კბილების მკურნალობა, ბჟენები

გთხოვთ კითხვა დასვათ კომენტარებში.

618 thoughts on “კბილების მკურნალობა, ბჟენები

  1. Გამარჯობათ, 1 დღის წინ ნერვი მომიკლა სტომატოლოგია, ახლა ცხელ სავლებებს ვივლებ, არხები დახურულია მაგრამ მტკივა. Ცხელი სავლების დროს მეწყება ტკივილი. Საგრძნობია Განსაკუთრებით კბილზე პერკუსიის დროს (ნელა დაკაკუნების). Რისი ბრალი შეიძლება იყოს? Ან ბუნებრივია მსგავსი კლინიკა ესეთ დროს?

    1. გააჩნია რა იყო საწყისი დიაგნოზი. არხების დაბჟენის შემდეგ ასეთი სიმპტომები შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, თუ რამდენიმე დღეში გაქრება. მაგრამ ცხელი სავლები თუ ტკივილს პროვოცირებას უკეთებს გაუგებარია რატომ გაქვთ დანიშნული.

  2. გამარჯობა, ნოემბერში ვიყავი სტომატოლოგთან ნერვი მომიკლა შემდგომ დაჩირქება დამეწყო და ლოყა დამისივდა რომ მივედი არხის გახსნა იყო საჭირო , მაგრამ ექიმმა გაყუჩების გარეშე გამიკეთა პროცედურა რომელიც საშინლად მტკივნეული იყო. მაინტერესებს თუ არის შემთხვევა როცა გაყუჩება არ კეთდება არხის გახსნისას

    1. არის შემთხვევები, როცა ანესთეზიის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, თუმცა შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციისა და წინასწარი მომზადები შემდეგ პრაქტიკულად ყოველთვის არის შესაძლებელი ანსთეზიის გაკეთება. ასეთი მდგომარეობაა მაგ. ორსულობა, ალერგიული ფონი, ჰიპერტონიული და გულსისხლძარღვთა დაავადება… ერთადრეთი როცა შეიძლება ვერ გავაკეთოთ ანესთეზია, არის გადაუდებელი ჩარევა, როდესაც წინასწარ მომზადების დრო არ არის და გვაქვს აშკარად გამოხატული უკუჩვენება.

      1. ლოკალური გაყუჩების შემთხვევაშიც ? ანუ ნემსით რომ ხდება გაყუჩება, მაგრამ ჩვეულებრივ დაძინების გარეშე ? ანუ როცა მივედი ლოყა დაბერილი მქონდა უკვე და ექიმმა მითხრა, რომ ამ დროს ნემსით თუ გამიყუჩებდა უარესი იქნებოდა

      2. დიახ, ლოკალურ ანესთეზიაზეა საუბარი.
        ჩირქოვანი პროცესის შემთხვევაში ზოგჯერ ანესთეზიის ეფექტურობა მცირდება ანუ სრულფასოვნად არ ყუჩდება, მაგრამ მაინც შეღავათია პაციენტისთვის. გარდა ამისა არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ანასთეტიკები. “უარესი იქნება” რას გულისხმობს გაუგებარია. ალბათ ექიმს ჰქონდა მიზეზი უარი ეთქვა ანესთეზიის გამოყენებაზე და უმჯობესი იქნება სთხოვოთ რომ აგიხსნათ.

  3. გამარჯობათ. მაინტერესებს, კბილის დაპლომბის შემდეგ, შეიძლება თუ არა ალკოჰოლური სასმლის მიღება?

    1. ალბათ ანესთეზიით მკურნალობას გულისხმობთ. პრობლემას არ წარმოადგენს. სასურველია ზომიერად მიიღოთ ალკოჰოლი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.