591 thoughts on “კბილის ამოღება და მისი გართულებები”
მე-6 დღეა ამოვიღე ქვედა რეტენციული სიბრძნის კბილი. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ექიმს, რომ მოერყია და ამოეღო. (1სთ სულ) მეორე დღიდან დაწყებული ამ დრომდე მაქვს საშინელი ტკივილი. წამოვლითი და ფეთქვითი. მთელი ყბის გაყოლებაზე მტკივა, ყურის ძირიდან საფეთქელამდე. (თითქოს რაღაც მირტყამს).
მე5 დღეს ვიყავი ექიმთან და არაფერი არაა, ჭრილობაა შესახორცებელიო.
გამაყუჩებელი რომ არ დავლიო, ალბათ ვერ გავუძლებ ისე საშინლად მტკივა. ყოველ 4-5 საათში ერთხელ ვსვამ მთელი ეს 6 დღე.
მეშინია რამე არ მჭირდეს. სანამ სხვა ექიმთანაც გადავამოწმებ, იქნებ მითხრათ მაქსიმუმ და მინიმუმ რისი ბრალი შეიძლება იყოს ასეთი ტკივილები 😦
მადლობა
ბოდიშს გიხდით. ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შევძლით პასუხის დროულად გაცემა.
საჭიროა საფუძვლიანი გამოკვლევა არამარტო ჭრილობის, არამედ გვერდითი კბილების, ლორწოვანი გარსის, სახსრის. შესაძლოა ტკივილი დაკავშირებულია ქვედა ყბის ნერვის დაზიანებასთან. ამ შემთხვევაში დრო თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რადგან აღმდგენი თერაპიის ეფექტურობა იკლებს რაც მეტი დრო გადის დაზიანებიდან. ამიტომ თუ ჯერ არ მიგიმართავთ ყბა-სახის ქირურგისთვის, ნუ გადადებთ.
ბოდიშს გიხდით. ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შევძლით პასუხის დროულად გაცემა. იმედია ახლა ყველაფერი რიგზეა უკვე.
შეშუპების განვითარება ამოღების მერე ნორმალურია, თუმცა არ უნდა იმატებდეს და მეორე დღიდან უნდა დაიწყოს დაცხრობა. სიმხურვალის შეგრძნებაც შეშუპების პროცესს ახლავს თან და მასთან ერთად გადის.
აუცილებლად უნდა მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს. უნდა გაირკვეს პირველ რიგში კბილის ამოღებისას ან სხვა რაიმე მიზეზით ჰაიმორის ღრუ ხომ არ დაზიანდა. საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებენ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან.
გამარჯობათ.ერთი კვირის წინ ამოვიღე კბილი,3დღე დავლიე ანტიბიოტიკი,5დღე მქონდა დანიშნული.7დღეს ამოსუფთავების მიზნით ჭრილობა ცოტა ვიწვალე.საღამოს მომცა სიცხემ 37 და დილით 37 და 3. შესაძლებელია სიცხე ჭრილობიდან მომდინარეობდეს?
დიახ, შესაძლებელია. დაუშვებელია ჭრილობის ხელის ხლება. ნებისმიერი ჩარევა არღვევს შეხორცების პროცესს და ჭრილობის ინფიცირების რისკს ქმნის.
ჭრილობა არ საჭიროებს ამოსუფთავებას, რადგან მასში არსებული კოლტი ბუნებრივად იცავს მას. ამოსაუფთავებისას კოლტი ზიანდება და ინფექციის შეჭრის პირობა იქნება.
გიჩევთ დაუყოვნებლიც მიმართოთ ექიმს.
გამარჯობა, დაახლოვებით 6 წლის წინ ქვედა ყბის მარჯვენა მხრის მეხუთე კბილი მოვიცვალე, მანამდე არ მქონდა მოცვლილი, რენტგენზე გამოჩნდა რომ მის ქვემოთ იყო ჩანასახი, რომელიც როგორც სტომატოლოგმა მითხრა ან ამოვიდოდა ან არა. არ ამოვიდა და რეალურად არ მიქმნის რაიმე პრობლემას გარდა იმისა რომ ვატყობ ირღვევა თანკბილვა სივრცის არსებობის გამო და მინდა გავიკეთო იმპლანტი.გადავიღე 3 D, რომლის მიხედვითაც ყბა-სახის ქირურგმა მითხრა რომ ჩანასახი ახლოსაა ნერვთან და ოპერაციამ შესაძლოა ნერვის დაზიანება გამოიწვიოს, რაც როგორც ვიცი ძალიან რთული სამკურნალოა. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? შესაძლებელია არ ამოვიღო და იმპანტის მსგავსი თაბაშირი ჩავისვა რომ თანკბილვა არ დაირღვეს? ან რამდენად გამართლებულია მისი არ ამოღება? მადლობა
პროგნოზი მთლიანად დამოკიდებულია ჩანასახის კონკრეტულ მდებარეობაზე. რადგან ამოღება შესაძლო გართულებებთანაა დაკავშირებულია, დატოვების შემთხვევაში რეკომენდებულია მონიტორინგი და პერიოდულად რენტგენოკონტროლი, რათა ცვლილების შემთხვევაში დროულად მოხდეს ჩარევა. თუ ჩანასახის “ზემოთ” არის საკმარისი სივრცე იმპლანტის მოსათავსებლად, შესაძლებელია იმპლანტაციის ჩატარება. სიტუაცია უნდა შეაფასოს იმპლანტოლოგმა. ალტერნატივას წარმოადგენს ხიდი.
გამარჯობათ, გუშინ ამოვიგე ქვედა საღეჭი კბილი და შესიებული მაქვს ყბა სავლებებს ვივლებ ანტიბიოტიკს არ ვსვამ და აუცილებელია? ან ანთების ნიშანია ყბის შესიება?
შესიება ყოველთვის არ არის ანთების ნიშანი, ანტიბიოტიკები შესიების გარეშეც ინიშნება ხოლმე. ანტიბიოტიკი რამდენად საჭიროა ამას ექიმი წყვეტს. ამიტომ თვითნებურად ნუ მიიღებთ. შესიება შეიძლება ნორმალური რეაქცია იყოს ამოღების მერე, მაგრამ მეორე დღიდან კლება უნდა დაიწყოს. თუ პროგრესირებს, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
Gamarjobad. Kitxvamaqvs tqventan. Gushin amovige sagechi kbili 2saatshi sisdena shemiwgda tkivilmac maleve gadamiara mahram shesiebuli jer isev maqvs. Tan cota saxe mixurs im shesiebul adgittan armaqvs siwitle loyebis irgvlivmaqvs da sheidzleba rame seriozuli iyos. Antibiotiks vigeb. Nemsis saxitac gavikete da tabletissaxitac vigeb. Savaraudod wnevam icis mgoni es siwitle da shegidzlist mipasuxot ramdenad dasashvebia es mdgomareoba. Shen

გამარჯობათ.. გთხოვთ დამეხმაროთ როგორ გავაუქმო ეს გამოწერა… ფოსტაზე მომდის ყველა ინფომაცია შეუწყვეტად და ვერ ავუდივარ წაშლას. პატივისცემით, ჯილდა ჭიკაიძე
სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკი პრობაციის ეროვნული სააგენტოს მცხეთა – მთიანეთის ბიუროში
jilda5@mail.ru; jchikaidze@probation.gov.ge; >Среда, 4 ноября 2020, 17:48 +04:00 от ყველაფერი სტომატოლოგიაზე : > >Nino commented: “Gamarjobad. Kitxvamaqvs tqventan. Gushin amovige sagechi kbili 2saatshi sisdena shemiwgda tkivilmac maleve gadamiara mahram shesiebuli jer isev maqvs. Tan cota saxe mixurs im shesiebul adgittan armaqvs siwitle loyebis irgvlivmaqvs da sheidzleba rame serio” >
გამარჯობა.
გიპასუხეთ იმეილით.
გამარჯობა 10 დღის წინ ამოვიღე ზედა წინიდან 4 კბილი უფრო სწორედ ფესვი კბილი მოტეხილი მქონდა 2 საათში დამეწყო სისხლდენა და ექიმმა ტამპონი ჩამოდი 3 დღის მერე მოხსნა და 9 დღის მერე ისევ დამეწყო სისხლდენა ოღონ მცირე დოზით თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ხდება.მადლობთ
ბოდიშს გიხდით. ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შევძელით პასუხის დროულად გაცემა.
ასეთ შემთხვევაში ძნელია ვიტუალურად მდგომარეობის შეფასება. უნდა გაირკვეს სისხლდენის წყარო. გაითვალისწინეთ, რომ სისხლდენა თუნდაც მცირე დოზით ორგანიზმში ინფექციის შეღწევის გზას წარმოადგენს. გირჩევთ მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს.
გამარჯობა, ორი დღის წინ ამოვიღე ქვედა მარცხენა ყბის საღეჭი კბილი, და როგორც ჭრილობა ასევე მისი გვერდიი კბილების ტკივილიც მაქვს და მაინტერესებს რამდენად დასაშვებია მსხავსი ტკივი, ტომატოლოგმა მითხრა იცის ხოლმე მსგავსი ტკივილიო. ?
გააჩნია ტკივილის ხასიათს და ინტენსივობას. შესაძლოა ტკივილი მართლაც დაკავშირებული იყოს რთულ ექსტრაქციასთან. საჭიროა ჭრილობის და გვერდითა კბილების დათვალიერება და გამოკვლევა. აუცილებლად შეასრულეთ ექიმის მითითებები. თუ ტკივილი კვლავ გაგრძელდა მიმართეთ ექიმს.
გამარჯობათ,მივედი კბილის დასაპლომბად და რედგენი გადავიღე … ექიმმა ფესვზე ჩირქი გაქვსო და ამოსაღებიაო .მაინტერესებს ვენდოთუ არა ექიმს და მართლა არ არსებობს შენარჩუნების შანსი?
ანთებითი პროცესის არსებობა ფესვზე ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ კბილი ამოსაღებია თუ სხვა რაიმე მიზეზი არ არის ამისთვის (ბზარი, მოტეხილობა, გვირგვინის მნიშვნელოვანი დაშლა, პერფორაცია…). ასეთი მდგომარეობა იმკურნალება ენდოდონტიური (არხების) მკურნალობის გზით.
გამარჯობა , ბოდიში აქ რომვწერ ვერვახე სადდამესვა კითხვა ესეიგი ამოვიღე სიბრძნის წინაა კბილიი37 როგორცვიცი არცნაკერებიმაქ არაფერი თაან სიბრძნის კბილიამომდის როგორც მითხრეს მაგრამ რაც ამოვიღეე მარცხენა მხარეს მტკივაა თითონნ ღრძილიიც მგონი ამოღებული კბილის და ლოყაზე ხელს რომ ვიდებ ან მეხებიან მტკივაა და რისი ბბრალიაა საშიშიაა რამე თან შესიებულიმაქქ
თუ ახალია ამოღებულია ჭრილობის შეხებით ტკივილი ბუნებრივია და რამდენიმე კვირაც შეიძლება გაგრძელდეს. ასევე შესაძლებელია, რომ ყრუ ტკივილი სიბრძნის კბილის ამოჭრის ბრალიც იყოს. სიტუაციაში გარკვევა მხოლოდ დათვალიერებით და რენტგენით შეიძლება. გირჩევთ ქირურგს მიმართოთ.
გამრჯობა, მიკეთია ბრეკეტები. ზედა ყბაზე მეორე კბილი, ეშვსა და პირველ საჭრელს შორის რომელიც უნდა იყოს მაკლია, არასდროს ამომსვლია. ამ ყველაფრის გამო დარღვეული მაქვს ცენტრი. ორთოდონტი მეუბნება, რომ საჭიროა სივრცის შექმნა და იმპლანტის ჩასმა, ამისთვის კი მერვე კბილი უნდა ამოიღოო. მაინტერესებს კბილის ამოღების გარეშე თუ შეიძება რომ სივრცე შეიქმნას, ან მერვე კბილის ამოღება შეუცვლის თუ არა ყბას ფორმას?
სივრცის შექმნა ყბის გაფართოების ხარჯზეც შეიძლება, თუ არის ამის საშუალება. თუ გაფართოება არ ტარდება, კბილის ამოღებაა საჭირო, რომ როგორმე გამოთავისუფლდეს ადგილი. იმასაც გააჩნია არის თუ არა თავიდან საერთოდ სივრცე და რამდენის მიღწევაა საჭირო. ასეთ შემთხვევებში მიმართავენ მოთხე ან მერვე კბილების ექსტრაქციას, რასაც ექიმი წყვეტს. სხვას უფრო კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით ვირტუალურად. თუ არ გაკმაყოფილებთ ექიმის გადაწყვეტილება, მიმართეთ სხვა ექიმსაც განსხვავებული აზრის მოსასმენად.
დღეს შუადღეზე ამოვიღე სიბრძნის ზედა კბილი, უკვე 10 საათი გავიდა თითქმის და სისხლდენას ვგრძნობ, ძალიან გვიანია და ექიმს ვერ ვუკავშირდები, რპგორ მოვიქცე. Დილამდე სისხლდენა რომ შევიჩერო, სანამ ექიმს დავუკავშირდები დილას.? ვგრძნობ საკმაო რაოდენობის სისხლის გემოს დაწოლილ მდგომარეობაში ყელში როგორ გადადის, შეიძლება რამე საშიში იყოს?
ვწუხვარ, რომ დროულად ვერ გიპასუხეთ. იმედია უკვე დაუკავშირდით ექიმს.
