კბილების მკურნალობა, ბჟენები

გთხოვთ კითხვა დასვათ კომენტარებში.

753 thoughts on “კბილების მკურნალობა, ბჟენები

  1. გამარჯობა.2 თვის წინ დავიპლომბე ქვედა მეექვსე კბილი,როგორც ექიმმა მითხრა საკმაოდ ღრმად იყო კარიერი რაც სურათზე არ ჩანდა თავიდან მაგრამ ნერვის მოკვლა არ გახდა საჭირო,იმ დღის მერე მაქვს ტკივილები მხოლოდ საკვების ღეჭვის დროს ,ვიყავი მისული სხვა სტომატოლოგთან და ყველანაირად ცდილობს ნერვი არ მომიკლას მეუბნება რომ შეიზლება ეს ტკივილი დროთა განმავლობაში გამივიდეს ,რომ ყოფილა მსგავსი შემთხვევები და ჯობს ცოტახანიც დაველოდო რადგან უკიდეურეს შეთხვევაშუ უნდა ნერვის მოკვლა.რამდენად ღირს დალოდება?მართლა შეიძლება დროთა განმავლობაში გამიაროს თუ უბრალოდ პტყუილად ვწელავ ნერვის მოკვლის პროცესს?

    1. ასეთი სახის ტკივილი დაბჟენიდან რამდენიმე დღეში თუ არ ილებს ან ქრება, კბილის ნერვის შენარჩუნების შანსი მცირდება. დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში კი დიდი ალბათობაა ნერვი თანდათან “მოკვდეს” და ტკივილს შემცირება და გაქრობა ამან გამოიწვიოს საბოლოო ჯამში. ანუ ტკივილის გაქრობა ყოველთვის არ ნიშნავს რომ ნერვი “ცოცხალია”.
      უნდა დავაზუსტოთ, რომ საუბარია კბილის მგრძნობელობაზე ღეჭვის დროს და არა ღრძილის. რადგან ცუდად გაკეთებული ბჟენის შემთხვევაში ხშირად ტკივილის მიზეზი ღრძილია. ასეთ დროს ასევე შეიძ₾ება იყოს ღრძილიდან სისხლდენა, უსიამოვნო სუნი, ღრძილის დვრილის შეშუპება და სიწითლე.

  2. გამარჯობა მე ვარ ემოციური და კბილის ნერვის დაპლომბვა მტკინვეულია პროცედურა

  3. მქონდა გინგივიტ-სტომატიტი. მოვირჩინე და ისე მივედი კბილის დასაპლომბად. ღრძილი გამიღიზიანდა და ისევ ამოიწია ღრძილი დაპლომბილო კბილის ადგილას და გადავიდა გვერდით ღრძილზეც.. ახლიდან მეწყება გინგივიტ-სტომატიტი თუ უბრალოდ გამიღიზიანდა?? ან რა დავლიო რომ აღარ დამეწყოს ახლიდან..

    1. თუ მხოლოდ ლოკალურად გაქვთ, გასარკვევია მაპროვოცირებელი ფაქტორი. შესაძლოა ეს იყოს არასწორი ბჟენი კბილებს შორის. საჭიროა დათვალიერება. უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს.

  4. გამარჯობათ ქვედა ღბაზე ბოლო მე-6 კბილი დავიპლომდე არხებზეც მიმკრურნალა 3 დღეს მქონდა დროებითი ოლომბი რონ მივედი ვიზიტზე ვუთხარი კბილი მტკივა და ჯერ არ დამიპლომბოთ თქო, ნერვიც ამოღებულია კბილიდან დაოლომბის წუთიდან საშინლად მტკივა კბილი ანტიბიოტიკსაც ვსვამ , რა შეიძლება იყოს მიზეზი მითხრა არხები კარგადა და მაგიტომ ვპლომბავო ანთების შემთხვევაში თუ არხები კარგ მდგომარეობაშია მაინც იპლომბება კბილი ? ან რა შეიძლება იყოს ძლიერი ტკივილი მოზეზი გთხოვთ მიპასუხეთ

    1. შესაძლოა კიდევ ერთი არხი იყოს, ე.წ. დამატებითი არხი. იმასაც გააჩნია დაბჟენილი არხები რამდენად “კარგადაა”. ასევე შესაძლებელია ტკივილი იმ საშუალებით იყოს გამოწვეული, რაც არხში იყო მოთავსებული.
      მეორე აზრისთვის შეგიძლიათ სხვა ექიმსაც მიმართოთ. საჭიროა რენტგენზე კონტროლი და არხების რევიზია.

  5. მოგესალმებით. 8 კვირის ორსული ვარ. უკანა კბილი ამტკივდა და დამიჩირქდა. მაინტერესებს რაიმე გავლენას ხომ არ მოახდენს ნაყოფზე და შესაძლებელია თუ არა ორსულობის ამ ვადაზე კბილის მკურნალობა. მადლობა

    1. დიახ შესაძლებელია და საჭიროცაა. დროებითი მკურნალობა მაინც, რომ ჩირქოვანი პროცესი ალაგდეს.

      1. კბილის ფესვების დაპლომბვისს ფესვებშჯ რო წკირებს დებენ ერთერთი წკირის ჩადებისას თითქოს ტკივილი ვიგრძენი გუმცა ვერ მივხვდი რა იყო და არც მითქვამს ფესვები დამიპლომბეს კი მიტხრა რო შესაძლოა მტკენოდა კბილის კბილზე დადებისას მაგრამ ახლა შევიშნე რომ ამ კბილის მხარე გამისივდა და ხელის დადებისას მტკივა და შესაძლოა ამ ყველააფრის გამო დაჩირქებულიყო ან დამე?

      2. შეშუპება ანთებითი პროცესის ნიშანია. მიზეზის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ რენტგენოდიაგნოსტიკით და ვიზუალური დათვალიერებით. შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ღრძილის პრობლემით, ისე არხებში არსებული ინფექციით. ასევე დასაშვებია, რომ მიზეზი სხვა კბილი იყოს.

  6. გამარჯობათ გუშინ დავიპლომბე მე7 კბილი ნერვიც მომიკლეს და მაქვს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს ან ნორმალურია თუ არა.

    1. გააჩნია როგორ იყო დიაგნოზი და როგორი სახის ტკივილი გაქვთ. არხების მკურნალობის შემდეგ კბილის კბილზე დაჭერისას მტკივნეულობა ან დისკომფორტი შეიძლება ნორმად ჩაითვალოს და რამდენიმე დღეში უნდა გაიაროს.

