ბუნებრივი კვება და პირის ღრუს ჯანმრთელობა

ძუძუთი კვებას მრავალი უპირატესობა გააჩია ბუნებრივ კვებასთან შედარებით. მისი იმუნოლოგიური, ემოციონალური და კვებითი ღირებულება მნიშვნელოვანია როგორც დედის, ისე ჩვილისთვის. სტომატოლოგიისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის თვალსაზრისით მისი უპირატესობა კი ცოტამ თუ იცის.პატარებს, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე არიან, პოტენციურად ნაკლები პრობლემა აქვთ პირის ღრუს ჯანმთელობის მხრივ იმის წყალობით, რომ ძუძუთი კვება ხელს უწყობს პირის ღრუს, საღეჭი აპარატისა და სასუნთქი გზების სწორად ფორმირებას. ასეთ ბავშვებს უმეტეს შემთხვევაში ყბები კარგად აქვთ განვითარებული და ნაკლებია ხვრინვისა და ძილის აპნოეს განვითარების რისკი მომავალში. იგივე მიზეზით ასევე ნაკლებად ემუქრებათ თანკბილვის პათოლოგია და ორთოდონტიული მკურნალობა. 

რამოდენიმე ახალი კვლევა, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალებში Pediatrics (2015 წ) და Journal of the American Dental Association (2017) ადასტურებს, რომ ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე იყვნენ პირველი 6 თვის განმავლობაში ნაკლებად აქვთ ღია თანკბილვა, ჯვარედინი თანკბილვა და სხვა ორთოდონტიული პრობლემები იმ პატარებთან შედარებით, ვინც ხანმოკლე დროის განმავლობაში იყო ძუძუთი კვებაზე.

ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ ბუნებრივი კვება გარანტირებულად ააცილებს ბავშვს ორთოდონტიულ მკურნალობას. მნიშვნელობა აქვს სხვა ფაქტორებსაც, როგორციაა გენეტიკა და მავნე ჩვევები. 

კიდევ ერთი უპირატესობაა ადრეული კარიესის განვითრების თავიდან აცილება, რასაც  baby bottle tooth decay-ს უწოდებენ. ასეთი კარიესი ჩნდება, როდესაც ბავშვს აძინებენ საწოვარიან ბოთლთან ერთად, რომელშიც შაქრის შემცველი რომელიმე პროდუქტია. კბილის მინანქარი ხანგრძლივ კონტაქტშია სითხესთან, რაც საბოლოოდ კარიესს იწვევს. ასეთი კარიესი ყველაზე ხშირად ზედა საჭრელ კბილებზე ჩნდება, თუმცა არც სხვა კბილებია დაცული. 

გაითვალისწინეთ, რომ დედის რძეც შეიცავს შაქარს. ამიტომ როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი კვების შემთხვევაში აუცილებელი პირის ღრუს ჰიგიენა. გაუწმინდეთ პატარას პირის ღრუ ყოველდღიურად თითზე დახვეული სველი, სტერილური მარლით. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.