შაქრიანი დიაბეტი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას დენტალური იმპლანტაციის ჩასატარებლად, თუმცა არსებობს გართულებების რისკი გარკვეულ შემთხვევაში.
გლუკოზის მაღალი დონე იწვევს მცირე სისხლძარღვთა კადლების დაზიანებას, რის გამოც უარესდება ორაგანიზმში სხვადსასხვა ორგანოსა და სისტემის კვება და სისხლმომარაგება, შესაბამისად კი შეხორცებისა და რეგენერაციის პროცესიც.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები უფრო მეტად არიან მიდრეკილი ინფექციებისკენ, ვიდრე ჯანმრთელი პირები. ამიტომ იმპლანტაციის ჩატარების შემდეგ შეხორცების პერიოდში ინფექციის განვითარების რისკი მაღალია რაც იმპლანტაციის შედეგზე უარყოფითად აისახება, ისევე როგორც თავად შეხორცების პროცესის შენელება. შეხორცების ანუ იმპლანტის ძვალთან შეზრდის (ოსტეოინტგერაციის) დარღვევა კი ნიშნავს, რომ იმპლანტი გამოუსადეგარი იქნება დატვირთვისთვის და ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ძვირადღირებული პროცედურები, რათა იმპლანტის შენარჩუნება მოხერხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტის მქონდე პირებისთის რისკები მაღლია, იმპლანტაციის ჩატარება შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია შაქრიანი დიაბეტი კონტროლდებოდეს და გლუკოზის დონე სტაბილურად ნორმის ფარგლებში იყოს. სპეციალური მარკერი — გლიკოზილირებული ჰემოგლობინი (HbA1c) , აჩვენებს გლუკოზის დონეს ბოლო 3 თვის პერიოდში. ამ მაჩვენებლის ნორმა 7%-ზე ნაკლებია, მეტი კი ნიშნავს, რომ დიაბეტი არ კონტროლდება და ასეთ შემთხვევაში გართულების რისკი მაღალია.
მეორე ტიპის დიაბეტის დროს ბევრი ახერხებს გლუკოზის რეგულირებას კვების, ვარჯიში, წონის კონტროლის და ზოგადად ცხოვრების წესის შეცვლის საშუალებით. თუ ეს გზა ეფექტური არ აღმოჩნდება, აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობა.