ გეტყვით ზუსტად. “ჯანმრთელი ფესვი” უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პარამეტრებს, რაც ექიმმა უნდა შეაფასოს, განსაზღვროს პროგნოზი და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღოს, რომ ის რაც გაკეთედება არ იყოს დროებითი (რამდენიმე წელი) და ტყუილად დახარჯული ფული.

  6. gamarjobat..mainteresebs kbilis mgrznobelobas rogor umkurnalo….yelaferze mielas titqos da tkivilis shegrznebac maqvs

    1. შეგიძლიათ გამოიყენოთ “სენსოდინის” პროდუქტები — პასტა და სავლები, რომელიც სწორედ მომატებული მგძნობელობისთვისაა. ასევე რბილი ჯაგრისი, მხოლოდ დროებით სანამ მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან რბილი ჯაგრისის წმენდითი ეფექტურობა შედარებით დაბალია. ასევე ეფექტურია პროცედურა, რომელიც ტარდება სტომატოლოგის მიერ — კბილები იფარება ფტორის შემცველი საშუალებით. პროცედურა რამდენიმე სეანსად ტარდება.

    2. Gamarjoba. Kbilis fesvi maqvs , tumca mtlianad plombit maqvs amovsebuli, anu mxolod fesvia, kbilis forma ki maqvs tumca plombia. Mitxres gadaikario da am gadakvraze kide daamates rom xidi da mis gvedebze( marjvena da marcxena mxareze mkop kbilebze) gadakvra. Ramdenad auculebelia am xidis gaketeba ? Ar sheileba mxolod im kbilze gadavikra romelic plombit amovivse? Iqneb mirchiot rame.

      1. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია თავად ფესვი. ჩემი აზრით, გადაკვრა ღირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფესვი კარგ მდგომარეობაშია, ისიც მხოლოდ ამ კბილზე გადაკვრა. თუ ფესვი არ იძლევა ამის საშუალებას და გვერდითი კბილებიც უნდა ჩაერთოს, მაშინ აჯობებს ამოიღოთ და მხოლოდ გვერდით კბილებზე დაყრდნობილი ხიდი გაიკეთოთ. ან ამოიღოდ და იმპლანტაცია გაიკეთოთ.

      1. იქნებ უფრო ზუსტად აღწეროთ რა გაწუხებთ და რა მკურნალობა ჩაიტარეთ (მარტო ბჟენი თუ არხებიც მკურნალობაც).

  7. გამარჯობათ,2-3 დღეა საკვების მიღების შემდეგ მეწყება ღრძილების ტკივილი,რა საშუალებას შეიძლება მივმართო?

    1. პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ პირველ რიგში.

    1. კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია. სინჯის გაკეთება ან გამეორება რეკომენდებულია მაშინ თუ გადაიტანთ რაიმე სახის ალერგიულ რეაქციას.

      1. gamarjobat.sami kviris cin amovige zeda kbili,romelzec kista iyo.kargad amomisuftava eqimma da antibiotikic daminisha.axla amdeni xnis mere grzilze titis dadebit kidev mtkiva.am sami kviris ganmavlobashi exla mesamed maqvs sicxe.sheizleba es temperatura kbilidan iyos gamocveuli?didi madloba

      2. თუ ადგილობრივად არაა ანთების ნიშნები — შეშუპება, სიწითლე, ტკივილი, უფრო სავარაუდოა რომ სიცხე ამოღებულ კბილს არ უკავშირდება. დარწმუნებული რომ იყოთ მიმართეთ თქვენს ექიმს.

  8. გამარჯობათ 1 წლის წინ სტომატოლოგმა წინა საკბეჩ კბილზე ნერვი მომიკლა და დამიპლობა .ნელნელა გაშავება დაიწყო ეხლა ღრძილიდან არის გაშავებული არანაირი კბილის პასტა არ შველის..არ შეიძლებოდა ნერვი რომ არ მოეკლა და ისე დაეპლომბა პირის გაღების მრცხვენია..წარსულს ვერ შევცვლი მაგრამ ეხლა რითი ვუშველო მირჩიეთ

    1. “ნერვის მოკვლის” შემდეგ კბილის გამუქება იშვიათი არაა. აუცილებელია იყო თუ არა არხის მკურნალობა, ამის თქმა ჩემთვის რთულია. პრობლემის მოგვარება შეიძლება ქიმიური გათეთრებით, ვინირით ან ამ ორი მეთოდის კომბინაციით. გადახედეთ ამ სტატიასაც: https://kbilebi.wordpress.com/2011/04/09/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%91%E1%83%98/

