სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?

ალბათ ინფორმაციის სიმცირის ბრალია, როცა პაციენტები კბილების “გასათეთრებლად” მიმართავენ ისეთ შინაურ მეთოდებს, როგორიც ნახშირი, ლიმონი, სოდა თუ ცარცია. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ თავად სტომატოლოგმა ურჩია. მოდით, ლოგიკურად ავხსნათ რა “სარგებლობის” მოტანა შეუძლია ასეთ მეთოდებს.

დავიწყოთ იქიდან, რომ თუ გათეთრებაში კბილის მინანქრის ბუნებრივი ფერის შეცვლა იგულისხმება, ამის განხორციელება მხოლოდ ზედაპირზე რაიმენაირი ზემოქმედებით შეუძლებელია. ანუ უნდა მოხდეს ქიმიური აგენტით ქსოვილზე ზემოქმედება მისი ღრმა შრეების ჩათვლით. ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს კი შეუძლიათ იაქტიურონ მხოლოდ მინანქრის ზედაპირზე.

მინანქარი ადამიანის ორგანიზმში არსებული ყველაზე მტკიცე ქსოვილია. მისი ზედაპირი სიგლუვით მინას წააგავს. მაღალაბრაზიული, უხეში ნივთიერებების ზემოქმედებით, როგორიცაა სოდა, ცარცის ფხვნილი ან ნახშირია იგი მინასავით იკაწრება ანუ ჩნდება მასზე დაზიანებული უბნები, შეღწევადი ხდება გარე ფაქტორებისთვის ანუ დროთა განმავლობაში იმატებს კბილების მგრძნობელობა. ერთადერთი, რასაც ნამდვილად კარგად ასრულებენ ეს საშუალებები, ნადების მოშორებაა, რისი გაკეთებაც  შეგიძლიათ უფრო უსაფრთხო მეთოდით ანუ სწორად შერჩეული კბილის პასტით და ხეხვის წესების დაცვით.           

რაც შეეხება ლიმნის წვენს, იგი ქიმიურად მოქმედებს მინანქრის სტრუქტურაზე. მარტივი ქიმიიდან ვიცით რომ კალციუმის მარილები ადვილად იხსნება მჟავაში. ლიმნის წვენი მჟავაა, მინანქრის ძირითად კომპონენტს კი სწორედ კალციუმი წარმოადგენს. შედეგად, იმატებს მინანქრის მგრძობელობა და კარიესის განვითარების შანსი.

დღეს, როცა არსებობს უამრავი სახის კბილის პასტა და ჯაგრისი, ყველა სტომატოლოგებს აქვს თუნაც უბრალო ულტრაბგერის აპარატი და სპეციალური გასაპრიალებელი საშუალებები დამერწმუნეთ, არ ღირს აშკარა ზიანი მიაყენოთ საკუთარი კბილების ჯანმრთელობას.

… და რაც მთავარია, არსებობს ეს ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ამის შესახებ 🙂

3 thoughts on “სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?

  1. gamarjobat.aseti kitxva maqvs tqventan, stomatologma mirchia rom dilit kbilebi gamexexa ftoris shemcvleli pastebit xolo sagamos samkurnalo,maintereseb aqvs tu ara mnishvneloba romeli pastebi iqneba es?didi madloba

    1. დიახ, აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, ფტორიდი რომელიც კბილის პასტებში ემატება სხვადასხვაა. უკეთესია ამინოფტორი. სამკურნალო პასტებიც ბევრნაირია. ჯობია ექიმს სთხოვოთ კონკრეტული კბილის პასტები დაგინიშნოთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.