      1. ზუსტად ეგ პრობლემა მაქვს მეც მაგრამ ერთი კვირაა გავიდა და ისევ მტკივა

  7. გამარჯობა მაინტერესებს დასიებული მაქვს 6 კბილთან ჩირქი ჩამდგარი და კისრის არეში გადასულია ტკივილი ხელის დადების დროს მტკივა და ამოღება ჯობია მაგ დროს თუ დაპლომბვა რომლით უფრო შეჩერდება იმფექცის წასვლა

    1. ეს მთლინად დამოკიდებულია დიაგნოზზე. ჯერ უნდა მოხდეს გამოკვლევა და მკურნალობის ტაქტიკა შეირჩეს სიტუაციის მიხედვით.

      1. გამარჯობა. ზედა ყბაზე, შეხებისას მტკივა მეექვსე კბილი და ოდნავ ინძრევა კიდეც, გასივებული მაქვს ღრძილი, სავარაუდოდ, მაქვს პერიოდონტიტი. ექიმი თვლის, რომ ამოსაღებია. შესაძლებელია თუ არა კბილის მკურნალობა, მისი შენარჩუნების მიზნით.

      2. ამის თქმა აქ შეუძლებელია. სიტუაცია ფასდება კბილის რენტგენოგრაფიით და გასინჯვით. შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ექიმსაც მეორე აზრისთვის. ასევე გირჩევდით პაროდონტოლოგს მიმართოთ კონსულტაციისთვის, რადგან სიტუაცია ჰგავს პაროდონტიტს და არ პერიოდონტიტს.

  8. გამარჯობა. რამდენიმე ხნის წინ, წინა კბილზე შევნიშნე კარიესი, რომელიც ძალიან პატარა და ერთი შეხედვით შეუმჩნეველი იყო და რეალურად არც მაწუხებდა. დაახლოებით ათი დღის წინ ვიყავი სტომატოლოგთან რეგულარული წმენდის ჩასატარებლად და გადავწყვიტე ეს პრობლემაც მომეგვარებინა. დავიბჟენე და თავიდან არაფერი, თუმცა დაახლოებით ერთი კვირაა ამ კბილზე მაწუხებს მომატებული მგრძნობელობა. მაინტერესებს ასეთი რამ ხდება ხოლმე და დროთა განმავლობაში გაივლის თუ კვლავ მივაკითხო სტომატოლოგს?

    1. მცირე ზომის, ზედაპრული ღრუს შემთხვევაში არის ხოლმე მგრძნობელობა დაბჟენის შემდეგ გარკვეული პერიოდი. თუმცა არ ვიცით ზუსტად რა მდგომარეობა იყო თქვენს შემთხვევაში. თუ დისკომფორტი კიდევ გაგრძელდა კვირაზე მეტხანს და არ დაიწყო შემცირება, მაშინ აჯობებს მიმართოთ ექიმს.

      1. გამარჯობა.წინა ორი კბილის უკანა მხარეს არის ძალიან მცირე პატარა კარიესი და პრეპარირების გარეე თანამედროვე სტომატოლოგიაში ხომ არსებობს სპეციალური ჟელე ბურღის ნაცვლად და რამდენად შესაძლებელია და რომელ კლინიკას აქვს მსგავსი მომსახხურება და რომელი მასალაა მყარი რო, პლომბი არ მოძვრეს დიდ ხანს თან ბრეკეტიც უნდა დაყენდეს

      2. არსებობს კარიესული ნაქის აღმდგენი საშუალებები, მაგრამ როდესაც ღრუ არსებობს, თუნდაც ძალიან მცირე ზომის, პრეპარირება აუცილებელია. ბჟენი ბრეკეტს ხელს არ შეუშლის.

      3. უკაცრავად პანორამის გამოგზავნა ან სურათის თქვენს გვერძე არ ხდება ? დიდი მადლობა ასეთი საინტერესო გვერდისთვის ძალიან ინფორმაციულია ყველაფერი და ამომწურავი

      4. გმადლობთ, ასეთი შეფასებისთვის. პანორამა ან რენტგენი შეგიძლიათ მეილზე გამოგზავნოთ შეკითხვასთან ერთდ. contact.kbilebi@gmail.com

      5. საღამო მშვიდობის,მაინტერესებს სიბრძნის კბილის დაბჟენას აქვს აზრი თუ ამოღება აჯობებს?და კიდევ,როდესაც იმპლანტი გაქვს და ადგილი აქვს ღრძილის რეცესიას თუ შეიძლება ღრძილის აღდგენა ქირურგიული გხით?მადლობა

      6. თუ სიბრძნის კბილი ბოლომდე ამოჭრილია, სწორ პოზიციაში და არ იწვევს რაიმე პრობლემებს, მაშინ აქვს აზრი მკურნალობას და შენარჩუნებას. თუმცა თუ ამოღება გირჩევნიათ, არც ეს გამოიწვევს რამე ნეგატიურ ცვლილებებს, განსხვავებით სხვა კბილებისგან.

        როდესაც ღრძილის რეცესია იმპლანტის ირგვლივ ვითარდება ერთადერთი გზა ქირურგიაა.

    2. გამარჯობა კარისი მაქ და პატაზე არის კბილი გატეხი ცოტა მეშიან არ ვიცი რაი იქნება შეგიძლიათ რომ მითხრათ

      1. ანესთეზიის ქვეშ დაამუშავებს ექიმი კარიესს და აღადგენს გვირგვინს. ღრმა კარიესის დროს ზოგჯერ საჭირო ხდება არხების მკურნალობაც დამატებით.

  9. გამარჯობა, გუშინ 2 კბილზე მომიკლა ნერვი ექიმმა, ჩამიტარა არხების მკურნალობა და ჩამისვა დროებითი ბჟენი დაპლომბვამდე, რამაც დამიტოვა მცირედი ყრუ ტკივილი და ჭამისას დისკომფორტი. მაინტერესებს ტკივილგამაყუჩებელი რეკომენდებულია თუ დაველოდო ტკივილის დაცხრობას.

    1. ტკივილგამაყუჩებლის მიღება შესაძლებელია, რომელსაც ღებულობთ ხოლმე და რომელიც ეფექტურია თქვენთვის. ასეთი დისკომფორტი დასაშვებია არხების მკურნალობის შემდეგ რამოდენიმე დღე. თუ არ მოიკლო და არ გაქრა, მაშინ საჭიროა არხების შემოწმება და მიზეზის გარკვევა.

