პაროდონტი და ქალის ჯანმრთელობა

პაროდონტი, რომელიც კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების — ღრძილის, ძვლისა და თავად კბილის ერთობლიობას წარმოადგენს, ხშირად “პასუხობს” ქალის ორგანიზმში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ცვლილებებს.  იმის ცოდნა, თუ რატომ და როდის ხდება ეს პროცესი, დაგვეხმარება უყურადღებოდ არ დავტოვოთ სიმპტომები და თავიდან ავიცილოთ პაროდონტის დაავადება.

პუბერტული პერიოდი
პუბერტულ ანუ გარდატეხის პერიოდში სასქესო ჰორმონების მკვეთრი ზრდა იწვევს ღრძილის ქსოვილში სისხლის ცირკულაციის გაზრდას. ამის შედეგად ღრძილები მგრძნობიარე ხდება, რეაგირებს მცირე გაღიზიანებაზეც კი, მაგ. საკვების ნარჩენები და ნადები, შეშუპებული და ადვილად სისხლმდენია.

მენსტრუაცია
ზოგ შემთხვევაში უშუალოდ მენსტრუაციის წინ ჩნდება ღრილების შეშუპება, სისხლდენა, ლოყის ლორწოვანზე მგრძნობიარე უბნები. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები ქრება ციკლის დაწყებისთანავე.

ორსულობა
ზოგირეთი კვლევა ადასტურებს, რომ პაროდონტის დაავადება რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ორსულობის პერიოდში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინფექციური დაავადება. იმ ორსულებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღრძილების დაავადება უფრო დიდი ალბათობაა, რომ ნაადრევი მშობიარობა მოხდეს ან მცირე წონის ნაყოფი დაიბადოს.

მენოპაუზა და პოსტ-მენოპაუზა
ამ პერიოდში ცვლილებები კვლავ ჰორმონულ დისბალანსთან არის დაკავშირებული, თუმცა მენოპაუზური გინგივოსტომატიტი ხშირი არ არის და იგი ქალების მცირე პროცენტს აღენიშნება. სიმპტომები მოიცავს პირის სიმშრალეს, გემოს ცვლილებას, წვისა და ტკივილის შეგრძნებას პირის ღრუში. ბევრი აღნიშნავს, რომ  ჩანაცვლებითი თერაპია და ესტროგენის შემცველი დანამატები მნიშვნელოვნად ამცირებს სიმპტომებს.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.