კბილების მკურნალობა, ბჟენები

გთხოვთ კითხვა დასვათ კომენტარებში.

686 thoughts on “კბილების მკურნალობა, ბჟენები

  1. გამარჯობა. 10-12 წელია ზედა ყბაზე პირველი კბილი მაქვს დაბჟენილი, ტკივილი არ მაწუხებდა. სხვა მიზეზების გამო გადავიღე 3დ პანორამა და კონსულტაციაზე ქირურგმა შეამჩნია, რომ ამ კბილზე ბჟენი ფესვის არხიდან ოდნავ გადასულია ძვალში და პროცესია დაწყებული, მითხრა რომ ადრე თუ გვიან ამტკივდებოდა. ერთი კვირაც არაა გასული რაც ყრუ ტკივილი დამეწყო. არის შანსი რომ კბილი არ დავკარგო ასეთ შემთხვევაში, როცა ბჟენი ძვალშია გადასული? რამდენიმე დღეში კონსულტაციაზე მივდივარ და იქამდე დამამშიდეთ 😦
    მადლობა

    1. რათქმაუნდა არაა აუცილებელი კბილი დაიკარგოს. თუმცა უფრო ინფორმატიულია ინტაორალური სტანდარტული რენტგენოგრამა ამ შემთხვევაში. ასეთუ კბილების უმეტესობა მკურნალობას ექვემდებარება. ტკივილის სხვა მიზეზიც უნდა გამოირიცხოს, მაგ. გვერდითი კბილი ან პაროდონტული ჯიბე.

  2. გამარჯობა, სტომატოლოგმა მირჩია ზედა ბოლოს წინა კბილის ამოღება რადგან თითქმის სულ ჩამოშლილია,, ამიტომ გადავწყვიტე ამოღება. მაინტერესებს რამდენად მტკივნეულია? გაყუჩებით ხდება? კბილის ამოღების პროცესი მტკივნეულია? ტკივილი იგრძნობა ამოღებისას ან ამოღების შემდეგ? თუ გაყუჩებულიაა და არანაირი ტკივილი არ არის? მადლობა წინასწარ.

    1. ამოღება რათქმაუნდა ანესთეზიის ქვეშ ხდება. ეფექტური ანესთეზიის შედეგად არანაირი ტკივილის შეგრძნება არ არის. ანესთეზიის ეფექტურობა კი რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. გირჩევთ მიმართოთ პროფესიონალს კომფორტული და შედეგიანი მკურნალობისთვის.

  3. გამარჯობა, 8დღეა რაც კბილი დავიპლომბე ნერვის მოკვლის გარეშე, მაქვს ყრუ ტკივილი და ასევე მაქვს ტკივილი ჭამის დროს, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. ასეთ შემთხვევებში ყველაზე ხშირად მიზეზი პულპიტია. ანუ არხის მკურნალობა იქნება საჭირო. როგორც ჩანს კარიესული საკმაოდ ღრმა იყო და ნერვი უკვე ჩართული იყო პროცესში.

  4. არხის გახსნისას ექიმა ჩაუტყდა იმნსტრუმენტი ფა ჩარჩა პატარა ნაწილი რამდენად საშიშია და როგორ ხდება იმ ნაწილის ამოღება???

    1. ჩატეხილი ფრაგმენტის ამოღება შესაძლებელია თუ ექიმს გააჩნია შესაბამისი ინსტრუმენტები და გამოცდილება. თუ ვერ მოხერხდა, შესაძლებელია ფრაგმენტის გვერდის ავლით არხის მკურნალობის დასრულება. თუ ესეც ვერ მოხერხდა, გართულების ალბათობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოხდა არხის დამუშავება-სტერილიზაცია ფრაგმენტის მიღმა დარჩენილ უბანში.

      1. თუ შეკითხვა გაქვთ, მოგვწერეთ მეილზე contact.kbilebi@gmail.com
        კლინიკურ საქმიანობას არ ვეწევით.

