კბილების ჩასმა (ორთოპედია)

449 thoughts on “კბილების ჩასმა (ორთოპედია)

  1. გამარჯობა, რა შემთხევაში შეიძლება აგვტკივდეს კბილის წლების წინ გაკეთებული ხიდის ქვეშ და რა უნდა მოვიმოქმედოთ?

    1. როდესაც ხიდის ქვეშ არსებული კბილი არასრულვფასოვნადაა ნამკურნალები, ან ხიდია არასწორად დამზადებული, ან პაროდონტის დაავადებაა აქტიური. უნდა მიმართოთ ექიმს.

      1. გამარჯობათ გუშინ ამოვიღე მე- 6 ე კბილი ზედა მარცხენა მხარეს ხოდა ეხლა მაინტერესებს ექიმმა მითხრა რომ იმპლანტს თუ არ ჩავისვავდი კბილების თანწყობა აირეოდა და უკანა კბილი წინ წამოვიდოდა მე7დე ხოდა თუ მაგ მეშვიდეს უკან ამომდის სიბრძნის კბილი არის შესაძლებელი რომ იმპლანტი არ გავიკეთო და მე6კბილის ნაცვლად მეშვიდე კბილი წამოვიდეს წინ და მეშვიდეს ნაცვლად სიბრძნის კბილი

      2. თეორიულად არის. და ზოგჯერ მიმართავენ ამისათვის ორთოდონტიულ მკურნალობას.
        თუმცა ამ გზას აქვს მინუსები:
        1. ორთოდონტიული მურნალობის ხანგრძლივობა.
        2. ორთოდონტიული მკურნალობის ფასი
        3. ყოველთვის არ ხდება მეშვიდე კბილის გადმონაცვლება ბოლომდე და რჩება სივრცე.
        თუ ჩარევის გარეშე გადმონაცვლება იგულისხმეთ, შეიძლება გადმონაცვლდეს იმდენზე, რამდენიც მერვე კბილის სრულად ამოსაჭრელად არის საჭირო. შეიძლება საერთოდ არ გადმონაცვლდეს. სრულად არცერთ შემთხვევაში არ გადმონაცვლდება ისე, რომ მეექვსე კბილის ადგილი დაიკავოს.

        იმპლანტის ალტერნატივა არის ხიდი.

  2. Gamarjoba, zeda ybis erti kbili chamomityda, eshvi, mirchies xidis an implantis gaketeba, maintetesebs merilendis xidis gaketeba tu ari shesadzlebeli da qutaisshi tu ketdeba?

    1. თუ აღდგენა არ არის შესაძლებელი, ამოღების შემთხვევაში მერილენდის ხიდი მხოლოდ დროებითი გამოსავალი იქნება. ხიდი-თუ იმპლანტი — ეს ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. მნიშვნელობა აქვს ბევრ გარემოებას: გვერდითი კბილების და პაროდონტის მდგომარეობას, თანკბილვას, ამოღებული კბილის ზონაში ძვლის ხარისხს, ასევე თქვენს მზაობას შესაბამისად მოუაროთ იმპლანტს. ფინანურ მხარესაც, თავისთავად.

  3. გამარჯობა, ზედა ყბაზე მაქვს ხიდები, ცერვიკო. ოთხი თვეა გასული მაინც დაძაბულობა მაქვს, მაინც მტკივა ყბა, დამეწყო გაუსაძლისი თავის ტკივილები. ვერაფრით ვიყუჩებ და როდემდეც ? რისი ბრალი შეიძლება იყოს? მასალის ხომ არა? რა არის ალტერნატიული გზა

    1. დაძაბულობა და დისკომფორტი უფრო მეტყველებს არასწორ მორგებაზე, ვიდრე მასალის ხარისხზე. იგივე შეიძლება ითქვას თავის ტკივილზეც. ასეთი მდგომარეობა თავისით არ გაივლის. უნდა მიმართოთ ექიმს, სასურველია არა იგივე ექიმს, თუ მან აქამდე ვერ მოაგვარა პრობლემა. იქნებ მოხერხდეს შესწორება და არ გახდეს საჭირო თავიდან დამზადება.

      1. გამარჯობათ კბილებზე მაქვს ბრეკეტები, მათ დასახრელად ჩაქლიბვა შემომთავაზეს და მაინტერესებს რამდენად დააზიანებს ემალს ეს პროცედურა და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მომავალში

      2. ბრეკეტების “დასახრელად”? თუ შეიძლება განმარტეთ რას გულისხმობთ.

      3. გამარჯობა.საღეჭი კბილის ადგილას კერამიკული კბილის დადგმა მინდა და მაინტერესებს გადაკვრისას წინა კბილის ნერვი ამოსაღები იქნება თუ არა?