      1. მართლაც კარგი შედეგია რაც ამ ლინკზეა სად შეიძლება მივმართო ამ სტომატოლოგს..და რამდენი ხანი დასჭირდა ამის მკურნალობას შეგიძლიათ მითხრათ

      2. მკურნალობას დასჭირდა 2 კვირა. ჩემი შედეგია, მაგრამ საქართელოში არ ვმუშაობ. კლინიკებში უნდა იკითხოთ თუ იყენებენ “ენდო-გათეთრებას”.

    1. როდესაც სიბრძნის კბილის ამოსაჭრელად არ არის საკმარისი ადგილი კბილთა რკალში, იგი ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარული ქსოვილით — ღრძილით ან ძვლით. ღრძილი წარმოქმნის ეგრეთწოდებულ ქუდაკს, რომლის ქვეშაც მუდმივად გროვდება ნადები, რაც იწვევს პერიოდულად კბილის ირგვლივ ანთებითი პროცესის გამწვავებას. საჭიროა მიმართოთ ექიმს და ქირურგიული გზით მოშორდეს ქუდაკი.

      1. დიახ, “დენტოკლუბში” აქვთ ეს სერვისი.

      2. Gamarjoba,daaxlovebit 12wlis win zeda ybis meeqvse kbili daviplombe,ar maxsovs arxebi Ra mdgomareobashia.mokled erti ori Celia rac am kbilidan momdis sisxli,kariesic dawyebulia da es sisxldena risi brali iqneba?tkivilit ar mtkivmeulia,marto ertxel amtkivda dzaaaaan magrad da imis mere agar.madliba

      3. 12 წელი ძალინ დიდი დროა ბჟენისთვის. არაა აუცილებელი ბჟენი ამოვარდეს რომ იგი შესაცვლელი იყო. საშუალოდ ხარისხიანი ბჟენის მომსაუხრების ხანგრძლივობა 6-7 წელია. დათვალიერებისას ექიმი გეუბნებათ რა მდგომარეობაშია ბჟენი და როდის უნდა შეიცვალოს. თუ ეს დროულად არ მოხდა, ბჟენსა და კბილის ქსოვილს შორის ირღვევა მიმაგრება და თანდათანობით ვითარდება მეორადი კარიესი, გროვდება ნადები და საჭმლის ნარჩენები, რაც იწვევს ღრძილის ანთებასაც. სისხლდენა სავარაუდოდ სწორედ ღრძილიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ბჟენი ადგილზეა, კბილის დაზიანებული ქსოვილი იშლება და გარკვეული დროის მერე შესაძლოა აღდგენა პრობლემატური იყოს. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაკითხოთ ექიმს.

  9. გამარჯონა მაქ დაჩირქებილი ღრძილი ჯერ იყო თეთრი შეფერილობის მარა ახლა გაშავდა და ვატყობ დიდდება მაქვს წითელა და სტომატოლოგთან ვერ მივდივარ რა ვქნა ხომ ვერ მირჩევთ სავლებს სოდიან წყალს ვივლებ მარა არ მშველის

    1. გთხოვთ დააკონკრეტოთ ღრძლზეა საუბარი თუ კბილზე.

      1. gamargobat, xrzilebi maqvs gasivebuli da gacitlebuli tanac gamisivda, gtxovt mirchiot ra gavaketo

  10. გამარჯობათ. მარცხენა მხარეს ქვედა ყბაზე ღრძილი მაქვს გასიებული ტკივილის გარეშე და იქნებ მითხრათ სახლის პირობებში როგორ ვუშველო? კბილი მაქვს დაშლილი და ფესვია დარჩენილი.

    1. სახლის პირობებში ვერაფერს გირჩევთ. საერთოდ ასეთ სიტუაციაში სასწრაფოდ უნდა ამოიღოთ ფესვის ნარჩენები.

  11. გამარჯობა.სიბრძნის კბილის წინ რომ კბილია ის მუდმივია?

    1. დიახ. სიბრძნის კბილი რომ ამოიჭრება იმ დროისთვის უკვე ყველა კბილი მუდმივია.

