ღრძილების დაავადება — საფრთხე მომავალი დედებისთვის

ხშირად ხდება ხოლმე, რომ მომავალი დედები სათანადოდ არ აფასებენ პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობს. ახალი კვლევების თანახმად, ორსულობის დადგომა პრობლემატურია იმ ქალებში, რომლებსაც ღრძილების დაავადება აწუხებთ.

ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე პროფესორმა როჯერ ჰარტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  პაროდონტის დაავადება ისეთივე გავლენას ახდენს ქალთა ნაყოფიერებაზე, როგორც სიმსუქნე.

პაროდონტის დაავადება კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებით ხასიათდება, შედეგად ხდება მათი დესტრუქცია და ინფექცია სისხლში ხვდება.

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა ცხადყო, რომ ღრძილების დაავადება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულის, თირკმელების, ფილტვების დაავადებების, დიაბეტის (II ტიპი), ნაადრევი მშობიარობის და თვითნებური აბორტების განვითარებაში.

სტატისტიკამ ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის 10% ატარებს  პაროდონტის დაავადების ისეთ ფორმას, რომლის პრევენცია ადვილად შეიძლება პირის ღრუს ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვით ( კბილების გახეხვა დღეში მინიმუმ 2-ჯერ და დენტალური ფლოსის გამოყენება).

ავსტრალიაში ამ თემაზე ჩატარებულმა კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ  იმ ქალებს, რომლებსაც ღრძილების დაავადება აწუხებთ, საშუალოდ 7 თვე  სჭირდებათ დაორსულებისთვის.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვამდე ღრძილების დაავადების მკურნალობა, ასევე პირის ღრუს მოვლის წესების შესწავლა და დაცვა დაავადების განმეორების თავიდან ასაცილებლად.

4 thoughts on “ღრძილების დაავადება — საფრთხე მომავალი დედებისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.