პრობიოტიკები, პრებიოტიკები და ბაქტერიები

ბავშვობაში ჩანერგილი რწმენა, რომ ბაქტერიები ბოროტი უხილავი არსებებია და დაავადებასთან ასოცირდება ბევრ ჩვენგანს დღემდე მოჰყვება. ამ რწმენიდან გამომდინარე კი მიგვაჩნია, მათგან თავდაცვის საუკეთესო გზა მათი განადგურებაა. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით იმდენსავე ბაქტერიას შეიცავს, რამდენი უჯრედისგანაც შედგება. მიკრობიომი უამრავი სხვადასხვა სახის ბაქტერიითაა წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთთან “ურთიერთობენ” და ჯანმრთელ ორგანიზმში გარკვეულ წონასწორობაში თანაარსებობენ. მათი საცხოვრებელი გარემო ადამიანის ორგანიზმია. მცენარეების მსგავსად, ბაქტერიები ინტენსიურ ზრდას იწყებენ, როდესაც რომელიმე სახეობისთვის განსაკუთრებულად კარგი პირობები შეიქმნება ორგანიზმში და დაავადების სიმპტომებიც თავს იჩენს.

ბაქტერიების არამიზნობრივი გამოყენების გამო ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამების გაჩენამ მათ მიმართ ბრძოლის სტრატეგია შეცვალა. მიიჩნევა, რომ ბაქტერიების ერთიანად განადგურების ნაცვლად უფრო ეფექტურია მათ შორის არსებული თავდაპირველი ბალანსის აღდგენა და ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბება პრობიოტიკების დახმარებით (რათქმაუნდა, არა მწვავე ინფექციების შემთხვევაში, როდესაც ანტიბიოტიკის გამოყენება აუცილებელია.)

პრობიოტიკები “კეთილი” ბაქტერიებია, რომელთა არსებობა ორგანიზმში აუცილებელია. პრებიოტიკები კი ნივთიერებებია, რომელიც მათი ზრდის სტიმულაციას ახდენს.

რამდენიმე ხნის წინ კლინიკური პაროდონტოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა იმის თაობაზე, რომ გარკვეული სახის პრებიოტიკების მიღება  თრგუნავს პათოგენურ ბაქტერიებს პირის ღრუში, რომლებიც იწვევენ კარიესს, პაროდონტის დაავადებას, ჰალითოზს (არასასიამოვნო სუნი). პირის ღრუ ორგანიზმის ის ნაწილია, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა პათოგენური ბაქტერიები. მათი ამორჩევით განადგურება წარმოუდგენელია. პრობიოტიკები კი ზღუდავენ მათ ზრდას და ხელს უწყობენ პირის ღრუს ჯანმრთელობას.

პრობიოტიკების მიღება ბუნებრივადაა შესაძლებელი  ფერმენტირებული საკვებიდან —  მაწონი, იოგურტი, კეფირი, ზოგიერთი სახეობის ყველი, სხვადასხვა სახის მწნილი.

პრებიოტიკებს კი შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა  შვრია, ხახვი (როგორც უმი, ისე თერმულად დამუშავებული), ნიორი, ბაბუაწვერას ფოთლები (რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს 🙂 ), ასპარაგუსი, ბანანი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.