      1. gamarjoba daviolombe kbili erti ckus cin axla amtkivda gaxsna kbiki ekimma da gadacemuti tkivili iyo meorec dapkomba iesv mtkuva daplombiku rocaa shexebaze rendgenze araperi oroblema archan roca gaxsnikua mashin armtkuva ravkna agarvici orive sagechia icis tksivikio meubneba magram meshinia

      2. დაბჟენის შემდეგ ტკივილი შეიძლება იყოს ან არ იყოს პრობლემასთან დაკავშირებული. გააჩნია რა მდგომარეობაში იყო კბილი, რა მკურნალობა ჩაგიტარდათ და როგორია მდგომარეობა რენტგენზე. ამ ინფორმაციის გარეშე ვერაფერს გეტყვით. ალბათ ამ შემთხვევაში ვირტუალური კონსულტაცია არ გამოდგება. თუ მკურნალობით უკმაყოფილი ხართ უნდა მიმართოთ სხვა ექიმს, რომელიც შეაფასებს სიტუაციას და გეტყვით თავის აზრს.

    2. 10 წლის ბიჭს ექიმმა ანესთეზია გაუკეთა ლიდოკაინის ხსნარით. ვე მოხერხდა კბილის გაყუჩება. (ვიბჟენდით). კიდევ დაუმატა, მაინც ვერ გააყუჩა,ხშირია ეს შემთხვევა სტომატოლოგიაში? როგორ ხდება მკურნალობის გაგრძელება?

      1. ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები. საჭიროა ანესთეტიკის და ანესთეზიის ტექნიკის შეცვლა ასეთ შემთხვევაში.

  12. გამარჯობათ,დღეს დავიპლომბე კბილი , ნემსით გამიყუჩა, აღარ მაქვს თითქოს დასიებული,დახლოებით 2საათი გავიდა გაკეთებიდან ,მაგრამ ტუჩის კუნთითითქოს გამეთიშა, ძაან ვნერვიულობ,ზოგადად ნემსის შემდეგ მარტო დასიება შეინიშნება ? რამდენ ხანში გადადის ეს ეფექტი ?(

    1. თუ ანესთეზია ქვედა ყბაზე გაგიკეთდათ, ხშრად 3-4 საათიც კი სჭირდება სანამ ბოლომდე გაივლის. თუმცა შესიება მხოლოდ შეგრძნებაა და ვიზუალურად არ უნდა იყოს რაიმე ცვლილება. იმედია უკვე გაიარა ანესთეზიის მოქმედებამ და ყველაფერი კარგადაა.

  13. გამარჯობა, მეძუძური დედისთვის კბილის ამოღება შეიძლება?

    1. ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ანესთეტიკი, რომელიც დედის რძეში გადადის. თუ მოახერხებთ, რომ ამოღების დღეს ხელოვნური საკვები მისცეთ პატარას, პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა თუ ანტიბიოტიკი ან ტკივილგამაყუჩებელი დაგჭირდათ, ესეც პრობლემატურია ანალოგიური მიზეზის გამო.

  14. უკაცრავად დაზიანებული კბილის გამო ყბა მაქ დზიანებული. რომელი ანტიბიოტიკი მივიღო?

    1. არ გირჩევთ თვითმკურნალობას. უნდა მიხვიდეთ ექიმთან და გაირკვეს დიაგნოზი. მკურნალობაც ამის მიხედვით უნდა დაგენიშნოთ.

    2. გამარჯობა, მაინტერესებს ბათუმში რომელ სტომატოლოგიურ კლინიკაში მკურნალობენ წურბელებით?? მადლობა

      1. ვერ გეტყვით, ასეთი არ გამიგია. წარმოსადგენადაც კი ძნელია, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში წურბელებით მკურნალობას მიმართავენ.

  15. გამარჯობა.სტომატოლოგთან ვიყავი და დარიშხანი ჩამიდო კბილშ ნერვის მოსაკლავად,ორ დღეში დამიბარა უნდა მივიდე,ნამდვილად მოკვდება ნერვი?რომელი უჯრედი კვდება ზუსტად ამ დროს და რამდენად მტკივნეული იქნება ნერვის ამოღება?

    1. თუ დარიშხანოვანი პასტა ხარისხიანია, სწორი ტექნიკით მოთავსდება და საჭირო დროის მანძილზე დარჩება კბილის ღრუში, ნამდვილად უნდა მოხდეს კბილის პულპის (ნერვის) ნეკროზი. შესაბამისად “ნერვის” ამოღებაც უმტკივნეულო უნდა იყოს. ამ პირობების დაცვა ზოგჯერ ვერ ხდება, ამიტომ უფრო ხშირად ანესთეზიის ქვეშ ასრულებენ პულპის ამოღებას.

