“კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

feradi-breisebi

ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა.

ორთოდონტიულ მკურნალობას ექვემდებარება როგორც თანკბილვის, ისე კბილთა დგომის ანომალიები. ამ პათოლოგიების მიზეზი შეძლება მრავალი იყოს: ორსულის მიერ გადატანილი დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, მავნე ჩვევები.

პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჰყვება არასწორ თანკბილვას საკმაოდ სერიოზულია. გარდა ესთეტიური არასრულფასოვნებისა, დარღვეულია კბილების უმთავრესი — ღეჭვითი ფუნქცია, რასაც მოჰყვება მთლიანად საღეჭი აპარატის —  კუნთებისა და ქვედა ყბის სახსრის ფუნქციის დარღვევა, ასევე კბილების პათოლოგიური ცვეთა. ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა იწვევს საკვების გადამუშავებისნ დარღვევას და შესაბამისად ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა.

კიდევ ერთი სერიოზული რპობლემა, რომელიც თანკბილვის და კბილთა დგომის ანომალიებს მოჰყვება, ესაა პაროდონტის დაავადება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კბილის მთავარი ფუნქცია ღეჭვაა. თუ არ ხდება მისი სათანადო დატვირთვა ღეჭვითი ძალით, ირგვლივმდებარე ქსოვილში იწყება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა, ძვლოვანი ქსოვილის კვების მოშლის გამო მისი განლევა ხდება და კბილი იწყებს მორყევას.

კბილთა არასწორი დგომის დროს მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ვერ ხდება სრულფასოვანი წმენდა. დაგროვილი ნადები კიდევ უფრო ამძიმებს პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობას და ამასთან კარიესის განვითარების ალბათობაც მაღალია.

“კბილების გასწორება” ანუ თანკბილვის ანომალიების მკურნალობა ხდება ძირითადად ორი მეთოდით: მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატებით.
მოსახსნელი აპარატი წარმოადგენს პლასტმასის ფირფიტას მეტალის რკალით, ხოლო მოუხსნელი ბრეკეტ-სისტემებია. ბრეკეტები დამაგრებული თითოეული კბილის ზედაპირზე და ერთმანეთთან მავთულითაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში კბილებზე ზეწოლის საშუალებით ხდება მათი გადანაცვლება სასურველი მიმართულებით.

კბილი არაა შეზრდილი ირგვლივმდებარე ძვალთან უძრავად. უფრო სწორად კი მასთან ერთგვარი იოგებითაა დაკავშირებული. მუდმივმოქმედი სუსტი ძალის ზემოქმედებით შესაძლებელი კბილის გადანაცვლება სასურველი მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ ძვლოვან ქსოვილს აქვს უნარი გაიწოვოს ზეწოლის შედეგად. კბილის გადაადგილდება. თავისუფალ ადგილს კი კვლავ ახალი ძვლოვანი ქსოვილი ავსებს. აუცილებელი პირობაა, რომ კბილებზე მოქმედი ძალა მუდმივი იყოს. ამიტომ მოსახსნელი აპარატებით მკურნბალობისას მათი მოხსნა მხოლოდ კვების დროს შეიძლება, ხოლო ბრეკეტ-სისტემების პლუსი ისიცაა, რომ პაციენტს თვითნებურად არ შეუძლია მისი მოხსნა.

ზემოთჩამოთვლილი მიზეზები ალბათ საკმარისია ორთოდონტიული  მკურნალობის აუცილებლობაში დასარწმუნებლად. თუმცა არის კიდევ ერთი: უნაკლო კბილები თქვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი შტრიხია.

მაკა ბუღაძე

297 thoughts on ““კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

  1. gamarjobat 8 kbilis amogeba sad sheidzleba xom ver metyvit da ra girs? da tu sheidzleba amogebis dges breketis gaketeba? winaswar madlob

    1. სიბრძნის კბილებს იღებენ სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც ჰყავთ ქირურგი, ან ყბა-სახის ქირურგი. ფასებს ვერ გეტყვით, სხვადასხვაა. ამოღების დღეს ბრეკეტის დამაგრება რათქმაუნდა რეკომენდებული არაა.