    2. გამარჯობა, 3 თვე ნახევარია, რაც კბილებზე გადავიკარი, 1 თვის წინ გამიბუჟდა მარცხენა ზედა მხარე – ტუჩი, ცხვირი და თვალის არე. მაინტერესებს ეს ზემოთ აღნიშნული გამოიწვია კბილების გაკეთებამ?

      1. სავარაუდოდ, არა. დაბუჟება ნერვის დაზიანების ნიშანია. თუ იგი კბილების მკურნალობასთანაა ასოცირებული, მკურნალობის პროცესში ან დასრულებისთანავე გაჩნდებოდა. გირჩევდით მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს ან ნევროლოგს.

  10. გამარჯობა. ორსულობის მესამე თვეს შემაწუხა კბილის ტკივილმა, უკანა და მაგის ეინა კბილია ზედა ყბა. მაშინ კბილის ექიმმა ხელი არ მომკიდა იქნება გაიტანო ბოლომდე როგორმეო,მართლაც რამდრნიმე თვე გადამიარა ახლა 7 თვის ვარ მერვეში გადავდივარ და ამტკივდა ისევ, მივედი სპეციალისტთან სურათის გარეშე არ მიპლომბავს, თან მეც ძალაინ მშიშარა ვარ და ვერ ვუძლებ დიდი ხანი რომ მიზჩხიკინებს უკვე მესამე დროებითი მიდდვს დიდი ტკივილები არ მაქვს მიღიტინებს თითქოს, გაჩენამდე როგორ შეიძლება გავიტანო თავი ან რას მირჩევთ.???

    1. რათქმაუნდა რენტგენი საჭიროა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვით საშიშროებას არ წარმოადგენს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. ვიზიოგრაფი კიდევ უფრო უსაფრთხოა. თუ რა შეიძლება გაკეთდეს ეს დამოკიდებულია დიაგნოზზე, რისთვისაც რენტგენის გადაღება აუცილებელია.

  11. ანუ კბილი დავიპლომბე და პლომბი არა და და თვითონ კბილის პატარა ნაწილები ტყდება ანუ იშლება და რატო?

    1. შესაძლოა დეფექტი დიდი ზომის იყო და კბილის ქსოვილი ცოტაა დარჩენილი. ასეთ შემთხვევაში კბილის გვირგვინით დაფარვაა რეკომენდებული, რადგან დარჩენილი კბილის ქსოვილი სუსტია და ვერ უძლებს დატვირთვას.

  12. გამარჯობა, მაინტერესებს რა შემთხვევაში ხდება ნერვის ერთ ვიზიტზე მოკვლა/ამოღება და რა შემთხვევაში არის საჭირო დროებით პლომბი და მეორე ვიზიტი?

    1. ნერვის “მოკვლა” და ამოღება პირველივე ვიზიტზე ხდება უმეტესად, ანესთეზიის ქვეშ. მაგრამ არხის დაბჟენა იმავე ვიზიტზე შეიძლება არ მოხდეს რაიმე მიზეზით, თუ მაგ. ინფექციის გამო არში სამკურნალო პასტის მოთავსებაა საჭირო. ამ დროს არხი დროებით იხურება. იმის მიხედვით, რა მიზეზით ხდება არხის მკურნალობის გაგრძელება, დროებითი ბჟენი სახვადასხვა ვადით შეიძლება მოთავსდეს. ასევე შესაძლოა რამდენიმე განმეორებითი ვიზიტი იყოს საჭირო.

      1. გამარჯობა,
        უკვე ერთი კვირაზე მეტია რაც კბილზე ბჟენი დავიდე და მაინც მტკივა კბილის ერთმანეთზე დადების შემთხვევაში ზოგჯერ ისედაც .
        ანესთეზიის ვერ გაკეთების გამო დროებითი ბჟენი მქონდა ნერვის “მოკვლის” გამო. ანთებითი პროცესი არ მქონია არც ჩიქრი.
        დროის არ ქონის გამო აუცილებლად უნდა დამედო ბჟენი. საქართველოში არ ვიმყოფები და სულ ესე უნდა მტკიოდეს თუ მეშველება რამე ? 😞😞😞
        როგორ მოვიქცე იქნებ მირჩიოთ რამე

      2. თუ ტკივილი არის, ესეიგი რაღც პრობლემაა არხებში. სამწუხაროდ, ანესთეზიის გარეშე მუშაობის დროს სრულყოფილი მკურნალობა ვერ ხდება. იქნებ იპოვოთ გზა, რომ გაკეთდეს ანესთეზია. თუარადა, მაინც საჭიროა არხების რევიზია და ტკივილის მიზეზის პოვნა.

      3. გამარჯობა, 2 დღის წინ დავიპლომბე 3 კბილი ერთდღეს, ანესთეზიის ქვეშ მოხდა ნერვების ამოღებაც, ახლა მაქვს შეშუპებული ქვედა ყბა, და ღრძილზე მრგვალი ამობერილი დაბლოდან ბურთივით, რა შეიძლება მოვიმოქმედო? თან ეს ამობერილი ადგილას მტკივა

      4. შესაძლოა ანესთეზიის ადგილები გაწუხებთ, თუ თავად კბილები არ არის მტკივნეული. თუ შეშუპების ადგილას არ ყოფილა ჩხვლეტა, მაშინ საჭროა კონტროლი თუ რამდენად კარგად არის ჩატარებული არხების მკურნალობა.

  13. გამარჯობა, ექიმთან დავდივარ ორი არხი გამიხსნა და მესამეზე მოგრეხილად არის არხი და ვერ შედის ბოლომდე, მეოთხე დღეა ვერ გახსნა და მასე უნდა დავიპლომბო? რა რისკებთან არის დაკავშირებული?

    1. რისკები დამოკიდებულია პირველად დიაგნოზზე. თუ არხები ინფიცირებული იყო ჩირქოვანი პროცესის გამო, გართულების რისკი მაღალია თუ ყველა არხის სრულყოფილი დეზინფექცია არ მოხდა და ინფექცია დარჩა სადმე. ასევე ბევრადააა დამოკიდებული ექიმის მუშაობის პროტოკოლზე — იყენებს თუ არა ექიმი არხების სტერილიზაციის აპრობირებულ მეთოდებს და ტექნოლოგიებს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი კბილი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს რაღაც პერიოდი მაინც.