  16. გამარჯობათ
    ძალიან გთხოვთ მითხარით ღრძილების ანთების დროს რომელი კბილის პასტის გამოყენებაა სასურველი
    მადლობა წინასწარ

    1. შეგიძლიათ გამოიყენოთ პაროდონტაქსი. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია პაროდონტოლოგთან ვიზიტი, რადგან კბილის პასტას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და მკურნალობაა საჭირო.

  17. Regionuli nemsis gaketebis shemdeg makvs mcvave tkivili grdzilshi,gansakutrebit game,ekimi meubneba gagivlis dro undao,ukve 1 kviraa mtkiva da AR gamiara,antibiotiki vsvi,marilian tbil savlebsac vivleb,magram shedegi AR chans,ikneb rame mirchiot,kbis daboloebashic makvs tkivili,Ra gavaketo.

    1. უნდა გაირკვეს ზუსტი მიზეზი. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა პროცედურა ჩაიტარეთ ანესთეზიის ქვეშ. შესაძლოა ტკივილის მიზეზი კბილია, ან კბილბუდე (თუ კბილი ამოიღეთ). თუ ნანემსარის ბრალია, მაში ყბის მოძრაობაზეც იქნება ტკივილი. შეიძლება შეზღუდულიც იყოს პისი გაღება. თუ ტკივილი ჩხვლეტის მსგავსია და დაბუჟებაც ახლავს, შესაძლოა ნერვის დაზიანების ბრალი იყოს. გირჩევდით ჯერ მიზეზი გაგერკვიათ და მკურნალობაც იმის მიხედვით დაინიშნება. თუ თვლით რომ მკურნალობა ეფექტური არაა, სხვა ექიმთანაც გაიარეთ კონსულტაცია. ნერვის დაზიანების შემთხვევაში ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.

  18. Gamarjoba wavikitxe tkven I pasuxebi da dzalian momewona tkven I damokidebuleba titoeuli pacientis mimart , chemi problema imashia rom minda wina kbilebis daplombva magram vnerviulob radgan ar mind Nervi momiklan da plomdi I male gayvitldes . ikneb mirchiot kargi specialisti xelmisawvdom pasad ? didad madlobeli dagrchebit ))

    1. გმადლობთ თბილი სიტყვებისთვის. “ნერვის მოკვლა” თუ საჭიროა აუცილებლად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძებელია გართულებები.
      მიმართეთ ირენ ზენტეკს კლინიკა “ელიტში”.

  19. gamarjobat viplombav kbilebs mindoda gaeketebina nevsi radgan mqonda dzlieri tkivilebi jer gavakete testi alergiaze lidokainis 2% shemdeg gamiketa nevsi stomatologma da gavxdi cudad wamlis sheshvebistanave amichqarda guli da davkarge peri kargat milawuna eqimmac/ meorem ro kitxa rato gagixda cudado adrenalinit gauketeo es upasuxa da mainteresebs ramdenad sworia

    1. ასეთი გართულება ხდება ხოლმე თუ ანესთეტიკი მოხვდება სისხლძარღვში. ეს იმას არ ნიშნავს რომ ადრენალინიანი ლიდოკაინის გამოყენება არ შეიძლება. მიზეზი უფრო ხშირად ინექციის ტექნიკაა.

    1. თუ ტრავმა არ მიგიღიათ, რომელსაც ჰემატომა ანუ სისხლჩაქცევა შეიძლებოდა გამოეწვია, აღწერით ჰგავს ჰემანგიომას. უნდა აჩვენოთ ყბა-სახის ქირურგს.

  20. gamarjoba,kbilshi eqimma chamido darishxanovani masala da 2kvira adgili ar aqvs da sheidzleba rom amdeni xani medos?? da tan mtkiva cota da ramden xans gagrdzeldeba es tkivili da ramden xanshia rekomendirebuli darishxanis chadebidan eqimtan misvla??

    1. არსებობს ხანგრძლივი მოქმედები დარიშხანოვანი პასტები, უფრო სწორად მისი ანალოგები. შეიძლება ეს გამოიყენა ექიმმა. უნდა დააზუსტოთ, რადგან ჩვეულებრივი დარიშხანოვანი პასტის შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დადგენილი ვადის გადაჭარბება. მითუმეტეს თუ გაწუხებთ უკვე კბილი.