      4. თუ კბილი დაზიანებული არ არის, გვირგვინის გასაკეთებლად კბილის დეპულპაცია ანუ ნერვის ამოღება აუცილებელი აღარაა. თანამედროვე მეთოდები იძლევა უკვე ამის საშუალებას.

    2. Gamarjobat zeda kbaze maqvs xidebi xidis qvesh mqonda nervmokluli kbili . Kbili gadatkda da bunebrivia xidic chamovarda . Mainteresebs fesvi romelic grdzilshi darcha da nervic mkvdaria masze dasheneba da xelaxla xidis dasma tu shesazlebelia? Winaswar madloba.

      1. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დარჩენილი ფესვი. ასევე, აქვს მნიშვნელობა რომელი კბილია და ხიდი კიდევ რომელ კბილებს ეყრდნობა, რადგან ეს განსაზღვრავს დატვირთვას ამ კონკრეტულ ფესვზე.

  4. რატომ მოქმედებს ფსიქკკაზე მეტალოპლასტმასის კბილები რაშია პრობლემა?თითქოს ხიდის ამიგლეჯვა მსურს,გული ცუდსდ მიხდება

    1. მეტალოპლასტმასი, როგორც მასალა რათქმაუნდა არასახარბიელოა. მაგრამ ფსიქიკაზე გავლენა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში მეცნიერებისთვის ცნობილი არ არის მისი ასეთი გვერდითი ეფექტი. უფრო სავარაუდოა, რომ ხიდი არასწორადაა მორგებული და მუდმივი დისკომფორტი კი ცხადია ცუდად აისახება ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

      1. გამარჯობა, მქონდა გაკეთებული წინა ოთხი კბილი პაატა თადუმაძესთან ,რომელიც ახლა ჩამომძვრა. მაინტერესებს თუ კიდევ მუშაობს ბატონი პაატა და სად? თუ არა და იქნება თქვენ მირჩიოთ კარგი სპეციალისთი. უღრმესი მადლობა წინასწარ!

      2. სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია ბატონ პაატას შესახებ. შეგვიძლია გირჩიოთ პავლე ხუჯაძე “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” ტელ: +995 32 232 22 27 დ. თავხელიძის ქ. N1

  5. Gamarjobat 8 wlis bavshvs davuplombe ukana sagechi kmili erti wlis win exla 3 kviraa im kbilis grdzilze akvs gamisuli burti ar aris chirkiani mkavda ekimtan da vasvi amtibiotiki erti kvira, ar gauara exla mitxa ram unda amougos da sheidzleba tu waviyvano sxva ekimtan???

    1. საჭიროა არხების გახსნა და მკურნალობა. ანტიბიოტიკების მიცემა ამის გარეშე დაუშვებელია, რადგან აზრი არ აქვს. ძირითადი მკურნალობა არხის გახსნის საშუალებით უნდა მოხდეს. ანტიბიოტიკები მხოლოდ დამხმარე საშუალებაა და ხშირად აღარც არის ხოლმე საჭირო.
      თუ მუდმივი კბილია ანუ მეექვსე კბილი, რომელიც დაახლოებით 6 წლის ასაკში იჭრება, მაშინ აუცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ კბილის შესანარჩუნებლად, რადგან ეს კბილი მეტჯერ აღარ ამოუვა.
      თუ სარძევე კბილია, მაშინ უნდა გაირკვეს ფესვების მდგომარეობა რენტგენით. გაწოვილი ფესვების შემთხვევაში, რც ნიშნავს რომ მალე მოიცვლის, შეგიძლიათ ამოუღოთ.

  6. gamarjoba, zeda wina 10 kbils viketeb xidit, momikles jansagi kbilebi. aucilebeli iyo ? ar var kompetemturi da ver shevewinaagmrdege da ra shedegebs gamoiwvevs momavalshi mokluli kbili ?

    1. სამწუხაროდ, ვერ გიპასუხებთ აუცილებელი იყო თუ არა, რადგან არ ვიცი კბილების მდგომარეობა. კბილების მომზადება თუ სწორადაა ჩატარებული, პრობლემებს არ გამოიწვევს. თუმცა მკვდარი კბილი უფრო სუსტია, ვიდრე ცოცხალი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ცოცხალი კბილის შენარჩუნებას, თუნდაც ხიდისა და გვირგვინის ქვეშ. თანამედროვე მასალები დღეს უკვე იძლევა ამის საშუალებას.

  7. გამარჯობათ.წინა კბილის ქ ე და ნაწილი მაქვს ჩამომტვრეული და მისი მიშენება რა ჯდება?

    1. ჩვენ არ ვეწევით კლინიკურ საქმიანობას. ფასებთან დაკავშირებით კლინიკებში უნდა იკითხოთ.

