ინვიზალაინი — უხილავი ბრეკეტები

კბილების გასწორება მოზრდილ ასაკში ბევრისთვის სასურველიცაა და ხელმისაწვდომიც, თუმცა ხშირად თავს იკავებენ ვიზუალური ფაქტორის გამო. ის გარემოება, რომ კბილებზე დამაგრებული აპარატი საუბრისას, გაღიმებისას თვალში მოსახვედრია, ბევრისთვის პრობლემატურია.

ინვიზალაინი Invisalign™ ტრადიციული ბრეკეტის ალტერნატივაა. იგი პრაქტიკულად უხილავია, რადგან გამჭვირვალე პლასტმასის კაპას წარმოადგენს. კაპა 2 კვირაში ერთხელ იცვლება, ისევე როგორც იცვლება მისი ფორმა და კბილებსაც “აიძულებს” შეიცვალონ მდებარეობა. კაპებს შორის განსხვავება დაახლოებით 0.25 მმ-ია. ასეთი გზით კბილები თანდათან უახლოვდებიან სასურველ პოზიციას.

გაითვალისწინეთ, რომ ინვიზალაინი განსხვავებული სისტემაა და ექიმ-ორთოდონტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრეინინგი.

ინვიზალაინის სისტემაში გამოიყენება სპეციალური  პლასტმასის მასალა, რომელიც უსაფრთხოა, კომფორტული და გათვალისწინებულია მუდმივად სატარებლად.

მკურნალობის ხანგრძლივობა რათქმაუნდა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე, თუმცა საშუალოდ 12 თვეა მოზრდილისთვის. მისი ტარება აუცილებელია მუდმივად, მოხსნა საჭიროა მხოლოდ ჭამის დროს, რაც თავის მხრივ დიდი უპირატესობაა, რადგან ეს გაძლევთ საშუალებას დისკომფორტის გარეშე მიირთვათ. ასევე აუციელებელია დილა-საღამოს მოხსნა და გარეცხვა კბილის ჯაგრისითა და პასტით, კბილების გახეხვის პარალელურად.

თუ რამდენად ეფექტური იქნება ინვიზალაინი კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ექიმმა-ორთოდონტმა უნდა გადაწყვიტოს მას შემდეგ, რაც ინიდივიდუალურად შეისწავლის შემთხვევას. პათოლოგიების უმეტესობა ექვემდებარება ინვიზალაინით მკურნალობას, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლოა ზოგ შემთხვევაში ტრადიციული ბრეკეტ-სისტემა იყოს რეკომენდებული.

2 thoughts on “ინვიზალაინი — უხილავი ბრეკეტები

    1. ბრეკეტების ფასები დაახლოებით 800-1000 ლარიდან იწყება. სხვადასხვა კლინიკაში ფასები განსხვავებულია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.