ღრძილების (პაროდონტის) დაავადება

Advertisements

135 thoughts on “ღრძილების (პაროდონტის) დაავადება

  1. gamarjoba.shevcdebi mokled avgwero…5wlis win ,zeda kbaze chavisvi kbilebi ,ris shemdegac dammewko kba-saxis tkivilebi,grdzilebis dachirkeba,sisxldena.1 tvis shemdeg chamovixseni (faifuri ),ris shemdegac vimkurnale grdzilebze,tavidan chavisvi,tveebis mere sisxdena isev damewko,1-2 kbili(tviton faifuri)daiwia,rac kvela mxriv arasasiamvnoa.mitxres rom chamoixsnas ,vimkurnalo unda grdzilebze da axali chavisva.vshishob ar daziandes shiga kbilebi,ertxel xom chamovixseni.ase dros ras mirchevt? implantacia shesadzlebelia dazianebuli grdzilebis dros? gmadlobt kuradgebsitvis

    1. თქვენს შემთხვევაში ღრძილების ანუ პაროდონტის პრობლემა პრიორიტეტულია. როგორც ჩანს წარსულში მკურნალობის მიუხედავად პრობლემა მაინც რჩება. აუცილებლად საჭიროა კვალიფიცირებული პაროდონტოლოგის დახმარება. პაროდონტის დაავადების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ასევე ხიდის შეცვლაც. როგორც ჩანს პრობლემა სწორედ აქედან დაიწყო და პირველი ხიდის შემდეგ მოხდა დაავადების პროგრესირება. იმპლანტაციაც ასევე პრობლემატურია, როდესაც პაროდონტიტი სახეზეა. ამიტომ პირველ რიგში უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. გირჩევთ თეა ნაცვლიშვილს “ალბიუსში”.

      1. mogesamebit.albat gesmit chemi,mwkralad var da shishit….batumshi vis mirchevdit? rogorc vici mxolod tbilisshia ,,albiusi” .tu moxda parodontitis gankurnea,shesadzlebelia mere implantacia da ramden xnian proceduras moitxovs?(zeda kba mxolod)madloba ,guldasmit gvpasuxobt.

      2. დიახ, “ალბიუსი” მხოლოდ თბილისშია. პროდონტის დაავადების განკურნება ისე, რომ დაკარგული ქსოვილი აღდგეს და მდგომარეობა ყურადღებას აღარ საჭიროებდეს, არ ხდება. სწორი მკურნალობის შედეგად შესაძლებელია სიტუაციის სტაბილიზება, რომ აღარ პროგრესირებდეს. ამასთანავე სიცოცხლის ბოლომდე უნდა უვლიდეთ პირის ღრუს სპეციალური რეჟიმით, რომ მუდმივად შეინარჩუნოთ შედეგი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძებელი იმპლანტაცია, რადგან პირის ღრუში პაროდონტის დაავადების პათოგენების არსებობის შემთხვევაში დიდია პერი-იმპლანტური დაავადების ალბათობა, რაც იმპლანტის დაკარგვას იწვევს.

  2. გამარჯობათ წინა კბილის ღძილზე გამომებერა პატარა ბურთულასავით მიწოლის შემთხვევაში ღძილიდან გამოედინება უსიამოვნო თეთრი სითხე მირჩიეთ როგორ მოვიქცე

    1. რასაც აღწერთ, ფისტულაა და უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია კბილის ფესვთან. ეს ნიშნავს, რომ ფესვზე განვითარებული ანთებითი პროცესი გზას პოულობს და ღრძილის ზედაპირზე იხსნება. ასეთი გზით ჩირქის დრენაჟი ხდება და ამიტომ ტკივილი პრაქტიკულად არაა. უნდა მოხდეს მიზეზობრივი კბილის არხის მკურნალობა.

  3. Gamarjoba.amovige kbili da daminishna antibiotikebi da sodiani wylis gamovleba magram ar mshvelis,aseve michans odnav ybis dzvali grdziltan da mtkiva.ver vcham sachmels da gtxovt mitxaritnra vqna an romel eqimtan mivide?

    1. გააჩნია რამდენი ხნის წინ ამოიღეთ. თუ ამოღებიდან ვთქვათ 2-3 დღეა გასული, აჯობებს მოიცადოთ და დაელოდოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ ბევრად მეტი დროა გასული, მაშინ მიდით ქირურგ-სტომატოლოგთან (თუ იგივესთან არა, სხვასთან მაინც). საჭიროა ჭრილობის რევიზია. თუ ძვალი რბილი ქსოვილით არ დაიფარა, საჭიროა მისი მოშორება ნაწილობრივ. ასევე შესაძლოა ძვლის მაგივრად კბილის ფრაგმენტი იყოს დარჩენილი, რომლიც მოცილებაც აუცილებელია.

