თუ ჭამისას ტკივილი გეწყებათ, დიდი შანსია, რომ არხების მკურნალობა დაგჭირდეთ. ამის შემდეგ ბჟენით მოხდება კბილის აღდგენა თუ გვირგვინის გაკეთება გახდება საჭირო, დამოკიდებულია კბილის მდგომარეობაზე. რაც უფრო დაშლილია კბილი, უფრო მეტი ალბათობაა, რომ გვირგვინი გახდეს საჭირო. ფასებთან დაკავშირებით ინფორმაციას კონსულტაციაზე მიიღებთ იმ კლინიკაში, სადაც მიხვალთ.
გამარჯობა .ციკლის დროს კბილის ამოღება თუ შეიძლება.. სერიოზული ტკივილები მაქვს.. ყბის ძვალიც კი მტკკივა
დიახ, შეიძლება.
Gamarjoba. Madloba, rom am saqmes aketebt.
Makvs grzilebis daavadeba da amis gamo makvs zvlebi da grzilebi shemcirebuli 20-25 % – it. Ar mesmis stomatologiis terminologia, magram rogorc vici arsebobs procedurebu zvlis da grzilebis dashenebis.
Kitxva 1: ra kvia grzilis da zvlis dashenebis process, rom shevzlo movikvlio pasebi da procedurebi.
Kitxva 2: dasheneba tu ushvelis grzilebis daavadebas da tu sheckdeba grzilebis da zvlis cveta samudamod?
Didi madloba
გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის 🙂
1.ღრძილის ან ძვლის ქსოვილის მოცულობის გაზრდას ტრანსპლანტატების (გრაფტის) საშუალებით აუგმენტაცია ეწოდება (ძვლის აუგმენტაცია, ღრძილის აუგმენტაცია).
2. აუგმენტაციის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ექიმის პროფესიონალიზმზე, ტრანსპლანტატის ბუნებაზე, პაციენტის ორგანიზმის რეგენერაციის უნარზე, დეფექტის ზომაზე, პაროდონტის ქსოვილების მიმდინარე მდგომარეობაზე. იმისთვის,რომ რეგენერაცია ჩატარდეს, უპირველეს ყოვლისა ანთებითი პროცესი სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი და პაციენტს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს კარგი ჰიგიენური ჩვევები, რაც აუცილებელია შეხორცების პროცესისთვის გართულების გარეშე.
წარმატებული აუგმენტაციის შემთხვევაში შედეგის სტაბილურობა ასევე რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული და პროგნოზზე მხოლოდ იმ ექიმს შეუძლია გესაუბროთ, ვინც გაეცნობა რეალურ სიტუაციას.
მოგესალმებით, დღეს ვიყავი სტომატოლოგთან და როგორც მითხრა პერიოდონტიტი იყო 1.7 კბილზე. არხები გამიხსნა დამიმუშავა და დროებითი ბჟენით გამომიშვა, შეშუპება დაიწყო კბილმა 10 საათის შემდეგ პლუს ამას არაადამიანურად მტკივა, ჩემით მივიღე გამაყუჩებელი და სოდიანი სავლები, რა ვქნა, როგორ მოვიქცე ან რისი ბრალია?
კბილის ფესვში შეიძლება რამდენიმე არხი და შესაბამისად რამდენიმე ნერვი იყოს. როგორც ჩანს რომელიმე არხში ნერვია დარჩენილი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ექიმი ყველა არხს ვერ პოულობს და ეს შემდგომში იწვევს ისეთი ხასიათის ტკივილს, როგორიც თქვენ გაქვთ. ასევე დასაშვებია, რომ რომელიმე მეზობელი კბილიც იყოს სამკურნალო და ეს იწვევდეს ტკივილს. ამიტომ ამ ვარიანტის გამორიცხვაც აუცილებელია.
გამარჯობა. ზედა ყბაზე წინა ორი პირველივე კბილებზე, ღრძილთან ემალი მაქვს გათხელებული, ოღონდ ეს არ გავს სოლისებრ დეფექტს, რადგან არც ყვითელია და არც ცივზე-ცხელზე არმაქვს რეაქცია. თუ კბილის ჩხირით შევეხები კი ვგრძნობ სულ სულ ოდნავ რაღაცას. სოლისებრი დეფექტი ვიცი როგორც გამოიყურება და ჩემი ემალი თითქოს ამოთალესო, ღრძილის ოდნავ დაბლა ანუ ღრძილის რკალი მაქვს და ამ რკალის დაბლაა ჩაღრმავება და მერე ისევ სქელდება. ექიმთან ვიყავი დღეს და იმანაც თქვა არ გაქვს სოლისებრი დეფექტიო, მაგრამ რესტავრაცია გავაკეთოთო და მე არ მინდა წინა კბილებს შევეხო. რას მეტყვით ასე რომ დავტოვო და მოვუარო წინ ხომ არ წავა ეს ემალის გათხელება?
აუცილებლად უნდა გაირკვეს მიზეზი თუ რა იწვევს მინანქრის განლევას. შესაძლოა ეს იყო ღრმა თანკბილვა, როდესაც ზედა კბილები ეხება და ცვეთს ქვედა კბილების ყელს, ან კბილების გახეხვის არასწორი ტექნიკა, როოდესაც აგრესიული ჰორიზონტალური მოძრაობები ცვეთს კბილის ყელს, ან რაიმე სხვა. თუ ამჟამად არ გაწუხებთ, კბილის მგრძნობელობა აწეული არ არის, მაშინ რესტავრაციის ჩატარებაც აუცილებლობას არ წარმოადგენს. მაგრამ მიზეზის მოხსნის გარეშე პროცესი წინ წავა.
ერთი პერიოდი ნახშირით და სოდით ვიხეხავდი (მე უგუნური) კვირაში 2ჯერ კბილებს და ვფიქრობ მაგან გამოიწვია და პლიუს არასწორი ხეხვის მანერამ. ეხლა გამოვასწორე და ფრთიხლად ვიხეხავ. ძალა ადგებოდა მაგ კბილებს. ჰორიზონტლურად ვიხეხავდი. ეხლა როცა ვიცი მიზეზი და ნაპოვნია ემალის გაცვეთის მიზეზი რას მირჩევთ? შევეშვა და იყოს ასე? არ მაწუხებს. სხვა კბილები არ მაქვს გაცვეთილი ანუ მხოლოდ ამ წინა კბილებზე მოდიოდა ეტყობა ამ ნახშირის და სოდისგან დატვირთვა და მახსოვს მართლა “გიჟურად” ვიხეხავდი წინა კბილებს:(
შეიძლება ბარემ ერთი კითხვა დაბჟენაზე აქვე დავსვა: წინა კბილზე პირველივეზე გვერდით მგონი მაქვს კარიესი ან ლაქაა არვიცი, თუ კარიესია ისეთი ბჟენი ხომ არსებობს რომ არ შეემჩნეს ფერით რომ ბჟენია და ვინმე რომ შემხედავს ვერ მიხვდეს რომ დაბჟენილი მაქვს?
ძალიან დიიდი მადლობა
ნახშირი, სოდა და სხვა აბრაზიული საშუალებები მართლაც დამანგრევლად მოქმედებენ კბილის მინანქარზე. ამას დამატებული ხეხვის არასწორი ტექნიკა (ჰორიზონტალური). მაგრამ იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ რომ ახლა თქვენი ტექნიკა სწორია, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პაროდონტოლოგთან პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის წესების თაობაზე.
თუ სიმპტომები არ გაქვთ (კბილების მგრძობელობის მომატება), შესაძლოა დარჩეს ისე როგორც არის. ესთეტიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ვინირების გაკეთება.
კარიესს ან ლაქას ადვილად დაადგენს სტომატოლოგი ან იგივე პაროდონტოლოგი, როცა კონსულტაციისთვის მიმართავთ. რათქმაუნდა ბჟენი ისეთი უნდა გაკეთდეს, რომ კბილის ქსოვილისგან არ გამოირჩეოდეს. ამისათვის ყველა საშუალება არსებობს დღეს სტომატოლოგიაში, თუ ექიმი ფლობს შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას.
Gamarjoba
Wina or kbiltan gamishavda grdzili da mainteresebs sashveli aris tu ara
სამი თვის წინ დავიპლომბე ზედა მესამე კბილი,საკმაოდ დიდი ფესვები აქვსო მითხრა ექიმმა,ნერვის მოკვლა გახდა საჭირო,როდეს გარედან ვაჭერ ხელს ტუჩის თავზე,ცხვირის გვერდით საშინელი შეგრძნება მაქვს,თითქოს კბილის ფევს ვეხები და მტკივა თითის დაწოლით,ძალიან შევშინდი, რეტგენი კი გადამიგეს მაგრამ ვერაფერს ვხედავთო,რა შეიძლება იყოს ამ ტკივილის მიზეზი.:(
გაამრჯობა, დღეს მოვიკალი ნერვი და ექიმმა არხი დამიხურა პლომბით. მითხრა, რომ რენტგენს რომ მომიტან დავაკვირდები არხები რამდენად კარგად დავხურეო და მერე დაგიბჟენო. ( შეიძლება დასამატებელი იყოსო.) კიდევ მითხრა შეიძლება ძლიერი ტკივილები გქონდესო ამ ორი დღის მანძილზეო. ნორმალური იქნება ძლიერი ტკივილი ? და მაინტერესებს რამდენად საშიშია თუკი არხში კარგად არაა შესული ? მადლობა წინასწარ!
გამარჯობა. აუცილებელია, რომ არხი ბოლომდე იყოს დაბჟენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება სივრცე, სადაც მრავლდება ბაქტერიები და ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესი, რაც გამოხატება ფესვის მწვერვალის ირგვლივ ძვალში ჩირქოვანი კერის ჩამოყალიბებით. არხები რამდენად კარგადაა დაბჟენილი ამის კონტროლი ხდება რენტგენოგრამით იმავე პროცედურაზე. თუ საჭიროა, ხდება დამატება და ისევ კონტროლი. თუ კლინიკაში, სადაც იტარებთ მკურნალობას, რენტგენის აპარატი არ არსებობს, გირჩევდით სხვა კლინიკას მიმართოთ. არხების ხარისხიანი მკურნალობისთვის აუცილებელია რენტგენით კონტროლი. ამისათვის ხშირად რამდენიმეჯერ არის საჭირო გადაღება პროცედურის განმავლობაში.
გამარჯობათ დაახლოებით ერთი წლის წინ დავიპლომბე კბილი იმის მერე კიდევ ოთხი თვის წინ თავიდან დამიპლომბა სტიმატოლოგმა ნერვი მოკლულია,ეხლა ძაან მაწუხებს ყრუდ მტკივა თითქმის ყოველ დღე და განსაკუთრებიყ ღძილს რო ვეხები ტვინში მირტყავს ტკივილი,რა შეიძლება იყოს ???
თუ შეიძლება დააზუსტეთ, რა მიზეზით გახდა საჭირო განმეორებით მკურნალობა 4 თვის წინ.
გამარჯობათ დღეს გადავიღე რენდგენი დაპლომბილ კბილზე რომელიც მტკივა ხუთი დღეა,მითხრა რო ინფექცია მაქვს ,დაპლომბის დროს რაღაც ბაქტერია მოხვდა შიგნით და ამიტომ,არხები არის ნორმალურადო ,გამომიწერა ანტიბიოტიკი 7დღე და იბუპროფენი კიდევ,მითხრა რო ეს დროებით შემიჩერებს ტკივილს და არის საჭირო ქირურგიული ჩარევა და ასე გაწმენდა ,რას ფიქრობთ ???არ შეიძლება ანტიბიოტიკით მეშველოს მარტო?
არა, ანტიბიოტიკი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა ამ შემთხვევაში.
გამარჯობა, მაინტერესებს მტკივნეულია თუ არა ანესთეზიით ქვეყა ყბის კბილის ნერვის მოკვლა… ძალიან მგრძნობიარე ვარ ტკივილზე და შესაძლოა გულზეც წამივიდეს, რა შეიძლება რო გამიკეთოს ისეთი ექიმმა რომ ვერაფერი ვიგრძნო?… მადლობა წინასწარ.
gamarjoba.kbilebi daviplombe2wlos win.eqimtan rentgeni gadavige sadac agmochnda rom arxebshi bolomde araa shesuli stomatologi.tkivili an raime msgavsi ar mawuxebs.ramdenad shesadzlebelia antebiti procesi daiwyos da ras mirchevt gavaxsnevino tu ara kbili da axlodan davibjino.madloba winaswar
მოულოდნელად გამწვავების ალბათობა ყოველთვის არსებობს. რათქმუნდა აჯობებს გეგიურად თავიდან ჩაიტაროთ სრულფასოვანი მკურნალობა. იმასაც გააჩნია, რა იყო თავდაპირველი დიაგნოზი, რამდენია დარჩენილი არხში დაუბჟენელი და არის თუ არა ამ ეტაპზე ცვლილება ფესვის მწვერვალზე ძვალში. ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ ექიმთან ერთდ გადაწყვეტილება.
გამარჯობა, ადრე ცუდათ ნამკურნალევი კბილი ამტკივდა, რის შემდეგაც მივმართე ექიმს, მან მითხრა და ჩემი ტვალითაც ვნახე რომ ფესვზე იყო დიდი ანთებითი პროცესი, მითხრა რო მკურნალობას ცდიდა კბილის გადასარჩენად, არხები გამიხსნა და გამისუფთავა, ღიად დამიტოვა რამოდენიმე კვირის განმავლობაში და წამალს მიდებდა რადგან ყველა გასუფთავების შემდეგ მაინც იყო ანთებითი პროცესი, საბოლოოდ როცა თითქმის შემცირდა ანთება, წამალი გადამიტანა ბოლომდე, არხები დამიპლომბა და დამიხურა კბილი, მაგრამ ერტი კვირაა საშინელი ტკივილი მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე უბრალოდ ვერ ვძლებ, ექიმმა მითხრა რომ ეს ბუნებრივია და ცოტა კიდე უნდა დავაცადო, შეიძლება ოდნავ შემსუბუქდა ტკივილი მაგრამ მაინც ძალიან მტკივაა, რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?
დიდი ზომის ანთებითი პროცესის დროს რეკომენდებულია ამ კერის მოშორება ქირურგიულად, რადგან არხის ღრუდან მიდგომა და მითუმეტეს ღია დატოვება კვირების განმავლობაში შედეგს არ იძლევა. ასეთი ტკივილი ბუნებრივი არ არის და თუნდაც ანტიბიოტიკების ფონზე ორგანიზმს გაუჭირდება ჩირქოვან პროცესთან გამკლავება, როდესაც კერა დიდი ზომისაა.
გამარჯობა, მაქვს გულსისძარღვთა პრობლემები და არშეიძლება ძლიერი ნემსის გაკეთება, უადრენალინო ნემსები კი არ მოქმედებს. საღეჭი კბილის არხებში მაქვს დანაწერვებული მკვდარი ნერვები და ძალიან რათულია მისი ამოღება, ნემსის ჩასვლის დროს კი გაუსაძლისი ტკივილები მაქვს. იქნებ არსებობს გამოსავალი. მადლობა.
ასეთ შემთხვევაში იყენებენ არხშიდა ანესთეზიას, რისთვისაც თავისუფლად შეიძლება ადრენალინიანი ანესთეტიკის გამოყენება, რადგან იგი ორგანიზმში არ აღწევს. ანესთეტიკის შეყვანა ხდება უშუალოდ არხში, სადაც ნერვის ნარჩენებია. არის კიდევ ერთი ალტერნატივა — ინტრალიგამენტური ანესთეზია, როდესაც ანესთეზია კეთდება კბილის ირგვლივ იოგში. ამ დროს ძალიან მცირე რაოდენობით ანესთეტიკი შედის, რაც პრაქტიკურად საფრთხეს არ წარმოადგენს. ბოლოსდაბოლოს შესაძლებელია პრემედიკაციის ჩატარება და ორგანიზმის მომზადება ანესთეზიისთვის. ამისათვის თქვენს მკურნალ ექიმთან (გულ-სისხლძარღვთა დაავადების სპეციალისტთან) უნდა გაიაროთ კონსულტაცია.
Gamarjoba gtxovt mipasuxot, meore dghea rac gavikete wina frontalur kbilze bjeni manamde mqonda droebiti dghes sasa shemishupda da tkivili maq dakakunebaze, covze da cxel sakvebze rogor moviqce gtxovt mirchiot
თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, ჩატარდა თუ არა არხის მკურნალობა.
გამარჯობათ, წინა მარცხენა ეშვი მქონდა დაახლოვებით 20 წლის წინ დაპლომბილი, 4 წელია სიცივეებზე მეწყება შესიება და ყრუ ტკივილი მაგრამ ეგრევე გადადის, გადავიღე სურათი და მაქვს კბილის ფესვზე პატარა კისტა, გადავწყვიტეთ რომ გაგვეხსნა არხი და გვემკურნალა, მაგრამ არხის გახსნის დროს ექიმს გაურთულდა არხის გახსნა და კბილის ფესვი გაიხრიტა, ეხლა მკურნალობს აღდგენაზე, რაგაც წამალი შეუშვა კბილის დაზიანებულ ღრუში, ეხლა მაქვს ყრუ ტკივილი და ცოტათი შესიება…. მეგობარმა მირჩია რომ მომეძებნა ექიმი რომელიც მიკროსკოპით გახსნიდა არხს. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, შემდგომში რაიმე პრობლემებს ხომ არ შემიქმნის ფესვი რომ გაიხვრიტა? და რა გზით გავნაკძო მკურნალობა…..
ფესვის გახვრეტა ანუ პერფორაცია უაღრესად არასასურველი შემთხვევაა არხის მკურნალობისას, თუმცა ძალიან ხშირად ხდება განსაკუთრებით ძველი დაბჟენილი არხების შემთხვევაში. გართულების ალბათობის პროგნოზირებისთვის მნიშვნელობა აქვს რომელ უბანში მოხდა პერფორაცია და რამდენად დაბინძურებული იყო არხი. ადრე ასეთ კბილებს პირდაპირ იღებდნენ. ახლა უკვე არსებობს კბილის შენარჩუნების საშუალებები. თუ ექიმი ფლობს ასეთი შემთხვევის მენეჯმენტის ტექნიკას, გართულების რისკი მცირდება. მიკროსკოპი მრავალჯერადად აადვილებს ფესვის არხში მუშაობას და მკურნალობის ეფექტურობას ბევრად ზრდის. მაგრამ კაბინეტში მიკროსკოპის არსებობით ნუ შეარჩევთ ექიმს, რადგან მხოლოდ გამოცდილი ექიმის ხელშია მიკროსკოპი ეფექტური საშუალება. თუ გაქვთ საშუალება მოხვდეთ ბათუმში, შემიძლია გირჩიოთ ასეთი ექიმი.