  2. gamarjobat.imedi maqvs damexmarebit.var 21wlis.win kbilebs shoris zeda ybaze maqvs gamotovebuli adgili,danarcheni kbili yvela sworia.arc qveda ybaze maqvs aranairi problema.mainteresebs breketebis chasmis pirobebshi ramden xanshi gaswordeba da ra dajdeba es yvelaperi.madloba winaswar.

    1. როგორც მივხვდი დიასთემა გაქვთ ანუ სივრცე ზედა ცენტრალურ საჭრელებს შორის. საკმაოდ ადვილად სწორდება, მაგრამ ზუსტ დროს და ფასებს მე ვერ გეტყვით. ორთოდონტს უნდა მიაკითხოთ.

  3. gamarjobat. 2 wlis win meketa pirpitebi 1 weli da 2 tve meketa moxsnis shemdeg ramodenime tveshi yba titqos gverdze momeqca da tan yba piris gagebis dros tkacunebs da mawuxebs dzalian. ras mirchevdit breketebit sheidzleba rom yba gamomiswordes tu acileblad pirpitebia sachiro ybistvis? winaswar madlob.

    1. რამდენადაც ვხვდები ორთოდონტიული მკურნალობა არ დაგისრულებიათ, რამაც გამოიწვია მდგომარეობის გაუარესება. მკურნალობა ისევ საჭიროა და რათქმაუნდა სასურველია ბრეკეტებით.

    1. დაახლოებთ 1000 ლარიდან. კლინიკას გააჩნია, სხვადასხვა ფასებია ხოლმე.

  4. gammargobat,gtxovt mipasuxot,wina kbili maqvs chatexili amastanave meryeobs, magram tu xdeba or kbils shoris shuashi amosheneba?tu amis amogebis shentxvevashi rezbazea sajiro?da ra damijdeba?sageji kbilis daplombva da amosheneba,orive ertad?

    1. თუ კბილი მორყეულია, დიდია ალბათობა რომ ამოსაღები იყოს.
      ორ კბილს შორის სივრცე თუ შექმნილია ერთი ან რომელიმე კბილის დაზიანებით, გვრგვინის აღდგენა შესაძლებელია რათქმაუნდა. თუ უბრალოდ დაშორებულია კბილები ერთმანეთს, მაშინ სივცე ორთოდონტიული გზით უნდა დაიხუროს, კბილების გადაადგილების საშუალებით. ფასებს ვერ გეტყვით, დამოკიდებულია იმაზე რა პროცედურა დაგჭირდებათ. აჯობებს მიხვიდეთ კონსულტაციაზე.

  5. ზედა ყბის მხოლოდ ერთი კბილი მაქვს შიგნით შეწეული და რამდენ ხანში გავისწორებ და რამდენი დამიჯდება ხომ ვერ გამაგებინებთ? ))

    1. ასე თქმა ძნელია. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე ორთოდონტთან.

  6. გამარჯობა 1 წლის წინ გავიკეთე ფირფიტები მოხსნის შემდეგ რამდენიმე ხანში ისევ იგივე მდგობარეობას დაუბრუნდა კბილები თან ერთი ყბა მარცხნივ გაიქცა მეორე კი მარჯვნივ ეხლა ტუჩის ფორმაზეც ძალიან იმოქმედა 19 წლის ვარ რას მირჩევდით შეიძლება ფირფიტების გაკეთებით ყბები ისევ ერთნაირად მოექცეს ?

    1. ანუ თქვენი მკურნალობა არ იყო დასრულებული, ან ადგილი აქვს რეციდივს. ფაქტია რომ 1 წელი ძალიან ცოტაა ფირფიტებისთვის, თქვენ კი უფრო ნაკლებ ხანს ატარეთ რამდენადაც ვხვდები. აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ განმეორებით სრულყოფილი მკურნალობა, სასურველია ბრეკეტით.