    1. ექიმს უნდა მიმართოთ. თუნდაც დროებით მოგიხსნით ტკივილს და მკურნალობას შემდეგ დაასრულებთ, თუ ამოსაღები არაა. თუ ამოსაღებია, ამ პროცესის გადადება მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას.

  5. მოგესალმებით, ჰელიო ბჟენი რამდენი ხნით მუშაობს? და მოვლა როგორ ხდება, როგორ უნდა მოვუარო? ქათმის ხრტილების ჭამა შეიძლება? ან სხვა მაგარი საჭმელის?

    1. 10 წელი მაინც უნდა გქონდეთ უცვლელად თუ ხარისხიანი მასალაა გამოყენებული და ექიმი პროფესიონალია. თუ ექიმი ამის გარანტიას ვერ გაძლევთ, მაშინ აჯობებს გვირგვინი ან ვინირი გაიკეთოთ. თუ კბილის დეფექტი დიდია, ბჟენი დატვირთვას ვერ გაუძლებს და იმდენი ხანი ვერ მოგემსახურებათ, რამდენიც საჭიროა. ასეთ შემთხვევაში ექიმი გაგაფრთხილებთ რას უნდა მოერიდოთ. ჩვეულებრივ კი ყველაფრის ჭამა შეიძლება, რაც ბუნებრივი კბილისთვის შეიძლება.

  6. კბილის დაბჭენიდან რამდენ სათში შეიძლება საკვების მიღება?💗

  7. გამარჯობათ, ნევი ამოღებული არის კბილიდან, ადრე დავიბჟინე. ტკივილი არ მაქვს და არ მაწუხებს, თუმცა ჩირქის კაფსულა ჩნდება კბილთან ღრძილზე. რისი ბრალია?

    1. ის ნიშნავს, რომ არხების თავიდან მკურნალობაა საჭირო.

  8. გამარჯობათ, დაბჟენილ კბილზე ბჟენის ირგვლივ ჩამომატყდა კბილი, რომელიც არ შორდება კბილს და მაწუხებს, ყანყალებს და არ ძვრება, რა შეიძლება გავაკეთო სანამ ექიმთან მივალ, უმჯობესია რომ მოვიძრო რაც ჩამოტყდა?

    1. შეიძლება ღრმადაა მოტეხილი, ღრძილის ქვეშ და დამოუკიდებლად ვერ მოიშორებთ. შეიძლება ღრძილიც დაიზიანოთ და მტკივნეულიც იყოს. აჯობებს მაგ მხარეს ღეჭვას მოერიდოთ და რაც შეიძლება მალე მიმართოთ ექიმს.

  9. გამარჯობათ, ბჟენი მადევს კბილზე 6 წლის წინანდელი. კბილების გაწმენდვის შემდეგ ფერის სხვაობა ეტყობა და ეს ბჟენი რო ამოვიღო და ახლიდან დავიდო ამ კბილზე რისკს ან პრობლემას წარმოადგენს ?

    1. ბჟენის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

  10. 4 დღის წინ ვუმკურნალე ზედა მეოთხე კბილს , დამჭირდა არხების გასუფთავება(კბილის მოკვლა). პირველი ორი დღე შეხებისას მტკიოდა კბილი და მესამე-მეოთხე დღე გამაყუჩებლის მიღება დამჭირდა ტკივილის გამო. ნორმალურია ამდენხნიანი ტკივილი თუ მივმართო ექიმს?

    1. არხების მკურნალობის შემდეგ დისკომფორტი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს თუ კლებადი ხასიათი აქვს. თუ ტკივილი იმატებს, უნდა მიმართოთ ექიმს.

  11. გამაჯობათ 37 კბილი დავიპლომბე 4დგეა 3ნერვი მომიკლა.ეხლა დალიან მტკივა .ეს ნორმალურია.რედგენში ბოლომდე ჩანს არხები დაპლომბილი.

    1. ძლიერი ტკივილი 4 დღის განმავლობაში, მითუმეტეს თუ არ იკლებს, საჭიროებს მიზეზის გარკვევას. შესაძლოა სხვა კბილი იყოს მიზეზი, ან დამატებითი არხი, არ რაიმე სხვა მიზეზი.

