კბილების მკურნალობა, ბჟენები

გთხოვთ კითხვა დასვათ კომენტარებში.

629 thoughts on “კბილების მკურნალობა, ბჟენები

  1. გამარჯობა,უკანა საღეჭის პატარა კბილი მტკიოდა მივედი ექიმთან, და ჩამიდო დროებითი პლომბი, ნერვიც მოკლა, ახლა რამოდენიმე დღის შემდეგ, ისევ მივედი და ისეთი ტკივილი მქონდა თითქოს, ისევ ისეთი ტკივილმა შემაწუხა და ასე მითხრა ღრძილის ბრალიაო და შესაძლებელია თუარა, რომ მართლა ღრძილის ბრალი იყოს ამ ნერვ მოკლული კბილის ტკივილი?მადლობა

    1. შესაძლებელია ღრძილის ბრალი იყოს, თუ კბილი სრულფასოვნად არის დაბჟენილი. შესძლებელია ასევე იყოს ნარჩენი არხი ან არასრულფასონად იყოს არხები დაბჟენილი და ეს იწვევდეს ტკივილს.

  2. მაინტერესებს გაბზარულ, ნერვმოკლულ წინა კბილზე რამდენათ მართებულია ბრეკეტების გაკეთება?

    1. ნერვმოკლული პრობლემა არ არის. მაგრამ ბზარს გააჩნია. ზოგი ტიპის ბზარის შემთხვევაში კბილის შენარჩუნებაც კი ვერ ხერხდება და ამოღებაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ბზარი ხვდება თუ არა ბრეკეტის ფიქსაციის ზონაში, კბილის ზედაპირზე.

  3. გამარჯობა, 4 წინა, ზედა კბილზე მაქვს ნერვი მკვდარი. მაინტერესებს იქნება თუ არა პრობლემა ბრეკეტების გაკეთება და როგორ უნდა მოვუარო, რომ მალე არ გაყვითლდეს? რამდენი ხანი შეუძლია გაძლოს ამ კბილებმა?

    1. “მკვდარი ნერვი” ბრეკეტის დასამაგრებლად პრობლემას არ წარმოადგენს. გაძლება ანუ პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხარისხიან არის ჩატარებული არხის მკურნალობა, რამდენად კარგ ჰიგიენურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ და ასევე ღრძილების ჯანმრთელობაზე.

      ბრეკეტის დამაგრების შემდეგ ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ ინსტრუქტაჟი თუ როგორ მოუაროთ კბილებს ბრეკეტის ტარების პერიოდში, რომელი სპეციალური ჰიგიენური საშუალებები გამოიყენოთ. აუცილებელია: გახეხვა დღეში მინიმუმ 2ჯერ (ძილის წინ აუცილებლად), ფლოსის და სპეციალური ბრეკეტის ჯაგრისის გამოყენება, ჰიგიენური სავლები, პროფეციული გაწმენდის ჩატარება სტომატოლოგთან 3-4 თვეში ერთხელ ან იმ სიხშირით, როგორც ექიმი გირჩევთ. კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს პაროდონტოლოგთან თანამშრომლობით გააკეთებთ, რომელიც ასევე თვალს მიადევნებს თქვენი ღრძილების ჯანმრთელობას, რადგან ბრეკეტის ტარება ხშირად ხდება პაროდონტის დაავადების დაწყების მიზეზი, როცა ჰიგიენა სათანადო დონეზე არ არის. მასვე შეუძლია შეგირჩიოთ რეჟიმი და მოვლის საშუალებები.

  4. გამარჯობა,გუშინ მომიკლა ნერვი სტომატოლოგმა,ამოასუფთავა და დაპლომბვა ვერ მოხერხდა ,ამის გამო ჩადო დროებითი პლომბი,მაგრამ საშინელი ტკივილი მაქვს ,წყალსაც კი ვერ ვსვავ,მაინტერესებს რამდენად ნორმალურია ასეთი გაუსაძლისი ტკივილი ნერვის მოკვლის შემდეგ?