  4. გამარჯობა.ვარ 42 წლის.ქვედა ყბაზე წინა კბილებს შორის ამოიზარდა ღრძილები და სისხლი მდის.ვიყავი ექიმთან,დამინიშნა ანტიბიოტიკი,სავლები და მეტროგილ დენტას გელი.არანაირი შედეგი არ მაქვს.ვის მივაკითხო მირჩიეთ გთხოვთ

    1. ასეთ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ სტომატოლოგი, რომელიც კვალიფიცირდება უშუალოდ პაროდონტოლოგიაში, ანუ პაროდონტოლოგი. მიაკითხეთ თეა ნაცვლიშვილს სტომატოლოგიურ ცენტრ “ალბიუსში”.

      1. jumber gvelesiani avlabarshi stomatologiuri klinika ro aris ik.qirurgi stomatologi.damijeret dzalian magari ekimia saertod verafer sgaigeb ise igebs

  5. 2-tvis ukan daviplombe ukana sagechi kbilia,nervi amogebulia sashineli tkivilebi maqvs da plombi chamovayrevine vimkurnalet magram msinc ver vxuravt arxs tbilze arasasiamovno shegrzneba maqvs .. shegizliat damakvslianot .. madloba

    1. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციაზე. არის შემთხვევები, როცა კბილი რთულად ემორჩილება მკურნალობას და განსხვავებულ მეთოდებს და ტექნოლოგიებს საჭიროებს. მაგალითად, შესაძლოა არსებობდეს დამატებითი არხი, რომლის აღმოჩენა და დამუშავება პრობლემატურია ხოლმე. გირჩევდით ენდოდონტისტთან მისულიყავით, ვინც სპეციალიზდება არხების მკურნალობაზე. თეა ჩუბინიძე — კლინიკა “უნისტომი”, მედეა შავლაძე — კლინიკა “უნიდენტი”.

  6. გრდზილები მაქ წინ წამოწეული და ყბები მტკივა როცა პირს ვამოდზრავებ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი როცა მოდიხარ სახლში სამსახურიდან დაგლილი 12 სატზე იძინებ და მეორე დგეს აგმოაჩენ ამ პრობლემებს რაც ზემოტ დავწერე

    1. თუ ღრძილების შეშუპებას გულისხმობთ, ეს პაროდონტის დაავადებაზე მიანიშნებს და საჭიროა პაროდონტოლოგთან ვიზიტი.

    1. რათქმაუნდა შესაძლებელია პირის ღრუში არსებულ პრობლემას უკავშირდებოდეს (კბილები, ღრძილები). ამიტომ პირველ რიგში ეს მიზეზები უნდა გამოირიცხოს. შეგიძლიათ მიხვიდეთ პირდაპირ ყბა-სახის ქირურგთან, თუმცა უმჯობესია ჯერ კბილების მკურნალობა.

    2. tvali xoaraa metqi Mara mxedveloba ar michirs,mere grdzilebs davabrale,tvalis qvemodan maq sheshupeba xandaxan mtkiva siciveshi ufro,ra’s sheizleba gamoewvia sheshupeba?tan ramdenime welia maq da saxec I’m mxares meoresgan gansxvavebit sxvanairad Chan’s,.

      1. როგორც უკვე მოგწერეთ ჯერ პირის ღრუში არსებული პრობლემა უნდა გამოირიცხოს. ამისათვის უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან. თუ მიზეზის დადგენა ვერ მოხეხრდა, შემდეგ — ყბა-სახის ქირურგთან.

      2. sashishi xo ar iqneba rame?piris grus problems rom iyos ra’s sheezlo sheshupeba gamoewvia?ybis rame daavadebac sheizleba iyos?redgeni maq gadanagebi cxviris danamati wiagebze haimoriti mqonda da vimkurnale,ar gamichndeboda rame?

      3. ასე ვერაფერს გეტყვით. სანამ არ გეცოდინებათ მიზეზი, არ გეცოდინებათ საშიშია თუ არა. შეშუპება ნორმალური არაა და საკმარისი მიზეზია იმისათვის რომ ექიმს ესტუმროთ.

      4. დიახ. შეიძლება თვალის პრობლემაც იყოს, თუ პირის ღრუში მიზეზი გამოირიცხა.