  21. gamarjobat.Mainteresebs orsulobis dros sheidzleba tu Ara darishxanis chadeba kbilshi nerbis mosaklsvad… madloba winaswar.

    1. კი, შეიძლება. სწორად ჩატარებული პროცედურის შემთხვევაში არანაირ საფრთხეს არ წამოადგეს ორსულისთვის.

  22. Gamarjobat..mainteresebs lazerit kariesebis mkurnalobis uaryopiti mxareebi da ramdenad efeqturia.tu shegizliat mitxrat tanxa ra jdeba..madloba..

    1. სამწუხაროდ არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ლაზერი ძირითადად ქირურგიული პროცედურებისთვის გამოიყენება და კარიესული ღრუების დამუშავება რატომღაც საერთაშორისო პრაქტიკაში დიდად გავრცელებული არ არის. ალბათ აქვს ამას თავისი მიზეზები. შეიძლება მაღალი ფასი. კონკრეტულად ფასებზეც ვერაფერს გეტყვით. აჯობებს დარეკოთ იმ კლინიკებში, სადაც ეს სერვისი აქვთ.

  23. gamarjobat,var sazgvargaret 17 kviris orsuli,kbils ar miplombaven,ase tu ise mainc sariskoao da kbili gamomiburga da chamido wamali romelic ayuchebs droebit da kvirashi ertxel micvlis am wamals,davasrulebt roca gaacheno,mainteresebs martla ar sheizleba orsulobis dros kbilis daplombva??madloba.

    1. გააჩნია როგორ მიდის თქვენი ორსულობა და როგორია კბილთან დაკავშირებული დიაგნოზი. ზოგჯერ დროებით ხდება მკურნალობა და საბოლოოდ სრულდება მშობიარობის შემდეგ. ალბათ დროებით ბჟენს გაგიკეთებთ მალე. დარჩენილი 5 თვე ყოველკვირა თუ უნდა გიცვალოთ ეს წამალი, მაშინ აჯობებს სხვა ექიმთან მიხვიდეთ, რადგან მკურნალობის ასეთი ტაქტიკა ცოტა საეჭვოა.

  24. აპრილში ავერსის კლინიკაში გავიკეთე ორი ქვედა უკანა კბილი ერთმანეთის გვერდით,ერთზე გადაკრულია ფაიფური მეორე სულ ფაიფურია და ჩამაგრებულია მეტალის ფირფიტით,მათ შორის ადგილია,სექტემბრის დასაწყისიდან უკვე თვეზე მეტია მაქვს მეტალის გემო პირში და ენაზე წვის შეგრძნება,ხომ ვერ მეტყვით ავერსის გამოყენებულ მასალაში შედის თუ არა ნიკელი,რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზემოთაღნიშნული,ამასთან კბილი ღრძილთან შეხების ადგილზე გაშავებულია და ამ ორ კბილს შორიდან გამოდის ცუდი სუნი და გამოსდევს ცუდი გემოც.

    1. ნიკელი ხშირად შედის სტომატოლოგიაში გამოყენებულ მეტალებში. რასაც თქვენ აღწერთ გალვანიზმს ჰგავს, რომელიც განსხვავებული მეტალების არსებობისას იჩენს თავს პირის ღრუში. ამ შემთხვევაში საჭიროა მეტალის კონსტრუქციის შეცვლა სხვა მასალით.
      ღრძილს რაც შეეხება, შეიძლება არ იყოს დაკავშირებული აღნიშნულ პრობლემასთან და გვირგვინის არასწორი მორგების ბრალი იყოს. აქაც აუცილებელია კორექცია, რომ პაროდონტიტი არ გავითარდეს.

  25. gamarjobat 16 wils var (Biwi) da kbilebi xshirad mtkivdeba da mipuchdeba umetesad qveda ybis ukana kbilebi . veridebi shokolads da tkbileusl . shaqarsac ki magram mainc mifuwdeba aseve kbilebs dilit yoveltvis viwesrigeb magram ushedegod :/ wina or kbilze minanqaric mdzvreba da risi bralia ra movimoqmedo mirchiet gtxovt

