კითხვა-პასუხი

გთხოვთ, კითხვის დასასმელად აირჩიოთ შესაბამისი ქვეკატეგორია.  აქ დატოვებულია მხოლოდ ძველი შეკითხვები, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მომხმარებლისთვის და ახლები აღარ დაემატება.

ესთეტიკური და აღდგენითი სტომატოლოგია

გათეთრება 

იმპლანტაცია

კბილების გასწორება (ორთოდონტია)

ღრძილების (პაროდონტის) დაავადება

კბილების მკურნალობა, ბჟენები

ბავშვთა სტომატოლოგია

კბილების ჩასმა (ორთოპედია)

კბილის ამოღება და მისი გართულებები

პირის ღრუს მოვლა (ჰიგიენა)

259 thoughts on “კითხვა-პასუხი

  1. გამარჯობა.
    ამას წინათ გადაცემა “პროფილში” იყო ალექსანდრე კუზანოვი (თუ არ ვცდები) და კისაუბრეს, რომ კბილების გასწორება 2 დღეშიც იყო შესაძლებელი რაღაც ახალი მეთოდით :/ არა ბრეკეტები და არა ფირფიტები.

    სამწუხაროდ, სახელი აღარ მახსოვს იმ აპარატის და მეთოდის. თუმცა იმავე დღეს დავსერჩე და მსგავსი ვერაფერი ვიპოვე კუზანოვის საიტზე.

    თქვენ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ასეთ მეთოდზე? არასწორი თანკბილვის გასწორება შესაძლებელია ბერკეტების გარეშე?

    1. გამარჯობა.
      აი წარმოიდგინეთ კბილი — გვიგვინი (ანუ მისი ხილული ნაწილი) და ფესვი, რომელიც ძვალშია მოთავსებული. თანკბილვის გასწორებისას ორთოდონტიული გზით კბილზე განვითარებული ძალის საშუალებით კბილი ფესვიანად გადაადგილდება ძვალში (რომელიც ხანგრძლივი და რთული პროცესია) და იკავებს ახალ ადგილს. ლოგიკურად, ეს ვერ მოხდება ვერც 1 დღეში და ვერც 1 თვეში. რჩება ვარიანტი, როცა კბილის გვირგვინის ფორმის შეცვლა ხდება და შეძლებისდაგვარად მისი ჩაყენება ახალ პოზიციაში. მაგრამ ეს არაა შესაძლებელი ყველა პათოლოგისას. ამ დროს ხდება გვრიგვინის ფორმის შეცვლა ან ჰელიობჟენით, ან ხელოვნური გვირგვინით. ანუ კბილი იქლიბება და ფესვზე “შენდება” ახალი გვირგვინი სასურველი ფორმით. მაგრამ ეს მეთოდი ახალი არაა და დიდი ხანია არსებობს და ხშირად გამოიყენება, თუ ამას გულისხმობდა ბატონი ივა.

  2. გამარჯობა. მეტალოკერამიკის კბილი ღრძილს დაშორდა და თუ შეიძლება პლომბით შეივსოს სიცარიელე? მადლობა

    1. გამარჯობა. ასეთი რამ ხდება ხოლმე როცა უკვე გამოსაცვლელია გვირგვინი. შიგნით არსებული კბილის ქსოვილის მაქსიმალურად შესანარაჩუნებლად უმჯობესია გამოიცვალოთ უკვე.

  3. gamarjobat maintersebs universiteti damtavrebidan rezidenturashi pirdapir ortodontishi rm chavabar sheidzleba tu terapia unda gaviaro da mere ?
    gtxovt mipasuxot

    1. გამარჯობა. რამდენადაც ვიცი პირდაპირ შეგიძლიათ ორთოდონტიის რეზიდენტურაში ჩაბაარება.

  4. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ძალიან საჭირო და სავსე საიტია, რაც შეეხება კითხვას, მაინტერესებს ღრძილების დაავადების დამკურნალოდ კონკრეტულად რა სავლებების გამოყენებაა რეკომენდირებული + საქართველოში რა ქოლგეითიც იყიდება მაღაზიებში იმათ აწერია კალციუმის და ფტორის შემცველობით არისო და რამდენად შეესაბამება მათი ხარისხიანობა ძალიან დაბალ ფასს? ანუ რეალურად შესაძლებელია კბილის პასტა შეიცავდეს ორივე მინერალს და 1,5 ლ ღირდეს?

