ეს კითხვა ერთერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ პაციენტები და მეც შევეცდები კიდევ ერთხელ გავცე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი.
არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავობაში კი რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. მათი აქტივობის შედეგად ხდება რბილი ნადების მინერალიზაცია გარემოდან, უპირველეს ყოვლისა კი ნერწყვიდან. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ ქვების წარმოქმნის ინტენსივობის ერთერთი განმსაზღვრელი ნერწყვის მინერალური შემადგენლობაა. ასევე ჩემი დაკვირვებით, ინტენსივობა მაღალია იმ პირებში, ვინც დიდი რაოდენობით სვამს მინერალურ წყალს.
რადგან ნერწყვზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ნერწყვის სიბლანტე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მასზეა დამოკიდებული საკვების ნარჩენების “ჩამორეცხვა” კბილის ზედაპირიდან. ბლანტი ნერწყვის შემთხვევაში ეს პროცესი გაძნელებულია.
პაროდონტის დაავადების შემთხვევაში, საკვები ნარჩენები რჩება არა მხოლოდ კბილის ზედაპირზე, არამენ პათოლოგიურ ჯიბეებშიც. ისინი კი ყოველთვისაა აღნიშნული დაავადების დროს. ჯიბეებში ნადები ღრძილქვეშა ქვებად გარდაიქმნება.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვები არ გაჩნდეს? უპირველეს ყოვლისა ესაა ნადებთან ბრძოლა, ინდივიდუალური და პროფესიული ჰიგიენის საშუალებით.
ინდივიდული ჰიგიენა გულისხმობს ექიმის მიიერ შერჩეულ ჰიგიენურ საშუალებებს (კბილის პასტა, სავლები, ძაფი, ჯაგრისი) და სწორი ხეხვის წესებს. პროფესიული ჰიგიენა კი ექიმის მიერ დადგენილი პერიოდულობით ულტრაბგერის საშუალებით რბილი ნადების მოშორებას ჯაგრისისთვის მიუდგომელ ადგილებში და გაპრიალებას აბრაზიული პასტით. ასეთი მიდგომით ხელს შევუშლით რბილი ნადების კბილის ქვად გარდაქმნას.
Mogesalmebit,var 17 wlis da mawuxebs grdzilebis anteba,mivedi stomatologtan da mitxra rom nemsebi unda gaviketo,shemdeg meore stomatologtan mivedi da qvebi amomiwminda,tumca nemsis gaketebas ar mirchevs radgan rogorc agnishna ybis dzvalze moqmedebs es antibiotiki,da mainteresebs aucilebelia nemsebis gaketeba?
პაროდონტის დაავადების ინექციებით მკურნალობა დაუშვებელია.
Gamarjobat, kbilebs dabla gamomivida motetro ragac magari, savaraudod chirqia.grdzilebic mawuxebs.samwuxarod vmushaob da stomatologtan ver mivdivar.tu shegidzliat mirchiot rame??
აუცილებლად უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან/პაროდონტოლოგთან.
ყოველ დღე ვიხეხავ კბილებს დღეში ორჯერ და დაახლოებით ვუთმობ 3 წუთს ან მეტს. ასევე სწორად ვიხეხავ კბილებს (როგორც ჰიგიენისტმა მირჩია და ასევე იუტუბზეც ვნახე) მაგრამ მაინც ჩნდება ნადები და ქვები.
და რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო?
თუ ნადები და ქვები გიჩნდებათ, ეს ნიშნავს რომ ყოველდღიურად არ ხდება დღის განმავლობაში წარმოქმნილი რბილი ნადების მოშორება სრულფასოვნად.შესაბამისად საჭიროა ჰიგიენის სხვა რეჟიმის შერჩევა, რომელიც ექიმმა უნდა გააკეთოს– უფრო ხშირი ხეხვა, ფლოსის ან ირიგატორის დანიშვნა, სხვა სახის ჯაგრისის შერჩევა, ნადების საწინააღმდეგო სავლების დანიშვნა. რისი ბრალიც არ უნდა იყოს ბევრი საშუალება არსებობს ნადები რომ არ დაგროვდეს. საჭიროა სწორად შერჩევა.
არა,ყველა კბილი ჯანმრთელი მაქვს,არცკი დამიპლომბავს.არასოდეს ამტკივებია.
თუ ფერის ცვლილებას თავ ახლავს სისხლდენა, ღრძილების შეშუპება ან პირიქით, დაწევა და კბილებს შორის სივრცეების გაჩენა, ეს პაროდონტის დაავადებაზე მეტყველებს და შესაბამის სპეციალისტს უნდა აჩვენოთ. თუ არცერთი ეს ნიშანი არ ახლავს, მაშინ პიგმენტაციაა, რომლის მიზეზიც უნდა დადგინდეს.
