ონავარი “სიბრძნის კბილი”: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?

სიბრძნის კბილი რაღაცით”ბრმა ნაწლავს” ანუ აპენდიქსს წააგავს — ორივე მათგანს დაკარგული აქვს თავისი როლი  და ორივე მათგანი გვიქმნის პრობლემებს. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია: სიბრძნის კბილი შეიძლება ამოიჭრას უმტკივნეულოდ ან მისი ამოჭრის პროცესი სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს. შეიძლება ამოიჭრას დროულად, ან პირის ღრუს განვითარების დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ, ან შეიძლება სულაც არ ამოიჭრას და დარჩეს ძვალში (ასეთი “მიძინებული” სიბრძნის კბილი აწვება და აზიანებს მის წინ მდგომ კბილს. დროთა განმავლობაში მის ირგვლივ ხშირად ვითარდება კისტა). და ყველაფერ ამასთან ერთად ისინი ფაქტობრივად არც კი გვჭირდება

რადგანაც სიბრძნის კბილების თავნებობას საზღვარი არ აქვს, სწორედ ამიტომ ხშირად ურჩევენ სტომატოლოგები მათ ამოღებას მანამ, სანამ პრობლემებს გამოიწვევდნენ. დღეს ძალიან იშვიათია, როდესაც სიბრძნის კბილი სრულფასოვნად იჭრება სხვა კბილების მსგავსად. თუმცა ასეთი შემთხვევები მაინც არსებობს. სამაგიეროდ თაობიდან თაობაში სულ უფრო მატულობს შემთხვევები, როცა სიბრძნის კბილები საერთოდ არ ვითარდება. ამჟამინდელი მონაცემებით ადამიანების დაახლოებით 35% არასოდეს ჰქონია ისინი.

სიბრძნის კბილები ერთადერთია, რომელთა ჩანასახი ადამიანის დაბადების შემდეგ ჩნდება ორგანიზმში. არსებობს სხვადასხვა თეორია, თუ როგორ შეიძლება საერთოდ თავიდან ავიცილოთ მათი განვითარება და შესაბამისად მოსალოდნელი პრობლემებიც.  ტაფტის სტომატოლოგიური სკოლის მკვლევარებმა შენიშნეს კორელაცია 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ადგილობრივი ანესთეზიის ჩატარების სიხშირესა და სიბრძნის კბილების განუვითარებლობას შორის და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ინექცია ამ ზონაში შესაძლოა აზიანებდეს ჩანასახს და ხელს უშლიდეს სიბრძნის კბილის განვითარებას. თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ მოსაზრებაა და კვლავ გრძელდება კამათი იმაზე ამოვიღოთ თუ შევინარჩუნოთ სიბრძნის კბილი.

პირადად ჩემი აზრით, თუნდაც სწორად ამოიჭრას, სიბძნის კბილის გაწმენდა ყოველთვის პრობლემატურია. ნადების სრულფასოვანი მოშორების გაძნელება იწვევს არასასიამოვნო სუნს, ინფექციას, ტკივილს. ეს კი საკმარისი მიზეზია თნდაცსაღი და სწორად ამოჭრილი სიბრძნის კბილის “გასაწირად”. აღარაფერს ვამბობ მტკივნეულ და გართულებულ ამოჭრაზე.

2 thoughts on “ონავარი “სიბრძნის კბილი”: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?

  1. გამარჯობათ,თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ..3 თვის წინ ამოვიღე სიბრძნის კბილი,მის შემდეგ მაქვს დაბუჟებული ენა,არამაქვს მგრძნობელობა..კბილის ფესვები ახლოს იყო ენის ნერვებთან და შეიძლება დაზიანდა,თუ დამიბრუნდება მგრძნობელობა ან ვის მივმართო რომ ვიმკურნალო და დავიბრუნო მფრძნობელობა

    1. როდესაც მერვე კბილის ამოღების დროს ენის ნერვის დაზიანება ხდება, ენის ნახევარი კარგავს მგრძნობელობას. სამწუხაროდ, რაც მეტი დროა გასული დაზიანებიდან, მით უფრო მცირდება პროცესის უკუქცევის შანსი. გამოკვლევისთვის უნდა მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.