    1. კარიესის მიზეზი არასაკმარისი ჰიგიენაა. უნდა ასრულებდეთ გარკვეულ ჰიგიენურ წესებს. ამასთან დაკავშირებით არის ამ საიტზე სტატიები. გააჩნია რას გულისხმობთ დილით მოწესრიგებაში, მხოლოდ დილით გახეხვა საკმარისი არაა. უნდა იხეხავდეთ მინიმუ 2ჯერ დღეში შესაბამისი ტექნიკით. უნდა ხმარობდეთ ფლოსს მინიმუმ ერთხელ დღეში, ასევე სავლებს, ენის საწმენდს. უნდა დადიოდეთ საპროფილაქტიკო დათვალიერებაზე რეგულარულად. დამრწმუნებული ვარ ჰიგიენის მოწესრიგებთ თქვენი პრობლემა მოგვარდება. მთავარია მოძებნოთ ექიმი, რომელიც ამ ყველაფერში გაგარკვევთ.

  26. gamarjoba.var 13 kviris orsuli.sashinlad mtkiva danabjeni kbili.sashishi xom ar ikneba kbilis dabjena,da nervis mokvla?droebit riti gaviyucho,?

    1. გამაყუჩებელი ალბათ მაინც არ იქნება ეფექტური, უმჯობესია ექიმს მიმართოთ. ახლა ყველაზე უსაფრთხო პერიოდში იმყოფებით და იმედია ექიმი შეძლებს მოაგვაროს პრობლემა. გაითვალისწინეთ, რომ ტკივლი საკმაოდ დიდი სტრესია ნაყოფისთვის.

  27. gamarjobat ukan marjvniv da marcxvnv sastkad mtkiva grzilebi 26 sai vimgzavre avtobusit da iis shemdeg damewyo da damemaret

    1. უნდა მიმართოთ ექიმს, თვითმკურნალობას არ გირჩევთ.

  28. მოგესალმებით.
    4 დღის წინ დავიბჯინე უკანა კბილი.. პირველ დღეს გამიბურგა, ნერვი მომიკლა და მომდევნო დღეს დამიბარა დასაბჯენად. რომ მივედი აღმოჩნდა რომ გამობურგულ სივრცეში ღრძილი იყო გაზრდილი. ღრძილი მომიწვა, არხები გამიწმინდა და შემდეგ ყველა წესის დაცვით დამიბჯინა. სანამ დაბჯენას დაიწყებდა რენდგენი გადამიგო და აღმოაჩინა რომ რაგაც სითხე, რითაც გამიწმინდა არხი გადასული იყო გრძილში.. რამდენიმე დღე გეტკიება კბილის კბილზე დაჭერით და ეგააო… სამი დღის განმავლობაში ეს დაბჯენილი კბილი მტკივა გაბმულად… კბილის გასწვრივ გრძილის ზედა ნაწილში ხელის დაჭერის შემთხვევაში განსაკუთრებით… სამწუხაროდ ვერ ვახერხებ მისვლას კლინიკაში. თუ შეგიძლიათ ჩემი ნაამბობის მიხედვით მითხრათ რა გართულება შეიძლება იყოს და რის გამო უნდა მტკიოდეს???მადლობა წინასწარ.

    1. სავარაუდოდ არხის გარეთ ქსოვილებში საბჟენი მასალის გადასვლის გამო გაქვთ ტკივილი. გამოსავალი დამოკიდებულია იმაზე, რა მასალაა და რა რაოდენობით გადასული.

  29. გამარჯობა,1 წლის წინ დავიპლომბე კბილი,მალევე შევნიშნე კბილის ზემოთ ღრძილზე სტომატიტის მსგავსი პატარა წარმონაქმნი რომელიც გადაკრულივით იყო ღრძილზე,სტომატოლოგმა მითხრა რომ თავისით გაივლიდა,სავლებებიც ვივლე,მაგრამ ისევ ისეა ზომითაც და ფორმითაც,შემდეგ მისვლაზე მითხრა რომ შეიძლება ფესვზე მეტი პლომბი გადავიდაო თუ რაღაც მსგავსი. შეიძლება ეს კისტა იყოს?

    1. რენტგენის გარეშე რამის თქმა შეუძლებელია.

  30. Gamarjobar ra mainreresebs sadgac 20 dgea rac kbilimtkiva stomatologtan ver mivdivar da robot movkla nervi ras mirchevt

    1. თქვენ ამ პროცესს ვერ დააჩქარებთ, მაგრამ ნერვი თავისით “მოკვდება” ამ პროცესში, თუმცა ამის შემდეგ ჩირქი უკვე კბილი გარეთ, ძვალში გავრცელდება. ამიტომ როგორმე უნდა მოახერხოთ და ექიმთან მიხვიდეთ დროულად.