Gamarjobat.ramdenime dgis win daviplombe kbili.sadac amteba mqonda da titqmis ati dges mandzilze vmkurnalobdi.daplombvidan meore dges damewyo yru tkivili.kbils kbilze ver vadeb.gamayucheblis gareshe ar gadamdis es tkivili.ra xdeba ,shegidzlliat mipasuxot? I
როგორც ჩანს არხში ისევ ინფექციაა. გირჩევდით მიმართოთ უფრო კვალიფიცირებულ ექიმს, რომელიც არხების მკურნალობის (ენდოდონტიის) სფეროში სპეციალიზდება.
გამარჯობა. საღეჭი კბილი დავიპლომბე 5 დღის წინ. კარიასი ღრმად მქონია. ნერვი შემინარჩუნდა. იმის მერე საკვების მიღების დროს კბილის კბილზე დაჭერისას მტკივა ეს კბილი. რა შეიძლება პრობლემა იყოს? ექიმი მეუბნება დავიცადოთ სანამ ნერვს მოვკლავთო.
როდესაც ღრუ ღრმაა და ახლოსაა “ნერვთან”, დაბჟენის შემდეგ მგრძნობიარეა ხოლმე კბილი დაჭერაზე. თუ ორგანიზმმა შეძლო და ქსოვილის შრე ბჟენსა და “ნერვს” შორის თანდათან გასქელდა, მგრძნობელობაც გაივლის. სხვა შემთხვევაში ტკივილი უფრო ინტენისური გახდება და საჭირო იქნება არხის მკურნალობა. ამიტომ დააკვირდით ტკივილის ხასიათს. თუ უმიზეზო ტკივილი გაგიჩნდათ, ან ღეჭვისას დაწყებული ტკივილი გაგრძელდა, მაშინ რეკომენდებულია დროულად ჩატარდეს არხების მკურნალობა, რადგან შესაძლოა “ნერვი” ასეთი გაღიზიანებების შედეგად “მოკვდეს”, სიმპტომები გაქრეს, მაგრამ მომავალში ჩირქოვანი პროცესის სახით იჩინოს თავი და გაგიმწვავდეთ.
გამარჯობა
ერთი კვირის წინ დავიპლომბე კარიესიანი კბილი რომელზეც ტკივილები დამეწყო. კბილს კბილზე ვერ ვაჭერ საკვების ღჭვახ მიჭირს თუ ვჭამ მაშინვე მტკივდება.
ექიმმა მითრა პლომბი ნერვთან არის ახლოსო და ანტიბიოტიკი დამინიშნა მითხრა ასე ერთ კცირაში სულ გაქრება ტკივილებიო. ტკივილები გამაყუჩებლის გარეშე არ გამდიოდა ახლა ასე 10 წუთის მერე გადის თავისით. თქვენი აზრით ნერვის მოკვლა საჭიროა თუ გავა ტკივილები?
ტკივილი რომ შემცირდა ეს კარგია, მაგრამ წესით დაჭერის შემდეგ მომენტალურად უნდა ქრებოდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტკივილის შემცირების მიზეზი შეიძლება “ნერვის კვდომაც” იყოს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია როგორი იყო პირვანდელი მდგომარეობა, დიაგნოზი, რა ტექნიკით ჩატარდა მკურნალობა. პროგნოზირება ამის მიხედვით ხდება. როდესაც ვერ ვიღებთ “ნერვის მოკვლის” გადაწყვეტილებას, ასეთ კბილი დაკვირვების ქვეშ რჩება. თავიდან 3, შემდეგ კი 6 თვის, 1 წლის შუალედით ხდება ნერვის მგრძნობელობის შეფასება. თუ მგრძნობელობა არ იკლებს, ესეიგი ნერვს არაფერი ემუქრება. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილების გაქრობის შემდეგ ნერვი მკვდარია, იგი განიცდის გახრწნას და ჩირქოვანი პროცესი იწყება. რაღაც მომენტში კი აუცილებლად გამწვავდება და ძლიერი ტკივილებით შეგახსენებთ თავს.
Gamarjoba.titqmis yovel tve misivdeba grdzili da dzaan mtkiva.mitxres kista geqnebao.xan sisxli momdis da xan tetrad gadmomdis.vistan sheidzleba rom mivide.an operacia rogor ketdeba?(sashinlad meshinia nemsis) 😦
თითქმის ყოველთვის ასეთ შემთხვევაში მიზეზი კბილია და უმეტეს შემთხვევაში კბილის არხების მკურნალობით გვარდება პრობლემა. არ არის აუცილებელი, რომ ოპერაცია დაგჭირდეთ. შესაძლოა ანესთეზიაც კი არ დაგჭირდეთ, თუმცა ნემსის შიში როგორმე უნდა დაძლიოთ, რადგან ეს ხელს შეგიშლით თუნდაც სხვა კბილებზე დროულად ჩაიტაროთ მკურნალობა და არ დაკარგოთ. თუმცა კბილის ამოსაღებად საბოლოოდ მაინც ანესთეზია გჭირდებათ. როცა საქმე კბილების მკურნალობას ეხება, დაკარგული დრო ძვირად ფასობს.
გამარჯობა , კბილი მქონდა დაზიანებული ეშვი, მივედი ექიმთან, ცოტა მტკიოდა,გამიბურღა და არხებშიც შევიდა, ნერვი უკვე მკვდარიაო მითხრა ღია დამიტოვა და 2 დღეში დამიბარა, ჭამის დროს ბამბა ჩაიდე და სავლები ივლე მარილი და სოდაო, ასეც ვიქცეოდი, ტკივილით არ მტკიოდა მაგრამ თითს რომ ვიდებდი ცხვირთან მტკიოდა, რომ მივედი ორი დღის მერე ექიმთან კიდე ღრმად შევიდა ფესვებშიდა გამოწმინდა , მტკიოდა და გამაყუჩებელიც გამიკეთა, მაგრამ მარტო ტუჩი გამიბჟუვდა, ჩამიდო რაღაც წამალი და ორ დღეში დამიბარა, იმის მერე სულ მტკივა ყრუდ, და ტკიილიც თითქოს ხელს რო ვიდებ გარედან ზევით ზევით ადის, თითქოს მისივდება ასეთი შეგრძნება მაქვს, რა ვქნა/ საშიში ხომ არ არის სხვა სტომატოლოგს ხომ არ მივმართო?
gamarjoba ori kviris win daviplombe kbili orxi dgea sashinlad mtkiva da hamosivda qveda yba eqims davureke da sodiani wyali ivleo ar mshvelis ufro gamisivda da ra gavaketoo eqimi ara klonikashi 5 ricxvamde ar iqneba
ასეთ შემთხვევაში საჭიროა არხების გახსნა და მკურნალობა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცხელი სავლები. საერთოდაც სავლების გამოყენებას ასეთ სიტუაციაში აზრი არ აქვს. უფრო ეფექტურია ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც არასტეროიდულ ანთებისსაწინაღმდეგო საშუალებას წარმოადგენს (როგორიცაა ნიმესილი ან იბუპროფენი). თუმცა ხანგრძლივად მისი გამოყენება არ შეიძლება და შეეცადეთ რაც შეიძება მალე ჩაიტაროთ მკურნალობა.
გამარჯობათ რამდენიმე დღის წინ დავიპლომბე ზედა მე5 კბილი უკვე მეორეჯერ. მქონდა ნანემსარისგან ტკივილი და ექიმმა მითხრა სავლები ივლე და გაგიბლისო და გამიარა. დღეს კბილი ამტკუვდა, ანუ კბილხე კაკუნისას მტკივა და რა ვქნა ? ატავიდან არის დასაპლომბი? კბილს ხომ არ დავკარგავ ?
ამ ვადაზე საჭიროა ანესთეზიის სიფრთხილით გამოყენება, ადრენალინის გარეშე. მეორეს მხრივ ტკივილის ფაქტორიც არანაკლებ პრობლემატურია და აუცილებელია მისი მოხსნა. მაგრამ პირველ რიგში მეან-გინეკოლოგთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია ამის თაობაზე.
Grdzilebis anteba makvs 2 gamea ar damadzina ,ert kbilshi chirqi maqvs rogorc zedapirulad shevatyvee da dges gamit damiayoo gaxurebaa yovel 10 wutshi civi wyali tuargamovivlee albaatt 13 wutss vegar gavudzleebb dilamdee ase vaarr rame mirchieee
გამოსავალი ერთია, უნდა მიმართოთ ექიმს და ამ კბილზე ჩაიტაროთ არხების მკურნალობა. ღრძილების პრობლემა ცალკე საკითხია და ამისათვის ექიმ-პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ.
გამარჯობა 5 დღის წინ დავიპლომბე ქვედა 2 კბილი ერთად ექიმმა მეორე დღესვე დამიპლომბა, ნერვი მკვდარია ყრუ ტკივი მაწუხებს რომელიც ნაწილობრივ გადაეცემა ყურსაც ხომ ვერ მეტყვით რამდენ ხანშია შესაძლებელი ამ ტკვილი მოხსნა ? მადლობა წინასწარ
ასეთი გადაცემითი ხასიათის ტკივილი ცოცხალი კბილისთვის (ნერვისთვის) არის დამახასიათებელი. მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე მეზობელი კბილი ან ნარჩენი ნერვი ფესვის არხში. საჭიროა მიზეზის პოვნა და შესაბამისად მკურნალობა.
გამარჯობათ.ორი თვის უკან დავიპლომბე კბილი.ანთება იყო კბილის წვერზე.გადავიგე ახლახან შემოწმების მიზნით .ანთება ისევ არის დარჩენილი.არც ანტიბიოტიკი გამომიწერეს და არც სავლები.რეზიდენტებთან ექიმის დახმარებით მოხდა ეს.წავიკითხე მარილის სავლებიაო კარგი.რას მირჩევდით?რამე თუ დავღეჭე ცოტა მაგარი მიღიზიანდება
არა, ამ შემთხვევაში სავლები და მითუმეტეს მარილის ეფექტური არ იქნება. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ფესვის მწვერვალზე არსებული ანთება თანდათან მცირდება და ქრება. ამას დროს სჭირდება. საკონტროლო რენტგენზე თუ ეს პროცესი ფიქსირდება ესეიგი ყველაფერი კარგადაა. თუ სურათი არ იცველება და ამასთან ერთად გაწუხებთ, მაშინ ანტიბიოტიკების დანიშვნა და მითუმეტეს სავლები გამოსავალი არა არის. სსავარაუდოდ თავიდან იქნება სამკურნალო არხები, ან მეორე გზა არის ფესვის მწვერვალის მოკვეთა გარედან ქირურგიული გზით. ეს მცირე ქირურგიული პროცედურაა, რომელსაც ქირურგი სტომატოლოგი ატარებს და ასეთი გზით ხდება ინფექციის კერის მოშორება არხების თავიდან გახსნის გარეშე.
გამარჯობათ.15დღის წინ ქვედა მეექვსე კბილზე დამჭირდა ნერვის ამოღება.გამიყუჩეს ულტრაკაინით ამ დროს ენაზეც ვიგრძენი არასაიოვნო ჩხვლეტა.ექიმმა მითხრა ენაზე არა მი ქვეშ გავაკეთე რომ გაითიშოს კბილიო.ასეთმა გაყუჩებამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა.ამის მერე 15დღეა გაბიჟებული მაქვ ენის მარჯვენა მხარე ისეთი უსიამოვნოა უკვე ამის ატანა აღარ ვიცი რა ვიღონო.ექიმმა გაგივლისო.ამიხსენით გთხოვ როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან.წინასწარ გიხდუთ მადლობას.
მე ენა მაქვს გაბუჟებული რადგან როგორც ზემოთ მოგწერეთ გაბრუება ვიგრძენი ენაზე.და რომ ვკითხე ენის მარცხენა ა მხარეც გავთიშეო ახლა მეწვის როცა ცხარეს მივირთმევ.ძალიან ცუდ დღეში ვარ.ნუთუ არ შეიძლება ამ დისკომფორტის მოხსნა?
ქვედა ყბაის საღეჭ კბილებზე ანესთეზიის ჩატარებისას ქვედა ყბის ნერვთან ერთად ითიშება ენის ნერვიც, რადგან ანატომიურად ერთად მდებარეობს. ჩხვლეტა კეთდება ქვედა ყბის ბოლოში, ბოლო კბილის უკან. ამიტომ ენაზე დაბუჟების შეგრძნება ანესთეზიის მოქმედების დროს ბუნებრივია. მაგრამ როგორც ჩანს ნერვის ტრავმირება მოხდა, რადგან დაბუჟების შეგრძნება დარჩა. ის ფაქტი, რომ გაჩნდა წვა და მთლიანად დაბუჟებული აღარ არის, ნიშნავს რომ აღდგენის პროცესი მიდის. სამწუხაროდ, მხოლოდ უნდა დაელოდოთ და გამაღიზიანებელ ფაქტორებს მოერიდოთ. პროცესის დასაჩქარებლად ასეთ შემთხვევაში რაიმე ეფექტური მეთოდი არ არსებობს.
კბილზე მკურნალობა არ მაქვს დამთავრებული .მხოლოდ ნერვი ამოიღო .ამ დაბუჟების მერე არ გამიგრძელებია მკურნალობა .შეიძლება ამდენი ხანი დაყოვნება .თან ანესსთეზიაც დამჭირდება მკურნალობის გასაგრძელებლად და კიდევ უარეს დღეში არ ჩავვარდე.როგორ მოვიქცე მირჩიეთ?
გაუგებარია რატომ არ დასრულდა არხების დაბჟენა იმ ვიზიტზე, როცა ნერვის ამოიღება მოხდა. დაყოვნება შესაძლებელია, თუ არხი სათანადოდ არის მომზადებული მკურნალობის ხანგრძლივად გადადებისთვის. ამ დროს არხში იდება სპეციალური პასტა და იხურება ჰერმეტულად. ანესთეზიას რაც შეეხება, სანამ ნერვის მგრძნობელობა არ აღდგება ალბათ აჯობებს ჩატარდეს სხვა ტექნიკით.
გამარჯობათ, პირველ რიგში ძალიან კარგი საიტი გაქვთ, ზოგადად ინფორმაციაც კარგად არის გადმოცემული მაგავსი თემატიკის საიტი ქართულად სხვა ნამდვილად არ მინახია. თან უფასო კონსულტაციაც გაქვთ, გამეხარდება თუ უფრო წარმატებული იქნება როგორც თქვენი საიტი ისევე თქვენც 🙂 ერთი კითხვა მაქვს, 6 თვის უკან კავიკთე მესამე კბილის დაბჟენა, ორი დღის მერე ისევ ამტკივდა ისეთი ტკივილით გეგონა ვინმე ნემსის წვერს ურჭობდა კბილის ფესვში. თაბ ტკივილი იწყებოდა კბილის ქვედა მხრიდან და ადიოდა ფესვამდე. მოკლედ მივედი სხვასთან იმან არასწორად არის დაპლომბილიო, ბოლომდე არ იყო გაწმენდილი კარგად და პლომბიც არხში ალაგ ალაგ იყო. დავიპლომბე თავიდან, რაც ვუყურე მართლა კარგად დაბჟინა. ეხლა რამოდენიმე კვირაა ცხვირის ნესტოსთან რომ ვიჭერ თითს ტკვილის შეგრძნება მაქვს, სადღაც ამ კბილის ფესვთან სავარაუდოდ და რა შეიძლება იყოს და რა ინდა ვქნა? თან ამ კბილზე დენტალური ხიდია დამაგრებული ინტერნეტში წავიკითხე შეიძლება ხიდს ქვემოდან გაბურღვა და ისე დაპლომბვა. მადლობა წინასწარ
დიდი მადლობა, რომ მოგწონთ ეს საიტი 🙂
ასეთი შეგრძნება, ანუ ტკივილი თითის დაჭერისას ნორმალურია ეშვის შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ წინა მკურნალობის პრობლემას. ეს სიმპტომი მკურნალობის შემდეგ ჩნდება და თანდათან უნდა შემცირდეს. მაგრამ რეალური სურათი აუცილებლად გამოჩნდება რენტგენზე. იმ შემთხვევაში, თუ არხის თავიდან მკურნალობაა საჭირო, კბილზე დამაგრებული ხიდის გვირგვინის გაბურღვა არავითრ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. ეს ხიდს დაასუსტებს და მისი მომსახურების ვადას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასეთ შემთხვევაში უფრო სწორი იქნება ფესვის მწვერვალის რაზექცია გარედან ქირურგიულად.
ასეთ შემთხვევაში მიზეზს წარმოადგენს ინფექცია ფესვის არხებში. თუ კბილი “ცოცხალი” იყო და მხოლოდ კარიესი იყო დაბჟენილი, სავარუდოდ რაიმე ფაქტორმა “ნერვის კვდომა” გამოიწვია, რაც ინფექციის მიზეზია. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს მაგალითად ღრმა კარიესის გამო ნერვის ანთება. თუ არხებიც დაბჟენილი გქონდათ, ამ შემთხევაში მიზეზი არხების არასათანადო მკურნალობაა, რის შედეგადაც არხში დარჩა ინფექცია. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია არხების მკურნალობა.
გამარჯობა. რამდენიმე დღოს წინ დავიბჟინე ქვედა მარჯვენა მეექვსე კბილი. სამი ვიზიტი დამჭირდა არხები დამიპლომბა. გავაკეთებინე ძლიერი ანესთეზია რამე მაქვს ხოლმე ძლიერი ტკივილები.შეგრძმება მაქვს რომ ყურთან მაქვს დახშული რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მადლობა წინასწარ.
სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გაჩენა არ უნდა იყოს ანესთეზიასთან კავშირში.