    1. 1. სავლებებით ღრძილების დაავადება არ იკურნება. ანტისეპტიკური სავლებები გამოიენება ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ, რაც პრევენციას წარმოადგენს და დამხმარე საშუალებაა.
      2. პასტა შეიძლება შეიცავდეს ორივე მინერალს, მაგრამ რამდენად მოხდება ეს მინერალები კბილის ქსოვილებში სხვა საკითხია. მაგალითად, ითვლება რომ ყველაზე ეფექტური ფტორიდი ამინოფტორია და არსებობს მისი შემცველი პასტები. კალციუმის მინანაქარში დიფუზია დიდი პრობლემაა და ამისთვის შეიქმნა სპეციალური კომპლექსი – რეკალდენტი და მისი შემცველი საშუალებებიც არსებობს. მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა 1,5 ლარი არ ღირს.
      თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კბილის პასტის უმთავრესი ფუნქცია ჰიგიენურია და ამას ნებისმიერი კბილის პასტა ასრულებს ხარისხიანი ჯაგრისისა და სწორი გახეხვის პირობებში.

  5. gaixaret…gaviketet sinji da gvitxres /skardonesti/)shegidzliat gamoiyenoto da versad ver vyidulobt. tqven xom ar shegidzliat mitxrat sad sheidzleba shevidzino??

    1. სტომატოლოგიურ მაღაზიებში იყიდება, ექიმს ექნება ან თვითონ გეტყვით სად იყიდოთ.

  6. sagamomshvidobist…kidev gacuxebt..xom ar icit ra girs savaraudod laboratoriuli metodit sinjis gaketeba???

  7. sagamo mshvidobis,myavs 4tvis patara da ukve shetetrebuli aqvs grdzilebi da eqaveba,roca dzalian sheawuxebs romel mazs mirchevt rom gamoviyeno?.didi madloba

    1. თუ რაიმე სახის ალერგია არ აღენიშნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ მუნდისალ-გელი ან დენტინოქსი. ორივე გერმანული წარმოებისაა. გამოიყენეთ ინსტუქციის მიხედვით.

    1. ბევრგან კეთდება,მაგალითად ვაკის ლეჩკომბინატში, ქავთარაძის ლეჩომბინატში, ავერსის კლინიკაში. ვენიდან აღებულ სისხლში განისაზღვრება ლეოკოციტოლიზის რეაქცია სხვადასხვა ანესთეტიკზე.

    1. კანშიდა სინჯი კეთდება წინამხრის შიდა ზედაპირზე, მაგრამ რეკომენდებულია ანესთეტიკის მიმართ მგრძნობელობის გამოკვლევა ლაბორატორიული მეთოდით.

    1. თქვენ ვერაფერს იზამთ, იმის გარდა რომ სტომატოლოგთან წახვიდეთ.

  8. gamarjoba,macuxebs grdzilebis pulsirebadi xasiatit tkivili kveda ybaze,kvebi ar makvs,axla shevnishne 6 kbiltan mcire zomis jibis arseboba.intensiurad pulsirebs centraluri sachrelebis are,ras mirchevt.didi madloba

    1. გამარჯობა. ღრძლები შეშუპებულია და მუქი ფერის (ნორმაში ღია ვარდისფერი უნდა იყოს)? სისხლდენა გაქვთ (ხეხვისას, მაგარი საკვების კბეჩისას, უმიზეზოდ)? გაწმენდა როდის გაიკეთეთ ბოლოს და ექიმმა ღრძილქვეშა ქვები თუ დააფიქსირა?

  9. mkavd otxi clis gogona romelsac gaufuchda kbilebi titkmis kvela kbili zeda kbaze dazianebuli akvs, exlaxans daecko kveda kbilebis gapucheba , gtxovt mirchiot vis mivmarto da sad

    1. მიიყვანეთ ბავშვთა სტომატოლოგთან “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში”.