    1. კერამიკა საბჟენი ამასალა არაა, მისგან გვირგვინები და ვინირები მზადდება. საბჟენი მასალა ანუ პლომბი ახლა უკვე ყველა ჰელიოა, ანუ ყველა სხივით მყარდება. რომელი ჰელიობჟენი ჯობია ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე. ამიტომ კონკრეტულად არ შემიძლია რამე გირჩიოთ.

  31. Gamarjobat. Sheidzleba tu ara meeqvse kbils qveda ybaze qondes 4 arxi anu 4 nervi? Ramdenjerme damchirda darishxanis chadeba,3arxidan mkvdari nervebi amomigo stomatologma, magram anesteziis gasvlis shemdeg isev mudmivad mtkiva. Sheidzleba meotxe arxic aris am kbilshi. Aris es shesadzlebeli?

    1. ქვედა მეექვსე კბილს 4 არხი დაახლოებით 30%-ში აქვს, რაც საკმაოდ დიდი ალბათობაა. მეოთხე არხის მოძებნა ხშირად პრობლემას წარმოადგენს და ექიმის პროფესიონალიზმს მოითხოვს.

    1. ყველა კლინიკას თავისი ფასი აქვს. კლინიკაში უნდა იკითხოთ.

    1. კი, შეიძლება ნერვის მოკვლა ანესთეზიით ან მის გარეშე (თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული) და არხის დაბჟენა დროებით, რადგან რენტგენოკონტროლოს ვერ გაიკეთებს. მკურნალობას დაასრულებთ როცა გააჩენთ მერე.

  32. გამარჯობათ.ორი თვის წინ დავიბჟინე კბილი,რომელსაც დასჭირდა ნერვის მოკვლა,იმის გამო რომ ძალიან გაუვალი არხები მქონდა ექიმის თქმით,რამოდენიმეჯერ დამჭირდა,წამლის ჩადება რომ ნერვი მოეკლა,რამაც გამოიწვია ღრძილის გაშავება ცოტათი და კბილებს შორის გრძილმა ძალიან დაიწია და გრმული გაიკეტა,თითონ კბილი არ მტკივა არანაირად თუ წყლის ჭავლით ძლიერად არ გამოვიწმინდავ ოდნავ ვგრძნობ ტკივილს,მაგრამ ჩემი პრობლემაში იმაში არის რომ მაინტერესებს გრძილი დაიბრუნებს თავის ფორმას და აგსდგება თუ ესე დარჩება საბოლოოდ,რადგა ხანდახან ფლოსით გაწმენდისას ცოტა უსიამოვნო სუნს ვგრძნობ დაჟენილი კბილის ფესვიდან (ან გრძილიდან),ამიტომ მაწუხებს ეს კითხვა,გმადლობთ წინასწარ..

    1. რამდენადაც თქვენი ნაამბობიდან ვხვდები, რამდენჯერმე მოათავსეს კბილის ღრუში დარიშხანოვანი ან მსგავსი მოქმედების პასტა. როგორც ჩანს პასტამ გამოჟონა და ღრძილის ნეკროზი გამოიწვია. სამწუხაროდ ღრძილი თავისით აღარ აღდგება, მხოლოდ ქირურგიული გზით. მაგრამ მთავარია გაირკვეს ხომ არაა კბილბუდის ძვალიც დანეკროზებული. აუცილებლად უნდა ეწვიოთ პაროდონტოლოგს.

  33. გამარჯობათ… მაინტერესებს კბილების დაბჟენა თუ ხდება განვადებით და სად? წინასწარ დიდი მადლობა

    1. ამხელა სიცხეები საეჭვოა მერვე კბილის ბრალი იყოს. პირველ რიგში უნდა მიმართოთ ზოგად თერაპევტს, რომ სიცხეების მიზეზი დადგინდეს. პარალელურად ქირურგ-სტომატოლოგს, რომ ადგილობრივად მოხდეს დამუშავება შეძლებისდაგვარად, რადგან ასეთ მდგომარეობაში ვერ ამოიღებთ.

    1. თუ მხოლოდ ხიდს გულისხმობთ, ალბათ დაახლოებით 200-250 ლარი. მაგრამ შეიძლება დაემატოს თანხა საყრდენი კბილების მკურნალობისთვის.

