“ჯადოსნური ჯოხი” ტკივილის წინააღმდეგ

ეს სტატია განკუთვნილია ექიმებისთვის, ამიტომ  სპეციფიკური ტერმინოლოგია  ზოგისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს . რაც დაგაინტერესებთ, იკითხეთ კომენტარის სახით. არ დამეზარება, გიპასუხებთ 🙂

დამეთანხმებით, უმტკივნეულო ანესთეზიის ფაქტორი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მომავალში შევეცდები ცალკე სტატიად ჩამოვაყალიბო ის მიზეზები, რაც მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს ანესთეზიის ჩატარებისას. ერთერთი ასეთი მიზეზია წნევა, რომელიც პრეპარატის ქსოვილში შეყვანისას ხორციელდება.

მინდა “გაგაცნოთ” კომპანია MILESTONE SCIENTIFIC-ის პროდუქტი, რომელიც ერთერთ გამოფენაზე ვნახე და შეუცვლელ  ნივთად ჩავთვალე სტომატოლოგიურ კაბინეტში. 

STA Single Tooth Anesthesia System® —- ესაა ბლოკი, რომელიც აერთიანებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას და ერთჯერად საინექციო მოწყობილობას, რომელსაც მისი ფორმის გამო “Wand” ანუ “ჯადოსნური ჯოხი” ეწოდება.პროცესორის საშუალებით კონტროლდება შესაყვანი ანესთეტიკის რაოდენობა და შეყვანის სიჩქარე, შესაბამისად კი —- წნევა, რაც ინექციის პროცედურას უმტკივნეულოს ხდის. ექიმი პროცესს სპეციალური პედლის საშუალებით არეგულირებს.

STA სისტემა  საშუალებას იძლევა ინტრალიგამენტური ანესთეზიის მეთოდით ჩატარდეს მხოლოდ ერთი კბილის გაუტკივარება. მაგალითად ქვედა ყბაზე მანდიბულური ან ტორუსული ანესთეზიის მაგივრად, როცა მხოლოდ ერთი კბილის პრეპარირებაა საჭირო.

ჩვეულებრივი გზით ჩატარებული ინტრალიგამენტური ანსეთეზია ყველამ ვიცით როგორ მტკივნეულ შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ამ დროს პრეპარატის შეყვანა უნდა ხდებოდეს დიდი წნევით, რაც ხშირად პერიოდონტის და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს.  STA-სისტემაში გამოყენებული ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა პროცედურა უსაფრთხოდ ჩატარდეს.

კვლევებით დადგინდა, რომ ფიზიკის კანონების თანახმად საინექციო ნემსის თავის ირიბი ჭრილი  ცდომილებას იძლევა რბილ ქსოვილებში მისი სწორხაზოვნადგადაადგილებისას . მაგალითად,  0,4მმ X 30მმ ზომის ნემსი “დანიშნულების ადგილს” 5 მმ-ით სცდება.  “Wand”-ის შემქმნელების მიერ შემუშავებულია სპეციალური — ბურთულიანი კალმის მსგავსი დიზაინი, რაც ამცირებს ცდომილებას.

“Wand”-ის დიზაინი მკვეთრად განსხვავდება სტანდარტული შპრიცისაგან, ამის გამო თავიდანვე პაციენტის კეთილგანწყობას იმსახურებს, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია.

STA-სისტემაში  გამოიყენება ნებისმიერი ანესთეტიკი კარპულის სახით.

უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე :  www.milesci.com

3 thoughts on ““ჯადოსნური ჯოხი” ტკივილის წინააღმდეგ

  1. 4-5 წელია.
    კომპანიას მიწერეთ და რეგიონულ წარმომადგენელს დაგაკავშირებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.