  14. დაბჟენილი კბილისთვის რომელი კბილის პასტას უკეთესი,კარიესისაკენ მიდრეკილება აქვს კბილებს ამიტომ რამოდენიმე კბილი ერთად მაქვს დაბჟენილი ,ჩემმა ექიმმა კბილის პასტა გამომიწერა ახლა ვერ ვუკავშირდები და რეცეპტიც დავკარგე😢

    1. როდესაც ადგილი აქვს ხშირ კარიესს, პირველ რიგში არასაკმარის ჰიგიენაზე უნდა მივიტანოთ ეჭვი, განსაკუთრებით თუ კარიესები კბილებს შორის ჩნდება. შესაძლოა თქვენი ჰიგიენური რუტინა არ იყოს სრულყოფილი, მაგალითად კბილთაშორისი წმენდის საშუალება არ იყოს სწორად შერჩეული, ან კბილების გახეხვის ტექნიკა — არასწორი, ან გახეხვის ხანგრძლოვობა– არასაკმარისი. ერთი სიტყვით, ჯერ მიზეზი ჰიგიენაში უნდა ვეძებოთ. თუ ეს ინფორმაცია თქვენი სტომატოლოგისგან არ მიგიღიათ, უმჯობესია პაროდონტოლოგს ან სტომატოლოგ-ჰიგიენისტს მიმართოთ. რაც შეეხება მინანქრის გასამაგრებელ კბილის პასტებს, ასეთი ბევრია. უნდა შეიცავდეს ფტორიდს და კალციუმს. კონკრეტულად გირჩევდით “ელმექსს”, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურ ფტორიდს — ამინოფტორს შეიცავს.

  15. გამარჯობათ, ძალიან დიდიხანია მაწვს რამოდენიმე კბილი დაპლომბილი დაახლოებით 10 წლამდე, ეხლა რამოდენიმე დღის ინტერვალით მომძვრა ამ პლომბების პატარა ნაწილები. ასევე ღრძილების ტკივილიც მაქვს ამ მოკლე პერიოდში დართული. რისი ბრალი შეიძლება იყოს? რამოდენიმე დღეში მივდივარ ვიზიტზე მანამდე იქნებ დამაწყნაროთ 😀

    1. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციის ვირტუალურად შეფასება შეუძლებელია. რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ ღრძილების პრობლემა შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ბჟენებთან და ცალკე პაროდონტოლოგთან ვიზიტი იყოს საჭირო.

    1. როგორც ჩანს მკურნალობა ჯერ არ არის დასრულებული თუ არხები არ დაბჟენია ექიმს. შესაძლოა საჭირო იყო ანტიბიოტიკის დანიშვნა. ამიტომ ჩააყენეთ თქვენი ექიმი საქმის კურსში.

  16. გამარჯობა, წინა კბილზე მაქ მინერალის დაზიანება დემინარალიზაცია თუ როგორც ქვია, ანუ მინანქარია დაზიანებული პატარაადგილას და ოდნავ მეტყობა ჩაღუნული, მინდა რომ დაცული იყოს ეს კბილი და რა ვქნა? იმ ადგილას პლომბით შევსება კარგი იქნება რო ნადებმა არ დააზიანოს? როგორ მპვიწცდ ვიზუალურადაც დისკომფორტს მიქმნის

    1. დიახ, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დეფექტის აღდგენა ბჟენით. მარტივი პროცედურაა, ქსოვილის მინიმალური დაზიანებით.

  17. იმ პროცესებს აღარ მოვყვები რაც გავიარე ერთ ერთ სტომატოლოგთან.20ივლისიდან ტკივილი და სახის შეშუპება ჩემი თანმდევი სიმპტომებია.კბილები დამიქლიბა გაყუჩების გარეშე და თან ღრძილებშიც კი შედიოდა.ორი საათი მოუნდა დაქლიბვას და დაპლომბვას.ფეხზე რომ ავდექი გული ისეთი ცუდათ მქონდა მეშინოდა ქუჩაში არ გადავვარდეთქო.ხუთი დღე მქონდა გული ცუდათ.მის მერე რომ მივდივარ და დაქლიბვის ინსტრუმენტს რომ ვხედავ ისტერიკა მეწყება და ვეუბნევი ეგ აღარ დამანახოთქო.მომარგო ხიდები წინა მხარეს ვგრძნობ ძლიერ მოჭერას .ვეუბნევი ძალიან მიჭერს ასე უნდა იყოსო მეუბნევა.ჩამიჭედავს ამ ხიდს ისევ უკან ვარდება ჩამიჭედავს მძვრება რა უნდა ვქნა არ ვიციი.ისედაც ვეღარც კბილებს ვიხეცაბ საშინელი ტკივილი მაქვს ღეძილები.წასასვლელი ვარ ემიგრანტი ვარ შეიძლება ასე გიჭერდეს ხიდი და მაინც ჩაგისვას.

    1. სამწუხაროა, რომ ასეთი ცუდი გამოცდილება მიიღეთ. სანამ წახვალთ, ნუ დაკარგავთ დროს და მიდით სხვა ექიმთან, რომელსაც კარგი და სანდო რეკომენდაცია ექნება. ასეთ მდგომარეობაში წასვლას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ, მითუმეტეს თუ იქ არ გექნებათ საშუალება ექიმს მიმართოთ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. არა, მოჭერის შეგრძნება ან რამე დისკომფორტი არ უნდა გქონდეთ ხიდის სწორი მორგების შემთხვევაში. არც ღრძილები უნდა გტკიოდეთ. დაქლიბვისას კი ანესთეზია უნდა გაკეთდეს სადაც საჭიროა, ისევე როგორც ნებისმიერი მტკივნეული მანიპულაციის დროს.

      1. დილა მშვიდობისა უღრმესი მადლობა რომ გამომეხმაურეთ.ის ხიდები ჩამისვა,მაღლა სამუდამოდ ჩააცემენტა დაბალა დროებითო.ერთ კვირაში ამოვარდებაო.ტკუვილით აღარაფერი არ მტკივა არც მოჭერას არ ვგრძნობ მაგრამ არ მომწონს განსაკუთრებით დაბლითა ხიდს.ადრე ზედა კბილები მქონდა წინ წამოწეული ეხლა დაბლითა ჩანაა უფრო გამოწეული.ვფიქრობ არასწორი თანკბილვაა.რადგან ტუჩებმა დეფირმაცია დაკარგა თანაც ვუყურებ ტუჩის კუთხეებს იტაცებს ეს ხიდები.დაბლითა წინა კბილები გადმოშლილია გარეთ დამეწყო ტუჩების სიმშრალე.მარჯვენა მხარეს უფრ ო მაღალია კბილები ჭამის დროს კაკუნობს ხმას გამსცმს.სახის დეფორმაციაც შემეცვალა ღირს კი ამ კბილების დატოვება?სასტიკად არ მინდა თან ისევ მისასვლელი ვარ მერიდება რომ ვუთხრა რადგან სხვისი რეკომენდაციით მივედი.არადა უჟასივით მაქვს ტუჩები როცა ვიცინი.რა უნდა ვქნა არ ვიცი ვერც ამას დავიტოვებ ასე

      2. კარგია რომ აღარ გაწუხებთ. ესთეტიკას რაც შეეხება, ეს ისეთი შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ დატოვოთ ასე თუ არა. თუმცა ესთეტიკაზე მნიშვნელოვაბი პროთეზირებისას მისი ნორმალური ფუნქციონირებაა, რაც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას მომავალში.