    1. ამ შემთხვევაში აიმე კონკრეტულის თქმა ძნელია, რადგან გააჩნია კბილს და ზოგადად კბილების მდგომარეობას. შეიძლება ამოღება ჯობდეს, შეიძლება ორთოდონტიული მკურნალობა. უნდა აჩვენოთ ექიმს.

    1. ამ თემაზე სამნაწილიანი სტატია დევს და გადახედეთ https://kbilebi.wordpress.com/2012/07/15/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8/

      არხების დასაბჟენად კი რეკომენდებულია გუტაპერჩი+სილერი და მისი გამოყენების სხავდასხვა მეთოდი არსებობს.

    1. შედეგი დამოკიდებული არა მარტო ბჟენზე, არამედ შესრულების ტექნიკაზე. ყველა ექიმს თვისი ფავორიტი მასალა აქვს, რომელზე მუშაობის ტექნიკაც კარგად აქვს ათვისებული. ამიტომ თქვენ ვერ აირჩევთ ბჟენის სახებას, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. ისე, რაც საქართველოში გამოიყენება იმ მასალებიდან წინა კბილებისთვის ეფექტურია ფილტეკი, გრადია, ესეთეტიქსი.

  34. gamarjobat sibrdznis kbili amomdis da dzalian mtkiva kalgels vismev magram droebit miyuchebs da isev mtkivdeba gansakutrebit chamis dros da ras mirchevt?

    1. გირჩევთ მიაკითხოთ ქირურგს. შეიძლება ქუდაკის მოკვეთა იყოს საჭირო, რომ თავისუფლად ამოიჭრას.

  35. gamargobat,eseti shekitxva maqvs davibjine kbili,grma kariesis diagnozit,gechvis dros kbili macuxebs,ra sheidzleba gavaketo?

    1. გამარჯობა. გაგეცით უკვე პასუხი. აქაც დავაკოპირებ:
      “ღრმა კარიესის დროს არის ხოლმე დაბჟენის შემდგომი მგრძნობელობა, რომელიც თანდათან უნდა შემცირდეს და გაქრეს. თუ ტკივილი არ იცვლება და მითუმეტეს თუ ზრდადია, საჭირო იქნება კბილის დეპულპაცია ანუ მოკვლა, რომ უფრო არ გართულდეს.”
      “გააჩნია რომელ სარჩულს გულისხმობთ. საიზოლაციო არაა საჭირო. წინა კითხვიდან გამომდინარე ალბათ სამკურნალო სარჩული გაინტერსებთ. ამ უკანასკნელის გამოყენება დამოკიდებულია არა ბჟენის სახეობაზე, არამედ დიაგნოზზე და ექიმის შეხედულებაზე. მე პირადად სამკუნალო სარჩულებს მხოლოდ დროებით ვათავსებ და მუდმივი ბჟენის ქვეშ არ ვტოვებ.”

  36. gamarjobat. exlaxans daviplombe 6 kbili da tan gavicminde, ar maqvs sxva aranairi probleba arc grdzilebis da arc kbilebis, romel kbilis pastas mirchevdit kbilebis mosavlelad?/

    1. გამარჯობა. ასეთ შემთხვევაში კარიესის საპროფილაქტიკო პასტები შეიძლება გამოიყენოთ, ანუ ფტორირებული. უმჯობესია შეიცავდეს ამინოფტორს. “ელმექსი” ან ” მერიდოლი” შეგიძლიათ თბილისში შეიძინოთ. კერძოდ, “გუდვილში”. სხვა მსგავს პასტებზე არ მაქვს ინფორმაცია რომ თბილისში იყიდებოდეს.

  37. maqvs cudii takbilva da minda gasworebaa,magram eqima mitxra roo maqvs dzvlis ganleva da ramdenad martebuliaa chemii kbilebis gasworeba? var 25 wlis..

    1. გააჩნია “ძვლის განლევაში” რა იგულისხმება და რა მდგომარეობაა რენტგენზე. პრინციპში, ორთოდონტიული მკურნალობისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.

      1. გამარჯობა, არის თუ არა მიზეზი ნუნებზე ანთებითი პროცესი გამოწვეული იყოს, – თუ თვით ორგანიზმში არსებობს რაიმე? -უშუალოდ ოდეზღაც პაციენტს ჰქონდათ ნაღვლის ბუშტის ანთება.

      2. ნაკლებსავარაუდოა. უმეტეს შემთხვევაში მიზეზი ადგილობრივია.

Leave a Reply to lusi Cancel reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.