    1. რადგან მკურნალობა დასრულებული არ არის, ძნელი სათქმელია რა შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი, რადგან არ ვიცით რა ეტაპზე მოხდა პროცედურის შეწყბეტა. ყოველთვის ჯობია, რომ მკურნალობა დასრულდეს სანამ ანესთეზია მოქმედებს.

  5. Გამარჯობათ, 1 დღის წინ ნერვი მომიკლა სტომატოლოგია, ახლა ცხელ სავლებებს ვივლებ, არხები დახურულია მაგრამ მტკივა. Ცხელი სავლების დროს მეწყება ტკივილი. Საგრძნობია Განსაკუთრებით კბილზე პერკუსიის დროს (ნელა დაკაკუნების). Რისი ბრალი შეიძლება იყოს? Ან ბუნებრივია მსგავსი კლინიკა ესეთ დროს?

    1. გააჩნია რა იყო საწყისი დიაგნოზი. არხების დაბჟენის შემდეგ ასეთი სიმპტომები შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, თუ რამდენიმე დღეში გაქრება. მაგრამ ცხელი სავლები თუ ტკივილს პროვოცირებას უკეთებს გაუგებარია რატომ გაქვთ დანიშნული.

  6. გამარჯობა, ნოემბერში ვიყავი სტომატოლოგთან ნერვი მომიკლა შემდგომ დაჩირქება დამეწყო და ლოყა დამისივდა რომ მივედი არხის გახსნა იყო საჭირო , მაგრამ ექიმმა გაყუჩების გარეშე გამიკეთა პროცედურა რომელიც საშინლად მტკივნეული იყო. მაინტერესებს თუ არის შემთხვევა როცა გაყუჩება არ კეთდება არხის გახსნისას

    1. არის შემთხვევები, როცა ანესთეზიის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, თუმცა შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციისა და წინასწარი მომზადები შემდეგ პრაქტიკულად ყოველთვის არის შესაძლებელი ანსთეზიის გაკეთება. ასეთი მდგომარეობაა მაგ. ორსულობა, ალერგიული ფონი, ჰიპერტონიული და გულსისხლძარღვთა დაავადება… ერთადრეთი როცა შეიძლება ვერ გავაკეთოთ ანესთეზია, არის გადაუდებელი ჩარევა, როდესაც წინასწარ მომზადების დრო არ არის და გვაქვს აშკარად გამოხატული უკუჩვენება.

      1. ლოკალური გაყუჩების შემთხვევაშიც ? ანუ ნემსით რომ ხდება გაყუჩება, მაგრამ ჩვეულებრივ დაძინების გარეშე ? ანუ როცა მივედი ლოყა დაბერილი მქონდა უკვე და ექიმმა მითხრა, რომ ამ დროს ნემსით თუ გამიყუჩებდა უარესი იქნებოდა

      2. დიახ, ლოკალურ ანესთეზიაზეა საუბარი.
        ჩირქოვანი პროცესის შემთხვევაში ზოგჯერ ანესთეზიის ეფექტურობა მცირდება ანუ სრულფასოვნად არ ყუჩდება, მაგრამ მაინც შეღავათია პაციენტისთვის. გარდა ამისა არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ანასთეტიკები. “უარესი იქნება” რას გულისხმობს გაუგებარია. ალბათ ექიმს ჰქონდა მიზეზი უარი ეთქვა ანესთეზიის გამოყენებაზე და უმჯობესი იქნება სთხოვოთ რომ აგიხსნათ.

  7. გამარჯობათ. მაინტერესებს, კბილის დაპლომბის შემდეგ, შეიძლება თუ არა ალკოჰოლური სასმლის მიღება?

    1. ალბათ ანესთეზიით მკურნალობას გულისხმობთ. პრობლემას არ წარმოადგენს. სასურველია ზომიერად მიიღოთ ალკოჰოლი.

Leave a Reply to ელენე Cancel reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.