  12. გამრჯობათ მაქვს ჩასმული კბილები ხიდი 3თვეა წინ _გვერდით 3კბიკზე შუაში ერთკბილი მაკლია ჩამატებულია.. თავიდან რო ხავისვი გრძილზე მაჭერდა მერე გადვიდა ეხა 3კბიკი საუბრისდრო და თითის მიდებისდროს მტკივა და მაჭერს ისე არ მაწუხებს დილით გასკუთრებით ვგძნობ ,რისი ბრალი შეილება იყოს?

    1. სავარუდოდ, მიზეზი არის არასწორად დამზადებული ან არასწორად მორგებული ხიდი.

  13. გამრჯობათ მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ანთებამ ბჯენი შეჭამოს

    1. რათქმაუნდა არა. ანთებითი პროცესის შედეგად შეიძლება დაზიანდეს ბუნებრივი ქსოვილი — ძვალი, კბილის ფესვი, ღრძილი. მაგრამ ხელოვნური მასალა არ ზიანდება.

      1. გამარჯობათ შეიძლება სტომატოლოგმა კბილის დაპლომბვისას შიგნით სიშავე დატოვოს და პლომბი ისე გაუკეთოს დარბილებული დაზიანება შიგნიდან გაასუფთავოს სიშავე დატოვოს შიგნით ასეთი რამ შეიძლება?

      2. დასაშვებია, თუ ამის აუცილებლობა არსებობს. კონკრეტულად, თუ პიგმენტური ქსოვილის მოშორება კბილის ღრუს გახსნას და პულპის გაშიშვლებას გამოიწვევს. მაგრამ ეს დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ პიგმენტირებული ქსოვილი საკმარისად ჯანმრთელია, რათა კარიესული პროცესი არ გაგრძელდეს. ამიტომ ექიმმა სწორად უნდა შეაფასოს და ისე გადაწყვიტოს დატოვოს თუ არა პიგმენტირებული ქსოვილი ღრუს ფსკერზე.

  14. გამარჯობა,დაახლოებით ორი თვის წინ დავიპლომბე უკანა კბილები,ანთებითი პროცესი იყო,მკურნალობის შემდეგ არხები დამიპლომბა ექიმმა,კბილის ტკივილი არ მაწუხებს,ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგრამ მას შემდეგ დაპლომბილ კბილსა და მის გვერდით მდგომ კბილს შორის ღრძილი მაქვს გაღიზიანებული,სისხლსაც ვამჩნევ ხოლმე,მაინტერესებს შეიძლება თუარა რომ ეს ბჟენის ბრალი იყოს,დაპლომბვის შემდეგ მგონია თითქოს კბილები იმდენად მჭიდროს არის ერთმანეთთან,რომ ეს იწვევს ამ გაღიზიანებას,ვიყენებ სავლებს და ღრძილების გელს,რომელიც იმავე სტომატოლოგმა მირჩია,თუმცა შედეგი არ მაქვს,დაპლომბვამდე მსგავსი პრობლემა არ მქონია,ისიც თუ შეგიძლიათ რომ ქუთაისში კარგი სტომატოლოგი შეგიძლიათ მირჩიოთ ძალიან გამიხარდება,დიდი მადლობა წინასწარ დახმარებისთვის

    1. გამარჯობა. ასეთი პრობლემა ხშირად ჩნდება, როდესაც ბჟენი 2 კბილს შორისაა ანუ საკონტაქტო ზედაპირზე. თუ ბჟენი კბილის ანატომიურ ფორმას არ იმეორებს ყელის არეში ღრძილის კიდესთან, ეს იწვევს ნადების დაგროვებას და ღრძილის ანთებას. ზოგჯერ ბჟენის კორექცია საკმარისია, რომ პრობლემა მოგვარდეს.
      ქუთაისში შეგიძლიათ მიმართოთ ანა გორგოძეს “ქუთაისის რეგიონულ სტომატოლოგიურ ცენტრში”.