გამარჯობა, სამი დღეა, რაც სასაზე, კარიესული კბილის ქვევით, დაახლოებით ამ კბილიდან 2-სმ დაშორებით, შევამჩნიე დაახლოებით 3მმ-იანი სიგანის წამონაზარდი, რაც ხელის დაჭერისას მტკივნეულია, თორემ სხვა შემთხვევაში, შეიძლება არც შემემჩნია, იმდენად მცირედით არის ამოწეული, ასევე ცოტა მაგარიც არის და უმნიშვნელოდ შეწითლებულიც, ასევე, ამ მხარეს ამომდის სიბრძნის კბილი, ოღონდ თავისით ვერ ამოდის, დახრილია და საოპერაციოა, ასევე 2 თვის წინ დავიპლომბე დაჩირქებული კბილი და მგონი ისევ გამიმიზეზდა და რა მაინტერესებს, ამ სამიდან, რომელიმეს ხომ არ შეეძლო ეს რომ გამოეწვია?? ისე, ტკივილით არც კარიესული კბილი და არც სიბრძნის კბილი არ მტკივა და მაინც შესაძლებელია ამათ გამოეწვიათ? ბოდიშს გიხდით დიდი ტექსტისთვის, მაგრამ ძალიან შევშინდი რამე უფრო სერიოზული ხომ არ შეიძლება რომ იყოს:/ წინასწარ გიხდით ძალიან დიდ მადლობას. 😊 ❤️️
მიზეზობრივი კბილის გარკვევა მარტივად შეიძლება რენტგენით. ის, რასაც აღწერთ როგორც “წანაზარდი”, რეალურად შეიძლება იყოს ფისტულაც, რომელიც კბილს უკავშირდება და ლორწოვანი გარსის ახალწარმონაქმნიც. ამიტომ პირველ რიგში კბილი უნდა გამოირიცხოს და შემდეგ დანარჩენი.
გამარჯობათ,,რამდენიმე წლის წინ დავიპლომბე საღეჭი მეექვსე კბილი, სექტემბერში პლომბის ნაწილი ამომივარდა და ძალიან მეშინია ექიმთან მისვლის, ახლა გამოხრული მაქვს ნახევრად და ნახევარი პლომბი ისევ მაქვს, არის კბილის გადარჩენის შანსი? ან ექიმთან მისვლისას იმ ძველ პლომბს ამომიღებენ ხომ?
გვირგვინის ძლიერი დაშლის შემთხვევაშიც შეიძლება კბილის შენარჩუნება. არ არის აუცილებელი რომ ამოსაღები იყოს. მაგრამ თუ რა შანსები აქვს კბილს რეალურად, ამას მხოლოდ ექიმი გეტყვით გასინჯვის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ არც მეტი დრო გადის, ეს შანსები სულ უფრო მცირდება.
გამარჯობა, ვარ 21 წლის, დღეს გავიკეთე კბილის არხების განბჟენა ანუ ცუდად მქონდა დაპლომბილი მე-6 კბილზე, სამივე არხი გამისუფთავა ძალიან კარგად ექიმმა, არხები ღიად დამიტოვა 2 დღით და 2 დღეში უნდა დამიპლომბოს მაინტერესებს სოდიანი წყალი საზიანო იქნება რო გამოვივლო? ან გვირილის სავლები? ექიმს ვერ ვუკავშირდები რო ვკითხო, წინასწარ მადლობა
არა, საზიანო არ იქნება. პირიქით. რადგან კბილი ღიაა, ხშირად უნდა გამოივლოთ, რომ საკვების ნარჩენები არ მოხვდეს არხში. ასევე ჭამის დროს ბამბის ბურთულა უნდა ჩაიდოთ კბილის ღრუში. იმედია გაგაფრთხილათ ექიმმა.
ვარ 21 წლის, დაახლოებით 2 წლის უკან დავიპლომბე კბილი არხებიანად რომელიც იმ დროს არ მაწუხებდა უბრალოდ კარიესი რო დავინახე ეგრევე ექიმთან მივედი რასაც ძაან ვნანობ, ექიმი აღმოჩნდა არაპროფესიონალი არხები ბოლომდე არაა დაპლომბილი მითხრეს რო საჭიროა არხების თავიდან გახსნა, ერთმა ექიმმა მითხრა რომ საშიშია არხების თავიდან გახსნა და 80%ით კბილს დავკარგავ, ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვარ კბილის კბილზე მიდებაზე მტკივა ორი კვირაა და ექიმთან ვერ მივდივარ, არ ვიცი რა ვქნა მართლა ასეთი საშიშია? მე 6 კბილზეაქ საუბარი ქვედა ყბაზე, არც ის ვიცი ვისთან მივიდე სტომატოლოგიურ კლინიკას ვერ მირჩევთ? ან იქნებ დაზუსტებული ინფორმაცია მომაწოდოთ არხების ხელმეორედ გახსნაზე? ძალიან ვნერვიულობ და არ ვიცი რა გავაკეთო თუ რაიმე რცევით მაინც დამეხმარებით ძალიან მადლობელი ვიქნები
არასრულად დაბჟენილი არხების პრობლემა ძალიან ხშირია, აუცილებელია თავიდან სრულყოფილად მკურნალობა და ამაში არაფერი საშიში არ არის. კბილის ნაწილი ამის გამო არ იკარგება, შორდება მხოლოდ დაზიანებული ქსოვილები (რაც აუცილებელია) და რჩება ჯანმრთელი ქსოვილი. იმის მიხედვით თუ რა რაოდენობით ქსოვილი დარჩება, შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი ხელოვნური გვირგვინით დაფარვა ანუ “გადაკვრა”, დასუსტებული კედლების მოტეხვის თავიდან აცილების მიზნით.
ყველაზე მთავარია მიმართოთ პროფესიონალს, რომელიც მუშაობს თანამედროვე სტანდარტებით და აქვს კარგი შედეგები. რეკომენდაციას გავუწევდი ნინო ოსიძეს, კლინიკა “დენტამედი”.
დიდი მადლობა, ანუ შესაძლებელია ხო კბილის გადარჩენა? როგორც მითხრეს კარიესი საერთოდ არ მაქ კბილის იმ ნაწილზე რაც დამრჩა მხოლოდ არხებია ცუდად დაპლომბილი და ამიტო განვითარდა პეროდონტიტიო
რა თქმა უნდა შეიძლება. ცუდად ნამკურნალები არხები თავისთავად არ ნიშნავს რომ კბილი განწირულია ამოსაღებად და მკურნალობა აღარ შეიძლება.
გამარჯობა. მეოთხე კბილის მაღლა წლებია მაქვს გაწითლებული ღრძილი და შემდეგ ღრძილების ანთებაც მქონდა. ვიმკურნალე ანთებაზე და ინსტრუქციასაც მივყვები, ამ მხრივ პრობლემა აღარ მაქვს. თუმცა, რამდენიმე თვის წინ შევატყე ამ კბილს რომ ოდნავ მტკიოდა და პატარაზე სიცარიელეც იყო. ტკივილმა გამიარა, მაგრამ ახლა მაინც მივედი სტომატოლოგთან რომ დამეპლომბა, აღმოჩნდა, რომ ნერვი მოსაკლავი იყო და დამიბჟინა არხებიც, გვერძე კბილიც გაფუჭებული იყო და ის ნერვის მოკვლის გარეშე დაიპლომბა. უნდა მივიდე რამდენიმე დღეში ისევ, დამიბარა . ახლა ამტკივდა, ოღონდ მხოლოდ ჭამის დროს. ისე არ მტკივა. ამ მხარეს საერთოდ ვერ ვჭამ თითქოს მე6 კბილზეც გადააქვს ტკვილი. კი მივალ ამ დღეებში სოტმატოლოგთან, მაგრამ მანამდე მაინტერესებს ეს ორი რამ ( სიწითლე და კბილის გაფუჭება) ერთმანეთთან კავშირშია? ან თუ ტკივილმა არ გაიარა, რა მოხდება ახლიდან დაპლომბავს?
შესაძლოა ტკივილის მიზეზი მეზობელი კბილი იყოს, რომელიც ნერვის მოკვლის გარეშე იმკურნალეთ.
სიწითლეს რაც შეეხება, გააჩნია რა სახის არის და სად მდებარეობს. ყველაზე ხშირად ღრძილის კიდის სიწითლე გამოწვეულია ნადებით (ღრძილზედა ან ღრძილქვეშა), იგივე მიზეზი იწვევს კარიესის გაჩენასაც. კავშირი არსეთია. შესაძლოა ვიზუალურად ნადები არ ჩანს და ჰიგინას კარგად იცავთ, მაგრამ თუ ღრძლქვეშა ნადები არსებობს, ღრძლების დაავადება ადგილზეა და არსად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება ნაკლებად იყოს გამოხატული, ძვლის დაშლა კბილების ირგვლივ გრძელდება ასეთ შემთხვევაში. იგივე მიზეზით იწყება ახალი კარიესებიც. ასეთი შემთხვევების მკურნალობა და დაკვირვება ექიმი-პაროდონტოლოგის მიერ უნდა ხდებოდეს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია.
კბილი მაქ არასწორად დაპლომბილი, რამდენიმე წლის წინ ექიმმა ცუდად დამიპლომბა არხებში პლომბი ბოლომდე არ ჩადო ადგილი დატოვა და ანთება წავიდა, საჭიროა არხების თავიდანგახსნა და ძაან საშიში ხო არაა? არ მინდა კბილი დავკარგო 20 წლის ვარ
2 წელი არ მტკიოდა ეხლა ამტკივდა კბილისვკბილზე მიდებაზე და ვერ გავიგე აქამდე რატო არ მტკიოდა ერთი წლის წინ რენდგენიც გადავიღე მითხრეს ანთებაა ცუდადაა კბილი დაპლომბილიო მარა ამდენი ხანი არ მტკიოდა
ძალაიან ხშირად სწორედ ასე უსიმპტომოდ მიდის პროცესი.
da mainteresebs es patologiuri jibe ganukurnebelia? anu sadgac wavikitxe rom es patologiuri jibe igive periodontituli jibea romelic ganukurnebelia,magram simptomebi rom vnaxe am periodontitis arc sisxli momdis grdzilebidan arc tkivili maqvs ubralod flossze usiamovno suni da tkacuni,sxva araferi…stomatologtan rom viyavi amas araferi eshveleba plombis moxsnas da axlidan mimagrebas azri ar aqvso ertaderti gza flossit shesvla da gamosuftavebaoo 😦 arada am periodontitis simptomebi ar maq,arc kbilebi maq “dagrdzelebuli” da arc grdzilebi maq gawitlebuli an gatetrebuli
განუკურნებელი უკვე აღარაა და საქართველოშიც არსებობს ამის მეთოდები უკვე. მხოლოდ გააჩნია ხარისხს. ანუ სიღრმეს. დიახ, პათოლოგიური ჯიბე იგივე პაროდონტალური ჯიბეა, რომელიც ჯანმრთელი ღრძილის შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს. ანუ ღრძილი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ფესვს. როგორც გითხარით, აუცილებლად უნდა გაირკვეს მიზეზი. და როგორც სწორად ვივარაუდე ამ ადგილას ბჟენი გაქვთ. ეს ყველაზე ხშირი მიზეზია. შესაძლოა მხოლოდ ბჟენის კორექცია საკმარისი იყოს, შესაძლოა ფესვის ზედაპირის ღრმა გაწმენდა დაგჭირდეთ ან მცირე ქირურგიული პროცედურა. მაგრამ მიზეზის მოშორების და მკურნალობის გარეშე პროცესი აუცილებლად პროგრესირებს, ჯიბე ღრმავდება და ფლოსი ვეღარ წვდება. ძალდატანების შემთხვევაში კი დამატებით ღრძილის კიდესაც დაიზიანებთ. აუცილებლად მიმართეთ პაროდონტოლოგს. მაგალითდ კლინიკა “ალბიუსში”. სტომატოლოგი თერაპევტის კვალიფიკაცია საკმარისი არ არის პაროდონტოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ექიმს არ უნდა გაეკეთებინა იგნორირება “ტკაცუნისთვის” და უნდა აეხსნა მიზეზი.
gamarjoba,viyavi stomatologtan da ertert kbilze mitxra rom aq aris patologiuri jibe da veraferi ver ushveliso,am patologiuri jibis meshinia dzalian,arc vici ra aris…flossit rom chavdivar usiamovno suns kidebs am floss zed,ise piris grushi ar maqvs aranairi suni ubralod ai am konkretul jibeshi ro shevdivar flossit sunic aqvs da moyvitalo feric…da kbilis am arealidan sadac jibea enas ro videb titqos mitkacunebs kbili,risi brali sheidzleba iyos da ra movuxerxo ?
ასეთი სიტუაცია ხშირია, როდესაც პათოლოგიური ჯიბის მიმდებარედ არის ბჟენი, ანუ კბილის ეს კედელი ბჟენითაა დაფარული. ტკაცუნი შესაძლოა იმის გამო იყოს რომ ბჟენი მოძრაობს. თავად პათოლოგიური ჯიბე ნიშნავს იმას, რომ ღრძილსა და კბილის ფესვს შორის არის სივრცე, სადაც ნადები რჩება. ჯიბის სიღმის მიხედვით, შესაძლობა ფლოსით მთელ სიღრმეზე გაწმენდას ვერ ახერხებდეთ.
ნებისმიერ შემთხვევაში პათოლოგიურ ჯიბეს აქვს მიზეზი, მითუმეტეს, თუ ზოგადად ღრძილების დაავადება არ გაწუხებთ. აუცილებლად უნდა დათვალიერდეს კბილი. თუ ბჟენი არსებობს, შესწორდეს ან შეიცვალოს. პათოლოგიური ჯიბის მკურნალობა კი შესაძლებელია და უნდა მოხდეს პაროდონტოლოგის მიერ. ამიტომ უმჯობესია თუ ჯერ პაროდონტოლოგს მიმართავთ. http://www.parodontolo.ge — აქ შეგიძლიათ მოძებნოთ პაროდონტოლოგი.
ასეთი ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, როცა ტკივილგამაყუჩებელი არ მოქმედებს, რაიმე სხვა მეთოდი უძლურია. ყბა-სახის ქირურგი მოახერხებს ნერვის გათიშვას და თერაპევტი ჩაატარებს მკურნალობას.
გამარჯობა, გუშინ დამიბჟინეს ზედა მეორე პრემოლარი არხიც და კბილიც ერთ დღეში, ღამით კბილის კბილზე დაჭერისას შემაწუხა ტკივილმა, ასევე ენის მიდების და კაკუნის დროს მტკივა სხვა შემთხვევაში არა, არ მიცდია თან ამ მხარეს ჭამა, რამდენად დამახასიათებელია ტკივილი არხის დაბჟენის შემდეგ და რამდენ ხანში გამივლის? მადლობთ
გამარჯობატ კვირაზე მეტია კბილი დავიპლომბე თავის არხებით. კბილში მიდიოდა ლპობის პროცესი.პირველი პლომბის შემდეგ მეორე დგეს მგრგნიდა მესამე დგეს ამტკივდა.შემდეგ დგეებზე მგრგნიდა აკეთ მხარეს ვერ ვჯამდი ენასაც ვერ ვიდებდი მერე სულ გადამიარაა.ამის გამო გავიკეთე კბილზე რედგენი შემდეგ თავიდან გამისხსნეს არხები და დაიპლომბა რედგენის მიხედვით.მაგრამ დგესაც აკეთ მხარეს ვერ ვჯამ.თუ რაგაც მედება მტკივა წამიერად.ეგაა როცა არხს ამუშავებდნენ დზალიან მტკუოდა პირვრლად.მეორედ კი ოდნავ მტკიოდა. რა შეიძლება იყოს?კბილია ამოსაგები ანუ?
სამწუხაროდ შეუძლებელია რამის თქმა რეტგენის სურათის გარეშე. ექიმს, ვინც გიმკურნალათ უნდა ჰკითხოთ მიზეზი და უნდა აგიხსნათ როგორი პროგნოზი შეიძლება ჰქონდეს ამ კბილს.
ქვედა მეორე პრემოლარი ექიმმა გამიხსნა არხი და დაამუშავა, შემდეგ ჩამიდო ევგენოლში შესველებული ბამბა და დროებითი დამადო, მაგრამ კბილმა. ტკივილი დამიწყო, რისი ბრალია? ან როგორ მოვიქცე?
ევგენოლში დასველებული ბამბა ძალიან დიდი ხანია აღარ გამოიყენება სტომატოლოგიაში. და როცა გამოიყენებოდა მაშინაც შეცდომა იყო. გირჩევთ, რაც შეიძლება მალე მიმართოთ უფრო კვალიფიცირებულ ექიმს, რომ ამოიღოს ბამბა და მიიღოს შესაბამისი ზომები გართულების თავიდან ასაცილებლად.
მოგესალმებით ზედა უკანა კბილს რომელიც დაპლომბილი მაქვს ბოლო დროს მისივდება არხებიც დაპლომბილია ნერვი მკვდარია მაგრამ მაინც მისივდება ვერვხვდები რატომ რა უნდა ვქნა როგორუნდა მოვიკცე ? და საშიშა რამე ? მადლობა წინასწარ
პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მეზობელი კბილი ხომ არაა მიზეზობრივი. შემდგენ კი მოხდეს არხების რევიზია, ანუ გახსნა და თავიდან მკურნალობა. “მკვდარი ნერვი” არ ნიშნავს რომ არხები სრულფასოვნადაა ნამკურნალები. თუ არხში რჩება ინფექცია, აუცილებლად მწვავდება მომავალში.
იცით კბილზე რაღაც ყვითელი ლაქასავით არის და კალციუმის ნაკლებობის შედეგიაო და როგორ შეიძლება რომ ვუმკურნალო
არსებობს საშუალებები, რომელიც ზოგიერთი სახის ლაქას აუფერულებს. ამ პროცედურას სტომატოლოგი ატარებს. ასევე შეიძლება ლაქის გადაფარვა შესაბამისი ფერის ჰელიობჟებით. თუ დიდი ზომისაა — ვინირით დაფარვა.
გამარჯობათ, რამდენად საშიშია არხის პერფორაცია, და თუ არის გამოსწორებადი ეს შეცდომა, ან როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს.. მადლობთ ყურადღებისთვის
დამოკიდებულია იმაზე, პერფორაციიდან რამდენი ხანია გასული. თუ პერფორაციის შედეგად უკვე გამოწვეულია ცვლილება ძლოვან ქსოვილში, ასეთ შემთხვევაში კბილის შენარჩუნება პრაქტიკულად ვეღარ ხდება. თუ პერფორაცია მომენტალურად დაფიქსირდა არხის მკურნალობის პროცესში და ექიმი მოახერხებს მის იზოლაციას სპეციალური ცემენტის საშუალებით, კბილის მკურნალობა გრძელდება, თუმცა აუცილებელია კბილზე დაკვირვება და რენტგენოკონტროლი.
საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ პერფორაციის შედეგად არხის ინსტრუმენტებით ხდება არხში არსებული ინფექციის გადატანა არხის გარეთ ძვლოვან ქსოვილში. შესაბამისად შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად იყო დაინფიცირებული თავად არხი, და რამდენად მოხდა პერფორაციის იზოლაცია არხის სანათურისგან.
გამარჯობა, კბილი მქონდა დეპულპირებული დიდი ხნის დაბჟენილი, ოღონდ კბილს არ ჰქონდა არანაირი ფორმა პირდაპირ იყო ბჟენი დანატყეპები, რეზიდენტთან მივედი და ვთხოვე ამ კბილისთვის ფორმა მიეცა, ძველი ბჟენი ამოიღო ნაწილობრივ კედლებზე მოაცილა და ფსკერზე დატოვა, შემდეგ ახალი ბჟენით აღმიდგინა კბილი და ნამდვილს დაემგვანა, მაგრამ ტკივილები დამეწყო ამ კბილზე, რისი ბრალი შეიძლება იყოს? გთხოვთ მიპასუხეთ
თუ კბილი დეპულპირებულია ანუ “მკვდარია” და არხებს ექიმი არ შეხებია ამჯერად, მაშინ შესაძლოა რომელიმე არხი არ იყო დაბჟენილი და კბილის პრეპარირებამ ნარჩენი ნერვის რეაქცია გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში არხის მკურნალობა უნდა მოხდეს.
ან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ახალი ბჟენი “მაღალია” ან მოპირადპირე კბილთან შეხებაში სხვაგვარად მოდის, ვიდრე ადრე იყო. ამ შემთხვევაში ექიმმა უნდა გაასწოროს.
გამარჯობა, 2 დღის წინ დავიბჟინე კბილი, ტკივილი ძალიან მსუბუქი მაქვს, მაგრამ ძლიერად მხოლოდ კბილის კბილზე შეხებისას მტკივა, შეგიძლიათ მითხრათ ნორმალურია ეს თუ არა, რა შეიძლება გამოვიყენო და რამდენ ხანში გამივლის მაქსიმუმ ?
თუ მხოლოდ ბჟენი გაკეთდა და კბილი ცოცხალია, ტკივილი მიანიშნებს, რომ “ნერვზე” უკვე გადასულია ანთება და არხების მკურნალობა რეკომენდებულია. თუ არხები დაიბჟინეთ, დააკვირდით ტკივილის დინამიკას. თანდათან უნდა მოიკლოს და რამდენიმე დღეში უნდა გაქრეს. თუ ინტენსივობამ მოიმატა, ეს მიანიშნებს რომ არხების რევიზიაა საჭირო და ექიმს უნდა მიმართოთ.
თუ ასეთი ძლიერი შეშუპებაა, შესაძლებელია კბილის მიერ იყოს გამოწვეული. ანტიბოიოტიკის დანიშვნა გაუმართელბელია ადგილობრივი მკურნალობის გარეშე, სავლები კი არაფრის მომცემია (ცხელი სავლები საერთოდ არ შეიძლება შეშუპება როცაა). უნდა მოხდეს ინფექციის კერის მოშორება ღრძილის ქსოვილებიდან ან კბილიდან. თუ კბილია მიზეზობრივი, პირველ რიგში უნდა დაიწყოს მისი მკურბალობა. თუ არ ექვემდებარება მკურნალობას, უნდა ამოიღოთ.
გამარჯობათ.თებერვალში დავიპლომბე კბილი.მტკიოდა დაპლობვამდე.ანთება მქონდა კბილის ძირში.მერე ხსნარებიტ გამომირეცხეს და დაპლომბეს.ერთ თვემდე მტკიოდა.მის გვერდით კბილზე კარიესი დამიპლომბეს.დღეს ორივე კბილს ვუკაკუნებდი თითს.მერე ვარყიე.მაინტერესებდა მდგომარეობა.სტომატიტოს მაქვს.კბილების ძირში ყრუ ტკ8ვილი ვიგრძენი და გამიგრძელდა .ღეჭვის დროს არმტკივა.ტკივილი ღრძილის გაღიზიანების ბრალია?ჯანსაღ კბილს როვ ვუკაკუნებ არაფერს ვგრზნობ ამათ რომ ვუკაკუნებ თითქოს რაღაც არაა ჟანსარი ასეთი შეგრძნება მაქვს.ბოდიშით ამდენი რომ დავწერე.მირციეთ რამე😯მადლობათ.
“მკვდარ” კბილს ყოველთვის განსხვავებული რექცია აქვს პერკუსიაზე ანუ დაკაკუნებაზე. მარტო ამ ნიშნით ვერ გავარკვევთ კბილს პრობლემა აქვს თუ არა. ამისათვის მინიმუმ რენტგენი უნდა გადაიღოთ.
რა მალე მიპასუხეთ თქვენ გაიხარეთ.დიდი მადლობა☺
გუშინ მოგწერეთ რომ თითის დაკაკუნებაზე თებერვალში დაპლომბილი კბილის შემოწმება მინფოდა.მეტკინებოდა თუარა.გვერდით კბილსაც დავაკაკუნე.ყრუ ტკივილის მერე მოგწერეთ სა რედგენი მირჩიეთ.გადავიღე და ახალი კბილი ანთება არიო და გამიხსნეს.ნერვი ამომირეს ბოდიშით და სუნი წონდაო.გამომირეცხეს რამოდენიმეჯერ და რაღაც ჩამიდეს.სანამ ეს სუნი და ანთება არგადავა ჯერ ვეტ დავპლომბავთო.რასუნდა გამოეწვია ანთება?
ანუ ანთება იგივე (დაპლომბილ) კბილზეა თუ ახალ (სხვა) კბილზე?
ახალ სხვა კბილზე.შეიძლება მანამდეც ის მტკიოდა და არა გაფუწებული კბილი.მაგრამ რედგენზე ხომ უნდა გამოცენილიყო თებერვალში რომ გადავიღე.ეხლაც მერომ არშემომეწმებინა კაკუნით გაგრძელდებოდა და ალბათ დავკარგავდი კბილს.არადა დასაკარგი კბილები მართლა არა მაქვს უკან ზედა ორ ორი საღეჭები ისედაც არამაქვს.ახალი კბილი რომელზეც პატარა კარიესი იყო ის მტკიოდა თურმე.გახსნეს და სუნი ჰქონდაო და სანამ ეს სუნი არალაგდება ჯერ არდავპლომბავთო.ღრზილების ანთება ხომ არგამოიწვევდა?
კბილის არხში ანთებას კარიესი იწვევს. რენტგენზე ნამდვილად გამოჩნდებოდა.
გამარჯობათ ჩვენო საუკეთესო მრჩეველო..რამაინტერესებს.ავარიის დროს ქვედა ყბის ფუძე შუა კვბილები მომტყდა.მერე გავიკეთე კბილები.ძალიან გაუჭირდა ფორმის მიცემა.ალბათ 8 წელი გასული იქნება.თერაპევტმა დამითვალიერა და სასურველუა 8 ან 10 წელიწადში კბილების შეცვლაო.ზედა 5 კბილიც გადაკრული მაქვს.სასურველუა ზედაც შეიცვალოსო.ქვედა ყბაზე ორ კბილს ბოლომდე არ აზის კბილები.ოდნავ ჩანს კბილის ძირები.არშეიძლება ეს კბილები ამოიღონ შეამოწმონ და ხელახლა დასვან იმავე კბილებზე ღრძილებში ისე რომ არჩანდეს კბილის ძირი?😯
იგივე გვირგვინების ან ხიდის გამოყენებას თუ გულისხმობთ, სამწუხაროდ შეუძლებელია. ის რომ ბოლომდე არ ზის, ნიშნავს რომ სხვა ფორმის და სიგრძის გვირგვინი ან ხიდია დასამზადებელი. ამიტომ ძველი არ გამოდგება.
შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი ექიმი კბილის რომელიც შეძლებს გამიკეთოს ნორმალურად კბილები.ტყვილა გადავყარე ფული გამოდის.ერთი კბილი 100 ლარი ღირდა.
თეა ჩუბინიძე, კლინიკა “უნისტომი”.
რამდენიმე თვეა კბილი დავიპლომბე, ნერვი ძალიან მაწუხებდა პირველი კვირა, საუბრის დროსაც. შემდეგ ტკივილი თანდათან გაქრა და მხოლოდ ცივ წყალზე მტკივდებოდა , მაგრამ დღეს დილიდან ტკივილი დამეწყო არც ისე ძლიერი , მაგრამ უსიამოვნო. მეგობარმა მითხრა რომ შესაძლოა ნერვი დალპეს და კბილი დაზიანდ ეს თუ ნერვს არ ამოიღებო. მაინტერესებს მართალია თუ არა , საშიშია ნერვის დატოვება
თუ კბილი “ცოცხალია” ანუ მხოლოდ ბჟენი გაკეთდა და ნერვი ცოცხალი იყო, დიახ, მეგობარი მართალია. სავარაუდოდ საჭირო იქნება ნერვის ამოღება და არხის მკურნალობა.
ეს სიმპტომები ღრძლების დაავადებაზე მიანიშნებს. თუ მტკივნეულ პროცედურებს გულისხმობთ, არა, მკურნალობა მტკივნეული არ არის. თუმცა განკურნება რთულია და დამოკიდებული იმაზე, თუ რა ეტაპზე მიმართავთ ექიმს. შორსწასულ სტადიაზე საკმაოდ პრობლემატურია. მკურნალობის გარეშე კი კბილები ადრეულ ასაკში იკარგება.
ორი დღეა კბილი დავიპლომბე. საშინელი ტკივილები მქონდა ყურზეც გადავიდა ტკივილი და თავზეც.ნერვი ამომიგო,არხები გაწმინდა და შემდეგ დამიპლომბა.მაგრამ ისევ მტკივა ღამით არ მძინავს,თან ყურიც მტკივა გადაეცემა ტკივილი.არ ვიცი რისი ბრალია,მგონია რო ღრძილია გაღიზიანებული და სხვა კბილებსაც გადასცემს ტკივილს.მაინტერესებს ახლავს დაპლომბვას ისევ ტკივილები?ალბათ ბჟენი ჯერ არ “მოერგო” კბილს.რამდენ ხანს გასტანს ტკივილები?სხვა დროსაც დამიპლომბავს კბილი და ისევ ისეთი ტკივილები არ მქონია. ან რა სავლები გამოვივლო რომ ტკივილი შევიმსუბუქო?
როგორც უკვე გითხარით: “პაროდონტის დაავადება გამოწვეულია რბილი და მყარი ნადებით, რომელიც ღრძილის ქვეშაა. მისი მოშორების გარეშეა რაიმე სამკურნალო პასტების და სავლებების გამოყენებას აზრი არ აქვს. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს ღრმა გაწმენდის ჩასატარებლად.”
გახეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენა ყველაზე ადრეული ნიშანია პაროდონტის დაავადების. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წლების განმავლობაში სხვა სიმპტომი ვერ შენიშნოთ, დაავადება პროგრესირებს, თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ. ეს გამოიხატება ფესვის ირგვლის ძვლის განლევით, რაც პათოლოგიური ჯიბეების გაჩენას იწვევს. იგივე ძვლის განლევის გამო წლების შემდეგ იწყება კბილების მორყევა. ასეთ ეტაპზე პროცესის შეჩერება უკვე ძალიან რთულია. ამიტომ სისხლდენის შემჩნევისთანავე უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს.
Gasagebia da paradontaxsit vixex kbils da amavedroulad vivleb savlebitac.kargia rogor fiqrobt rame shedegs momcems?
პაროდონტის დაავადება გამოწვეულია რბილი და მყარი ნადებით, რომელიც ღრძილის ქვეშაა. მისი მოშორების გარეშეა რაიმე სამკურნალო პასტების და სავლებების გამოყენებას აზრი არ აქვს. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს ღრმა გაწმენდის ჩასატარებლად.
4 დღის წინ დავუპლომბე ბავშვს კბილი დღეს გაუსივდა და რა შეიძლება იყოს? ძალიან ვნერვიულობ ბავშვი არის 5 წლის…ჰქონდა პულპიტი
gamarjobaa kbilis viplobmav gushin nervi momikla da wamali chamido. sadac nemsi gamiketa is adgilebi gamisivda da dzalin mtkivaa rogor unda moviqce
ნანემსარები ზოგჯერ მტკივნეულია 1-2 დღის განმავლობაში, მაგრამ შეშუპება უფრო სავარაუდოა რომ კბილს უკავშირდება. თუ დღეს დღის განმავლობაში შენიშნავთ რომ ინექციის ადგილები უარესობისკენ შეიცვალა (მოიმატა შეშუპებამ და მტკივნეულობამ, წყლული გაჩნდა) ხვალ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გამარჯობათ.გუშინ მთელი დღე მტკიოდა მაწვრბოდა ღღძილენზე ქვედა წინა მხარეს დაახლოებოთ ეშვი რომ არის ოქ და ღამე დამისივდა შემაჰრდა შიგნითა მხარესაც და გარეთაც. ფესვის არეში ალბათ რადგან ღრშილი იმდენად არ ჩანს შენერილი რამდენადაც ვგრძნობ როცა ვამოძრავებ უბას მაგალითად თითქოსნიღიმი ისე რომ გაბეევ პირს. პატარა თხილივოთ მედენა სინაგრე და შიგნითა მხარეს ენის ქვეშ დაახლოებოთ ორო სამი კბილის დაბლა ეტყიბა შესიება.მეშენია ვერ მოვდივარ ექიმთან კანმრთელობის გამო ამ ეტაპზე და ხომ არ მომეწამლება სისხლი?რომ მტკიოდა გუშინ რამდენჯერმე ცხელი გვირილიანი სავლები ვივლე და ახლა არბიცი რაგავაკეთო
ასეთ შემთხვევაში, როდესაც დიაგნოზი გაურკვეველია, ცხელი სავლებისგან ჯობია თავი შეიკავოთ. თუ ჩირქოვანი პროცესია, ეს ინფექციის გავრცელებას გამოიწვევს. აჯობებს თქვენს სტომატოლოგს დაუკავშირდეთ, ვინც იცის თქვენი ისტორია. შესაძლოა ანტიბიოტიკი დაგინიშნოთ. საუკეთესო გამოსავალია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
gaamrjobat. kbili ukana maqvs chamotexili da ra da rogor unda moxdes da dzviri girs dzalian?? dzalian aaraa chamotexili. mtkiva dzalian chamisas
თუ ჭამისას ტკივილი გეწყებათ, დიდი შანსია, რომ არხების მკურნალობა დაგჭირდეთ. ამის შემდეგ ბჟენით მოხდება კბილის აღდგენა თუ გვირგვინის გაკეთება გახდება საჭირო, დამოკიდებულია კბილის მდგომარეობაზე. რაც უფრო დაშლილია კბილი, უფრო მეტი ალბათობაა, რომ გვირგვინი გახდეს საჭირო. ფასებთან დაკავშირებით ინფორმაციას კონსულტაციაზე მიიღებთ იმ კლინიკაში, სადაც მიხვალთ.
გამარჯობა.ციკლის დროს კბილის დაპლომბვა შეიძლება?
არხები გახსნილი და გაწმენდილია, მხოლოდ დასაპლომბია.
რათქმაუნდა. ჩვეულებრივ არც მკურნალობის ჩატარება არის პრობლემა ასეთ შემთხვევაში, თუ რაიმე სერიოზულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
გამარჯობა .ციკლის დროს კბილის ამოღება თუ შეიძლება.. სერიოზული ტკივილები მაქვს.. ყბის ძვალიც კი მტკკივა
დიახ, შეიძლება.
Gamarjoba. Madloba, rom am saqmes aketebt.
Makvs grzilebis daavadeba da amis gamo makvs zvlebi da grzilebi shemcirebuli 20-25 % – it. Ar mesmis stomatologiis terminologia, magram rogorc vici arsebobs procedurebu zvlis da grzilebis dashenebis.
Kitxva 1: ra kvia grzilis da zvlis dashenebis process, rom shevzlo movikvlio pasebi da procedurebi.
Kitxva 2: dasheneba tu ushvelis grzilebis daavadebas da tu sheckdeba grzilebis da zvlis cveta samudamod?
Didi madloba
გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის 🙂
1.ღრძილის ან ძვლის ქსოვილის მოცულობის გაზრდას ტრანსპლანტატების (გრაფტის) საშუალებით აუგმენტაცია ეწოდება (ძვლის აუგმენტაცია, ღრძილის აუგმენტაცია).
2. აუგმენტაციის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ექიმის პროფესიონალიზმზე, ტრანსპლანტატის ბუნებაზე, პაციენტის ორგანიზმის რეგენერაციის უნარზე, დეფექტის ზომაზე, პაროდონტის ქსოვილების მიმდინარე მდგომარეობაზე. იმისთვის,რომ რეგენერაცია ჩატარდეს, უპირველეს ყოვლისა ანთებითი პროცესი სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი და პაციენტს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს კარგი ჰიგიენური ჩვევები, რაც აუცილებელია შეხორცების პროცესისთვის გართულების გარეშე.
წარმატებული აუგმენტაციის შემთხვევაში შედეგის სტაბილურობა ასევე რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული და პროგნოზზე მხოლოდ იმ ექიმს შეუძლია გესაუბროთ, ვინც გაეცნობა რეალურ სიტუაციას.
მოგესალმებით, დღეს ვიყავი სტომატოლოგთან და როგორც მითხრა პერიოდონტიტი იყო 1.7 კბილზე. არხები გამიხსნა დამიმუშავა და დროებითი ბჟენით გამომიშვა, შეშუპება დაიწყო კბილმა 10 საათის შემდეგ პლუს ამას არაადამიანურად მტკივა, ჩემით მივიღე გამაყუჩებელი და სოდიანი სავლები, რა ვქნა, როგორ მოვიქცე ან რისი ბრალია?
