ზაფხული, ღიმილი და სოციალური მედია

ზაფხული, ღიმილი და სოციალური მედია — რა აქვს საერთო ამ სამს? ძნელი მისახვედრი არაა. რათქმაუნდა, ფოტო. ზაფხულში ალბათ ყველაზე მეტ სურათებს იღებენ ისინიც კი, ვისი ინსტაგრამ-პროფილები ისედაც არ განიცდის მათ ნაკლებობას. უკვე იმხელა გამოცდილება დაგროვდა სოციალური მედიისთვის იდეალური ფოტოების გადაღების, რომ ინტერნეტი სავსეა ინსტრუქციებით, ხრიკებითა და ჰაკებით. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ფოტო რაც შეიძლება მიმზიდველი და გამორჩეული იყოს. რა უნდა იზიდავდეს ყურადღებას ფოტოზე უფრო მეტად თუ არა პოზიტივი, რომელსაც ღიმილი ქმნის? თუმცა, როგორც აღმოჩდა ფოტოსთვის გაღიმებასაც აქვს წესები.

  • თუ ღიმილის დროს ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს ეხება, ეს კისრის შესაბამის კუნთებს ჭიმავს და ყელს დაძაბულ იერს აძლევს. ამიტომ ფოტოსთვის პოზირებისას გაღიმების დროს უდნავ დააშორეთ ყბები ერთმანეთს.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ არაჩვეულებრივი, იდეალური კბილები გაქვთ და ამით ამაყობთ, ნუ შეეცდებით ერთდროულად ყველა მათგანის ჩვენებას. “ჯოკერის ღიმილი” ნაძალადევ და ცოტათი უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ნამდვილად არ გვინდა. ამის თავიდან ასაცილებლად უბრალოდ მოდუნდით, ნუ დაიძაბებით და ნუ შეეცდებით უფრო ფართოდ გაიღიმოთ, ვიდრე ეს ბუნებრივად გამოგდით.
  • ცოტათი უფრო მეტ ბზინვარებას მისცემთ კბილებს, თუ სურათის გადაღების წინ დაისველებთ. ამისათვის უბრალოდ ენა გადაატარეთ კბილებზე დაა ისე გაიღიმეთ.
  • დააფიქსირეთ კამერა თვალების დონეზე მაღლა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სურათზე აღმოაჩინოთ, რომ არამარტო “ორმაგი ნიკაპი” გაქვთ, არამედ სახის ნაკვთებიც არცთუ მიმზიდველად გამოიყურება. 

იყავით რაც შეიძლება ბუნებრივი, მოდუნებული და იფიქრეთ სასიამოვნოზე, რადგან “კარგი ფოტოს გადასაღებად აუცილებელია კარგი ფიქრები”(უეინ მილერი, ფოტოგრაფი, 1918-2013)

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.