კბილების მკურნალობა, ბჟენები

გთხოვთ კითხვა დასვათ კომენტარებში.

720 thoughts on “კბილების მკურნალობა, ბჟენები

  1. გამარჯობა. მაინტერესებს სიმართლეა , რომ ნერვის ამოღების შემდეგ დაპლომბილი კბილი უფრო ადვილად ზიანდება ?

    1. ნერვის ამოღების შემდეგ კბილი ნამდვილად უფრო სუსტია, რადგან მისი კვება წყდება და დამცავი მექანიზმიც სუსტდება. ამიტომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია კბილის ნერვის შენარჩუნება.

      1. ამ დროს მაინც კეთდება ანესთეზია, რათა არხში მუშაობა არ იყოს მგრძნობიარე, ამიტომ განსხვავებაა არაა ნერვი მკვდარია თუ ცოცხალი. ანესთეზიის ქვეშ თანაბრად უმტკივნეულოა.

      2. გამარჯობა, დღეს დავიპლომბე პაროდონტიტიანი კბილი ზედა და ქვედა პარალელური. ღეჭვის დროს ტკივილი მაქვს და ნორმალურია?

      3. თუ არხები იმკურნალეთ, შესაძლებელია ღეჭვის დროს ტკივლი. რამდენიმე დღეში უნდა გაიაროს.

  2. gamarjoba,kbilebi mipuchdeba zirebidan,mainteresebs aris rame gza rom odnav shecherdes kariesi?mitxres daplombva,es vici.ararsebobs rame grilebze rom vimkurnalo

    1. რათმაუნდა არსებობს და აუცილებელიცაა. კარიესების სავარაუდო მიზეზიც თქვენ შემთხვევაში ღრძილების პრობლემაა, რაც თავის მხრივ არასწორი ჰიგიენით შეიძლება იყოს გამოწვეული. აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს ამ პრობლემის გადასაჭრელად, რომ ახალი კარიესები არ გაჩნდეს. უკვე არსებული კარიესები კი ბუნებრივია უნდა იმკურნალოთ.

    2. გამარჯობა
      ზედა ყბის ორი საღეჭი კბილი მაქვა მკვდარი. ერთი ცოტა უსიამოვნოდ მაწუხებს. ვაპირებ ბრეკეტის ჩასმას და მეუბნებიან რო ბრეკეტი დაშლის ამ კბილს, თან რო ცუდადაა დაპლომბილი.
      და მაშინ ხო შეიძლება რო გამოვცვალოთ ეს წკირიანი მკვდარი კბილი და ისე დაწებდეს ბრეკეტი???

      1. რათქმაუნდა. და რეკომენდებულიცაა ბრეკეტის დამზადებამდე მოხდეს საეჭვო კბილის რევიზია და მკურნალობა თუ საჭიროა.

      1. გააჩნია რას გულისხმობთ. უშუალოდ ბჟენის გაკეთების შემდეგ შესაძლებელია იყოს მგრძნობელობა. თუ იგი რამდენიმე დღეში გაივლის, ნორმალურია და რაიმე სახის ჩარევა საჭირო არაა. თუ ძველი დაბჟენილია, ტკივილის დაწყება ახალ პრობლემაზე მიუთითებს.

    3. გამარჯობათ, ღრმა კარიესის დაბჯენა მოხდა დაახლოვებით 4 თვის წინ და ეხლა დამეწყო ტკივილები და დეპულპაციაა საჭირო როგორც სტომატოლოგმა აღნიშნა და კიდევ ახსენა მალე უნდა გაიხსნას, თორემ შეიძლება თავად მოკლა ეგრე ნერვი და კბილია გაშავება გამოიწვიოო და რამდენად სიმართლეა? პირველად გავიგე რომ თავისითაც მოკვდეს ნერვი. მადლობა წინასწარ

      1. დიახ, ასეა. ღრმა კარიესის მკურნალობა ზოგჯერ არ არის წარმატებული და კბილის გახსნა ხდება საჭირო. ეს მაშინ ხდება, როცა კარიესული ღრუ იმდენად ღრმაა, რომ პულპა (ნერვი) უკვე დაზიანებულია და მისი შენარჩუნება ვეღარ ხდება. ხანგრძლივი ყრუ ტკივილი დაბჟენის შემდეგ ამის ნიშანია. თუ ჩარევა არ მოხდა, ქრონიკული ანთების გამო პულპა თანდათან “კვდება”, რასაც მოყვება მისი დაშლა და ჩირქოვანი პროცესი იწყება. კბილის ფერის შეცვლის გარდა, ანთება შლის ძვალს ფესვის მწვერვალის ირგვლივ. ეს პროცესი ქრონიკულად მიმდინარეობს, პულპის “სიკვდილის” შემდეგ ტკივილი წყდება. მაგრამ გამწვავებისას თან ახლავს ძლიერი ტკივილი, რომელიც გამაყუჩებელს ხშირად არ ექვემდებარება, შეშუპება და შესაძლოა ფისტულის ჩამოყალიბება.

  3. გამარჯობათ, კბილებზე ვაპირებ ფაიფურების გადაკვრას, საღეჭ კბილზე დამჭირდა ჩანართი, რა თქმა უნდა ნერვი ამოღებულია, ერთი კვირაა საშინლად მტკივა როგორც კი კბილი კბილზე მოხვდება და ისედაც ცოტა მაწუხებს, ექიმა მითხრა გაგივლისო მე კი მეშინია რომ ფაიფურებს რომ გადააკრავს მერეც მექნება ტკივილი, იქნებ თქვენ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? წინასწარ გიხდით მადლობას.

    1. სანამ ტკივილის მიზეზი არ გაირკვევა და არ გამოსწორდება, გადაკვრა არ ღირს.

    1. ეს ნიშნავს, რომ ფესვის არხის გარშემო ძვალში ინფექციაა. თუ არხები უკვე ნამკურნალებია, შესაძლოა არ იყოს სრულყოფილად დაბჟენილი ან რომელიმე დამატებითი არხი გამორჩა ექიმს. თუ არხები არაა ნამკურნალები და მხოლოდ კბილის გვირგვინია დაბჟენილი, მაშინ შესაძლოა ინფექცია თავად არხშია. ამიტომ აუცილებელია ჯერ დიაგნოზი დაისვას და შემდეგ ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

  4. მტკიოდა კბილი რომელშიც ნერვები მოკლული მკონდა მარამ პლომბი ამომივარდა რაიმე წამალი ხო არიცით სან ექიმთან მივალ რომ კბილში ჩავიდო

    1. არა, ასეთ შემთხვევაში კბილში რაიმეს ჩადებით ტკივილს ვერ გააყუჩებთ. გამოიყენეთ ტკივილგამაყუჩებელი და მიმართეთ ექიმს.

  5. gamarjobat,ramdenime tvis win maqvs dabjenili kbili titqmis mtliani da eqimi mirchevs rom kbilis shesanarchuneblad rom shemdgomshi ar moxdes kbilis dashla gadavikra metalo keramikis gvirgvini magram iqamde unda damushavdes da mainteresebs tqven ras mirchevt davtovo rogorc aris tu gadavikra metalo keramikis gvirgvini meshinia rom damushavda sul ar dameshalos kbili.winaswar madloba

    1. ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობითაა დარჩენილი კბილის ქსოვილი და რამხელაა ბჟენი. რაც უფრო ნაკლებია ქსოვილი დარჩენილი, მით უფრო საჭიროა კბილის გვირგვინით დაფარვა. დამუშავებისას კბილი არ იშლება, თუმცა კბილის ქსოვილი კი იკარგება. მაგრამ გვრიგვინით არ-დაფარვის შემთხვევაში კბილის კედელი შეიძლება მოტყდეს ისეთი სახით, რომ კბილის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდეს. კარგად დამზადებული გვირგვინი წლების განმავლობაში მოგემსახურებათ, შემდეგ კი საჭირო იქნება გამოცვლა და ახლის დამზადება, ისე რომ კბილის დამუშავება საჭირო აღარ იქნება.

      1. dzalian didi madloba pasuxistvis.kblis qsovili dzalian mcirea darchenili titqmis mtliani bjenia da kbilis damushavebastan dakavshirebit mainteresebs ufro zustad rogor xdeba bjeni rac maqvs is iqlibeba titqmis naxevari da zemodan ekvreba gvirvini?tu ishleba da axali gvirgvini ketdeba mtlianad.kidev ertxel madloba

      2. თუ კბილი დაზიანებული არაა, რაც გაქვთ იმ სახით იქლიბება პერიმეტრზე, ანუ ირგვლივ ყოველი მხრიდან. თუ კბილის ქსოვილი იმდენად მცირეა, რომ დაქლიბვის შემდეგ აღარაფერი დარჩება, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მინა-ბოჭკოვნი წკირის ან ჩანართის მოთავსება არხში და შემდეგ დაქლიბვა.
        ნახევარი არ იქლიბება არავითარ შემთხვევაში. 2-3 მილიმეტრი მეტალოკერამიკისთვის და ბევრად ნაკლები ცირკონისთვის. სამუშაოს ხარისხი დამოკიდებულია როგორც ექიმის, ისე ლაბორატორიის ტექნიკოსის პროფესიონალიზმზე.

