პრობიოტიკები ჰალითოზის წინააღმდეგ

ჰალითოზის (უსიმოვნო სუნი პირის ღრუდან) გამომწვევი მიზეზი ბაქტერიებია, რომელიც გოგირდის შემცველ ნაერთებს წარმოქმნიან. მათი სიჭარბე კი შემთხვევათა დაახლოებით 85%-ში არასათანადო ჰიგიენის ბრალია. 

ჰალითოზის საწინააღმდეგო საშუალებები ძირითადად 2 სახისაა: ისინი, რომელიც ნიღბავს სუნს და ისინი, რომელიც კლავს მის გამომწვევ ბაქტერიებს. ორივე შემთხვევაში ეფექტი ხანმოკლეა. ბაქტერიებს სწრაფი გამრავლების უნარი გააჩნიათ და მათი რაოდენობა მალევე აღდგება. განადგურებული ნაწილი ივსება იგივე ან სხვა სახის, “კარგი” ან “ცუდი” ბაქტერიებით. სწორედ ეს გარემოება იძლევა საშუალებას მოვახდინოთ “კარგი” ბაქტერიების სტიმულაცია დენტალური პრობიოტიკების საშუალებით. 

ადამიანის პირის ღრუში ბაქტერიების დაახლოებით 700 სხვადასხვა სახეობაა. დენტალური პრობიოტიკები ხელს უწყობს “კარგი” ბაქტრიების განსახლებას და გამრავლებას, რაც ჰალითოზის აღმოფხვრის და გრძელვადიანი შედეგის მიღების პირობას ქმნის.

როდესაც პრობიოტიკებზე ვსაუბრობთ ყველას მაწონი და ფერმენტირებული პროდუქტები გაახსენდება პირველ რიგში, მათში შემავალი ცნობილი “კეთილი” ბაქტერიებით — Lactobacillus და Bifidobacterium,  დენტალური პრობიოტიკები კი განსხვავებულ ბაქტერიებს შეიცავენ. Streptococcus salivarius, კერძოდ კი მისი K12 და M18 შტამები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. 

კუჭ-ნაწლავის პრობიოტიკებისგან განსხვავებით, რომელიც კაფსულებშია, პირის ღრუს პრობიოტიკები დასაღეჭი ან საწუწნი ტაბლეტების სახითაა, რაც ბაქტერიების დიდხანს დაყოვნებას და პირის ღრუში მათ განსახლებას უწყობს ხელს. 

M18 შტამის კიდევ ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ ზრდის პირის ღრუს pH-ს და ამცირებს ნადების განვითარებას. კერძოდ კი, წარმოქმნის სალივარიცინ-M-ს — ნივთიერებას, რომელიც ზღუდავს კარიესის გამომწვევი სახეობების ზრდას, როგორიცაა Streptococcus mutans და Streptococcus sobrinus.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.