სექსი – გართულების რისკი კბილის ამოღების შემდეგ

სტომატოლოგთან ჩატარებული ნებისმიერი პროცედურის შემდეგ, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ქირურგიას, პაციენტს აუცილებლად ეძლევა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახლში დაბრუნების შემდეგ, როგორ უნდა მოუაროს ჭრილობას, რისგან უნდა შეიკავოს თავი და ა.შ. ეს რეკომენდაციები აუცილებელია გართულების თავიდან ასაცილებლად და მათი დაცვა აუცილებელია ზედმიწევნით. 

ძალიან ხშირად გართულებების მიზეზი მკურნალობის პროცესის სწორედ იმ ნაწილზე მოდის, რომელსაც ექიმი ვერ აკონტროლებს და პასუხისმგებლობა პაციენტს ეკისრება. ეს ზოგადად, რათა გავაცნობიეროთ, რომ პაციენტი არ არის განყენებული სუბიექტი მკურნალობის სქემაში და მისი ჩართულობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. 

ახლა კი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იგნორირებულია და გართულების შემხვევაშიც კი მიზეზი დაფარული რჩება. კერძოდ კი, ესაა სექსი კბილი ექსტრაქციის შემდეგ. 

კბილის ამოღება პროცედურა ანუ ექსტრაქცია სხვადასხვა სირთულის შეიძლება იყოს, როგორც ექიმისთვის ტექნიკური თვალსაზრისით, ისე პაციენტისთვის მისი ფსიქო-ემოციონალური მდგომარეობის მიხედვით. ზოგჯერ რთული, ხანგრძლივი და ტრავმული ექსტრაქცია პაციენტს მხნედ გადააქვს და რამდენიმე საათში ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ამიტომ, თვითშეგრძნება და ზოგადი მდგომარეობა არ არის იმის განმსაზღვრელი, მაღალია თუ არა გართულების რისკი და საჭიროა თუ არა სიფრთხილე.

პროცედურის ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნე, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცები, თუ როგორ უნდა მოუაროს ჭრილობას და რისგან შეიკავოს თავი. ყველაზე ხშირი და საშიში გართულება ამ დროს კბილბუდიდან  სისხლდენაა, რომლის ალბათობა პროცედურის მომდევნო საათებში ყველაზე მაღალია და ეს ალბათობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული — სისხლის შედედების (კოაგულაციის) უნარი, არტერიული წნევა, ჭრილობის დაზიანება. როგორც წესი პაციენტს ურჩევენ თავი შეიკავოს ფიზიკური აქტივობისგან პროცედურის ჩატარების დღეს, თუმცა თითქმის არასოდეს აღნიშნავენ, რომ ამაში სექსიც იგულისხმება, ალბათ საკითხის დელიკატურობის გამო. 

სექსი კი ერთერთი ყველაზე “აქტიური” ფიზიკური აქტივობაა, რომლის დროსაც მატულობს არტერიული წნევა ორგანიზმში, მათ შორის თავის ნაწილში, რამაც პირის ღრუში არსებული ჭრილობიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს. სისხლდენის განახლება კბილის ამოღების შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ პირის ღრუში არსებული უამრავი პათოგენური ბაქტერია ჭრილობაში ხვდება და მის დაინფიცირებას იწვევს, რასაც მომდევნო დღეებში ტკივილის გაჩენა მოსდევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ჭრილობის გასუფთავება ქირურგიული გზით და ანტიბიოტიკოთერაპია. 

ამიტომ თუ კბილის ამოღება მოგიწევთ და ექიმს დაავიწყდა გაფრთხილება, ან თქვენ მოგერიდათ ჰკითხოთ, რეკომენდებულია, რომ კბილის ამოღების დღეს სექსისგან თავი შეიკავოთ. 

 

 

 

სისხლის შედედება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.