  18. გამარჯობა,დაახლოვებით 5 თვის წინ დავიპლომბე კბილი,ძალიან ლაითად მტკიოდა თითქმის არასდროს უბრალოდ სიცარიელე მქონდა,ყველაფერი კარგად იყო ჩვეულებრივ ვიყენებდი ამ კბილს,რამდენიმე დღის წინ ამტკივდა ძალიან (ნერვი არ მომიკლავს წინა დაპლომბვისას) მივედი ექიმთან და გამიხსნა არხები მომიკლა ნერვები და თავიდან ჩამისვა პლომბი,თუმცა ჩასმისასაც და ამოღებისასაც კბილი ძალიან მტკიოდა,დაახლოვებით 3 დღე გავიდა და იმაზე უარესად მტკივა ვიდრე მისვლამდე,რა უნდა ვუშველო? ყბის ანთება გაქვსო მითხრა და 4 5 დღეში გაგივლისო მაგრამ არ უჩანს ეგეთი პირი

    1. რენტგენის გადაღებაა საჭირო და არხების კონტროლი რამდენად ხარისხიანადაა დაბჟენილი. შეიძლება დამატებითი არხი არსებობდეს და ტკივილს ეს იწვევდეს. “ყბის ანთება” ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. ტკივილს აქვს კონკრეტული მიზეზი და მისი აღმოფხვრის გარეშე ტკივილის გავლა მის ქრონიკულ პროცესში გადასვლას ნიშნავს. თუ ექიმი ვერ გთავაზობთ გამოსავალს და სიტუაცია უარესდება, გირჩევთ სხვა სპეცილაისტთან კონსულტაციას და არხების კონტროლს.

  19. გამარჯობა. 10-12 წელია ზედა ყბაზე პირველი კბილი მაქვს დაბჟენილი, ტკივილი არ მაწუხებდა. სხვა მიზეზების გამო გადავიღე 3დ პანორამა და კონსულტაციაზე ქირურგმა შეამჩნია, რომ ამ კბილზე ბჟენი ფესვის არხიდან ოდნავ გადასულია ძვალში და პროცესია დაწყებული, მითხრა რომ ადრე თუ გვიან ამტკივდებოდა. ერთი კვირაც არაა გასული რაც ყრუ ტკივილი დამეწყო. არის შანსი რომ კბილი არ დავკარგო ასეთ შემთხვევაში, როცა ბჟენი ძვალშია გადასული? რამდენიმე დღეში კონსულტაციაზე მივდივარ და იქამდე დამამშიდეთ 😦
    მადლობა

    1. რათქმაუნდა არაა აუცილებელი კბილი დაიკარგოს. თუმცა უფრო ინფორმატიულია ინტაორალური სტანდარტული რენტგენოგრამა ამ შემთხვევაში. ასეთუ კბილების უმეტესობა მკურნალობას ექვემდებარება. ტკივილის სხვა მიზეზიც უნდა გამოირიცხოს, მაგ. გვერდითი კბილი ან პაროდონტული ჯიბე.

  20. გამარჯობა, სტომატოლოგმა მირჩია ზედა ბოლოს წინა კბილის ამოღება რადგან თითქმის სულ ჩამოშლილია,, ამიტომ გადავწყვიტე ამოღება. მაინტერესებს რამდენად მტკივნეულია? გაყუჩებით ხდება? კბილის ამოღების პროცესი მტკივნეულია? ტკივილი იგრძნობა ამოღებისას ან ამოღების შემდეგ? თუ გაყუჩებულიაა და არანაირი ტკივილი არ არის? მადლობა წინასწარ.

    1. ამოღება რათქმაუნდა ანესთეზიის ქვეშ ხდება. ეფექტური ანესთეზიის შედეგად არანაირი ტკივილის შეგრძნება არ არის. ანესთეზიის ეფექტურობა კი რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. გირჩევთ მიმართოთ პროფესიონალს კომფორტული და შედეგიანი მკურნალობისთვის.

  21. გამარჯობა, 8დღეა რაც კბილი დავიპლომბე ნერვის მოკვლის გარეშე, მაქვს ყრუ ტკივილი და ასევე მაქვს ტკივილი ჭამის დროს, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. ასეთ შემთხვევებში ყველაზე ხშირად მიზეზი პულპიტია. ანუ არხის მკურნალობა იქნება საჭირო. როგორც ჩანს კარიესული საკმაოდ ღრმა იყო და ნერვი უკვე ჩართული იყო პროცესში.

  22. არხის გახსნისას ექიმა ჩაუტყდა იმნსტრუმენტი ფა ჩარჩა პატარა ნაწილი რამდენად საშიშია და როგორ ხდება იმ ნაწილის ამოღება???

    1. ჩატეხილი ფრაგმენტის ამოღება შესაძლებელია თუ ექიმს გააჩნია შესაბამისი ინსტრუმენტები და გამოცდილება. თუ ვერ მოხერხდა, შესაძლებელია ფრაგმენტის გვერდის ავლით არხის მკურნალობის დასრულება. თუ ესეც ვერ მოხერხდა, გართულების ალბათობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოხდა არხის დამუშავება-სტერილიზაცია ფრაგმენტის მიღმა დარჩენილ უბანში.

      1. თუ შეკითხვა გაქვთ, მოგვწერეთ მეილზე contact.kbilebi@gmail.com
        კლინიკურ საქმიანობას არ ვეწევით.

    1. ექიმს უნდა მიმართოთ. თუნდაც დროებით მოგიხსნით ტკივილს და მკურნალობას შემდეგ დაასრულებთ, თუ ამოსაღები არაა. თუ ამოსაღებია, ამ პროცესის გადადება მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას.

  23. მოგესალმებით, ჰელიო ბჟენი რამდენი ხნით მუშაობს? და მოვლა როგორ ხდება, როგორ უნდა მოვუარო? ქათმის ხრტილების ჭამა შეიძლება? ან სხვა მაგარი საჭმელის?

