რატომ და როგორ გამოვიყენოთ უშაქრო საღეჭი რეზინი

Chewing-Gumყველას გაგვისინჯავს საღეჭი რეზინი, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც უშაქროს, მაგრამ რეალურად ტკბილი გემო აქვს. ასეთი საღეჭი რეზინი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ შაქრის ნაცვლად მის შემცვლელს შეიცავს, ყველაზე ხშირად ქსილიტოლს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.

საღეჭი რეზინის გამოყენების ასეთი აქტიური პროპაგანდა არამხოლოდ მარკეტინგულ ინტერესს წარმოადგენს, იგი ნამდვილად რეკომენდებულია სტომატოლოგების მიერ.

ღეჭვის პროცესში, იქნება ეს საკვები თუ საღეჭი რეზინი, უფრო ინტენსიურად გამოიყოფა ნერწყვი. ანუ საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ განაპირობებს ნერწვის გამოყოფის გაგრძელებას. საკვების ნარჩენებიდან მათში არსებული შაქრის გადამუშავებით ბაქტერიების მიერ გამოიყოფა მჟავები, რაც საფრთხეს უქმნის კბილის მინანქარს.  საღეჭი რეზინი გამოყენება განაპირობებს ნერწყვის საშუალებით საკვების ნარჩენების ჩამორეცხვას და მნიშვნელოვნად ამცირებს მათ რაოდენობას კბილის ზედაპირზე. შესაბამისად კი კარიესეს განვითარების რისკსაც. ბუნებრივია თავად საღეჭ რეზინში შემავალი შაქარი დამატებით “საკვებს” წარმოადგენს ბაქტერიებისთვის. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია უშაქრო.

საღეჭი რეზინი ასევე ეფექტურია მინანქრის ეროზიის პროფილაქტიკისათვის. მინანქრის ეროზია ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ საკვები რაციონი დიდი რაოდენობით შეიცავს მაჟავას. მაგალითად ციტრუსები და მათი წვენები, გაზიანი სასმელები. მჟავის ზემოქმედებით მინანქრის ზედაპირიდან გამოირეცხება კალციუმი და სხვა საჭირო მინერალები. მინერალების დანაკარგის შევსებას ნერწვიდან დაახლოებით 1 საათი სჭირდება. ვინაიდან საღეჭი რეზინი აძლიერებს ნერწვის გამოყოფას, უფრო სწრაფად ხდება მინერალების შევსება და მჟავის ზემოქმედების განეიტრალება.

ნერწყვის გამოყოფის სტიმულაციის გამო საღეჭი რეზინის გამოყება ასევე რეკომედებულია პირის ღრუს სიმშრალის და ჰალითოზის (უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან) შემთხვევაში.

რაც შეეხება ქსილიტოლს, იგი წარმოდგენს ნატურალურ დამატკბობელს. მას შეიცვას სხვადასხვა სახის კენკრა, ხილი, ბოსტნეული და სოკო.  ძირითადად მიიღება არყის ხის ქერქიდან.

საღეჭი რეზინის გამოყენება რეკომენდებულია ყოველ ჯერზე საკვების მიღების შემდეგ,  20 წუთის განმავლობაში. არაა რეკომენდებულია 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა არჩევანი მათ მშობლებზეა. გადაყლაპვის შემთხვევაზე არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისათვის.

ასევე არაა რეკომენდებული მათთვის ვინც იყენებს მოსახსნელ პრეთეზს, ატარებს ბრეკეტს ან ორთოდონტიულ აპარატს.

გვახსოვდეს: საღეჭი რეზინი არ ცვლის კბილის ჯაგრისს, იგი წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე საშუალებას პირის ღრუს ჰიგიენისა და კარიესის პროფილაქტიკისთვის. კბილების გახეხვა დღეში ორჯერ ჯაგრისით და კბილის პასტით აუციელბელია ნებისმიერ შემთხვევაში.

4 thoughts on “რატომ და როგორ გამოვიყენოთ უშაქრო საღეჭი რეზინი

  1. var 16 wlis 2 dgis win agmovachine zeda wina kbilze patara shavi wertili, guhsin kide am kbilis ukan kariesi cota didi esec grdziltan da mainteresebs xdeba tu ara amis daplombva? dzaan meshinia xo ar momdzvreba kbili? an egeti metodi ro ar ikos mere ra vqna? tan jdeashi am dros xo agar unda gamichndes kbilze kariesi

    1. რათქმაუნდა ხდება და აუცილებელიცაა დაბჟენა შემდეგი გართულებების თავიდან ასაცილებლად. კარიესი ყველა ასკში შეიძლება გაჩნდეს, ნებისმიერ კბილზე.

  2. 16 wlis var da ukana sagechi kbili amomvarda rodesac kbils voxexavdi da exla mis gverddze mdgomic mepampaleba risi bralia ???

    1. სარძევე კბილი ხომ არ გქონდათ დარჩენილი მოსაცვლელი? ან ბჟენი ხომ არ ამოგივარდათ და არა კბილი? სხვა შემთხვევაში კბილი ასე ამოვარდნა მხოლოდ მძიმე ფორმის პაროდონტიტის დროს არის შესაძლებელი, რაც თქვენს ასაკში უკიდურესად იშვიათია.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.