  10. დაა იბუპროფენი ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს??იმდენად აუტანელი ტკივილები მაქვს რომ სანამ მე სტომატოლოგტან მივალ,ტკივილი გამაფშეკინებს ფეხებს(რანდევუ 2 კვირის მერე დამინიშნა,მანამდე ადგილები არ არისოო)

    1. იბუპროფენი ბავშვებშიც ინიშნება, მაგრამ დოზას გააჩნია და ხანგრძლივობას. თუ 2 კვირა უნდა სვათ, შეეცადეთ უკიდურეს შემთხვევაში მიიღოთ მაშინ.

  11. უღრმესი მადლობააა,მივალ ექიმთან და რენდგენს მაინც გადავიღებ,შესაძლებელია სურათი
    თვენ რომ ნახოთ??ან მეილზე აგიტვირთოთ,იმ შემთხვევაში თუ კბილის ამოღებას მეტყვიან??დიდად ვერ ვენდობი ამათ მედ-პერსონალს.(რომ კვდებოდე ექიმს ვერ იშოვი,ჩაწერის გარეშე არავინ მიგიღებს)მე კი უკბილოდ ყოფნა არ მინდაა:( .ვშიშობ არ ამომიღოს ისე რომ მკურნალობაც კი არ დამინიშნოს)დრეს აფთიაქში კალციუმი ვიკითხე და მარტო ვიტამინი კალციუმი არ არსებობსო მითხრეს,დენტისტთან მიდიო ესაა ამათი დახმარება.გმადლობთ კიდევ ერთხეელ:)

    1. გამომიგზავნეთ მაილზე და ვნახავ. კაციუმის ტაბლეტები აუცილებლად უნდა იყოს. შეიძლება D3ვიტამინთან ერთად, ან კალციუმის ციტრატის ტაბლეტები, ან სხვა მიკროელემენტებთან ერთად (მაგნიუმი, ცინკი). მეძუძური დედებისთვის სპეციალურად არის ვიტამინების კომპლექსი კალციუმით. მე ვერ გეტყვით რომელი რა დასახელებითაა მანდ სამწუხაროდ.

  12. გამარჯობათ,იქნებ მირჩიოთ რაიმე. დაახლოებით 7 თვის წინ დავიპლომბე კბილები,რეგულარულად ვუვლი და არ მაქვს არანაირი დაზიანება.მაგრამ დაპლპმბვის მერე დამეწყო მგრძნობელობის მომატება დაპლომბილ კბილზე.სტომატოლოგმა მითხრა გაგივლისო,წესით ნერვები მომიკლა.ორსულად ვიყავი და ზედმეტ ჩარევას მოვერიდე.ახლა კი დაახლოებით 2თვეა(ბავშვს ვკვებავ ძუძუთი) ტკივილი დამეწყო და მგრზნობელობა გამიძლიერდა,ამასთანავე შევამჩნიე რომ ამომდის 4_ივე სიბრძნის კბილი,ეს 5 დღეა ტკივილი გამიძლიერდა,მარცხენა ყბა მთლიანად მტკივა,ყურსაც გადაეცემა ტკივილი,ყელის მარცხენა ნაწილსაც.ვსვავ იბუპროფენს მაგრამ საერთოდ არაფერი მიყუჩებს.საქართველოში არ ვიმყოფები და სტომატოლოგთან მისვლის მეშინია,ვაითუ სიბრძნის კბილების ბრალი იყოს და იმან არ ამომიღოს კბილი ტყუილადთქო.ერთი კბილი ყველაზე მეტად მტკივა(რომელიც ორსულობის დროს დავიპლომბე) და შევამჩნიე რომ ღრძილსა და კბილისშეერთების ადგილას,პატარა შავი ზოლი გამჩენია,ენის მხარეს.დაახლოებით 1 წელია სულ ვიყენებ სენსოდინის კბილის პასტას,ეხლა სპეციალურად მგრძნობელობის მომატებისათვის რომელიცაა განკუთვნილი ის ვიყიდე.იქნებ მირჩიოთ რაიმე,ძალიან ძალიან მტკივა.ან რომელი პროდუქტები მივიღო რომ კალციუმით გავამდიდრო ორგანიზმი.ან რა მედიკამენტი შეიძლება შევიძინო საფრანგეთში.უღრმესი მადლობა წინასწაარ