      3. 2 დღის წინ დავიპლომბე კბილი, ნერვიცი ამოღებულია, რისი ბრალია ტკივილი საშინლადმტკივა?

      4. ტკივილის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მაგ. ნარჩენი ნერვი არხში, დამატებითი არხი, ანთებითი პროცესი ფესვის გარეთ ძვალში… საჭიროა რენტგენი და არხების რევიზია.

  6. გამარჯობა. 1 თვის წნ ვიყავი ექიმთან, ზედა მეორე კბილზე მქონდა ჩირქი, რის გამოც გახსნილი არხით დავდიოდი რამდენიმე დღე, თუმცა ჩირქი ბოლომდე არ გამოსულა.. რამდენიმე დღის შემდეგ დროებითი ბჟენი გამიკეთეს, მაგრამ მაგის შემდეგ ძალიან ბევრი საქმე გამომიჩნდა და ექიმთან არ მივსულვარ, თუმცა ვგრძნობ, რომ ჩირქი ისევ არის, რადგან ცხვირის ქვევოთ ხელის მიდებისას ვგრძნობ ტკივილა ( შესიება არ მაქვს) ორშაბათს მივდივარ ექიმთან და რაიმე საშიში ხომ არ არის? ეს კბილი არის თუ არა დაკავშირებული ჰაიმორის ღრუსთან და ა.შ. .. 😦

    1. ეს კბილი ჰაიმორის ღრუსთან დაკავშირებული არაა. მხოლოდ თითის დაჭერისას ტკივილის არსებობით შეუძებელია იმის თქმა რა მდგომარეობაა რეალურად. სხვა სიმპტომები რომ არ გაქვთ ეს კარგია. დანარჩენი თავად ექიმმა უნდა გითხრათ.

      1. გამარჯობათ.დავიპლომბე ოკანა კბილი ორ არხიანი.პატარა ანთება მქონდა ფესვის ძირში.დაპლომბვამდე წამალი მედო 15 დღე.კბილი კაკუნზე მტკიოდა.დასაპლომბიაო მეორე ექიმმა მითხრა.ამაზე უარესებს ვპლომბავთო.დამინიშნეა აუგმენტინი 5 დღე ვსვი ფილა საღამოს.მაგის გვერდითა კბილის დავიპლომბე.ნერვი არ მოუკლიათ ისე.ცოტა ტკივილს მაინც ვგრცნობ კაკუნზე.ექიმმა გაგივლისო.დაჯე ანტიბიოტიკიც არიყო საჭიროო მაგრამ რახანც დაიწყე დალიე 5 დღეო.თქვენ რას მირჩევდით.მადლობათ.

      2. ანუ თქვენი ჩივილები ამ ეტაპზე არის დისკომფორტი დაკაკუნებაზე და ტკივილი ცივზე. არხებნამკურნალებ კბილზე კაკუნზე ან კბილის კბილზე დაჭერაზე დისკომფორტი შეიძლება გაგრძელდეს რაღაც პერიოდი, მაგრამ ცივზე რეაქცია “ცოცახალი” კბილისთვისაა დამახასიათებელი. ეს ნიშნავს, რომ ან გვერდითა კბილი, რომელზეც ნერვი არ მოუკლავთ, რეაგირებს ცივზე, ან ამ კბილში, რომელზეც ნერვი მოკლეს, არის დამატებითი არხი დარჩენილია ცოცხალი ნერვით. ან შეიძლება სულაც რომელღაც სხვა მეზობელი კბილი რეაგირებს. მიზეზის დასადგენად საჭიროა დათვალიერება, ამიტომ აჯობებს მიმართოთ ექიმს.

      3. სიცივეს ვგრზნობ ცივ სავლებზე.რამდენი ხანი შეიძლება ასე გაგრძელდეს.ხომარ დავლიო ეამე წამალი ისევ?😯

      4. გამარჯობათ.დიდი მადლობათ რომ ასე დაუზარელად სდა ამომწურავად რომ გვპასუხობთ.უფალმა დაგლოცოთ. უკაცრავად ნერვის მოკვლის გარეშე კარიესი დავიპლომბე.ცივზე მაქვს მგრზნობელობა.10 დღეა გასული.რას მეტყოდით?ან მირჩევდით?

      5. გმადლობთ. ამ შემთხვევაში თუ ტკივილი არ პროგრესირებს, არ იწყება უმიზეზოდ, არ გრძელდება დიდხანს, ანუ მხოლოდ ცივზე მომენტალურად იწყება და ტემპერატურის შეცვლისთანავე ქრება, შეიძლება ნორმად ჩაითვალოს და წესით დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს, საბოოლოოდ კი გაქრეს. მაგრამ თუ შენიშნავთ პროგრესირებას, როგროციაა მაგალითად უმიზეზოდ დაწყება, ან ცივზე დაწყებული ტკივილის გაგრძელება და ყრუ ტკივილში გადასვლა, ასეთ შემთხევვაში არხები იქნება სამკურნალო ანუ ნერვი მოსაკლავი.

  7. gamArjoba, 2tvis orsuli var chamtyda kbili, kariesis gamo romelic ver shevamchnie samwuxarod maqvs dzlieri tkivili, mainteresebs usafrtxoa anestezia chems shemtxvevashi?

    1. უადრენალინო ანესთეტიკი უსაფრთხოა. ადრენალინიანის გამოყენება რეკომენდებულია შუა ტრიმესტრში, თუ ორსულობა პრობელმების გარეშე მიმდინარეობს. სხვა შემთხვევაში უნდა შეუთანხმდეთ სპეციალისტს, ვისაც მიჰყავს თქვენი ფეხმძიმობა.

    1. ჩირქოვანი კერის სიდიდეს და ლოკალიზაციას გააჩნია. ზოგჯერ არხის გახსნა საკმარისია, ზოგჯერ განაკვეთია საჭირო. ორივე შემთხვევაში ანეთეზია კეთდება და უმტკივნეულო უნდა იყოს.

      1. gamarjobat gusin amovige kili maqvs odnav sesiebuli da mtkiva zemodan terat aqvs vivleb savlebebs antibiotiki ardaminisna eqima da pirvelad amovige kbili da icis ese ve daukavshirdi cem stomtologs iqneb mipasuxot madlobt winaswr

      2. შეშუპება ამოღებიდან მეორე დღეს ჩნდება ხოლმე და ნორმალურია, ასევე თეთრი ნადები. ეს ფიბრინია, რომელიც შეხორცებისთვის არის საჭირო და არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მოიშოროთ ან გაიწმინდოთ ჭრილობა.

  8. გამარჯობათ, ერთი თვე გავიდა რაც 2 კბილი დავიპლომბე, ნერვის მოკვლა არ იყო საჭირო, საერთოდ არ მტკიოდა , მაგრამ დღეს დილით ტკივილმა გამაღვიძა , საშინელი ტკივილი მაქვს, მფეთქავს მიხურს, ხელის შეხებისას , კბილზე კბილით დაჭერისას, მხოლოდ ერთი ზედა კბილი , მეორე არა, რისი ბრალი არის და როგორ მოვიქცე ხომ ვერ მირჩევდით . მადლობა წინასწარ

    1. როგორც ჩანს კარიესი საკმაოდ ღრმა იყო. ასეთ შემთხვევაში კარიესულ ღრუს კბილის მაგარი ქსოვილის ძალიან თხელი შრე გამოყოფს “ნერვისგან”. მკურნალობის შემდეგ თუ ორგანიზმმა შეძლო ამ დამცავი ბარიერის გასქელება, ყველაფერი კარგადაა. მაგრამ თუ ვერ მოხეხრდა მაშინ პროცესი ნერვზე ვრცელდება და არხის მკურნალობა ხდება საჭირო. ამიტომ ექიმს უნდა მიმართოთ.

  9. Gamarjobat Dani dgea kbili sadinladbmtkiva mivedi eqiimtan mitxres chirqi MAQVS vsvav antibiotiki vivleb savlebebs dges meore antibiotiki davlie jer aranari sedegi AR MAQVS tu dam dgesi Sr gaira mitxres yba qirurgi unda caerioso zalian medinia gtxotvt mitxratb Selena qirgis garese gamovides cirqi

    1. ანტიბიოტიკი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. პირველ რიგში ჩირქის დრენაჟი ანუ გამოშვება უნდა მოხდეს. თუ კბილის ფესვზეა, არხი უნდა გაიხსნას და დამუშავდეს, თუ ღრძლზეა, უნდა გაიკვეთოს. მხოლოდ ანტიბიოტიკით და სავლებით არაფერი გამოვა. გარდა ამისა, ანტიბიოტიკის 2 მიღება ძალიან ცოტაა შედეგის მისაღებად.

      1. gamarjobat vici bevrjer gawuxebt kbili amovige dges metxea dgea ukve tavidan cirqi mqonda antibiotikebi dvlia camiqra simsine mere mived amisagebat amovige exla metxea dgea kide maqvs odnav sesieba es normaluria mesinia cirqi xor damrcatqo eqima anntibiotiki ar daminisna mxolod svlebebi exla rainshi vrada ver vaxerxeb misvlac sasisi xorari maglobt

      2. თუ შეშუპება და ტკივილი იკლებს, ესეიგი შეხორცების პროცესი კარგად მიდის.