      5. mxedveloba ar michirs Mara tvalis qvemodan maq es sheshupeba,xan dilaobit odnav silurjec maq,xan gadaglilivit maq tvalebi,mewvis xolme,xan grdzilebic mgonia cudi kbilebis gamo,eseigi jer jobia stomatologs muvmarto

      6. Stomatologtan viyavi mitxra kbilebi ki gaq samkurnaloo Mara eg sheshupeba amis gamo ar unda iyoso,sheizleba IQ arsebuli grushi sitxe iyos chamdgari da redgenshi ar gamochndebao da gtkiva imitoo,sheizleba aseti rame?

      7. დისტანციურად ვერაფერს გეტყვით ამ შემთხვევაში. თუ სტომატოლოგის პასუხმა დაგაკმაყოფილათ, მაშინ ყბა-სახის ქირურგს უნდა მიმართოთ წიაღების და სხვა მიზეზების გამოსაკვლევად. თუ არ დაგაკმაყოფილათ, სხვა სტომატოლოგს უნდა მიმართოთ.

      8. ise sheizleba sitxe iyos dagrovili grushi sheizleba iyoso magram wiagebze redgeni gadagebuli maq da aseti ram gamochndeboda?chirqi ki gamochnda da amomiges meore mxridan,marjvena mxare Aris pnevmarozirebulio eg ra’s nishnavs?

      9. წიაღის პნევმატიზაცია არ იძლევა მსგავს სიმპტომებს. სითხე შეიძლება გამოჩნდეს, შეიძლება არა. საერთოდ ნაკლებსავარაუდოა შეშუპება წიაღების პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ტკივილი კი ახასიათებს. ამიტომ შესაძლოა წიაღების გარდა სხვა მიმართულებითაც იყოს საჭირო გამოკვლევა. მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს კონსულტაციისთვის.

    3. 2tvis ukan viyavi yelyuris eqimtan redgeni gadavige wiagebze da gankurnebuli xaro rame ro yofiliyo xo gamochndeboda,stomatologma arc kbilis gamo geqneba gasiebao,aba ra unda iyos?yba saxis qirurgi araa chem qalaqshi,tvalis rame sheizleba iyos?aba raga darcha,tkivilebi xandan maq mag mxares.

      1. როგორც გირჩიეთ ყბა-სახის ქირურგს უნდა მიმართოთ. ცუდია, რომ თქვენს ქალაში არაა და შორს მოგიწევთ წასვლა, რადგან დიაგნოზის დასმა დისტანციურად შეუძლებელია.

  7. Gamarjobat var orsulad mtkiva kbili da imisgan gamomdinare grdzilebi maqvs gacitlebuli da dzianebuli kbilis adgilas amovsebulia grdzilit ra movaxerxo rit gaviyucho tkivilebi mteli game ar madinebs

    1. ღრძილების პრობლემა შესაძლოა კბილისგან დამოუკიდებლად გაწუხებდეთ, რაც ძალიან ხშირია ორსულობისას. კბილის მკურნალობა აუცილებელია, მიუხედავად თქვენი მდგომარეობისა. შესაძლოა ბოლოდე ვერ დასრულდეს, რადგან რენტგენის გადაღება რეკომენდებული არაა, მაგრამ ტკივილი აღარ გექნებათ და დროებითი საშუალებით დახურავენ კბილს. მშობიარობის შემდეგ კი დაასრულებთ მკურნალობას.

      1. უკანა კბილზე გამომივიდა ბურთულასავით უფრო კბილის გასწვრივ ზედა მხარეს.კბილთან ღრძილიც გაღიზიანებული იყო და გახეხვის დროს სისხლიც მდიოდა.ცოტა გამობურცულიც არის ღრძილი..რა შეიძლება იყოს ეს?

      2. ბურთულა, რომელიც თქვენ შენიშნეთ ფისტულაა, კბილის ფესვიდან მოდის და ფესვზე არსებულ ჩირქგროვაზე მეტყველებს. კბილი შეიძლება იყოს ნამკურნალები წარსულში, ან არ იყოს. საჭიროა არხების მკურნალობა, რომ კბილი შეინარჩუნოთ.

    1. რამდენადაც ვხვდები აუცილებლად გესაჭიროებათ ჯერ პაროდონტოლოგი და შემდეგ კბილების მკურნალობა. პაროდონტოლოგი მკურნალობს ღრძილების დაავადებას.

      1. ღრძილის ქსოვილის ანთებას იწვევს კბილის ზედაპირზე ან ღრძილის ქვეშ არსებული ნადები ან კბილის ქვა. ამიტომ უნდა მიხვიდეთ პაროდონტოლოგთან, რომელიც პირველ რიგში ჩაგიტარებთ ღრმა გაწმენდას და მოგცემთ პროფესიონალურ რჩევებს, როგორ მოუაროთ კბილებს და ღრძილებს, რომ ნადების დაგროვება არ მოხდეს და არ განვითარდეს პაროდონტის დაავადება მომავალში.