  7. პირველ რიგში — 2 კვირა ძალიან მცირე დროა რაიმე ცვლილების შესამჩნევად, მეორე —- ფირფიტა უფრო ნელა მოქმედებს ვიდრე ბრეკეტი, მესამე — არ შემიძლია რამე გითხრათ ამ შემთხვევაში დისტანციურად. სთხოვეთ თქვენს ორთოდომტს ამომწურავად გიპასუხოთ ყველა კითხვაზე.

  8. martalia erti kbilis adgili agar maqvs im adgilas magram mainc vpiqrobdi xo ar chamesva es amogebuli kbili rom centri ar dargveuliyo.tavidan arc amogebas ar vapirebdi magram eqimis dajinebuli motxovnis gamo amovige.ar gascordeba iseo meubneboda.tqveni azrit jobia davelodo shedegs?mxolod sami sajreli kbili ushnod ar meqneba?tviton eqimi iseti darcmunebulia tavis tavshi verapers vegar veubnebi.

    1. რაიმე უფრო კონკრეტულის თქმა მიჭირს. ალბათ უკეთესი იქნება მიხვიდეთ სხვა ორთოდონტთანაც კონსულტაციაზე, ვისაც ექნება საშუალება გაგსინჯოთ და დაათვალიეროს პირის ღრუ.

  9. gamarjoba dantist,adrec mogmartet.exla gavikete breketebi.chemma eqimma qveda ybaze erti sajreli amomigo.sivrcis shesaqmnelad.meotxeebis amogebis shemtxvevashi kbilebis dzaan ukanshecevis tavidan asacileblad.tqveni azrit es scori gadacyvetilebaa?is erti sajreli rkalidan dzalian cin mqonda gamoceuli.xdeba tu ara saertod sajreli kbilis amogeba gascorebis miznit?am dros xo centri irgveva.

    1. ორთოდონტიული მკურნალობისას სივრცის შესაქმნელად პრიორიტეტულია მეოთხეების ამოღება, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელია სხვა კბილების ამოღებაც. თუმცა ცენტრის დარღვევა რათქმაუნდა დაუშვებელია. რკალიდან გამოსული კბილების რკალში ჩაყენება კი ორთოდონტოიული მკურნალობის უშუალო მიზანია.

  10. gamarjoba dentist ra mainteresebs zeda ybis wina 2 kbili maqvs shignit sheweuli da ramden xanshii gavisworeb breketit da yvelaze iapi ra girs breketii gtxovt pasuxi gamagebinet

    1. ბრეკეტებით მკურნალობა საშუალოდ 1,5-2 წელი გრძელდება. ფასები 800-900 ლარიდან იწყება და სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვაა.

  11. gamarjobat zeda ybaze makvs erti kbili meoreze odnav gadamjdari saertod viwro yba mak da amitom stomatologma mitxra kbilebi advilad amitom puchdebao da mirchia chamesva pirpitebi gushin chavisvi ekimma mitxra 1 weli undao magram sashinlad ver veguebi da mainteresebs dgeshi ramdenime saati ro movixsna tu sheizleba tu ikneba raime shedegi ?

    1. ფირფიტები უნდა ატაროთ ზუსტად იმ რეჟიმში, რაც ექიმმა შეგირჩიათ. თუმცა გაცილებით ეფექტურია ბრეკეტები.

  12. გამარჯობათ.ზედა ყბაზე მაქვს დაშორებული კბილები სავარაუდოდ მეორე კბილები არ ამოვიდა.ზოგადად სწორი და ჯანსაღია მაგრამ ამ დაშორებას რა ეშველება? და კიდე მაინტერესებს რაიმე გასნზაღვრული ასაკი ხომ არ არსებობს?

    1. გააჩნია რამხელაა დაშორება და როგორია თანკბილვა. შეიძლება ორთოდონტიული მკურნალობით დაიხუროს, შეიძლება კბილის ჩამატება გახდეს საჭირო. პრინციპში ბრეკეტებით მკურნალობისთვის ასაკი არაა შეზღუდული.

    1. არ არის მტკივნეული, თავიდან უსიამოვნო შეგრძნებაა ცოტა.

  13. mogesalmebiit … erti ram dzalian managhvlebs.. me kbilebi dzalian maqvs dashorebuli ertmanetisgan da dzalian ar minda chasma kbilebis. ra unda movuxerxoo??. breketebit gaswordebaa? pasic rom mitxrat ?!

    1. კი, ბრეკეტებით სწორდება ხოლმე. მიდით კონსულტაციაზე ორთოდონტთან და უფრო ზუსტად გეტყვით. ფასები დაახლოებით 1000 ლარიდანაა ორივე ყბაზე. სხვადასხვა კლინიკაში სხავდასხვა ფასებია.

  14. გამარჯობა! გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად უსაფრთხოა რვა კბილის ორთოდონტიული სეპარაცია (კბილების დაქლიბვა) ერთი სანტიმეტრი სივრცის შექმნის მიზნით და ამით ქვედა ყბის რკალის შევიწროება. ხომ არ ჯობია ერთი ან თუნდაც ორი კბილის ამოღება და მკურნალობის პერიოდის გახანგრძლივება?
    პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას

    1. ორთოდონტი არ გახლავართ და ჩემი აზრი ალბათ კომპეტენტური არ იქნება, მაგრამ მგონია რომ სივრცის შექმნის მიღებული მეთოდი ანუ მეოთხეების ექსტრაქცია უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ რაიმე განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს.

  15. gamarjoba dantist.mainteresebs mizansheconilia tu ara qveda 2 meotxe kvilis amogeba kvilebis gascorebis miznit?vapireb breketi gaviketo da ramdenime eqimtan viyavi konsultaciaze.zogma amogeba mirchia zogma mitxra ar aris sajiro amogebao.

    1. მეოთხე კბილების ამოღების მეთოდი გამოიყენება ორთოდონტიაში ძალიან ხშირად, რკალში სივრცის შექმნის მიზნით. კონკრეტულად თქვენთვის საჭიროა თუ არა ამოღება მე ვერ გეტყვით, შემთხვევას გააჩნია. ყველა ექიმს თავისი აზრი და ტაქტიკა აქვს. პაციენტი ექიმის პროფესიონალიზმს ენდობა, ექიმი კი თვითონ ირჩევს მკურნალობის მეთოდს.

    1. რათქმაუნდა ბრეკეტით ჯობია. სხვა ალტენატივაა ვინირით, თუმცა ესთეტიკური შედეგი როგორი იქნება გააჩნია კონკრეტულ სისტუაციას.

    1. გასწორების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ პათოლოგიაზე. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე ორთოდონტთან. ბრეკეტით გასწორება რათქმაუნდა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ფირფიტით. ფასები იწყება 900 ლარიდან დაახლოებით.

    1. ზუსტი ფასი მხოლოდ კლინიკაში შეიძლება გაიგოთ, რადგან ყველგან სხვადასხვა ფასებია.

  16. gamarjobat grdzilebis problema ar maqvs kbilebsac kargad vuvli mara kariesebi michndeba dzalian titqmis 8 kbili maqvs daplombili xom ar icit ris bralia da rogor avicilo tavidan kidev shemdgomi kariesebi

    1. რეგულარულად გაიკეთეთ გაწმენდა, არაუგვიანეს 6 თვისა. მიიღეთ რძის პროდუქტები და კალციუმით მდიდარი საკვები, აკონტროლეთ ნადები, გაიხეხეთ სწორად, ჯაგრისი შეცვალეთ 3 თევში ერთხელ, გამოიყენეთ ანტისეპტიკური სავლები და ფლოსი.