      1. გამარჯობა! შვილმა მოიტეხა მოვლილი ზედა კბილის ნაწილი,ბზარი არ აქვს და ასევე ტკივილიც არ აქვს .გავიდა ერთი კვირა ფიქრში… მინდა მოვიყვანო ისეთ კლინიკაში სადაც კარგად გაუკეთებენ და არ მომიწევს ბავშვის წვალება , მაინტერესებს რა ხერხით უმჯობესია რესტავრაცია და თუ შეიძლება რომ არ გაიკეთოს ანესთეზია რადგან ნემსების ეშინია.

      2. ანსეთეზიის აუცილებლობა და რესტავრაციის მეთოდი იმაზეა დამოკიდებული თუ რა ტიპის მოტეხილობაა. გირჩევდით “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

  8. ერთი კბილი რომ მარტო ერთ ხიდზე დავსვათ, რა დაჯდება?

    1. ჩვენ არ ვეწევით კლინიკურ საქმიანობას. ფასები უმჯობესია კლინიკებში იკითხოთ.

      1. გამარჯობა ვარ თექვსმეტი წლის და რაც სარძევე წინა კბილი ამოვიგე აგარ ამომსვილია და მაინტერესებს შეიძლება თუ არა ინპლანტის ჩასმა,ან სათოდ რამდენი წლიდანაა შესაძლებელი

      2. იმპლანტაცია დაახლოებით 18 წლიდანაა რეკომენდებული, როცა ძვლების ზრდა დასრულდება. მაგრამ ჯერ გასარკვევია არის თუ არა ამ კბილის ჩანასახი საერთოდ. შესაძლებელი არასწორი პროზიცია აქვს და ამიტომ ვერ ამოიჭრა. ასეთ შემთხვევაში ორთოდონტიული გზით ჩამოქაჩვა ეფექტურია.
        იმპლანტაციის შემთხვევაში აუცილებელია, რომ იყოს საკმარისი ადგილი კბილისთვის. როდესაც კბილი დიდხანს არ იჭრება გვერდითი კბილები გადმონაცვლდება ხოლმე და ეს სივრცე მცირდება. ამიტომ იმპლანტაციამდე აუცილებელია სივრცის დარეგულირება. უკვე შეგიძლიათ მიმართოთ კონსულტაციაზე, ჯერ ორთოდონტს, შემდეგ იმპლანტოლოგს, თუ საჭიროა.

  9. გამარჯობათ, ჩემი პატარა დაიბადა ქვედა ორი კბილით რომელზედაც ღრძილი იყო გადაკრული ერთი ამოიჭრა და ტოკავდა სტომატოლოგმა ამოიღო, პატარა 40 დღის არის მეორე კბილი ისევ ღრძილის ქვეშაა, მაინტერესებს რამდენად საშიშია, ან რა იწვევს , და თუ შესაძლებელია სარძევე კბილი იყოს და 5-6 წლამდე მოცვლილის ადგილას ამოვა თუარა სხვა კბილი. პედიაგრები მეიბნებიან საშიში არარისო, თქვენი აზრიაინტერესებს ძალიან ვნერვიულობ

    1. საშიში ნამდვილად არაფერია. ასეთი კბილები უმეტეს შემთხვევაში სარძევე კბილებია, ამიტომ მათი ამოღება მიზანშეწონილი არ არის. უნდა მოიცვალოს ბუნებრივად. მაგრამ თუ მორყეულია ამოღება აუცილებელია ასფიქსიის საშიშროების გამო. თქვენს შემთხვევაში საგანგაშო არაფერია, რადგან მორყეული კბილი უკვე ამოუღეს. მიეცით დარჩენილ კბილს საშუალება ამოიჭრას და დააკვირდით. უკვე ამოღებული კბილის ადგილას რა მდგომარეობაა ამის გარკვევა რენტგენის საშუალებით შეიძლება, თუმცა საჩქარო არაფერია. შემდეგ კი მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს. ამ თემაზე უახლოეს მომავალში გვექნება სტატია, საიდანაც შეგეძლებათ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ.

      1. ძალიან დიდი მადლობა ❤️ რედგენი ჯერ ხომ ადრეა რომ გავაკეთოთ, ორი თვის არარის ჯერ, ამოღებული კბილის ადგილას ღრძილს ისევ ისეთი ფორმა აქვს როგორც ამოსაღებს ქონდა და ცოტა გაიბერა კიდეც, ეს ასე დარჩება თქვენი აზრით? ან თუ შეიძლება kamistad baby-ით გაყუჩება როდესაც აწუხებს და ტირის

      2. არა, რანტგენი საჩქარო არ არის, რადგან რაიმე ჩარევა ამ ეტაპზე მაინც ვერ მოხდება.
        დიახ, კამისტადის ან მსგავსი გელი გამოყენება შეიძლება თუ აწუხებს. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ თუ ამოჭრა მაინც არ მოხდა უახლოეს მომავალში, მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს. არის ალბათობა რომ კისტა ჩამოყალიბდეს. ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში. ამ დროს მცირე განაკვეთი კეთდება, რომ კბილს ამოჭრა გაუადვილდეს. ან თუ საჭიროა ამოიღებენ, სიტუაციის მიხედვით.