    1. გამარჯობა.
      თუ დარწმუნებული ხართ, რომ მგრძნობელობა და შემდგომში ტკივილი დაბჟენილი კბილიდანაა, ასეთ შემთხვევაში ან კბილი მკვდარი არაა, ან არხები არაა კარგად ნამკურნალები. ორივე შემთხვევაში საჭიროა თავიდან მკურნალობა. ტკივილი თავისით არ გაივლის და შეგისივდებათ. ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი ხვდება დედის რძეში. იქნებ მოახერხოთ ექიმთან მისვლა.
      სიბრძნის კბილის ბრალი რომ იყოს, გექნებოდათ პირის გაღების შეზღუდვა და შესიება ბოლო კბილის ირგვლივ რბილი ქსოვილების.
      სენსოდინი მინანქრის მგრძნობელობის მომატებისთვისაა და თქვენ არ გჭირდებათ, რამდენადაც ვხვდები. 1 კონკრეტულ კბილზე მგრძნობელობა ჰიპერესთეზიის ბრალი არაა ხოლმე და კონკრეტული მიზეზი აქვს (კარიესი ან დაბჟენისშემდგომი მგრძნობელობა). სენსოდინის მუდმივად ხმარება რეკომენდებული არაა, რადგან წმენდის ფუნქცია დაბალი აქვს.
      კალციუმს რა შეეხება რძის პროდუქტების გარდა წელიწადში 2ჯერ ტაბლეტების სახით შეგიძლიათ მიიღოთ 1 თვის განმავლობაში (დასაღეჭი ან დასალევი).

  13. dazgveva maqvs sh.s s saministrodan da kbilebze mekutvnis 400 laris dafinanseba ,provaideri kiikebi ki ar gviweia dazgvevashi,aldagis dazgveva maqvs.gaixaret aset did yuradgebas rom ichent

    1. მისწერეთ ალდაგს მეილზე და სთხოვეთ გადმოგიგზავნონ პროვაიდერების სია. ან ტელეფონზე ჰკითხეთ თუ გინაზღაურებენ “მინანქარში” ან “ელიტში” მომსახურებას. ამ კლინიკებს გირჩევდით.

    1. მომწერეთ თქვენი პროვაიდერი კლინიკების სია და შევეცდები გირჩიოთ.

  14. gamarjobat,magla kbilei maqvs keramikis da amastan ertad maqvs grdzilebis anteba dzalian xshirad,amas tan ervis marjvena tvalis tkivili da xelis grdzilze dadebit tkivili, vis mivmarto iqneb mirchiot,,.winaswar didi madloba

    1. გამარჯობა. თვალის ტკივილი შეიძლება იყოს ცალკე ნევროლოგიური პრობლემა და ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
      ხელოვნური გვირგვინების დროს ხშირია ღრძილების ანთება. თუ გვირგვინები გამსოაცვლელია, უნდა გამოცვალოთ. ამით შეიძლება მოგვარდეს ღრძილების პრობლემა. ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში კონსულტაციაზე უნდა მიმართოთ თერაპევტ სტომატოლოგს და ის გადაგამისამართებთ ორთოპედთან თუ საჭიროა.

    1. გამარჯობა. გამონადენი თუ არის, ეს უფრო ფისტულას ჰგავს. დაზუსტება ხდება რენტგენით. ამ შემთხვევაში საჭიროა კბილის თავიდან მკურნალობა.

  15. gamarjobat gtxovt mipasuxet,aris tu ara epeqturi endo-gatetreba da ra jdeba erti kbiliis endo-gatetreba?

    1. რა თქმა უნდა ეფექტურია. ნახეთ ამ ბლოგის სარჩევში თემა “ფერშეცვლილი მკვდარი კბილის პრობლემა”. ამაზეა ზუსტად. ფასი იმაზეა დამოკიდებული რამდენი ვიზიტი იქნება საჭირო. ალბათ 50 ლარი საშუალოდ.

    1. იმპლანტაცია დაახლოებით 1000 ლარადეა (1 იმპლანტატი) და ემატება ორთოპედიული სამუშაო, იმის მიხედვით იმპლანტატზე რა დაფიქსირდება, გვრიგვინი თუ ხიდი ან პროტეზი.