    1. 10 წელი მაინც უნდა გქონდეთ უცვლელად თუ ხარისხიანი მასალაა გამოყენებული და ექიმი პროფესიონალია. თუ ექიმი ამის გარანტიას ვერ გაძლევთ, მაშინ აჯობებს გვირგვინი ან ვინირი გაიკეთოთ. თუ კბილის დეფექტი დიდია, ბჟენი დატვირთვას ვერ გაუძლებს და იმდენი ხანი ვერ მოგემსახურებათ, რამდენიც საჭიროა. ასეთ შემთხვევაში ექიმი გაგაფრთხილებთ რას უნდა მოერიდოთ. ჩვეულებრივ კი ყველაფრის ჭამა შეიძლება, რაც ბუნებრივი კბილისთვის შეიძლება.

  24. კბილის დაბჭენიდან რამდენ სათში შეიძლება საკვების მიღება?💗

  25. გამარჯობათ, ნევი ამოღებული არის კბილიდან, ადრე დავიბჟინე. ტკივილი არ მაქვს და არ მაწუხებს, თუმცა ჩირქის კაფსულა ჩნდება კბილთან ღრძილზე. რისი ბრალია?

    1. ის ნიშნავს, რომ არხების თავიდან მკურნალობაა საჭირო.

  26. გამარჯობათ, დაბჟენილ კბილზე ბჟენის ირგვლივ ჩამომატყდა კბილი, რომელიც არ შორდება კბილს და მაწუხებს, ყანყალებს და არ ძვრება, რა შეიძლება გავაკეთო სანამ ექიმთან მივალ, უმჯობესია რომ მოვიძრო რაც ჩამოტყდა?

    1. შეიძლება ღრმადაა მოტეხილი, ღრძილის ქვეშ და დამოუკიდებლად ვერ მოიშორებთ. შეიძლება ღრძილიც დაიზიანოთ და მტკივნეულიც იყოს. აჯობებს მაგ მხარეს ღეჭვას მოერიდოთ და რაც შეიძლება მალე მიმართოთ ექიმს.

  27. გამარჯობათ, ბჟენი მადევს კბილზე 6 წლის წინანდელი. კბილების გაწმენდვის შემდეგ ფერის სხვაობა ეტყობა და ეს ბჟენი რო ამოვიღო და ახლიდან დავიდო ამ კბილზე რისკს ან პრობლემას წარმოადგენს ?

    1. ბჟენის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

  28. 4 დღის წინ ვუმკურნალე ზედა მეოთხე კბილს , დამჭირდა არხების გასუფთავება(კბილის მოკვლა). პირველი ორი დღე შეხებისას მტკიოდა კბილი და მესამე-მეოთხე დღე გამაყუჩებლის მიღება დამჭირდა ტკივილის გამო. ნორმალურია ამდენხნიანი ტკივილი თუ მივმართო ექიმს?

    1. არხების მკურნალობის შემდეგ დისკომფორტი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს თუ კლებადი ხასიათი აქვს. თუ ტკივილი იმატებს, უნდა მიმართოთ ექიმს.

  29. გამაჯობათ 37 კბილი დავიპლომბე 4დგეა 3ნერვი მომიკლა.ეხლა დალიან მტკივა .ეს ნორმალურია.რედგენში ბოლომდე ჩანს არხები დაპლომბილი.

    1. ძლიერი ტკივილი 4 დღის განმავლობაში, მითუმეტეს თუ არ იკლებს, საჭიროებს მიზეზის გარკვევას. შესაძლოა სხვა კბილი იყოს მიზეზი, ან დამატებითი არხი, არ რაიმე სხვა მიზეზი.

  30. გამრჯობათ მაქვს ჩასმული კბილები ხიდი 3თვეა წინ _გვერდით 3კბიკზე შუაში ერთკბილი მაკლია ჩამატებულია.. თავიდან რო ხავისვი გრძილზე მაჭერდა მერე გადვიდა ეხა 3კბიკი საუბრისდრო და თითის მიდებისდროს მტკივა და მაჭერს ისე არ მაწუხებს დილით გასკუთრებით ვგძნობ ,რისი ბრალი შეილება იყოს?

    1. სავარუდოდ, მიზეზი არის არასწორად დამზადებული ან არასწორად მორგებული ხიდი.

  31. გამრჯობათ მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ანთებამ ბჯენი შეჭამოს

    1. რათქმაუნდა არა. ანთებითი პროცესის შედეგად შეიძლება დაზიანდეს ბუნებრივი ქსოვილი — ძვალი, კბილის ფესვი, ღრძილი. მაგრამ ხელოვნური მასალა არ ზიანდება.

      1. გამარჯობათ შეიძლება სტომატოლოგმა კბილის დაპლომბვისას შიგნით სიშავე დატოვოს და პლომბი ისე გაუკეთოს დარბილებული დაზიანება შიგნიდან გაასუფთავოს სიშავე დატოვოს შიგნით ასეთი რამ შეიძლება?

      2. დასაშვებია, თუ ამის აუცილებლობა არსებობს. კონკრეტულად, თუ პიგმენტური ქსოვილის მოშორება კბილის ღრუს გახსნას და პულპის გაშიშვლებას გამოიწვევს. მაგრამ ეს დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ პიგმენტირებული ქსოვილი საკმარისად ჯანმრთელია, რათა კარიესული პროცესი არ გაგრძელდეს. ამიტომ ექიმმა სწორად უნდა შეაფასოს და ისე გადაწყვიტოს დატოვოს თუ არა პიგმენტირებული ქსოვილი ღრუს ფსკერზე.

  32. გამარჯობა,დაახლოებით ორი თვის წინ დავიპლომბე უკანა კბილები,ანთებითი პროცესი იყო,მკურნალობის შემდეგ არხები დამიპლომბა ექიმმა,კბილის ტკივილი არ მაწუხებს,ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგრამ მას შემდეგ დაპლომბილ კბილსა და მის გვერდით მდგომ კბილს შორის ღრძილი მაქვს გაღიზიანებული,სისხლსაც ვამჩნევ ხოლმე,მაინტერესებს შეიძლება თუარა რომ ეს ბჟენის ბრალი იყოს,დაპლომბვის შემდეგ მგონია თითქოს კბილები იმდენად მჭიდროს არის ერთმანეთთან,რომ ეს იწვევს ამ გაღიზიანებას,ვიყენებ სავლებს და ღრძილების გელს,რომელიც იმავე სტომატოლოგმა მირჩია,თუმცა შედეგი არ მაქვს,დაპლომბვამდე მსგავსი პრობლემა არ მქონია,ისიც თუ შეგიძლიათ რომ ქუთაისში კარგი სტომატოლოგი შეგიძლიათ მირჩიოთ ძალიან გამიხარდება,დიდი მადლობა წინასწარ დახმარებისთვის

    1. გამარჯობა. ასეთი პრობლემა ხშირად ჩნდება, როდესაც ბჟენი 2 კბილს შორისაა ანუ საკონტაქტო ზედაპირზე. თუ ბჟენი კბილის ანატომიურ ფორმას არ იმეორებს ყელის არეში ღრძილის კიდესთან, ეს იწვევს ნადების დაგროვებას და ღრძილის ანთებას. ზოგჯერ ბჟენის კორექცია საკმარისია, რომ პრობლემა მოგვარდეს.
      ქუთაისში შეგიძლიათ მიმართოთ ანა გორგოძეს “ქუთაისის რეგიონულ სტომატოლოგიურ ცენტრში”.