  15. გამარჯობათ მაინტერრესებს გრძილზე ფისტულა მხოლოდ კბილის დაჩირქების ბრალია? და სხვა რისიბრალი შეიძლება იყოს ? ასევე მაინტერრესებს რენდგენის მეშვეობით როგორ ხტება მისი აგმოხვფრა რომ ეს კბილის ბრალია? თუ ჩანს ანთება ფესვსზე? და კიდევ ფისტულას მდებარეობაა გრძილზე კბილის ფესვის ბოლოს გამოდის თუ დასწყიში ?

    1. ფისტულა არის ხვრელ-არხი, რომლის საშუალებითაც ქსოვილის სიღრმეში არსებული ჩირქოვანი კერიდან გამონადენი კანის ან ლორწოვანი გარსის ზედაპირზე გამოიყოფა. ასეთი ჩირქოვანი კერა შეიძლება იყოს ან არ იყოს დაკავშირებული კბილთან. პირის ღრუში ყველაზე ხშირად ფისტულა კბილის ფესვზე არსებულ ანთებით პროცესს უკავშირდება, რაც რენტგენოგრამაზეც ჩანს.
      ფისტულის მდებარეობა შეიძლება არ ემთხვეოდეს ანთებითი კერის ლოკალიზაციას. ამიტომ აუცილებელია რენტგენოლოგიული გამოკვლევა, რისთვისაც ფისტულაში ათავსებენ რენტგენოკონტრასტულ მასალას (მაგ, გუტაპერჩას წკირს), შესაბამისად რენტგენზე კარგად ჩანს რომელ კბილს უკავშირდება ფისტულის მეორე ბოლო.

  16. გამარჯობათ ვიყავი სტომატოლოგტან 1 კვირის უკან კბილის დასაპლომბად ყველაფერი გამიკეტა კბილზე ნევიც მომიკლა დარიშხანიტ მედო 5 დღე 5 დღის მმმერე რომ მივედი მიტხრა ნერვი მკვდარიაო და ამოიღო მაგარამ მაინც საშინლად მტკიოდა და მიტხრა რომ სამკურნალო წამალს ჩამიდებდა და მის შემდეგ არ მეტკინებოდა გავიდა 10 დღე მის შენდეგ მაგრამ 3 დღეა რაც დამეწყო ტკივილი ისევ ყრუ ტკივილი მაქ რის ბრალი უნდა იყოოოს

    1. მკურნალობის იმ მეთოდიკაში, რომელიც თქვენს შემთხვევაში იქნა გამოყენებული, ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი.
      ანესთეზიის ქვეშ ერთ ვიზიტზე ხდება ნერვის ამოღებაც და არხის დაბჟენაც, სრულიად უმტკივნეულოდ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებულად გაქვთ ალერგიული რეაქცია ანესთეტიკზე, შესაძლებელია უსაფრთხო ანესთეტიკის შერჩევა, პრემედიკაციის ჩატარება ალერგოლოგთან ერთად. თუ ეს ვარიანტები არ განხილულა თქვენი ექიმის მიერ და მითუმეტეს თუ არ გაქვთ დადასტურებულად ალერგიული რეაქცია ანესთეტიკზე, გირჩევთ სხვა ექიმს მიმართოთ.

  17. გამარჯობა,უკანა საღეჭის პატარა კბილი მტკიოდა მივედი ექიმთან, და ჩამიდო დროებითი პლომბი, ნერვიც მოკლა, ახლა რამოდენიმე დღის შემდეგ, ისევ მივედი და ისეთი ტკივილი მქონდა თითქოს, ისევ ისეთი ტკივილმა შემაწუხა და ასე მითხრა ღრძილის ბრალიაო და შესაძლებელია თუარა, რომ მართლა ღრძილის ბრალი იყოს ამ ნერვ მოკლული კბილის ტკივილი?მადლობა

    1. შესაძლებელია ღრძილის ბრალი იყოს, თუ კბილი სრულფასოვნად არის დაბჟენილი. შესძლებელია ასევე იყოს ნარჩენი არხი ან არასრულფასონად იყოს არხები დაბჟენილი და ეს იწვევდეს ტკივილს.