    1. ზუმით გათეთრების პროცედურა დაახლოებით 400 ლარი ღირს.

  16. და რამდენხანში შეგიძლია რომ მოიხსნა? რამდენიხანი სჭირდება გასწორებას?

    1. ეს ინდივიდუალურია, მაგრამ მინიმუმ 1 წელი საჭიროა ტარება.

    1. საქართველოში 1000-დან 4000 ლარამდე ღირს. სხვადასხვა სისტემა არსებობს და ფასების სხვაობას ეს განაპირობებს.

  17. გამარჯობათ. მინდა გავიკეთო კბილებზე რკინები ან ბრეკეტები, და მაინტერსებს რომელი უფრო მალე და კარგად ასწორებს.

    1. გამარჯობა. ბრეკეტების ეფექტურობა ბევრად უფრო მაღალია რათქმაუნდა.

  18. mogesalmebit qalbatono maka. ghrdzilebze maq problema, porma shecvlilia, sheperiloba motetro movardisproa, sisxldena… tu ar vcdebi parodontitia, tu shegidzliat mirchiot, rogor vimkurnalo saxlis pirobebshi… aucilebelia tu ara stomatologis chareva? savlebs viketeb iodinolit… winaswar gixdit did madlobas…

    1. გამარჯობა. პაროდონტიტის დიაგნოზის დასმა ხდება დათვალიერების და რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, თუნდაც დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ექიმთან ვიზიტი. სახლში რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოყენოთ სხვადასხვა საშუალება, სწორედ ინდივიდუალურ ჰიგიენას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა პაროდონტის დაავადების შემდგომ განვითარებაში, მაგრამ პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოშორდეს ქვები და ნადებები. ამის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს, რადგან სიმპტომების გამომწვევი მიზეზი ისევ პირის ღრუშია. ამისთვისაც ექიმთან ვიზიტია საჭირო. სახლში უნდა გამოიყენოთ მის მიერ შერჩეული სავლები, კბილის პასტა, ჯაგრისი, ფლოსი, ასევე ჰიგიენის დამატებითი საშუალებები — ირიგატორი (waterpick), ენის საწმენდი. მკურნალობის კურსის ჩატარება საჭიროა თუ არა ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობა გაქვთ.

  19. გამარჯობა. თუ შეიძლება თქვენი აზრი; რატომ არ ხმარობენ ჩვენთან ერთჯერად სტომატოლოგიურ იარაღებს,ამით ხომ ბევრ პრობლემას აიცილეთ თავიდან და პაციენტიც როცა უცებ აღმოაჩენს რომ ცე ჰეპატიტი ან შიდსი აქვს თქვენ არ მოგედავებათ?!

    1. გამარჯობა. საქმე იმაშია რომ ყველა ინსტრუმენტი ერთჯერადი ვერ იქნება. უბრალოდ საჭიროა შესაბამისი სტერილიზაცია. რაც შეიძლება ერთჯერადი იყოს, უნდა იყოს კიდეც რა თქმა უნდა. თანაც ექიმიც არანაკლები რისკის ქვეშაა.

  20. da es bjenebi axali gaketebuli ar maqvs da mainc shesazlebelia rom gamoewvia lokaluri parodontiti? dzalian dii madloba.imedia normalur stomatologs movzebni vinc tqvennair amomwurav pasuxebs gamcems kitxvebze:)

    1. შეიძლება პაროდონტიტი ქრონიკულია, გამწვავების სტადიაში. მეც გისურვებთ იპოვოთ პროფესიონალი და გულისხმიერი სტომატოლოგი.

  21. dzalian didi madloba,pistula zeda ybis me7 kbilze maqvs.da is kbilebi saidanac sisxli momdis gamoxexvisas zeda ybisaa da daplombilia.da es pistula rogor amovigo?parodontologma me ver amogigebo da chveulebrivar stomatologtan mivide?