  10. gamarjoba 10 wlis win daplombili kbilidan amoivarda plombi.da grdzilmac shesieba daiwko..riti sheidzleba vimkurnalo… sashishia?

    1. ალბათ უნდა გეწეროთ “10 დღის წინ”. კბილის რესტტავრაცია უნდა ჩატარდეს თუ ეს შესაძლებელია, რომ კბილი შეინარჩუნოთ და ინფექცია არ განვითარდეს. თუ აღდგენაა ვერ ხერხდება, მაშინ აჯობებს დროულად ამოიღოთ.

      1. Gamarjobat..ram sheidzleba gamoiwvios grdzilis aweva?((anu,,daaxloebit erti wlis win shevamchnie wina kbilze grdzili chajrilivit mqonda,ar mivaqcie kuradzeba radgan ar mawuxebda,axla Ki sagrdznoblad etkoba rom grdzili nel-nela magla aiwia da zogjer mtkiva))

      2. ამ მდგომარეობას ღრძილის რეცესია ეწოდება და პაროდონტის დაავადებითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ზოგადად არ გაწუხებდეთ ღრძილები, შესაძლოა პროცესი ლოკალური იყოს მხოლოდ ერთ კბილზე. აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს, რომ კბილი არ დაკარგოთ.

      3. ukana meotxe kbilshi eqimma chamido darishxani.mrotxe dges damecyo tkivili.mivedi sxva eqimtan.chamido camali.droebiti plombi damado.imdgesve chamomivarda.mqonda 5 dge ase.mivedi kskunis dros mtkioda kidev chamido 12 dgiani camali.sxva eqimtan agnovchndi.gafavige surati umnishvneli pacua anteba gaqo.borit famomirecxa bevrjer.da damiplomva.erti kviraa yru tkivilebi maq.dges daminishna camali augmentini sami dgit.mamashvidebs rom im antebas es antibiotiki gamoitans da kbilic gamiyuchdeba drora fanmavlibashi.tqven ras metydit?madlobt cinascar

      4. ასეთი “ანთების” მკურნალობისთვის საჭიროა არხების სწორი მკურნალობა. იმედია ბოლო ექიმმა ეს პროცედურა სწორად შეასრულა. ეს რენტგენზე უნდა ჩანდეს. ანტიბიოტიკი კი ხშირად ინიშნება ხოლმე პარალელურად, და ეფექტურია თუ დოზირება და მიღების ხანგრძლივობა სწორადაა შერჩეული. თუ რამდენად შედეგიანია მკურნალობა, ეს გამოჩნდება თუ რამდენიმე დღეში გაივლის ყველა სიმპტომი, არ გექნებათ ტკივილი, შეუშუპება ან დისკომფორტი.

  11. გამარჯობა. 4 დღის წინ ნერვის მოკვლის გარეშე დავიპლომბე ზედა ორი კბილი. ანესთეზიის გარეშე. დაპლომბვის მერე მთელი დღე ვგრძნობდი უსიამოვნო ტკივილს , განსაკუთრებით ლაპარაკის დროს.ასევე წყლის დალევისას.მეორე დღეს ტკივილი ჩაცხრა . დღეს დილით როცა წყალი დავლიე ტკივილი ისევ დამეწყო და მთელიდღეა მაწუხებს. იქნებ მირჩიოთ რა ვქნა

    1. შესაძლოა ნერვის მოკვლა იყოს საჭირო, რადგან ტკივილი მუდმივია უკვე, შესაძლოა თავიდანვე იყო საჭირო ამის გაკეთება. გააჩნია დიაგნოზს. ისევ უნდა მიმართოთ ექიმს.

  12. მოკლედ ვიტყვი. მტკიოდა კბილი გაურკვეველი გადაცემითიტკივილით ექიიმმა ადადგინა ბოლოდან მეორე არისო და ჩახოცა იქაური ნერვები დამადო დროებითი ბჯენი შემდეგ ორი დგის მერე შეუძლებლად ამტკივდა მივედი ხელახლა გამიკეთადა კიდევ დროებით ჩასვა ეხლაც ძალიან მტკივაა და გამაგებინეთ სად წავიდე რაა ვქნა გამაყუჩებლებად ვიქეცი…..

    1. პირველ რიგში ექიმს უნდა სთხოვოთ აგიხსნათ ტკივლის მიზეზი. ფაქტია, რომ პრობლემა ისვე არსებობს. თუ ექიმი ვერ ჭრის თქვენს პრობლემას, აჯობებს სხვას მიმართოთ დროულად, ვინც უფრო კომპეტენტურია. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა კბილი, ან არასწორი დიაგნოზი, ან არასწორი მკურნალობა.

  13. გამარჯობათ. 6 დღის წინ ამოვიღე ქვედა ყბის 6 კბილი. ფესვი ნაწილ -ნაწილ ამომიღეს, ცოტა გართულდა ამღება, რადგან ფესვის ერთი ნაწილი იყო ძვალთან შეზრდილი. ამოღბის შემდეგ დაადეს ნაკერები, რათა არ ყოფილიყო ღრმული და არ ჩასულიყო საკვები. სამი დღე ვსვავდი აზიმაკს და ვივლებდი ლისტერინს. შეშუპება მქონდა თავიდან და ჩამიცხრა, მაგრამ მაქვს საშინელი ტკივილები, განსაკუთრებით საღამოს . ღრძილი მაქვს შეშუპებული და მიფეთქვს. ექიმა ნახა და მითხრა რომ არ არის დაჩირექებული. ხომ ვერ მირჩევთ რაიმე დამაყუჩებელ მალამოს და კიდევ რატომ უნდა მტკიოდეს ამდენი ხანი? თუ ჩირქი არ არის რატომ მტკივა?

    1. რთული ექსტრაქციის შემდეგ ხშირია შეშუპება და ტკივილი, მაგრამ თუ ამ ხნის განმავლობაში გრძნობთ რომ ტკივილი არ იკლებს, შეიძლება ჯობდეს ჭრილობის რევიზია მოახდინოს ექიმმა და რენტგენოლოგიური გამოკვლევაც ჩაატაროს. ტკივილგამაყუჩებელი მალამო ამ შემთხვევაში შვებას არ მოგცემთ, აჯობებს ტაბლეტების სახით მიიღოთ.

    1. ტექნიკურად რათქმაუნდა შეიძლება. სხვა საკითხია საჭიროა თუ არა. ყველაზე ხშირად იღებენ სიბრძნის კბილებს პროფილაქტიკური მიზნით. ასევე ჯანმთელ კბილებს ზოგჯერ იღებენ ორთოდონტიული მკურნალობის დაწყების წინ ექიმის გადაწყვეტილებით. ასევე ზეკომპლექსურ ანუ დამატებით კბილებს, რომელიც ნორმაში არ უნდა არსებობდეს. ამოღების პროცედურა ისეთივეა, როგორიც დაავადებული კბილის შემთხვევაში, ისევე როგორც გართულებების ალბათობა.

      1. გამარჯობათ.კბილის ფესვები დავიპლომბე დღეს და წკირი რომ გააკეთა ერთ ფესვში მწვერვალს გასცდა და მეტკინა მაგრამ მაინც ისე დატოვა გადაჭრა დადაპლომბა .ახლა ისევ მტკივა ფეთქავს თითქოს.ასეთი რამ შესაძლებელია?და ეშველება? სანამ ახალიწლები არ გავა ექიმთან ვერ მივალ თან

      2. ალბათ გუტაპერჩის წკირს გულისხმობთ. მწერვალის ირგვლივ ქსოვილებში გადასულის დატოვება გამართლებული არაა, მითუმეტეს რომ უკვე გაწუხებთ. დამოუკიდებლად ვერაფერს იზამთ. საჭირო იქნება არხის განბჟენა და თავიდან დაბჟენა სათანადო სიგრძეზე.

      3. და სანამ განბჟენენ რედგენზე არ გამოჩნდება გუტაპერჩის წკირი მწვერვალს გაცდენილია თუ არა?

    2. Gamarjoba. Kbili daviplombe 1clis cin . Amovivse plomibit . Mtkiva ghdzili. Vikavi ekimtan da damimushava sisxlit camomivida. Da savlebi daminishna sodiani cyali. Rom vcham mtkivdeba ghrdzili. Da es savlbi ushvelis ?. Anu ase mitxrss plomi exeba grdzilso da agizianebso . Sanam ar amovardeba ise ver gaviketeb axlidan. Ramdenad sheidzleba eshvelos.

      1. ბჟენის კორექცია აუცილებელია ასეთ შემთხვევაში. მიმართეთ უფრო კომპეტენტურ ექიმს.

      2. Kargit da rom daviplobo . Aucilebelia es gvirgvinit gadakvra ? Anu kbilia fesvj ki maqvs tumca amovivse plombir hom xvdebit. Da gadaikario da gverduti kbilebic unda chartos mgoni. Rogor mirchevdit. Rom isev plombk ikos cudi ikneba??