  33. გამარჯობათ მაინტერრესებს გრძილზე ფისტულა მხოლოდ კბილის დაჩირქების ბრალია? და სხვა რისიბრალი შეიძლება იყოს ? ასევე მაინტერრესებს რენდგენის მეშვეობით როგორ ხტება მისი აგმოხვფრა რომ ეს კბილის ბრალია? თუ ჩანს ანთება ფესვსზე? და კიდევ ფისტულას მდებარეობაა გრძილზე კბილის ფესვის ბოლოს გამოდის თუ დასწყიში ?

    1. ფისტულა არის ხვრელ-არხი, რომლის საშუალებითაც ქსოვილის სიღრმეში არსებული ჩირქოვანი კერიდან გამონადენი კანის ან ლორწოვანი გარსის ზედაპირზე გამოიყოფა. ასეთი ჩირქოვანი კერა შეიძლება იყოს ან არ იყოს დაკავშირებული კბილთან. პირის ღრუში ყველაზე ხშირად ფისტულა კბილის ფესვზე არსებულ ანთებით პროცესს უკავშირდება, რაც რენტგენოგრამაზეც ჩანს.
      ფისტულის მდებარეობა შეიძლება არ ემთხვეოდეს ანთებითი კერის ლოკალიზაციას. ამიტომ აუცილებელია რენტგენოლოგიული გამოკვლევა, რისთვისაც ფისტულაში ათავსებენ რენტგენოკონტრასტულ მასალას (მაგ, გუტაპერჩას წკირს), შესაბამისად რენტგენზე კარგად ჩანს რომელ კბილს უკავშირდება ფისტულის მეორე ბოლო.

  34. გამარჯობათ ვიყავი სტომატოლოგტან 1 კვირის უკან კბილის დასაპლომბად ყველაფერი გამიკეტა კბილზე ნევიც მომიკლა დარიშხანიტ მედო 5 დღე 5 დღის მმმერე რომ მივედი მიტხრა ნერვი მკვდარიაო და ამოიღო მაგარამ მაინც საშინლად მტკიოდა და მიტხრა რომ სამკურნალო წამალს ჩამიდებდა და მის შემდეგ არ მეტკინებოდა გავიდა 10 დღე მის შენდეგ მაგრამ 3 დღეა რაც დამეწყო ტკივილი ისევ ყრუ ტკივილი მაქ რის ბრალი უნდა იყოოოს

    1. მკურნალობის იმ მეთოდიკაში, რომელიც თქვენს შემთხვევაში იქნა გამოყენებული, ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი.
      ანესთეზიის ქვეშ ერთ ვიზიტზე ხდება ნერვის ამოღებაც და არხის დაბჟენაც, სრულიად უმტკივნეულოდ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებულად გაქვთ ალერგიული რეაქცია ანესთეტიკზე, შესაძლებელია უსაფრთხო ანესთეტიკის შერჩევა, პრემედიკაციის ჩატარება ალერგოლოგთან ერთად. თუ ეს ვარიანტები არ განხილულა თქვენი ექიმის მიერ და მითუმეტეს თუ არ გაქვთ დადასტურებულად ალერგიული რეაქცია ანესთეტიკზე, გირჩევთ სხვა ექიმს მიმართოთ.

  35. გამარჯობა,უკანა საღეჭის პატარა კბილი მტკიოდა მივედი ექიმთან, და ჩამიდო დროებითი პლომბი, ნერვიც მოკლა, ახლა რამოდენიმე დღის შემდეგ, ისევ მივედი და ისეთი ტკივილი მქონდა თითქოს, ისევ ისეთი ტკივილმა შემაწუხა და ასე მითხრა ღრძილის ბრალიაო და შესაძლებელია თუარა, რომ მართლა ღრძილის ბრალი იყოს ამ ნერვ მოკლული კბილის ტკივილი?მადლობა

    1. შესაძლებელია ღრძილის ბრალი იყოს, თუ კბილი სრულფასოვნად არის დაბჟენილი. შესძლებელია ასევე იყოს ნარჩენი არხი ან არასრულფასონად იყოს არხები დაბჟენილი და ეს იწვევდეს ტკივილს.

      1. გამარჯობა.
        რამდენიმე დღის წინ დავიპლომბე კბილი, ნერვიც მომიკლა, მედო დროებითი პლომბი, მეორე მისვლაზე არხების გასუფთავების დროს მქონდა საშინელი ტკივილი, ყველა შეხებას ვგრძნობდი,მთელი ყბა მტკიოდა, გადაეცემოდა თავზეც და ყურზეც, ვეღარ გააგრძელა პროცესი ამ ტკივილის გამო, ისევ დროებითი პლომბი ჩამიდო და 1კვირაში დამიბარა. მაინტერესებს ასეთი ტკივილი მოკლული ნერვის დროს რას შეიძლებოდა გამოეწვია?
        მადლობა წინასწარ.

      2. ასეთ ტკივილს იწვევს არხში ნერვის (პულპის) ქსოვილის არსებობა. გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული ანესთეზია.

      3. გამარჯობა, 10 დღის წინ დავიპლომბე კბილი, ნერვიც მომიკლა,მაგრამ ჭამის დროს კბილი ისევ მტკივა, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
        პ.ს. ყბასა და ლოყას შორის რბილი ქსოვილიც შესიებული მაქვს.

      4. აუცილებელია რენტგენის სურათი და არხების შემოწმება რამდენად სრულფასოვნად არის მკურნალობა ჩატარებული.

  36. მაინტერესებს გაბზარულ, ნერვმოკლულ წინა კბილზე რამდენათ მართებულია ბრეკეტების გაკეთება?