ასეთ შემთხვევაში გააჩნია სისხლდენის ინტენსივობას. თუ ვიზუალურად ჩანს სისხლდენა კბილბუდიდან ექსტრაქციიდან ამდენი ხნის შემდეგ, აუცილებელია შეჩერება და უნდა მიმართოთ სადღეღამისო კლინიკაში მორიგე ქირურგს. თუ გემოს გრძნობთ და ნერწყვი სისხლნარევია, შეიძლება მარილიანი სავლები (ჩაგუბებით) და დილამდე მოცდა, სანამ ექიმს დაუკავშირდებით.
1კვირის წინ ამოვიღე ქვედა ყბის მერვე კბილი, შეხორცება მიდის ნორმალურად . მაქვს ცოტა ჭრილობაზე ტკივილები ექიმმა დამინიშნა ანტიბიოტიკები ვიღებ რათქმაუნდა. თუმცა დამეწყო ნერწყვის ყლაპვის დროს ყელის ტკივილი ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს?
თუ ჭრილობა და მისი მიმდებარე ქსოვილები არ არის მტკივნეული და ყელის ტკივილი ახლა დაგეწყოთ, ანუ კბილის ამოღებიდან 1 კვირის შემდეგ, უფრო სავარაუდოა რესპირატორული ინფექციის ბრალი იყოს. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეეცადეთ თვითიზოლაცია გააკეთოთ და დააკვირდით სიმპტომებს.
გამარჯობა, 21 წლის ვარ ზედა მარცხენა ყბაზე დავიბჟინე ნერვის მოკვლით მეექვსე კბილი კარიესი იყო, ცოტა ხნის მერე ისევ რომ მქონდა ფეთქვითი ტკივილები ჩავიტარე რენტგენი მაგაზეც და 7 კბილზეც, აღმოჩნდა რო 7 კბილის ფესვში მგონი სწორად ვამბობ კბილის ნარჩენია , 8 კბილიაო ,ამოსაღებიაო, მაგრამ ეს ფეთქვითი ტკივილები ყველაფერი ჩაწყნარდა მცირედი დისკომფორტიც აღარ მაქ, ვერ გადავწყვიტე ამოვიღო თუ ჯერ არა, ამის გამო 7 კბილიც უნდა ამომიღონ ვერ დაიბჟინებაო,
და 8 კბილის ამოღება რომელიც ამოჭრილიც კი არ არის , ჯობია ყბა სახის ქირურგს მივმართო თუ ქირურგ სტომატოლოგს ?
უნდა მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს. რამდენადაც აღწერიდან ჩანს მერვე კბილის ჩანასახი მეშვიდე კბილის ფესვებს შორისაა მოქცეული. ასეთ სიტუაციაში პროგნოზი და გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტთან ერთადაა საჭირო.
უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. თუ მორყევა ღრძილების დაავადების გამოა, მკურნალობასთან ერთად შესაძლებელია შინირების გამოყენება (კბილის დაფიქსირება). თუ მოტეხილობის გამოა, გადარჩენა ალბათ ვერ მოხერხდება. საშინაო მეთოდები არაეფექტურია, მხოლოდ დროს დაკარგავთ და ამით მდგომარეობა გაუარესდება.
სტომატოლოგიის მიზანი სწორედ კბილების შენარჩუნებაა. მასალების და ტექნოლოგიების განვითარება ყველაზე უიმედო კბილების შენარჩუნების საშუალებას იძლევა დღეს. მთავარია შეარჩიოთ ექიმი, რომელიც ფლობს ამ ცოდნას და აქვს შესაბამისი გამოცდილება. ტკივილს ნუ დაელოდებით, რადგან რაც დრო გადის კბილის შენარჩუნების შანსი მცირდება.
ქვედა მარჯვენა სიბრძნის კბილის ამოღების დროს დამიზიანდა სამწვერა ნერვი,დაბუჯებული მაქვს ნიკაპი,ტუჩი და ღრძილი,თითქმის ორი კვირა გრძელდება დაბუჟება,ოდნავადაც არ გამიარა,როდის გამივლის და რამდენად საშიშია?
ნერვის აღდგენა პრობლემატურია. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება შანსი. უნდა ჩატარდეს აღმდგენი თერაპია B ჯგუფის ვიტამინებით. გამოსავალი დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე. თუ აღმდგენი თერაპია არ ჩაგიტარებიათ, აუცილებლად მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს.
გამარჯობა, სამ კვირაზე მეტია ამოვიღე სიბრძნის კბილი, ეხლა მაწუხებს ყურის ტკივილი ნაოპერაციებ მხარეს და ზოგჯერ ჭრილობაც მტკივა, უნდა მეშინოსეს?
თუ რთული ექსტრაქცია ჩატარდა, შეხორცება დიდხანს გრძელდება ხოლმე და დისკომფორტიც ახლავს. ასევე შესაძლებელია ყური პრობლემა ცალკე იყოს, ჭრილობასთან კავშირის გარეშე.
გამარჯობა 1 კვირაა ამოღებული მაქვს კბილი და ხვალე მატჩი მაქვს შეიძლება რომ ვითამაშო?
გამარჯობაა პირველ დღეს როდესაც ექიმს ვეწვვიე 7-8 საათი სისხლ დენა მქონდა შემდეგ მარიალიანი წყალი ვივლე და შემიჩერდა 2-3 საათი ნერწყვში ცოტა ოდენი სისხლი იყო ძალიან ცოტა შემდეგ დღეს კი სრულიად გამიქრა ნორნალურია?
7-8 საათი ნორმაზე ბევრია. მაგრამ მთავარია, რომ მოახერხეთ შეჩერება. ხანგრძლივი სისხლდენა ზრდის კბილბუდის დაინფიცირების რისკს. ჭრილობას ნუ შეეხებით და ნუ შეეცდებით გასუფთავებას. თუ შენიშნავთ ცუდ სუნს და გემოს, ან თუ გაჩნდება ყრუ ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გამარჯობა, 5 დღეა ამოვიღე ზედა და ქვედა სიბრძნის კბილი, ამოღების დღესვე მქონდა შეშუპება და გამიჩნდა სიმაგრე ლოყაში, ასევე დღემდე მაქვს სისხლდენა ოღონდ სისხლი თავიდან იყო მუქი ფერის დავურეკე ექიმს და მითხრა რომ რთული ოპერაცია იყო და ეს ყველაფერი ნორმალურია და მუქი ფერის სისხლი ნიშნავს რომ იწმინდებაო, ეხლა კი გახდა სისხლი გახდა უფრო მოყვითალო და აქვს ცოტა მომწარო მომჟაო გემო. სისხლი თუ რაც არი მომდის ნაკერებიდან და ეს სიმაგრეც დაპატარავდა.
მაინტერესებს უნდა მეშინოდეს თუ დავუჯერო ექიმს. არც ტკივილი მაქვს არც სიწითლე და არაფერ სიმპტომი.
მადლობა
შესაძლოა დრენაჟი გაქვთ და ასეთ შემთხვევაში გამონადენი ბუნებრივია. არასაკმარისი ინფორმაციის გამო ჩვენ არ შეგვიძლია სიტუაციის შეფასება. მიმართეთ თქვენს ექიმს და სთხოვეთ უფრო დეტალურად აგიხსნათ სიტუაცია. ან მიმართეთ სხვა ექიმს განსხვავებული აზრისთვის, რომელასც შეეძლება გამოკვლევის ჩატარება და სიტუაციის შეფასება.
გამარჯობა 5 დღის წინ ამოვიღე კბილ და ზედაპირი გაამიეთეთრდა თითქმის და ნორმალურია ასეთი განვითარება??
კბილი ამოვიᲦე. მეტკინა. მეორე დᲦეს დამისივდა. ყლაპვა ორი დᲦე მიᲭირდა მაგრამ მესამე დᲦეს პირი ვერ გავაᲦე. Ჩავედი აქვე ახლო სტომატოლოგიურᲨი ტრიზმი.გაქვს ალბაᲗომ გამიᲨვეს ყბა სახის ქირურგᲗან. მან ᲫალიᲗ სცადა ყბის გახსნა ლამის გული წამივიდა. დავიწყე საᲦეᲭი რეზინის ᲦეᲭვა… რას მირᲩევᲗ? აᲦარ ᲨემᲘᲫლია ეს სადისტი ექიმები :(((
აუცილებლად უნდა მიგემართათ ექიმისთვის თავიდანვე, როდესაც ძლიერი ტკივილები დაგეწყოთ. ახლა რა სიტუაციაა და რისი ბრალია ძნელი სათქმელია. თვითნებურად ნურაფერს მიიღებთ და მიმართეთ ექიმს. გადაუდებელ შემთხვევებს ბევრი კლინიკა იღებს ახლა, კარანტინის მიუხედავად.
1 თვის წინ ამოვიღე მარცხენა მერვე. მქონდა ნაკერები. ჭრილობა ნელნელა შუშდება. ვივლებ ქლორგექსიდინს . და საჭმლის ნაწილაკებიდან ვისუფთავებ სავლებით ჭრილობის ნაპრალს. მაგრამ 2 დღეა შევამჩნიე შემაგრება ღრძილის გასწვრივ ღრძილსა და ლოყას შორის. არის მაგარი კონსისტენციის თითქოს ძვლის გაგრძრლებაა . არ მაქვს ვიზუალურად არც ტკივილი არც შესიება.მაქვს მხოლოდ დაჭიმულობა ცოტა სიმძიმე და სუსტი ფეთქვის გრძნობა იისიც იშვიათად. უბრალოდ ამ სიმაგრემ შემაშინა თან 1 თვე გავიდა უკვე და საშიშია? ექიმმა არაფერი არაა და გავაო მაგრამ 1 თვე??? თან ეს დაჭიმულობა და ცოტა ფეთქვა მაშინებს და საკმაოდ დიდ დისკომფორტს მოქმნის. თან არსებული სიტუქციის გამო ვერ მივდივარ ექიმთან??
თუ ჭრილობა არ გაწუხებთ არაფერია სანერვიულო. შეხორცების და ძვლის აღდგენის პროცესი თვეების განმავლობაში მიდის. ძვალი ფორმას იცვლის და ეს ნორმალურია. პრობლემა რომ იყოს აუცილებლად გექნებოდათ ჩივილები.
ჭრილობა იმდენად არა. ჭრილობის მხრივ პრობლემა აე მაქვს ყბის და ლოყის დაჭიმულობა მცირედი ფეთქვა და სიმძიმე მაწუხებს მხოლოდ. თუ ეს შემაგრებაც ნორმალურია რავიცი მაშინ დაველოდები… მადლობა ყურადღებისთვის…
ჭრილობის დაინფიცირების შემთხვევაში შენიშნავდით ცუდ სუნს და და გემოს ჭრილობიდან, ფეთქვასა და სიმძიმესთან ერთად. თუ მსგავსი სიმპტომები გაქვთ ან თუ გაგიჩნდებათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
გამარჯობათ. გუშინ ამოვიღე ქვედა ყბის მეექვსე, მეშვიდე, მერვე კბილები. საკმაოდ გართულებული იყო მდგომარეობა, ანთება მიდიოდა და ჩირქი. სამივე ამომიღო და საშინლად მტკივა ყბის ის მხარე და შესიებულიც მაქვს ისევ. ეს ნორმალურია რომ მტკივა? შემიძლია განაყუჩებელის მიღება?
ჭრილობა საკმაოდ დიდი იქნება 3 ძირითად კბილის ამოღების შემდეგ და განსაკუთრებით საფრთხილოა, რომ არ მოხდეს დაინფიცირება. ალბათ გაქვთ დანიშნულება, რომელიც ანტიბიოტიკს შეიცავს. ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის დანიშნულება და რეკომენდაციები ჭრილობის მოვლასთან დაკავშირებით. გამაყუჩებელი თუ არ არის ჩართული დანიშნულებაში, შეეკითხეთ ექიმს რომელი მიიღოთ და რა სიხშირით. ტკივილი ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში — დიდი ჭრილობა და ჩირქოვანი პროცესი. მაგრამ არ უნდა ჰქონდეს მზარდი ხასიათი. ეს ჭრილობის ინფიცირებაზე მიუთითებს.
გამარჯობა. 2 კვირის წინ ამოვიღე მარცხენა მერვე კბილი არასწორი დგომის გამო. მქონდა 6 ნაკერი . 8 დღის შემდეგ ნაკერებიც ამოვიღე. არ მქონია მის შემდეგ დიდად ტკივილი ან რამე.რათქმაუნდა ჯერ ღრმული არის პატარა მაგრამ სავლებით ვცდილობ საჭმლის ნაწილაკების ამოღებას. ბოლო ორი დღეა მაქვს ყბის შებოჭილობა და მარცხენა მხარეს ცოტა გამწვავს ხოლმე. გუშინ ღამე მარცხენა მხარეს მქონდა თავი და ცოტა ტკივილმა და შებოჭილობამ გამაღვიძა.გარედან სიწითლე არაა. ძალიან შემეშინდა . ხომ ვერ მეტყვით ამდენი ხნის შემდეგ რას შეიძლება მოყოლოდა ეს სიმპტომები? ასევე გვირილის ნაყენის გარდა სავლებად რას მირჩევთ?
როგორც უკვე გიპასუხეთ წინა შეკითხვაზე, “ეს შეგრძნებები პოსტოპერაციულ პერიოდთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მითუმეტეს თუ ნაკერები გაქვთ და რთული პროდეცურა იყო. თუ დანიშნულებას ზუსტად ასრულებთ საშიში არაფერი უნდა იყოს. დააკვირდით სიმპტომების პროგრესირებას. თუ ტკივილი უფრო ინტენსიური გახდება, ან შეშუპება და ტემბერატურა მოიმატებს, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.”