      3. მხოლოდ ბჟენის კორექციისთვის, რომელიც ღრძილს აწვება, აუცილებელი არაა გადაკვრა.

    1. კონკრეტულად რისი ბრალია გართულება დამოკიდებულია იმაზე თუ რა იყო დიაგნოზი და რა მკურნალობა ჩატარდა. ყოველ შემთხვევაში, დროებითი ბჟენი ასე ხანგრძლივი დროით არ იდება.

  14. გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად ახასიათებს ტკივილი და შეშუპება არხების დაბჟენასა და ნერვის მოკვლას. რამდენიმე საათის წინ მომიკლეს და ტკივილი საშინლად მაწუხებს. მადლობა წინასწარ

    1. არხების მკურნალობის შემდეგ შესაძლოა ტკივილი კბილის კბიზე დაჭერისას, რომელი რამდენიმე დღე და კვირაც კი შეიძება გაგრძელდეს. მაგრამ მუდმივი ტკივილი ან შეშუპება ნორმალური არ არის. აჯობებს მიმართოთ ექიმს რევიზიისთვის.

    2. გამარჯობა,მქონდა მწვავე პულპიტი, ნერვიც ამომიღეს.2 დღეა მაქვს დროებითი პლომბი.კბილს კბილზე ვერ ვადებ ისეთი ტკივილი მაქვს.რისი ბრალი შეიძლება ეს იყოს?

      1. სავარაუდოდ, ან არასწორი დიაგნოზის, ან არხის მკურნალობის პროტოკოლის დარღვევის.

  15. გამარჯობა,უკვე დიდი ხანია კბილები დავიპლომბე,ყველა კბილი,რომელზეც კარიესი მქონდა,ნერვი არ მოუკლია ექიმს,არ არის საჭიროვო ასე თქვა,2თვეზე მეტია რაც დავიპლომბე და კბილის კბილზე დაჭერისას მომენტალურად,თითქოს ნერვს ეხებაო ისე მტკივა,იმ წამსვე მივლის,ტკბილის ჭამისასაც იგივე მემართება,მხოლოდ ტკბილის ჭამისას მტკივა კბილები,როგორც კი ვასრულებ ჭამას აღარ,როგორ მოვიქცე,შეიძლება არასწორად იყოს დაპლომბილი?

    1. როგორც თქვენი წინა შეკითხვებიდანაც ჩანს სიტუაცია არ იცვლება. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აქამდე არ მიგიმართავთ.

      1. გამარჯობა. იმის გამო რომ ძალიან მეშინია სტომატოლოგთან ვიზიტის ორი კბილი მაქვს დასაბჟენი😔 გთხოვთ მიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული პროცედურის უმტკივნეულოდ ჩატარება? ძალიან რთულად მიყუჩდება ტკივილი😔

      2. ზოგჯერ გაყუჩება პრობლემატურია, მაგრამ მიღწევადია გამოცდილი ექიმისთვის. გირჩევთ აღარ გადადოთ და მოძებნოთ კარგი პროფესიონალი.

  16. გამარჯობა სამი კვირის უკან მივედი სტომატოლოგთან,რომელმაც 10 წლის წინანდელი კბილი დამიპლომბა,მაგრამ ნერვი არ მოუკლია,მესამე დღიდან დამეწყო კბილის ტკივილი(მინდა ავღნიშნო,რომ აქამდე ეს კბილი არ მაწუხებდა) რამოდენიმე დღეში მივაკითე ისევ თითქოს ნერვი მომიკლა არხები დამიპლომბა,მაგრამ მეორე დღიდან ისეთი ტკივილები მქონდა მხოლოდ სამ საათიანი შუალედით ვიყუჩებდი ტკივილგამაყუჩებლბებით,ამჟამად ტკივილი გადამივიდა ყურზე კბილი კი ისევ მტკივა,როდესაც ცივს ვსვავ,ან ვჭამ იმ მხარეს,ეხლა მაქვს დროებითი პლომბი,ისევ შევეხმიანე და აუცილებლად უნდა მოხვიდეო,საქმე იმაშია რომ მასთან მისვლა აღარ მინდა,ვთვლი რომ არაკომპეტენტური ადამიანია,თან არც თუ ისე იაფიან და ცუდ კლინიკაში დავდივარ მხოლოდ დაპლომბვაში 100 ლარი გადავიხადე და ნერვის მოკვლიანად 150 ლარი დამიჯდა,მეგონა ნორმალურ ექიმებთან მივდიოდი იქნებ მირჩიოთ რამე ან ვის მივმართო,ან დაახლოებით მაინც მირჩიოთ რა ხდება ჩემ თავს და როგორ ვუშველო ჩემ საცოდავ კბილს.

    1. დავაზუსტებ ეს კბილი 10 წლის უკან იყო დაპლომბილი.და ყური რომ მტკივა ძალიან ცუდიააა ხოო,ანუ ყურზეც რომ გადავიდა ესე იგი ანთება მიდის.

    2. სიმპტომები, რომელსაც აღწერთ პულპიტს ჰგავს. ორი შესაძლო ვარიანტია: ან ამ კბილის ნერვი ანუ პულპა, რომელიც დაიბჟინეთ არაა სულად “მკვდარი” (შეიძლება დამატებით არხშია დარჩენილი) ან ტკივილის მიზეზი სხვა, მეზობელი კბილია. უფრო კონკრეტულად რამის თქმა შეუძლებელია. გირჩევთ მიმართოთ ექიმს, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს არხების მკურნალობის. მედეა შავლაძე “უნიდენტში”, ირენ ზენტეკი “ზენ-დენტალ” (ალმასიანის ქ. #19).
      თბილისის სტომატოლოგიური კლინიკების კატალოგი — https://wp.me/PtcAd-cH

      1. გამარჯობა, იქნებ დაახლოებით აღმიწეროთ საშუალო და ღრმა კარიესი…. უკანა კვილზე მაქვს ჩაღრმავებული კარიესი ნერვი არ ჩანს, თუმცა ღრმადაა არც ტკივილი მაწუხებ, არც კბილების გახეხვისას, არც ცივზე არც ცხელზე, ზედაპირულსაც არ გავს დაახლოებით კბილის ნახევარზეა ჩასული, არც ჩაშავებულია, თითქოს უკვე გაბურღულია მაგრამ ბჟენი არ არის, არანაირად არ მაწუხებს

      2. აღწერით საშუალო კარიესს ჰგავს, მაგრამ ასეთი ასიმპტომური მგდომარეობა შეიძლება ახასიათებდეს უფრო შორსწასულ მდგომარეობას, როცა ნერვი ანუ პულპა უკვე მკვდარია.

  17. გამარჯობათ…სასწრაფოდ მაინტერესებს პასუხი თუ შეიძლება. ეს დღეებია ადრე დაპლომბილი კბილი ამტკივდა არის დაჭიანებული ექიმთან მივედი და არ ამომიღო დაიპლომბებაო და გამიხსნა არხები და ჩამიდო ნერვის მოსაკლავი მაგრამ ძალიან ამტკივდა და ამოვყარე. ახლა არაფერი აღარ მიდევს და ზეგ მივდივარ ისეთ ადგილას რო იქ ვერაფერს ვუშველი რო ამტკივდეს. ჯერჯერობით აღარ მტკივა და რისი გაკეთებაა შესაძლებელი რომ არ ამტკივდეს ეს არხებ გახსნილი კბილი ან რაგავაკეთო საერთოდ მირჩიეთ რამე გთხოვთ…

    1. გახსნილი არხებით სიარული უკიდურესად არასასურველია, რადგან პირის ღრუში არსებული ბაქტერიები თავისუფლად აღწევენ ყბის ძვლოვან ქსოვილში ფესვის არხის გავლით. მაგრამ სამწუხაროდ თვითნებურად არხების დახურვაც დაუშვებელია, რადგან აუცილებლად აგტკივდებათ. კარგია თუ რჩევას თქვენს ექიმს ჰკითხავთ პირველ რიგში. ჩვენ რაც შეგვიძლია ასეთ შემთხვევაში გირჩიოთ ესაა: მოათავსეთ კბილის ღრუში ბამბის ბურთულა ჭამის დროს და აუცილებლად ამოიღეთ ჭამის შემდეგ. ეს დაიცავს არხს საკვების ნაწილაკების მოხვედრისგან, რადგან თუ არხის ბლოკირება მოხდა შემთხვევით, კბილი აგტკივდებათ. ჭამის შემდეგ, როდესაც ბამბას ამოიღებთ კბილის ღრუდან, სასურველია რომ გამოოვლოთ თუნდაც უბრალო წყალი. ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს ჰიგიენას, რადგან ღია არხებიდან ინფექციის შემცველი გამონადენი მუდმივად გამოიყოფა პირის ღრუში.