როცა კბილის დახურვის შემდგე ასეთი სიმპტომები ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ არხებში ისევ არის ინფექცია. საჭიროა გახსნა და თავიდან სრულყოფილად დამუშავება.
gamarjoba sazire kbili mqonda dasaplombi eqimtan rom mivedi darishxani chamido kbilshi shemdeg yrud mtkioda da amovagebie droebit ver viplombavdi da isw datova mere isev metkina zaan da rom mivedi isev darishxani chamido nervi argood aris moklulio samshabati dge iyo da shabats damibara me xutshabats zlier amtkivda da sxva eqimtan rom wavedi ase mitxra nervi mkvdari gaqo magram darishxanidan grzili gaq damwvario iqve gamiwminda arxebi perekisit da iodinolit amomisuftava da samkurnalo wamali chamido, saxlshi ki savlebi sodiani wyali da iodinoli daminishna da antibiotki dgeshi orjer augmentini tumca zlieri tkivilebi isev maq imdenad zlieria tkivili yurs da yels iyoliebs gtxovt mitxarit rogor moviqce? rame sashishi xom ar aris? madloba…
კბილის ფესვში შეიძლება რამდენიმე არხი და შესაბამისად რამდენიმე ნერვი იყოს. როგორც ჩანს რომელიმე არხში ნერვია დარჩენილი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ექიმი ყველა არხს ვერ პოულობს და ეს შემდგომში იწვევს ისეთი ხასიათის ტკივილს, როგორიც თქვენ გაქვთ. ასევე დასაშვებია, რომ რომელიმე მეზობელი კბილიც იყოს სამკურნალო და ეს იწვევდეს ტკივილს. ამიტომ ამ ვარიანტის გამორიცხვაც აუცილებელია.
გამარჯობა. ზედა ყბაზე წინა ორი პირველივე კბილებზე, ღრძილთან ემალი მაქვს გათხელებული, ოღონდ ეს არ გავს სოლისებრ დეფექტს, რადგან არც ყვითელია და არც ცივზე-ცხელზე არმაქვს რეაქცია. თუ კბილის ჩხირით შევეხები კი ვგრძნობ სულ სულ ოდნავ რაღაცას. სოლისებრი დეფექტი ვიცი როგორც გამოიყურება და ჩემი ემალი თითქოს ამოთალესო, ღრძილის ოდნავ დაბლა ანუ ღრძილის რკალი მაქვს და ამ რკალის დაბლაა ჩაღრმავება და მერე ისევ სქელდება. ექიმთან ვიყავი დღეს და იმანაც თქვა არ გაქვს სოლისებრი დეფექტიო, მაგრამ რესტავრაცია გავაკეთოთო და მე არ მინდა წინა კბილებს შევეხო. რას მეტყვით ასე რომ დავტოვო და მოვუარო წინ ხომ არ წავა ეს ემალის გათხელება?
აუცილებლად უნდა გაირკვეს მიზეზი თუ რა იწვევს მინანქრის განლევას. შესაძლოა ეს იყო ღრმა თანკბილვა, როდესაც ზედა კბილები ეხება და ცვეთს ქვედა კბილების ყელს, ან კბილების გახეხვის არასწორი ტექნიკა, როოდესაც აგრესიული ჰორიზონტალური მოძრაობები ცვეთს კბილის ყელს, ან რაიმე სხვა. თუ ამჟამად არ გაწუხებთ, კბილის მგრძნობელობა აწეული არ არის, მაშინ რესტავრაციის ჩატარებაც აუცილებლობას არ წარმოადგენს. მაგრამ მიზეზის მოხსნის გარეშე პროცესი წინ წავა.
ერთი პერიოდი ნახშირით და სოდით ვიხეხავდი (მე უგუნური) კვირაში 2ჯერ კბილებს და ვფიქრობ მაგან გამოიწვია და პლიუს არასწორი ხეხვის მანერამ. ეხლა გამოვასწორე და ფრთიხლად ვიხეხავ. ძალა ადგებოდა მაგ კბილებს. ჰორიზონტლურად ვიხეხავდი. ეხლა როცა ვიცი მიზეზი და ნაპოვნია ემალის გაცვეთის მიზეზი რას მირჩევთ? შევეშვა და იყოს ასე? არ მაწუხებს. სხვა კბილები არ მაქვს გაცვეთილი ანუ მხოლოდ ამ წინა კბილებზე მოდიოდა ეტყობა ამ ნახშირის და სოდისგან დატვირთვა და მახსოვს მართლა “გიჟურად” ვიხეხავდი წინა კბილებს:(
შეიძლება ბარემ ერთი კითხვა დაბჟენაზე აქვე დავსვა: წინა კბილზე პირველივეზე გვერდით მგონი მაქვს კარიესი ან ლაქაა არვიცი, თუ კარიესია ისეთი ბჟენი ხომ არსებობს რომ არ შეემჩნეს ფერით რომ ბჟენია და ვინმე რომ შემხედავს ვერ მიხვდეს რომ დაბჟენილი მაქვს?
ძალიან დიიდი მადლობა
ნახშირი, სოდა და სხვა აბრაზიული საშუალებები მართლაც დამანგრევლად მოქმედებენ კბილის მინანქარზე. ამას დამატებული ხეხვის არასწორი ტექნიკა (ჰორიზონტალური). მაგრამ იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ რომ ახლა თქვენი ტექნიკა სწორია, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პაროდონტოლოგთან პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის წესების თაობაზე.
თუ სიმპტომები არ გაქვთ (კბილების მგრძობელობის მომატება), შესაძლოა დარჩეს ისე როგორც არის. ესთეტიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ვინირების გაკეთება.
კარიესს ან ლაქას ადვილად დაადგენს სტომატოლოგი ან იგივე პაროდონტოლოგი, როცა კონსულტაციისთვის მიმართავთ. რათქმაუნდა ბჟენი ისეთი უნდა გაკეთდეს, რომ კბილის ქსოვილისგან არ გამოირჩეოდეს. ამისათვის ყველა საშუალება არსებობს დღეს სტომატოლოგიაში, თუ ექიმი ფლობს შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას.
Gamarjoba
Wina or kbiltan gamishavda grdzili da mainteresebs sashveli aris tu ara
ასეთი პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს.
სამი თვის წინ დავიპლომბე ზედა მესამე კბილი,საკმაოდ დიდი ფესვები აქვსო მითხრა ექიმმა,ნერვის მოკვლა გახდა საჭირო,როდეს გარედან ვაჭერ ხელს ტუჩის თავზე,ცხვირის გვერდით საშინელი შეგრძნება მაქვს,თითქოს კბილის ფევს ვეხები და მტკივა თითის დაწოლით,ძალიან შევშინდი, რეტგენი კი გადამიგეს მაგრამ ვერაფერს ვხედავთო,რა შეიძლება იყოს ამ ტკივილის მიზეზი.:(
რენტგენი აუცილებელია სიტუაციის შესაფასებლად. დღეს კარგი რენტგენის გადაღება პრობლემას არ წარმოადგენს. მიმართეთ სხვა კლინიკას.
გაამრჯობა, დღეს მოვიკალი ნერვი და ექიმმა არხი დამიხურა პლომბით. მითხრა, რომ რენტგენს რომ მომიტან დავაკვირდები არხები რამდენად კარგად დავხურეო და მერე დაგიბჟენო. ( შეიძლება დასამატებელი იყოსო.) კიდევ მითხრა შეიძლება ძლიერი ტკივილები გქონდესო ამ ორი დღის მანძილზეო. ნორმალური იქნება ძლიერი ტკივილი ? და მაინტერესებს რამდენად საშიშია თუკი არხში კარგად არაა შესული ? მადლობა წინასწარ!
გამარჯობა. აუცილებელია, რომ არხი ბოლომდე იყოს დაბჟენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება სივრცე, სადაც მრავლდება ბაქტერიები და ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესი, რაც გამოხატება ფესვის მწვერვალის ირგვლივ ძვალში ჩირქოვანი კერის ჩამოყალიბებით. არხები რამდენად კარგადაა დაბჟენილი ამის კონტროლი ხდება რენტგენოგრამით იმავე პროცედურაზე. თუ საჭიროა, ხდება დამატება და ისევ კონტროლი. თუ კლინიკაში, სადაც იტარებთ მკურნალობას, რენტგენის აპარატი არ არსებობს, გირჩევდით სხვა კლინიკას მიმართოთ. არხების ხარისხიანი მკურნალობისთვის აუცილებელია რენტგენით კონტროლი. ამისათვის ხშირად რამდენიმეჯერ არის საჭირო გადაღება პროცედურის განმავლობაში.
გამარჯობათ დაახლოებით ერთი წლის წინ დავიპლომბე კბილი იმის მერე კიდევ ოთხი თვის წინ თავიდან დამიპლომბა სტიმატოლოგმა ნერვი მოკლულია,ეხლა ძაან მაწუხებს ყრუდ მტკივა თითქმის ყოველ დღე და განსაკუთრებიყ ღძილს რო ვეხები ტვინში მირტყავს ტკივილი,რა შეიძლება იყოს ???
თუ შეიძლება დააზუსტეთ, რა მიზეზით გახდა საჭირო განმეორებით მკურნალობა 4 თვის წინ.
გამარჯობათ დღეს გადავიღე რენდგენი დაპლომბილ კბილზე რომელიც მტკივა ხუთი დღეა,მითხრა რო ინფექცია მაქვს ,დაპლომბის დროს რაღაც ბაქტერია მოხვდა შიგნით და ამიტომ,არხები არის ნორმალურადო ,გამომიწერა ანტიბიოტიკი 7დღე და იბუპროფენი კიდევ,მითხრა რო ეს დროებით შემიჩერებს ტკივილს და არის საჭირო ქირურგიული ჩარევა და ასე გაწმენდა ,რას ფიქრობთ ???არ შეიძლება ანტიბიოტიკით მეშველოს მარტო?
არა, ანტიბიოტიკი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა ამ შემთხვევაში.
გამარჯობა, მაინტერესებს მტკივნეულია თუ არა ანესთეზიით ქვეყა ყბის კბილის ნერვის მოკვლა… ძალიან მგრძნობიარე ვარ ტკივილზე და შესაძლოა გულზეც წამივიდეს, რა შეიძლება რო გამიკეთოს ისეთი ექიმმა რომ ვერაფერი ვიგრძნო?… მადლობა წინასწარ.
ანესთეზიის მიზანი სწორედ ისაა, რომ ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს. სწორად გაკეთებული ანესთეზიის შემთხვევაში ვერაფერს იგრძნობთ.
gamarjoba.kbilebi daviplombe2wlos win.eqimtan rentgeni gadavige sadac agmochnda rom arxebshi bolomde araa shesuli stomatologi.tkivili an raime msgavsi ar mawuxebs.ramdenad shesadzlebelia antebiti procesi daiwyos da ras mirchevt gavaxsnevino tu ara kbili da axlodan davibjino.madloba winaswar
მოულოდნელად გამწვავების ალბათობა ყოველთვის არსებობს. რათქმუნდა აჯობებს გეგიურად თავიდან ჩაიტაროთ სრულფასოვანი მკურნალობა. იმასაც გააჩნია, რა იყო თავდაპირველი დიაგნოზი, რამდენია დარჩენილი არხში დაუბჟენელი და არის თუ არა ამ ეტაპზე ცვლილება ფესვის მწვერვალზე ძვალში. ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ ექიმთან ერთდ გადაწყვეტილება.
გამარჯობა, ადრე ცუდათ ნამკურნალევი კბილი ამტკივდა, რის შემდეგაც მივმართე ექიმს, მან მითხრა და ჩემი ტვალითაც ვნახე რომ ფესვზე იყო დიდი ანთებითი პროცესი, მითხრა რო მკურნალობას ცდიდა კბილის გადასარჩენად, არხები გამიხსნა და გამისუფთავა, ღიად დამიტოვა რამოდენიმე კვირის განმავლობაში და წამალს მიდებდა რადგან ყველა გასუფთავების შემდეგ მაინც იყო ანთებითი პროცესი, საბოლოოდ როცა თითქმის შემცირდა ანთება, წამალი გადამიტანა ბოლომდე, არხები დამიპლომბა და დამიხურა კბილი, მაგრამ ერტი კვირაა საშინელი ტკივილი მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე უბრალოდ ვერ ვძლებ, ექიმმა მითხრა რომ ეს ბუნებრივია და ცოტა კიდე უნდა დავაცადო, შეიძლება ოდნავ შემსუბუქდა ტკივილი მაგრამ მაინც ძალიან მტკივაა, რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?
დიდი ზომის ანთებითი პროცესის დროს რეკომენდებულია ამ კერის მოშორება ქირურგიულად, რადგან არხის ღრუდან მიდგომა და მითუმეტეს ღია დატოვება კვირების განმავლობაში შედეგს არ იძლევა. ასეთი ტკივილი ბუნებრივი არ არის და თუნდაც ანტიბიოტიკების ფონზე ორგანიზმს გაუჭირდება ჩირქოვან პროცესთან გამკლავება, როდესაც კერა დიდი ზომისაა.
გამარჯობა, მაქვს გულსისძარღვთა პრობლემები და არშეიძლება ძლიერი ნემსის გაკეთება, უადრენალინო ნემსები კი არ მოქმედებს. საღეჭი კბილის არხებში მაქვს დანაწერვებული მკვდარი ნერვები და ძალიან რათულია მისი ამოღება, ნემსის ჩასვლის დროს კი გაუსაძლისი ტკივილები მაქვს. იქნებ არსებობს გამოსავალი. მადლობა.
ასეთ შემთხვევაში იყენებენ არხშიდა ანესთეზიას, რისთვისაც თავისუფლად შეიძლება ადრენალინიანი ანესთეტიკის გამოყენება, რადგან იგი ორგანიზმში არ აღწევს. ანესთეტიკის შეყვანა ხდება უშუალოდ არხში, სადაც ნერვის ნარჩენებია. არის კიდევ ერთი ალტერნატივა — ინტრალიგამენტური ანესთეზია, როდესაც ანესთეზია კეთდება კბილის ირგვლივ იოგში. ამ დროს ძალიან მცირე რაოდენობით ანესთეტიკი შედის, რაც პრაქტიკურად საფრთხეს არ წარმოადგენს. ბოლოსდაბოლოს შესაძლებელია პრემედიკაციის ჩატარება და ორგანიზმის მომზადება ანესთეზიისთვის. ამისათვის თქვენს მკურნალ ექიმთან (გულ-სისხლძარღვთა დაავადების სპეციალისტთან) უნდა გაიაროთ კონსულტაცია.
Gamarjoba gtxovt mipasuxot, meore dghea rac gavikete wina frontalur kbilze bjeni manamde mqonda droebiti dghes sasa shemishupda da tkivili maq dakakunebaze, covze da cxel sakvebze rogor moviqce gtxovt mirchiot
თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, ჩატარდა თუ არა არხის მკურნალობა.
გამარჯობათ, წინა მარცხენა ეშვი მქონდა დაახლოვებით 20 წლის წინ დაპლომბილი, 4 წელია სიცივეებზე მეწყება შესიება და ყრუ ტკივილი მაგრამ ეგრევე გადადის, გადავიღე სურათი და მაქვს კბილის ფესვზე პატარა კისტა, გადავწყვიტეთ რომ გაგვეხსნა არხი და გვემკურნალა, მაგრამ არხის გახსნის დროს ექიმს გაურთულდა არხის გახსნა და კბილის ფესვი გაიხრიტა, ეხლა მკურნალობს აღდგენაზე, რაგაც წამალი შეუშვა კბილის დაზიანებულ ღრუში, ეხლა მაქვს ყრუ ტკივილი და ცოტათი შესიება…. მეგობარმა მირჩია რომ მომეძებნა ექიმი რომელიც მიკროსკოპით გახსნიდა არხს. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, შემდგომში რაიმე პრობლემებს ხომ არ შემიქმნის ფესვი რომ გაიხვრიტა? და რა გზით გავნაკძო მკურნალობა…..
ფესვის გახვრეტა ანუ პერფორაცია უაღრესად არასასურველი შემთხვევაა არხის მკურნალობისას, თუმცა ძალიან ხშირად ხდება განსაკუთრებით ძველი დაბჟენილი არხების შემთხვევაში. გართულების ალბათობის პროგნოზირებისთვის მნიშვნელობა აქვს რომელ უბანში მოხდა პერფორაცია და რამდენად დაბინძურებული იყო არხი. ადრე ასეთ კბილებს პირდაპირ იღებდნენ. ახლა უკვე არსებობს კბილის შენარჩუნების საშუალებები. თუ ექიმი ფლობს ასეთი შემთხვევის მენეჯმენტის ტექნიკას, გართულების რისკი მცირდება. მიკროსკოპი მრავალჯერადად აადვილებს ფესვის არხში მუშაობას და მკურნალობის ეფექტურობას ბევრად ზრდის. მაგრამ კაბინეტში მიკროსკოპის არსებობით ნუ შეარჩევთ ექიმს, რადგან მხოლოდ გამოცდილი ექიმის ხელშია მიკროსკოპი ეფექტური საშუალება. თუ გაქვთ საშუალება მოხვდეთ ბათუმში, შემიძლია გირჩიოთ ასეთი ექიმი.
ძალიან დიდი მადლობა დროული პასუხისთვის! მომწერთ ვინ არის ასეთი ექიმი ბათუმში? (სახელი გვარი და თუ საშუალება არის მისამართი). გმადლობთ წინასწარ…
ექიმი რუსლან გვარიშვილი.
ბათუმი, გორგასლის ქ. 43, ტელ.: (+995) 422 27-64-76 მობ. (+995) 514 11 70 70
ანესთეზიამ საშინლად ამიჩქარა გული და ამეწია წნევა სხვა დროს ასეთი რეაქცია არ მქონია . რისი ბრალი შეიძლება იყოს.
შესაძლოა ადრენალინის უფრო მაღალი კონცენტრაციის.
gamarjobat.aqvs qveda me45e kbili didi xnis win danabjeni da rogorc ambobs da suratzec araperi chans kariesad danabjeni da periodulad tkioda.movida shesivebit.vnaxet surati da didi zomis antebadia.magram rac mainteresebs exla rac suratze chans arxi unda ios parto dagrzeli.arxshi ver chavedi.ra sheileba iyos mizezi da rogor moviqce.suratis dadeba tu shemizlia gachvenebdit
დიახ, სურათი შეგიძლიათ გამოგზავნოთ მეილზე contact.kbilebi@gmail.com და შევეცდებით დაგეხმაროთ.