გამარჯობა. 3დღის წინ ამოვიღე მარცხენა მერვე კბილი.მაქვს 6 ნაკერი. ეს დღეები მქონდა. შესიებაა რომელიც ნელნელა ჩამიცხრა.ასევე მქონდა ტემპერატურა 37 რომელიც დღეს აღარ მაქვს.სხვა არანაირი პრობლემა არ მქონია. არც ტკივილი და არც არაფერი.ვიღებ ანტიბიოტიკს და ტკივილგამაყუჩებელს ექიმის დანიშნულებისამებრ, ასევე ვიყენებ სავლებს. თუმცა დღეს მაქვს ქვედა ყბის შებოჭილობის გრძნობა და მომენტებში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მარცხენა მხარეს . გაწვის გრძნობაც.ეომელ8ც ასე კონკრეტულად არცერთ კბილს არ ეხება ზოგადად ყბის მხარესაა რა.აქამდე არსოდეს არ მქონია არცერთი კბილის ტკივილი. მერვე არასწორი დგომის გამო ამოვიღე. იქნებ მითხრათ რას შეიძლება გამოეწვია ეს? ამოღებისას ხომ არ დამიზიანდა რამე? ძალიან შემეშინდა…იქნებ მირჩიოთ რამე…
ეს შეგრძნებები პოსტოპერაციულ პერიოდთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მითუმეტეს თუ ნაკერები გაქვთ და რთული პროდეცურა იყო. თუ დანიშნულებას ზუსტად ასრულებთ საშიში არაფერი უნდა იყოს. დააკვირდით სიმპტომების პროგრესირებას. თუ ტკივილი უფრო ინტენსიური გახდება, ან შეშუპება და ტემბერატურა მოიმატებს, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
გამარჯობათ გუშინ ჩამიტყდა ზედა მერვე კბილი თანაც დაპლომბილო და მაინტერესებს სტომატოლოგთან რომ მივიდე დაპლომბავს თუ ამომიღებს არ მტკივა ჯერ ჯერობით რადგან ნერვი ამომიღო მაშინ ექიმმა რომ დაპლომბა. და თუ ამომიღებს მეშვიდე კბილი დარჩება მარტო რადგან მეექვსე წლების წინ მქონდა ამოღებული. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე???
კბილის პროგნოზი როგორია, ამის თქმა შეუძლებელია ნახვის გარეშე. რათქმაუნდა, უნდა ეცდოთ შენარჩუნებას თუ ამის საშუალებას იძლევა კბილი და თუ სწორი მდებარეობა აქვს, ანუ ღეჭვის ფუნქციას ასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მერვე კბილი, უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ.
კბილი ჩვეულებრივად დგას. თითქოს არაფერი პრობლემა არაა აქვს. უკანა მხარესაა მოტეხილი და ენაზე ედება და გეგონება ჭრის ენასო. ტკივილით არ მაწუხებს. მეექვსე კბილი კი დაახლო3ნით 10 წელია არ მაქ მაგ ადგილზე და მაი მერვე რომ ამოვიღო მეშვიდე მარტო რჩება.
თუ სწორად დგას და ღეჭვით ფუნქციას ასრულებს, აჯობებს შეინარჩუნოთ.
გამარჯობა, პაციენტმა ამოიღო გუშინ კბილი, ნუ დღეს აქვს ტკივილები სვამს წამლებს მათ შორის გამაყუჩებელს – დექსალგინს, ვარფარინზეა ზოგადად. ექიმის დანიშნულებას მიყვება ყველაირად. უბრალოდ ახლა აქვს დაბალი წნევა 90/70 (ზოგადად ატარებს 100-110/70ზე) და ძაან ტკივა თავი. რისი ბრალი შეიძლება იყოს, პოსტ-ოპერაციული ჩვეულებრივი მოვლენაა თუ?
ასეთ შემთხვევაში ალბათ უმჯობესია კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან გაიაროს. შესაძლოა მდგომარეობა პრეპარატების ურთიერთქმედებით იყოს გამოწვეული.
2 თვეა დაახლოებით რაც დავიპლომბე კბილი. ნერვები ამომიღო, ფესვები დამიპლომბა 1 კვირაა ცივზე და ცხელზე მტკივა ისევ კბილი და ეს ნორმალურია?? ვერ გავიგე ნერვი ჩარჩა თუ რაშია საქმე რატომ უნდა მქონდეს ესეთი მგრძნობელობა🤷♀️🤷♀️
რადგან მდგომარეობა არ იცვლება, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაბჟენის შემდგომი მგრძნობელობის ბრალი არ არის. შესაძლოა დამატებითი არხი იყოს დარჩენილი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა არხების რევიზია.
გამარჯობათ, მაინტერესებს როდის ითვლება კბილის ამოღება გეგმიური და როდის გადაუდებელი?
ქვედა მე-8 კბილი მაქვს ნახევრად ჩამსხვრეული, მთლიანი კბილი მოძრაობს ბუდეში. მაქვს ღრძილი შესიებული და მტკივარი. ვიყუჩებ ძლიერი გამაყუჩებლებით. მტკივა ყბის ძვალიც ხელის დადებით.
ასეთი მდგომარეობა ითვლება გადაუდებლად?
დიახ, ასეთი მდგომარეობა ითვლება გადაუდებლად. თუმცა სადაზღვევო კომპანიებს თავისი მოსაზრება გააჩნიათ ხოლმე ასეთ შემთხვევებში.
გეგმიული არის ექსტრაქცია, როდესაც: სიმპტომები არ არის სახეზე, არის ქრონიკული პროცესი, ექსტაქცია ტარდება მომავალში გართულების პრევენციის მიზნით ან ორთოდონტიული მკურბალობის ფარგლებში.
გამარჯობათ. კბილის ამოღების მეორე დღეს სიცხე მომცა და ნამდვილად კბილი გამო 8ქნება? ანტიბიოტიკის დალევა დავიწყე გუშინ და სიცხე დღეს მომცა 38 ასევე თავის ტკივილი მაქვს და მამცივნებს. კბილისგან იქნება გამოწვეული?
თუ ჭრილობა ნორმაშია და ამ მხრივ არ გაქვთ რამე პრობლემა, სავარაუდოდ კბილის ამოღებას დაემთხვა ვირუსი. ჭრილობის დაინფიცირების შემთხვევაში თავს იჩენს ტკივილი და შეშუპება.
გამარჯობათ,
სტომატოლოგთან ვიზიტის ძალიან მეშინია, ბოლოს წინაზე რომ ვიყავი 8 ნემსი გამიკეთა ამოღების დროს და მაინც ვერ გამიყუჩდა და წამოვედი ნახევრად ამოღებული კბილით (ფაქტიურად ფესვი ჩარჩა), მაგის მერე სხვა ამოვიღე და ყბა დამისივდა თვალზე ავიდა შეშუპება და 10 დღე ნემსები ვიკეთე. მაინტერესებს არის ისეთი ორგანიზმის ტიპი, გამაყუჩებელი რომ არ მოქმედებდეს? და ასეთ დროს რა უნდა ვქნა? 😦
ასეთი ორაგიზმის ტიპი არ არსებობს. ანესთეზიის ეფექტზე პირველ რიგში გავლენას ახდებს ჩატარების ტექნიკა, ასევე ანესთეტიკის ხარისხი, ორგანიზმის მიჩვევა სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი ან სედატიური მოქმედების პრეპარატების მიმართ. არსებობს სხვადასხვა “სიძლიერის” ანესთეტიკები და ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლებელია ანესთეტიკის შერჩევა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩირქის არსებობისას შესაძლოა ანესთეზია ნაკლებად ეფექტური იყოს.
მოგესალმებით. 8თვის წინ ქვედა მე-6 კბილზე გამომივიდა ფისტულა. ეს კბილი მქონდა 10წლის დაპლომბილი და მანამდე არ შევუწუხებივარ. ექიმმა გამიხსნა არხები და დამინიშნა სავლები და ანტიბიოტიკი ფისტულა 2ჯერ გასკდა და მომირჩა. რადგან დიდი გამოცდილება არ მქონდა კბილის ექიმის ჩავთვალე მერე მივალ დასაპლომბათთქო და გავიდა 8თვე. ამ 8თვის განმავლობაში არ შევუწუხებივარ და ეხლა დამეწყო ყბის სახსარის ყრუტკივილი. ექიმმა ჩამიდო ანტიბიოტიკი არხებში და დროებითი პლომბი, თუმცა ისეთი ტკივილები მქონდა რომ ისევ ამომიღო და გამიკეთა გამწმენდი და გახსნა სადინარები რადგან ინფექციაა წასული.საგანგაშოდ არარის მაგრამ ტკივილი მაინც არ მეშვება, ვსვამ ანტიბიოტიკს და ვივლებ ცხელ სოდიან წყალს 5დღეა უკვე და მიწევს 2დღეში მისვლა ექიმთან. მე მაინტერსებს ამდენიხანი ტკივილი ნორმალურია? რომარ მივსულიყავი ფაქტიურად არ მტკიოდა. ამ კბილის დაბლა ვგრძნობ პატარა ჯირკვალი მაქვს რომელიც მოძრაობს და მტკივნეულია. რამდენად საშიშია
სახსრის ტკივილი, რომელიც თავიდანვე გქონდათ შესაძლოა სახსრის პრობლემა ყოფილიყო და არა კბილის. კბილის ტკივილი კი კბილის დახურვამ გამოიწვია. ის მკურნალობა, რაც გიტარდებათ, ნათელია რომ არ არის ეფექტური. მტკივნეული ლიმფური ჯირკვალი აქტიური ანთებითი პროცესის არსებობაზე მიუთითებს. გირჩევდით მიგემართათ ექიმისთვის, ვინც უშუალოდ ენდოდონტიაში (არხების მკურნალობა) სპეციალიზდება, ასევე ყბა-სახის ქირურგისთვის სახსრის პრობლემის გამოსარიცხად.
რაც უფრო მეტად მასშტაბურია ქირურგიული პროცედურა, შეხორცების პროცესს მით მეტი დრო სჭირდება. შეხორცების ნორმალურ მიმდინარეობაზე პირველ რიგში სიმპტომები მეტყველებს. თუ ჩივილები არ გაქვთ, ესეიგი ყველაფერი ნორმალურადაა. ჭრილობა რომ მთლიანად აღდგეს და ვიზუალურად არაფერი ჩანდეს, ამას თვეები სჭირდება.
გამარჯობა 14წლის ვარ და ქვედა ყბაზე კბილი მერყევა რომელიც უკვე ამოვიღე და რა გავაკეთო არ ვიცი
პირველ რიგში უნდა გადაიღოთ რენტგენი სტომატოლოგთან, რომელზეც გამოჩნდება კბილის მორყევის მიზეზი და ამის მიხედვით ექიმი შემოგთავაზზებთ მკურნალობის გზებს.
მოგესალმებით, 4 დღის წინ ამოვიღე მარჯვენა ზედა სიბრძნის კბილი, დღეს დილით სავლების გამოვლებისას, სავლები ცხვირიდან გადმოვიდა, სამწუხაროდ ქალაქში არ ვარ და ვერ ვახერხებ ექიმთან ვიზიტს რამოდენიმე დღე, რამდენად საგანგაშო მდგიმარეობაა?
ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სავლები ჰაიმორის ღრუში მოხვდებოდა, იქიდან კი ცხვირის ღრუში. რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს.
გამარჯობა, ზუსტად ერთი კვირის წინ ამოვიღე მე-7 კბილი, ჭრილობა საკმაოდ ღრმა და მოცულობითი იყო მისი სიდიდიდან გამომდინარე, თუმცა მწვავები ტკივილები არ მქონია და 2 დღეში ტკივილის შეგრძნებამ სრულიად გამიარა. ვივლებდი დანიშნულებისამებრს ლიპსოსალის სავლებს დღეში სამჯერ, ანტიბიოტიკი ან გამაყუჩებელი არ დამჭირვებია. დღეს დილიდან კი დამეწყო დისკომფორტის შეგრძნება ამოღებული კბილის არეში, თითქოს რაღაც მქონდა, რომ მოვისინჯე მომეჩვენა, რომ ღრძილი გამოწულია – არა გასიებული, არამედ რაღაც გამაგრებული. მცირე ნადებიც შევნიშნე რაც დავინახე, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი. ჩემი ექიმი ჯერ ვერ მიმიღებს, რა შეიძლება იყოს ან რამდენად სასწრაფოა? კარგად ვუვლიდი და ცოტა მიკვირს, რომ გამირთულდა თან სრულიად ალაგებულს გავდა გუშინ და დღეს რატომ დაიწყო ვერ ვხვდები 😦 მადლობა
და ასევე დამეწყო დღეს, მის გვერდზე, მე-8 კბილის ტკივილი კბილის კბილზე დაჭერისას და ხელითაც რომ დავაჭირე კბილს ტკივილს ვგრძნობ, მართალია ყრუ ტკივილია, მაგრამ მაინც არის. ვერ ვხვდები ეს კბილი რატომ ამტკივდა, ამოღებისას შეიძლებოდა დაზიანებულიყო ვითომ? თუ ამოღებული კბილიდან გადაეცემა? დაპლომბილია თან ეს მე-8 კბილი.
შესაძლოა მერვე კბილის გართულება უბრალოდ დროში დაემთხვა. ამოღებულ მე-7 კბილს რაც შეეხება უნდა გამოირიცხოს ჭრილობის დაინფიცირება. მაგრამ ექიმის გარეშე რაიმეს გაკეთება შეუძლებელია. აჯობებს მიღებას დაელოდოთ ან სხვა ექიმს მიმართოთ. დამოუკიდებლად ნუ შეეცდებით ჭრილობის გასინჯვას. თუ დისკომფორტის შეგრძნება ტკივილმა შეცვალა, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს პროცედურის დროს მიღებულ სტრესს, თუ ზედმეტად ინერვიულა. ნაკლებსავარაუდოა, რომ თავად ჭრილობას უკავშორდებოდეს. კარგი იქნება თუ ნევროპათოლოგს მიმართავთ.