      1. გამარჯობა, ბოლო 2 დღეა ვამჩნევ რომ ქვედა ყბამ და კბილება უკან დაიწიეს,ზედა
        კბილებისგან გადაფარვა ბევრად უფრო მეტია ვიდრე აქამდე იყო, სერიოზულ პანიკაში
        ვარ,ვერ ვხვდებ რა ხდება და რა გავაკეთო ვისთან მივიდე ? ღრძილებზე პრობლემები
        მაქვს უკვე დიდი ხანია მაგრამ არ მიმკურნალია და თან ორივე მხარეს ყბის ქვეშ
        ჯირკვალივით სიმაგრე მესინჯება

        2017-11-22 21:16 GMT+03:00 ყველაფერი სტომატოლოგიაზე :

        > dentist commented: “გახსნილი არხებით სიარული უკიდურესად არასასურველია,
        > რადგან პირის ღრუში არსებული ბაქტერიები თავისუფლად აღწევენ ყბის ძვლოვან
        > ქსოვილში ფესვის არხის გავლით. მაგრამ სამწუხაროდ თვითნებურად არხების
        > დახურვაც დაუშვებელია, რადგან აუცილებლად აგტკივდებათ. კარგია თუ რჩ”
        >

      2. ყბის გადანაცვლება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ კბილების გადანაცვლება პროგრესირებული პაროდონტის დაავადების დროს ხდება, როდესაც კბილები მორყეულია. სხვა რამის თქმა ძნელია. მიმართეთ ექიმს.

    1. ხარისხიანად თუ გაკეთდება შეუმჩნეველი უნდა იყოს.

      1. გამარჯობა,ზედა მე6 კბილზე გავიკეთე მეტალოკერამიკა.ადრე მქონდა დაბჟენილი ერთხელ მაგრამ ის განბჟინეს ახალი ბჟენი გამიკეთეს და შემდეგ გადააკრეს მეტალოკერამიკა.3 თვის შემდეგ დამეწყო ტკივილი.სხვაგან გადავიღე რენდგენი და მითხრეს მესამე არხი არ არის დაბჟენილი.ექიმს რომ ვუთხარი მითხრა რომ მესამე არხის განბჟენა ვერ მოხერხდა რადგან ჰაიმორთან ძალიან ახლოსაა და შესაძლებელია დაზიანდეს.მირჩია ყბასახის ქირურგი და რამდენად მართებულია?😕😕😕

      2. შეიძლება ექიმმა ვერ აგიხსნათ კარგად, მაგრამ ჰაიმორის ღრუსთან სიახლოვე არაა პრობლემატური არხის ბოლომდე დასაბჟენად და მითუმეტეს არაა მიზეზი კბილის ამოსაღებად. გირჩევდით მიმართოთ ექიმს რომელიც სპეციალიზდება არხების მკურნალობაში, ანუ ენდოდონტიაში და თავიდან, სრულფასოვნად იმკურნალოთ ეს კბილი.

  18. გამარჯობა, კბილი მაქვს ამოსაღები რომელზეც ნერვი მოკლულია. მაქვს გარკვეული რეაქციები ანესთეზიაზე, კერძოდ: გულის აჩქარებები.
    კითხვა მაქვს: საჭიროებს თუ არა ნერვმოკლული კბილი დამატებით ანესთეზიას ექსტრაქციის დროს?

    1. ანესთეზიას ერთნაირად საჭიროებს როგორც ცოცხალი, ისე ნერვმოკლული კბილი.

  19. გამარჯობა, კბილის ტკივილს კედელბზე გავყავარ ლამის. გაფუჭებული მაქვს კბილი. რამდენიმე წლის წინ დავიპლომბე და მცირე პლომბი “ამომტყდა” თუ მომტყდა, ქვედა ყბის კბილზე მაქვს საუბარი. წესით, ნერვი მომიკლა,მაგრამ რატო მტკივა მაშინ?სანამ ექიმთან მივალ ( ზეგ მივდივარ)რით შეიძლება გავიყუჩო? ნიმესილიდან დაწყებული, მიგ400 სით დამთავრებული ყველაფერს ვსვამ. ნიმესილი დროებით მიყუჩებს,მაგრამ მეშინია დიდი დოზიტ მიღება. სხვა რაიმე გამაყუჩებელს რომელს მირჩევდით კბილისთვის? მადლობა წინასწარ

    1. იმედია უკვე მიმართეთ ექიმს. კბილის “მოკვლა” ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ კბილი არ შეიძება გტკიოდეთ. “მოკვლა” ანუ არხების მკურნალობა თუ უხარისხოდაა ჩატარებული, ეს კბილის გართულების ალბათობას პირქით ზრდის. არხების მკურნალობისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომებია — არხის არასრულად შევსება ანუ დაბჟენა, ან ცარიელი არხის დატოვება, საბჟენი მასალის გადატანა ფესვის გარეთ, დამატებითი არხების იგნორირება. “მკვდარი” კბილის გართულების შემთხვევაში აუცილებელია კბილის არხების თავიდან მკურნალობა.

  20. Gamarjoba kbilis gatetreba msurs da ra damijdeba? Da kidev erti zeda ybaze ori kbili cotati gadmoweulia misi mdgomareobidan da gasworeba sheidzleba amisa da radajdeba da dro ramdeni xani unda process

    1. როგორც გათეთრების, ისე ორთოდონტიული მკურნალობის ანუ კბილების გასწორების ფასები უნდა იკიხოთ კლინიკებში, სადაც ამ სახის მკურნალობას ატარებენ. ჩვენ სამწუხაროდ ამის თქმა არ შეგვიძლია, რადგან არ ვეწევით რაიმე სახის კლინიკურ საქმიანობას. მხოლოდ შეგვიძლია გირჩიოთ, რომ გათეთრება ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ ჩაიტაროთ.

    1. ამას კბილების მომატებული მგრძნობელობა ანუ ჰიპერესთეზია ეწოდება. მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივად თხელი მინანქარი (ემალი), მინანქრის ცვეთა ( მაგალითად, არასწორი ხეხვის შედეგად ან უხეში, აბრაზიული პასტებისა და ჯაგრისის გამოყენების შედეგად), მინანქრის გათხელება (ციტრუსების, მჟავების შემცველი ან გაზიანი სასმელების ხშირი გამოყენების შედეგად), კბილების ცვეთა (არასწორი თანკბილვის გამო)…

  21. 14 clis gogos aqvs mcire kariezi bolo kbilebze ,sheidzleba tu ara misi dabjena roca kbilze xvreli ar agenishneba mxolod mcire shavi certilebi aqvs.

    1. რათქმაუნდა შეიძლება და აუცილებელიცა კარიესის მკურნალობა სწორედ საწყის სტადიაში.

  22. გთხოვთ ეს კითხვა არ გაატაროთ ბავშობაში კბილებს მიღებდენ ახლა უკვე 16 წლის ვარ კბილებს ზოგჯერ ვიხეხავ და გამოვლების დროს სისხლდენა მაწუხებს ზოგჯერ ასევე ღრძილების ნახევარი მხარე მტკივა ვერ ვხდები რას უნდა დავაბრალო იშვითად რომელ მხარესაც მტკივ იმ მხარეს ერთი გაფუჭებული კბილი მაქვს მაგრამ კბილს რო ვეხები ტკივილს ვერ ვგრძნობ სიმართლე გითხრათ ექიმთან ვიზიტი გადავწყვიტე მაშინ როცა თქვენი გვერდის რამოდენიმე სტატია წავიკითხედა მაინტერესებს დაგვიანებული ხომ არ არის ჩემი ეს გადაწყვეტილება მაინტერესებს რო ექიმმა მითხრას კბილი ამოსაღებიაოეს იქნება მხოლოდ ერთადერთი შანსი ამოის მოსარჩენად სიმართლე გითხხრათ მე არ მსურს კბილის ამოღება რადგან უკვე საკმარისი რაოდენობის კბილი ამოვიღე ბავშვობაში და ამ კბილის გაკეთება ვერ მოხერხდება

    1. სასიხარულოა, რომ გადაწყვიტეთ სტომატოლოგთან მისვლა. ორმაგად სასიხარულოა, თუ ამაში ჩვენი წვლილიცაა.
      კბილის ამოღება უკიდურესი გზაა. მხოლოდ ისეთი კბილების ამოღება ხდება, რომელიც ძალიან დაშლილია და მკურნალობასა და აღდგენას არ ექვემდებარება. თქვენი ასაკის გათვალისწინებით შენარჩუნების შანსი საკმაოდ მაღალია. ამიტომ ნუ დააყოვნებთ და ყველანაირად ეცადეთ კბილი შეინარჩუნოთ.
      გარდა ამისა აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პირის ღრუს ჰიგიენას. ჩვენ ბევრი სტატია გვაქვს გვაქვს ჰიგიენაზე და იმედია დაგეხმარებათ.
      გისურვეთ წარმატებას!
      პ.ს. კითხვებს არ ვატარებთ, შეიძლება პასუხი დავაგვიანოთ მხოლოდ 🙂

  23. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. უმიზეზოდ არ მტკივა ხოლმე,მხოლოდ ღეჭვისას, ცივზე და ცხელზე. 1 კვირაა რაც ბჟენი დავადაბლეთ მაინც მტკივა.

