ბრუქსიზმი ბავშვებში და სტრესის დაძლევის გზები

ვერც სტომატოლოგები და ვერ მეცნიერები ამ დრომდე ვერ ხსნიან ბრუქსიზმის ანუ კბილების კრაჭუნის კონკრეტულ მიზეზს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ სტრესი და ნერვული დაძაბულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პათოლოგიის განვითარებაში, როგორც დიდებში, ასევე ბავშვებში. ამიტომ ბრუქსიზმთან გასამკლავებლად პირველ რიგში ბავშვის გარშემო არსებული სტრესული ფაქტორების აღმოფხვრაა აუცილებელი. 

ყოველდღიური სტრესის შემცირება შესაძლებელია მშვიდი და წყნარი გარემოს შექმნით სახლში, სადაც ბავშვია. წინასწარ დაგეგმვა დაგეხმარებათ ამაში. მაგალითად, დილისთვის ტანსაცმლისა და სკოლაში წასაღები ნივთების წინასწარ გამზადება წინა საღამოს. ეს ბავშვს საშუალებას მისცემს არ იჩქაროს და მშვიდად წავიდეს სკოლაში.

მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვი ხედავს, გრძნობს და განიცდის ყველაფერს რაც მათ ირგვლივ ხდება. მშობლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ აისახება მათზე. ამიტომ ბავშვის სიმშვიდისთვის პირველ რიგში მშობლებმა უნდა ისწავლონ სტრესთან გამკლავება. კონფლიქტები და დაძაბულობა ოჯახში, უთანხმოება მშობლებს შორის, არასტაბილური ოჯახური სიტუაცია, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და სხვა — ასეთი სტრესული ფაქტორები ადვილი შესაძლებელია გახდეს ბავშვებში ბრუქსიზმისა და სხვა ნერვული პრობლემების ტრიგერი.

ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბავშვს სძინავს. მიეცით საშუალება, რომ თვითონ შექმნას ინტერიერი საძინებელში, სადაც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობს. სასურველია განათება არ იყოს მკვეთრი, სუსტი შუქი ეხმარება ორგანიზმს, მოემზადოს მშვიდი ძილისთვის. წიგნის წაკითხვა ძილის წინ ასევე დაეხმარება ბავშვს მშვიდად ჩაძინებაში.

სპორტი, ჯანსაღი კვება და ნაკლები ტკბილეული არამარტო ბავშვის ორგანიზმის განვითარებაზე აისახება დადებითად, არამედ ძილის ხარისხზეც.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.