გამარჯობათ. დაახლოებით 4 დღეა რაც ერთ ყბაზე ამოვიღე 2 კბილი. ერთი სიბრძნის. ყბა დამისივდა. პირს წესივრად ვერ ვაღებ. ერთ კბილში თითქოს რაღაც ნაწილია დარჩენილი. ეს რამდენად ნორმალურია. ანტიბიოტიკებსაც ვერ ვსვავ დამტანჯა ძალიან.
ანტიბიოტიკი აუცილებლად უნდა მიიღოთ, თუ ექიმმა დაგინიშნათ. თუ ტაბლეტის სახით ვერ სვამთ — მაშინ ინექცია კუნთში.
დარჩენილი კბილის ნაწილი რენტგენოგრამაზე გამოჩნდება, თუ არის. არავითარ შემთხვევაში თქვენ თავად არ შეეცადოთ ჭრილობის გასინჯვას.
ბოდიში აქ რომ ვწერ… ვერ ვნახე, კითხვა როგორ უნდა დავსვა – ჩემს 14 წლის შვილს მე-5 კბილი არ აქვს მოცვლილი. სურათზე გამოჩნდა, რომ ამოსასვლელი კბილი ჰორიზონტალურად არის და მოსაცვლელი კბილის ამოღება უშველის? თუ ქირურგია დასჭირდება?
ამ შემთხვევაში სარძევე კბილის ამოღება არ არის გამოსავალი. მკურნალობა დამოკიდებულია ჩანასახის მდგომარეობაზე. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ორთოდონტიული გზით ჩამოქაჩვა, ზოგჯერ საჭირო ხდება ჩანასახის ამოღება ქირურგიული გზით და კბილის აღდგენა იმპლანტის საშუალებით.
გამარჯობა. ორი კვირის წინ ამოვიღე ზედა ყბაზე სიბრძნის კბილი. არაფერს არ ვუჩივი მხოლოდ ღრძილის გასწვრივ სიმაგრეს ვგრძნობ თითქოს წაწვეტებული მაქვს ღრძილზე, მაინტერესებს ისევ კბილი ამომდის თუ ნორმალურია ?
სიბრძნის კბილი თუ ამოიღეთ, ახალი კბილის ამოსვლის ალბათობა პრაქტიკულად არ არის. მაგრამ ამის შემოწმება მარტივად შეიძლება რენტგენით. თუ ძვლის (კბილბუდის) კიდე არის გაშიშვლებული, საჭიროა კორექცია.
გამარჯობათ ჩემმა მეუღლემ სამი დღეა რაც ამოიღო კბილი ძალიან დაზიანებული ქონდა დაბლითა ყბის საღეჭი ტკივილები აქვს ისევ ნუ რაგაც უმნიშვნელოდ უკლო მარა მაინც 3 დღე გრძელდება ასეთ შემთხვევაში რასმირჩევდით წინასწარ დიდი მადლობა
ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გაირკვეს კბილბუდეში ხო არ არის დარჩენილი კბილის ფრაგმენტი, რაც შეიძლება ტკივილის მიზეზი იყოს. ასევე გამოირიცხოს მეზობელი კბილები. ამისათვის უნდა მიმართოთ ქირურგ სტომატოლოგს ან ყბა-სახის ქირურგს. ასევე აუცილებელია, რომ ექიმის დანიშნულებას სწორად ასრულებდეს და სათანადოდ უვლიდეს ჭრილობას.
დაახლოებით 8 თვეა მაწუხებს მწვავე ტონზილიტი და ხშირი გულძმარვა. რამოდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი კბილის შემოგარენი დაჩირქებულია. კუჭზე და ყელზე არცერთმა მცდელობამ მკურნალობისამ შედეგი არ გამოიღო და მაინტერესებს ამოსაღები კბილის ბრალი ხომ არ შეიძლება იყოს. წინასწარ მადლობა.
ტონზილიტის ფონზე ბუნებრივია რომ ბაქტერიული ფონი მომატებულია მთლიანად პირის ღრუში. პირველ რიგში უნდა გაირკვეს კბილის პრობლემა. თუ ეს ინფექცია კბილიდან მოდის, უნდა იმკურნალოთ. თუ ღრძილის ან ლორწვანი გარსის პრობლემაა, მაშინ აშკარაა რომ კავშირშია ტონზილიტთან და არ მოგვარდება, სანამ მიზეზს არ მოიშორებთ. ასეთი ქრონიკული ანთების შემთხვევაში აუცილებელია ტონზილექტომია. ალბათ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმაც ასე გირჩიათ. ანთება ჩაცხრება ანტიბიოტიკების საშუალებით და ამის შემდეგ ხდება ამოკვეთა. ინფექციის კერის მუდმივად არსებობა ორგანიზმში აზიანებს ყველა სისტემას დროთა განმავლობაში.
მოგესალმებით, ორი კვირის წინ ამოვიღე ქვედა მარცხენა მერვე კბილი ოპერაციით. ჭრილობა უკვე მოშუშდა შეშუპებაც აღარ მაქვს, მხოლოდ სიმაგრე დამრჩა ღრძილის გასწვრივ გარეთა მხრიდან. სტომატოლოგმა მითხრა გაიწოვსო მაგრამ ცვლილებას ვერ ვამჩნევ. როგორ მოვიქცე?
თუ გართულების სხვა ნიშნები არ არის, ეს შემაგრება საშიში არაა. გაწოვას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.
Gamarjobat 4dgia win amovige kbili rtulad amosagebiiyo.. da grdzilze garshemo chirqi maqvs gamomivida stomatitic da xom ver damexmarebit ra sashualebebs mivmarto?
ღრძილზე შესაძლოა თეთრი (მოყვითალო) ფერის ფიბრინული ნადები იყოს, რაც ნორმალურია. თუ სხვა სიმპტომებიც გაქვთ — ტკივილი, შეშუპება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სტომატიტი თუ ჭრილობის ახლოსაა, ნურაფერს მოიმოქმედებთ. ზოგადად აფთორზური სტომატიტის დროს მკურნალობა დიდად ეფექტური არაა და 7-10 დღეში თავისით ქრება. თუ სტომატიტი რამდენიმეა და განსაკუთრებით მტკივნეულია, მიმართეთ ექიმს. სახლში თვითმკურნალობა რეკომენდებული არ არის.
გამარჯობა
8 საათის წინ ვიყავი ქირურგთან და ამომიღო კბილი
მაგრამ მას შემდეგ ნერწყვი ყოველთვის სისხლიანი მაქვს
ცივი წყალი გამოვივლე რამდენჯერმე,მაგრამ შედეგი 0
რამდენიმე საათის წინ მეორედ ვიყავი ექიმთან და ბამბა ჩამიდო ამოღებული კბილის ადგილას,სისხლდენა შეჩერდებაო,მაგრამ ნერწყვის 70% ისევ სისხლითაა შეფერადებული.
დამინიშნა უზნაძე-მჭედლიშვილის მალამო,ოპერაციიდან მეორე დღეს გაისვი ჭრილობაზეო
ინსტრუქციაში წავიკითხე შეხორცებას ხელს უწყობსო და არ შეიძლება ახლავე გავისვა?(სისხლის გაჩერების მიზნით)
რამდენად სახიფათოა კბილის ამოღებიდან 8 საათის შემდეგაც სისხლის დინება?
გმადლობთ წინასწარ.
სისხლდენა ინტენსიური არ არის, რაც უკვე კარგია. გირჩევთ ნურაფერს მოიმოქმედებთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ სხვა, უფრო კვალიფიცირებულ და გამოცდილ ქირურგს.
სისხლის კვალი ნერწყვში აღარ უნდა იყოს ამოღებიდან 2-3 საათის შემდეგ.
ბამბის ჭრილობაში მოთავსება დაუშვებელია. ისევე როგორც მსგავსი მალამოს წასმა ჭრილობაზე.
სისხლდენის დროს მკვეთრად იზრდება ჭრილობის დაინფიცირების და შემდგომი გართულების რისკი.
გამარჯობა, ზუსტად ერთი კვირის წინ ამოვიღე მარჯვენა ყბაზე ზედა და ქვედა სიბრძნის კბილები. ზედა საერთოდ არ მაწუხებს, ქვედაზე კი 7 დღის განმავლობაში მაქვს ტკივილები, ქვედა ყველაზე რთული იყო და გაჭრა მოუწია ექიმს და მაინტერესებს ამდენი ხანი ნორმალურია ტკივილი? ვსვამ ნიმესილს, რომელიც მიყუჩებს ტკივილს მაგრამ როგორც კი წამლის მოქმედება გადის მაშინვე მტკივდება. აგრეთვე დაახლოებით 8ჯერ მომიწია ნიმესილის დალევა და როგორც ვიცი არ შეიძლება ამდენჯერ გამოყენება , გთხოვთ რამე მირჩიეთ, წინასწარ დიდი მადლობა
რთული ექსტრაცია ხშრად ტრავმულია და რეგენერაციასაც მეტი დრო სჭირდება, მაგრამ თუ ტკივილის ინტენსივობა არ კლებულობს აჯობებს მიმართოთ ექიმს, რომ გამოირიცხოს ჭრილობის დაინცფიცირება, როგორც ტკივილის მიზეზი. დიახ, ნიმესილის სისტემატიური მიღება მიზანშეწონილი არ არის.
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, მაინტერესებს რას მირჩევთ, რითი ჩავანაცვლო ნიმესილი? მიგ 400 ვცადე მაგრამ არანაირი შედეგი არ მქონდა
პირველ რიგში მიმართეთ ექიმს, რადგან ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკია აუცილებელი. არცერთი ტკივილგამაყუჩებლის მიღება არ შეიძლება ასე ხანგრძლივად. თანაც თუ ინფექციაა, მკურნალობა აუცილებელია, რადგან სერიოზულ პრობელემებს გამოიწვევს.
Icit mainteresebs zugdidshi tu aris kbilis qirurgi
სამწუხაროდ, ასე ცოტა ინფორმაციის საფუძველზე რაიმეს თქმა შეუძლებელია. თუ გაქვთ რენტგენოგრამა დასკანერებული, გამოგვიგზავნეთ მეილზე და შევეცდებით გიპასუხოთ — contact.kbilebi@gmail.com
გამარჯობა, კბილის ამოღების შემდეგ მეორე დღეს ეაკულაციის შემდეგ ამტკივდა თავი, ასევე განმეორდა შემდეგ დღესაც, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს კბილის ამოღებას?(მანამდე ასეთი რამ არ მქონდა) მადლობა
თავის ტკივილი კბილის ამოღებას შეიძლება უკავშირდებოდეს, თუ ანესთეზიის გამო ან სტრესის გამო წნევამ მოიმატა, მაგრამ უშუალოდ პროცედურის დროს და არა შემდეგ დღეებში.
ეაკულაციას შემდეგ თავის ტკვილი შეიძლება გამოწვეული იყოს ქალას შიდა წნევის ან არტერიული წნევის მომატების შედეგად.
გამარჯობა. დაახლოებით ერყი წლის უკან დავიპლომბე კბილი ქვედა ყბაზე , ბოლოდან მეორ, ისე რომ ნერვი არ მომიკლავს(არ მტკიოდა) რამდენიმე ტვის უკან კბილი დამიჩირქდა და ხხორცმეტივით გამომივიდა … ვიცი რომ პლომბი აუცილებლად მოსახსნელია და თავიდან დასაპლომბი, მაგრამ მანტერესებს რაიმე საშიში ხომ არ არის?
გამარჯობათ დანაპლომბი ქვედა ყბის უკნიდან მეორე კბილზე წლების უკან პლომბი ამომივარდა…დარჩა ფუგურო სანამ არ შემაწუხა არ მივედი ეკიმთან.ამოვიღე კბილი,მაგრამ მაინც მტკივა,რედგენი გადამიგო ექიმაა ჩანს არაფელი არ არის შიგნით,მაგრამ ენას რომ მოვისევი გუშინ აშკარაგდ ვიგრძენი ჩარჩენილია,რაღაც ნამსხვრევი,რომელიც ეტყობა რედგენძე არ ჩანს ცოთა შესიებულია ღრძილი….და მტკივა საშინლად…როგორ მოვიკცე და დავაჯერო ექიმი ,რომ არ მეჩვენება მართლა არის რაღაც ფესვი არამგონია უფრო ზედა მხარეა ჩარჩენილი ჭრილობაში…
მიმართეთ სხვა ექიმს, რომელიც უფრო ყურადღებით მოეკიდება თქვენს პრობლემას. თუ ფესვის ნაწილია დარჩენილი, სურათზე უნდა გამოჩნდეს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ძვალია, რასაც თქვენ ენით შეიგრძნობთ და საჭიროა ამ გაშიშვლებული ნაწილის მოშორება. ნებისმიერ შემთხვევაში ტკიბილის მიზეზის მოძებნაა საჭირო.
gamarjoba. 5 -6 dgis winamovige kbili da dgemde maq tkivilebi da usiamovno suni vsvam antibiotiks da savleba vivleb da suni ver gaviqre da rogor moviqce
უსიამოვნო სუნში თუ წამლის სპეციფიურ სუნს გულისხმობთ, ეს საგანგაშო არაა. ზოგჯერ ინფექციის თავიდან აცილების მიზნით ჭრილობაში სპეციალურ საშუალებას ათავსებენ, რომელსაც დამახასიათებელი სუნი და გემო აქვს რამდენიმე დღის მანძილზე.