    1. 1. ფისტულის ამოღება ცალკე არ ხდება. იგი ყოველთვის დაკავშირებულია კბილთან. ანუ ფისტულის საშუალებთ გამოდის ძვლის ზედაპირზე კბილის ფესვსე არსებული ჩირქი. საჭიროა კბილის მკურნალობა (არხების დაბჟენა) და ფისტულაც გაქრება. ამას აკეთებს სტომატოლოგი-თერაპევტი. არ გითხრათ ექიმმა?
      2. ძალიან ხშირად არასწორი ბჟენები, რომელიც აწვება ღრძილს იწვევს მის ქრონიკულ ანთებას და ლოკალურ პაროდონტიტს, შესაბამისად სისხლდენას. საჭიროა ბჟენების შემოწმება, შესწორება ან გამოცვლა. თუ მიზეზი ცუდად გაკეთებული ბჟენებია, სისხლდენა ისევ განახლდება, რაც არ უნდა იმკურნალოთ. პაროდონტიტი კი გაღრმავდება და კბილები მოირყევა წლების განმავლობაში.

  22. gamarjobat. vapireb stomatologiuris gaxsnas iqneb gaqvt informacia vis sheidzleba mivmarto stometologiuri klinikis licenzirebis taobaze.

    1. ამჟამად მოქმედი კანონით სტომატოლოგიური კლინიკის გახსნისთვის ლიცენზია არ გჭირდებათ. უნდა გყავდეთ სერთიფიცირებული ექიმები. ლიცენზია უნდა აიღოთ რენტგენის კაბინეტზე მხოლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზირების განყოფილებას.

  23. gamarjobat, ar vici saidan daviwyo, dakompleqsebuli var dzalian, zeda grzdilebi anu zeda yba ar vici zustad rogor vtqva, zeda da qveda ybas shoris maqvs dashoreba mandzili, didi xania cxvirshi problemebi mqonda da pirit vsuntqavdi ufro xshirad da mitxres ro magis braliao, tavida ase cudad ar mqonda magram gardatexis asakshi albad gaizarda ase sagrznoblad, axla 21 wlis var, roca kargad gavicineb zeda yba michans gamoweuli da grdzilebi, dzalian mrcxvenia sarkestan vdgebi da vvarjishob ra zomaze gavicino rom grdzilebi ar gamomichndes, gtxovt damakvalianet mitxarit mirchiet rame, kbilebis gasworeba ar minda ubralod ybis sheweva minda da tu aris es shesadzlebeli, amas rkinebi shvelis ? tu rame qimiuri chareva poperaciaa sajiro, yvelafers gavudzleb da yvelaferze tanaxma var ogon normalurad gamiswordes da zeda da qveda yba dajdes lamazad, piri daxuruli rom maqvs dzalian ar memchneva magram rogorc ki gavageb shesamchnevia tan dzalian advilad, yoveltvis magis meshinioda, imito rom kbili adaminisatvis yoveltvis mnishvnelovania nebismier dros laparki gimili chama da maincdamainc eg damemarta, gtxovt momweret da mirchiet raem rogor moviqce, axalgazrda var da axla minda rom tavs mivxedo imitom rom vici ukve racaa es simware:(

  24. ara mtlianad yvela kbilidan ar momdis sisxli ,sadgac wina 2 kbilidan da im adgilidan sadac pistula maqvs.rac sheexeba kbilebidan qvebis moshorebasa da gawmendas 2 tvis ukan gaviwminde . me gadavige panoramuli rentgeni da mxolod is mitxra rom pistula maqvs bolo kbilze da daplombili maqvs kbilebi,romelic me tvitonac mshvenivrad vici:) tqven ras mirchevdit?

    1. თუ ასეა, პირველ რიგში რამე უნდა იღონოთ ფისტულასთან დაკავშირებით. თუ კბილი ნამკურნალებია, ესეიგი ცუდადაა ნამკურნალები და თავიდანაა საჭირო მისი მკურნალობა. მოკლედ ფისტულა უნდა დაიხუროს. მანამდე იხმარეთ “პაროდონტაქს კლასიკი”. ალბათ დაგინიშნათ კიდეც ექიმმა, რადგან სისხლდენის დროს ძალიან ეფექტურია. გამოიყენეთ “პაროდონტაქსის” სავლები, მისი ინსტრუქციის მიხედვით. ვნახოთ 1 კვირაში რა შეიცვლება. ფისტულა რომელ კბილზეა? იმ კბილებზე, რომელ არეშიც სისხლდენა გაქვთ ბჟენები თუ გაქვთ ან ხელოვნური გვირგვინები? ზედა ყბაა თუ ქვედა? ღრძილები შეშუპებულია?

