როგორც დასახელებიდან ჩანს ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია წვის შეგრძნება მთლიანად პირის ღრუში ან მის სხვადასხვა უბანში, რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე. წვის შეგრძნება მუდმივია და შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, რაც, დამეთანხმებით, დიდი დისკომფორტია.
მიზეზის გამოსავლენად არ არსებობს სპეციალური ანალიზი/ტესტი, რაც ართულებს დიაგნოსტიკას. ასევე არ არსებობს რაიმე კონკრეტული მკურნალობა, რაც გამოსადეგია ყველა პაციენტისთვის. თუმცა ექიმს შეუძლია დანიშნულების მიცემა, რაც დაეხმარება პაციენტს ტკივილის მართვაში.
სიმპტომები
ძირითადი სიმპტომია პირის ღრუში წვის, ჩხვლეტის შეგრძნება, რასაც შეიძლება ახლდეს დაბუჟების შეგრძნებაც. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს პირის სიმშრალე და გემოს შეცვლა.წვის შეგრძნება უფრო ხშირად გამოხატულია ენაზე, თუმცა შეიძლება ვრცელდებოდეს სასაზე და პირის ღრუს სხვა უბნებში.
პირის ღრუს წვის სინდრომი შეიძლება გრძელდებოდეს თვეების ან წლების განმავლობაში. ზოგ შემთხვევაში ტკივილის სიძლიერე იცვლება, ზოგ შემთხვევაში კი უცვლელია. ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს ტკივილის შემცირებას საკვების ან სითხის მიღების დროს.
დიაგნოსტიკა
პირის ღრუს წვის სინდრომის დიაგნოსტირება პრობლემატურია. ერთერთ მიზეზის წარმოადგენს ის, რომ პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს რაიმე მიზეზი ლოკალურად პირის ღრუში, რაც შეიძლება შენიშნოს სტომატოლოგმა. პაციენტი იგზვნება სპეციალისტთან, რომელიც სპეციალიზდება პირის ღრუს დაავადებებში ან ქირურგთან. შეიძლება საჭირო გახდეს ოტორინოლარინგოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, დერმატოლოგთან მიმართვა.
სავარაუდო ტესტები/ანალიზები მოიცავს:
- სისხლის ანალიზს
- პირის ღრუს ნაცხს
- ალერგიულ ტესტს
- ნერწყვის გამოყოფის ტესტს
- ბიოფსიას
- რენტგენოდიაგნოსტიკას
პირის ღრუს წვის პირველადი და მეორადი სინდრომი
პირველადი —- თუ ანალიზების შედეგად არ გამოვლინდა რაიმე სახის ფონური მდგომარეობა, სინდრომი პირველადია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში პირის ღრუს წვის სინდრომს იწვევს ტკივილის და გემოს მაკონტროლებელი ნერვების დაზიანება.
მეორადი —- გარკვეულმა სამედიცინო პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს წვის სინდრომი, როგორც მეორადი, თანმხლები მდგომარეობა. ესენია:
- ჰორმონალური ცვლილებები (მაგ. დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება)
- ალერგია სტომატოლოგიურ პროდუქტებზე, მასალებზე (ხშირად მეტალზე), ან საკვებზე.
- პირის სიმშრალე, რაც შეიძება გამოწვეული იყოს ზოგიერთი დაავადებით (მაგ. შოგრენის სინდრომი) ან მედიკამენტით (მაგ.ჰიპერტონიის სამკურნალო), ან რადიოთერაპიით.
- კვების დეფიციტი (მაგ. B ჯგუფის ვიტამინების და რკინის ნაკლებობა საკვებში)
- პირის ღრუს ინფექციები, მაგ. სოკოვანი ინფექცია.
- მჟავური რეფლუქსი.
მკურნალობა
მეორადის სინდრომის შემთხვევაში საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა, ან გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა.
პირველადი სინდრომის შემთხვევაში უნდა მოიძებნოს გზა ტკივილის კონტროლისთვის, მედიკამენტოზური ან სხვა საშუალებებით. მკურნალობა რომელიც ეფექტურია ერთ პაციენტთან შესაძლოა არ იყოს ეფექტური მეორესთან.
ტკივილის შესამსუბუქებლად შეიძლება ეფექტური იყოს ცივი წყლის სმა ან გამოვლება, ყინულის ნატეხის წუწნა, ან უშაქრო კევის ღეჭვა.
აუცილებელია გამაღიზიანებელი ფაქტორების გათვალისწინება:
- თამბაქო
- ცხელი და ცხარე საკვები
- ალკოჰოლურ სასმელი
- ალკოჰოლის შემცველი პირის ღრუს სავლები
- მაღალი მჟავიანობის მქონე პროდუქტები (მაგ. ციტრუსები და მათი წვენი)
გამარჯობათ ჩავისვი წინ 6კბილზე ცირკონის მეტალის კბილები მაწუხებს ზედა ტუჩის წვა ქავილი ბჯუილი მაქვს თუჩის ზოლი შგნიდან გაწითლებული და ოდნავ დახეთქილი ასევე კბილის მიმდებარე სასის ბჯუილი ოდნავ რისბრალი შეილება იყოს მადლობთ
შესაძლოა ალერგიული რექცია იყოს რომელიმე გამოყენებულ მასალაზე, მაგალითად მეტალზე. მაგრამ ცირკონთან ერთად მეტალი არ გამოიყენება და უმჯობესია დააზუსტოთ რა მასალით გაქვთ გაკეთებული.
ალერგიის შემთხვევაში საჭიროა გამაღიზიანებელი ფაქტორის მოშორება.