თუ სხვა სახის უსიამოვნო სუნს გულისხმობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გამარჯობა. მესამე დღეა რაც ქვევიდან მეექვსე კბილი ამოვიღე. ყველანაირად ვასრულებ ექიმის დანიშნულებას, ყრუ ტკივილი მაქვს ზოგჯერრ ამოღებულ ადგილას და ოდნავ შესიებული მაქვს ლოყის რაღაც ნაწილი. როდის გაივლის მაინც? და საშიში ხომ არაა?
თუ ანტიბიოტიკს სვამთ და დანიშნულებას ასრულებთ სიმპტომები უნდა შემცირდებს თანდათან. მესამე დღისთვის საშიში არაფერია. თუ უკეთესობას ვერ შენიშნავთ მომდევნო დღეებში, მიმართეთ ექიმს.
გამარჯობა, კბილი ამოვიღე და 2 დღეა მტკივა, ექიმმა მითხრა რომ დიდი ფესვი იყო და ტკივილი ნორმააო. ეს 2 დღეა სულ გამაყუჩებლებს ვსვამ. რისი ბრალი შეიძლება იყოს ? რამე საშიში ხომ არ არის ? წესით ამდენი ხანი არ უნდა მტკიოდეს ვფიქრობ..
ბევრი საშუალება არსებობს რომ კბილის აღდგენა მოხდეს, ამოღება მხოლოდ უკიდურესი ვარიანტია. მიდით კონსულტაციაზე რამოდენიმე ექიმთან, ნახეთ რა გზას შემოგთავაზებენ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
გამარჯობა, ორი კვირის წინ მარცხენა მხარეს უმნიშვნელოდ გამეზარდა ლიმფური ჯირკვალი, სტომატოლოგმა რენტგენი გადამიღო და მითხრა რომ მარცხენა მხარეს ამომდის ორი სიბრძნის კბილი, რომლებიც დახრილიაო და ოპერაცია უნდა გაიკეთო, თავისით ვერ ამოვაო. ამ ორი კვირის განმავლობაში, ზოგჯერ მაქვს დაბალი სსიცხეები 36.7, 37-იც მქონდა. ამის გამო გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი, ც-რეაქტიულიც, მაგრამ ყველაფერი ნორმაშია. თითქოს მარცხენა ყურიც მაწუხებდა, მაგრამ ყურის ექიმმა ჯანმრთელი ყური გაქვსო და კბილის ბრალი იქნებაო, ნერვი გადასცემსო ყურსო და რა მაინტერესებს სიბრძნის კბილმა იცის ტემპერატურის მომატება? ძალიან შემაშინა ასეთმა ტემპერატურამ, ისე ტკივილით კბილი ჯერ არ მტკივა.
დიახ, შესაძლებელია. წესით სისხლის ანალიზში ლეიკოციტებიც უნდა ყოფილიყო მომატებულია, რადგან ლიმფური ჯირკვალი გადიდებული იყო. ტკივილს ნუ დაელოდებით, მანამდე ამოიღეთ. ასეთ შემთხვევაში, ოპერციაც და შემდგომი პერიოდიც უფრო ადვილი იქნება.
თუ ჩირქის ინტენსიური გამოყოფა გრძელდება აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელმაც უნდა დაამუშაოს კბილბუდე და ჩირქოვანი კერა, თუ საჭიროა გააკეთოს განაკვეთი ჩირქის უკეთესი დრენაჟისთვის.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შესაძლოა სიცხის მიზეზი სხვა იყოს, მაგრამ თუ ინფქციაა, აუცილებელია ანტიბიოტიკის დანიშვნა. ასევე შეიძლება საჭირო იყოს ჭრილობის რევიზია.
ხუთი დღის წინ ამოვიღე ქვედა მეშვიდე კბილი. ერთი საათი იწვალა ექიმმა ამოღებაზე. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი მდიოდა რის გამოც დღის ბოლომდე კიდევ ორჯერ მივაკითხე ექიმს, და როგორც იქნა საღამოს შეჩერდა სისხლდენა. დღემდე მაქვს საკმაოდ ძლიერი ტკივილი, ვსვავ გამაყუჩებელს და ანტიბიოტიკს. ტკივილთან ერთად პირიშ ღრუში ქავილის შეგრძნება მაქვს კბიოია მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ოდნავ შესიებულიმაქვს ლოყა და დაბუჟებულიც მაქვს. შეიძლება ექიმს კბილის ნერვიც დაეზიანებინა?
შესაძლოა ანეთეზიის გამო იყოს დაბუჟება და ქავილის შეგრძნება — პარესთეზია. https://wp.me/ptcAd-t0 დრო უნდა რომ გაიაროს. ასეთი გართულებული ექსტრაქციების შემდეგ ტკივილი ხშირია და შეხორცების პროცესიც ხანგრძლივდება ხოლმე. დაიცავით დანიშნულება და კონტაქტი იქონიეთ ექიმთან.

Gamarjobad. Kitxvamaqvs tqventan. Gushin amovige sagechi kbili 2saatshi sisdena shemiwgda tkivilmac maleve gadamiara mahram shesiebuli jer isev maqvs. Tan cota saxe mixurs im shesiebul adgittan armaqvs siwitle loyebis irgvlivmaqvs da sheidzleba rame seriozuli iyos. Antibiotiks vigeb. Nemsis saxitac gavikete da tabletissaxitac vigeb. Savaraudod wnevam icis mgoni es siwitle da shegidzlist mipasuxot ramdenad dasashvebia es mdgomareoba.
ბოდიშს გიხდით. ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შევძლით პასუხის დროულად გაცემა. იმედია ახლა ყველაფერი რიგზეა უკვე.
შეშუპების განვითარება ამოღების მერე ნორმალურია, თუმცა არ უნდა იმატებდეს და მეორე დღიდან უნდა დაიწყოს დაცხრობა. სიმხურვალის შეგრძნებაც შეშუპების პროცესს ახლავს თან და მასთან ერთად გადის.
gamarjobat, 2 dgis win amovige zeda marcxena sibrdznis kbili, arc sicxe maqvs, arc tkivilebi, arc temperatura, ubralod sisxli momdis periodulad marcxena nestodan, cxviris…eqimi ambobs normaluriao da tqveni azric mainteresebs, xdeba aseti ram? piris grushi saertod ar igvreba sisxli,ubralod ase modis cxviridan

მომერყა ქვედა წინა კბილი ჭამის დროს,მაქვს ტკივილის შეგრძნება.თუ შეიძლება კბილის გადარჩენა და რა უნდა ვიხმარო მის გადასმაგრებლად
უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. თუ მორყევა ღრძილების დაავადების გამოა, მკურნალობასთან ერთად შესაძლებელია შინირების გამოყენება (კბილის დაფიქსირება). თუ მოტეხილობის გამოა, გადარჩენა ალბათ ვერ მოხერხდება. საშინაო მეთოდები არაეფექტურია, მხოლოდ დროს დაკარგავთ და ამით მდგომარეობა გაუარესდება.
რამდენად შეიძლება გაფუჭებული კბილი შევინარჩუნოთ? უკანა კბილს ვგულისხმობ არმტკივა მაგრამ თვალში საცემია ძალიან
სტომატოლოგიის მიზანი სწორედ კბილების შენარჩუნებაა. მასალების და ტექნოლოგიების განვითარება ყველაზე უიმედო კბილების შენარჩუნების საშუალებას იძლევა დღეს. მთავარია შეარჩიოთ ექიმი, რომელიც ფლობს ამ ცოდნას და აქვს შესაბამისი გამოცდილება. ტკივილს ნუ დაელოდებით, რადგან რაც დრო გადის კბილის შენარჩუნების შანსი მცირდება.
ქვედა მარჯვენა სიბრძნის კბილის ამოღების დროს დამიზიანდა სამწვერა ნერვი,დაბუჯებული მაქვს ნიკაპი,ტუჩი და ღრძილი,თითქმის ორი კვირა გრძელდება დაბუჟება,ოდნავადაც არ გამიარა,როდის გამივლის და რამდენად საშიშია?
ნერვის აღდგენა პრობლემატურია. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება შანსი. უნდა ჩატარდეს აღმდგენი თერაპია B ჯგუფის ვიტამინებით. გამოსავალი დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე. თუ აღმდგენი თერაპია არ ჩაგიტარებიათ, აუცილებლად მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს.
გამარჯობა, სამ კვირაზე მეტია ამოვიღე სიბრძნის კბილი, ეხლა მაწუხებს ყურის ტკივილი ნაოპერაციებ მხარეს და ზოგჯერ ჭრილობაც მტკივა, უნდა მეშინოსეს?
თუ რთული ექსტრაქცია ჩატარდა, შეხორცება დიდხანს გრძელდება ხოლმე და დისკომფორტიც ახლავს. ასევე შესაძლებელია ყური პრობლემა ცალკე იყოს, ჭრილობასთან კავშირის გარეშე.
გამარჯობა 1 კვირაა ამოღებული მაქვს კბილი და ხვალე მატჩი მაქვს შეიძლება რომ ვითამაშო?
თუ შეხორცება ნორმალურად მიდის და ჭრილობა არ გაწუხებთ, შეიძლება.
გამარჯობა,ამოვიღე ქვემოთა მერვე კბილი საშინელი ტკივილი მაქვს არცერთი გამაყუჩებელი არ მშველის როგორ მოვიქცე?
ამ შემთხვევაში საჭიროა კბილებუდის რევიზია და რენტგენი. თვითნებურად ნურაფერს მოიმოქმედებთ, ექიმს უნდა მიმართოთ.
გამარჯობაა ამოვიღე კბილი თეთრი ფერის ნადები მქონდა კბილზე და დღეს გამოვლების დროს აღარ მქონდა საშიშია? არ მტკივაა არაფერი
კბილზე თუ ჭრილობაზე? რამდენი ხანია ამოიღეთ?
ჭრილობაზე ფიბრინულ ნადებს ვგულისხმობ
არა, არ არის საშიში.
9 დღეა ამოღებული მაქვს
გამარჯობაა პირველ დღეს როდესაც ექიმს ვეწვვიე 7-8 საათი სისხლ დენა მქონდა შემდეგ მარიალიანი წყალი ვივლე და შემიჩერდა 2-3 საათი ნერწყვში ცოტა ოდენი სისხლი იყო ძალიან ცოტა შემდეგ დღეს კი სრულიად გამიქრა ნორნალურია?
7-8 საათი ნორმაზე ბევრია. მაგრამ მთავარია, რომ მოახერხეთ შეჩერება. ხანგრძლივი სისხლდენა ზრდის კბილბუდის დაინფიცირების რისკს. ჭრილობას ნუ შეეხებით და ნუ შეეცდებით გასუფთავებას. თუ შენიშნავთ ცუდ სუნს და გემოს, ან თუ გაჩნდება ყრუ ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გამარჯობა, 5 დღეა ამოვიღე ზედა და ქვედა სიბრძნის კბილი, ამოღების დღესვე მქონდა შეშუპება და გამიჩნდა სიმაგრე ლოყაში, ასევე დღემდე მაქვს სისხლდენა ოღონდ სისხლი თავიდან იყო მუქი ფერის დავურეკე ექიმს და მითხრა რომ რთული ოპერაცია იყო და ეს ყველაფერი ნორმალურია და მუქი ფერის სისხლი ნიშნავს რომ იწმინდებაო, ეხლა კი გახდა სისხლი გახდა უფრო მოყვითალო და აქვს ცოტა მომწარო მომჟაო გემო. სისხლი თუ რაც არი მომდის ნაკერებიდან და ეს სიმაგრეც დაპატარავდა.
მაინტერესებს უნდა მეშინოდეს თუ დავუჯერო ექიმს. არც ტკივილი მაქვს არც სიწითლე და არაფერ სიმპტომი.
მადლობა
შესაძლოა დრენაჟი გაქვთ და ასეთ შემთხვევაში გამონადენი ბუნებრივია. არასაკმარისი ინფორმაციის გამო ჩვენ არ შეგვიძლია სიტუაციის შეფასება. მიმართეთ თქვენს ექიმს და სთხოვეთ უფრო დეტალურად აგიხსნათ სიტუაცია. ან მიმართეთ სხვა ექიმს განსხვავებული აზრისთვის, რომელასც შეეძლება გამოკვლევის ჩატარება და სიტუაციის შეფასება.
გამარჯობა 5 დღის წინ ამოვიღე კბილ და ზედაპირი გაამიეთეთრდა თითქმის და ნორმალურია ასეთი განვითარება??
ეს ფიბრინული ნადებია, რომელიც აუცილებელია შეხორცებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მოშორებას.
კბილი ამოვიᲦე. მეტკინა. მეორე დᲦეს დამისივდა. ყლაპვა ორი დᲦე მიᲭირდა მაგრამ მესამე დᲦეს პირი ვერ გავაᲦე. Ჩავედი აქვე ახლო სტომატოლოგიურᲨი ტრიზმი.გაქვს ალბაᲗომ გამიᲨვეს ყბა სახის ქირურგᲗან. მან ᲫალიᲗ სცადა ყბის გახსნა ლამის გული წამივიდა. დავიწყე საᲦეᲭი რეზინის ᲦეᲭვა… რას მირᲩევᲗ? აᲦარ ᲨემᲘᲫლია ეს სადისტი ექიმები :(((
ტრიზმი გაივლის, ძალით გაღება არაა საჭირო. ღეჭეთ საღეჭი რეზინი და რამდენიმე დღეში თუ უკეთესობა არ იყო სხვა ყბა-სახის ქირურგს მიმართეთ.