  17. gamarjobat…me var 16 wlis da maqvs kbilebis problemebi..–qveda yba gamoweuli maqvs wina ybaze –sul tavidan dagvianebit amogebis shemdeg kbilisa –2kbili mqonda win wamoweuli da exla ki 4 kbili maqvs win wamoweuli ise rom ertmanetze vegar vadeb kbilebs–da marjvnivac da macxnivac mtkiva orive mxares ybis zvlebi…–ra shegidzlat mirchioot –an ra sashualebit shemidzlia am kblebis gasworeba andac sheidzleba kiii kidev am kbilebis gasworeba??—dzalian didi kompleqsi maqvs da asevve dzalianac meshinia sul ese ar damrches da mipasuxet gtxovt am kitxvebze,,..madloba winaswar…

    1. თქვენ ორთოდონტთან კონსულტაცია და მკურნალობა გჭირდებათ. რა მეთოდით, რამდენ ხანში და რამდენად ეფექტური იქნება მკურნალობა თავად გეტყვით ექიმი, რადგან აღწერის მიუხედავად ჩემთვის შეუძლებელია ზუსტი სურათის წარმოდგენა.

  18. magla wina or kbilze makvs helio plombebi da am kbilebis gverdze orive mxares satitao kbili makvs depormirebuli da mainteresebs sheizleba tu ara rkinebis an aseti gasasworebeli sashualebebis gaketeba?

    1. ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებისას ( ფირფიტა იქნება თუ ბრეკეტი) აუცილებელია პირის ღრუს მოწესრიგება. კარიესების მკურნალობა, ძველი ბჟენების შეცვლა. თუ ბჟენები ხარისხიანია და არაა შესაცვლელი წესით არაფერი ემუქრება.

  19. gamarjoba, zeda ori kbili maqvs sul odnav gamoweuli. mainteresebs tu aris shesadzlebeli ert tveshi kbilebis normalur mdgomareobashi chayeneba?

    1. ორთოდონტიულად ალბათ არა. შეიძლება ვინირის საშუალებით.

  20. გთხოვთ მიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა 9 თვეში ბრეკეტებით სასურველი შედეგის მიღწევა. რამდენადაც ვიცი ეს პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება. ან კიდევ მისი ადრეული მოხსნა ხომ არ გამოიწვევს არასასურველ შედეგს. დიდი მადლობა.

    1. შესაძლებელია კბილებმა სასურველი მდებარეობა დაიკავონ, უფრო ადრეც კი. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მოხსნა შესაძლებელია. კბილების გადანაცვლების შემდეგ საჭიროა მათი ფიქსაცია ახალ პოზიციაში, რასაც დრო სჭირდება. ადრე მოხსნა გამოიწვევს რეციდივს.

  21. 24 წლის ვარ.ჩემი პრობლემაა ყბის დეფორმაცია.ანუ ქვედა ყბა არის ზედასტან შედარებით წინ.ადრე მეკეტა მავთულები მაგრამ შედეგი არმომცა.თან ზოგჯერ ვგრდზნობ მარცხენა მხარეს ყბის ტკაცუნს.იმედი მაქ დაკარგული რომ ასეტი საშუალებები ამ ასაკში მიშველის და ყბის ოპერაციაზე ვპიქრობ.რასმირჩევთ როგორც სპეციალისტი და რაიციტ ამ ოპერაციების შესახებ.საფრთხეს ხოარ ცარმოადგენს.უგრმესი მადლობა ტუ ყურადგებას დამითმობთ.