    1. გამარჯობა, უკვე 9 დღეა დავიპლომბე კბილი . ნერვიც მოკლულია , რენდგენი გადამიღო არხის დაპლომბვის შემდეგაც კი, მეორე დღიდან დამეწყო ტკივილები ისე რომ გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ, გვირილის სავლებსაც ვივლებ, ექიმი მამშვიდებს რომ გამივლის… მისაღებია ამდენი გამაყუჩებლის მიღება და სანამდე?

      1. არხების მკურნალობის შემდეგ ასეთი ტკივილი ნორმალური არ არის. ნორმად შეიძლება ჩაითვალოს კბილის კბილზე დაჭერაზე ტკბილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ტკივილმა რომც გაიაროს, საჭიროა მიზეზის გარკვევა. აუცილებელია კბილის რევიზია ანუ არხების მდგომარეობის შემოწმება. გირჩევდით მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც ენდოდონტიაში ანუ არხების მკურნალობაში სპეციალიზდება.

      2. გამარჯობა,მეც ასეთი შემთხვევა მაქვს ზუსტად და მაინტერესებს გაგიარათ თავისით თუ რაიმე ჩარევა გახდა საჭირო?

  24. 3 დღის წინ ექიმმა დამიპლომა ზედა მესამე (ეშვი) და მის გვერდით მეოთხე კბილი. არც ერთი არ მტკიოდა, მხოლოდ მე-4 კბილი იყო დანაპლომბი დაახლოებით 8-10 წლის წინ და პლომბი თითქმის გაცვეთილი და მოძველებული იყო. რომ დაათვალიერა ექიმმა, მითხრა, რომ ნერვი მოსაკლავი იყო და მეოთხე კბილს მესამე ჩაუთრევია. ორივე კბილზე ნერვი მომიკლა და ისე დამიპლომბა. ვიცი, რომ არხებიც დამიპლომბა. თქვა, ღრმა კარიესია და შეიძლება ნერვის ამოღების გარეშე რამდენიმე ხანში შეგაწუხოს და ნერვი მოსაკლავი იქნებაო. ახლა ორივე კბილში ვგრძნობ უსიამოვნო ტკივილს, ოდნავ მიხურს ირგვლივ ღრძილი, ხელის დაჭერთაც მტივა მაღლა ღრძილი. განსაკუთრებით, როცა ზედა კბილებს ქვედა ვაჭერ. ვიკეთებ მუქი ჩაის თბილ სავლებს, ასევე მარილიანი წყალხსნარის სავლებს. ღრძილი ირგვლივ შეწითლებულია. არ ვიცი, რა გავაკეთო. ექიმმა მითხრა, გაივლისო, იქნებ მესამე კბილზე ნერვი არ იყო ამოსაღები? გარეგნულად სრულიად ჯანსაღი ჩანდა. ახლა ვნანობ, რომ მივედი. არ მტკიოდა და ყოფილიყო ისე:( მეშინია , რომ არ გამირთულდეს:(.

    1. აღწერილის მიხედვით პრობლემა უფრო ღრძილს აქვს, ვიდრე კბილს. ეს შესაძლოა კბილის რესტავრაციის დროს გამოყენებული საშუალებების (კოფერდამი, მატრიცა, სოლები, სარეტრაქციო ძაფი) ბრალი იყოს. ამ დროს ღრძილი ხშირად ზიანდება, სხვაგვარად არ გამოდის, მაგრამ ღრძილის ქსოვილს ძალიან კარგი აღდგენის უნარი აქვს და რამოდენიმე დღეში გაივლის. თუ ასე არ მოხდა, მაშინ აჯობებს ნახოს ექიმმა. კბილს რაც შეეხება, რენტგენის გარეშე ძნელია რამის თქმა.

      1. gamarjoba,3-4 dgis win daviplombe kbili,nervic mokluli maqvs magram meore dgidan amtkivda da ybac damisivda.dges gadavige rendgeni da agmochnda rom wamali iyo gadasuli da stomatologma mitxra rom antibiotiki gamamaxit unda vimkurnalo da ramdenad efeqturia?

      2. პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალაა გადასული. ზოგი ნივთიერება გაიწოვება, მაგრამ ის რაც თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოიყენება არხების ჰერმეტიზაციისათვის, არ გაიწოვება. თუ სიმპტომები მხოლოდ ამის ბრალია და არა ნარჩენი ინფექციის, ანტიბიოტიკს მხოლოდ დროებითი შედეგი ექნება. სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში უფრო სწორი იქნება გადასული მასის მოშორება ქირურგიული გზით. თუმცა, როგორც ვახსენე, სიმპტომების მიზეზი შეიძლება ეს არ იყოს.

  25. 3dgis ukan daviplombe qveda ybis mexute kbili. Manamde mexute da meotxe kbilebze xidi mqonda gadakruli. 2 dge mtkioda da mesame dges yba gamisivda. Tan mtkiva. Normaluria tu ara daplombili kbilis gasieba?

    1. ნორმალური ნამდვილად არ არის. აჯობებს ექიმი ჩააყენოთ საქმის კურსში და გაარკვიოთ რამ გამოიწვია ასეთუ გართულება.

      1. გამარჯობათ,დავიპლომბე კბილები უკვე 2 კვირაზე მეტია,ნერვები არ მოუკლავს. კბილის კბილზე დაჭერისას მტკივა. არც არხები დაუპლომბავს უბრალოდ კარიესი დაპლომბა. ასევე ტკბილის ჭამისას ვიგრძენი ტკივილი და მითხრა რომ ქვედა გადასცემდა ზედასო რადგან ღრმა კარიესია ქვედაზეო. მაინტერესევს გამივლის ეს ტკივილი ოდესმე?? მეშინია სხვა კბილების დაპლომბვა

      2. ის კბილი რომელიც დაზიანებულია რათქმაუნდა უნდა იმკურნალოთ. მაგრამ თუ დაბჟენილი კბილი დაჭერაზე გაწუხებთ, შეიძლება მიზეზი სწორედ ეს კბილებია. მაგ. ბჟენია მაღალი. ეს აუცილებლად უნდა გასწორდეს. თუ ეს არაა მიზეზი და მგრძნობელობა არ მცირდება, მაშინ დიდი შანსია არხები იყოს სამკურნალო. ამის ნიშანი იქნება ასევე ისიც, თუ ტკივილი უმიზეზოდ დაგეწყებათ ხოლმე, თუნდაც ხანმოკლე. გაგრძელდება ღეჭვისას დაწყებული ტკივილი.

    2. გამარჯობა,მეც ასეთი შემთხვევა მაქვს ზუსტად და მაინტერესებს გაგიარათ თავისით თუ რაიმე ჩარევა გახდა საჭირო?

      1. გამარჯობა, ძალიან მგრძნობიარე კბილები მაქვს, უკვე თითქმის 3 თვე გავიდა, კბილის კბილზე დაჭერისას ტკივილი შემცირდა მაგრამ მთლად არ გაუვლია. რაც შეეხება ტკბილს,ესეც მგრძნობელობის ბრალია.

      2. კბილის კბილზე დაჭერაზე ტკივილი უფრო არხებში არსებულ პრობლემაზე მიანიშნებს, ვიდრე კბილების მგრძნობელობაზე. თუ კბილის არხები დაბჟენილია, გირჩევიდთ გადაამოწმოთ. ასეთი სახის ტკივილი ნორმად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ არხების დაბჟენიდან რამდენიმე დღის განმავალობაში. შემდეგ კი უკვალოდ უნდა გაქრეს.

  26. გამარჯობათ . დაახლოებით 5 -6 წლის წინ დავიპლომბე ქვედა ყბის მარჯვენა მეშვიდე კბილი. ახლა თითქოსდა ცივზე ცხელზე დაიწყო შეწუხება. დაპლომბვის დროს ექიმმა ნერვი არ ამოიღო. და მითხრა არაა ამოსაღებიო. მაინტერესებს თავიდანაა დასაპლომბი თუ ტკივილი გადავა თავისით. ისე დრო და დრო სენსოდინი სავლებსაც ვივლებ ხოლმე.

    1. შესაძლოა მხოლოდ ბჟენი იყოს შესაცვლელი. მაგრამ თუ ტკივილი გახანგრძლივდა ან უმიზეზოდ დაიწყო, მაშინ არხების იქნება სამკურნალო. ამიტომ რაც შეიძლება მალე მიაკითხეთ ექიმს.

      1. მაინტერესებს რამდენი ნერვი აქვს ქვედა ყბის მეშვიდე კბილის?

      2. უმეტეს შემთხვევაში 3. მაგრამ შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები.

      3. გამარჯობათ. ერთი თვეა რაც დავიწყე სენსოდინის პასტის და სავლების ხმარება და მაინტერესებს ერთდროულად თუ შეიძლება ორივეს გამოყენება ან ცალკცალკე. და კიდე მაინტერესებს რეგურალური მოხმარება თუ შეიძლება სენსოდინის სავლების გამოყენება? და კარგია თუ არა კარიესის საწინააღმდეგოთ. მადლობა წინასწარ..