  8. გამარჯობა დძაან მეშინია სტომატოლოგებიის ზოგადად ნემსის ყველაზე მეტად დახლოებით 1წლის უკან მივედი ექიმთან გამიხსნა კბილი და მითხრა მოდი ისევ რო დავაბჯინოვო და არ წავედი დგემდე ღია კბილით დავდი არ რაგაც საშინელი მრგვალი გამომივიდა ზუსტად იმ კბილის უკანა ღრძილზე ძაან მეშინია და არ ვიცი რა ვქნაა

    1. აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან და რაც შეიძლება მალე, რომ კბილის შენარჩუნება მოხერხდეს.

    1. ნურავითარ შემთხვევაში ნუ ეცდებით სახლში მკურნალობას. აუცილებლად მიაკითხეთ პაროდონტოლოგს.

  9. გამარჯობათ. ქვედა ყბაზე, წინა კვილებზე, კბილების გახეხვის დრის ღრძილიდან სისხლი მომდის, შეიძლება ხვა კბილიც იკოს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ წინა კბიელბზე ღრძილი მოძრაობს, ანუ შემიძლია გამოვწიოო.. როგორ აგიხსნათ არ ვიცი ოდნავ შეწითლებულიც მაქვს და ძირში კბილის დაწყებაც ჩანს, კბილი ირყევა და ასე მგონია, რომ მომძრება. ერთი წლის წინ გავიკეთე ფირფიტები და ახლაც მიკეთია, მაგრამ ზეწოლას ამ კვილზე დიდად არ ახდენს. მეგონა ფირფითების ბრალი იყო, მაგრამ სისხლდენა ადრეც მაწუხებდა. ვგრძნობ რომ ღრძილზე რაგაც მჭირს, წინა ქვედა კბილების უკან ქვებიც მქონდა და ერთი წლის წინ ვიმკურნალე. ძალიან მეშინია და იქნებ რამე მირჩიოთ. წინასწარ დიდი მადლობა.

  10. მოგესალმებით..ქვედა ორ კბილძე ღრძილმა განიცადა განლევა.ეს გრძელდება წლებია..კბილები თითქმის გაშიშვლდა და გამიხდა მგრძნობიარე.. ღრძილებზე რა შეიძლება გავაკეთო..მეშინია კიდევ უფრო ღრმად არ ჩავიდეს..მადლობთ..

    1. ამას ღრძილების რეცესია ეწოდება და პაროდონტის დაავადებას ახლავს თან. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. შესაბამისი მკურნალობით რეცესიის შეჩერება შესაძლებელია. არსებობს ქირურგიული ტექნიკაც ღრძილის ნაწილობრივ ან მთლიანად აღსადგენად, გააჩნია რეცესიის ზომას.

  11. ბოლო კბილზე გამომივიდა მრგვალი რაღაცა ბურთულასავით ტკივილით არ მტკივა

    რა შეიძლება იყოს და საშიში ხო არ არი?

    1. შეიძება იყოს ფისტულა, მითუმეტეს თუ ეს კბილი ჯანმრთელი არაა. ასევე შეიძლება იყოს წანაზარდი ღრძილზე. აუცილებლად აჩვენეთ ექიმს.

      1. დიახ, კბილი სამკურნალოა და როგორც ჩანს ფისტულა განვითარდაა.

    1. თუ მხოლოდ ერთი კბილის ზონაშია, სავარაუდოდ მიზეზი კბილია. შეიძლება იყოს კარიესი, რომელიც არ ჩანს, სადაც გროვდება ნადები და ამის გამოა ღრძილის ანთება. თუ ბჟენი გაქვთ მაგ კბილზე და არასწორადაა მოთავსებული, ესეც შეიძლება იყოს ღრძილის ანთების მიზეზი. ექიმთან უნდა მიხვიდეთ, კბილს გასინჯავს და მიზეზს დაადგენს. თუ მიზეზი არ მოიხსნა, ისე ღრძილის პრობლემაც ვერ მოგვარდება.

    1. ასეთი პრობლემა ხშირია ხელოვნური გვრიგვინების ან ხიდის შემთხვევაში. მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს: ხელოვნური გვირგვინის მოთავსება ნორმაზე ღრმად ღრძილში, როს გამოც ღრძილის ქსოვილის ქრონიკული ანთება ვითარდება. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი ჰიგიენა. ნადები ბევრად უფრო ადვილად ჩნდება ხელოვნურ მასალაზე, ვიდრე ბუნებრივ კბილზე. შესაძლოა დაგეხმაროთ დამატებითი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება ამ მიდამოში, როგორცაა სპეციალური ფლოსი ან მიკროჯაგრისი. პირველ რიგში კი ექიმმა უნდა გაარკვიეს პრობლემის ზუსტი მიზეზი.