    1. ასეთი სახის დეფორმაციები საკმაოდ რთულია გასასწორებლად, რადგან ხშირად ყბის მდებარეობაა არასწორი და არა კბილების. მითუმეტეს მხოლოდ ფირფიტით გასწორება ნაკლებეფექტურია. ხშირად მხოლოდ ქირურგიული მკურნალობაა გამოსავალი. ოპერაცია მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს ყბა-სახის ქირურგის მიმართ.
      გჭირდებათ თუ არა ეს კონკრეტულად თქვენ, მე ვარ გეტყვით დისტანციურად. მაგრამ ალბათ ჯობია ჯერ მოისინჯოს სხვა უფრო ეფექტური ორთოდონტიული მეთოდები და მხოლოდ ამის სემდეგ მიმართოთ ქირურგს. გაიგეთ რამდენიმე ორთოდონტის აზრი, შეაჯერეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. გირჩევთ მიხვიდეთ კონსულტაციაზე ლალი კოჭლაშვილთან და თამარ კუბლაშვილთან.

  22. გამარჯობა,თქვენი რომ მირჩიეთ მივედი თამარ კუბლაშვილთან და ზედა და ქვედა ყბაზე ჩირედებაო ბავშვს ბრეკეტებიო მითხრა თანხა დამისახელა 3800 ლარი ჩემი აზრით ძალიან ძვირია საერთოდ სადმე ღირს ამხელა თანხაა

    1. კი, კუბლაშვილთან ასე ღირს. და მე ვთვლი სამართლიანადაც. თუმცა აქვთ განვადების სისტემა (ადრე ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში). მხოლოდ “მედიში” ღირს ლინგვალური ბრეკეტები უფრო მეტი, როგორც ვიცი. 5000 ლარამდე. თბილისში უკვე ბევრი ორთოდონტია, ბევრი მათგანი დაბალ ფასებზე მუშაობს. მინიმალური ფასები 1000-1200 ლარია. როდესაც გირჩევთ, მე ორიენტირებული ვარ შედეგზე და ეფექტურობაზე, არა ფასზე. თუ ფასი არ არის თქვენთვის მისაღები, სხვა ორთოდონტს უნდა მიმართოთ, რომელიც თქვენთვის მისაღებ ფასად მოგემსახურებათ.

  23. მოკლედ . გეყოფათ ამდენის წერა და ხალხის მოტყუება. 1 ბრეკეტით უფრო მალე ხდება შედეგის მიღება ფირფიტასათან შედარებით, მაგრამ ფირფიტა მეტად მოსახერხებელია თუ გინდა რომ სულ არ ატარო ბრეკეტები სად წახვალ, ან თუ მსახიობი ხარ რა უნდა ქნა?!!! ბრეკეტებით გადაგიღონ ფილმში? თუ ცოტა ინგლისური მაინც იცით დაანებეთ სისულელის წერას თავი და ნახეთ ლინკი http://www.sanfte-zahnklammern.de/spangen/geraetelistea/geraete_a_eng.html და საქართველოში თუ არ არის კარგი ხარისხის ფირფიტები არ ნიშნავს რომ არ ვარგა.!!!

    1. ელემენტარული ფიზიკის ცოდნაა საჭირო, რომ გასაგები გახდეს — ბრეკეტი ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე ფირფიტა, რადგან მოქმედი ძალა უწყვეტია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთსადაიმავე შემთხვევაში ბრეკეტით მკურნალობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ფირფიტით. ფირფიტას კი ერთი დიდი უპირატესობა აქვს (გარდა იმისა რომ იაფია)— ჰიგიენის დაცვა უფრო ადვილია, რადგან მოსახსნელი. არის შემთხვევები, როცა მხოლოდ ბრეკეტით შეიძლება ჩატარდეს მკურნალობა. მაგალითად ამოუჭრელი (რეტენირებული) კბილის იძულებითი ამოჭრა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფირფიტას არ აქვს თავისი ჩვენება. თუნდაც იმ შემთხვევაში, რომელიც თქვენ აღნიშნეთ. მსახიობი ხარ და არ გინდა ბრეკეტი, თუნდაც გამჭვირვალე. ლინგვალური კი (რომელიც საერთოდ არ ჩანს) არ გიკეთდება ან ძვირია. ეგუები იმას რომ შედეგი 2-ის მაგივრად 4 წელიწადში შეიძლება მიიღო. ეს პაციენტის გადასაწყვეტია. არასოდეს არ მითქვამს რომ ფირფიტა უნდა აიკრძალოს. ორივეს აქვს თავისი პლიუსი და მინუსი. გააჩნია რა ფაქტორია პაციენტისთვის პრიორიტეტული. ეფექტურობას კარგი ხარისხის ფირფიტა ან ბრეკეტი კი არ განსაზღვრავს, არამედ კარგი ორთოდონტი. თქვენ კი მეტი კორექტულობა არ გაწყენდათ.