      3. გამარჯობა. ვერ მოვახერხე პოვნა საიდან უნდა დავსვა კითხვა..ბავშვს ზაფხულიდან მოყოლებული აქვს კბილის გვერდზე ღრძილზე ფისტულები. ორი. ჩირქის დრენირება ხდებოდა. ვმკურნალობთ. არაფერიაო საშიში და ა.შ. მაგრამ… ანუ ახლა ჩირქი აღარ აქვს მაგრამ ეგ ფაბერილი ღრძილი დარჩა. არ ვიცი მე მაინც ვნერვიულობ და გამაგებინეთ რა ეშველება ამას რამე? 3წლისაა

      4. წარმატებული მკურნალობის შედეგია ფისტულის და შეშუპების გაქრობა. თუ ფისტულა ქრება, მაგრამ პერიოდულად ახლდება, ესეიგი მკურნალობა სწორად არ ტარდება. იგივეზე მიანიშნებს თუ შეშუპებული ღრძილი არ ცხრება. ჩირქის არსებობა ნიშნავს, რომ ინფექციის წყარო ფესვის არხში ისევ არსებობს. თუ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს, ალბათ აჯობებს სხვა უფრო კვალიფიცირებულ ექიმს მიმართოთ, რომელიც ბავშვთა სტომატოლოგიაში სპეციალიზდება. ამ შემთხვევაში გირჩევდით “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

  10. გამარჯობა.ვარ 16 წლის. ზედა ყბის ფრონტალური მეორე კბილები არმაქ ჩანასახი არაა ხშირია ესთი შემთხვევა. მესამე და ზედა სულ წინა საჭრელმა კბილებმა სანახევროდ ისადგილები დაიკავეს რაც მეორეს ეკუთვნის წესით. და თუშეიძლება ამკბილების დაქლიბვა და შემდეგ 6კბილიანი ხიდის დამაგრება ზედა ყბაზე . მირთიეს ჯერ ბრეკეტებით გასწორება და ამ კბილების თავის ადგილას დაბრუნება, ამის შემდეგ კი ადჯეზიური ხიდის მეშვეობის მეორე კბილების ჩასმა. ,მაგარმ ამას დიდი დრო დასჭირდება ალბათ რისგამოც არმინდა არაესთეტიურია და რამირჩევთ როგორ შეიძლება ჩემი პრობლემა მოგვარდეს სწრაფად და ეფექტურტურად იმპლანტის ასაკი არმაქ. თუ ესენი არშეიძლება ოპერაციულად თუ შეიძლება ამკბილების თავის ადგილებზე დაბრუნება და შემდეგ მეორე ფრონტალურის ცასმა. მადლობა წინასწარ

    1. ნამდვილად ყველაზე სწორი გზა იქნება ორთოდონტიულად სივრცის შექმნა და შემდეგ მეორე საჭრელების აღდგენა. ამის გარეშე მხოლოდ ცენტრალური საჭრელების დამუშავებას და ხიდის გაკეთებას არავითრ შემთხვევაში არ გირჩევთ, რადგან კარგ ესთეტიკურ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ და ჯანსაღ კბილებს დააზიანებთ. რადგან დროის ფაქტორია თქვენთვის გადამწყვეტი, ასეთ შემთხვევაში ტარდება ორთოგნათიული ქირურგია. ანუ ორთოდონტიული შედეგის სწრაფად მისაღებად ტარდება ქირურგიული ჩარევა — კორტიკოტომია, ძვლის დამუშავება, რაც საგრძნობლად აჩქარებს კბილების გადაადგილებს (1,5 – 2 თვე). მაგრამ ვერ გეტყვით ამის ჩატარება ვისთან ან სად შეიძლება საქართელოში.

      1. ანუ 6კბილიანი ხიდი როგაკეთდეს საჭრელი კბილის პირველი მეორე და მესამე . პირველი და მესამები დამიშავდეს დაიქლიბოს ანუ და ამათზე გადაეკრას ახალი ფაიფურის ან სხვა მასალის ხიდი.

      2. ამ ასაკში ეს დიდი ბარბაროსობაა, ანუ ჯანმრთელი კბილების დაქლიბვა, რომელიც მთელი სიცოცხლე უნდა მოგემსახუროთ. პლიუს ამას კბილები დაპატარავდება, გვერდითი საჭრელი რომ უნდა ჩაეტიოს. შესაბამისად არაბუნებრივი იქნება.

