“ბოტოქსი” სტომატოლოგიაში


დღეს სულ უფრო მეტი სტომატოლოგი იყენებს “ბოტოქსის” ინექციებს ყბა-სახის მიდამოში კოსმეტიკური თუ თერაპიული მიზნით. სახის ესთეტიკის გასაუმჯობესებლად “ბოტოქსის” დანიშნულება ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ამავდროულად იგი ეფექტური საშუალებაა კუნთების ჰიპერფუნქციით გამოწვეული ტკივილის მოსახსნელად და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ. 

“ბოტოქსი” ანუ ბოტულინის ტოქსინი ნეიროტოქსინია, რომელიც ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიის Clostridium botulinum-ის მიერ პროდუცირდება. იგი იწვევს ნეიროკუნთოვანი კავშირის პარალიზებას ნეიროტრანსმიტერის — აცეტილქოლინის ინჰიბირების გამო, რის შედეგადაც კუნთი დროებით კარგავს შეკუმშვის უნარს. რამდენიმე თვეში კავშირი აღდგება და კუნთს ფუნქცია სრულად უბრუნდება.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადება ერთერთი ყველაზე რთულად სამკურნალო პათოლოგიაა. გამოიყენება უამრავი მეთოდი დაწყებული ინექციებიდან, ფსიქოლოგიური მკურნალობით დამთავრებული. ძალიან ხშირად კი არცერთი მათგანი არაა ეფექტური ან ხანმოკლე ეფექტი აქვს. ასეთი რთული შემთხვევები სწორედ კუნთების სპაზმს უკავშირდება. “ბოტოქსის” ეფექტი, რომელიც კუნთების მოდუნებითაა განპირობებული, რამდენიმე თვეს გრძელდება, რაც პაციენტისთვის დიდი შვებაა.

ბრუქსიზმი კიდევ ერთი პათოლოგიაა, რომელიც საღეჭი კუნთების ჰიპერფუნქციითაა გამოწვეული, რომელიც უმეტესად ღამით იჩენს თავს. იგი თავის მხრივ შესაძლოა საფეთქელ-ქედა ყბის სახსრის დაავადების მიზეზი გახდეს, ისევე როგორ ქრონიკული თავის ტკივილისა და სახის სხვადასხვა არეში ტკივილის. “ბოტოქსის” ინექციით საღეჭი კუნთების სპაზმი მცირდება ან ქრება, სხვა სიმპტომებთან ერთად.

მოსახსნელი პროთეზის  მორგება ხშირად გართულებულია ჰიპერაქტიური კუნთების გამო. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმპლანტაციის ჩატარების საშუალება და ასეთი პაციენტის რეაბილიტაციისათვის პროთეზთან შეგუება მნიშვნელოვანი მომენტია, რისთვისაც “ბოტოქსის” ინექცია ეფექტური საშუალებაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.