რაზე შეიძლება მიანიშნებდეს კბილების ჰიპერმგრძნობელობა?

Woman With Hypersensitive Teeth Eating Ice Lolly

მინანქრის მომატებული მგრძნობელობა მოსახლეობის დაახლოებით 57% აწუხებს. მკვეთრი ტკივილი ცივზე და ცხელზე, ასევე ტკბილი ან მჟავე საკვების მიღებისას ძლიერ შემაწუხებელია და ხშირად პიროვნებას უწევს უარი თქვას გარკვეული სახის საკვებზე.

შევეცდები მოკლედ ავხსნა ამ სახის ტკივილის მექანიზმი: მინანქარის ქვეშ, რომლითაც დაფარულია კბილის გვირგვინი მდებარეობს დენტინი — კბილის შედარებით
რბილი ქსოვილი. კბილის ფესვის ნაწილში დენტინს ფარავს hypersensitivity1ცემენტი. დენტინი შედარებით ფოროვანი ქსოვილია, რომელიც მრავალ მიკრო-არხს, მილაკს შეიცავს. თუკი რაიმე მიზეზით დენტინი, რომელიც წესით საიმედოდ უნდა იყო დაცული შემავალი ხდება გამღიზიანებლის მიმართ (ტემპერატურული, ქიმიური), იგი ვერ ახერხებს კბილის ცენტრში მოთავსებული “ნერვის” ანუ პულპის დაცვას. დენტინის მილაკების საშუალებით პულპაზე ზემოქმედებს გამღიზიანებელი და ასე ჩნდება ტკივილის შეგრძნება.

რა შემთხვევაში შეიძლება აღიქვამდეს დენტინი მტკივნეულ გამღიზიანებელს? მინანქრის მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში ხშირად მინანქრის ქსოვილი თხელი, დაზიანებული ან არასრულფასოვანია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს აგრესიული ან გადაჭარბებული ხეხვა, ბზარები მინანქარზე, მინერალების დეფიციტი. თუმცა კბილის მომატებული მგრძნობელობის მიზეზი მხოლოდ მინანქარი შეიძლება არ იყოს.

კარიესული ღრუს არსებობის შემთხვევაში ღრუს ფსკერი და კედლები სწორედ დენტინის ქსოვილს წარმოადგენს. კბილის გვირგვინის ჩამოტეხვის, ცვეთის ან მინანქრის სხვა რაიმე სახის დაზიანების დროსაც დენტინის ქსოვილი შიშვლდება. ამ ყველა შემთხვევაში ტკივილი ანალოგიური მექანიზმით ვითარდება.

კბილების ჰიპერმგრძნობელობის კიდევ ერთი მიზეზი ფესვის გაშიშვლებაა, რომელიც პაროდონტის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, კბილის ფესვის ნაწილში დენტინი დაფარულია ცემენტით ანუ დუღაბით. იგი თუმცა დენტინზე მტკიცეა, მაგრამ ნაკლებად მტკიცე, ვიდრე მინანქარი. ნორმალურ მდგომარეობაში ფესვი ანუ ცემენტით დაფარული ნაწილი ყბის ძვალში უნდა მდებარეობდეს და სრულად იყოს დაფარული. მაგრამ თუკი პაროდონტის დაავადების ან ღრძილის დაზიანების მიზეზით შიშვლდება ფესვის ყელი, გაშიშვლებული ცემენტი ადვილად განილევა, რასაც დენტინის მგრძნობელობა მოჰყვება შედეგად. ფესვის გაშიშვლების შემთხვევაში ნორმალური რეჟიმით ხეხვაც კი აზიანებს ცემენტს, მინანქრისგან განსხვავებით. არადა ასეთ მდგომარეობაში კბილების გახეხვა და ზოგადად პირის ღრუს ჰიგიენა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ღრძილების დაავადების პროგრესირებასთან.

რომ შევაჯამოთ, კბილების მომატებული მგრძნობელობა მინანქრის მგრძნობელობის გარდა შეიძლება მიანიშნებდეს ბევრად სერიოზულ პრობლემაზე, როგორიცაა კარიესული ღრუები, მოტეხილობა, პაროდონტის დაავადება. ასეთ შემთხვევაში მგრძნობელობის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება საკმარისი არაა. ამიტომ პრობლემის მიზეზის გასარკვევად უმჯობესია ესტუმროთ ექიმს, რომელიც სწორად შეგირჩევ მკურნალობის ეფექტურ გზას.

 

 

4 thoughts on “რაზე შეიძლება მიანიშნებდეს კბილების ჰიპერმგრძნობელობა?

  1. gamarjobat! wina kbilebi maqvs uwormasworo da amis gamo sicilis dros maqvs kompleqsi. ar minda breketis da msgavsi sashualebis chareva. mainteresebs tu arsebobs zeda ybaze misamagri silikonis an msgavsi masalis( ukacravad ver verkvevi stomatologiur teqnologiashi) mikvra. minaxavs sazgvargaret da radgan saqartveloshic dzalian ganvitarda stomatologia vifiqre aqac iqneba.
    madlobt.

    1. ბრეკეტის გარეშე შესაძლებელია ვინირებით კბილების ესთეტიკის გაუმჯობესება. დღეს საქართველოში სხვადასხვა სახის ვინირებია ხელმისაწვდომი.

  2. gamarjobat tu shegicliat ikneb mirhiot ra sashvalebit gavihero marjvena mzares dabla grcili mtkiva sashinlat marto marjvena mxare ybian yurianat shignidan mhxvlitavs da denebivit mirtyavs tan grcilze sakmaot didixania gamosuli mak ragac patara simagre certilivitaa da tetria da ase vpikrob rom ikidan modis tkivilic

    1. ტკივილგამაყუჩებლის გარდა ამ შემთხვევაში ვერაფერს გირჩევთ. თქვენ რასაც აღწერთ, იმის მიხედვით რამოდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს და ექიმის ჩარევაა აუცილებელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.