      3. აბა რასმირჩევთ რავქნა რარი ყველაზე ეფექტური სწორი და სწრაფი გზა ჩემი პრობლემის გადასაჭრელად

      4. როგორც გითხარით, ყველაზე სწორი და ეფექტური გზა ორთოდონტიაა და შემდეგ ამ კბილების აღდგენა რომელიმე მეთოდით (ოპტიმალურია იმპლანტაცია, ან ჯერ დროებით მერილენდის ხიდი და შემდეგ იმპლანტაცია ასაკის გათვალისწინებით).

      5. და დაახლოებით რამდენი ხანი დასჭირდება ამსივრცეების შექმნას ორთოდონტიულად? მინიმუმ მაქსიმუმ მაინტერესებს. ვიცი ყველაზე სხვადასხვანაირადა ესე ვერმეტყვით მაგრამ დაახლოებით.

      6. ეს დამოკიდებულია ზოგადად თანკბილვის რა პრობლემა გაქვთ. ანუ სხვა უბნებშიც თუ არის გადასნაცვლებელი კბილები. შესაძლოა საკმარისი სივრცე უკვე რამოდენიმე თვეში შეიქმნას, მაგრამ ამ ეტაპზე მერილენდის ხიდის გაკეთება არ გამოვა, თუ სხვა კბილები კვლავ გადანაცვლების ფაზაში არიან. აობებს რომ კონსულტაციისთის მიმართოთ ორთოდონტს. შესაძლოა შემოგთავაზოთ ოპტომალური ვარიანტი თქვენთვის. შესაძლოა თვითონ ორთოდონტიულ აპარატზე მოხდეს ხელოვნური კბილის დამაგრება გასწორების პერიოდში.

    2. კბილზე მქონდა ანთება ორი თვის უკან სასწრაფოდ უნდა გავხსნათ და დავპლომბოთო.დამიპლომბეს.გუშინ მივედი და გადავიგე სურათი.ცოტა ტკივილს ვგრძნობდი კბილის კბილზე დაჭერის დროს.პატარა ანთება გაქო და გაიწოვსო.თქვენ რას მირჩევთ?მადლობთ წინასწარ.

      1. ასეთ შემთხვევაში რაიმე კონკრეტულის რჩევა შეუძლებელია. გააჩნია რა მდგომარეობაა რენტგენზე.

    3. დილამშვიდობისა, ქვედა ყბის მარჯვენა ბოლო კბილზე წლი ნახევრის წინ გავიკეთე ლითონის გადაკვრა, ორი დღეა დასივდა ღრძილი განსაკუთრებით შიდა მხარე, მაგ მხარეს მაწუხებს ყელის მიდამოში ჯირკვალი, არის თუ არა კავშირი და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ამ განხით საუკეთესო სპეციალისტის ნომერი თუ იცით მომწერეთ?

      1. ადგილობრივი ლიმფური ჯირკვლები ხშირად რეაგირებენ ანთებით პროცესზე და სავარაუდოდ კბილის ბრალი უნდა იყოს თქვენს შემთხვევაშიც. მიმართეთ თერაპევტ- სტომატოლოგს. კბილის მდგომარეობა ადვილად გაირკვევა რენტგენზე. მიზეზის მოხსნის შემდეგ ჯირკვლის შეშუპებაც გაქრება.

  11. გამარჯობა

    კბილებზე მომიკლეს ნერვები და მითხრეს რომ ხიდის გაკეთების შემთხვევაში უნდა მოხდეს კბილების დახვრეტა ფესვამდე და მათში უნდა ჩადგეს მეტალის ბწკირები, რაზეც უნდა დამარგრდეს ხიდი. მე ინტერნეტით რაც ვუყურე ვიდეოებს, იქ არსაც არ დგავდენენ, არანაირ მეტალის ბწკირებს და არც ნერვი მუკლავთ უბრალოდ დაქლიბეს და რაღაც წებო წაუსვეს და ისე მიამაგრეს ეგ ხიდი და მაინტერესებს ეს ჩვენთან არიან ესეთი ჩამორჩენილები, რომ ამდენი პროცედურაა საჭიროა და თან ჯანმთელი კბილები მომიკლეს მაგის გამო, თუ რაღაც მე ვერ გავიგე? ან კიდევ ეს მეტალის ბწკირები, რატომ უნდა ჩაასვან, როდესაც ეხლა როგორც ვიცი მინაბოჭკოვანი თუ რაღაც მსგავსი ბწკირებს აყენებენ?

    მადლობა წინასწარ

    1. კბილები ხიდებისთვის მოგიკლეს თუ ისედაც სამკურნალო იყო? ჯანსაღ კბილებზე ხიდის დაფიქსირებისთვის დღეს მათი “მოკვლა” აღარ არის საჭირო, თუ ექიმი ფლობს შესაბამის ტექნიკას და აქვს გამოცდილება. მეტალის წკირებს რაც შეეხება, დიახ, დღეს მათ ნაცვლად მინაბოჭკოვანი წკირები გამოიყენება. ეს მეთოდები საქართველოშიც დიდი ხანია არსებობს. ალბათ აჯობებს სხვა ექიმთანაც გაიაროთ კონსულტაცია, ვიდრე მკურნალობას გააგრძელებთ.

      1. დიახ, კბილებზე ნერვები მაგის გამო მომიკლეს, რადგან მითხრეს რომ სხვა შემთხვევაში ვერ გააკეთებდნენ, რადგან ეს ბწკირები ფესვამდე უნდა დამაგრდეს თუ რაღაც მსგავსი აგრეთვე სხვამ მითხრა რომ ეგ კი კეთდება, მაგარამ ბევრი ვინც უცხოეთში ნერვების მოკვლის გარეშე გაიკეთა ხიდი მერე თითქოს ამათან მოვიდნენ და თავიდან გაიკეთეს ნერვის მოკვლით, რაღაც არ მჯერა უცხოეთიდან აქ ამათან დადიოდნენ კბილებზე სამკურნალოდ მაგრამ ეგ გავატაროთ და მე რა მაინტერესებს ხიდი ამ ბწკირების გარეშე არ შეიძლება რომ დამაგრდეს? როგორც ვიცი უნდა დაიქლიბოს კბილი გარედან და მერე მიმაგრდეს ხიდი და ეს ბწკირი საერთოდ რა საჭიროა?

      2. ხიდის ან გვირგვინის დასამაგრებლად კბილი უნდა დამუშავდეს (დაიქლიბოს). რამდენზე უნდა დაიქლიბოს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალისგან და რა ტექნოლოგიით მზადდება კონსტრუქცია. იმის მიხედვით, რამდენზე მუშავდება კბილ, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ჩაატაროს თუ არა დეპულპაცია ანუ მოკლას კბილი. თუ ბევრი ქსოვილის მოშორებაა საჭირო, ამ შეთხვევაში ტარდება კბილის დეპულპაცია. მაგრამ თანამედროვე საშუალებები (დამუშავების ტექნიკა და ინსტუმენტები, მასალები, რომლისგანაც ხიდი ან ხელოვნური გვირგვინი მზადდება), იძლევა საშუალებას კბილის მოკვლის გარეშე ჩატარდეს ყველაფერი.
        რაც შეეხება წკირებს. ეს არის დამატებითი ფიქსაციის საშუალება, როდესაც კბილი თავიდანვე დაზიანებულია და კბილის გვირგვინი იმდენად დაშლილია, რომ ვერ “დაიჭერს” მასზე დამაგრებულ კონსტრუქციას. ამიტომ ფესშვი აფიქსირებენ წკირს (მინაბოჭკოვანს), რომელიც მეტ გამძლეობას მატებს კბილის გვირგვინს. წკირის გარშემო აღადგენენ დაშლილ გვირგვინს, ამუშავებენ და მასზე ამაგრებენ ხელოვნურ გვირგვინს ან ხიდს.
        ჯანმრთელი კბილის შემთხვევაში წკირი საჭირო არაა, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მოკვლა ხდება.

  12. გამარჯობა,ზედა ყბაზე მოთხე და მეხუთე კბილი მაკლია,იმპლანტის გარდა კიდე რა შეიძლება გაკეთდეს? იმპლანტს იმიტომ გამოვრიცხავ რომ საშინლად მეშინია იმის,რომ მეტკინება.მადლობა

    1. ანესთეზიის ქვეშ ყველა პროცედურა უმტკივნეულოა. ალტერნატივაა ხიდი მესამედან მეექვსემდე.

      1. პირველი ვიზიტი სასურველია პირველი კბილების ამოჭრის შემდეგ მოხდეს, 1 წლის ასაკისთვის. ამ ვიზიტზე ექიმი შეაფასებს რამდენად სწორად მიდის კბილების ამოჭრის და პირის ღრუს განვითარების პროცესი. 2 წლიდან შესაძლებელია მსუბუქი პროფილაქტიკური გაწმენდის ჩატარება. რაც ყველაზე მთავარია, ადრეული ვიზიტების საშუალებით ბავშვს უყალიბდება სწორი დამოკიდებულება სტომატოლოგის და პირის ღრუს მოვლის მიმართ, რაც მომავალში დაეხმარება არ ჰქონდეს შიში და რეგულარულად მოუაროს პირის ღრუს.
        კბილების გაწმენდა კი საჭიროა უკვე პირველი კბილების ამოჭრისთანავე. ჰიგიენური საშუალებები არსებობს 6 თვიდამ, მაგრამ უბრალოდ თითზე დახვეული მარლაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

    1. გულისხმობთ მუქ ნადებს კბილებზე თუ კბილის მინანქრის გამუქებას?