  24. გამარჯობა.ჩემ გოგონას ზედა ყბა აქვს წინ ანუ კბილები ბაჭიასავით აქვს ზედა ყბის.ფირფიტები გვეკეთა მაგრამ წამდაუწუმ იხსინიდა და შედეგი არ გვაქვს,ეხლა ბრეკეტების გაკეტება გადავწყვიტეთ.მირჩიეთ კარგი ორთოდონტი.მადლობთ

    1. თამარ კუბლაშვილი “უნიდენტში” ან “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი”. მისამართები შეგიძლიათ კატალოგში ნახოთ.

    1. შეიძლება ფირფიტების საშუალებითაც, თუმცა ნაკლებად ეფექტურია. ფირიფტებით მკურნალობენ თინა მიქაძის ორთოდონტიულ ცენტრში, კლინიკა “დენტექს-95” ში. ფასზე ვერაფერს გეტყვით.

    1. “უნიდენტში” და “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” ნამდვილად არის და ისე ბევრ კლინიკას აქვს უკვე განვადება ორთოდონტიულ მკურნალობაზე.

  25. didi madloba amomcuravi pasuxistvis. araperi mgrdznobeloba ar amqvs civze da cxelze eseigi yvelaperi rigzea . madloobt

  26. araperi patologia ar mqonia ubralod dabla mara ese upro estetiuri iqnebao da zogadad kbilis daqlibva kaia tu ara??

    1. პათოლოგია ნიშნავს თანკბილვის დარღვევას, ანუ რისთვისაც გიკეთიათ ბრეკეტი. დაქლიბვა კარგია თუ არა? — კარგი რომ იყოს უმიზეზოდ დაუქლიბავდნენ ყველა პაციენტს. ცუდია თუ არა? — გააჩნია რამდენზე დაიქლიბება. შეიძლება იყოს საზიანო კბილისთვის, შეიძლება არა. თუ დაქლიბულ კბილზე მგრძნობელობა მოგემატათ (ცივზე მაგალითად), მაშინ საჭიროა ზომების მიღება (ფტორირება მაგალითად). თუ არადა ესეიგი არ იყო კბილისთვის ტრავმული.

    1. მე ვერ შევაფასებ თქვენი ექიმის ტაქტიკას. ყველა პათოლოგია ინდივიდუალურია. გააჩნია რა მოსაზრებით და როგორ დაქლიბა. ამიტომ ვერ გეტყვით რამდენად საჭირო იყო და საზიანოა თუ არა თქვენი კბილებისთვის.

  27. me miketia breketebi da dges eqimma cina qveda kbilebi damiqliba vshishob rom emali damiziana da kariesi gamichdeba im adgilas

    1. ანუ ისევ დარღვეს კბილთა რკალი, ეშვი ისევ გამოვიდეს რკალიდან.

  28. gamarjobat.bavshvi 11 clisaa da eshvi akvs amosuli arasworad anu zemodan amovida arada adgili aris tavisupali da mosaxsneli aparati ushvelis? breketis sashualeba ara maqvs

    1. გამარჯობა. ბრეკეტი ყოველთვის ჯობია, რა თქმა უნდა. თქვენს შემთხვევაში ფირფიტა რამდენად ეფექტურია ვერ გეტყვით. მხოლოდ თავისუფალი ადგილი არაა საკმარისი. შეიძლება შედეგი მიიღოთ მაგრამ რეციდივი განვითარდეს.