    1. თუ კარიესული კბილი იმ ადგილასაა, სადაც ღრძილი გტკივათ, შეიძლება კბილთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ჯერ კბილის ამბავი უნდა გაირკვეს. უნდა მიხვიდეთ და რენტგენი გადაითოთ როგორც მინიმუმ. თუ კბილთან არაა დაკავშირებული და ღრძილის ანთება მხოლოდ ლოკალურადაა, შეიძლება იყოს არასწორად გაკეთებული ბჟენის ბრალი.

      1. gamarjobat daaxlovebit erti wlis win viplombavdi kbils mere mivatove da cotaxnis shemdeg grdzilze gamomivida sharikivit simagre.. ra sheidzleba iyos da sheidzleba tu ara am kbilis amogeba

      2. ამოღება შეიძლება, მაგრამ ასევე მკურნალობაც შეიძლება. კბილის დაკარგვა საერთო ჯამში ბევრად უფრო მეტ პრობლემას იწვევს. ამიტომ აჯობებს კარგად დაფიქრდეთ და ისე გადაწყვიტოთ.

    1. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები ხშირად ძალინ ჰგავს ერთმანეთს და რთულია სადიაგნოსტიკოდ. მითუმეტეს ასე აღწერით. აუცილებლად უნდა აჩვენოთ პაროდონტოლოგს მაინც.

      1. როგორც ჩანს შეშუპება ჩატარებულმა პროცედურამ გამოიწვია, ნაკლებსავარაუდოა რომ პაროდონტიტი იყოს მიზეზი. საჭიროა გადამოწმდეს ნამკურნალები არხების მდგომარეობა.

  12. გამარჯობა, სადღაც 3 წლის წინ ვიმკურნალე მეექვსე კბილზე, დაბჟენილია და ნერვი ამოღებულია. არ მტკივა ხოლმე, მხოლოდ ცხელ წყალზე მეტკინება უცებ. თან ღრძილიც ცოტა გაღიზიანებულია. საჭმლის ჭამის დროს და ცივ წყალზე არ მტკივა ხოლმე და რისი ბრალი უნდა იყოს? ღრძილის თუ კბილის? მადლობა წინასწარ

    1. კბილის მხრივ პრობლემის გასარკვევად საჭიროა რენტგენის გადაღება. ცხელზე რეაქცია შესაძლოა რომელიმე არხის არასრულფასოვნად დაბჟენის ბრალი იყოს. ამიტომ ეს უნდა გამოირიცხოს. ღრძილის გაღიზიანებას შეიძლება იწვევდეს ბჟენი, თუ იგი არასწორადაა მოთავსებული და ღრძილს აწვება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს ბჟენის კორექცია.

  13. Gamarjobat, gtxovt upasuxod nu damtovebt, qveda ybaze wina sachreli kvili meryeva sisxldena ki mqonda kvilebidan magram am kbilidan ar mqonia, sruliad jansagi kbilia, mirchiet saxlis pirobebshi rogor vimkurnalo, an rogori savlebebi gaviketo, an tu sheidzleba raime antibiotiki mivigo da tu mishvelis, winaswar didi madloba❤

    1. ასეთი სურათი პაროდონტის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. სახლში მკურნალობა შეუძლებელია, და გაუმართლებელია, რადგან დროს დაკარგავთ და საბოლოოდ კბილებსაც. აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს, რადგან სიტუაცია უკვე რთულია თუ კბილი ირყევა.

  14. გამარჯობათ.ჩემ მამამთილს 1 თვეზე მეტია პირის გრუში ლოყებზე შიგნით აგენიშნება სისხლიანი ბუსუსები და ძილის დროს პირიდან სისხლიანი გამონადენი.ვიმკურნალეთ სტომატოლოგთან,ხმარობდა სავლებს,სოდიანს და ქონდრის ნაყენს,ისმევდა დინდგელის მალამოს,გულზე არითმია აქვს და მკურნალობს კარდიოლოგთან და სხვა პრეპარატებთან ერთად დიდი ხნის მანძილზე სვავდა ვარფარინს,კარდიოლოგმა თითქოს ვარფარინს დაუკავშირა სისხლდენა,პირიდან აქვს უსიამოვნო სუნი.ეხლაც აქვს გამონადენი პირიდან შეფერილი გია სისხლიანი ,ძალიან გთხოვთ გვირჩიოთ ვის მივმართოთ და გამოიწვევდა თუ არა ვარფარინი ამ ყოველივეს,მადლობა წინასწარ.

