ალვეოლიტი — გართულება კბილის ამოღების შემდეგ

meat-bacteria-537x272

კბილის ამოღების შემდგეგ ყველაზე ხშირი გართულება ალვეოლიტია, ანუ კბილბუდის ანთება. კბილის ამოღების შემდეგ ყბის ძვალში რჩება ღრმული — კბილბუდე, რომელსაც ავსებს შედედებული სისხლის კოლტი. იგი იცავს კბილბუდის კედლებს დაინფიცირებისაგან. პირის ღრუში კი როგორც ვიცით მრავლადაა პათოგენური ბაქტერიები.

თუკი რაიმე მიზეზით კოლტი კბილბუდეში არ აღმოჩნდა, კბილბუდის კედლები, რომელიც გაშიშვლებულ ძვლოვან ქსოვილს წარმოადგენს, ადვილად შეღწევადი ხდება ბაქტერიებისთვის. ეს
მიზეზი შეიძლება იყო სისხლის შედედების დარღვევა ან კოლტის დაზიანება. სისხლის შედედების დარღვევა ძირითადად ხდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი ანტიკოაგულანტებს იღებს. ამიტომ ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს. კოლტის დაზიანება შეიძლება მოხდეს თუ პაციენტი შეეცდება თვითონ გაისუფთაოს კბილბუდე. ამიტომ ექსტრაქციის შემდეგ ჭრილობის გაწმენდა ან თუნდაც ენით მოსინჯვა ან რაიმე სახის მექანიკური ზემოქმდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასევე უნდა ერიდოთ მაგარ ან ცხელ საკვებს/სასმელს კბილის ამოღების შემდეგ.

კოლტის დაზიანება და სისხლდენის განახლება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ, ვარჯიშმა პირველი დღის განმავლობაში. საწრუპი ჩხირის გამოყენებაც შეიძება გახდეს სისხლდენის მიზეზი, რადგან ამ დროს პირის ღრუში იქმნება უარყოფითი  წნევა. პრობლემის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს მოწევა.

თუ მაინც მოხდა კოლტის დაზიანება და ალვეოლიტი განვითარდა, ტკივილი ძირითადად იწყება 3-4 დღეს კბილის ამოღებიდან. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ჩარევა, რომ ინფექცია არ მოხვდეს ყბის ძვლის ქსოვილში და არ განვითარდეს მძიმე პათოლოგია — ოსტეომიელიტი.

ალვეოლიტის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები ჭრილობის მოვლასთან დაკავშირებით და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეთ დანიშნულება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.