Gamarjobat.ramdenime dgis win daviplombe kbili.sadac amteba mqonda da titqmis ati dges mandzilze vmkurnalobdi.daplombvidan meore dges damewyo yru tkivili.kbils kbilze ver vadeb.gamayucheblis gareshe ar gadamdis es tkivili.ra xdeba ,shegidzlliat mipasuxot? I
როგორც ჩანს არხში ისევ ინფექციაა. გირჩევდით მიმართოთ უფრო კვალიფიცირებულ ექიმს, რომელიც არხების მკურნალობის (ენდოდონტიის) სფეროში სპეციალიზდება.
გამარჯობა. საღეჭი კბილი დავიპლომბე 5 დღის წინ. კარიასი ღრმად მქონია. ნერვი შემინარჩუნდა. იმის მერე საკვების მიღების დროს კბილის კბილზე დაჭერისას მტკივა ეს კბილი. რა შეიძლება პრობლემა იყოს? ექიმი მეუბნება დავიცადოთ სანამ ნერვს მოვკლავთო.
როდესაც ღრუ ღრმაა და ახლოსაა “ნერვთან”, დაბჟენის შემდეგ მგრძნობიარეა ხოლმე კბილი დაჭერაზე. თუ ორგანიზმმა შეძლო და ქსოვილის შრე ბჟენსა და “ნერვს” შორის თანდათან გასქელდა, მგრძნობელობაც გაივლის. სხვა შემთხვევაში ტკივილი უფრო ინტენისური გახდება და საჭირო იქნება არხის მკურნალობა. ამიტომ დააკვირდით ტკივილის ხასიათს. თუ უმიზეზო ტკივილი გაგიჩნდათ, ან ღეჭვისას დაწყებული ტკივილი გაგრძელდა, მაშინ რეკომენდებულია დროულად ჩატარდეს არხების მკურნალობა, რადგან შესაძლოა “ნერვი” ასეთი გაღიზიანებების შედეგად “მოკვდეს”, სიმპტომები გაქრეს, მაგრამ მომავალში ჩირქოვანი პროცესის სახით იჩინოს თავი და გაგიმწვავდეთ.
გამარჯობა
ერთი კვირის წინ დავიპლომბე კარიესიანი კბილი რომელზეც ტკივილები დამეწყო. კბილს კბილზე ვერ ვაჭერ საკვების ღჭვახ მიჭირს თუ ვჭამ მაშინვე მტკივდება.
ექიმმა მითრა პლომბი ნერვთან არის ახლოსო და ანტიბიოტიკი დამინიშნა მითხრა ასე ერთ კცირაში სულ გაქრება ტკივილებიო. ტკივილები გამაყუჩებლის გარეშე არ გამდიოდა ახლა ასე 10 წუთის მერე გადის თავისით. თქვენი აზრით ნერვის მოკვლა საჭიროა თუ გავა ტკივილები?
ტკივილი რომ შემცირდა ეს კარგია, მაგრამ წესით დაჭერის შემდეგ მომენტალურად უნდა ქრებოდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტკივილის შემცირების მიზეზი შეიძლება “ნერვის კვდომაც” იყოს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია როგორი იყო პირვანდელი მდგომარეობა, დიაგნოზი, რა ტექნიკით ჩატარდა მკურნალობა. პროგნოზირება ამის მიხედვით ხდება. როდესაც ვერ ვიღებთ “ნერვის მოკვლის” გადაწყვეტილებას, ასეთ კბილი დაკვირვების ქვეშ რჩება. თავიდან 3, შემდეგ კი 6 თვის, 1 წლის შუალედით ხდება ნერვის მგრძნობელობის შეფასება. თუ მგრძნობელობა არ იკლებს, ესეიგი ნერვს არაფერი ემუქრება. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილების გაქრობის შემდეგ ნერვი მკვდარია, იგი განიცდის გახრწნას და ჩირქოვანი პროცესი იწყება. რაღაც მომენტში კი აუცილებლად გამწვავდება და ძლიერი ტკივილებით შეგახსენებთ თავს.
Gamarjoba.titqmis yovel tve misivdeba grdzili da dzaan mtkiva.mitxres kista geqnebao.xan sisxli momdis da xan tetrad gadmomdis.vistan sheidzleba rom mivide.an operacia rogor ketdeba?(sashinlad meshinia nemsis) 😦
თითქმის ყოველთვის ასეთ შემთხვევაში მიზეზი კბილია და უმეტეს შემთხვევაში კბილის არხების მკურნალობით გვარდება პრობლემა. არ არის აუცილებელი, რომ ოპერაცია დაგჭირდეთ. შესაძლოა ანესთეზიაც კი არ დაგჭირდეთ, თუმცა ნემსის შიში როგორმე უნდა დაძლიოთ, რადგან ეს ხელს შეგიშლით თუნდაც სხვა კბილებზე დროულად ჩაიტაროთ მკურნალობა და არ დაკარგოთ. თუმცა კბილის ამოსაღებად საბოლოოდ მაინც ანესთეზია გჭირდებათ. როცა საქმე კბილების მკურნალობას ეხება, დაკარგული დრო ძვირად ფასობს.
გამარჯობა , კბილი მქონდა დაზიანებული ეშვი, მივედი ექიმთან, ცოტა მტკიოდა,გამიბურღა და არხებშიც შევიდა, ნერვი უკვე მკვდარიაო მითხრა ღია დამიტოვა და 2 დღეში დამიბარა, ჭამის დროს ბამბა ჩაიდე და სავლები ივლე მარილი და სოდაო, ასეც ვიქცეოდი, ტკივილით არ მტკიოდა მაგრამ თითს რომ ვიდებდი ცხვირთან მტკიოდა, რომ მივედი ორი დღის მერე ექიმთან კიდე ღრმად შევიდა ფესვებშიდა გამოწმინდა , მტკიოდა და გამაყუჩებელიც გამიკეთა, მაგრამ მარტო ტუჩი გამიბჟუვდა, ჩამიდო რაღაც წამალი და ორ დღეში დამიბარა, იმის მერე სულ მტკივა ყრუდ, და ტკიილიც თითქოს ხელს რო ვიდებ გარედან ზევით ზევით ადის, თითქოს მისივდება ასეთი შეგრძნება მაქვს, რა ვქნა/ საშიში ხომ არ არის სხვა სტომატოლოგს ხომ არ მივმართო?
დიახ, აჯობებს მიმართოთ სტომატოლოგს, რომელიც არხების მკურნალობის (ენდოდონტიის) თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს ფლობს.
gamarjoba ori kviris win daviplombe kbili orxi dgea sashinlad mtkiva da hamosivda qveda yba eqims davureke da sodiani wyali ivleo ar mshvelis ufro gamisivda da ra gavaketoo eqimi ara klonikashi 5 ricxvamde ar iqneba
ასეთ შემთხვევაში საჭიროა არხების გახსნა და მკურნალობა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცხელი სავლები. საერთოდაც სავლების გამოყენებას ასეთ სიტუაციაში აზრი არ აქვს. უფრო ეფექტურია ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც არასტეროიდულ ანთებისსაწინაღმდეგო საშუალებას წარმოადგენს (როგორიცაა ნიმესილი ან იბუპროფენი). თუმცა ხანგრძლივად მისი გამოყენება არ შეიძლება და შეეცადეთ რაც შეიძება მალე ჩაიტაროთ მკურნალობა.
გამარჯობათ რამდენიმე დღის წინ დავიპლომბე ზედა მე5 კბილი უკვე მეორეჯერ. მქონდა ნანემსარისგან ტკივილი და ექიმმა მითხრა სავლები ივლე და გაგიბლისო და გამიარა. დღეს კბილი ამტკუვდა, ანუ კბილხე კაკუნისას მტკივა და რა ვქნა ? ატავიდან არის დასაპლომბი? კბილს ხომ არ დავკარგავ ?
გააჩნია არხები იმკურნალეთ თუ მხოლოდ ბჟენი (პლომბი) გაიკეთეთ. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. აჯობებს მიმართოთ იმ ექიმს ვინც მკურნალობა ჩაგიტარათ.
Gamarjobat var 4 an 5 kviris orsuli da dzalian mawuxebs kbili zeda ybis ukana kbili maqvs gamoxruli aseve sibrdznis kbili amosulia naxevrad da grdzili mtkiva mainteresebs sheidzleba orsulistvis kbilisdaolombva an raime mkurnaloba
ამ ვადაზე საჭიროა ანესთეზიის სიფრთხილით გამოყენება, ადრენალინის გარეშე. მეორეს მხრივ ტკივილის ფაქტორიც არანაკლებ პრობლემატურია და აუცილებელია მისი მოხსნა. მაგრამ პირველ რიგში მეან-გინეკოლოგთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია ამის თაობაზე.
კბილი მტკივა დაპლომბილი უფრო ღრძილიც რას მირჩევთ
გირჩევთ მიმართოთ ექიმს, გაარკვიოთ მიზეზი და ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა.
Grdzilebis anteba makvs 2 gamea ar damadzina ,ert kbilshi chirqi maqvs rogorc zedapirulad shevatyvee da dges gamit damiayoo gaxurebaa yovel 10 wutshi civi wyali tuargamovivlee albaatt 13 wutss vegar gavudzleebb dilamdee ase vaarr rame mirchieee
გამოსავალი ერთია, უნდა მიმართოთ ექიმს და ამ კბილზე ჩაიტაროთ არხების მკურნალობა. ღრძილების პრობლემა ცალკე საკითხია და ამისათვის ექიმ-პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ.
Romeli ptofilus eqimms mivmarto ?usetu wva maqcs enaze ujve sgeudzlebelia motmena.wunawar gixdit madlobas.
ყბა-სახის ქირურგს მიმართეთ ჯერ და თვითონ გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან თუ საჭიროა.
გამარჯობა 5 დღის წინ დავიპლომბე ქვედა 2 კბილი ერთად ექიმმა მეორე დღესვე დამიპლომბა, ნერვი მკვდარია ყრუ ტკივი მაწუხებს რომელიც ნაწილობრივ გადაეცემა ყურსაც ხომ ვერ მეტყვით რამდენ ხანშია შესაძლებელი ამ ტკვილი მოხსნა ? მადლობა წინასწარ
ასეთი გადაცემითი ხასიათის ტკივილი ცოცხალი კბილისთვის (ნერვისთვის) არის დამახასიათებელი. მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე მეზობელი კბილი ან ნარჩენი ნერვი ფესვის არხში. საჭიროა მიზეზის პოვნა და შესაბამისად მკურნალობა.
გამარჯობათ.ორი თვის უკან დავიპლომბე კბილი.ანთება იყო კბილის წვერზე.გადავიგე ახლახან შემოწმების მიზნით .ანთება ისევ არის დარჩენილი.არც ანტიბიოტიკი გამომიწერეს და არც სავლები.რეზიდენტებთან ექიმის დახმარებით მოხდა ეს.წავიკითხე მარილის სავლებიაო კარგი.რას მირჩევდით?რამე თუ დავღეჭე ცოტა მაგარი მიღიზიანდება
არა, ამ შემთხვევაში სავლები და მითუმეტეს მარილის ეფექტური არ იქნება. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ფესვის მწვერვალზე არსებული ანთება თანდათან მცირდება და ქრება. ამას დროს სჭირდება. საკონტროლო რენტგენზე თუ ეს პროცესი ფიქსირდება ესეიგი ყველაფერი კარგადაა. თუ სურათი არ იცველება და ამასთან ერთად გაწუხებთ, მაშინ ანტიბიოტიკების დანიშვნა და მითუმეტეს სავლები გამოსავალი არა არის. სსავარაუდოდ თავიდან იქნება სამკურნალო არხები, ან მეორე გზა არის ფესვის მწვერვალის მოკვეთა გარედან ქირურგიული გზით. ეს მცირე ქირურგიული პროცედურაა, რომელსაც ქირურგი სტომატოლოგი ატარებს და ასეთი გზით ხდება ინფექციის კერის მოშორება არხების თავიდან გახსნის გარეშე.
გამარჯობათ.15დღის წინ ქვედა მეექვსე კბილზე დამჭირდა ნერვის ამოღება.გამიყუჩეს ულტრაკაინით ამ დროს ენაზეც ვიგრძენი არასაიოვნო ჩხვლეტა.ექიმმა მითხრა ენაზე არა მი ქვეშ გავაკეთე რომ გაითიშოს კბილიო.ასეთმა გაყუჩებამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა.ამის მერე 15დღეა გაბიჟებული მაქვ ენის მარჯვენა მხარე ისეთი უსიამოვნოა უკვე ამის ატანა აღარ ვიცი რა ვიღონო.ექიმმა გაგივლისო.ამიხსენით გთხოვ როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან.წინასწარ გიხდუთ მადლობას.
გადაავლეთ თვალი ჩვენს ამ სტატიას, სადაც მსგავს პრობლემაზეა საუბარი. თუ გექნებათ კიდევ შეკითხვები სიამოვნებით გიპასუხებთ. https://kbilebi.com/2016/08/09/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C/
მე ენა მაქვს გაბუჟებული რადგან როგორც ზემოთ მოგწერეთ გაბრუება ვიგრძენი ენაზე.და რომ ვკითხე ენის მარცხენა ა მხარეც გავთიშეო ახლა მეწვის როცა ცხარეს მივირთმევ.ძალიან ცუდ დღეში ვარ.ნუთუ არ შეიძლება ამ დისკომფორტის მოხსნა?
ქვედა ყბაის საღეჭ კბილებზე ანესთეზიის ჩატარებისას ქვედა ყბის ნერვთან ერთად ითიშება ენის ნერვიც, რადგან ანატომიურად ერთად მდებარეობს. ჩხვლეტა კეთდება ქვედა ყბის ბოლოში, ბოლო კბილის უკან. ამიტომ ენაზე დაბუჟების შეგრძნება ანესთეზიის მოქმედების დროს ბუნებრივია. მაგრამ როგორც ჩანს ნერვის ტრავმირება მოხდა, რადგან დაბუჟების შეგრძნება დარჩა. ის ფაქტი, რომ გაჩნდა წვა და მთლიანად დაბუჟებული აღარ არის, ნიშნავს რომ აღდგენის პროცესი მიდის. სამწუხაროდ, მხოლოდ უნდა დაელოდოთ და გამაღიზიანებელ ფაქტორებს მოერიდოთ. პროცესის დასაჩქარებლად ასეთ შემთხვევაში რაიმე ეფექტური მეთოდი არ არსებობს.
კბილზე მკურნალობა არ მაქვს დამთავრებული .მხოლოდ ნერვი ამოიღო .ამ დაბუჟების მერე არ გამიგრძელებია მკურნალობა .შეიძლება ამდენი ხანი დაყოვნება .თან ანესსთეზიაც დამჭირდება მკურნალობის გასაგრძელებლად და კიდევ უარეს დღეში არ ჩავვარდე.როგორ მოვიქცე მირჩიეთ?
გაუგებარია რატომ არ დასრულდა არხების დაბჟენა იმ ვიზიტზე, როცა ნერვის ამოიღება მოხდა. დაყოვნება შესაძლებელია, თუ არხი სათანადოდ არის მომზადებული მკურნალობის ხანგრძლივად გადადებისთვის. ამ დროს არხში იდება სპეციალური პასტა და იხურება ჰერმეტულად. ანესთეზიას რაც შეეხება, სანამ ნერვის მგრძნობელობა არ აღდგება ალბათ აჯობებს ჩატარდეს სხვა ტექნიკით.
გამარჯობათ, პირველ რიგში ძალიან კარგი საიტი გაქვთ, ზოგადად ინფორმაციაც კარგად არის გადმოცემული მაგავსი თემატიკის საიტი ქართულად სხვა ნამდვილად არ მინახია. თან უფასო კონსულტაციაც გაქვთ, გამეხარდება თუ უფრო წარმატებული იქნება როგორც თქვენი საიტი ისევე თქვენც 🙂 ერთი კითხვა მაქვს, 6 თვის უკან კავიკთე მესამე კბილის დაბჟენა, ორი დღის მერე ისევ ამტკივდა ისეთი ტკივილით გეგონა ვინმე ნემსის წვერს ურჭობდა კბილის ფესვში. თაბ ტკივილი იწყებოდა კბილის ქვედა მხრიდან და ადიოდა ფესვამდე. მოკლედ მივედი სხვასთან იმან არასწორად არის დაპლომბილიო, ბოლომდე არ იყო გაწმენდილი კარგად და პლომბიც არხში ალაგ ალაგ იყო. დავიპლომბე თავიდან, რაც ვუყურე მართლა კარგად დაბჟინა. ეხლა რამოდენიმე კვირაა ცხვირის ნესტოსთან რომ ვიჭერ თითს ტკვილის შეგრძნება მაქვს, სადღაც ამ კბილის ფესვთან სავარაუდოდ და რა შეიძლება იყოს და რა ინდა ვქნა? თან ამ კბილზე დენტალური ხიდია დამაგრებული ინტერნეტში წავიკითხე შეიძლება ხიდს ქვემოდან გაბურღვა და ისე დაპლომბვა. მადლობა წინასწარ
დიდი მადლობა, რომ მოგწონთ ეს საიტი 🙂
ასეთი შეგრძნება, ანუ ტკივილი თითის დაჭერისას ნორმალურია ეშვის შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ წინა მკურნალობის პრობლემას. ეს სიმპტომი მკურნალობის შემდეგ ჩნდება და თანდათან უნდა შემცირდეს. მაგრამ რეალური სურათი აუცილებლად გამოჩნდება რენტგენზე. იმ შემთხვევაში, თუ არხის თავიდან მკურნალობაა საჭირო, კბილზე დამაგრებული ხიდის გვირგვინის გაბურღვა არავითრ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. ეს ხიდს დაასუსტებს და მისი მომსახურების ვადას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასეთ შემთხვევაში უფრო სწორი იქნება ფესვის მწვერვალის რაზექცია გარედან ქირურგიულად.
გამარჯობათ, კბილი დავიპლომბე 2 დღეა და მტკივა, როდესაც მინდა ვჭამო რაღაც, რისი ბრალია?
თუ არხების მკურნალობა ჩაიტარეთ, შესაძლებელია იყოს ასეთი მგრნობელობა რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ თანდათან არ შემცირდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
Gamarjobat.kbili daplombili mawvs me-2welia da exa gamisivda chirqgrova maqvs ra sheidzleba gamomwvevi mizezi ilos?