      1. გამარჯობა.
        რამდენიმე დღის წინ დავიპლომბე კბილი, ნერვიც მომიკლა, მედო დროებითი პლომბი, მეორე მისვლაზე არხების გასუფთავების დროს მქონდა საშინელი ტკივილი, ყველა შეხებას ვგრძნობდი,მთელი ყბა მტკიოდა, გადაეცემოდა თავზეც და ყურზეც, ვეღარ გააგრძელა პროცესი ამ ტკივილის გამო, ისევ დროებითი პლომბი ჩამიდო და 1კვირაში დამიბარა. მაინტერესებს ასეთი ტკივილი მოკლული ნერვის დროს რას შეიძლებოდა გამოეწვია?
        მადლობა წინასწარ.

      2. ასეთ ტკივილს იწვევს არხში ნერვის (პულპის) ქსოვილის არსებობა. გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული ანესთეზია.

      3. გამარჯობა, 10 დღის წინ დავიპლომბე კბილი, ნერვიც მომიკლა,მაგრამ ჭამის დროს კბილი ისევ მტკივა, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
        პ.ს. ყბასა და ლოყას შორის რბილი ქსოვილიც შესიებული მაქვს.

      4. აუცილებელია რენტგენის სურათი და არხების შემოწმება რამდენად სრულფასოვნად არის მკურნალობა ჩატარებული.

  18. მაინტერესებს გაბზარულ, ნერვმოკლულ წინა კბილზე რამდენათ მართებულია ბრეკეტების გაკეთება?

    1. ნერვმოკლული პრობლემა არ არის. მაგრამ ბზარს გააჩნია. ზოგი ტიპის ბზარის შემთხვევაში კბილის შენარჩუნებაც კი ვერ ხერხდება და ამოღებაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ბზარი ხვდება თუ არა ბრეკეტის ფიქსაციის ზონაში, კბილის ზედაპირზე.

  19. გამარჯობა, 4 წინა, ზედა კბილზე მაქვს ნერვი მკვდარი. მაინტერესებს იქნება თუ არა პრობლემა ბრეკეტების გაკეთება და როგორ უნდა მოვუარო, რომ მალე არ გაყვითლდეს? რამდენი ხანი შეუძლია გაძლოს ამ კბილებმა?

    1. “მკვდარი ნერვი” ბრეკეტის დასამაგრებლად პრობლემას არ წარმოადგენს. გაძლება ანუ პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხარისხიან არის ჩატარებული არხის მკურნალობა, რამდენად კარგ ჰიგიენურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ და ასევე ღრძილების ჯანმრთელობაზე.

      ბრეკეტის დამაგრების შემდეგ ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ ინსტრუქტაჟი თუ როგორ მოუაროთ კბილებს ბრეკეტის ტარების პერიოდში, რომელი სპეციალური ჰიგიენური საშუალებები გამოიყენოთ. აუცილებელია: გახეხვა დღეში მინიმუმ 2ჯერ (ძილის წინ აუცილებლად), ფლოსის და სპეციალური ბრეკეტის ჯაგრისის გამოყენება, ჰიგიენური სავლები, პროფეციული გაწმენდის ჩატარება სტომატოლოგთან 3-4 თვეში ერთხელ ან იმ სიხშირით, როგორც ექიმი გირჩევთ. კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს პაროდონტოლოგთან თანამშრომლობით გააკეთებთ, რომელიც ასევე თვალს მიადევნებს თქვენი ღრძილების ჯანმრთელობას, რადგან ბრეკეტის ტარება ხშირად ხდება პაროდონტის დაავადების დაწყების მიზეზი, როცა ჰიგიენა სათანადო დონეზე არ არის. მასვე შეუძლია შეგირჩიოთ რეჟიმი და მოვლის საშუალებები.

  20. გამარჯობა,გუშინ მომიკლა ნერვი სტომატოლოგმა,ამოასუფთავა და დაპლომბვა ვერ მოხერხდა ,ამის გამო ჩადო დროებითი პლომბი,მაგრამ საშინელი ტკივილი მაქვს ,წყალსაც კი ვერ ვსვავ,მაინტერესებს რამდენად ნორმალურია ასეთი გაუსაძლისი ტკივილი ნერვის მოკვლის შემდეგ?

    1. რადგან მკურნალობა დასრულებული არ არის, ძნელი სათქმელია რა შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი, რადგან არ ვიცით რა ეტაპზე მოხდა პროცედურის შეწყბეტა. ყოველთვის ჯობია, რომ მკურნალობა დასრულდეს სანამ ანესთეზია მოქმედებს.

  21. Გამარჯობათ, 1 დღის წინ ნერვი მომიკლა სტომატოლოგია, ახლა ცხელ სავლებებს ვივლებ, არხები დახურულია მაგრამ მტკივა. Ცხელი სავლების დროს მეწყება ტკივილი. Საგრძნობია Განსაკუთრებით კბილზე პერკუსიის დროს (ნელა დაკაკუნების). Რისი ბრალი შეიძლება იყოს? Ან ბუნებრივია მსგავსი კლინიკა ესეთ დროს?

    1. გააჩნია რა იყო საწყისი დიაგნოზი. არხების დაბჟენის შემდეგ ასეთი სიმპტომები შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, თუ რამდენიმე დღეში გაქრება. მაგრამ ცხელი სავლები თუ ტკივილს პროვოცირებას უკეთებს გაუგებარია რატომ გაქვთ დანიშნული.

  22. გამარჯობა, ნოემბერში ვიყავი სტომატოლოგთან ნერვი მომიკლა შემდგომ დაჩირქება დამეწყო და ლოყა დამისივდა რომ მივედი არხის გახსნა იყო საჭირო , მაგრამ ექიმმა გაყუჩების გარეშე გამიკეთა პროცედურა რომელიც საშინლად მტკივნეული იყო. მაინტერესებს თუ არის შემთხვევა როცა გაყუჩება არ კეთდება არხის გახსნისას

    1. არის შემთხვევები, როცა ანესთეზიის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, თუმცა შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციისა და წინასწარი მომზადები შემდეგ პრაქტიკულად ყოველთვის არის შესაძლებელი ანსთეზიის გაკეთება. ასეთი მდგომარეობაა მაგ. ორსულობა, ალერგიული ფონი, ჰიპერტონიული და გულსისხლძარღვთა დაავადება… ერთადრეთი როცა შეიძლება ვერ გავაკეთოთ ანესთეზია, არის გადაუდებელი ჩარევა, როდესაც წინასწარ მომზადების დრო არ არის და გვაქვს აშკარად გამოხატული უკუჩვენება.

      1. ლოკალური გაყუჩების შემთხვევაშიც ? ანუ ნემსით რომ ხდება გაყუჩება, მაგრამ ჩვეულებრივ დაძინების გარეშე ? ანუ როცა მივედი ლოყა დაბერილი მქონდა უკვე და ექიმმა მითხრა, რომ ამ დროს ნემსით თუ გამიყუჩებდა უარესი იქნებოდა

      2. დიახ, ლოკალურ ანესთეზიაზეა საუბარი.
        ჩირქოვანი პროცესის შემთხვევაში ზოგჯერ ანესთეზიის ეფექტურობა მცირდება ანუ სრულფასოვნად არ ყუჩდება, მაგრამ მაინც შეღავათია პაციენტისთვის. გარდა ამისა არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ანასთეტიკები. “უარესი იქნება” რას გულისხმობს გაუგებარია. ალბათ ექიმს ჰქონდა მიზეზი უარი ეთქვა ანესთეზიის გამოყენებაზე და უმჯობესი იქნება სთხოვოთ რომ აგიხსნათ.

  23. გამარჯობათ. მაინტერესებს, კბილის დაპლომბის შემდეგ, შეიძლება თუ არა ალკოჰოლური სასმლის მიღება?

    1. ალბათ ანესთეზიით მკურნალობას გულისხმობთ. პრობლემას არ წარმოადგენს. სასურველია ზომიერად მიიღოთ ალკოჰოლი.

Leave a Reply to hdhdhhd Cancel reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.