    1. ნერვმოკლული პრობლემა არ არის. მაგრამ ბზარს გააჩნია. ზოგი ტიპის ბზარის შემთხვევაში კბილის შენარჩუნებაც კი ვერ ხერხდება და ამოღებაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ბზარი ხვდება თუ არა ბრეკეტის ფიქსაციის ზონაში, კბილის ზედაპირზე.

  37. გამარჯობა, 4 წინა, ზედა კბილზე მაქვს ნერვი მკვდარი. მაინტერესებს იქნება თუ არა პრობლემა ბრეკეტების გაკეთება და როგორ უნდა მოვუარო, რომ მალე არ გაყვითლდეს? რამდენი ხანი შეუძლია გაძლოს ამ კბილებმა?

    1. “მკვდარი ნერვი” ბრეკეტის დასამაგრებლად პრობლემას არ წარმოადგენს. გაძლება ანუ პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხარისხიან არის ჩატარებული არხის მკურნალობა, რამდენად კარგ ჰიგიენურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ და ასევე ღრძილების ჯანმრთელობაზე.

      ბრეკეტის დამაგრების შემდეგ ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ ინსტრუქტაჟი თუ როგორ მოუაროთ კბილებს ბრეკეტის ტარების პერიოდში, რომელი სპეციალური ჰიგიენური საშუალებები გამოიყენოთ. აუცილებელია: გახეხვა დღეში მინიმუმ 2ჯერ (ძილის წინ აუცილებლად), ფლოსის და სპეციალური ბრეკეტის ჯაგრისის გამოყენება, ჰიგიენური სავლები, პროფეციული გაწმენდის ჩატარება სტომატოლოგთან 3-4 თვეში ერთხელ ან იმ სიხშირით, როგორც ექიმი გირჩევთ. კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს პაროდონტოლოგთან თანამშრომლობით გააკეთებთ, რომელიც ასევე თვალს მიადევნებს თქვენი ღრძილების ჯანმრთელობას, რადგან ბრეკეტის ტარება ხშირად ხდება პაროდონტის დაავადების დაწყების მიზეზი, როცა ჰიგიენა სათანადო დონეზე არ არის. მასვე შეუძლია შეგირჩიოთ რეჟიმი და მოვლის საშუალებები.

  38. გამარჯობა,გუშინ მომიკლა ნერვი სტომატოლოგმა,ამოასუფთავა და დაპლომბვა ვერ მოხერხდა ,ამის გამო ჩადო დროებითი პლომბი,მაგრამ საშინელი ტკივილი მაქვს ,წყალსაც კი ვერ ვსვავ,მაინტერესებს რამდენად ნორმალურია ასეთი გაუსაძლისი ტკივილი ნერვის მოკვლის შემდეგ?

    1. რადგან მკურნალობა დასრულებული არ არის, ძნელი სათქმელია რა შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი, რადგან არ ვიცით რა ეტაპზე მოხდა პროცედურის შეწყბეტა. ყოველთვის ჯობია, რომ მკურნალობა დასრულდეს სანამ ანესთეზია მოქმედებს.

  39. Გამარჯობათ, 1 დღის წინ ნერვი მომიკლა სტომატოლოგია, ახლა ცხელ სავლებებს ვივლებ, არხები დახურულია მაგრამ მტკივა. Ცხელი სავლების დროს მეწყება ტკივილი. Საგრძნობია Განსაკუთრებით კბილზე პერკუსიის დროს (ნელა დაკაკუნების). Რისი ბრალი შეიძლება იყოს? Ან ბუნებრივია მსგავსი კლინიკა ესეთ დროს?

    1. გააჩნია რა იყო საწყისი დიაგნოზი. არხების დაბჟენის შემდეგ ასეთი სიმპტომები შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, თუ რამდენიმე დღეში გაქრება. მაგრამ ცხელი სავლები თუ ტკივილს პროვოცირებას უკეთებს გაუგებარია რატომ გაქვთ დანიშნული.

  40. გამარჯობა, ნოემბერში ვიყავი სტომატოლოგთან ნერვი მომიკლა შემდგომ დაჩირქება დამეწყო და ლოყა დამისივდა რომ მივედი არხის გახსნა იყო საჭირო , მაგრამ ექიმმა გაყუჩების გარეშე გამიკეთა პროცედურა რომელიც საშინლად მტკივნეული იყო. მაინტერესებს თუ არის შემთხვევა როცა გაყუჩება არ კეთდება არხის გახსნისას

    1. არის შემთხვევები, როცა ანესთეზიის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, თუმცა შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციისა და წინასწარი მომზადები შემდეგ პრაქტიკულად ყოველთვის არის შესაძლებელი ანსთეზიის გაკეთება. ასეთი მდგომარეობაა მაგ. ორსულობა, ალერგიული ფონი, ჰიპერტონიული და გულსისხლძარღვთა დაავადება… ერთადრეთი როცა შეიძლება ვერ გავაკეთოთ ანესთეზია, არის გადაუდებელი ჩარევა, როდესაც წინასწარ მომზადების დრო არ არის და გვაქვს აშკარად გამოხატული უკუჩვენება.

      1. ლოკალური გაყუჩების შემთხვევაშიც ? ანუ ნემსით რომ ხდება გაყუჩება, მაგრამ ჩვეულებრივ დაძინების გარეშე ? ანუ როცა მივედი ლოყა დაბერილი მქონდა უკვე და ექიმმა მითხრა, რომ ამ დროს ნემსით თუ გამიყუჩებდა უარესი იქნებოდა

      2. დიახ, ლოკალურ ანესთეზიაზეა საუბარი.
        ჩირქოვანი პროცესის შემთხვევაში ზოგჯერ ანესთეზიის ეფექტურობა მცირდება ანუ სრულფასოვნად არ ყუჩდება, მაგრამ მაინც შეღავათია პაციენტისთვის. გარდა ამისა არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ანასთეტიკები. “უარესი იქნება” რას გულისხმობს გაუგებარია. ალბათ ექიმს ჰქონდა მიზეზი უარი ეთქვა ანესთეზიის გამოყენებაზე და უმჯობესი იქნება სთხოვოთ რომ აგიხსნათ.

  41. გამარჯობათ. მაინტერესებს, კბილის დაპლომბის შემდეგ, შეიძლება თუ არა ალკოჰოლური სასმლის მიღება?

    1. ალბათ ანესთეზიით მკურნალობას გულისხმობთ. პრობლემას არ წარმოადგენს. სასურველია ზომიერად მიიღოთ ალკოჰოლი.

Leave a reply to dentist Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.