  25. gamarjobat,chemi problema metad aqtualuria.e.i. kbilebis gamoxexvis dros sisxli mdis grzilebidan.viyavi ert-ert cnobil parodontologtan,romelmac mitxra rom ise araperi metyoboda da rentgeni gadamego.rentgenze araperi iyo imis garda rom patara pistula maqvs zeda ybis bolo kbilze.eqimma mitxra tu ginda chaitare 10 dgiani kursio ragac aparaturit.da yovel 6 tveshi mogiwevs mosvlaoo.dzalian mchirdeba tqveni rchevaa,rogor moviqce? shesazlebelia tu ara jagriss gaegizianebina grzili,an tundac es pistula iwvevdes grzilebis gagizianebas?madlobt winaswar.

    1. გამარჯობა. პირველ რიგში უნდა გაირკვეს სისხლდენა საიდანაა, კონკრეტულად რომელიმე ადგილიდან თუ მთლიანად ღრძილები სისხლდენია. ჯაგრისსის მიერ გამოწვეული სისხლდება ყველა უბნიდან თანაბრად არ იქნება. ფისტულა შეიძლება იყოს სისხლმდენი, მაგრამ ისიც კონკრეტული ადგილიდან. თუ მთლიანად ღრძილებია სისხლმდენი, ეს პაროდონტის დაავადების ნიშანია. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად იქნება რბილი ნადები და ქვები (ღრძილზედა და ღრძილქვეშა), პათოლოგიური ჯიბეები.უნდა გამოირიცხოს გინგივიტი, ესეც დათვალიერებით ხდება. პაროდონტიტის შემთხვევაში აუცილებლად არის ცვლილება ორთოპანტომოგრამაზე (იმედია ასეთი რენტგენი გადაიღეთ). მკურნალობა პაროდონტიტის და გინგივიტის დროს სხვადასხვაგვარია, მაგრამ 6 თვეში ერთხელ პროფესიული წმენდის ჩატარება რეკომენდებულია ყველასთვის, თუნდაც ჯანმრთელი პაროდონტის მქონე პაციენტისთვის. ეს სწორედ პაროდონტის დაავადების პროფილაქტიკაა. პაროდონტის დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად 6 თვეზე ნაკლები პერიოდით ვიბარებთ ხოლმე.

  26. gamarjobat.3tvis win amovige zeda sabrdzene kbili ,eqimis tqmit damizianda egred wodebuli fhaimoris gru ,ris shedegadac tavis dawevis dros cxviridan sitxe momdioda ,es gagrdzelda 3-4 dge ,mere shemicherda.iqneb gamarkviot ese rato moxda ra iyo mizezi,an ra sheidzleba gamoewvia?

    1. გამარჯობა. ზედა სიბრძნის კბილის ამოღებისას ჰაიმორის ღრუს დაზიანება ნაკლებად ხდება, უფრო 5-6 კბილების ამოღების დროს ხდება მსგავსი რამ. საქმე იმაშია რომ ამ კბილების ფესვის მწვერვალები ხშირად ემიჯნება ჰაიმორის ღრუს ფსკერს და მათი ტრავმული ამოღებისას ან კბილბუდის გამოფხეკისას ფსკეის მთლიანობა ირღვევა. როდესაც ეჭვია ჰაიმორის დაზიანებაზე, ექიმი ღებულობს შესაბამის ზომებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება ჰაიმორის ღრუს ანთება. თუკი შენიჩნავთ ტკივილს, სიმძიმეს ზედა ყბის არეში, ჩირქოვან გამონადენს ცხვირიდან, აუცილებლად მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს.

  27. . . . უღრმესი მადლობა,იცით პირველად რომ გავიწმინდე თითქოს ეფექტური იყო,დამიცხრა დაწითლებული ღრძილები,შემდეგ წელიწადში 2-ჯერ დავდიოდი მარა ახლა დამეწყო რყევა და ძალიან შეშფოთებული ვარ . . . . .