      4. დიახ, შეიძლება ერთდროულად ხმარება და მიზანშეწონილიცაა. მუდმივად ხმარება კი არ არის რეკომენდებული, მითუმეტეს თუ ღრძილებზე გაქვთ პრობლემა. სესნსოდინის კომპლექსის მოქმედება რადგან მგრძნობიარე კბილებზეა გათვლილი, ნაკლებად აბრაზიულია და წმენდის თვისება შედარებით ნაკლებად აქვს გამოხატული, ვიდრე სხვა კბილის პასტებს და ჯაგრისებს.

      5. დრო და დრო სენსოდინს ლაკალუტით ან პარადონტაქსით ხომ არ ჩავანაცვლო ? თუ კბილებს მოერგება რა თქმა უნდა…..სავლებს ვგულისხმობ…..

      6. პაროდონტაქსი პირიქით ძალიან აბრაზიულია და შესაძლოა მგრძნობელობა გაძლიერდეს. ლაკალუტს საერთოდ არ გირჩევთ თუ ამის აუცილებლობა არაა (ანტისეპტიკს შეიცავს). აჯობებს ჩვეულებრივი ხარისხიანი კბილის პასტით ჩაანაცვლოთ, რომელიც ჯანმრთელი პირის ღრუსთვისაა განკუთვნილი (მაგ. Crest, Colgate, Aquafresh)

      7. და მაინც მინდა გკითხოთ სენსოდინის სავლები რამდენ ხანში შეიძლება გამოვიყენოთ როდესაც ერთ კომპრესს გავიკეთებთ. მეორე როდის უნდა მივიღოთ რაიმე დრო უნდა შუალედში. მაგალითად წელიწადში რამდენი ბოთლი შეიძლება მივიღო კბილების ჯანმრთელობისთვის?

      8. განსხვავებით ანტისეპრიკური სავლებებისგან, რომელიც მაგალითად ქირურგიის შემდეგ გამოიყენება,ჰიგიენური სავლებები იხმარება ყოველდღიურად დღეშოი 2ჯერ კბილების გახეხვის შემდეგ. თუ თქვენი მთავარი პრობლემა კბილების მომატებული მგრძნობელობაა, შეგიძლიათ იხმაროთ მუდმივად. თუ გაქვთ ღრძლების პრობლემაც, მაშინ ექიმმა შეიძება დაგინიშნოთ ღრძილებისთვის გათვალსსწინებული სავლებიც. როგორ უნდა ჩაანაცვლოთ ამას თვითონ გეტყვით, სიტუაციის მიხედვით.

      9. მე სავლები მინდა რომელიც ხელს უშლის ქვების და ნადების გავრცელებას კბილებზე. რომელ სავლებს და პასტას მირჩევდით????

      10. ყველაზე კარგად გამოხატული ნადების დაგროვების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ქლორჰექსიდინის სავლებს. არსებობს სხვადასხვა კონცენტრაციით. მაგრამ ყოველდღიური გამოყენებისთვის უნდა შეიძინოთ “პაროდონტაქსის” სავლები, სადაც დაბალი კონცენტრაციითაა ქლორჰექსიდინი და გათვალისწინებული რეგულარული გამოყენებისთვის.
        ასევე გაითვალისწინეთ, რომ სავლები მხოლოდ ხელს უშლის ახალი ნადების წარმოქმნას (და არ აშორებს უკვე არსებულს), შესაბამისად ნადები არ უნდა იყოს უკვე კბილის ზედაპირზე. ანუ უნდა ჩაიტაროთ გაწმენდა და და ეს უნდა ხდებოდეს მინიმუმ 6 თვეში ერთხელ. სავლები მხოლოდ დამხმარე საშუალებაა და ნადების ყოველდღიური მოშორება უნდა ხდებოდეს ჯაგრისითა და ფლოსით, სწორი ტექნიკით. გადა ამისა, გაწმენდა სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ იმ ნადების მოსაშორებლად, რომელიც ჯაგრისისა და სავლებისათვის მიუწვდომელ უბნებშია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება პირის ღრუ ნადების გარეშე.
        სრული ინდივიდუალური ინსტრუქცია პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით უნდა მოგცეთ თქვენმა სტომატოლოგმა.

      11. გაიხარეთ. მადლობა რჩევისთვის.

  27. ერთი კვირის წინ დავიპლომბე ზედა მეოთხე კბილი. ხელით რომ ვაწვები წინიდან უკან მტკივდება ხოლმე. ხოლო თუ ჩაი ან ცხელი კერძი მივირთვი უბრალოდ ხელის მიდებაზეც მტკივა და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. ასეთი სიმპტომები აღინიშნება არხების დაბჟენის შემდეგ, როცა კბილის ირგვლივი იოგი რეაგირებს ჩატარებულ პროცედურაზე. ერთი კვირის განმავლობაში უნდა გაიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში არხების რევიზიაა რეკომენდებული, რომ დარწმუნდეთ ყველა არხი დაბჟენილია სრულყოფილად.

  28. gamarjobat, kbilebi gaviwminde pirvelad da ukve 4 dgea mielavs ase rom vtqvat… gaivlis tu mivmarto rame sashualebas😁 madloba

    1. იმედია გაივლის, როგორც ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში. თუ დაგრჩათ მგრძნობელობა, საჭიროა ექიმმა ჩაატაროს შესაბამისი თერაპია — ფტორის შემცველი საშუალებით მინანქრის დაფრვა. პროცედურა ტარდება ერთხელ ან რამდენჯერმე, იმისდა მიხედვით რა პროდუქტს იყენებს ექიმი.

  29. რა მაინტერესებს, კბილის კარიესად დაბჟენა რას ნიშნავს?

    1. ეს ნიშნავს კბილის დაბჟენას არხების მკურნალობის გარეშე.

    1. სხვადსახვა კბილებში არხების სხვადასხვა რაოდენობაა.

      1. მე-6, მე-7, მე-8 კბილებში ყველაზე ხშირად 3 არხია. მე-6ში ხშირად გვხვდება 4 არხიც. მე-8 კბილში ყველაზე დიდი ალბათობაა არხების არასტანდარტული რაოდენობა შეგვხვდეს (1-დან ზემოთ). წინასწარ არასოდესაა დაზუსტებით ცნობილი რამდენი არხი შეიძლება აღმოჩნდეს კბილში. ამიტომ მიკროსკოპით მუშაობა აადვილებს დამატებითი არხების მოძებნას და შესაბამისად გართულებების ალბათობაც ნაკლებია.

      2. Dzalian gtxovt mipasuxot var 5 kviris osruli amtkivda merve kbili ori dge vitmine magram imdenad gausadzisi iko rom mivmarte eqims da mitxres rom amosagebiao. Mainteresebs Sheileba tu ara amovigo?

      3. პრინციპში ახლა თქვენთვის ყველაზე უსაფრთხო პერიოდია (მე-3 ტიმესტრი), თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს. მაგრამ კბილის ამოღება დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. თუ არის რაიმე საშუალება, უმჯობესია ექიმმა გადაავადოს ამოღება. თუ ამოღება გარდაუვალია, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ვინც მეთვალყურეობს თქვენს ორსულობას.

      4. სავლები მქონდა ჩაგუბებული ცივი.დაპლომბილ მხარეს სიცივეს ვგრძნობ.ცხელზე არამაქვს რეაგირება.რედგენით ხომარ გადავამოწმო ისევ ფესვის მდგომარეობა?😯

    2. გამარჯობა, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ქვედა მეოთხე კბილზე ნერვი ვერ მოკლა ექიმმა, ვერც ანესთეზიით გააყუჩა რომ ცოცხლად ამოეღო და ვერც დარიშხანით მოკლა. ანესთეზია ორჯერ გააკეთა და ყველა გამიბუჟდა იმ ერთი კბილის გარდა. ანესთეზია ულტრაკაინით გამიკეთა. კიდე რა შეიძლება გავაკეთო რო ამ ნერვის ამოღება არ გავიგო. უკვე ცუდად ვარ😐

      1. ზოგჯერ მართლაც პრობლემატურია ქვედა ყბაზე ანესთეზია, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ტექნიკები. თერაპევტს თუ არა, ქირურგს მაინც შეუძლია რომელიმე ისეთი მეთოდის გამოყენება, რომ ანესთეზია მიღწეულ იქნას. ანუ ანესთეზიის ტექნიკა უნდა შეიცვალოს.

  30. 4 wlis bavshvs gausivda qveda kbili,eqimi ambobs rom chirqis kapsula aqvs da savlebebit unda gaiwovos ,antibiotikis micema ar aris mizanshewonilio,pediatri ki piriqit antibiotiks mirchevs,rogor moviqce?

    1. მედიცინის ზოგადი წესია, რომ სადაც ჩირქია უნდა მოხდეს მისი ევაკუაცია და არა გაწოვა. იმის მიხედვით როგორი მდებარეობა აქვს ჩირქგროვას, ან არხის საშუალებით უნდა მოხდეს ჩირქის დრენირება, ან დამატებით ან უნდა გაკეთდეს განაკვეთიც. ლოდინი, თუ როდის გაიწოვება თავისით ჩირქი, დაუშვებელია. რამდენადაც ფესვის არხის საშუალებით ჩირქის დრენირება სრულად ვერ ხერხდება ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკი. სავლები ამ შემთხვევაში არაეფექტურია, ხოლო ცხელი სავლები კატეგოიულად არ შეიძლება. მინდა კიდევ გავუსვა ხაზი, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს არხის გახსნა და მკურნალობა.

