სტომატოლოგია ტკივილის გარეშე: ეს რეალურია!

კბილები და ღრძილები უხვად შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს, რის გამოც პირის ღრუ ერთერთი ყველაზე “მტკივნეული” ზონაა სამედიცინო ჩარევის თვალსაზრისით. ადგილობრივი ანესთეზიის წყალობით დღეს უკვე ნებისმიერი პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ, რადგან თანამდროვე საანესთეზიო საშუალებები ბევრად ეფექტურია, ვიდრე მათი წინამორბედები.

სიტყვა “ანესთეზია” ნიშნავს “შეგრძნების გარეშე” ანუ ტკივილის გარეშე, ანუ გაუტკივარება. ზოგადი ანესთეზიის დროს სხვადასხვა პრეპარატით ხდება ცნობიერების გათიშვა, ანუ ის რასაც “ნარკოზს” უწოდებენ ხოლმე. ადგილობრივი ანესთეზიის დროს კი ცალკეული ნერვის ტოტის ან ნერვული დაბოლოებების გათიშვა ხდება, რის შედეგადაც კონკრეტულ ზონაში გაუტკივარება მიიღება. ამ დროს გამოიყენება ან ინექცია, ან აპლიკაცია (საანესთეზიო გელის ან ხსნარის მოთავსება ქსოვილის ზედაპირზე). სტომატოლოგიაში ეს ორივე მეთოდი გამოიყენება. აპლიკაციურ ანესთეზიას მიმართავენ მაგალითად ღრძილების გაუტკივარებისათვის გაწმენდის პროცედურის დროს. ასევე ინექციის ადგილის გასათიშად, რათა ჩხვლეტა უმტკივნეულო იყოს. ამ ორივე მეთოდის კომბინაციის წყალობით მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია სრულიად უმტკივნეულოდ. 

ანესთეზიის გამოყენება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ყველა პროცედურა არ მოითხოვს მას. როგორიცაა მაგალითდ ფისურების ჰერმეტიზაცია, რომელზეც ჩვენს შემდეგ პოსტში ვისაუბრებთ.

ეფექტური ანესთეზია მნიშნელოვანია არამხოლოდ პაციენტისთვის, არამედ ექიმისთვისაც. თუ პაციენტი მოდუნებულია და თავს კომფორტულად გრძობს, ეს ექიმს საშუალებას აძლევს მშვიდად იმუშაოს და სრულად იყოს კონცენტრირებული მიმდინარე მკურნალობის პროცესზე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.