    1. გამარჯობა. ზუსტად ვერ გიპასუხებთ. კონკრეტულად სვაროვსკი ალბათ 60-70 ლარი, თვითღირებულებიდან გამომდინარე. ჩვეულებრივი სკაისები უფრო იაფია, 50 ლარამდე.

  29. გამარჯობათ.ჩემს შვილს კბილების გასცორება ესაჭიროება ხომ ვერ მეტყვით რაღირს კბილების რკინები?

    1. გამარჯობა. თუ მოსახსნელ, ფირფიტოვან აპარატს გულისხმობთ 100-150 ლარი ღირს. ბრეკეტები უფრო ძვირია — 1000-დან 5000 ლარამდე.

  30. gamarjobat zeda ybaze wina erti kbili makvs meore kbilze gadamjdari danarcheni kbilebi yvela wesrigshia mainteresebs tu sheizleba am zedmeti nwilis chamoklibva

    1. გამარჯობა. კბილის ფორმის შეცვლა შეიძლება ვინირის საშუალებით, თუ ორთოდონტიული გზით არ გსურთ გასწორება.

  31. gamarjobat, kbilebs shoris maqvs sivrceebi (tremebi), imis gamo rom zogierti sardzeve kbili gvian movicvale da me-8 kbilebic amosuli ar maqvs. mainteresebs breketebis gaketebis shemtxvevashi ramdenad efeqturi iqneba shedegi da ramden xanshi miighweva shedegi daaxloebit? xom ar iqneba tremebis meored gachenis sashishroeba? da kidev mainteresebs ortodontiul mkurnalobastan dakavshirebit tu ketdeba dazghveva, ra saxis dazghveva ketdeba, pirobebi maintersebs iqneb icodet vinmem………gmadlobt

    1. ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია კონკრეტულ პათოლოგიაზე. ვგულისხმობ მკურნალობის ხანგრძლივობას და რეციდივის ალბათობას. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე ორთოდონტთან. დაზღვევას რაც შეეხება, ალდაგი-ბისიაის ზოგიერთ დაზღვეულთან შემხვედრია სადაზღვევო პაკეტში ორთოდონტია. ჯობია სადაზღვევოებთან დააზუსტოთ.

  32. ra asakidan sheidzleba breketebis gaketeba ?????????
    15 wlis var da pirveli ori sachreli kbilis shemdeg eshvebi maqvs da romel breketebs mirchevdit ???????

    1. ძირითადად ბრეკეტით მკურნალობა იწყება, როცა ყველა მუდმივი კბილი ამოიჭრება. შეგიძლიათ უკვე მიხვიდეთ ორთოდონტთან. დანარჩენს უფრო კონკრეტულად თავად გეტყვით ექიმი.

  33. gamarjobat! win erti kbili maqvs sheweuli..mainteresebs pirpitebit tu sheidzleba normaluri efeqtis migeba.var 20 wlis.mesmis rom breketebi uketesia magram es sakmaod dzviria..arc is minda rom tyuilad tu ar gaswordeba erti weli firfitebi vataro.ras mirchevt..gmadlobt winaswar

    1. გამარჯობა. კონკრეტულს ვერაფერს გირჩევთ დისტანციურად. ზოგადად ბრეკეტი რომ უკეთესია ისედაც იცით. თანაც ორთოდონტი არ ვარ. უნდა მიხვიდეთ ორთოდონტთან კონსულტაციაზე.

  34. დილა მშვიდობისა! მაქვს დარღვეული თანკბილვა(დისტალური თანკბილვა (საგიტალური პროგნატია)..ზედა ყბა წინ არის გამოწეული,კბილთა მწკრივების შეთანასოვნებისას მათ შორის წარმოიქმნება ნაპრალი…როგორი ბრეკეტები დამჭირდება და რა დაჯდება ეს ყველაფერი?

    1. გამარჯობა. ვერაფერს გეტყვით სამწუხაროდ. ორთოდონტი არ ვარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.