    1. ვარფარინთან კავშირში შეიძლება იყოს, მაგრამ საჭიროა სპეციალისტმა ნახოს ეს წარმონაქმნები პირის ღრუში. საშინაო მეთოდებით მკურნალობისგან თავი შეიკავეთ, ყოველ შემთხვევაში დიაგნოზის დასმამდე მაინც. მიმართეთ თეა ნაცვლიშვილს, თაბუკაშვილის 27, “ალბიუსის” სტომატოლოგიური ცენტრი ან კლინკა “ზიბექსი” ვაჟაზე.

    1. ადვილი შესაძლებელია სიბრძნის კბილის ბრალი იყოს. მიმართეთ სტომატოლოგს. ზოგჯერ საჭიროა კბილის ზედაპირის გათავისუფლება ღრძილის მოკვეთის გზით, რომ ადვილად ამოიჭრას, საკვების ნარჩენები არ დარჩეს და მსგავსი პრობლემები არ გამოიწვიოს.

  15. გავიკეთე მეტალო კერამიკა გვერდით დარჩა ერთი ჩემი კბილი რომელშიდაც საკვები რჩება სულ და აღიზიანებს ღძილსაც, ცუდად იწმინდება ჯაგრისით და გამოყოფს არასასიამოვნო სუნს. აქაც რომ გადავიკრა მეტალო კერამიკის გვირგვინი კბილებში ისევ დარჩება საკვები და ეს პრობლემა მომეხსნება თუ არა?

    1. გასარკვევია პრობლემის მიზეზი ხელოვნური გვრიგვინია თუ მეზობელი კბილი. თუ კბილი დაზიანებულია უნდა დაიბჟინოთ, ამის გამო გადაკვრა აუცილებელი არაა. მაგრამ თუ სივრცე ხელოვნური გვრიგვინის არასწორი დამზადების გამო დარჩა, მაშინ უნდა გამოიცვალოთ. სივრცე უნდა დაიხუროს და კბილებს შორის კონტაქტი უნდა აღდგეს. თუ ზომებს არ მიიღებთ, განვითარდება ლოკალური პაროდონტიტი. ღრძილი უკვე დაზიანებულია როგორც ჩანს. ამ კბილებს შორის ახლაც და მომავალშიც უნდა გამოიყენოთ კბილთაშორისი (ინტერდენტალური) ჯაგრისები, რომ ჰიგიენა დაიცვათ.აი ასეთი ტიპის. ბევრი სახეობა არსებობს:

      1. chasmilia gvirgvini orive mxrida erti kbilia shuashi moqceili romelzedac es problema maqvs (ინტერდენტალური) ჯაგრისები sag sheizleba viyido zustad aseti romelic potozea.

      2. ინტერდენტალური ჯაგრისები იყიდება აფთიაებში ან სუპერმარკეტებში, სადაც პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებებს ყიდიან (კბილის პასტები და ჯაგრისები, ფლოსები, სავლებები…)

  16. Gamarjobat.maqvs parodontis daavadeba,rac nacxis analizidan gavige.regularulad davdivar eqimtan rit agar vimkurnale grdzilebsac viwmindav eqimtan(ai sisxlisgan ro atavisuflebs tu ragac metodi) vxmarob elgidiumis kbilis pastas,mere prezidentic vcade,ramdeni shewitleba maq grdzilebze imdeni mivdivar eqimtan da vmkurnalob dzviriani savlebebit da mazebit magram xo unda damtavrdes odesme? Mkurnalobidan dzalian male xexvisas isev momdis sisxli da risi brali unda iyos kalciumis nakleboba xo ar iwvrvs amyvelafers an ravici mirchiet rame

    1. ტექსტიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება რომ არც დიაგნოსტიკა და არც მკურნალობა თქვენი მდგომარეობის სწორად არ ხდება. პირის ღრუს ნაცხით პაროდონტის დაავადების დიაგნოზი არ ისმება. კბილის პასტები და სავლებები არაა არსებითი პაროდონტის დაავადების მკურნალობისას. მალამოები საერთოდ არ გამოიყენება. ჩემი რჩევა იქნებოდა მიმართეთ კვალიფიციურ პაროდონტოლოგს.

  17. gamarjobat.2kviraa grdzili maqvs dachirqebuli,mivakitxe eqims da gamomiwera augmentini,4dgis ganmavlobashi vsvadi.chirqi cota amovida magram grdzili isev shesivebuli maqvs tu aris raime sashishi an ras shidzleba mivmarto ?