    1. შემიძლია გირჩიოთ HBI-დენტი და კონკრეტულად მაია გიორგობიანი. ვექტორი მგონი არ აქვთ, მაგრამ მიდით კონსულტაციაზე და ნახეთ რას გეტყვით.

  28. . . . . გამარჯობა,4წელია რაც ვმკურნალობ პაროდონტს მანანა ივერიელთან, დამეწყო კბილების რყევა . . . 😦 . . . იქნებ სხვა პაროდონტოლოგი მირჩიოთ . . . . ვარ 20 წლის . . . .

    1. ანუ 16 წლიდან გაქვთ პაროდონტიტი, რომელიც პროგრესირებს მკურნალობის მიუხედავად? უცნაურია. აუცილებლად გამოიყენეთ “ვექტორი”. მოგეწერთ უკვე იმ თემაში სადაც აქვთ.

  29. kartulad magam bevri verafei mvipove viciiiiii magram meti ra viscavlo ver gavigeeeeee:)))))))

    1. ქართულად ძებნას აზრი არ აქვს, ისევ წიგნიდან წაიკითხოთ ჯობია.

  30. ra ari iciiiiit kerdzot davicke ekim stomatologtan momzadebaaa,da ratkmaunda emallis shesaxeb nascavli makvs chveni sascavo cignebidan magram momtxovaaaa momedzebna rac heidzebaaaa metiiiii anu kbilis hitologia mchirdebaaaaa

    1. კბილის ქსოვილების ჰისტოლოგია ყველგან ერთია, ქართულ სახელმძღვანელოშიც და ინტერნეტშიც. თუ სხვა ენაზე გნებავთ?

  31. mogesamebiiiit,dzalian mchirdeba tkveni daxmareba,moked msurs saitebi sadac heidzleba movipovi esa tu is temaaaa stomatologiashiiiii.ikneb damexmarot.cinascar didi madlbaaa,

    1. თუ უფრო კონკრეტულად მეტყვით რა თემა გაინტერესებთ, შევეცდები დაგეხმაროთ.

  32. maqvs paradontozi (paradontitis gareshe) veravin veraperi ver mirchia….Tbilishi paradontologi ar aris? an kvalipikacia akliat?…. velodebi rodi chamomcviva kbilebi(((((9 tu shegidzliat damexmaret

    1. თამარ, ამასწინათ დასვით იგივე კითხვა და გიპასუხეთ.
      თუ შეიძლება რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ: თქვენი ასაკი? კონკრეტულად რას უჩივით, რა სიმპტომები გაქვთ, რა ასაკში შენიშნეთ პირველად?

    1. მაია გიორგობიანი, კლინიკა HBI-დენტი, მიცკევიჩის 20.

  33. madlobt.ploss vxmaroob.tumca chemi problema imas warmoadgesns, rom maqvs siwitle daaxloebit 3 kbilis zemot da xexvis dros sisxli momdis mxolod mxolod am adgilebidan.

    1. ხომ არ გაქვთ მაგ ზონაში რომელიმე კბილზე ხელოვნური გვირგვინი?

  34. gamarjobat, maqvs igive problema rac wina pirovnebas,tumca viyavi ukve parodontologtan da daminishnes kbilis pasta paradontaxi,agretve gvirilis nayeni da damzadebuli malamo.agretve vivleb antimikrobul sashualebas octenidols,tumca sasurveli shedegi maic ar maqvs.rogor moviqcee?an propilaqtikistvis ra gavaketo,rom igive agar ganmimeordes.madlobt

    1. გამარჯობა. ამბობთ სასურველი შედეგი არ მაქვსო. კონკრეტულად რას უჩივით?
      პაროდონტის პრობლემის დროს #1 საშუალება არის სწორი ჰიგიენა, როგორც ინდივიდუალური, ისე პროფესიონალური ანუ სწორი მოვლა. ძირითად შემთხვევაში დამატებითი მკურნალობა საერთოდ აღარაა საჭირო.
      პ.ს. აუცილებლად უნდა ხმარობდეთ ფლოსს.

  35. dzalian didi madloba,diax,lokaluria parodontiti,radgan patologiuri jibeebi mxolod 2 kbilze maqvs da es iwvevs albat tkiivilsac.

Comments are closed.