      1. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია და აუცილებელიცაა მოშორება. ის არგუმენტი, რომ თავისით გაუვლის, აბსოლუტურად მიუღებელია. მიმართეთ სხვა ბავშთა სტომატოლოგს, რომელიც ასევე მოგცემთ რეკომენდაციას როგორ მიაჩვიოთ ბავშვი პირის ღრუს ჰიგიენას.

    2. გამარჯობა,ძალიან პატარა ფესვი მაქვს კბილიდან დარჩენილი მაგის დაშენება თუ არის შესაძლებელი?

      1. ეს მთლიანად დამოკიდებულია დარჩენილი ფესვის მდგომარეობაზე.

    1. სამწუხაროდ, ამაზე ვერ გიპასუხებთ. ჩვენ კლინიკურ საქმიანობას არ ვეწევით. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე ექიმ-ორთოპედთან, რომელიც გეტყვით პროთეზის გარდა რისი გაკეთება შეიძლება თქვენს შემთხვევაში და ფასებსაც თავად გეტყვით.

  13. მაღლა ეშვი არ მაქვს მოცვლილი. კბილი უკვე გაცვეთილია. რენტგენმა აჩვენა რო ჩანასახი არის, და არის გაწოლილი(ანუ ჰორიზონტალურად) მირჩიეს სანამ გაგიძლებს იყოსო, მაგრამ ცუდად გამოიყურება. რას მირჩევთ?

    1. თუ კბილი არ ირყევა, შესაძლებელია ვინირის ან გვირგვინის გაკეთება და ამ გზით ვიზუალური მხარის გაუმჯობესება. როდესაც მოირყევა, გირჩევდით ამოღებისთანავე იმპლანტაციის ჩატარებას, რომ კბილის ამოღების შემდეგ არ მოხდეს ძვლის დეფორმაცია (განლევა). ეს პრობლემა თავს იჩენს ხიდის გაკეთების შემთხვევაშიც. ამიტომ იმპლანტაცია საუკეთესო გამოსავალია.

    1. ფასების გასაგებად უნდა მიმართოთ სტომატოლოგიურ კლინიკებს, სადაც იმპლანტაციას ატარებენ.

      1. Gamarjobat kbilis chasma ragirs anu 1 kbili zeda ybis kbilebi makvd chasasmeli orive mxares ukana mxares

      2. ფასები კლინიკებში უნდა იკითხოთ.

    1. ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. ზოგჯერ თავიდან დამზადებაა საჭირო, რომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს.

      1. Gamarjoba, 4 wlis bichunas 2 dgis tkivilis shemdeg dausivda zeda meotxe kbili. Miviyvanet stomatolog da moaxdina arxis drenireba. Gvitxra rom kafsulaa da dagvinishna antibiotiki da savlebebi. Proceduris shemdeg sxe cotati daucxra, shemdeg isev sheshupda.gtxovt mipasuxot es normaluria tu kidev unda vigono raime?

      2. თავიდან შეშუპება დაკავშირებულია გახსნილი არხის დაბლოკვასთან, როდესაც ექსუდატის დრენირება ვეღარ ხდება. ისევ უნდა მიმართოთ ექიმს, რომ არხი გაათავისუფლოს. ასეთი მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, არაა სასურველი არხის ღია დატოვება. ან ყოველდღიურად მაინც უნდა მოხდეს არხის გამორეცხვა ექიმის მიერ.

  14. გამარჯობათ, ზედა ყბაზე არ მაქვს არცერთი კბილი და გაკეთებული მაქვს 8(რვა) იმპლანტი. მინდა მოუხსნელი მეტალო-კერამიკის პროთეზის გაკეთება. ვეძებ ასეთი სახის პროთეზირაბაში გამოცდილ პროფესიონალ ორთოპედს. გთხოვთ, მირჩიოთ ვის მივმართო. მადლობა წინასწარ .

    1. თენგო ბინიაშვილი, “ალბიუსის სტომატოლოგიური ცენტრი”.

      1. gamarjobat mainteresebs dakarguli kbilebis agdegna rogor xdeba ramden xanshi da ra fashi miaxlooeebit?

      2. ეს აბსოლუტურად დამოკიდებულია სიტუაციაზე — აღდგენის მეთოდი, დრო, ფასი. მიმართეთ სტომატოლოგიურ კლინიკას კონსულტაციისთვის.

  15. Gamarjobat , zeda ybaze 4 kbilis ankerit dasheneba da gvirgvinis gadakvra shemomtavaza stomatologma magram tavs izgvevs sheidzleba ert tveshic chamotydeso sheidzleba didi xani gadzloso. Mainteresebs Культивая вкладка ro gaviketo umjobesi ar iqneba? Da tu ara gtxovt amixsenit rato meubneba stomatologi ro ankerit jobiao?

    1. Культевая вкладка ანუ ჩანართი ნამდვილად ჯობია. შეიძლება იმიტომ გეუბნებათ, რომ არ აქვს საჭირო რესურსი. ჩანართი ლაბორატორიაში მზადდება და ზოგადად ტექნიკურად უფრო რთულია. ამას ორთოპედი აკეთებს ლაბორატორიის ტექნიკოსთან ერთად, ანკერზე აღდგენას — თერაპევტი.

  16. წელიწადნახევრის მეტია კბილი არამოსდის ბავშვს,იქნებ გამარკვიოთ.შვიდი წლის არის.

    1. მუდმივი კბილების ჩანასახების მდგომარეობა უნდა გაირკვეს რენტგენოლოგიური გამოკვლევით. მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს.

  17. gamarjobat mainteresebs qveda ybaze orive mxares meeqvse kbili amogebuli maqvs da yvelaze dabal fasiani ra sheidzleba ro chavisva ? anu ra damijdeba orive kbili

    1. ასეთ შემთხვევაში სტომატოლოგიურ კლინიკას უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის.

      1. gamarjobat..qveda ybaze marjvena mxares bolodan meore kbili chamomtyda.. aseve zeda ybaze wina kbilis naxevari nawili.. ra dajdeba daaxloebit orive??((

      2. ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია ფასის მიახლოებით თქმაც კი, თუ არ მოხდა დათვალიერეა. გირჩევდით კონსულტაციისთვის მიგემართათ რომელიმე კლინიკისთვის.

    1. ჯერ უნდა მოიხსნას გვირგვინი ამ კბილზე და შემდეგ შეიძლება შეფასდეს კბილის მდგომარეობა — შეიძლება აღდგენა თუ ამოსაღებია.

      1. გამარჯობა, ზედა ყბაზე მაქვს გადაკრული კბილები და ერთი კბილი გამიტყდა და შესაძლებელია თუ არა მოუხსნელად მისი შეკეთება?

      2. გვირგვინის ან ხიდის დაზიანების შემთხვევაში რეკომენდებულიa მისი შეცვლა. შეკეთების შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რა სახის დაზაინებაა. ზოგ შემთხვევაში შეკეთება შეუძლებელია. მაგრამ მაშინაც კი, როცა ეს შესაძლებელია, მაგალითად, როდესაც კერამიკის შრეა ატეხილი და ლითონის კარკასი ჩანს, ხიდის ან გვირგვინის მომსახურების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მცირდება. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას.

      3. ჩემს შემთხვევაში ატეხილია მხოლოდ კერამიკული შრე,ნახევრად და თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორ ხდება აღდგენა?

      4. პირის ღრუში, მოხსნის გარეშე აღდგენა ჰელიობჟენის მსგავსი მასალით ხდება. თუმცა ფერის და გამჭვირვალობის შეხამება შესაძლოა ვერ მოხერხდეს.

  18. gamarjobat.myavs 9 tvis patara.6 tvis asakshi amoechra qveda ybaze ori wina kbili.exla ki zeda kbaze gverdita kbili,sadgac mesame kbili albat.anu kb ilis amochris tanmimdevroba aq dargveuli da es sagangashoa?gtxovt mipasuxot.madloba

    1. არა, საგანგაშო არაფერია თუ ბავშვი სხვა მხრივ ნორმალურად ვითარდება. მომავალში თუ დანარჩენი კბილები ამოიჭრა და წინა კბილების ამოჭრა ისევ შეყოვნებულია, მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს. საჭირო იქნება რენტგენის გადაღება და ჩანასახების მდმგომარეობის გარკვევა.

  19. გამარჯობა,მუდმივი კბილი რო ამოვიგო 5მოლარი იმპლანტს რამდენი ხნის სჰემდეგ ცჰამისვამენ და რა დრო დაჭირდება
    ?

    1. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია კბილის ამოღებისთანავე იმპლანტაცია. ზოგჯერ შესაძლოა ამოღებიდან 2 თვის შემდეგ ან 4 თვის შემდეგაც ჩატარდეს. ეს მთლიანად დამოკიდებულია სიტუაციაზე.

      1. გამარჯობათ!ჩასმული კბილები ჩამომივარდა და ერთი კბილი გატყდა თუ შეიძლება რომ აღდგეს .ხიდი5კბილისგან შედგება.

      2. სამწუხაროდ ნაკლები შანსია რომ გატეხილი კონსტრუქციის აღდგენა მოხერხდეს, მაგრამ იქნებ დროებით შეკეთდეს. გააჩნია რა კონსტრუქციაა და როგორაა დაზიანებული.

Leave a reply to Anano Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.