  31. გამარჯობა.რამდენიმე თვის წინ პლომბი მომყდა კბილზე და ვერ მივხედე დროულად.მას მერე დამეწყო პრობლემები ღრძილებზე.მიჩირქდებოდა და მისივდებოდა.შემდეგ სხვა კბილებზეც გაჩნდა პრობლემები.ერთი თითქმის ჩამოიშალა.ამ პერიოდში ყბის ქვეშ შევნიშნე სამი პატარა კვანძი.ახლა დავიპლომბე ყველა დაზიანებული კბილი.ანიბიოტიკებიც ვსვი და ამ პერრიოდში ეს კვანძები თითქმის გაქრა,მაგრამ მკურნალობის დასრულების შემდეგ ისევ მოიმატა ზომაში,ღრძილებიც ისევ მაწუხებს და როგორ მოვიქცე,რა შეიძლება მივიღო სამკურნალოდ ?

    1. ლინფური ჯვანძების გადიდება ინფექციის კერის არსებობაზე მიუთითებს შემსაბამის ზონაში. თუკი კბილების მხრივ პრობლემა აღმოფხვრილია, შესაძლოა მიზეზი ღრძლები იყოს. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს და ჩაიტაროთ მკურნალობა ღრძილებზეც.

      1. ანესთეზიის გარდა არსებობს მალხენი აირი, ან ნარკოზი. ორივე მეთოდს იყენებენ კლინიკა “დენტოკლუბში”

  32. გამარჯობა,სიბრძნის კბილი ჯერ არ ამომსვლია,მაგრამ ღრძილი გამისივდა ძალიან ,რისი ბრალი შეიძლება იყოს,ან რა მივიღო?მადდლობა

    1. ასეთი რამ ხშირად ხდება სიბრძნის კბილის ამოჭრისას. საჭიროა მიხვიდეთ ქირურგთან, რომელიც მოკვეთს ღრძილის ნაწილს, რომ კბილს თავისუფლად და უმტკივნეულოდ ამოჭრის საშუალება მიეცეს.

  33. 12 wlis ukan chavisvi xelovnuri kbili – ar vici rogor edzaxian . axla 1 kviraa vatyob rom mis irgvliv wreze Rrdzilze aris shavi . cota sisxldenac maqvs da ori dgea tkivilsac vgrznob cotaati. mitxres orm tavisit gadamivlis radgan xelovnuri kbilia icis xolme feris shecvlao da gamosavlebs listerins viketeb. tumca radgan zog momentsi tkivils vgrdznob tavisit ar gamivlis. ras mirchevt ? unda mivakitxo uechveli eqims ?

    1. რამდენადაც ვხვდები ხელოვნური გვრიგვინი გაქვთ, რომელიც დაფიქსირებულია (გადაკრულია) არსებულ კბილეზე. 12 წელი ძალიან დიდი დროა გვირგვინისთვის და დიდი ხანია გამოსაცვლელია უკვე. ღრძილის პრობლემაც სწორედ აქედანაა. არაა გამორიცხული, რომ შიგნით კბილიც დაზაინებულია. რათქმაუნდა უნდა მიაკითხოთ ექიმს, გვირგვინი მოიხსნება, ჩატარდება საჭირო მკურნალობა და დამზადდება ახალი გვირგვინი.

  34. ვარ 17 წლის და მაქ კარიესი და სახლის პირობებში მკურნალობა შესაძლებელია ?

    1. ძლიერი ანესთეტიკებია უბისთეზინი და ულტრაკაინი.

      1. პრაქტიკულად ორივე თანაბრად ძლიერია. თუმცა ულტრაკაინი ზოგ პაციენტზე უფრო ძლიერად მოქმედებს.

    2. გამარჯობა კითხვა მაქვს…შეიძლება თუარა ფეხმძიმობის დროს კბილზე ნერვის მოკვლა

      1. დიახ, თუ ანესთეზიის საჭიროაბ არ არის ან ანესთეზია უსაფრთხოა.

      2. თუ ანესთეზიის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს, შეიძლება. სხვა შემთხვევაში ან უნდა მოხდეს დარიშხანოვანი პასტით (ან მისი ანალოგით) ნერვის “მოკვლა”, ან მკურნალობა უნდა გადაიდოს.

  35. გამარჯობათ.გახეხვის დროს მაღლა კბილიდან (ე.წ.ეშვიდან)სისხლი მომდიოდა ყოველთვის.ბჟენის გაკეთების შემდეგ თვალიც დამისივდა.რამდენად საშიშია?წინასწარ მადლობას გიხდით .

    1. გახეხვის დროს სისხლდენა ღრძილების დაავადევაბაზე მიანიშნებს, ადგილობრივად ან ზოგადად. შესაძლოა მკურნალობის შემდგე შესიება ღრძილებთან არ იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებელი პრობლემა იყოს.

  36. Gamarjobat , ramodenime dgis win kbili momtyda da am kbilis mxares odnav dmaisivda grdzili meore dges ki chirqi gamomivida grdzilidan da agar shevuwuxebvar , 2 dgis shemdeg mopirdapire mxares kbilis garedan gamisivda grdzili sakmaod didize , aqamde arasdros shevuwuxebivar grdzils da tu shegidzliat rame mirchiot

    1. ორი ვარიანტი შეიძლება იყოს: კბილის მოტეხვის გამო ღრძილის დაზიანება (მეორე მხარესაც რაიმე ლოკალური ფაქტორის გამო) ან ზოგადად ღრძილების პრობლემა. აქამდე შეიძლება არ მიგიქცევიათ ყურადღება. პირველ რიგში მიდით პაროდონტოლოგთან და მისი აზრი მოისმინეთ. შემდგე კი აუცილებლად იმკურნალეთ მოტეხილი კბილი.

  37. ნერვის მოკლვლა წამლის ჩადებით რამდენად ეფექტურია და გამოიყენება თანამედროვე სტომატოლოგიაში? რა შემთხვევაში იყენებენ ამას ?

    1. პრაქტიკულად არ გამოიყენება იშვიათი შემთხვევების გარდა, როცა ანესთეზიის უკუჩვენებაა.

  38. გამარჯობა.ზედა მეექვსე კბილი მაქვს დაბჟენილი,ნერვიც მოკლა და არხებიც დამიპლომბა.უკვე 5-6 თვე გავიდა დაახლოებით.ცხელზე მაქ ტკივილი და დაჭერით.რა შეიძლება იყოს ეს? სანამ რენტგენს გადავიგებ თუ შეგიძლიათ რო მიპასუხოთ?მადლობა წინასწარ 🙂

    1. ალბათ არხებია გადასამოწმებელი. ამისთვის პირველ რიგში რენტგენია საჭირო. ასეთი სიმპტომები ვლინდება მაშინ, როცა არხის ნაწილი ან მთლიანად არხი რჩება დაუბჟენელი. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს არხების ანატომიური სირთულით ან დამატებითი არხის არსებობით.

  39. Gamarjobat,chems gogonas awyxebs enis tkivili da wvis shegrdzneba;;periodulad dzlierad,saertod akvs gamoxatuli nawiburebi enis gverdebze da ena achrelebulia,,ratom akvs,ra iwvevs da rogor vumkurnalo,?

    1. ასეთი თავისებურება გეოგრაფიული ენისთვის არის დამახასიათებელი, თუ დამწვრობას, ტრავმირებას, ავიტამინოზს ან ალერგიულ რეაქციას გამორიცხავთ. ამ დროს ენის ზედაპირის დამცავი შერე არასრულფასოვანია. საბოლოო განკურნება ვერ ხერხდება, უნდა მოერიდოს გამაღიზიანებელ ფაქტორებს — მჟავე-მლაშე-ცხარე და ცხელ საკვებს, ასევე ზოგიერთ პროდუქტს, ნიგვზიან კერძებს მაგალითად.

  40. gamarjoba 20dxea daviplombe kbili mismere xrzili macuxebs sazxvargaret camovedi shemdeg da vexar mivedi eqimtan exla atidxea sisxli momdis umnishvnelod odnav maq sisxlchaqcevisnairad da rogor moviqce. didi madloba cinascar

    1. მკურნალობა დაასრულეთ თუ კიდევ გქონდათ დანიშნული ვიზიტი?

      1. 2 წლის წინ დაპლომბილი კბილს რომ კბილზე ვაჭერ მტკივა , მგრძნობელობა მაქვს მომატებული, მაინტერესებს არხების გახსნა იქნება საჭირო ? რამდენად კარგი იქნება სავლები ამ შემთხვევაში?

      2. თუ ცოცხალი კბილია, შესაძლოა ბჟენის შეცვლა იყოს საკმარისი. გააჩია ტკივილის ინტესივობას და ხასიათს. სავლები არაეფექტურია ამ შემთხვევაში.

Leave a Reply to ანა Cancel reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.