2 tvea amovige zeda kbaze sibrdnis kbili.ris shemdegac mkonda gaisadlisi tkicilebi mteli 1 tve.shemfeg cota gamiara mara exla vgrdnob tkivils da titlos nervi toks im adgilas ra sheidleba ikos
აუცილებლად უნდა მიგემართათ ექიმისთვის თავიდანვე, როდესაც ძლიერი ტკივილები დაგეწყოთ. ახლა რა სიტუაციაა და რისი ბრალია ძნელი სათქმელია. თვითნებურად ნურაფერს მიიღებთ და მიმართეთ ექიმს. გადაუდებელ შემთხვევებს ბევრი კლინიკა იღებს ახლა, კარანტინის მიუხედავად.
1 თვის წინ ამოვიღე მარცხენა მერვე. მქონდა ნაკერები. ჭრილობა ნელნელა შუშდება. ვივლებ ქლორგექსიდინს . და საჭმლის ნაწილაკებიდან ვისუფთავებ სავლებით ჭრილობის ნაპრალს. მაგრამ 2 დღეა შევამჩნიე შემაგრება ღრძილის გასწვრივ ღრძილსა და ლოყას შორის. არის მაგარი კონსისტენციის თითქოს ძვლის გაგრძრლებაა . არ მაქვს ვიზუალურად არც ტკივილი არც შესიება.მაქვს მხოლოდ დაჭიმულობა ცოტა სიმძიმე და სუსტი ფეთქვის გრძნობა იისიც იშვიათად. უბრალოდ ამ სიმაგრემ შემაშინა თან 1 თვე გავიდა უკვე და საშიშია? ექიმმა არაფერი არაა და გავაო მაგრამ 1 თვე??? თან ეს დაჭიმულობა და ცოტა ფეთქვა მაშინებს და საკმაოდ დიდ დისკომფორტს მოქმნის. თან არსებული სიტუქციის გამო ვერ მივდივარ ექიმთან??
თუ ჭრილობა არ გაწუხებთ არაფერია სანერვიულო. შეხორცების და ძვლის აღდგენის პროცესი თვეების განმავლობაში მიდის. ძვალი ფორმას იცვლის და ეს ნორმალურია. პრობლემა რომ იყოს აუცილებლად გექნებოდათ ჩივილები.
ჭრილობა იმდენად არა. ჭრილობის მხრივ პრობლემა აე მაქვს ყბის და ლოყის დაჭიმულობა მცირედი ფეთქვა და სიმძიმე მაწუხებს მხოლოდ. თუ ეს შემაგრებაც ნორმალურია რავიცი მაშინ დაველოდები… მადლობა ყურადღებისთვის…
ჭრილობის დაინფიცირების შემთხვევაში შენიშნავდით ცუდ სუნს და და გემოს ჭრილობიდან, ფეთქვასა და სიმძიმესთან ერთად. თუ მსგავსი სიმპტომები გაქვთ ან თუ გაგიჩნდებათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
გამარჯობათ. გუშინ ამოვიღე ქვედა ყბის მეექვსე, მეშვიდე, მერვე კბილები. საკმაოდ გართულებული იყო მდგომარეობა, ანთება მიდიოდა და ჩირქი. სამივე ამომიღო და საშინლად მტკივა ყბის ის მხარე და შესიებულიც მაქვს ისევ. ეს ნორმალურია რომ მტკივა? შემიძლია განაყუჩებელის მიღება?
ჭრილობა საკმაოდ დიდი იქნება 3 ძირითად კბილის ამოღების შემდეგ და განსაკუთრებით საფრთხილოა, რომ არ მოხდეს დაინფიცირება. ალბათ გაქვთ დანიშნულება, რომელიც ანტიბიოტიკს შეიცავს. ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის დანიშნულება და რეკომენდაციები ჭრილობის მოვლასთან დაკავშირებით. გამაყუჩებელი თუ არ არის ჩართული დანიშნულებაში, შეეკითხეთ ექიმს რომელი მიიღოთ და რა სიხშირით. ტკივილი ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში — დიდი ჭრილობა და ჩირქოვანი პროცესი. მაგრამ არ უნდა ჰქონდეს მზარდი ხასიათი. ეს ჭრილობის ინფიცირებაზე მიუთითებს.
გამარჯობა. 2 კვირის წინ ამოვიღე მარცხენა მერვე კბილი არასწორი დგომის გამო. მქონდა 6 ნაკერი . 8 დღის შემდეგ ნაკერებიც ამოვიღე. არ მქონია მის შემდეგ დიდად ტკივილი ან რამე.რათქმაუნდა ჯერ ღრმული არის პატარა მაგრამ სავლებით ვცდილობ საჭმლის ნაწილაკების ამოღებას. ბოლო ორი დღეა მაქვს ყბის შებოჭილობა და მარცხენა მხარეს ცოტა გამწვავს ხოლმე. გუშინ ღამე მარცხენა მხარეს მქონდა თავი და ცოტა ტკივილმა და შებოჭილობამ გამაღვიძა.გარედან სიწითლე არაა. ძალიან შემეშინდა . ხომ ვერ მეტყვით ამდენი ხნის შემდეგ რას შეიძლება მოყოლოდა ეს სიმპტომები? ასევე გვირილის ნაყენის გარდა სავლებად რას მირჩევთ?
როგორც უკვე გიპასუხეთ წინა შეკითხვაზე, “ეს შეგრძნებები პოსტოპერაციულ პერიოდთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მითუმეტეს თუ ნაკერები გაქვთ და რთული პროდეცურა იყო. თუ დანიშნულებას ზუსტად ასრულებთ საშიში არაფერი უნდა იყოს. დააკვირდით სიმპტომების პროგრესირებას. თუ ტკივილი უფრო ინტენსიური გახდება, ან შეშუპება და ტემბერატურა მოიმატებს, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.”
გამარჯობა. 3დღის წინ ამოვიღე მარცხენა მერვე კბილი.მაქვს 6 ნაკერი. ეს დღეები მქონდა. შესიებაა რომელიც ნელნელა ჩამიცხრა.ასევე მქონდა ტემპერატურა 37 რომელიც დღეს აღარ მაქვს.სხვა არანაირი პრობლემა არ მქონია. არც ტკივილი და არც არაფერი.ვიღებ ანტიბიოტიკს და ტკივილგამაყუჩებელს ექიმის დანიშნულებისამებრ, ასევე ვიყენებ სავლებს. თუმცა დღეს მაქვს ქვედა ყბის შებოჭილობის გრძნობა და მომენტებში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მარცხენა მხარეს . გაწვის გრძნობაც.ეომელ8ც ასე კონკრეტულად არცერთ კბილს არ ეხება ზოგადად ყბის მხარესაა რა.აქამდე არსოდეს არ მქონია არცერთი კბილის ტკივილი. მერვე არასწორი დგომის გამო ამოვიღე. იქნებ მითხრათ რას შეიძლება გამოეწვია ეს? ამოღებისას ხომ არ დამიზიანდა რამე? ძალიან შემეშინდა…იქნებ მირჩიოთ რამე…
ეს შეგრძნებები პოსტოპერაციულ პერიოდთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მითუმეტეს თუ ნაკერები გაქვთ და რთული პროდეცურა იყო. თუ დანიშნულებას ზუსტად ასრულებთ საშიში არაფერი უნდა იყოს. დააკვირდით სიმპტომების პროგრესირებას. თუ ტკივილი უფრო ინტენსიური გახდება, ან შეშუპება და ტემბერატურა მოიმატებს, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
გამარჯობათ გუშინ ჩამიტყდა ზედა მერვე კბილი თანაც დაპლომბილო და მაინტერესებს სტომატოლოგთან რომ მივიდე დაპლომბავს თუ ამომიღებს არ მტკივა ჯერ ჯერობით რადგან ნერვი ამომიღო მაშინ ექიმმა რომ დაპლომბა. და თუ ამომიღებს მეშვიდე კბილი დარჩება მარტო რადგან მეექვსე წლების წინ მქონდა ამოღებული. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე???
კბილის პროგნოზი როგორია, ამის თქმა შეუძლებელია ნახვის გარეშე. რათქმაუნდა, უნდა ეცდოთ შენარჩუნებას თუ ამის საშუალებას იძლევა კბილი და თუ სწორი მდებარეობა აქვს, ანუ ღეჭვის ფუნქციას ასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მერვე კბილი, უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ.
კბილი ჩვეულებრივად დგას. თითქოს არაფერი პრობლემა არაა აქვს. უკანა მხარესაა მოტეხილი და ენაზე ედება და გეგონება ჭრის ენასო. ტკივილით არ მაწუხებს. მეექვსე კბილი კი დაახლო3ნით 10 წელია არ მაქ მაგ ადგილზე და მაი მერვე რომ ამოვიღო მეშვიდე მარტო რჩება.
თუ სწორად დგას და ღეჭვით ფუნქციას ასრულებს, აჯობებს შეინარჩუნოთ.
გამარჯობა, პაციენტმა ამოიღო გუშინ კბილი, ნუ დღეს აქვს ტკივილები სვამს წამლებს მათ შორის გამაყუჩებელს – დექსალგინს, ვარფარინზეა ზოგადად. ექიმის დანიშნულებას მიყვება ყველაირად. უბრალოდ ახლა აქვს დაბალი წნევა 90/70 (ზოგადად ატარებს 100-110/70ზე) და ძაან ტკივა თავი. რისი ბრალი შეიძლება იყოს, პოსტ-ოპერაციული ჩვეულებრივი მოვლენაა თუ?
ასეთ შემთხვევაში ალბათ უმჯობესია კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან გაიაროს. შესაძლოა მდგომარეობა პრეპარატების ურთიერთქმედებით იყოს გამოწვეული.
2 თვეა დაახლოებით რაც დავიპლომბე კბილი. ნერვები ამომიღო, ფესვები დამიპლომბა 1 კვირაა ცივზე და ცხელზე მტკივა ისევ კბილი და ეს ნორმალურია?? ვერ გავიგე ნერვი ჩარჩა თუ რაშია საქმე რატომ უნდა მქონდეს ესეთი მგრძნობელობა🤷♀️🤷♀️
რადგან მდგომარეობა არ იცვლება, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაბჟენის შემდგომი მგრძნობელობის ბრალი არ არის. შესაძლოა დამატებითი არხი იყოს დარჩენილი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა არხების რევიზია.
გამარჯობათ, მაინტერესებს როდის ითვლება კბილის ამოღება გეგმიური და როდის გადაუდებელი?
ქვედა მე-8 კბილი მაქვს ნახევრად ჩამსხვრეული, მთლიანი კბილი მოძრაობს ბუდეში. მაქვს ღრძილი შესიებული და მტკივარი. ვიყუჩებ ძლიერი გამაყუჩებლებით. მტკივა ყბის ძვალიც ხელის დადებით.
ასეთი მდგომარეობა ითვლება გადაუდებლად?
დიახ, ასეთი მდგომარეობა ითვლება გადაუდებლად. თუმცა სადაზღვევო კომპანიებს თავისი მოსაზრება გააჩნიათ ხოლმე ასეთ შემთხვევებში.
გეგმიული არის ექსტრაქცია, როდესაც: სიმპტომები არ არის სახეზე, არის ქრონიკული პროცესი, ექსტაქცია ტარდება მომავალში გართულების პრევენციის მიზნით ან ორთოდონტიული მკურბალობის ფარგლებში.
გამარჯობათ. კბილის ამოღების მეორე დღეს სიცხე მომცა და ნამდვილად კბილი გამო 8ქნება? ანტიბიოტიკის დალევა დავიწყე გუშინ და სიცხე დღეს მომცა 38 ასევე თავის ტკივილი მაქვს და მამცივნებს. კბილისგან იქნება გამოწვეული?
თუ ჭრილობა ნორმაშია და ამ მხრივ არ გაქვთ რამე პრობლემა, სავარაუდოდ კბილის ამოღებას დაემთხვა ვირუსი. ჭრილობის დაინფიცირების შემთხვევაში თავს იჩენს ტკივილი და შეშუპება.
გამარჯობათ , 4დღეა რაც უკანა კბილი ამოვიღე და შესიებული მაქვს ,ტკივილები არმაქვს , რასმირჩევდით რასავლებით ვიმკურნალო?
გირჩევდით, რომ ექიმთან შეთანხმების გარეშე არაფერი გამოიყენოთ. დაუკავშირდით ექიმს.
გამარჯობათ,
სტომატოლოგთან ვიზიტის ძალიან მეშინია, ბოლოს წინაზე რომ ვიყავი 8 ნემსი გამიკეთა ამოღების დროს და მაინც ვერ გამიყუჩდა და წამოვედი ნახევრად ამოღებული კბილით (ფაქტიურად ფესვი ჩარჩა), მაგის მერე სხვა ამოვიღე და ყბა დამისივდა თვალზე ავიდა შეშუპება და 10 დღე ნემსები ვიკეთე. მაინტერესებს არის ისეთი ორგანიზმის ტიპი, გამაყუჩებელი რომ არ მოქმედებდეს? და ასეთ დროს რა უნდა ვქნა? 😦
ასეთი ორაგიზმის ტიპი არ არსებობს. ანესთეზიის ეფექტზე პირველ რიგში გავლენას ახდებს ჩატარების ტექნიკა, ასევე ანესთეტიკის ხარისხი, ორგანიზმის მიჩვევა სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი ან სედატიური მოქმედების პრეპარატების მიმართ. არსებობს სხვადასხვა “სიძლიერის” ანესთეტიკები და ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლებელია ანესთეტიკის შერჩევა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩირქის არსებობისას შესაძლოა ანესთეზია ნაკლებად ეფექტური იყოს.
