აპიკოექტომია

თუ თქვენმა სტომატოლოგმა ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია შემოგთავაზათ, ესეიგი არხის მკურნალობა ჩვეულებრივი გზით ვერ ხერხდება. აპიკოექტომია მცირე მასშტაბის ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ფესვის მწვერვალს კვეთენ (apex მწვერვალს ნიშნავს ლათინურად, tomia –გაკვეთას) და მის გარშემო არსებულ ანთების კერას აშორებენ, არხს კი ჰერმეტულად ხურავენ.

ზოგადად, როდესაც არხების მკურნალობის აუცილებლობა დგება, ჩვეულებრივ ამას კარიესული ღრუდან აკეთებს ექიმი. ამ დროს არხი სუფთავდება ინფიცირებული ქსოვილებისგან და ჰერმეტულად ივსება საბჟენი მასალით. ამ დროს ფესვის არხი ერთადერთი გზაა ინფექციის კერასთან მისადგომად. თუ რაიმე მიზეზის გამო ასეთი მიდგომა ვერ მოხერხდა (მაგ. არხში ჩატეხილი ინსტრუმენტი, მკვეთრად მოხრილი არხი), ამ დროს ზოგჯერ მიმართავენ ფესვის მწვერვალის მოკვეთას გარედან, ქირურგიული გზით, ამავდროულად ხდება ინფექციის კერის მოშორება.

პროცედურას ჩვეულებრივ ატარებს ქირურგი სტომატოლოგი ან ენდოდონტისტი (სტომატოლოგი, რომელიც არხების მკურნალობაში სპეციალიზდება) ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. ღრძილზე კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც ხდება მწვერვალის მოკვეთა და ინფიცირებული ქსოვილების მოშორება.

აპიკოექტომიის საჭიროება ძირითადად არხების განმეორებითი მკურნალობის დროს დგება ხოლმე, როდესაც არხში დარჩენილი ინფექცია გამწვავებას იწვევს. ინფექცია ფესვის ფარგლებს ცდება და მის ირგვლივ ანთებითი კერა ყალიბდება.  გადაწყვეტილებას ექიმი უკიდურეს შემთხვევაში იღებს. პირველ რიგში იგი არხის განმეორებით მკურნალობას მიმართავს. მაგრამ ზოგ შემთხვევაში, მაგ. როცა კბილზე გვირგვინი ან ხიდია დამაგრებული, ეს პრობლემატურია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.