    1. ანტიბიოტიკის დანიშვნისას ალბათ დაგიბარათ კიდეც სამკურნალოდ კურსის დამთავრების შემდეგ. უნდა მიხვიდეთ და გააგრძელოთ მიზეზობრივ კბილზე მკურნალობა. თუ პრობლემა ღრძილებია, მაშინ პაროდონტოლოგთან უნდა მიხვიდეთ. ანტიბიოტიკის სმა საკამრისი არ არის, ეს შეიძლება მკურნალობის მხოლოდ ერთი ეტაპი იყოს.

    1. თუ ანთებითი ბუნების არაა და წამონაზარდია, ჯერ საჭიროა დიაგნოსტიკა, შესაძლოა ბიოფსია. და ამის მიხედვით ქირურგიული გზით მოშორება. ამ მიდამოში ქსოვილი ხშირად ტრავმირდება ღეჭვისას, რაც ძალიან არასასურველია მსგავის წარმონაქმნისთვის და საჭიროა დროულად მოშორება.

    1. შეიძლება სიბრძნის კბილები ამოგდით. საჭიროა ექიმმა ნახოს. თუ ღრძილი უშლის ხელს, უნდა მოიკვეთოს, ანესთეზიის ქვეშ უმტკივნეულოდ, რაცა კბილს ამოჭრის საშუალება მიეცეს გართულების გარეშე.

    1. სავლებით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებთ, ისევე როგორც სხვა რაიმე საშუალებით დამოუკიდებლად. აუცილებლად გესაჭიროებათ პაროდონტოლოგის დახმარება.

    1. შეიძლება ღრძილი იყოს შეზრდილი კარიესულ ღრუში ან პულპის ანუ “ნერვის” პოლიპი იყოს. საჭიროა არხებიოს მკურნალობა.

    1. ვერაფერს გირჩევთ გარდა იმისა, რომ ასეთი მდგომარეობისას აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს.

    1. გააჩნია მორყევის ხარისხს და უნდა გამოირიცხოს მოტეხილობა. აჩვენეთ სხვა ექიმსაც.

  18. მოგესალმებით.. ზედა ყბაზე მაქვს ე.წ. “ხიდი” 7 კბილი, ბოლო ხანებში ვატყობ ღრძილებმა აიწია და გაჩნდა არე ერთ ადგილას ანუ კბილსა და ღრძილს შორის რაც ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა,იქნებ მირჩიოთ რაიმე გზით თუ ხდება მისი შევსება და რომელ კლინიკას მივმართო..უღრმესი მადლობა წინასწარ.

    1. თუ ფესვია გაშიშვლებული და არა კბილის გვირგვინი, ასეთ შემთხვევაში ხდება ღრძილით გადაფარვა გაშიშვლებული ნაწილის. ეს ქირურგიული პროცედურაა. თუ გვირგვინია გაშიშვლებული, მაშინ წესით და რიგით კბილზე დამაგრებული კონსტუქცია უნდა შეიცვალოს და ახალი გამზადდეს.

    1. თუ ჩირქია, აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა მიხვიდეთ ექიმთან. სახლში ვერაფერს იზამთ და შეიძლება სიტუაცია უფრო გაუარესდეს.

  19. Wina kbilebidan maqvs chirqovani gamonadeni(xelis mijerisas).gadakruli maqs metalo keramika.rogorc stomatologma amixsna grzilze maqvs egret wodebuli jibe.sajiroebs xshir gawmendas da periodulad mkurnalobas.mivige antibiotikebic,mkutnalobis qroceshi gamonadenma iklo.shemdeg ki igive problenis winashe davdeqi.gtxovt mirchiot ra gavaketo an vis mivmarto.

    1. ჩემი აზრით თქვენ პაროდონტოლოგი გჭირდებათ პირველ ეტაპზე, რადგან პრობლემა ღრძილის დაზიანებაა. მაგრამ მიზეზი გვირგვინია, რომლის გამოცვლაც მოგიწევთ სავარაუდოდ.

    1. ეს ასე არაა რათქმაუნდა. ამას ღრძილის რეცესია ეწოდება და პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ. თუ ერთ ადგილას გაქვთ მხოლოდ, შეიძლება მიზეზი არასწორად მოთავსებული ბჟენი იყოს.

    1. როგორც ჩანს სიბრძნის კბილი ამოგდით, რაც ხშირად იწვევს გართულებებს. უკეთესი იქნება ექიმს მიმართოთ, ვიდრე თვითმკურნალობა ჩაიტაროთ. ზოგჯერ საჭიროა კბილის ზედაპირის გათავისუფლება, რომ გაუადვილდეს ამოჭრა.