ასეთ შემთხვევაში მიზეზს წარმოადგენს ინფექცია ფესვის არხებში. თუ კბილი “ცოცხალი” იყო და მხოლოდ კარიესი იყო დაბჟენილი, სავარუდოდ რაიმე ფაქტორმა “ნერვის კვდომა” გამოიწვია, რაც ინფექციის მიზეზია. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს მაგალითად ღრმა კარიესის გამო ნერვის ანთება. თუ არხებიც დაბჟენილი გქონდათ, ამ შემთხევაში მიზეზი არხების არასათანადო მკურნალობაა, რის შედეგადაც არხში დარჩა ინფექცია. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია არხების მკურნალობა.
გამარჯობა. რამდენიმე დღოს წინ დავიბჟინე ქვედა მარჯვენა მეექვსე კბილი. სამი ვიზიტი დამჭირდა არხები დამიპლომბა. გავაკეთებინე ძლიერი ანესთეზია რამე მაქვს ხოლმე ძლიერი ტკივილები.შეგრძმება მაქვს რომ ყურთან მაქვს დახშული რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მადლობა წინასწარ.
სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გაჩენა არ უნდა იყოს ანესთეზიასთან კავშირში.
გამარჯობა, სამი დღეა, რაც სასაზე, კარიესული კბილის ქვევით, დაახლოებით ამ კბილიდან 2-სმ დაშორებით, შევამჩნიე დაახლოებით 3მმ-იანი სიგანის წამონაზარდი, რაც ხელის დაჭერისას მტკივნეულია, თორემ სხვა შემთხვევაში, შეიძლება არც შემემჩნია, იმდენად მცირედით არის ამოწეული, ასევე ცოტა მაგარიც არის და უმნიშვნელოდ შეწითლებულიც, ასევე, ამ მხარეს ამომდის სიბრძნის კბილი, ოღონდ თავისით ვერ ამოდის, დახრილია და საოპერაციოა, ასევე 2 თვის წინ დავიპლომბე დაჩირქებული კბილი და მგონი ისევ გამიმიზეზდა და რა მაინტერესებს, ამ სამიდან, რომელიმეს ხომ არ შეეძლო ეს რომ გამოეწვია?? ისე, ტკივილით არც კარიესული კბილი და არც სიბრძნის კბილი არ მტკივა და მაინც შესაძლებელია ამათ გამოეწვიათ? ბოდიშს გიხდით დიდი ტექსტისთვის, მაგრამ ძალიან შევშინდი რამე უფრო სერიოზული ხომ არ შეიძლება რომ იყოს:/ წინასწარ გიხდით ძალიან დიდ მადლობას. 😊 ❤️️
მიზეზობრივი კბილის გარკვევა მარტივად შეიძლება რენტგენით. ის, რასაც აღწერთ როგორც “წანაზარდი”, რეალურად შეიძლება იყოს ფისტულაც, რომელიც კბილს უკავშირდება და ლორწოვანი გარსის ახალწარმონაქმნიც. ამიტომ პირველ რიგში კბილი უნდა გამოირიცხოს და შემდეგ დანარჩენი.
გამარჯობათ,,რამდენიმე წლის წინ დავიპლომბე საღეჭი მეექვსე კბილი, სექტემბერში პლომბის ნაწილი ამომივარდა და ძალიან მეშინია ექიმთან მისვლის, ახლა გამოხრული მაქვს ნახევრად და ნახევარი პლომბი ისევ მაქვს, არის კბილის გადარჩენის შანსი? ან ექიმთან მისვლისას იმ ძველ პლომბს ამომიღებენ ხომ?
გვირგვინის ძლიერი დაშლის შემთხვევაშიც შეიძლება კბილის შენარჩუნება. არ არის აუცილებელი რომ ამოსაღები იყოს. მაგრამ თუ რა შანსები აქვს კბილს რეალურად, ამას მხოლოდ ექიმი გეტყვით გასინჯვის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ არც მეტი დრო გადის, ეს შანსები სულ უფრო მცირდება.
გამარჯობა, ვარ 21 წლის, დღეს გავიკეთე კბილის არხების განბჟენა ანუ ცუდად მქონდა დაპლომბილი მე-6 კბილზე, სამივე არხი გამისუფთავა ძალიან კარგად ექიმმა, არხები ღიად დამიტოვა 2 დღით და 2 დღეში უნდა დამიპლომბოს მაინტერესებს სოდიანი წყალი საზიანო იქნება რო გამოვივლო? ან გვირილის სავლები? ექიმს ვერ ვუკავშირდები რო ვკითხო, წინასწარ მადლობა
არა, საზიანო არ იქნება. პირიქით. რადგან კბილი ღიაა, ხშირად უნდა გამოივლოთ, რომ საკვების ნარჩენები არ მოხვდეს არხში. ასევე ჭამის დროს ბამბის ბურთულა უნდა ჩაიდოთ კბილის ღრუში. იმედია გაგაფრთხილათ ექიმმა.
ვარ 21 წლის, დაახლოებით 2 წლის უკან დავიპლომბე კბილი არხებიანად რომელიც იმ დროს არ მაწუხებდა უბრალოდ კარიესი რო დავინახე ეგრევე ექიმთან მივედი რასაც ძაან ვნანობ, ექიმი აღმოჩნდა არაპროფესიონალი არხები ბოლომდე არაა დაპლომბილი მითხრეს რო საჭიროა არხების თავიდან გახსნა, ერთმა ექიმმა მითხრა რომ საშიშია არხების თავიდან გახსნა და 80%ით კბილს დავკარგავ, ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვარ კბილის კბილზე მიდებაზე მტკივა ორი კვირაა და ექიმთან ვერ მივდივარ, არ ვიცი რა ვქნა მართლა ასეთი საშიშია? მე 6 კბილზეაქ საუბარი ქვედა ყბაზე, არც ის ვიცი ვისთან მივიდე სტომატოლოგიურ კლინიკას ვერ მირჩევთ? ან იქნებ დაზუსტებული ინფორმაცია მომაწოდოთ არხების ხელმეორედ გახსნაზე? ძალიან ვნერვიულობ და არ ვიცი რა გავაკეთო თუ რაიმე რცევით მაინც დამეხმარებით ძალიან მადლობელი ვიქნები
არასრულად დაბჟენილი არხების პრობლემა ძალიან ხშირია, აუცილებელია თავიდან სრულყოფილად მკურნალობა და ამაში არაფერი საშიში არ არის. კბილის ნაწილი ამის გამო არ იკარგება, შორდება მხოლოდ დაზიანებული ქსოვილები (რაც აუცილებელია) და რჩება ჯანმრთელი ქსოვილი. იმის მიხედვით თუ რა რაოდენობით ქსოვილი დარჩება, შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი ხელოვნური გვირგვინით დაფარვა ანუ “გადაკვრა”, დასუსტებული კედლების მოტეხვის თავიდან აცილების მიზნით.
ყველაზე მთავარია მიმართოთ პროფესიონალს, რომელიც მუშაობს თანამედროვე სტანდარტებით და აქვს კარგი შედეგები. რეკომენდაციას გავუწევდი ნინო ოსიძეს, კლინიკა “დენტამედი”.
დიდი მადლობა, ანუ შესაძლებელია ხო კბილის გადარჩენა? როგორც მითხრეს კარიესი საერთოდ არ მაქ კბილის იმ ნაწილზე რაც დამრჩა მხოლოდ არხებია ცუდად დაპლომბილი და ამიტო განვითარდა პეროდონტიტიო
რა თქმა უნდა შეიძლება. ცუდად ნამკურნალები არხები თავისთავად არ ნიშნავს რომ კბილი განწირულია ამოსაღებად და მკურნალობა აღარ შეიძლება.
გამარჯობა. მეოთხე კბილის მაღლა წლებია მაქვს გაწითლებული ღრძილი და შემდეგ ღრძილების ანთებაც მქონდა. ვიმკურნალე ანთებაზე და ინსტრუქციასაც მივყვები, ამ მხრივ პრობლემა აღარ მაქვს. თუმცა, რამდენიმე თვის წინ შევატყე ამ კბილს რომ ოდნავ მტკიოდა და პატარაზე სიცარიელეც იყო. ტკივილმა გამიარა, მაგრამ ახლა მაინც მივედი სტომატოლოგთან რომ დამეპლომბა, აღმოჩნდა, რომ ნერვი მოსაკლავი იყო და დამიბჟინა არხებიც, გვერძე კბილიც გაფუჭებული იყო და ის ნერვის მოკვლის გარეშე დაიპლომბა. უნდა მივიდე რამდენიმე დღეში ისევ, დამიბარა . ახლა ამტკივდა, ოღონდ მხოლოდ ჭამის დროს. ისე არ მტკივა. ამ მხარეს საერთოდ ვერ ვჭამ თითქოს მე6 კბილზეც გადააქვს ტკვილი. კი მივალ ამ დღეებში სოტმატოლოგთან, მაგრამ მანამდე მაინტერესებს ეს ორი რამ ( სიწითლე და კბილის გაფუჭება) ერთმანეთთან კავშირშია? ან თუ ტკივილმა არ გაიარა, რა მოხდება ახლიდან დაპლომბავს?
შესაძლოა ტკივილის მიზეზი მეზობელი კბილი იყოს, რომელიც ნერვის მოკვლის გარეშე იმკურნალეთ.
სიწითლეს რაც შეეხება, გააჩნია რა სახის არის და სად მდებარეობს. ყველაზე ხშირად ღრძილის კიდის სიწითლე გამოწვეულია ნადებით (ღრძილზედა ან ღრძილქვეშა), იგივე მიზეზი იწვევს კარიესის გაჩენასაც. კავშირი არსეთია. შესაძლოა ვიზუალურად ნადები არ ჩანს და ჰიგინას კარგად იცავთ, მაგრამ თუ ღრძლქვეშა ნადები არსებობს, ღრძლების დაავადება ადგილზეა და არსად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება ნაკლებად იყოს გამოხატული, ძვლის დაშლა კბილების ირგვლივ გრძელდება ასეთ შემთხვევაში. იგივე მიზეზით იწყება ახალი კარიესებიც. ასეთი შემთხვევების მკურნალობა და დაკვირვება ექიმი-პაროდონტოლოგის მიერ უნდა ხდებოდეს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია.
კბილი მაქ არასწორად დაპლომბილი, რამდენიმე წლის წინ ექიმმა ცუდად დამიპლომბა არხებში პლომბი ბოლომდე არ ჩადო ადგილი დატოვა და ანთება წავიდა, საჭიროა არხების თავიდანგახსნა და ძაან საშიში ხო არაა? არ მინდა კბილი დავკარგო 20 წლის ვარ
არა, არაა საშიში და აუცილებელიაცაა. მთავარია ექიმი იყო პროფესიონალი.
2 წელი არ მტკიოდა ეხლა ამტკივდა კბილისვკბილზე მიდებაზე და ვერ გავიგე აქამდე რატო არ მტკიოდა ერთი წლის წინ რენდგენიც გადავიღე მითხრეს ანთებაა ცუდადაა კბილი დაპლომბილიო მარა ამდენი ხანი არ მტკიოდა
ძალაიან ხშირად სწორედ ასე უსიმპტომოდ მიდის პროცესი.
da mainteresebs es patologiuri jibe ganukurnebelia? anu sadgac wavikitxe rom es patologiuri jibe igive periodontituli jibea romelic ganukurnebelia,magram simptomebi rom vnaxe am periodontitis arc sisxli momdis grdzilebidan arc tkivili maqvs ubralod flossze usiamovno suni da tkacuni,sxva araferi…stomatologtan rom viyavi amas araferi eshveleba plombis moxsnas da axlidan mimagrebas azri ar aqvso ertaderti gza flossit shesvla da gamosuftavebaoo 😦 arada am periodontitis simptomebi ar maq,arc kbilebi maq “dagrdzelebuli” da arc grdzilebi maq gawitlebuli an gatetrebuli
განუკურნებელი უკვე აღარაა და საქართველოშიც არსებობს ამის მეთოდები უკვე. მხოლოდ გააჩნია ხარისხს. ანუ სიღრმეს. დიახ, პათოლოგიური ჯიბე იგივე პაროდონტალური ჯიბეა, რომელიც ჯანმრთელი ღრძილის შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს. ანუ ღრძილი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ფესვს. როგორც გითხარით, აუცილებლად უნდა გაირკვეს მიზეზი. და როგორც სწორად ვივარაუდე ამ ადგილას ბჟენი გაქვთ. ეს ყველაზე ხშირი მიზეზია. შესაძლოა მხოლოდ ბჟენის კორექცია საკმარისი იყოს, შესაძლოა ფესვის ზედაპირის ღრმა გაწმენდა დაგჭირდეთ ან მცირე ქირურგიული პროცედურა. მაგრამ მიზეზის მოშორების და მკურნალობის გარეშე პროცესი აუცილებლად პროგრესირებს, ჯიბე ღრმავდება და ფლოსი ვეღარ წვდება. ძალდატანების შემთხვევაში კი დამატებით ღრძილის კიდესაც დაიზიანებთ. აუცილებლად მიმართეთ პაროდონტოლოგს. მაგალითდ კლინიკა “ალბიუსში”. სტომატოლოგი თერაპევტის კვალიფიკაცია საკმარისი არ არის პაროდონტოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ექიმს არ უნდა გაეკეთებინა იგნორირება “ტკაცუნისთვის” და უნდა აეხსნა მიზეზი.
gamarjoba,viyavi stomatologtan da ertert kbilze mitxra rom aq aris patologiuri jibe da veraferi ver ushveliso,am patologiuri jibis meshinia dzalian,arc vici ra aris…flossit rom chavdivar usiamovno suns kidebs am floss zed,ise piris grushi ar maqvs aranairi suni ubralod ai am konkretul jibeshi ro shevdivar flossit sunic aqvs da moyvitalo feric…da kbilis am arealidan sadac jibea enas ro videb titqos mitkacunebs kbili,risi brali sheidzleba iyos da ra movuxerxo ?
ასეთი სიტუაცია ხშირია, როდესაც პათოლოგიური ჯიბის მიმდებარედ არის ბჟენი, ანუ კბილის ეს კედელი ბჟენითაა დაფარული. ტკაცუნი შესაძლოა იმის გამო იყოს რომ ბჟენი მოძრაობს. თავად პათოლოგიური ჯიბე ნიშნავს იმას, რომ ღრძილსა და კბილის ფესვს შორის არის სივრცე, სადაც ნადები რჩება. ჯიბის სიღმის მიხედვით, შესაძლობა ფლოსით მთელ სიღრმეზე გაწმენდას ვერ ახერხებდეთ.
ნებისმიერ შემთხვევაში პათოლოგიურ ჯიბეს აქვს მიზეზი, მითუმეტეს, თუ ზოგადად ღრძილების დაავადება არ გაწუხებთ. აუცილებლად უნდა დათვალიერდეს კბილი. თუ ბჟენი არსებობს, შესწორდეს ან შეიცვალოს. პათოლოგიური ჯიბის მკურნალობა კი შესაძლებელია და უნდა მოხდეს პაროდონტოლოგის მიერ. ამიტომ უმჯობესია თუ ჯერ პაროდონტოლოგს მიმართავთ. http://www.parodontolo.ge — აქ შეგიძლიათ მოძებნოთ პაროდონტოლოგი.
გამარჯობათ.გადაკრული კბილები ვგრძნობ მოირყა და სად დამიწება ენა კარგად ხომ ვერ მიმასწავლეთ.ჩემი ექიმი სამწუხაროდ სხვაგან გადასულა.მადლობთ
ნებისმიერ კლინიკაში შეძლებენ დროებით დამაგრებას, მაგრამ შესაძლოა გამოცვლა იყოს საჭირო.
Gamarjobat.gushinwin sagamoti amtkivsa kbili qveda marcxena mxares 2 sagewi kbili yvelanairi tkivil gamayuchebeli davlie da araferma ar mishvela marto sodiani wyali mshveloda.meore dgss mivedi eqimtan da 5 anesrezia gamiketa tkivili ver gamiyuchda arxebi ro gaexsna.ybasaxis qirurgtan gamgzavna,rogor moviqce ro cotati tkivili shevimsubuqo gmadlobt
ასეთი ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, როცა ტკივილგამაყუჩებელი არ მოქმედებს, რაიმე სხვა მეთოდი უძლურია. ყბა-სახის ქირურგი მოახერხებს ნერვის გათიშვას და თერაპევტი ჩაატარებს მკურნალობას.
Gamarjoba, nerv moklul kbilze rodesac ploms miketeben mudmivsac da droebitsac or dgeshi shegrzneba michndeba titkos kbili mebereba shignidan, rogorc ki vixsni plombs micherdeba tkivili. Daminishna savlebi ekimma magram 2tvea araferi mshvelis da ploms ver madebs, risi brali sheizleba ikoos?
გირჩევდით მიმართოთ უფრო კვალიფიცირებულ ექიმს, რომელიც არხების მკურნალობის უფრო ეფექტურ და თანამედროვე საშუალებებს ფლობს.
გამარჯობა, გუშინ დამიბჟინეს ზედა მეორე პრემოლარი არხიც და კბილიც ერთ დღეში, ღამით კბილის კბილზე დაჭერისას შემაწუხა ტკივილმა, ასევე ენის მიდების და კაკუნის დროს მტკივა სხვა შემთხვევაში არა, არ მიცდია თან ამ მხარეს ჭამა, რამდენად დამახასიათებელია ტკივილი არხის დაბჟენის შემდეგ და რამდენ ხანში გამივლის? მადლობთ
ჭამის დროს საერთოდ არ მტკივა
ასეთი რეაქცია შესაძლებელია. უნდა შემცირდეს თანდათან და 2-3 დღეში გაიაროს. თუ შენიშნავთ რომ მატულობს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გამარჯობატ კვირაზე მეტია კბილი დავიპლომბე თავის არხებით. კბილში მიდიოდა ლპობის პროცესი.პირველი პლომბის შემდეგ მეორე დგეს მგრგნიდა მესამე დგეს ამტკივდა.შემდეგ დგეებზე მგრგნიდა აკეთ მხარეს ვერ ვჯამდი ენასაც ვერ ვიდებდი მერე სულ გადამიარაა.ამის გამო გავიკეთე კბილზე რედგენი შემდეგ თავიდან გამისხსნეს არხები და დაიპლომბა რედგენის მიხედვით.მაგრამ დგესაც აკეთ მხარეს ვერ ვჯამ.თუ რაგაც მედება მტკივა წამიერად.ეგაა როცა არხს ამუშავებდნენ დზალიან მტკუოდა პირვრლად.მეორედ კი ოდნავ მტკიოდა. რა შეიძლება იყოს?კბილია ამოსაგები ანუ?
