კბილის ამოღება და მისი გართულებები

559 thoughts on “კბილის ამოღება და მისი გართულებები

  1. 5 დღის წინ ამოვიღე ქვედა 6 კბილი გაუსაძლისი ტკივილები მქონდა ამოღების შემდეგ 2 დღე. ეხლა 3 დღეა თავის ტკკვილები მაქვს ვეღარ ვუძლებ

    1. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანის ტკივილის ზღვარი ინდივიდუალურია, ასეთი ძლიერი ტკივილი ნორმალური არ არის. კარგი იქნება თუ ჭრილობის დათვალიერება მოხდება ექიმის მიერ.

  2. გამარჯობა, 11 დღის წინ ამოვუღე კბილი, კბილის ამოღებიდან 3 დღით ადრე გაკეთებული მქონდა აცრა, კბილის ამოღების შემდეგ სიცხე მაქვს მუდმივად დაბალი. მესამე დღეს გამებერა ღრძილი მაგრამ ახლა აღარ არის ისე თუმცა სიცხე მაინც ყიველდღე მაქვს, ასევე სისუსტე და დაღლილობა, მაინტერესებს შეიძლება ეს აცრას გამოეწვია თუ კბილს? (ადგილობრივი ანესთეზია გავიკეთე)

    1. შესიება კბილბუდის ინფექციის ნიშანია და სავარუდოდ სიციხეც ამის ბრალია. ანტიბიოტიკი უნდა დაგინიშნოთ ექიმმა,
      როდესაც აცრაზე ვითარდება რეაქცია, იგი იწყება იმავე ან მეორე დღეს,

  3. გამარჯობათ. ქვედა ყბაზე წინა ორი კბილი ერთმანეთზე გადამდის და ექიმმა მირჩია მერვე კბილების ამოღება ზედა და ქვედა ყბაზედაც მაგრამ ჯერ ამოსული არ არის ამიტომ ოპერაცია მჭირდება და თუ ამოვიღებ ოთხივეს ქვედა ყბაზე კბილები გამისწორდება? თან მხოლოდ 16 წლის ვარ და გართულებები ექნება კბილების ამოღებას?

    1. თავისით არ გაგისწორდებათ, მაგრამ მერვე კბილების ამოღებით უფრო მეტი ადგილი იქნება ორთოდონტიული მკურნალობით რომ გაისწოროთ. მერვეები რომ არ ამოიღოთ, მათი ამოჭრის შემდეგ უფრო მეტად შემჭირდროვდება კბილები.

  4. gamarjobaat 3 sgia win amovige kbili daa pesvis wverebi chatova , chautyda , da mitzra ro araa sashishi chatoveba, xoda exla mawuxebs da yrud mtkivaa ra unda gavaketi am shemtxvevashi?

    1. ჯერ საჭიროა დიაგნოსტიკა ტკივილი თუ ნამდვილად ამითაა გამოწვეული. რენტგენზე გამოჩნდება არის თუ არა ინფექცია ამ ფრაგმენტების ზონაში. შესაძლოა ტკივილი სხვა კბილს უკავშირდებოდეს. თუ მიზეზი დარჩენილი ფრაგმენტებია, ქირურგიულად უნდა მოხდეს ამოღება.

  5. გამარჯობა..მაღლა ყბაზე კბილის ამოღებუსას ფესვებს მოჰყვა ძვლის ნაწილი (ალლბათ 1.5 სმ) მაინტერესებს მოხდება თუ არა ამოტეხილი ძვლის ნაწილის ბუნებრივად აღდგენა და საერთოდ არის თუ არა საშიში?

    1. დიახ, მოხდება. მოტეხილი ნაწილი აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული. თუ ჭრილობა დაიხურა და კარგად ხორცდება, საშიში არაფერია.

  6. გამარჯობა, ორი თვის წინ ამოვიღე მერვე კბილი, ოპერაცია დამჭირდა. ჩვეულებრივად შეხორცდა ნაკერი და დასიებაც რამოდენიმე დღეში დაცხრა. მაგრამ მეშვიდე კბილსა და ღრძილს შორის გაჩნდა სივრცე(ნაპრალი) სადაც მეჭედებოდა საკვები და რამოდენიმე დღეა ჩირქი ამოდის. ექიმმა მითხრა რომ პერეკისით და იოდინოლიტ გავასუფთაო დღეში რამოდენიმეჯერ, შემდეგ დავიკრა სოკოსერილის დენტალური პასტა. ესე ვაკეთებ 4 დრეა და ჩირქი ისევ ამოდის. სივრცეც არ შევსებულა. დაახლოებით რამდენ ხანში გაქრება ჩირქი? ან ნაპრალი როდის შეივსება?

    1. აუცილებელია რენტგენი და კბილბუდის ადგილის შეფასება. ეს არ ჰგავს სიტუაციას, რომელსაც სახლში დამოუკიდებლად შეიძლება გაართვათ თავი. მიმართეთ ქირურგს.

