რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს pH ბალანსი?

დავიწყოთ იმით, თუ რა არის pH ბალანსი. ეს მაჩვენებელი აღნიშნავს, თუ რამდენად შეუძლია სითხეს მჟავას განეიტრალება. პირის ღრუში კი, როგორც ვიცით უამრავი სახის მჟავა ხვდება საკვებთან და სასმელთან ერთად. გარდა ამისა მჟავები წარმოიქნება ბაქტერიების მიერ საკვების ნარჩენების გადამუშავებისას. მჟავა აზიანებს  კბილის მინანქარს, ახდენს მის დემინერალიზაციას და შედეგად ვითარდება კარიესი. ამიტომ ამ მჟავების განეიტრალება პირის ღრუში ძალიან მნიშვნელოვანია კარიესის პროფილაქტიკისათვის.

pH-ის მნიშვნელობა იცვლება 1-დან 14-მდე, სადაც 7 ნიშნავს ნეიტრალურს. უფრო ნაკლები ნიშნავს, რომ სითხე თავადაა “მომჟავო”, ამიტომ მჟავის განეიტრალების უნარი იკლებს. ნერწყვის pH ჯანმრთელ ადამიანში თითქმის ნეიტრალურია — 7.1. 

როგორ შეიძლება ავწიოთ pH მაჩვენებელი და ამით ხელი შევუწყოთ მჟავების განეიტრალებას?

  • შეამცირეთ ტკბილისა და ფუნთუშეულის მიღება, რადგან სწორედ მათი ანუ ნახშირწყლების გადამუშავებით წარმოქმნიან ბაქტერიები მჟავებს.
  • შემაცირეთ ყავის მიღება, უარი თქვით მოწევაზე (ეს ბევრად გააუმჯობესებს თქვენს ზოგად ჯანმრთელობასაც), რადგან ორივე იწვევს ნერწყვის გამოყოფის შემცირებას და პირის ღრუს სიმშრალეს. ნერწყვი კი გარემოა, სადაც მჟავების განეიტრალების პროცესი ხდება.
  • მიირთვით მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.
  • სათანადო ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს ჰიგიენას. განსაკუთრებით და კბილთა შორის ნადების მოშრებას ყოველდღიურად ფლოსითა და სპეციალური ჯაგრისებით. 
  • საკვების მიღების შემდეგ გამოიყენებთ ქსილიტოლის შემცველი საღეჭი რეზინი. ქსილიტოლი ეფექტურია pH ბალანსის ნორმალიზაციისთვის. 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.