შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?

პრაქტიკულად, ნებისმიერი კბილის ამოჭრის პროცესი შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა გარემოებების გამო და ამოჭრის ნაცვლად ჩანასახი ძვალში შეყოვნდეს. ასეთი რეტენირებული ანუ შეყოვნებული კბილები ყველაზე ხშირად მერვეები ანუ სიბრძნის კბილებია. მათ ჩვეულებრივ ქირურგიული გზით იღებენ. მაგრამ უფრო რთულადაა საქმე შეყოვნებული ეშვების ან ფრონტალური ზონის ნებისმიერი სხვა კბილის შემთხვევაში, რადგან ეს მდგომარეობა ესთეტიკურ პრობლემებს იწვევს. ამოღების შემთხვევაში საჭიროა კბილის აღდგენა, რაც ესთეტიკურ ზონაში განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, დროს და თანხებს ითხოვს.

ამოღების ნაცვლად, რეკომენდებულია კბილის ჩანასახის ამოქაჩვა ანუ სტიმულაცია ორთოდონტიული გზით (ბრეკეტის საშუალებით) და ჩაყენება კბილთა რკალში მისთვის განკუთვნილ ადგილას. 

ძალიან ხშირად, როდესაც კბილების ამოჭრა დარღვეულია, “დაგვიანებული” კბილის ადგილს მთლიანად ან ნაწილობრივ იკავებს გვერდითა კბილები. ამიტომ, პირველ რიგში უნდა შეიქმნას საკმარისი სივრცე შეყოვნებული კბილის გადმოსანაცვლებლად. ანუ მკურნალობა ორთოდონტიით იწყება. როგორც კი კბილები იმდენად გაიწევს, რომ საჭირო სივრცე შეიქმნება, მცირე ქირურგიის დრო დგება. ქირურგი ძვალში “ჩამალული” კბილის ზედაპირს ათავისუფლებს. ანეთეზიის ქვეშ აშორებს მას ღრძილს და ხშირად ძვალსაც. ორთოდონტი კი ამავდროულად გაშიშვლებულ კბილზე ბრეკეტს ამაგრებს. პროცედურა სწრაფად და უმტკივნეულოდ ტარდება და არც შემდგომ ახლავს განსაკუთრებული ტკივილი. 

გაშიშვლებული კბილი ზედ დამაგრებული ბრეკეტით საერთო ორთოდონტიულ რკალს უკავშირდება და “ამოქაჩვა” იწყება. ორთოდონტთან გეგმიურ ვიზიტებზე კბილზე დამაგრებული ლიგატურა თანდათან მოკლდება, სანამ იგი თავის ადგილს არ დაიკავებს. 

შესაძლოა ეს გზა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ჩანასახის ამოღება. მაგრამ შედეგი ამად ღირს: ყველა კბილი ადგილზეა და ჯანმრთელია. 

Advertisements

2 thoughts on “შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?

  1. გამარჯობა, კბილი მტკიოდა და ნერვი მოვიკალი შემდეგ გამიშავდა კბილი და მომტყდა მაგამ არ მიმიქცევია ყურადღება და ისევ ისე მაქ ძირში გაშავებული უკანა კბილია, მაგ მხარეს ლოყა მაქ გასიებული თითქოს დეფორმირებული მქონდეს და შეიძლება ამ კბილის ბრალი იყოს ?

    1. შეიძლება, თუ კბილის ფესვზე ანთებითი პროცესია. ეს გამოჩნდება რენტგენზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.