ღრძილებმა რკალისებურად შეიცვალა ფერი კბილებისა და ღრძილების შეერთების ადგილას,მოლურჯო-მონაცრისფრო ფერი მიიღო,ქვები გავიწმინდე სტომატოლოგთან და პარადონტაქსის და სავლების გამოყენება მირჩია თუმცა პიგმენტაციას არაფერი ეშველა.გთხოვთ მიპასუხოთ,შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი ფერი დაუბრუნდეს ღრძილებს,ანდაც რომელ ექიმს მივმართო ამ პრობლემის მოსახსნელად.წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
პირველ რიგში მინდა გკითხოთ ხელოვნური გვირგვინები/ხიდი თუ გაქვთ ამ არეში?
grdzilze ragac gamomivida chirskis magvari sisxli momdis da risi braliaa???Arada dzalian kargi kbilebi makvs vuvli…ubralod bolos stomatologtan guli wamiivida da imis mere vegar mivdivar mirchiet rame :(:(:(:(
თუ ეს რაღაც კბილის ფესვთანაა, აუცილებელია რენტგენი. სავარაუდოდ რომელიმე მეზობელი კბილია სამკურნალო.
პრაქტიკულად ღრძილების პრობლემების 80% გამოწვეულია არასწორი ჰიგიენით და შესაბამისად ჰიგიენის მოწესრიგებას ემორჩილება ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევაში. თქვენმა სტომატოლოგმა უნდა აგიხსნათ ინდივიდუალური ჰიგიენის წესები და შეგირჩიოთ მოვლის საშუალებები. ეს მისი მოვალეობაა. მხოლოდ მკურნალობის კურსით არაფერი გამოვა.
var 19wlis maqvs dawyebiti procesis grdzilebis anteba anu parodontiti,chavitare 10dgiani kursi magram droebiti shedegi momca,arsebobs tu ara raime malamo an sxva sashvaleba romelic momixsnis am problebas?madlobt
ara mgrznobeloba ar maqvs momatebuli,tumca ashkarad qvebi maqvs.aucileblad mival stomatologtan am dgeebshi,didi madloba
didi madloba rom mipasuxet..am etapze albat stomatologtan misvlas ver movaxerxeb da saertod paradontax viyeneb didi xania..gavagrzelo am kbilis pastis gamoyeneba tu rame sxvas mirchevdit? didi madloba winaswar…
თუ მინაქნრის მგრძნობელობა არ გაქვთ მომატებული, კარგი იქნება რომ გააგრძელოთ. თუმცა უკვე არსებულ ქვებს პაროდონტაქსი ვერაფერს მოუხერხებს.
grziltan ert adgilasa gamichnda sishave da es qvebis gachenas nishnavs xo? rogor gavumklavde saxlis piobebshi?
სავარაუდოდ, ღრძილქვეშა ქვაა. პირველ რიგში უნდა გაიწმინდოთ სტომატოლოგთან. შემდეგ კი მისი რჩევა-დარიგებები გაითვალისწინოთ და მის მიერ შერჩეული საშუალებებით მოუაროთ კბილებს.
დიდი მადლობა : ))
მე ქვების გაწმენდა მიყვარს 🙂 ტო ესწ, მე რომ მიწმინდავენ =)) ვერთობი. ჩაგამატე ჩემს ბლოგროლში, ძალიან საინტერესო ბლოგია, კიდევ აღვნიშნავ.
stomatologia miyvars saintereso propesiaa
miyvars stomatologiaaaaaaaaaaaaaaaaa
6tveshi ertxel propesiuli cmenda aucilebelia
როგორც გითხარით პერიოდულობა ინდივიდუალურად დგინდება ექიმის მიერ. მაგრამ მაქსიმუმი 6 თვეა. ღრძილების დაავადებისას, ნერწყვის მომატებული სიბლანტისას ან სხვა რაიმე გარემოების გამო, თუ ნადების დაგროვების ინტენსივობა მაღალია, უფრო მოკლე პერიოდით ინიშნება პროფესიული წმენდა.
საინტერესო თემაა
შეკითხვა მაქვს : ”ექიმის მიერ დადგენილი პერიოდულობით ულტრაბგერის საშუალებით რბილი ნადების მოშორებას ჯაგრისისთვის მიუდგომელ ადგილებში და გაპრიალებას აბრაზიული პასტით.”–რა ღირს ეს სიამოვნება და მაინს საშუალოდ რამდენ ხანში ერთხელ ჭიდება ხოლმე პაციენტს?