სამწუხაროდ შეუძლებელია რამის თქმა რეტგენის სურათის გარეშე. ექიმს, ვინც გიმკურნალათ უნდა ჰკითხოთ მიზეზი და უნდა აგიხსნათ როგორი პროგნოზი შეიძლება ჰქონდეს ამ კბილს.
ქვედა მეორე პრემოლარი ექიმმა გამიხსნა არხი და დაამუშავა, შემდეგ ჩამიდო ევგენოლში შესველებული ბამბა და დროებითი დამადო, მაგრამ კბილმა. ტკივილი დამიწყო, რისი ბრალია? ან როგორ მოვიქცე?
ევგენოლში დასველებული ბამბა ძალიან დიდი ხანია აღარ გამოიყენება სტომატოლოგიაში. და როცა გამოიყენებოდა მაშინაც შეცდომა იყო. გირჩევთ, რაც შეიძლება მალე მიმართოთ უფრო კვალიფიცირებულ ექიმს, რომ ამოიღოს ბამბა და მიიღოს შესაბამისი ზომები გართულების თავიდან ასაცილებლად.
მოგესალმებით ზედა უკანა კბილს რომელიც დაპლომბილი მაქვს ბოლო დროს მისივდება არხებიც დაპლომბილია ნერვი მკვდარია მაგრამ მაინც მისივდება ვერვხვდები რატომ რა უნდა ვქნა როგორუნდა მოვიკცე ? და საშიშა რამე ? მადლობა წინასწარ
პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მეზობელი კბილი ხომ არაა მიზეზობრივი. შემდგენ კი მოხდეს არხების რევიზია, ანუ გახსნა და თავიდან მკურნალობა. “მკვდარი ნერვი” არ ნიშნავს რომ არხები სრულფასოვნადაა ნამკურნალები. თუ არხში რჩება ინფექცია, აუცილებლად მწვავდება მომავალში.
იცით კბილზე რაღაც ყვითელი ლაქასავით არის და კალციუმის ნაკლებობის შედეგიაო და როგორ შეიძლება რომ ვუმკურნალო
არსებობს საშუალებები, რომელიც ზოგიერთი სახის ლაქას აუფერულებს. ამ პროცედურას სტომატოლოგი ატარებს. ასევე შეიძლება ლაქის გადაფარვა შესაბამისი ფერის ჰელიობჟებით. თუ დიდი ზომისაა — ვინირით დაფარვა.
გამარჯობათ, რამდენად საშიშია არხის პერფორაცია, და თუ არის გამოსწორებადი ეს შეცდომა, ან როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს.. მადლობთ ყურადღებისთვის
დამოკიდებულია იმაზე, პერფორაციიდან რამდენი ხანია გასული. თუ პერფორაციის შედეგად უკვე გამოწვეულია ცვლილება ძლოვან ქსოვილში, ასეთ შემთხვევაში კბილის შენარჩუნება პრაქტიკულად ვეღარ ხდება. თუ პერფორაცია მომენტალურად დაფიქსირდა არხის მკურნალობის პროცესში და ექიმი მოახერხებს მის იზოლაციას სპეციალური ცემენტის საშუალებით, კბილის მკურნალობა გრძელდება, თუმცა აუცილებელია კბილზე დაკვირვება და რენტგენოკონტროლი.
საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ პერფორაციის შედეგად არხის ინსტრუმენტებით ხდება არხში არსებული ინფექციის გადატანა არხის გარეთ ძვლოვან ქსოვილში. შესაბამისად შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად იყო დაინფიცირებული თავად არხი, და რამდენად მოხდა პერფორაციის იზოლაცია არხის სანათურისგან.
გამარჯობა, კბილი მქონდა დეპულპირებული დიდი ხნის დაბჟენილი, ოღონდ კბილს არ ჰქონდა არანაირი ფორმა პირდაპირ იყო ბჟენი დანატყეპები, რეზიდენტთან მივედი და ვთხოვე ამ კბილისთვის ფორმა მიეცა, ძველი ბჟენი ამოიღო ნაწილობრივ კედლებზე მოაცილა და ფსკერზე დატოვა, შემდეგ ახალი ბჟენით აღმიდგინა კბილი და ნამდვილს დაემგვანა, მაგრამ ტკივილები დამეწყო ამ კბილზე, რისი ბრალი შეიძლება იყოს? გთხოვთ მიპასუხეთ
თუ კბილი დეპულპირებულია ანუ “მკვდარია” და არხებს ექიმი არ შეხებია ამჯერად, მაშინ შესაძლოა რომელიმე არხი არ იყო დაბჟენილი და კბილის პრეპარირებამ ნარჩენი ნერვის რეაქცია გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში არხის მკურნალობა უნდა მოხდეს.
ან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ახალი ბჟენი “მაღალია” ან მოპირადპირე კბილთან შეხებაში სხვაგვარად მოდის, ვიდრე ადრე იყო. ამ შემთხვევაში ექიმმა უნდა გაასწოროს.
1 tvis win chavidgi plombi da exla loya maq gasiebuli ra vqna
შესაძლოა მიზეზი სხვა კბილი იყოს. უნდა მიმართოთ ექიმს.
გამარჯობა, 2 დღის წინ დავიბჟინე კბილი, ტკივილი ძალიან მსუბუქი მაქვს, მაგრამ ძლიერად მხოლოდ კბილის კბილზე შეხებისას მტკივა, შეგიძლიათ მითხრათ ნორმალურია ეს თუ არა, რა შეიძლება გამოვიყენო და რამდენ ხანში გამივლის მაქსიმუმ ?
თუ მხოლოდ ბჟენი გაკეთდა და კბილი ცოცხალია, ტკივილი მიანიშნებს, რომ “ნერვზე” უკვე გადასულია ანთება და არხების მკურნალობა რეკომენდებულია. თუ არხები დაიბჟინეთ, დააკვირდით ტკივილის დინამიკას. თანდათან უნდა მოიკლოს და რამდენიმე დღეში უნდა გაქრეს. თუ ინტენსივობამ მოიმატა, ეს მიანიშნებს რომ არხების რევიზიაა საჭირო და ექიმს უნდა მიმართოთ.
მადლობა დიდი ❤️
გამარჯობათ.კბილი დავიპლომბე რეზიდენტებთან .3 ჯერ რედგენით.3 საათამდე მიპლომბავდნენ.ანესთეზიამ გაიარა სა ძან მტკიოდა.ბოლოს როგორმე დაამთავრეს.ექიმიც გვედგა თავზე.მესამე დგეა.სამისივდა ტკივილით იმდენად არმტკივა .გამოსავლებს ვივლებ აფთიაქში ნაყიდს.რას მირჩევდით.დიდი მადლობათ
გაიხარეთ.
სამწუხაროდ, მხოლოდ იმის რჩევა შემიძლია რომ მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს. სიტუაციის შესაფასებლად რეტგენი და გასინჯვაა საჭირო.
გამარჯობათ მაქვს ხრძილების ანთება ორი დხეა დამისივდა ტკივილები მაკ გუშინ ვიკავი ექიმთან ცეპრიაქსონი დამინიშნა და სავლები დხეა უკვე თვალზე ავიდა
თუ ასეთი ძლიერი შეშუპებაა, შესაძლებელია კბილის მიერ იყოს გამოწვეული. ანტიბოიოტიკის დანიშვნა გაუმართელბელია ადგილობრივი მკურნალობის გარეშე, სავლები კი არაფრის მომცემია (ცხელი სავლები საერთოდ არ შეიძლება შეშუპება როცაა). უნდა მოხდეს ინფექციის კერის მოშორება ღრძილის ქსოვილებიდან ან კბილიდან. თუ კბილია მიზეზობრივი, პირველ რიგში უნდა დაიწყოს მისი მკურბალობა. თუ არ ექვემდებარება მკურნალობას, უნდა ამოიღოთ.
გამარჯობათ.თებერვალში დავიპლომბე კბილი.მტკიოდა დაპლობვამდე.ანთება მქონდა კბილის ძირში.მერე ხსნარებიტ გამომირეცხეს და დაპლომბეს.ერთ თვემდე მტკიოდა.მის გვერდით კბილზე კარიესი დამიპლომბეს.დღეს ორივე კბილს ვუკაკუნებდი თითს.მერე ვარყიე.მაინტერესებდა მდგომარეობა.სტომატიტოს მაქვს.კბილების ძირში ყრუ ტკ8ვილი ვიგრძენი და გამიგრძელდა .ღეჭვის დროს არმტკივა.ტკივილი ღრძილის გაღიზიანების ბრალია?ჯანსაღ კბილს როვ ვუკაკუნებ არაფერს ვგრზნობ ამათ რომ ვუკაკუნებ თითქოს რაღაც არაა ჟანსარი ასეთი შეგრძნება მაქვს.ბოდიშით ამდენი რომ დავწერე.მირციეთ რამე😯მადლობათ.
“მკვდარ” კბილს ყოველთვის განსხვავებული რექცია აქვს პერკუსიაზე ანუ დაკაკუნებაზე. მარტო ამ ნიშნით ვერ გავარკვევთ კბილს პრობლემა აქვს თუ არა. ამისათვის მინიმუმ რენტგენი უნდა გადაიღოთ.
რა მალე მიპასუხეთ თქვენ გაიხარეთ.დიდი მადლობა☺
გუშინ მოგწერეთ რომ თითის დაკაკუნებაზე თებერვალში დაპლომბილი კბილის შემოწმება მინფოდა.მეტკინებოდა თუარა.გვერდით კბილსაც დავაკაკუნე.ყრუ ტკივილის მერე მოგწერეთ სა რედგენი მირჩიეთ.გადავიღე და ახალი კბილი ანთება არიო და გამიხსნეს.ნერვი ამომირეს ბოდიშით და სუნი წონდაო.გამომირეცხეს რამოდენიმეჯერ და რაღაც ჩამიდეს.სანამ ეს სუნი და ანთება არგადავა ჯერ ვეტ დავპლომბავთო.რასუნდა გამოეწვია ანთება?
ანუ ანთება იგივე (დაპლომბილ) კბილზეა თუ ახალ (სხვა) კბილზე?
ახალ სხვა კბილზე.შეიძლება მანამდეც ის მტკიოდა და არა გაფუწებული კბილი.მაგრამ რედგენზე ხომ უნდა გამოცენილიყო თებერვალში რომ გადავიღე.ეხლაც მერომ არშემომეწმებინა კაკუნით გაგრძელდებოდა და ალბათ დავკარგავდი კბილს.არადა დასაკარგი კბილები მართლა არა მაქვს უკან ზედა ორ ორი საღეჭები ისედაც არამაქვს.ახალი კბილი რომელზეც პატარა კარიესი იყო ის მტკიოდა თურმე.გახსნეს და სუნი ჰქონდაო და სანამ ეს სუნი არალაგდება ჯერ არდავპლომბავთო.ღრზილების ანთება ხომ არგამოიწვევდა?
კბილის არხში ანთებას კარიესი იწვევს. რენტგენზე ნამდვილად გამოჩნდებოდა.
გამარჯობათ ჩვენო საუკეთესო მრჩეველო..რამაინტერესებს.ავარიის დროს ქვედა ყბის ფუძე შუა კვბილები მომტყდა.მერე გავიკეთე კბილები.ძალიან გაუჭირდა ფორმის მიცემა.ალბათ 8 წელი გასული იქნება.თერაპევტმა დამითვალიერა და სასურველუა 8 ან 10 წელიწადში კბილების შეცვლაო.ზედა 5 კბილიც გადაკრული მაქვს.სასურველუა ზედაც შეიცვალოსო.ქვედა ყბაზე ორ კბილს ბოლომდე არ აზის კბილები.ოდნავ ჩანს კბილის ძირები.არშეიძლება ეს კბილები ამოიღონ შეამოწმონ და ხელახლა დასვან იმავე კბილებზე ღრძილებში ისე რომ არჩანდეს კბილის ძირი?😯
იგივე გვირგვინების ან ხიდის გამოყენებას თუ გულისხმობთ, სამწუხაროდ შეუძლებელია. ის რომ ბოლომდე არ ზის, ნიშნავს რომ სხვა ფორმის და სიგრძის გვირგვინი ან ხიდია დასამზადებელი. ამიტომ ძველი არ გამოდგება.
შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი ექიმი კბილის რომელიც შეძლებს გამიკეთოს ნორმალურად კბილები.ტყვილა გადავყარე ფული გამოდის.ერთი კბილი 100 ლარი ღირდა.
თეა ჩუბინიძე, კლინიკა “უნისტომი”.
რამდენიმე თვეა კბილი დავიპლომბე, ნერვი ძალიან მაწუხებდა პირველი კვირა, საუბრის დროსაც. შემდეგ ტკივილი თანდათან გაქრა და მხოლოდ ცივ წყალზე მტკივდებოდა , მაგრამ დღეს დილიდან ტკივილი დამეწყო არც ისე ძლიერი , მაგრამ უსიამოვნო. მეგობარმა მითხრა რომ შესაძლოა ნერვი დალპეს და კბილი დაზიანდ ეს თუ ნერვს არ ამოიღებო. მაინტერესებს მართალია თუ არა , საშიშია ნერვის დატოვება
თუ კბილი “ცოცხალია” ანუ მხოლოდ ბჟენი გაკეთდა და ნერვი ცოცხალი იყო, დიახ, მეგობარი მართალია. სავარაუდოდ საჭირო იქნება ნერვის ამოღება და არხის მკურნალობა.
gamarjobat…kveda ybis dabujeba risi brali unda iyos?kveda yba mibijdeba da yurze gadamcems
შესაძლოა სამწვერა ნერვის პრობლემა იყოს. უნდა მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს.
გამარჯობათ ერთი კვირის წინ დავუპლომბე ბავშვს კბილი და მას შემდეგ წამლის სუნიაკ პიში . ხიმვერ მეტყვით ეს ნორმალურია?
რათქმაუნდა არა. თუ თვლით, რომ სუნი გამოყენებულ მასალას უკავშირდება, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
метрогил дента vismem grizlebze da rogoria ro mitxrat ?
სამწუხაროდ, აზრი არ აქვს პაროდონტოლოგის ჩარევის გარეშე.
An rame davadebaas xom ar iwveevavs?
ღრძლების დაავადება ანუ პაროდონტის დაავადება კავშირშია ბევრ ზოგად დაავადებასთნ, რადგან პათოგენური ბაქტერიების მუდმივ კერას წარმოადგენს ორგანიზმში.
Grzilebi mtkiva anteba maqvs rogorc chans sisxldenac . Da mainteresebs mkurnaloba rogor xdeba rtulia?
ეს სიმპტომები ღრძლების დაავადებაზე მიანიშნებს. თუ მტკივნეულ პროცედურებს გულისხმობთ, არა, მკურნალობა მტკივნეული არ არის. თუმცა განკურნება რთულია და დამოკიდებული იმაზე, თუ რა ეტაპზე მიმართავთ ექიმს. შორსწასულ სტადიაზე საკმაოდ პრობლემატურია. მკურნალობის გარეშე კი კბილები ადრეულ ასაკში იკარგება.
ორი დღეა კბილი დავიპლომბე. საშინელი ტკივილები მქონდა ყურზეც გადავიდა ტკივილი და თავზეც.ნერვი ამომიგო,არხები გაწმინდა და შემდეგ დამიპლომბა.მაგრამ ისევ მტკივა ღამით არ მძინავს,თან ყურიც მტკივა გადაეცემა ტკივილი.არ ვიცი რისი ბრალია,მგონია რო ღრძილია გაღიზიანებული და სხვა კბილებსაც გადასცემს ტკივილს.მაინტერესებს ახლავს დაპლომბვას ისევ ტკივილები?ალბათ ბჟენი ჯერ არ “მოერგო” კბილს.რამდენ ხანს გასტანს ტკივილები?სხვა დროსაც დამიპლომბავს კბილი და ისევ ისეთი ტკივილები არ მქონია. ან რა სავლები გამოვივლო რომ ტკივილი შევიმსუბუქო?
დააკვირდით ხომ არ არის ახალი ბჟენი მაღალი. ასევე უნდა შემოწმდეს დაბჟენილია თუ არა ყველა არხი, ან სხვა კბილი ხომ არა არის ტკივილის მიზეზი.
Paradontaqsit vixex da vivleb savlebitac karhia?
როგორც უკვე გითხარით: “პაროდონტის დაავადება გამოწვეულია რბილი და მყარი ნადებით, რომელიც ღრძილის ქვეშაა. მისი მოშორების გარეშეა რაიმე სამკურნალო პასტების და სავლებების გამოყენებას აზრი არ აქვს. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს ღრმა გაწმენდის ჩასატარებლად.”
Da ramdexans chavitaro es procedura?
რა პროცედურას გულისხმობთ?
Grzilebidan sisxldena maq did I xania kbilebis xexvis dros DA sashishia ?
გახეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენა ყველაზე ადრეული ნიშანია პაროდონტის დაავადების. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წლების განმავლობაში სხვა სიმპტომი ვერ შენიშნოთ, დაავადება პროგრესირებს, თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ. ეს გამოიხატება ფესვის ირგვლის ძვლის განლევით, რაც პათოლოგიური ჯიბეების გაჩენას იწვევს. იგივე ძვლის განლევის გამო წლების შემდეგ იწყება კბილების მორყევა. ასეთ ეტაპზე პროცესის შეჩერება უკვე ძალიან რთულია. ამიტომ სისხლდენის შემჩნევისთანავე უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს.
Gasagebia da paradontaxsit vixex kbils da amavedroulad vivleb savlebitac.kargia rogor fiqrobt rame shedegs momcems?
პაროდონტის დაავადება გამოწვეულია რბილი და მყარი ნადებით, რომელიც ღრძილის ქვეშაა. მისი მოშორების გარეშეა რაიმე სამკურნალო პასტების და სავლებების გამოყენებას აზრი არ აქვს. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს ღრმა გაწმენდის ჩასატარებლად.
4 დღის წინ დავუპლომბე ბავშვს კბილი დღეს გაუსივდა და რა შეიძლება იყოს? ძალიან ვნერვიულობ ბავშვი არის 5 წლის…ჰქონდა პულპიტი
სავარაუდოდ არხების სრულფასოვნად მკურნალობაა საჭირო.