შაქრიანი დიაბეტი და პაროდონტიტი: ორმხრივი კავშირი

პაროდონტიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ანთებითი ბუნებისაა და ინიცირებულია ბაქტერიებით. იმ სიმპტომების უკან, რომელსაც ადამიანი ხედავს და შეიგრძნობს (ღრძილებიდან სისხლდენა, შეშუპება, უსიამოვნო სუნი, ღრძლების “განლევა”, კბილების მორყევა), დგას ამ დაავადების მთავარი შედეგი — კბილის ირგვლივ არსებული ძლოვანი სტრუქტურის დაშლა. სწორედ ეს იწვევს საბოლოო ჯამში კბილების დაკარგვას.

ეპიდემიოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ დიაბეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს პაროდონტის დაავადების განვითარების მექანიზმში  და 3-ჯერ ზრდის  მისი განვითარების ალბათობას. არსებობს სრულიად ნათელი კავშირი სისხლში გლუკოზის მაღალ დონესა (გლიკემიური კონტროლი) და პაროდონტიტის სიმძიმეს შორის. 

ამ ორ დაავადებას შორის კავშირის მექანიზმი ბოლომდე ახსნილი არა არის, თუმცა ცნობილია რომ მოიცავს იმუნურ ფაქტორებს

სულ უფრო მეტი მონაცემები ჩნდება, რომელიც ადასტურებს ორმხრივ კავშირს შაქრიან დიაბეტსა და პაროდონტიტს შორის — დიაბეტის არსებობა ზრდის პაროდონტიტის რისკს, ხოლოდ ქრონიკული პაროდონტიტი თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს გლიკემიურ კონტროლზე. მაგალითად, მაკლროალბუმინურია და თირკმლის პათოლოგია 2-3-ჯერ უფრო მაღალია იმ დიაბეტურ პაციენტებში, ვისაც პარალელურად პაროდონტის დაავადებაც აღენიშნება. 

შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაროდონტის და ზოგადად პირის ღრუს ჯანმრთელობა, და ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული დიაბეტის მენეჯმენტში —  სწორი ინდივიდუალური და პროფესიული ჰიგიენა, და მჭიდრო თანამშრომლობა პაროდონტოლოგთან, რაც მოიცავს პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების შერჩევას, მათი გამოყენების სწავლებას და პირის ღრუს მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს. 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.