გამათეთრებელი ზოლები: პლიუსები და მინუსები

ყველაზე მოთხოვნად კოსმეტიკურ პროდუქტთა შორის კბილების გამათეთრებელი საშუალებები უდაოდ მოწინავეთა შორისაა. საუბარია სწორედ კოსმეტიკურ ანუ უსაფრთხო და მომხმარებლისთვის განკუთვნილ, და არა პროფესიონალურ საშუალებებზე. ასეთები ხელმისაწვდომია ყველასთვის ექიმის დანიშნულების გარეშე, თუმცა თუ კბილების სახლის პირობებში გათეთრებას გადაწყვეტთ, სტომატოლოგთან წინასწარი კონსულტაცია ნამდვილად ბრწყინვალე იდეაა.

ყოველწლიურად ბაზარზე კბილების გასათეთრებელი უამრავი პროდუქტი უწვეს კონკურენციას ერთმანეთს. გამათეთრებელი ზოლები ანუ ლენტები (tooth whitening strips)

 თითქმის ყველა მწარმოებლის კატალოგშია. მათზე მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ ხელმისაწვდომი ფასი აქვს, უსაფრთხოა და გამოსაყენებლად ადვილი.

რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწონოთ სახლის პირობებში გამოსაყენებელი პროდუქტების შემთხვევაში არის ის, რომ პროფესიონალური გზით გათეთრება ყოველთვის უფრო ეფექტურია მიღებული შედეგისა და მისი ხანგრძლივად შენარჩუნების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მწარმოებელი ანალოგიური შედეგის მიღებას გვპირდება.

ყველაზე ხარისხიანი გამათეთრებელი ზოლების გამოყენებისას შესამჩნევი შედეგის მიღებას რამოდენიმე დღეში გვპირდებიან, რაც უმეტესად 7 დღეა ხოლმე. ეს ვადა ვარირებს კბილების დისკოლორიზაციის (ფერის შეცვლის) ხარისხის მიხედვით. მიღებული შედეგი არაა მუდმივი და საშუალოდ 6 თვეს გრძელდება. გამათეთრებელი პასტების რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ შედეგის შენარჩუნებაში (ამ კატეგორიის პასტების დანიშნულება პრინციპში ესაა, მათ თავად არ გააჩნიათ გამათეთრებელი მოქმედება).

როგორ უკვე აღვნიშნეთ, გამათეთრებელი ზოლები ძალიან მარტივია გამოსაყენებლად, რაც მათი დიდი უპირატესობაა. ზოლი პირდაპირ ეკრობა კბილების გარეთა ზედაპირს. მისი ტარება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, მწარმოებლის მიერ მითითებული დროის განმავლობაში (აუცილებლად კარგად გაეცანით ანოტაციას!).
ფასს რაც შეეხება, სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის ფასი საშუალოდ $20-$40-ია ანუ ბევრად უფრო იაფი, ვიდრე პროფესიონალური გათეთრება და ცოტა უფრო ძვირი, ვიდრე გამათეთრებელი კბილის პასტები. თუ არჩევანის გაკეთება გიწვეთ გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი, კბილების დისკოლორიზაციის ხარისხი და ეფექტის ხანგრძლივობა. არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ სპეციალისტთან კონსულტაცია.

რამდენადაც გამათეთრებელი ნივთიერება დაბალი კონცენტრაციისაა, ზოლები ღრძილებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ეს დამოკიდებულია თუ რამდენი ხნით ატარებთ მათ. ამიტომ, მეტი უსაფრთხოებისთვის შეეცადეთ, რომ ზოლი არ გადადიოდეს ღრძილზე. სამწუხაროდ, ღრძილის კონტური სწორხაზოვანი არაა და მისი ზუსტად მორგება შეუძლებელია, პროფესიონალური მეთოდებისგან განსხვავებით.

 რაც შეეხება მგრძნობელობის მომატებას, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება, განსაკუთრებით კი ზოგადად მგრძნობიარე კბილების მქონე პირებში. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რაცა გათეთრების პროცესში ჩართოთ მგრძნობელობის საწინააღმდეგო საშუალებები.

კიდევ ერთი გარემოება, რაც გამათეთრებელი ზოლების გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ გელისაგან გასხვავებით, ზოლები ვერ აღწევს კბილებს შორის სივრცეებში გასაგები მიზეზის გამო და შედეგად კბილების ეს ნაწილი შედარებით მუქი ან მოყვითალო შეიძლება გამოჩნდეს, რაც ასევე ამ პროდუქტის მინუსს წარმოადგენს.

გამათეთრებელი ზოლების გამოყენება უსაფრთხოა მოზრდილებისათვის, თუმცა არა ბავშვებისა და ორსულებისათვის. ამ თემაზე ცალკე სტატია გვექნება მომავალში.

ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ამ კატეგორიიდან:

Crest 3D White Luxe Professional Effects Whitestrips

 

Lumist Advanced Teeth Whitening Strips
Sheer White Teeth Whitening Strips

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.