ჯანსაღი სარძევე კბილები აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის — სრულფასოვანი ღეჭვისა და მეტყველების, ასევე მაღალი თვითშეფასებისათვის. “ჭიანი” კბილების გამო ზოგჯერ პატარებს ნაადრევად უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი სარძევე კბილების შენარჩუნება ბოლომდე ანუ სანამ პატარა ბუნებრივად არ მოიცვლის მათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ “ქვეშ” განლაგებულია მუდმივი კბილების ჩანასახები, რომელზეც აისახება მათი დაზიანება.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სარძევე კბილების სწორი განლაგება კბილთა რკალში წარმოადგენს გარანტს, რომ მუდმივ კბილებს საკმარისი ადგილი ექნებათ ამოსაჭრელად. სარძევეები, ასე ვთქვათ, “არეზერვებს” ადგილს მუდმივი კბილებისთავის. მათი ნაადრევი ამოღების შემთხვევაში თავისუფალი ადგილისაკენ გადაინაცვლებს მეზობელი კბილები და სივრცის უკმარისობის გამო მუდმივი კბილი არასწორად ამოიჭრება.
მაგრამ თუკი სარძევე კბილები არასწორად იჭრება? ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი სარძევეებიც აუცილებლად მათ ბედს გაიზიარებენ. ხშირად მათი განლაგება სწორდება ბავშვის ზრდასთან ერთად.
თუ კბილთა რკალში სარძევე კბილების სიმჭიდროვე აღინიშნება კბილების არასწორად ამოჭრის გამო, ალბათობა დიდია, რომ მუდმივი თანკბილვაც პრობლემატური იქნება ამ მხრივ. მიზანშეწონილი იქნება, თუ ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მოემზადებით ორთოდონტიული მკურნალობის ჩასატარებლად შესაბამის ასაკში.
სარძევე კბილებს შორის ბუნებრივად უნდა არსებობდეს სივრცეები (ტრემები), რადგან მუდმივი კბილის გვირგვინი უფრო დიდია და მეტი სივრცე დასჭირდება რკალში. ეს სივრცეები ასევე აადვილებს წმედას და ნერწყვს საშუალებას აძლევს ბუნებრივად ჩამორეცხოს კბილებს შორის დარჩენილი საკვების ნარჩენები. მჭირდოდ დგომის შემთხვევაში კი ეს პრობლემატურია და განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაზე, რადგან ამ შემთხვევაში კარიესი ადვილად ჩნდება და სწრაფად პროგრესირებს. დღეში ორჯერ გახეხვა, ჯანსაღი კვება, ტკბილეულისა და ფუნთუშეულის შეზღუდვა და პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ — აუცილებელია სარძევე კბილების არასწორი დგომისა და სიმჭიდროვის შემთხვევაში.
gamarjobat,2dgis cin chems 5clis gogos amovuget qvevita sardzeve kbili stomatologtan,uproscored kbilis amosagebad ar mimikvania,ubralod mindoda ro enaxa radgan kbilis ukan sxva kbilma daicko amosvla da shemeshinda arascored ar gaizardostqo kbili,im eqimma ki chemtan sheutanxmeblad,xeltatmanebis gareshe da xelis dabanis gareshe chauko bavshvs xeli pirshi da amougo kbili,dzaan vnerviulob ramit xom ar daaimpicirebda bavshvs an ra vici,rame problema xom ar iqneba radgan im xelit sheexo sisxls, gtxovt mipasuxot,cinascar madloba.
ფაქტი რათქმაუნდა არასასიამოვნოა. თუმცა რადგან ასეთი ადვილი ამოსაღები იყო, როგორც ჩანს ფესვი სრულად იყო გაწოვილი და ასეთ შემთხვევაში ჭრილობა პრაქტიკულად არაა. შესაბამისად რაიმე ინფექციის გავრცელების რისკი სისხლის გზით მიზერულია.