კბილებს შორის ანუ ინტერდენტალური სივრცეების წმენდა პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელიც კბილების გახეხვის შემდეგ ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს, დღეში ერთხელ მაინც. ამის გარეშე, ანუ მხოლოდ კბილების გახეხვის შემდეგ ბაქტერიული ნადების დიდი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება. ამისათვის გამოიყენება სპეციალური საშუალებები — ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშორისი ჯაგრისი, ან ყველა ერთად, იმისდა მიხედვით
გაქვთ თუ არა პათოლოგიური ჯიბეები ანუ პაროდონტის დაავადება და რა სიმძიმის. ამ დროს ძვლის განლევის გამო კბილებს შორის სივრცეები იზრდება და შესაბამისად ნადების დაგროვებაც უფრო ადვილად ხდება.
ინტერდენტალური წმენდა კბილების გახეხვასთან შედარებით ცოტა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს და ადამიანების უმრავლესობას უბრალოდ ეზარება.
ჯერჯერობით ფლოსი ამისათვის ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ საშუალებად ითვლება. მისი ბოჭკოები არამარტო მექანიკურად აშორებს საკვების ნარჩენებსა და ნადებს, არამედ პოლირებას უკეთეს მინანქარს კბილებს შორის. ხაოიან ზედაპირზე ნადები უფრო სწრაფად ჩნდება. რბილი ნადების სრულად მოშორება აუცილებელია, რადგან იგი კბილის ქვად გადაიქცევა, რომლის მოშორება ინსტრუმენტების გარეშე შაუძლებელია. კბილის ქვა კი გინგივიტისა და პაროდონტიტის გაჩენის მიზეზია.
თუმცა ზოგჯერ ფლოსი შეიძლება ტრავმული იყოს მათთვის, ვისაც მგრძნობიარე ღრძილები აქვს. ასევე, ფლოსის გამოყენება რთულია ბრეკეტების ტარებისას, რადგან მეტალის რკალი ხელს უშლის ფლოსის მოძრაობას კბილებს შორის.
დენტალური ირიგატორი ფლოსის ალტერნატივას წარმოადგენს, თუმცა მისი ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია. ირიგატორი შემდეგი პრინციპით მოქმედებს: წყლის წვრილი ჭავლი წნევით აშორებს ნადებსა და საკვების ნამცეცებს კბილებს შორის უმცირესი სივრცეებიდან. ზოგ აპარატს აქვს პულსირებადი ჭავლის ფუნქციაც. წყალი არ ატრავმირებს და არ აღიზიანებს ღრძილებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც ირიგატორს გააჩნია ფლოსთან შედარებით არის ის, რომ ღრმა პათოლოგიური ჯიბეებიდან შესაძლებელის ხდის ნადების მოშორებას, რაც ფლოსის შემთხვევაში ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი პაროდონტის დაავადების მქონეთათავის მათი სპეციალური მოვლის რეჟიმის ყველაზე რთულად მიღწევადი და მთავარი რგოლია.
რომ შევაჯამოთ, თუ არ გაწუხებთ პაროდონტის დაავადება, ჯანმრთელი ღრძილების შესანარჩუნებლად გამოიყენეთ მხოლოდ ფლოსი. პაროდონტის დაავადების შემთხვევაში გამოიყენებთ ირიგატორი ფლოსთან ერთად.
მომავალ პოსტებში მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ავარჩიოთ ირიგატორი და რა უნდა გავითვალისწონოთ მისი შეძენისას.
რამოდენიმე თვის წინ დავიპლომბე ზედა კბილი დაახლოებით ერთ თვეში ახლიდან დამჭირდა დაპლომბვა ბჟენი მომძვრა და ეხლა ისევ შემაწუხა გამისივდა ლოყა იმ კბილის ზევით, რა შეიძლება იყოს მიზეზი და შესაძლოა თუ არა თავისით გამიაროს შესიებამ სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე?
სავარაუდოდ, ჩატარებული მკურნალობა არ იყო ხარისხიანი, რამაც გამოიწვია პრობლემები. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომ კბილი შეინარჩუნოთ.