მოგესალმებით. 8თვის წინ ქვედა მე-6 კბილზე გამომივიდა ფისტულა. ეს კბილი მქონდა 10წლის დაპლომბილი და მანამდე არ შევუწუხებივარ. ექიმმა გამიხსნა არხები და დამინიშნა სავლები და ანტიბიოტიკი ფისტულა 2ჯერ გასკდა და მომირჩა. რადგან დიდი გამოცდილება არ მქონდა კბილის ექიმის ჩავთვალე მერე მივალ დასაპლომბათთქო და გავიდა 8თვე. ამ 8თვის განმავლობაში არ შევუწუხებივარ და ეხლა დამეწყო ყბის სახსარის ყრუტკივილი. ექიმმა ჩამიდო ანტიბიოტიკი არხებში და დროებითი პლომბი, თუმცა ისეთი ტკივილები მქონდა რომ ისევ ამომიღო და გამიკეთა გამწმენდი და გახსნა სადინარები რადგან ინფექციაა წასული.საგანგაშოდ არარის მაგრამ ტკივილი მაინც არ მეშვება, ვსვამ ანტიბიოტიკს და ვივლებ ცხელ სოდიან წყალს 5დღეა უკვე და მიწევს 2დღეში მისვლა ექიმთან. მე მაინტერსებს ამდენიხანი ტკივილი ნორმალურია? რომარ მივსულიყავი ფაქტიურად არ მტკიოდა. ამ კბილის დაბლა ვგრძნობ პატარა ჯირკვალი მაქვს რომელიც მოძრაობს და მტკივნეულია. რამდენად საშიშია
სახსრის ტკივილი, რომელიც თავიდანვე გქონდათ შესაძლოა სახსრის პრობლემა ყოფილიყო და არა კბილის. კბილის ტკივილი კი კბილის დახურვამ გამოიწვია. ის მკურნალობა, რაც გიტარდებათ, ნათელია რომ არ არის ეფექტური. მტკივნეული ლიმფური ჯირკვალი აქტიური ანთებითი პროცესის არსებობაზე მიუთითებს. გირჩევდით მიგემართათ ექიმისთვის, ვინც უშუალოდ ენდოდონტიაში (არხების მკურნალობა) სპეციალიზდება, ასევე ყბა-სახის ქირურგისთვის სახსრის პრობლემის გამოსარიცხად.
გამარჯობა
daaxloebi 15 dgis win gavikete merve kbilebze operacia, qveda ybaze gachrit amomiges sibrdznis kbili. mgoni ar aris shexorcebuli radgan vizulurad chans xorci zemot, sanerviulo xom ar aris tu dro schirdeba shexorcebas?
რაც უფრო მეტად მასშტაბურია ქირურგიული პროცედურა, შეხორცების პროცესს მით მეტი დრო სჭირდება. შეხორცების ნორმალურ მიმდინარეობაზე პირველ რიგში სიმპტომები მეტყველებს. თუ ჩივილები არ გაქვთ, ესეიგი ყველაფერი ნორმალურადაა. ჭრილობა რომ მთლიანად აღდგეს და ვიზუალურად არაფერი ჩანდეს, ამას თვეები სჭირდება.
გამარჯობა 14წლის ვარ და ქვედა ყბაზე კბილი მერყევა რომელიც უკვე ამოვიღე და რა გავაკეთო არ ვიცი
პირველ რიგში უნდა გადაიღოთ რენტგენი სტომატოლოგთან, რომელზეც გამოჩნდება კბილის მორყევის მიზეზი და ამის მიხედვით ექიმი შემოგთავაზზებთ მკურნალობის გზებს.
მოგესალმებით, 4 დღის წინ ამოვიღე მარჯვენა ზედა სიბრძნის კბილი, დღეს დილით სავლების გამოვლებისას, სავლები ცხვირიდან გადმოვიდა, სამწუხაროდ ქალაქში არ ვარ და ვერ ვახერხებ ექიმთან ვიზიტს რამოდენიმე დღე, რამდენად საგანგაშო მდგიმარეობაა?
ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სავლები ჰაიმორის ღრუში მოხვდებოდა, იქიდან კი ცხვირის ღრუში. რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს.
გამარჯობა, ზუსტად ერთი კვირის წინ ამოვიღე მე-7 კბილი, ჭრილობა საკმაოდ ღრმა და მოცულობითი იყო მისი სიდიდიდან გამომდინარე, თუმცა მწვავები ტკივილები არ მქონია და 2 დღეში ტკივილის შეგრძნებამ სრულიად გამიარა. ვივლებდი დანიშნულებისამებრს ლიპსოსალის სავლებს დღეში სამჯერ, ანტიბიოტიკი ან გამაყუჩებელი არ დამჭირვებია. დღეს დილიდან კი დამეწყო დისკომფორტის შეგრძნება ამოღებული კბილის არეში, თითქოს რაღაც მქონდა, რომ მოვისინჯე მომეჩვენა, რომ ღრძილი გამოწულია – არა გასიებული, არამედ რაღაც გამაგრებული. მცირე ნადებიც შევნიშნე რაც დავინახე, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი. ჩემი ექიმი ჯერ ვერ მიმიღებს, რა შეიძლება იყოს ან რამდენად სასწრაფოა? კარგად ვუვლიდი და ცოტა მიკვირს, რომ გამირთულდა თან სრულიად ალაგებულს გავდა გუშინ და დღეს რატომ დაიწყო ვერ ვხვდები 😦 მადლობა
დამავიწყდა მეთქვა, რომ ზედა, მარჯვენა მე-7 კბილზეა საუბარი.
და ასევე დამეწყო დღეს, მის გვერდზე, მე-8 კბილის ტკივილი კბილის კბილზე დაჭერისას და ხელითაც რომ დავაჭირე კბილს ტკივილს ვგრძნობ, მართალია ყრუ ტკივილია, მაგრამ მაინც არის. ვერ ვხვდები ეს კბილი რატომ ამტკივდა, ამოღებისას შეიძლებოდა დაზიანებულიყო ვითომ? თუ ამოღებული კბილიდან გადაეცემა? დაპლომბილია თან ეს მე-8 კბილი.
შესაძლოა მერვე კბილის გართულება უბრალოდ დროში დაემთხვა. ამოღებულ მე-7 კბილს რაც შეეხება უნდა გამოირიცხოს ჭრილობის დაინფიცირება. მაგრამ ექიმის გარეშე რაიმეს გაკეთება შეუძლებელია. აჯობებს მიღებას დაელოდოთ ან სხვა ექიმს მიმართოთ. დამოუკიდებლად ნუ შეეცდებით ჭრილობის გასინჯვას. თუ დისკომფორტის შეგრძნება ტკივილმა შეცვალა, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
Ra girs kbilis amogeba sibrdznis kbilis
ჩვენ არ ვეწევით კლინიკურ საქმიანობას. ამიტომ ფასებთან დაკავშირებით აჯობებს კლინიკებში იკითხოთ.
gamarjobat dedachema amoige zeda kbili .cota sheshupeba da dalurjeba wavida saxeze daapotla wutladac..im saxamodan daewyo guli titqos misdis wydeba sxeulshi..da es yvelaperi kbilidan sheidzleba wamosuliyo?antibiotiki sva suprastinic axar aq arc shesiveba da dapotlilic. magram guli titqos isev cudad uxdeba..amdros gulis wnevac normaluri aq..
ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს პროცედურის დროს მიღებულ სტრესს, თუ ზედმეტად ინერვიულა. ნაკლებსავარაუდოა, რომ თავად ჭრილობას უკავშორდებოდეს. კარგი იქნება თუ ნევროპათოლოგს მიმართავთ.
გამარჯობათ. დაახლოებით 4 დღეა რაც ერთ ყბაზე ამოვიღე 2 კბილი. ერთი სიბრძნის. ყბა დამისივდა. პირს წესივრად ვერ ვაღებ. ერთ კბილში თითქოს რაღაც ნაწილია დარჩენილი. ეს რამდენად ნორმალურია. ანტიბიოტიკებსაც ვერ ვსვავ დამტანჯა ძალიან.
ანტიბიოტიკი აუცილებლად უნდა მიიღოთ, თუ ექიმმა დაგინიშნათ. თუ ტაბლეტის სახით ვერ სვამთ — მაშინ ინექცია კუნთში.
დარჩენილი კბილის ნაწილი რენტგენოგრამაზე გამოჩნდება, თუ არის. არავითარ შემთხვევაში თქვენ თავად არ შეეცადოთ ჭრილობის გასინჯვას.
ბოდიში აქ რომ ვწერ… ვერ ვნახე, კითხვა როგორ უნდა დავსვა – ჩემს 14 წლის შვილს მე-5 კბილი არ აქვს მოცვლილი. სურათზე გამოჩნდა, რომ ამოსასვლელი კბილი ჰორიზონტალურად არის და მოსაცვლელი კბილის ამოღება უშველის? თუ ქირურგია დასჭირდება?
ამ შემთხვევაში სარძევე კბილის ამოღება არ არის გამოსავალი. მკურნალობა დამოკიდებულია ჩანასახის მდგომარეობაზე. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ორთოდონტიული გზით ჩამოქაჩვა, ზოგჯერ საჭირო ხდება ჩანასახის ამოღება ქირურგიული გზით და კბილის აღდგენა იმპლანტის საშუალებით.
გამარჯობა. ორი კვირის წინ ამოვიღე ზედა ყბაზე სიბრძნის კბილი. არაფერს არ ვუჩივი მხოლოდ ღრძილის გასწვრივ სიმაგრეს ვგრძნობ თითქოს წაწვეტებული მაქვს ღრძილზე, მაინტერესებს ისევ კბილი ამომდის თუ ნორმალურია ?
სიბრძნის კბილი თუ ამოიღეთ, ახალი კბილის ამოსვლის ალბათობა პრაქტიკულად არ არის. მაგრამ ამის შემოწმება მარტივად შეიძლება რენტგენით. თუ ძვლის (კბილბუდის) კიდე არის გაშიშვლებული, საჭიროა კორექცია.
გამარჯობათ ჩემმა მეუღლემ სამი დღეა რაც ამოიღო კბილი ძალიან დაზიანებული ქონდა დაბლითა ყბის საღეჭი ტკივილები აქვს ისევ ნუ რაგაც უმნიშვნელოდ უკლო მარა მაინც 3 დღე გრძელდება ასეთ შემთხვევაში რასმირჩევდით წინასწარ დიდი მადლობა
ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გაირკვეს კბილბუდეში ხო არ არის დარჩენილი კბილის ფრაგმენტი, რაც შეიძლება ტკივილის მიზეზი იყოს. ასევე გამოირიცხოს მეზობელი კბილები. ამისათვის უნდა მიმართოთ ქირურგ სტომატოლოგს ან ყბა-სახის ქირურგს. ასევე აუცილებელია, რომ ექიმის დანიშნულებას სწორად ასრულებდეს და სათანადოდ უვლიდეს ჭრილობას.
დაახლოებით 8 თვეა მაწუხებს მწვავე ტონზილიტი და ხშირი გულძმარვა. რამოდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი კბილის შემოგარენი დაჩირქებულია. კუჭზე და ყელზე არცერთმა მცდელობამ მკურნალობისამ შედეგი არ გამოიღო და მაინტერესებს ამოსაღები კბილის ბრალი ხომ არ შეიძლება იყოს. წინასწარ მადლობა.
ტონზილიტის ფონზე ბუნებრივია რომ ბაქტერიული ფონი მომატებულია მთლიანად პირის ღრუში. პირველ რიგში უნდა გაირკვეს კბილის პრობლემა. თუ ეს ინფექცია კბილიდან მოდის, უნდა იმკურნალოთ. თუ ღრძილის ან ლორწვანი გარსის პრობლემაა, მაშინ აშკარაა რომ კავშირშია ტონზილიტთან და არ მოგვარდება, სანამ მიზეზს არ მოიშორებთ. ასეთი ქრონიკული ანთების შემთხვევაში აუცილებელია ტონზილექტომია. ალბათ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმაც ასე გირჩიათ. ანთება ჩაცხრება ანტიბიოტიკების საშუალებით და ამის შემდეგ ხდება ამოკვეთა. ინფექციის კერის მუდმივად არსებობა ორგანიზმში აზიანებს ყველა სისტემას დროთა განმავლობაში.
მოგესალმებით, ორი კვირის წინ ამოვიღე ქვედა მარცხენა მერვე კბილი ოპერაციით. ჭრილობა უკვე მოშუშდა შეშუპებაც აღარ მაქვს, მხოლოდ სიმაგრე დამრჩა ღრძილის გასწვრივ გარეთა მხრიდან. სტომატოლოგმა მითხრა გაიწოვსო მაგრამ ცვლილებას ვერ ვამჩნევ. როგორ მოვიქცე?
თუ გართულების სხვა ნიშნები არ არის, ეს შემაგრება საშიში არაა. გაწოვას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.
Gamarjobat 4dgia win amovige kbili rtulad amosagebiiyo.. da grdzilze garshemo chirqi maqvs gamomivida stomatitic da xom ver damexmarebit ra sashualebebs mivmarto?
ღრძილზე შესაძლოა თეთრი (მოყვითალო) ფერის ფიბრინული ნადები იყოს, რაც ნორმალურია. თუ სხვა სიმპტომებიც გაქვთ — ტკივილი, შეშუპება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სტომატიტი თუ ჭრილობის ახლოსაა, ნურაფერს მოიმოქმედებთ. ზოგადად აფთორზური სტომატიტის დროს მკურნალობა დიდად ეფექტური არაა და 7-10 დღეში თავისით ქრება. თუ სტომატიტი რამდენიმეა და განსაკუთრებით მტკივნეულია, მიმართეთ ექიმს. სახლში თვითმკურნალობა რეკომენდებული არ არის.