    1. რა ასაკისაა ბავშვი? და რა კონკრეტული სიმპტომები აქვს? თუ ჩაუტარდა რაიმე სახის მკურნალობა აქამდე? ზოგადი ჯანმრთელობის მხრივ ხომ არ აქვს რამე პრობლემები?

    1. ამას ღრძილების რეცესია ეწოდება. აღდგენა ან შეჩერება შეიძლება პაროდონტალური ქირურგიის გზით. მიდით კონსულტაციაზე პაროდონტოლოგთან.

  20. gamarjobat,problema maqvs cina kbilze,ar macuxebs tkivili ubralod usiamovno shegrzneba da odnav iryeva,amis shedegat umnishvnelod magram kbilma ukan sheicia da depormacia miijo,xom ver momcerdit risi brali sheizleba ikos es an ra aris gamosavali?zalian didi madloba cinascar.

    1. მორყევა პაროდონტის დაავადების აშკარა ნიშანია (თუ ტრავმა არ გაქვთ მიღებული ამ კბილზე), რომელიც საკმაოდ გვიან იჩენს თავს. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს და დაიცვათ მისი რეკომენდაციები, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ კბილი.

  21. ღრძილებიან სისხლი მდის ,იქნებ მირჩიოთბრა ვქნა.ინასწარ გიხდით მადლობას

    1. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს, გაირკვეს სისხლდენის მიზეზი და ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა.

  22. dzalian didi madloba. jer konsultciaze ar mivsulvar sheidzleba mirchiot romeli metodit jobia cina kbilebis gaketeba rom mqondes lamazi gimili da amave dros xarsxiani kbilebi,saertod bunebrivad lamazi kbilebi maqvs magram cina orx kbilze adreul asakshi kariesi gamichnda da arascorma stomatologiurma charevam mimikvana iqamde rom mjirdeba gaketeba sakmaod aris daqlibuli pormashecvili,garedan vitom vinirebi gamijetes da gadamakres ragac mtel kbilze cinac da ukanac mokled sashinelebaa erti celia ase rac maqvs,minda exla ro chamovixsna eseni da vidre mival romelime klinikashi damakvalianot risi gaketeba jobia

    1. საუკეთესო ვარიანტი იქნება კერამიკის ვინირები. მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია ჯერჯერობით, სად კეთდება ამჟამად თბილისში.

  23. gamarjobat maqvs gingiviti ra metodit mirchevt mkurnalobas?aseve minda cina 4 kbilis cerekit gaketeba,ar vici sad mivide zustad sad gamiketeben epeqturad ras mirchevt? didi madloba cinascar

    1. გინგივიტი კარგად ემორჩილება ჰიგიენის მოწესრიგებას. ძირითადად გაწმენდა და ქლორჰექსიდინის სავლებები საკმარისია ხოლმე. შედეგის შესანარჩუნებლად კარგი ჰიგიენური მგომარეობის შენარჩუნება აუცილებელია. მკურნალობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკა “მედის” პაროდონტოლოგიურ განყოფილებას, კერძოდ ნანა ლომაიას ან კლინიკა “VP Dental”-ს.

  24. ამ ბოლო დროს გახეხვის დროს მაქვს სისხლ დენა,პირის ღრუში მაქვს დზალიან უსიამოვნო თითქოს მლაშე თუ იოდის გემო.თუ შეიდზლება მირჩიეთ როგორ მოვიქცე?

    1. აუცილებლად უნდა მიაკითხოთ პაროდონტოლოგს. მანამდე კი სისხლდენის მიუხედავად იხეხეთ რეგულარულად, დღეში მინიმუმ 2ჯერ. გამოიყენეთ ფლოსი და კბილის პასტა პაროდონტაქსი.

  25. რამოდენიმე კბილიდა მაქვს სისხლდენა უკანა კბილის გვერდიტ გამომივიდა სტომატატივიტ ორი რაგაც ბურთებივით. რომელიც მტკივა ძალიან.რით შემიძლია ვიმკურნალო ან ზედ რა წავისვა უკვე ერთი თვეა რაც მაწუხებს.
    პატივისცემით

    1. კბილი, რომლის გვერდითაც გაჩნდა ეს ბურთებივით დაბჟენილია? პირველად გაგიჩნდათ თუ ადრეც გქონიათ მაგ ადგილას ან სხვაგან? სისხლდენა მიმდებარე კბილებიდან გაქვთ თუ სხვა კბილებიდანაც?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s