უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ კბილი

imagesარცთუ იშვიათად საზოგადოება სტომატოლოგიას განიხილავს, როგორც მომსახურების სფეროს და არა მედიცინის დარგს. სტომატოლოგს მიმართავენ კონკრეტული პრობლემით და პაციენტი კმაყოფილია, თუ ეს პრობლემა სწრაფად და რაც შეიძება უმტკივნეულოდ მოგვარდება. შეაწუხა კბილმა — ესტუმრა სტომატოლოგს — უმკურნალეს ან ამოუღეს და თავისი საქმის მცოდნე ექიმის ხელში მოხვედრილი პაციენტი კმაყოფილი ბრუნდება სახლში. ერთი შეხედვით სრულყოფილი სისტემაა, თუმცა რეალურად საქმე ცოტა სხვაგვარადაა.

სტომატოლოგია მედიცინის ვიწრო, მაგრამ რთული დარგია. მცირე სივრცეში თავმოყრილია მრავალი ორგანო, რომლის ფუნქციონირება კავშირშია ორგანიზმის სხვა სისტემებთან, მათი ცვლილებები კი პირის ღრუში აისახება. მარტივ და თვლსაჩინო მაგალითად გამოდგება ის, რომ თანკბილვის დარღვევის ერთერთი სახე — ჯვარედინი თანკბილვა შეიძლება სქოლიოზის ნიშანი იყოს.

დავუბრუნდები იმას, საიდანაც დავიწყე. კონკრეტული სტომატოლოგიური პრობლემა სულაც არაა ერთეული და დამოუკიდებელი. გააჩნია თავისი მიზეზი და შედეგი. ექიმის ტაქტიკა მიმართული უნდა იყოს არა მარტო პრობლემის მოგვარებაზე, არამედ მის ანალიზზე და მიზეზის ძიებაზე სხვა სპეციალისტებთან ერთად. მაგალითად, ბანალური კარიესის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი თანკბილვა. პაციენტის მიმართვით შესაბამის სპეციალისტთან და ორთოდონტიული პრობლემის აღმოფხვრით თავიდან იქნება აცილებული არამარტო ამ კბილის შემდგომი დაზიანება, არამედ ახალი კარიესის გაჩენა და რაც მთავარია პაროდონტის დაავადების განვითარება.

ბოლო წლებში ინტერდისციპლურ (მულტიდისციპლინურ) მიდგომას დიდი მნიშვნელობა ექცევა სტომატოლოგიაში. გუნდური მუშაობის პრინციპი პირველ რიგში მიმართულია იდეალური შედეგის მისაღწევად, რაც, დარწმუნებული ვარ თითოეული სტომატოლოგის მიზანია. ზოგადი სამედიცინო და მომიჯნავე სპეციალობების ცოდნა, ასევე კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი მას საშუალებას აძლევს დროულად შესთავაზოს პაციენტს პრობლემის მოგვარების უფრო ეფექტური გზები თავის გუნდთან ერთად.

გუნდური მუშაობით მიღებული შედეგის რამოდენიმე მაგალითი, სადაც ჩართულია ორთოდონტი, პაროდონტოლოგი, იმპლანტოლოგი, ორთოპედი:

1549418_10202091176594244_1124672858_n

1779784_10203221283951719_2129610978_n

1470355_10202719020203805_1351819909_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.