მოწევა რომ დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანრმთელობას ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი — ზრდის პირის ღრუს კიბოს ალბათობას, ხელს უწყობს ღრძილების დაავადების განვითარებას, იწვევს კბილების ფერის შეცვლას, გავლენას ახდენს ყბის ძვლის განლევის პროცესზე და სხვა.
ელექტრონული სიგარეტი მწეველებისთვის ერთი შეხედვით ნადვილი ხსნაა. მისი მომხმარებლები თვლიან, რომ რადგან არ შეისუნთქვავენ სიგარეტის კვამლს, იგი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. იგი ერთგვარი ტრენდიც კი გახდა ბოლო წლებში. ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ მწეველი არ იღებს კუპრს, რომელიც ყველაზე დიდი საშიშროებაა ორგანიზმისთვის. კვამლის არარსებობა ნიშნავს უფრო სუფთა გარემოს და ნაკლებ საფრთხეს გარშემომყოფთათვის. ასევე ნაკლებია ხანძრის გაჩენის ალბათობა.
მიუხედავად ამისა, არსებობს რამოდენიმე ნეგატიური გარემოება. ელექტრო სიგარეტის გამოყენების დროს კვლავ აქვს ადგილი პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანის ანთებით ცვლილებებს. დაფიქსირებულია ასევე ელ. სიგარეტის აფეთქების შემთხვევები, კბილებისა და პირის ღრუს ლოწოვანის დაზიანებით.
საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი ელ.სიგარეტებთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც ბევრი მას იყენებს სიგარეტის მოწევის ჩვევისაგან გასათავისუფლებლად, არის შემთხვეევბი როცა პირიქითაც ხდება. მათ შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ნიკოტინის მოხმარების ჩვევის ჩამოყალიბებაში, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებაში შეიძლება გადავიდეს და პიროვნების მწეველად ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.