გამარჯობა
8 საათის წინ ვიყავი ქირურგთან და ამომიღო კბილი
მაგრამ მას შემდეგ ნერწყვი ყოველთვის სისხლიანი მაქვს
ცივი წყალი გამოვივლე რამდენჯერმე,მაგრამ შედეგი 0
რამდენიმე საათის წინ მეორედ ვიყავი ექიმთან და ბამბა ჩამიდო ამოღებული კბილის ადგილას,სისხლდენა შეჩერდებაო,მაგრამ ნერწყვის 70% ისევ სისხლითაა შეფერადებული.
დამინიშნა უზნაძე-მჭედლიშვილის მალამო,ოპერაციიდან მეორე დღეს გაისვი ჭრილობაზეო
ინსტრუქციაში წავიკითხე შეხორცებას ხელს უწყობსო და არ შეიძლება ახლავე გავისვა?(სისხლის გაჩერების მიზნით)
რამდენად სახიფათოა კბილის ამოღებიდან 8 საათის შემდეგაც სისხლის დინება?
გმადლობთ წინასწარ.
სისხლდენა ინტენსიური არ არის, რაც უკვე კარგია. გირჩევთ ნურაფერს მოიმოქმედებთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ სხვა, უფრო კვალიფიცირებულ და გამოცდილ ქირურგს.
სისხლის კვალი ნერწყვში აღარ უნდა იყოს ამოღებიდან 2-3 საათის შემდეგ.
ბამბის ჭრილობაში მოთავსება დაუშვებელია. ისევე როგორც მსგავსი მალამოს წასმა ჭრილობაზე.
სისხლდენის დროს მკვეთრად იზრდება ჭრილობის დაინფიცირების და შემდგომი გართულების რისკი.
გამარჯობა, ზუსტად ერთი კვირის წინ ამოვიღე მარჯვენა ყბაზე ზედა და ქვედა სიბრძნის კბილები. ზედა საერთოდ არ მაწუხებს, ქვედაზე კი 7 დღის განმავლობაში მაქვს ტკივილები, ქვედა ყველაზე რთული იყო და გაჭრა მოუწია ექიმს და მაინტერესებს ამდენი ხანი ნორმალურია ტკივილი? ვსვამ ნიმესილს, რომელიც მიყუჩებს ტკივილს მაგრამ როგორც კი წამლის მოქმედება გადის მაშინვე მტკივდება. აგრეთვე დაახლოებით 8ჯერ მომიწია ნიმესილის დალევა და როგორც ვიცი არ შეიძლება ამდენჯერ გამოყენება , გთხოვთ რამე მირჩიეთ, წინასწარ დიდი მადლობა
რთული ექსტრაცია ხშრად ტრავმულია და რეგენერაციასაც მეტი დრო სჭირდება, მაგრამ თუ ტკივილის ინტენსივობა არ კლებულობს აჯობებს მიმართოთ ექიმს, რომ გამოირიცხოს ჭრილობის დაინცფიცირება, როგორც ტკივილის მიზეზი. დიახ, ნიმესილის სისტემატიური მიღება მიზანშეწონილი არ არის.
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, მაინტერესებს რას მირჩევთ, რითი ჩავანაცვლო ნიმესილი? მიგ 400 ვცადე მაგრამ არანაირი შედეგი არ მქონდა
პირველ რიგში მიმართეთ ექიმს, რადგან ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკია აუცილებელი. არცერთი ტკივილგამაყუჩებლის მიღება არ შეიძლება ასე ხანგრძლივად. თანაც თუ ინფექციაა, მკურნალობა აუცილებელია, რადგან სერიოზულ პრობელემებს გამოიწვევს.
Icit mainteresebs zugdidshi tu aris kbilis qirurgi
რათმაუნდა იქნება აუცილებლად. თუმცა ვინმე კონკრეტულს ვერ გირჩევთ.
Chems meugles kbili atkivda,shemdeg dausivda,eqimtan miviida amouges,shemdeg tkivilebi isev qonda zeda ybis dzvlis,analizebi gauketes da ar gvitxres pasuxebi motxoves dagvetesa,axalgaazrdobashi sportsmeni iyo da damcavebs ar xmarobda chxubis dros,mainteresebs sashishia?ratom gvtxoves datesva
სამწუხაროდ, ასე ცოტა ინფორმაციის საფუძველზე რაიმეს თქმა შეუძლებელია. თუ გაქვთ რენტგენოგრამა დასკანერებული, გამოგვიგზავნეთ მეილზე და შევეცდებით გიპასუხოთ — contact.kbilebi@gmail.com
გამარჯობა, კბილის ამოღების შემდეგ მეორე დღეს ეაკულაციის შემდეგ ამტკივდა თავი, ასევე განმეორდა შემდეგ დღესაც, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს კბილის ამოღებას?(მანამდე ასეთი რამ არ მქონდა) მადლობა
თავის ტკივილი კბილის ამოღებას შეიძლება უკავშირდებოდეს, თუ ანესთეზიის გამო ან სტრესის გამო წნევამ მოიმატა, მაგრამ უშუალოდ პროცედურის დროს და არა შემდეგ დღეებში.
ეაკულაციას შემდეგ თავის ტკვილი შეიძლება გამოწვეული იყოს ქალას შიდა წნევის ან არტერიული წნევის მომატების შედეგად.
გამარჯობა. დაახლოებით ერყი წლის უკან დავიპლომბე კბილი ქვედა ყბაზე , ბოლოდან მეორ, ისე რომ ნერვი არ მომიკლავს(არ მტკიოდა) რამდენიმე ტვის უკან კბილი დამიჩირქდა და ხხორცმეტივით გამომივიდა … ვიცი რომ პლომბი აუცილებლად მოსახსნელია და თავიდან დასაპლომბი, მაგრამ მანტერესებს რაიმე საშიში ხომ არ არის?
ვერაფერს გეტყვით კონკრეტულად. დიაგნოზისთვის საჭიროა გამოკვლევა, რენტგენი პირველ რიგში.
გამარჯობათ დანაპლომბი ქვედა ყბის უკნიდან მეორე კბილზე წლების უკან პლომბი ამომივარდა…დარჩა ფუგურო სანამ არ შემაწუხა არ მივედი ეკიმთან.ამოვიღე კბილი,მაგრამ მაინც მტკივა,რედგენი გადამიგო ექიმაა ჩანს არაფელი არ არის შიგნით,მაგრამ ენას რომ მოვისევი გუშინ აშკარაგდ ვიგრძენი ჩარჩენილია,რაღაც ნამსხვრევი,რომელიც ეტყობა რედგენძე არ ჩანს ცოთა შესიებულია ღრძილი….და მტკივა საშინლად…როგორ მოვიკცე და დავაჯერო ექიმი ,რომ არ მეჩვენება მართლა არის რაღაც ფესვი არამგონია უფრო ზედა მხარეა ჩარჩენილი ჭრილობაში…
მიმართეთ სხვა ექიმს, რომელიც უფრო ყურადღებით მოეკიდება თქვენს პრობლემას. თუ ფესვის ნაწილია დარჩენილი, სურათზე უნდა გამოჩნდეს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ძვალია, რასაც თქვენ ენით შეიგრძნობთ და საჭიროა ამ გაშიშვლებული ნაწილის მოშორება. ნებისმიერ შემთხვევაში ტკიბილის მიზეზის მოძებნაა საჭირო.
Meotxe dgea rac marcxena zeda me6 kbili amovige. Maqvs sashineli tkivilebi game megvidzeba da mtkiva. Naxevari saati mounda amigebas eqimi. Vsvav antibiotiks da gamayuchebels. Eqims davureke da sagangasho araferiao.rodis gamivlis es gausadLisi tkivilebi sachmelsac ver vcham normalurad.
თუ ტკივილი ამ 4 დღის განმავლობაში პროგრესირებს, აუცილებელია ჭრილობის რევიზია ანუ დათვალიერება. მიმართეთ სხვა ექიმს. უმჯობესია ქირურგ-სტომატოლოგს.
gamarjoba. 5 -6 dgis winamovige kbili da dgemde maq tkivilebi da usiamovno suni vsvam antibiotiks da savleba vivleb da suni ver gaviqre da rogor moviqce
უსიამოვნო სუნში თუ წამლის სპეციფიურ სუნს გულისხმობთ, ეს საგანგაშო არაა. ზოგჯერ ინფექციის თავიდან აცილების მიზნით ჭრილობაში სპეციალურ საშუალებას ათავსებენ, რომელსაც დამახასიათებელი სუნი და გემო აქვს რამდენიმე დღის მანძილზე.
თუ სხვა სახის უსიამოვნო სუნს გულისხმობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გამარჯობა. მესამე დღეა რაც ქვევიდან მეექვსე კბილი ამოვიღე. ყველანაირად ვასრულებ ექიმის დანიშნულებას, ყრუ ტკივილი მაქვს ზოგჯერრ ამოღებულ ადგილას და ოდნავ შესიებული მაქვს ლოყის რაღაც ნაწილი. როდის გაივლის მაინც? და საშიში ხომ არაა?
თუ ანტიბიოტიკს სვამთ და დანიშნულებას ასრულებთ სიმპტომები უნდა შემცირდებს თანდათან. მესამე დღისთვის საშიში არაფერია. თუ უკეთესობას ვერ შენიშნავთ მომდევნო დღეებში, მიმართეთ ექიმს.
გამარჯობა დამისივდა ყბა კბილის ბრალინიყო ექიმაა დასიებულ ყბაზე მაინცამომიღო მბილი და შეილება
თუ ამოღება აუცილებელია, შეშუპების გამო არ უნდა გადაიდოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაბამისი დანიშნულება უნდა მოგცეთ ექიმმა.
გამარჯობა, კბილი ამოვიღე და 2 დღეა მტკივა, ექიმმა მითხრა რომ დიდი ფესვი იყო და ტკივილი ნორმააო. ეს 2 დღეა სულ გამაყუჩებლებს ვსვამ. რისი ბრალი შეიძლება იყოს ? რამე საშიში ხომ არ არის ? წესით ამდენი ხანი არ უნდა მტკიოდეს ვფიქრობ..
შესაძლოა ტკივილი რთულ ამოღებასთან იყოს დაკავშირებული. მთავარია ინფექცია გამორიცხოს და ანტიბიოტიკი დროულად დაინიშნოს თუ საჭიროა.
გამარჯობათ, დღეს ამოვიღე სიბრძნის კბილი, სამი საათის შემდეგ შემაცივა და სიცხე მომცა 38 გრ. როგორ მოვიქცე?
მიჰყევით ექიმის დანიშნულებას და ზუსტად შეასრულეთ, ჭრილობის მოვლაც და დანიშნულებაც. თუ არ გაქვთ ანტიბიოტიკი დანიშნული, დაუკავშირდით ექიმს.
კბილი გამიტყდა და რო ამოვიღო ვიცი აღარ ამომივა რადგან უკვე 17 წლის ვარ და როგორ შეიძლება ამ დროს მოვიქცე
ბევრი საშუალება არსებობს რომ კბილის აღდგენა მოხდეს, ამოღება მხოლოდ უკიდურესი ვარიანტია. მიდით კონსულტაციაზე რამოდენიმე ექიმთან, ნახეთ რა გზას შემოგთავაზებენ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
გამარჯობა, ორი კვირის წინ მარცხენა მხარეს უმნიშვნელოდ გამეზარდა ლიმფური ჯირკვალი, სტომატოლოგმა რენტგენი გადამიღო და მითხრა რომ მარცხენა მხარეს ამომდის ორი სიბრძნის კბილი, რომლებიც დახრილიაო და ოპერაცია უნდა გაიკეთო, თავისით ვერ ამოვაო. ამ ორი კვირის განმავლობაში, ზოგჯერ მაქვს დაბალი სსიცხეები 36.7, 37-იც მქონდა. ამის გამო გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი, ც-რეაქტიულიც, მაგრამ ყველაფერი ნორმაშია. თითქოს მარცხენა ყურიც მაწუხებდა, მაგრამ ყურის ექიმმა ჯანმრთელი ყური გაქვსო და კბილის ბრალი იქნებაო, ნერვი გადასცემსო ყურსო და რა მაინტერესებს სიბრძნის კბილმა იცის ტემპერატურის მომატება? ძალიან შემაშინა ასეთმა ტემპერატურამ, ისე ტკივილით კბილი ჯერ არ მტკივა.
დიახ, შესაძლებელია. წესით სისხლის ანალიზში ლეიკოციტებიც უნდა ყოფილიყო მომატებულია, რადგან ლიმფური ჯირკვალი გადიდებული იყო. ტკივილს ნუ დაელოდებით, მანამდე ამოიღეთ. ასეთ შემთხვევაში, ოპერციაც და შემდგომი პერიოდიც უფრო ადვილი იქნება.
4 dgisukan amovige kbili ukve dachirqebuliiko meore dges dzaan gamisivda da mesame dgea isev gasiebulimak kbiliromelic amovige ikedan dzalian bevri chirqi amomdis vsvav antibiotikebs da mainteresebs ragavaketo kide romes chirqi gaqres male
თუ ჩირქის ინტენსიური გამოყოფა გრძელდება აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელმაც უნდა დაამუშაოს კბილბუდე და ჩირქოვანი კერა, თუ საჭიროა გააკეთოს განაკვეთი ჩირქის უკეთესი დრენაჟისთვის.
Sami dgis win amovige zeda sagechi kbili shesieba armqonia magram tkivilit isev mtkiva gamayuchebelic ar miyuchebs eqims antibiotiki ar moucia da dges sicxemac momca 38 rogor moviqce