  7. გამარჯობა.მოკლედ 2 თვის წინ ამოᲕიღე სიბრᲮნის კბილი შეხორცა ყველა გართულების გარეშე 10 დღეს კი ყურს და ყბას შორის შევნიშნე სიმაგრე ბურთი რომელიც ვიზუალურადაც მეტყობა.გადავიღე პანორამა,ეხომ რომელზეც 5 მმ სტრუქტურა უცვლელი ლიმგური ჩანს და მეტი არაფერი..ანუ შესეიბა ჯირკვლიდან არ არისო..მივედი ყბა სახის ქირურᲒთან დამინიშნა როცეფინი ალვეოლიტიაო ..მაგრამ 4 ნევსი გავიკეთე ეს შეისება კი მაინც მაქვს.ძალიან ვღელავ.დამეხმარეთ რა შეიძლება იყოს ეს გამობერილი სიმაგრე.კისერს რომ დავჭიმავ მაშინ მეტყობა.ტკივილით აღარ მტკივა

    1. სამწუხაროდ ჩვენ ვირტუალურად არ შეგვიძლია რამე კონკრეტული გითხრათ იმ ექიმზე მეტი, ვინც გნახათ. საჭიროა დათვალიერება და გამოკვლევა. შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ექიმსაც კონსულტაციისთვის.

    2. სიბრდზნის კბილი ამოვიგე და თუკი იცის სიცხე კბილის ამოგებამ თან დაჩირქებული მქონდა და მტკიოდა მადლობა წინასწარ👍

      1. დიახ, შესაძლებელია. ალბათ ანტიბიოტიკი გაქვთ უკვე დანიშნული, ინფექციის საწინააღმდეგოდ.
        კოვიდ ინფექციის რისკის გათვალისწინებით, დააკვირდით სხვა სიმპტომების გაჩენას (სუნთქვის გაძნელება, ხველა) და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ რეკომენდებული ზომები.

  8. გამარჯობა, დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიპლომბე დაბლითა უკანა მეექვსე თუ მეშვიდე კბილი და ახლა ამტკივდა კბილის კბილზე დადებით ეს კბილი მტკივა და მისი გვერდით მყოფებიც და რისი ბრალია? ამოღებას ვფიქრობ, მადლობა წინასწარ

    1. პირველ რიგში უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კბილი. არ არის აუცილებელი ეს ნამკურნალები კბილი იყოს მიზეზი. უნდა შემოწმდეს გვერდითი კბილებიც, რასაც ალბათ გააკეთებს ექიმი, სანამ ამოღებას გადაწყვეტს.

  9. გამარჯობათ.ამოვიღე ორი კბილის ფესვი ზედა ყბის ეშვის შემდეგი კბილები არ ვიცი მერამდენეა. გახსნილ ღრძილში მოჩანს და ენითაც ვგრძნობ კბილის მსგზავს . ფესვები სრულად ამოიღო და ზუსტად ვიცი რომ არ დარჩენია. ახალი კბილი ამომდის თუ რა შემთხვევაა ვერ ვხვდებიი. მადლობა წინასწარ პასუხისთვის

    1. სავარუდოდ ძვლის კიდეს გრძნობთ. შესაძლოა დაიფაროს ღრძილით მომავალში, მაგრამ თუ გაწუხებთ უნდა მიხვიდეთ ქირურგთან და მოაშორებს. ასევე შესაძლებელია, რომ მომავალში პროთეზირებას შეუშალოს ხელი, თუ მოსახსნელ პროთეზს გაიკეთებთ.

  10. მაკლია ერთი ღოჯის კბილი და გვერძეა წინა კბილები წასული ცარიელ ღოჯის ადგილას. არის რაიმე საშვალება რომ გავისწორო ან შემდეგ ჩავისვა?

    1. ჯერ უნდა გაირკვეს რენტგენოგრამის საშუალებით არსებობს თუ არა ეშვის ჩანასახი ძვალში.
      თუ არის, შესაძლებელია თუ არა ჩამოქაჩვა და ჩასმა მისთვის განკუთვნილ ადგილას. ან შესაძლოა საჭირო იყოს ჩანასახის ამოღება.
      თუ არ არის, მაშინ გადანაცვლებული კბილები უნდა გაიწიოს, შეიქმნას საკმარისი ადგილი და გაკეთდეს იმპლანტი, ან ხიდი.
      კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ორთოდონტს, რომელიც დაგინიშნავთ ყველა საჭირო გამოკვლევას.

  11. გამარჯობათ!ერთი თვეა რაც ამოვიღე კბილი და დღემდე მაქვს ტკივილი წყლის დალევის დროსაც როდესაც ცივი ხვდება,არა მარტო კბილის ამოღების ადგილას იმ მხარეს მთელ ყბაზე.არის თუ არა ეს ნორმალური მდგომარეობა?

    1. ბოდიშს გიხდით. ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შევძლით პასუხის დროულად გაცემა.

      პირველ რიგში უნდა შემოწმდეს სხვა კარიესული კბილები, რადგან ცივზე ასეთი რეაქცია პულპიტისთვის არის დამახასიათებელი. თუ ეს გამოირიცხა, შესაძლებელია პრობლემა ნევროლოგიური იყოს და ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციაა საჭირო.

Leave a Reply to გიორგი Cancel reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.