ღიმილი და ციფრული ტექნოლოგია

slider3

ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რასაც ვერ შეცვლი, მაგალითად სიმაღლე, ფეხის ზომა, ოჯახი, სადაც დაიბადე… საბედნიეროდ, ღიმილი ამ სიაში არ შედის. კოსმეტიკური სტომატოლოგიისა და ღიმილის ციფრული დიზაინის წყალობით სავსებით რეალურია მისი რადიკალური შეცვლა. ისევე როგორც თითოეული ღიმილია უნიკალური, ასევე ინდივიდუალურია მისი შეცვლის სქემა. 

მკურნალობის გეგმის შედგენისას აუცილებლად ხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: 

  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა;
  • პირის ღრუში არსებული რესტავრაციები (ხიდები, გვირგვინები, ბჟენები);
  • კბილების წყობა და თანკბილვა;
  • კბილების ფორმა, ზომა და ფერი;
  • კვების თავისებურება და ცხოვრების წესი;
  • ბიუჯეტი და მოტივაცია.

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ღიმილის შესაცვლელად კომპლექსური მკურნალობა და ბევრი სხვადასხვა პროცედურის კომბინაცია შეიძლება იყოს აუცილებელი.

  • ვინირები და ბჟენები;
  • გათეთრება;
  • ორთოდოტია;
  • იმპლანტები;
  • გვირგვინები და ხიდები.

მიუხედავად საწყისი მდგომარეობისა, ამ პროცედურათა ერთობლიობა საშუალებას იძლევა მოხდეს პირის ღრუს სრული ფუნქციური და ესთეტიკური რეაბილიტაცია. რათქმაუნდა, ყოველთვის არაა აუცილებელი ყველა ამ პროცედურის გამოყენება. მკურნალობის ხანგრძლივობა და ღირებულებაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ციფრული ტექნოლოგია საშუალებას იძლება წინასწარ მოხდეს სასურველი შედეგის ციფრული მოდელის შექმნა პაციენტთან ერთად, მისი სურვილებისა და მოტივაციის გათვალისწინებით. დღეს უკვე არსებობს ბევრი კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ღიმილის დიზაინის შექმნისას იყენებენ სტომატოლოგები. პირის ღრუში გადაღებული ფოტოების გრაფიკული დამუშავებით იქმნება საბოლოო მოდელი და მის განსახორციელებლად იგეგმება მკურნალობის ყველა ეტაპი. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.