მიუხედავად იმისა, რომ კბილი მტკიცე ქსოვილებისაგან შედგება, იგი ჩვეულებრივი ორგანოა, თავისი ინერვაციით და სისხლმომარაგებით, თუმცა რეგენერაციის უნარი არ გააჩნია. კბილის დევიტალიზაცია ანუ “მოკვლა” როგორც მას ხშრად უწოდებენ, არღვევს მისი მაგარი ქსოვილების სისხლმომარაგებას, რადგან პულპა ანუ “ნერვი”, რომლის ამოღებაც დევიტალიზაციის მიზანია ტკივილის აღმოსაფხვრელად, ნერვული დაბოლოებების გარდა შეიცავს სისხლძარღვებსაც. სწორედ ისინი კვებავენ კბილის მაგარ ქსოვილს —- დენტინს. კვებას მოკლებული დენტინი დროთა განმავლობაში ოდნავ მუქდება და მყიფე ხდება, კარგავს ელასტიურობას და მცირე ტრავმებითაც კი შეიძლება დაზიანდეს.
თუ რამდენად შეიცვლის დევიტალური კბილი ფერს, დიდადაა დამოკიდებული არხის საბჟენ მასალაზე. მაგალითად, რეზორცინ-ფორმალინის პასტა, რომელიც ახლა თითქმის აღარ გამოიყენება, კბილს აფერადებდა ღია ვარდისფერიდან მუქ იასამნისფერ ტონალობამდე.
კბილის დისკოლორიზაციის პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე გზა არსებობს:
- ვინირები
- ხელოვნური გვირგვინები
- ენდო-გათეთრება
სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა შევჩერდე, რადგან ჩემი აზრით ყველაზე დამზოგველი მეთოდია და შედარებით იაფიც. განსაკუთრებით ეფექტურია საჭრელი კბილების შემთხვევაში. არ მოითხოვს პაციენტის მხრიდან კაპის ტარებას, რადგან გამათეთრებელი გელი იდება კბილის ღრუში გარკვეული პერიოდით. პროცედურა ტექნიკურად რთული არაა, თუმცა ექიმისთვის აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.
ბოლოს მინდა ერთი ჩემი ნამუშევარი დავდო თვალსაჩიენობისთვის.
გამარჯობა..რამდენი ხანი შეიძლება ენდოგელის მოთავსება ღრუში?ბელაგელი მიდევს 1თვეა..პერიოდულად მიცვლიდნენ..
“ბელაგელი” კონკრეტულად ამ პრეპარატზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მაგალითად “ულტრადენტის” პროდუქციიდან შიდა გათეთრებისთვის გამოიყენება სპეციალურად ამ მიზნით შემქნილი საშუალება (გასხვავებით გარეგანი გათეთრების საშუალებებისგან) და თავსდება მაქსმუმ 2 კვირით (იცვლება 3-4 დღეში ერთხელ).
გამარჯობათ მე 15 წლის ვარ და დაახლოებით 7 თვის წინ ჭიდაობაზე დავდიოდი და იქ კბილი ჩამოვარტყი და ნელ ნელა დაიწყო გაშავება ეხლაც გაშავებული მაქ წინა კბილი და რა ვქნაა?? კბილს ეშველება რამეე? შესაძლებელია თუ არა რომ ისევ გავითეთრო როგორმეე???
ამ ასაკში გათეთრება რეკომენდებული არაა, მაგრამ კბილი აუცილებლად უნდა შემოწმდეს კბილი, რომ უფრო დიდი პრობლემა არ გამოგრჩეთ ვიდრე ფერის შეცვლაა. კბილის “ნერვის” დაზიანება და კვდომა იწვევს ფერის შეცვლას. პირველ რიგში აუცილებელია კბილის მოტეხილობის გამორიცხვა. თუ მოტეხილობა არაა, მაშინ უნდა მოხდეს “მკვდარი ნერვის” ამოღება კბილის ფესვის არხიდან და არხის დაბჟენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია გავრცელდება ფესვის ირგვლივ ძვალში.
სანდო კლინიკას ვერ გვეტყვით ამ დროისთის და სტომატოლოგს რომელიც ამ ენდოგათეთრებას აკეთებს?
ენდოგათეთრებას ბევრ კლინიკაში აკეთებენ. მე გირჩევდით “ელიტს”.
გასაგებია. წინა მხრიდან პლომბი არ არის. დიდი მადლობა
საღი კბილი გამიხვრიტეს, რადგან დაჩირქება იყო ღრძილის სიღრმეში,ექიმი ფირობდა, რომ რაიმე მაგარი ხილის მიღების დროს მოხდა ხილის კანის შეჭრა. შიგნითა მხრიდან პატარა ნახვრეტია, პლომბი თითქმის არც ემჩნევა..ნერვი მკვდარია…მე გამიხარდება თუ მხოლოდ პლომბის მიზეზი იქნება ….დიდი მადლობა
თუ კბილის წინა, ტუჩისკენა ზედაპირზე ბჟენი არაა, ესეიგი თვითონ კბილია ფერშეცვლილი. დიახ, ამ შემთხვევაში ენდოგათეთერება ეფექტური უნდა იყოა. ბჟენის შეცვლას კი არ მიზნით აზრი არ აქვს.
რაიონში ვარ და ენდოგათეთრებამდე თუ ჰელიოპლომბი ცოტას მაინც შედეგს მომცემდა და კბილის ელფერს გააფერმკთალებდა კარგი იკნებოდა.
როგორც წინა კომეტარიდან მივხვდი თქვენი ბჟენია ფერშეცვლილი და არა კბილი. შესაბამისად ენდოგათეთრება არ გჭირდებათ.
აი როგორც პოტოზეა ნაჩვენები,იგივე პრობლემა მაქვს, იმ განსხვავებით, რომ ჩემი წინა” შოტი” ოდნავ ღიაა, მოვარდისფრო…15წლის უკანდელი პლომბია, 7წელია რაც ფერი იცვალა…რომ გამოვცვალო პლომბი და ჰელიოთი სევცვალო თუ მივიღებ ეფექტს…
ფოტოზე მოყვანილ შემთხვევაში ბჟენი არაა, თვითონ კბილია ფერშეცვლილი, როგორც სტატიაში წერია. თქვენ თუ ბჟენი გაქვთ ფერშეცვლილი უნდა გამოიცვალოთ რატქმაუნდა. მითუმეტეს თუ ჰეილობჟენი არაა და ქიმიური კომპოზიტია.
mainrteresebs kbilidan nervis amogeba mtkivneulia tu ara nemsit ra tqma unda.
ანესთეზიის ქვეშ უმტკივნეულოა.
da kidev mainteresebs martalia tu ara rom nervmokluli kbili ryevas iwyebs ?
არ არის მართალი.
gamarjobat mainteresebs vinirebs sad aketeben? romel klinikashii?
რამდენადაც ვიცი აკეთებენ “ელიტში” და “ელიტ-კერამიკოში”. კოორდინატები იხილეთ კატალოგში.
gmadlobt.
ra girs endo gatetreba? daaxloebit igive situacia maqvs zeda sachrel kbilze,rogorc suratzea nachvenebi da ra damijdeba endo-gatetrebit mkurnaloba?
ენდოგათეთრებას აკეთებს “ვაით-დენტში” თინათინ გიგოლაშვილი, საირმის 9, 2145514. ფასი და სხვა დეტალები შეგიძლიათ ტელეფონით დააზუსტოთ.
maqvs mkvdari kbili 8wlis viyavi nervi rom amovige axla var 19wlis da mas shemdeg araertxel momiwia am kbilis daplombva tavidan magram kbili aris ashkarad fer shecvlili ras mirchevt?aqve minda avgnishno rom xshirad plombebi mvardeba da risi bralia?
ფერშეცვლილი კბილის შემთხვევაში გამოიყენება ენდოგათეთრება, როგორც სტატიაშია მითითებული, ან ვინირი. ბჟენების ამოვარდნა კი ყველაზე ხშირად უხარისხო მკურნალობის ბრალია.
nino gamarjoba maineresebs nerv moklulma kbilma xom ar daiwyo ryevaa? mec mokluli maqvs da ase gaviger drota gganmavlobashi ryevas iwyebso.. da ramdenad martalia?
სად მდებარეობს თვენი კლინიკა?
არსად, საქართველოში არ ვიმყოფები.
nervis mokvlidan ramden xanshi xdeba kbilis shesabamisad dabjena da tavistavad ircheva perebi xo minanqris shesabamisad?
გააჩნია რა მასალით იბჟინება არხი. შეიძლება იმდღესვე ან მეორე დღეს.
გამარჯობა.მაინტერესებს რამდენ ხანში მიიგეთ ასეთი შედეგი და რომელი ენდო ბლიჩინგი გამოიყენეთ?
გამოვიყენე Opalescense Endo. თუ სწორად მახსოვს ამ შემთხვევაში 3 ვიზიტი დასჭირდა სასურველი შედეგის მიღებას. ანუ დაახლოებით 2 კვირა.