ალვეოლის პრეზერვაცია — რა არის და რა შემთხვევაშია რეკომენდებული?

კბილის დაკარგვის შემდეგ იმპლანტაციის ჩატარების პროპაგანდა ძალიან ხშირად აღიქმება, როგორც მარკეტინგული ხრიკი, გამომდინარე იქიდან რომ იგი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე კლასიკური ხიდი — მეზობელ კბილებზე დაფიქსირებული. რათქმაუნდა, იმპლანტები არ უნდა ცვლიდნენ ბუნებრივ კბილებს და პრიორიტეტული ყოველთვის უნდა იყოს კბილის შენარჩუნება, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ მაინც საჭირო გახდა კბილის ამოღება?

ყბის ძვლის იმ ნაწილს, რომელშიც კბილებია მოთავსებული, ალვეოლური ძვალი ეწოდება და მისი დანიშნულება სწორედ კბილების დაფიქსირებაა. თუ კბილი აღარ არის, ძვლის ეს ნაწილი ატროფიას განიცდის ადრე თუ გვიან (ეს პროცესი ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული). ძვლის ქსოვილი განილევა როგორც სიმაღლეში, ისე სისქეში. ეს განსაკუთრებით პროლემატურია წინა კბილების არეში ანუ ესთეტიკურ ზონაში, რადგან ხიდის დამაგრების შემთხვევაში განლეული ძვლის ადგილას სიცარიელე რჩება თუ ბუნებრივზე გრძელი გვირგვინი არ დამზადდა. ასეთ შემთხვევაში უკვე იმპლანტაციაც პრობლემატურია, თუ ჯერ ძვლის რეგენერაცია არ მოხდა. 

კბილის ამოღების შემდეგ იმპლანტაციის დროულად ჩატარება აფერხებს ძვლის დეფორმაციას, რადგან იმპლანტი ხელოვნური ფესვია და მასზე დამაგრებული კბილიც ბუნებრივად ფუნქციონირებს.

თუ ფინანსური ან სხვადასხვა მიზეზის გამო იმპლანტაცია არ იგეგმება კბილის ამოღებიდან 6 თვის განმავლობაში, ამ დროს რეკომენდებულია ალვეოლის პრეზერვაციის ანუ შენარჩუნების პროცედურა. კბილის ამოღებისთანავე კბილბუდეში თავსდება ხელოვნური ძვლის მასალა, რომელიც უზრუნველყოფს მისი მოცულობის შენარჩუნებას და ხელს უშლის ძვლის დეფორმაციას. თუ იმპლანტაცია მალევე იგეგმება, ამ პროცედურის ჩატარება აუცილებელი არ არის, რადგან 6 თვის განმავლობაში ალვეოლის ძვლის მნიშვნელოვანი ცცვლილება მოსალოდნელი არა არის.

6 thoughts on “ალვეოლის პრეზერვაცია — რა არის და რა შემთხვევაშია რეკომენდებული?

  1. გამარჯობათ დედას წლების წინ ჰქონდა ხიდი გაკეთებული, რომელმაც გამოიწვია ღრძილის დაზიანება შესიება. ახლა სავლებს ხმარობს სპლატის , კბილის პასტას შესაბამისი დანიშნულებით და კიდევ რას გვირევდით, რომ ღრძილის განიკურნოს.? მადლობა .

    1. უნდა მიმართოთ ექიმს. კონკრეტულად კი პაროდონტოლოგს. შესაძლოა ხიდიც შესაცვლელია უკვე, მაგრამ ჯერ პაროდონტოლოგმა უნდა ნახოს დაზიანებული ღრძილი. სახლში მკურნალობა არაეფექტურია ასეთ შემთხვევაში.

  2. გამარჯობა, წლების წინ გაკეთებული ლბილები დაზიანდა, ღრძილების ანთებითი პროცესი წავიდა ღრძილი შეიჭამა და კბილი ფესვიანად ამოვარდა ბუდიდან. რა შეიძლება გაკეთდეს თავიდან, იმპლანტის გარდა.

    1. კბილი თუ უკვე დაკარგული, მისი აღდგენა იმპლანტის გარდა შესაძლებელია ხიდის საშუალებით.
      მაგრამ პირველ რიგში პაროდონტის დაავადების სტაბილიზციაა სააჭირო, რათა ხიდისთვის საჭირო საყრდები კბილებიც არ დაზიანდეს.

  3. gamarjoba zogadad dzaan susti kbilebi maqvs dges zeda meeqvse kbili momtkda ogond fesvi charcha jerjerobit ver mivdivar eqimtan da amosavebi gaxdeba mtlianad? plus amas kariesulad gashavebulia

    1. სავარაუდოდ ფესვებიც ამოსაღები იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.