რა არის ღრძილოვანი გრაფტი?

თუ თქვენმა სტომატოლოგმა ან პაროდონტოლოგმა გითხრათ, რომ ღრძილებზე ქირურგია გჭირდებათ გრაფტის გამოყენებით, ნუ შეშინდებით. ეს რუტინული პროცედურაა და ყველაზე ხშირად გამოიყენება ღრძილი რეცესიის (განლევის) მკურნალობისთვის. შევეცდები მოკლედ აღვწერო რას წარმოადგენს იგი, რას უნდა მოელოდეთ და რა უნდა გაითვალისწინოთ.

გრაფტი ანუ ტრანსპლანტატი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი ღრძილის ქსოვილი დაზიანებულია დაავადების ან ტრავმის შედეგად. პაროდონტის დაავადება სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პროგრესირებს და ანთებითი

 პროცესი კბილის ირგვლივ ქსოვილებში ძვლოვანი ქსოვილის განლევას იწვევს. ძვალთან ერთად გადანაცვლდება მასზე მიმაგრებული ღრძილიც და ვიზუალურად სახეზე გვაქვს ღრძილის განლევა/ დაწევა ანუ რეცესია. გაშიშვლებული ფესვი ხშირად მგრძნობიარეა (არაესთეტიკურზე რომ აღარაფერი ვთქვა), რეაგირებს ცივზე, მჟავეზე და კბილების გახეხვაც პრობლემატურია ამ ზონაში, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პაროდონტის დაავადებას. გარდა ამისა რეცესია ყოველთვის პროგრესირებს.

სამწუხაროდ, არ არსებობს კონსერვატიული (არაქირურგიული) მკურნალობა, რომელიც დაკარგულ ქსოვილს აღადგენს. ეს მხოლოდ ტრანსპლანტატის ანუ გრაფტის გამოყენებითაა შესაძლებელი, ქირურგიული გზით.

იდეალურია ავტო-ტრანსპლანტატი ანუ საკუთარი გრაფტი. თუმცა წარმატებით გამოიყენება მზა ალო- და ქსენო- ტრანსპლანტატებიც, სადაც დონორი სხვა ადამიანი ან ცხოველის ორგანიზმია.

ავტო-ტრანსპლანტატის შემთხვევაში გრაფტის აღება ხდება სასიდან. ანუ სასაზე არსებული რბილი ქსოვილის მცირე ნაწილი გადაინერგება ღრძილის რეცესიის ზონაში.

ქირურგიული პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და აბსოლუტურად უმტკივნეულოა. თუმცა წარმატებული შეხორცებისთვის აუცილებელია ჭრილობის სათანადო მოვლა. ექიმი გირჩევთ არ გაიხეხოთ და არ გამოიყენოთ ფლოსი ჭრილობის ზონაში გარკვეული პერიოდით. აუცილებლად ზუსტად შეასრულეთ მისი რეკომენდაციები. პარალელურად დაგინიშნავთ სავლებს ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ. ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკი ამ დროს არ ინიშნება, თუ არ არის რაიმე სპეციფიკური მიზეზი ამისათვის.

შეეცადეთ მიიღოთ რბილი, ადვილად გადასამუშავებელი საკვები 1-2 კვირის განმავლობაში, რათა ხელი არ შეუშალოთ შეხორცების პროცესს. ცხარე საკვებს კი მოერიდეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.